ამოქსიკლავი 2X - Amoksiklav 2X
ამოქსიკლავი 2X - Amoksiklav 2X

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებთან

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

**ამოქსიკლავი
AMOKSIKLAV
**

საერთაშორისო დასახელება - amoxicillin, clavulanic acid

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები); ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კომბინირებული პრეპარატები

**
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა**

ტაბლეტი #10, #14 ან #20

ამოქსიკლავი® 2X 625 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ამოქსიკლავი® 2X 1000 მგ შემოგარსული ტაბლეტები
თითოეული 625 მგ ტაბლეტი შეიცავს: 500 მგ ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით და 125 მგ კლავულანის მჟავას კალიუმის მარილის სახით.
თითოეული 1000 მგ ტაბლეტი შეიცავს: 875 მგ ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით და 125 მგ კლავულანის მჟავას კალიუმის მარილის სახით.
დამხმარე ნივთიერებები: ბირთვი: კოლოიდური უწყლო კაჟბადის დიოქსიდი, კროსპოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
გარსი: ჰიდროქსიპროპოლცელულოზა, ეთილცელულოზა, პოლისორბატი 80, ტრიეთილ ციტრატი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი E 171.

ჩვენებები
რა არის და რისთვის გამოიყენება ამოქსიკლავი
ამოქსიკლავი არის ანტიობიოტიკი, რომელიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ. ის მიეკუთვნება ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების ჯგუფს. ის სპობს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს. პრეპარატი ფლობს ანტიბაქტერიული აქტივობის ფართო სპექტრს.
ამოქსიკლავი გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების ფართო სპექტრის სამკურნალოდ, მათ შორის:
-ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიების ჩათვლით), ძირითადად, სინუსიტი, შუა ყურის ანთება, რეციდიული ტონზილიტი;
-ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, ძირითადად, ბრონქოპნევმონია და ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გამწვავება;
-შარდ-სასქესო ტრაქტის და მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები, ძირითადად, ცისტიტი (განსაკუთრებით რეციდიული ან გართულებული-გამონაკლისია პროსტატიტი), სეპტიური აბორტები, მენჯის ან მშობიარობის შემდგომი სეფსისი და ინტრააბდომინალური სეფსისი;
-კანისა და რბილი ქსოვილების, ასევე შემაერთებელი ქსოვილის ინფექციები, რომელთა გამომწვევი შეიძლება იყოს ცხოველების ნაკბენი, და მიმდებარე ქსოვილების ანთებით მიმდინარე მძიმე სტომატოლოგიური აბსცესები.
**
მიღების წესები და დოზები**

პრეპარატი მიიღება უშუალოდ კვების წინ, რათა თავიდან ავიცილოთ კუჭ-ნაწლავის დარღვევები.
დოზა
ექიმი დაგინიშნავთ დოზას (ტაბლეტების რაოდენობა) და მკურნალობის კურსს. მოზრდილებისა და მოზარდებისათვის (12 წელზე უფროსი ასაკის და სხეულის წონით არანაკლებ 40 კგ) ჩვეულებრივ დოზას წარმოადგენს: 1000 მგ 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ ან 625 მგ 1 ტაბლეტი 2 ან 3-ჯერ დღეში (ინფექციის სიმძიმის მიხედვით).
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს 625 მგ 1 ტაბლეტი ყოველ 12 საათში და უფრო მძიმე ინფექციებისას 625 მგ 1 ტაბლეტი ყოველ 8 საათში.
**
გამოყენების წესი**

ტაბლეტი ჩაიყლაპება მთლიანად დაღეჭვის გარეშე და 1 ჭიქა წყლის დაყოლებით. ეცადეთ ტაბლეტები მიიღოთ ერთი და იგივე დროს. საუკეთესო შედეგის მისარწევად მიიღეთ უშუალოდ ჭამის წინ.
**
გამოყენების ხანგრძლივობა.**

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
როგორც წესი ამოქსიკლავი გამოიყენება კიდევ 3-4 დღის განმავლობაში სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ, მაგრამ მისი გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს მკურნალობის სტანდარტულ რეკომენდებულ მინიმალურ პერიოდზე ნაკლები. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება 2 კვირაზე ხანგრძლივად ექიმის ხელახალი კონსულტაციის გარეშე.
ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკებით გამოწვეული ინფექციებისას გვიანი გართულებების (მაგ.: რევმატიული ცხელების, გლომერულონეფრიტის) განვითარების პრევენციის მიზნით მკურნალობის ხანგრძლივობამ უნდა შეადგინოს არანაკლებ 10 დღე.
მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი პრეპარატის მიღების შეწყვეტა ექიმის მიერ დანიშნულ დროზე ადრე არ შეიძლება. თუ ტაბლეტების მიღებას შეწყვიტავთ მკურნალობის კურსის დასრულებამდე ზოგიერთი ბაქტერია შეიძლება გადარჩეს და თავიდან გამოიწვიოს ინფექცია.
მაგრამ, თუ მკურნალობის კურსის დასრულებისას თქვენ ისევ ცუდად გრძნობთ თავს მიმართეთ ექიმს.
**
გვერდითი მოვლენები**

ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებმა, ამოქსიკლავმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში. ჩვეულებრივ, ეს ეფექტები უმნიშვნელო სიმძიმისაა და ატარებენ გარდამავალ ხასიათს.
ისევე, როგორც სხვა პრეპარატები, ამოქსიკლავი ძალიან იშვიათად ან იშვიათად იწვევს სერიოზულ უარყოფით რეაქციას. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ მკურნალ ექიმს ან უახლოეს სამკურნალო დაწესებულებას, თუ გაგინვითარდათ:
-სახის, ტუჩების, პირის ღრუს და ყელის ლორწოვანი გარსების ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ გართულებული ყლაპვა და სუნთქვა;
-ქავილით, მაგალითად ჭინჭრის ციების ტიპის გამონაყარით, მიმდინარე კანის ალერგიული რეაქციები;
-სიყვითლე (კანის ან თვალის სკლერის გაყვითლება).
ასეთ შემთხვევაში საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰისპიტალიზაცია.

ასევე, რაც შეიძლება სწრაფად, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს თუ გაგინვითარდათ შემდეგი ნიშნები:
-შარდის გამუქება და განავალის გაუფერულება
-კუჭ-ნაწლავის სისხლდენით მიმდინარე მძიმე დიარეა (არის ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების შესაძლებლობა)
-ბუშტების განვითარება ან კანის აქერცვლა, ასევე, კანის სიწითლე ან კანზე სისხლჩაქცევების განვითარება
-თუ ბავშვი გამოყოფს ჩვეულებრივთან შედარებით შარდის მცირე რაოდენობას (არის თირკმელების ანთებითი დაავადების განვითარების შესაძლებლობა – ინტერსტიციალური ნეფრიტი ან შარდში კრისტალების ფორმირების გამო მილაკების ბლოკადა)
-რეაქციები სისხლის მხრიდან, რომლებიც იწვევენ სისხლჩაქცევებს, ხშირ ინფექციებს (მაგალითად, ფარინგიტი) ან ანემიას
-კრუნჩხვა.
ესენი არიან სერიოზული არასასურველი გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვითარდებიან ძალიან იშვიათად, მაგრამ საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას.
სხვა გვერდითი ეფექტები:
ხშირად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვითარდება 100 პაციენტიდან 1-ზე მეტ და 10-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
-რძიანა (საფუარის სოკოთი გამოწვეული პირის ღრუს, საშოს და კანის ნაკეცების ინფექცია); რძიანას სამკურნალოდ დახმარების აღმოსაჩენად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს;
-კუჭ-ნაწლავის დარღვევები, ღებინების, გულისრევის ან დიარეის ჩათვლით;
-პერიანალური მიდამოს კანის ქავილი.
იშვიათად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვითარდება 10 000 პაციენტიდან 1-ზე მეტ და 1000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
-თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
-მუცლის ტკივილი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება;
- შესაძლოა კბილების ფერის შეცვლა, რომელიც გადის კბილების გამოხეხვისთანავე.
ძალიან იშვიათად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვითარდება 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
-ენამ შეიძლება მიიღოს ყავისფერი ან შავი შეფერილობა;
-კრისტალები შარდში, რომლებიც, როგორ წესი, ვლინდებიან მხოლოდ მიკროსკოპში; შარდის შემღვრევა, მძიმე და მტკივნეული შარდვა;
-ჰიპერაქტიურობა, შიშის გრძნობა, ძილიანობა, გონების არევა, აგრესია;
-ცხელება.
სერიოზული ან ისეთი ახალი გვერდითი ეფექტის განვითარებს შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
**
უკუჩვენება**

არ გამოიყენოთ ამოქსიკლავი 2X
-თუ თქვენ გაქვთ ალერგია ამოქსიცილინის ან მოცემული პრეპარატის სხვა ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;
-თუ თქვენ გაქვთ ალერგია პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.
ტერმინი ალერგია ნიშნავს, რომ ადრე, პრეპარატის გამოყენებისას, თქვენ გივითარდებოდათ რეაქციები კანის გამონაყარის, სახის, კისრის ან სხეულის შეშუპების, ასევე სუნთქვის გართულების სახით.
-ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებისას, ან, თუ ადრე, პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების ან ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავის კომბინაციის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას გივითარდებოდათ ქოლესტატური სიყვითლე ან ღვიძლის დისფუნქია;
-თუ თქვენ დაავადებული ხართ მონოციტარული ანგინით (ინფექციური მონონუკლეოზი) ან ლიმფოლეიკოზით.

ამოქსიკლავით მკურნალობისას დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე
-თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევები; ასეთ შემთხვევაში, თქვენი მკურნალი ექიმი გააკორექტირებს პრეპარატის დოზას ან გაზრდის პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალს;
-თუ თქვენ გაქვთ მძიმე ალერგიული დაავადებები ან ბრონქიალური ასთმა.
მძიმე დიარეის და/ან გულისრევის მქონე ბავშვებში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა.
პრაქტიკულად ნებისმიერი ანტიბაქტერიული პრეპარატის გამოყენებისას არსებობს როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე, ავადმყოფის სიცოცხლისათვის საშიში, ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების საშიშროება. თუ ადრე, ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებისას თქვენ გივითარდებოდათ მძიმე დიარეა, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს. თუ თქვენ იყენებდით მოცემულ პრეპარატს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, არსებობს რეზისტენტული ბაქტერიებით ან სოკოებით განვითარებული ინფექციების წარმოშობის საშიშროება.
მოცემული პრეპარატით მკურნალობის პერიოდში, კრისტალურიის (შარდში კრისტალების წარმოშობა) განვითარების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა სითხის ჭარბი რაოდენობით მიღება.
ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან ნებისმიერის განვითარების შემთხვევაში, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.
**
ორსულობა და ლაქტაცია**

შეატყობინეთ თქვენ ექიმს, თუ თქვენ ხართ ორსულად (ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად) ან ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე. ისევე, როგორც სხვა პრეპარატები, არ არის რეკომენდებული ამოქსიკლავის გამოყენება ორსულობის დროს. მოცემული პრეპარატის გამოყენების საჭიროების საკითხს გადაწყვეტს თქვენი მკურნალი ექიმი. ზუსტად შეასრულეთ თქვენი მკურნალი ექიმის ინსტრუქცია.
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე მიიღეთ თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
დასაშვებია ამოქსიკლავის გამოყენება ლაქტაციის დროს. დედის რძეში პრეპარატის ნარჩენი რაოდენობის გამოყოფასთან დაკავშირებით განვითარებული სენსიბილიზაციის (ჰიპერმგრძნობელობა) საშიშროების გარდა, ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებზე სხვა უარყოფითი ზემოქმედების განვითარება არ აღმოჩენილა. ზუსტად შეასრულეთ თქვენი მკურნალი ექიმის ინსტრუქცია.

განსაკუთრებული მითითებები**

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
ამოქსიკლავი პრაქტიკულად არ ახდენს ზემოქმედებას სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე; თუმცა, იშვიათად შეიძლება განვითარდეს ისეთი არასასურველი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის თავბრუსხვევა, კრუნჩხვა, ცნობიერების არევა.
**
ჭარბი დოზირება**

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა და აჩვენეთ ტაბლეტების თქვენი შეფუთვა.
ჭარბი დოზის მიღებისას პაციენტთა უმეტესობას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნა, ან იყო უმნიშვნელო გამოვლინებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ღებინების, მუცლის ტკივილის, გულისრევისა და დიარეის ჩათვლით. ძალიან იშვიათად აღინიშნა გამონაყარი კანზე, ჰიპერაქტიურობა, თავის ტკივილი, ძილიანობა, თირკმელების ანთებითი დაავადებები (ინტერსტიციური ნეფრიტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა შარდში კრისტალების წარმოქმნის გამო).
_
თუ თქვენ დაგავიწყდათ ამოქსიკლავი 2X მიღება_
თუ თქვენ დაგავიწყდათ გამოწერილი პრეპარატის დოზის მიღება, მიიღეთ ის პირველივე შესაძლებლობისთანავე. შემდეგ განაგრძეთ მკურნალობა არსებული სქემის თანახმად. ამასთანავე შეეცადეთ, რომ პრეპარატის დოზის შემდეგ მიღებამდე გავიდეს არანაკლებ 4 საათი. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული კომპენსაციისათვის.
**
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება**

თუ თქვენი იყენებდით რომელიმე სხვა, თუნდაც ურეცეპტოდ გაცემულ სამკურნალო პრეპარატს, გთხოვთ შეატყობინოთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ იღებთ ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო პრეპარატს:
-ნებისმიერი ბაქტერიოსტატიკული ქიმიოთერაპევტული/ანტიბაქტერიული პრეპარატი (ქლორამფენიკოლი, მაკროლიდები, ტეტრაციკლინები ან სულფანილამიდები);
-მეტოტრექსატი;
-ალოპურინოლი (გამოიყენება პოდაგრას სამკურნალოდ);
-ორალური ანტიკოაგულანტები (სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგალითად, ვარფარინი);
-პრობენეციდი;
-სულფასალაზინი;
-დიგოქსინი (საგულე საშუალება);
-დისულფირამი
-ორალური კონტრაცეპტივები: ვინაიდან ანტიბიოტიკმა შეიძლება შეამციროს ორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობა, დაორსულების პროფილაქტიკის მიზნით, საჭიროა კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდების გამოყენება, მაგალითად პრეზერვატივი.
მკურნალობის დროს შეიძლება შეიცვალოს სისხლის ანალიზის შედეგი ან განვითარდეს შარდში გლუკოზაზე ცრუდადებითი რეაქცია. ამიტომ, სისხლის ანალიზის ჩატარებამდე შეატყობინეთ თქვენ ექიმს ან მედ.დას, რომ თქვენ იღებდით ამოქსიკლავს.
**
შენახვის პირობები და ვადები**

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
პრეპარატის შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25ºC
არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
**
აფთიაქში გაცემის წესი**

რეცეპტით

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: 875 მგ ამოქსიცილინი და 125 მგ კლავულანის მჟავა. დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარამელოზა, კოლოიდური სილიკონის დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, პროპილენგლიკოლი და ტიტანის დიოქსიდი, ეთილცელულოზას.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიულები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინების კომბინაციები ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებთან.

ჩვენებები: ბაქტერიული ინფექციების მკურნალობა.

დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებისთვი ჩვეულებრივი დოზაა ერთი აპო-ამოქსი კლავი 500 მგ + 125 მგ ყოველ 12 საათში ან ერთი ამოქსიცილინი 250 მგ ყოველ 8 საათში. უფრო მძიმე ინფექციების და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების შემთხვევაში დოზა შეადგენს ერთ აპო-ამოქსი კლავი 875 მგ+125 მგ ტაბლეტს ყოველ 12 საათში ან ერთ აპო-ამოქსი კლავი 500 მგ+125 მგ ტაბლეტს ყოველ 8 საათში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7-10 დღეს. ამოქსიცილინზე გადაანგარიშებით აპო-ამოქსი კლავის ჩვეულებრივი დოზა 12 კვირის ბავშვებში შეადგენს: საშარდე გზების, ზედა სასუნთქი გზების, კანისა და რბილი ქსოვილების საშუალომდე სიმძიმის ინფექცია: 25 მგ.კგ დღეში ან 20 მგ.კგ დღეში, შესაბამისად ორ 12 სათიანი ინტერვალიბით ან სამ 8 საათიანი ინტერვალებით მიღებაზე. მძიმე ინფექცია: 45 მგ.კგ დღეში ან 40 მგ.კგ დღეში დაყოფილ დოზებად. ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია: 45 მგ.კგ დღეში დაყოფილი დოზებად ყოველ 12 საათში ან 40 მგ.კგ დღეში დაყოფილი დოზებად ყოველ 8 საათში. შუა ყურის ანთება: 40 მგ.კგ დღეში დაყოფილი ყოველ 8 საათში, 3 მიღებაზე. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. 38 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში დოზირება შეესაბამება მოზრდილის დოზას.

გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, კუჭის სპაზმები, შებერილობა, შეკრულობა, უმადობა, კოლიკის ტიპის ტკივილი, გამონაყარი, ჰეპატიტი და სიყვითლე, ანემია, ვაგინიტი, თავის ტკივილი, უსიამოვნო გემო პირში, თავბრუსხვევა, სისუსტე, ენის ანთება, შავი თმიანი ენა, სტომატიტი, ბავშვებში კბილების ფერის შეცვლა.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პენიცილინის ან ბეტა-ლაქტამური ცეფალოსპორინების ჯგუფის პრეპარატების მიმართ, ინფექციური მონონუკლეოზი - მოსალოდნელი ან დადგენილი; ანამნეზში აპო-ამოქსი კლავი მიღებით გამოწვეული სიყვითლე ან ღვიძლის დაავადება.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ყველა პრეპარატის და ბიოლოგიურად აქტიური დანამატების შესახებ რომელსაც ღებულობს პაციენტი. განსაკუთრებით მნიშვენლოვანია მკურნალმა ექიმმა იცოდეს თუ პაციენტი ღებულობს შიგნით მისაღებ კონტრაცეპტივებს ან პრობენეციდს.

განსაკუთრებული მითითებები: აპო-ამოქსი კლავის მიღების დაწყებამდე და საუკეთესო მკურნალობის ჩასატარებლად, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს თუ მას: წარსულში აღენიშნა მომატებული მგრძნობელობის რეაქციები პენიცილინების, ცეფალოსპორინების ან სხვა ალერგენების მიმართ, აქვს თირკმელების, ღვიძლის ან სისხლის სისტემის დაავადებები, არის ორსული ან ლაქტაციის პერიოდში, ალერგიულია ასპარტამის მიმართ, აქვს მონონუკლეოზი. დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. მაგრამ თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დაუშვებელია გამოტოვებული დოზის მიღება. არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ორსულობა და ლაქტაცია: უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ჭარბი დოზირება: სიმპტომები:კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, მათ შორის კუჭის და მუცლის არეში ტკივილი, ღებინება, ფაღარათი. აგრეთვე შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარი, მომატებული მგრძნობელობა ან ძილიანობა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა შეწყდეს აპო-ამოქსი კლავის მიღება და მიემართოს მკურნალ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

გარეგნული სახე და შეფუთვა: შეფუთვა შეიცავს ქილას, რომელშიც არის #100 ტაბლეტი.

შენახვის პირობები: ტაბლეტები ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისა და ტენისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

ამოქსიკლავი® 2x 400 მგ+57 მგ/5მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის დასამზადებელი ფხვნილი
აქტიურ ნივთიერებებს წარმოადგენენ ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა.
შიგნით მისაღები სუსპენზიის ყოველი 5 მლ (1 დოზირებული პიპეტი) შეიცავს 400 მგ ამოქსიცილინს ტრიჰიდრატის ფორმაში და 57 მგ კლავულანის მჟავას კალიუმის მარილის სახით.
დამხმარე ნივთიერებები
გაუწყოვნებული ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ქსანტის ფისი, უწყლო კოლოიდური კაჟბადის დიოქსიდი, ნატრიუმის საქარინი, მანიტოლი, ველური ალუბლისა და ლიმონის სუნის მქონე არომატიზატორი.

ჩვენებები
ამოქსიკლავი წარმოადგენს ანტიბიოტიკს, რომელიც გამოიყენება ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ. ის მიეკუთვნება ანტიბაქტერიული აქტივობის ფართო სპექტრის მქონე ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების ჯგუფს. თავის სამკურნალო მოქმედებას ამოქსიკლავი ახდენს ბაქტერიების უჯრედოვანი კედლის სინთეზის შეფერხების გზით; შესაბამისად, ის სპობს ბაქტერიას, რომელიც წარმოადგენს ინფექციის გამომწვევს.
ამოქსიკლავი გამოიყენება ფართო სპექტრის ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ:
-ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიების ჩათვლით), როგორიც არის მაგალითად, სინუსიტი, შუა ყურის ანთება, რეციდიული ტონზილიტი;
-ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, ძირითადად, ბრონქოპნევმონიებისა და ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გამწვავება;
-შარდ-სასქესო ტრაქტისა და აბდომინალური ინფექციები;
-კანისა და რბილი ქსოვილების, ასევე შემაერთებელი ქსოვილის ინფექციები, მათ შორის, ცხოველთა ნაკბენი;
-მიმდებარე ქსოვილების ანთებით მიმდინარე მძიმე სტომატოლოგიური აბსცესები.

მიღების წესები და დოზები
დოზა
დოზას და პრეპარატის გამოყენების ჯერადობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. ეს დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე, ასაკსა და ბავშვის წონაზე.
2 თვემდე ასაკის ახალშობილები
მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებულია 156,25 მგ/5მლ ამოქსიკლავის® სუსპენზიის გამოყენება.
2 თვიდან 12 წლამდე (40 კგ-მდე სხეულის წონის მქონე) ბავშვები
40 მგ-მდე წონის მქონე ბავშვებში სადღეღამისო დოზა, სხეულის წონის 1 კილოგრამზე, შეადგენს 25-45 მგ (ამოქსიცილინზე გადაანგარიშებით), გაყოფილი ორ მიღებაზე, რაც დამოკიდებულია ინფექციური პროცესის სიმძიმეზე.
-მსუბუქი ან ზომიერი სიმძიმის ინფექციებისას (ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მაგალითად, ქრონიკული ტონზილიტი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, ასევე, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები) სადღეღემისო დოზა შეადგენს 25 მგ/კგ/დღეში (ამოქსიცილინზე გადაანგარიშებით), გაყოფილი ორ მიღებად.
-მძიმე ინფექციების მქონე ბავშვებისათვის (ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მაგალითად, შუა ყურის ანთება და სინუსიტი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, ბრონქოპნევმონია და შარდგამომყოფი გზების ინფექციები), სტანდარტული სადღეღამისო დოზა შეადგენს 45 მგ/კგ/დღეში (ამოქსიცილინზე გადაანგარიშებით), გაყოფილი ორ მიღებად.
სუსპენზიის დოზირებისა და გამოყენების გაიოლების მიზნით, მას თან ერთვის დოზირების პიპეტი (ერთ პიპეტი – 5 მლ).
პრეპარატის დოზა ბავშვებისათვის
ასაკი (სხეულის წონა) მძიმე ინფექცია ზომიერი სიმძიმის ინფექცია
7-12 წლის ბავშვები(22-40 კგ) 10,0 მლ 2-ჯერ დღეში 5,0 მლ 2-ჯერ დღ.
2-6 წლის ბავშვები(13-21 კგ) 5,0 მლ 2-ჯერ დღეში 2,5 მლ 2-ჯერ დღ.

2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის დოზის დაანგარიშება ხდება სხეულის წონიდან გამომდინარე.
მაგალითად, თუ ბავშვი იწონის 6,5 კგ, მაშინ საშუალო სიმძიმის ინფექციისას აუცილებელი დოზა იქნება სუსპენზიის 1,0 მლ დღეში 2-ჯერ, ხოლო მძიმე ინფექციისას 1,8 მლ დღეში 2-ჯერ.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებიფხვნილის გაფხვიერების მიზნით ენერგიულად შეანჯღრიეთ ფლაკონი. ორ ულუფად (თავდაპირველად 2/3-მდე, შემდეგ კი ნიშნულამდე) დაამატეთ საჭირო ოდენობის წყალი (იხილეთ ცხრილი), ამასთანავე, ყოველ ჯერზე, კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი.
ფლაკონის ზომა სუსპენზიის დასამზადებლად საჭირო წყლის რაოდენობა
35 მლ 29,5 მლ
50 მლ 42 მლ
70 მლ 59 მლ
140 მლ 118 მლ

ამოქსიკლავი
AMOKSIKLAV

საერთაშორისო დასახელება - amoxicillin, clavulanic acid

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები); ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კომბინირებული პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტი #10, #14 ან #20

ამოქსიკლავი® 2X 625 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ამოქსიკლავი® 2X 1000 მგ შემოგარსული ტაბლეტები
თითოეული 625 მგ ტაბლეტი შეიცავს: 500 მგ ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით და 125 მგ კლავულანის მჟავას კალიუმის მარილის სახით.
თითოეული 1000 მგ ტაბლეტი შეიცავს: 875 მგ ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით და 125 მგ კლავულანის მჟავას კალიუმის მარილის სახით.
დამხმარე ნივთიერებები: ბირთვი: კოლოიდური უწყლო კაჟბადის დიოქსიდი, კროსპოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
გარსი: ჰიდროქსიპროპოლცელულოზა, ეთილცელულოზა, პოლისორბატი 80, ტრიეთილ ციტრატი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი E 171.

ჩვენებები
რა არის და რისთვის გამოიყენება ამოქსიკლავი
ამოქსიკლავი არის ანტიობიოტიკი, რომელიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ. ის მიეკუთვნება ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების ჯგუფს. ის სპობს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს. პრეპარატი ფლობს ანტიბაქტერიული აქტივობის ფართო სპექტრს.
ამოქსიკლავი გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების ფართო სპექტრის სამკურნალოდ, მათ შორის:
-ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიების ჩათვლით), ძირითადად, სინუსიტი, შუა ყურის ანთება, რეციდიული ტონზილიტი;
-ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, ძირითადად, ბრონქოპნევმონია და ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გამწვავება;
-შარდ-სასქესო ტრაქტის და მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები, ძირითადად, ცისტიტი (განსაკუთრებით რეციდიული ან გართულებული-გამონაკლისია პროსტატიტი), სეპტიური აბორტები, მენჯის ან მშობიარობის შემდგომი სეფსისი და ინტრააბდომინალური სეფსისი;
-კანისა და რბილი ქსოვილების, ასევე შემაერთებელი ქსოვილის ინფექციები, რომელთა გამომწვევი შეიძლება იყოს ცხოველების ნაკბენი, და მიმდებარე ქსოვილების ანთებით მიმდინარე მძიმე სტომატოლოგიური აბსცესები.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მიიღება უშუალოდ კვების წინ, რათა თავიდან ავიცილოთ კუჭ-ნაწლავის დარღვევები.
დოზა
ექიმი დაგინიშნავთ დოზას (ტაბლეტების რაოდენობა) და მკურნალობის კურსს. მოზრდილებისა და მოზარდებისათვის (12 წელზე უფროსი ასაკის და სხეულის წონით არანაკლებ 40 კგ) ჩვეულებრივ დოზას წარმოადგენს: 1000 მგ 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ ან 625 მგ 1 ტაბლეტი 2 ან 3-ჯერ დღეში (ინფექციის სიმძიმის მიხედვით).
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს 625 მგ 1 ტაბლეტი ყოველ 12 საათში და უფრო მძიმე ინფექციებისას 625 მგ 1 ტაბლეტი ყოველ 8 საათში.

გამოყენების წესი
ტაბლეტი ჩაიყლაპება მთლიანად დაღეჭვის გარეშე და 1 ჭიქა წყლის დაყოლებით. ეცადეთ ტაბლეტები მიიღოთ ერთი და იგივე დროს. საუკეთესო შედეგის მისარწევად მიიღეთ უშუალოდ ჭამის წინ.

გამოყენების ხანგრძლივობა.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
როგორც წესი ამოქსიკლავი გამოიყენება კიდევ 3-4 დღის განმავლობაში სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ, მაგრამ მისი გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს მკურნალობის სტანდარტულ რეკომენდებულ მინიმალურ პერიოდზე ნაკლები. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება 2 კვირაზე ხანგრძლივად ექიმის ხელახალი კონსულტაციის გარეშე.
ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკებით გამოწვეული ინფექციებისას გვიანი გართულებების (მაგ.: რევმატიული ცხელების, გლომერულონეფრიტის) განვითარების პრევენციის მიზნით მკურნალობის ხანგრძლივობამ უნდა შეადგინოს არანაკლებ 10 დღე.
მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი პრეპარატის მიღების შეწყვეტა ექიმის მიერ დანიშნულ დროზე ადრე არ შეიძლება. თუ ტაბლეტების მიღებას შეწყვიტავთ მკურნალობის კურსის დასრულებამდე ზოგიერთი ბაქტერია შეიძლება გადარჩეს და თავიდან გამოიწვიოს ინფექცია.
მაგრამ, თუ მკურნალობის კურსის დასრულებისას თქვენ ისევ ცუდად გრძნობთ თავს მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებმა, ამოქსიკლავმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში. ჩვეულებრივ, ეს ეფექტები უმნიშვნელო სიმძიმისაა და ატარებენ გარდამავალ ხასიათს.
ისევე, როგორც სხვა პრეპარატები, ამოქსიკლავი ძალიან იშვიათად ან იშვიათად იწვევს სერიოზულ უარყოფით რეაქციას. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ მკურნალ ექიმს ან უახლოეს სამკურნალო დაწესებულებას, თუ გაგინვითარდათ:
-სახის, ტუჩების, პირის ღრუს და ყელის ლორწოვანი გარსების ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ გართულებული ყლაპვა და სუნთქვა;
-ქავილით, მაგალითად ჭინჭრის ციების ტიპის გამონაყარით, მიმდინარე კანის ალერგიული რეაქციები;
-სიყვითლე (კანის ან თვალის სკლერის გაყვითლება).
ასეთ შემთხვევაში საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰისპიტალიზაცია.

ასევე, რაც შეიძლება სწრაფად, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს თუ გაგინვითარდათ შემდეგი ნიშნები:
-შარდის გამუქება და განავალის გაუფერულება
-კუჭ-ნაწლავის სისხლდენით მიმდინარე მძიმე დიარეა (არის ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების შესაძლებლობა)
-ბუშტების განვითარება ან კანის აქერცვლა, ასევე, კანის სიწითლე ან კანზე სისხლჩაქცევების განვითარება
-თუ ბავშვი გამოყოფს ჩვეულებრივთან შედარებით შარდის მცირე რაოდენობას (არის თირკმელების ანთებითი დაავადების განვითარების შესაძლებლობა – ინტერსტიციალური ნეფრიტი ან შარდში კრისტალების ფორმირების გამო მილაკების ბლოკადა)
-რეაქციები სისხლის მხრიდან, რომლებიც იწვევენ სისხლჩაქცევებს, ხშირ ინფექციებს (მაგალითად, ფარინგიტი) ან ანემიას
-კრუნჩხვა.
ესენი არიან სერიოზული არასასურველი გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვითარდებიან ძალიან იშვიათად, მაგრამ საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას.
სხვა გვერდითი ეფექტები:
ხშირად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვითარდება 100 პაციენტიდან 1-ზე მეტ და 10-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
-რძიანა (საფუარის სოკოთი გამოწვეული პირის ღრუს, საშოს და კანის ნაკეცების ინფექცია); რძიანას სამკურნალოდ დახმარების აღმოსაჩენად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს;
-კუჭ-ნაწლავის დარღვევები, ღებინების, გულისრევის ან დიარეის ჩათვლით;
-პერიანალური მიდამოს კანის ქავილი.
იშვიათად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვითარდება 10 000 პაციენტიდან 1-ზე მეტ და 1000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
-თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
-მუცლის ტკივილი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება;
- შესაძლოა კბილების ფერის შეცვლა, რომელიც გადის კბილების გამოხეხვისთანავე.
ძალიან იშვიათად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვითარდება 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
-ენამ შეიძლება მიიღოს ყავისფერი ან შავი შეფერილობა;
-კრისტალები შარდში, რომლებიც, როგორ წესი, ვლინდებიან მხოლოდ მიკროსკოპში; შარდის შემღვრევა, მძიმე და მტკივნეული შარდვა;
-ჰიპერაქტიურობა, შიშის გრძნობა, ძილიანობა, გონების არევა, აგრესია;
-ცხელება.
სერიოზული ან ისეთი ახალი გვერდითი ეფექტის განვითარებს შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
არ გამოიყენოთ ამოქსიკლავი 2X
-თუ თქვენ გაქვთ ალერგია ამოქსიცილინის ან მოცემული პრეპარატის სხვა ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;
-თუ თქვენ გაქვთ ალერგია პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.
ტერმინი ალერგია ნიშნავს, რომ ადრე, პრეპარატის გამოყენებისას, თქვენ გივითარდებოდათ რეაქციები კანის გამონაყარის, სახის, კისრის ან სხეულის შეშუპების, ასევე სუნთქვის გართულების სახით.
-ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებისას, ან, თუ ადრე, პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების ან ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავის კომბინაციის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას გივითარდებოდათ ქოლესტატური სიყვითლე ან ღვიძლის დისფუნქია;
-თუ თქვენ დაავადებული ხართ მონოციტარული ანგინით (ინფექციური მონონუკლეოზი) ან ლიმფოლეიკოზით.

ამოქსიკლავით მკურნალობისას დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე
-თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევები; ასეთ შემთხვევაში, თქვენი მკურნალი ექიმი გააკორექტირებს პრეპარატის დოზას ან გაზრდის პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალს;
-თუ თქვენ გაქვთ მძიმე ალერგიული დაავადებები ან ბრონქიალური ასთმა.
მძიმე დიარეის და/ან გულისრევის მქონე ბავშვებში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა.
პრაქტიკულად ნებისმიერი ანტიბაქტერიული პრეპარატის გამოყენებისას არსებობს როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე, ავადმყოფის სიცოცხლისათვის საშიში, ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების საშიშროება. თუ ადრე, ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებისას თქვენ გივითარდებოდათ მძიმე დიარეა, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს. თუ თქვენ იყენებდით მოცემულ პრეპარატს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, არსებობს რეზისტენტული ბაქტერიებით ან სოკოებით განვითარებული ინფექციების წარმოშობის საშიშროება.
მოცემული პრეპარატით მკურნალობის პერიოდში, კრისტალურიის (შარდში კრისტალების წარმოშობა) განვითარების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა სითხის ჭარბი რაოდენობით მიღება.
ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან ნებისმიერის განვითარების შემთხვევაში, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია
შეატყობინეთ თქვენ ექიმს, თუ თქვენ ხართ ორსულად (ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად) ან ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე. ისევე, როგორც სხვა პრეპარატები, არ არის რეკომენდებული ამოქსიკლავის გამოყენება ორსულობის დროს. მოცემული პრეპარატის გამოყენების საჭიროების საკითხს გადაწყვეტს თქვენი მკურნალი ექიმი. ზუსტად შეასრულეთ თქვენი მკურნალი ექიმის ინსტრუქცია.
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე მიიღეთ თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
დასაშვებია ამოქსიკლავის გამოყენება ლაქტაციის დროს. დედის რძეში პრეპარატის ნარჩენი რაოდენობის გამოყოფასთან დაკავშირებით განვითარებული სენსიბილიზაციის (ჰიპერმგრძნობელობა) საშიშროების გარდა, ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებზე სხვა უარყოფითი ზემოქმედების განვითარება არ აღმოჩენილა. ზუსტად შეასრულეთ თქვენი მკურნალი ექიმის ინსტრუქცია.
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე მიიღეთ თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
ამოქსიკლავი პრაქტიკულად არ ახდენს ზემოქმედებას სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე; თუმცა, იშვიათად შეიძლება განვითარდეს ისეთი არასასურველი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის თავბრუსხვევა, კრუნჩხვა, ცნობიერების არევა.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა და აჩვენეთ ტაბლეტების თქვენი შეფუთვა.
ჭარბი დოზის მიღებისას პაციენტთა უმეტესობას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნა, ან იყო უმნიშვნელო გამოვლინებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ღებინების, მუცლის ტკივილის, გულისრევისა და დიარეის ჩათვლით. ძალიან იშვიათად აღინიშნა გამონაყარი კანზე, ჰიპერაქტიურობა, თავის ტკივილი, ძილიანობა, თირკმელების ანთებითი დაავადებები (ინტერსტიციური ნეფრიტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა შარდში კრისტალების წარმოქმნის გამო).

თუ თქვენ დაგავიწყდათ ამოქსიკლავი 2X მიღება
თუ თქვენ დაგავიწყდათ გამოწერილი პრეპარატის დოზის მიღება, მიიღეთ ის პირველივე შესაძლებლობისთანავე. შემდეგ განაგრძეთ მკურნალობა არსებული სქემის თანახმად. ამასთანავე შეეცადეთ, რომ პრეპარატის დოზის შემდეგ მიღებამდე გავიდეს არანაკლებ 4 საათი. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული კომპენსაციისათვის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თუ თქვენი იყენებდით რომელიმე სხვა, თუნდაც ურეცეპტოდ გაცემულ სამკურნალო პრეპარატს, გთხოვთ შეატყობინოთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ იღებთ ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო პრეპარატს:
-ნებისმიერი ბაქტერიოსტატიკული ქიმიოთერაპევტული/ანტიბაქტერიული პრეპარატი (ქლორამფენიკოლი, მაკროლიდები, ტეტრაციკლინები ან სულფანილამიდები);
-მეტოტრექსატი;
-ალოპურინოლი (გამოიყენება პოდაგრას სამკურნალოდ);
-ორალური ანტიკოაგულანტები (სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგალითად, ვარფარინი);
-პრობენეციდი;
-სულფასალაზინი;
-დიგოქსინი (საგულე საშუალება);
-დისულფირამი
-ორალური კონტრაცეპტივები: ვინაიდან ანტიბიოტიკმა შეიძლება შეამციროს ორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობა, დაორსულების პროფილაქტიკის მიზნით, საჭიროა კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდების გამოყენება, მაგალითად პრეზერვატივი.
მკურნალობის დროს შეიძლება შეიცვალოს სისხლის ანალიზის შედეგი ან განვითარდეს შარდში გლუკოზაზე ცრუდადებითი რეაქცია. ამიტომ, სისხლის ანალიზის ჩატარებამდე შეატყობინეთ თქვენ ექიმს ან მედ.დას, რომ თქვენ იღებდით ამოქსიკლავს.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
პრეპარატის შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25ºC
არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ამოქსიკლავი 2X 1000მგ #10ტ
  • სახელი: ამოქსიკლავი 2X 1000მგ #10ტ
  • მწარმოებელი: Sandoz GmbH (ავსტრია)
  • შეფუთვა: 1000მგ (875მგ+125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (2X5)
Aversi 16.47 ლ
ამოქსიკლავი 2X 457მგ/5მლ 70მლ
  • სახელი: ამოქსიკლავი 2X 457მგ/5მლ 70მლ
  • მწარმოებელი: Lek Pharmaceuticals d.d. (სლოვენია)
  • შეფუთვა: ფხვნილი (400მგ + 57მგ)/5მლ 70მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 დოზირებულ პიპეტთან ერთად
Aversi 19.36 ლ
ამოქსიკლავი 2X 625მგ #10ტ
  • სახელი: ამოქსიკლავი 2X 625მგ #10ტ
  • მწარმოებელი: Lek Pharmaceuticals d.d. (სლოვენია)
  • შეფუთვა: 625მგ (500მგ + 125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (2X5)
Aversi 11.56 ლ
ამოქსიკლავი 2X 1000მგ #10ტ
  • სახელი: ამოქსიკლავი 2X 1000მგ #10ტ
  • მწარმოებელი: Sandoz GmbH (ავსტრია)
  • შეფუთვა: 1000მგ (875მგ+125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (2X5)
Aversi 23.83 ლ
ამოქსიკლავი 2X ტაბლეტი 875მგ+125მგ #10
  • სახელი: ამოქსიკლავი 2X ტაბლეტი 875მგ+125მგ #10
  • მწარმოებელი: Lek Pharmaceuticals d.d. (სლოვენია)
  • შეფუთვა: 1000მგ (875მგ+125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (2X5)
Pharmadepot 16.47 ლ
ამოქსიკლავი 2X ტაბლეტი 500მგ+125მგ #10
  • სახელი: ამოქსიკლავი 2X ტაბლეტი 500მგ+125მგ #10
  • მწარმოებელი: Lek Pharmaceuticals d.d. (სლოვენია)
  • შეფუთვა: 625მგ (500მგ + 125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (2X5)
Pharmadepot 11.56 ლ
ამოქსიკლავი ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად 457მგ/5მლ 70მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ამოქსიკლავი ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად 457მგ/5მლ 70მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Lek Pharmaceuticals d.d. (სლოვენია)
  • შეფუთვა: ფხვნილი (400მგ + 57მგ)/5მლ 70მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 დოზირებულ პიპეტთან ერთად
GPC 19.36 ლ
ამოქსიკლავი 2X ტაბლეტი 875მგ+125მგ #10
  • სახელი: ამოქსიკლავი 2X ტაბლეტი 875მგ+125მგ #10
  • მწარმოებელი: Lek Pharmaceuticals d.d. (სლოვენია)
  • შეფუთვა: 1000მგ (875მგ+125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (2X5)
GPC 16.47 ლ
ამოქსიკლავი 2X ტაბლეტი 500მგ+125მგ #10
  • სახელი: ამოქსიკლავი 2X ტაბლეტი 500მგ+125მგ #10
  • მწარმოებელი: Lek Pharmaceuticals d.d. (სლოვენია)
  • შეფუთვა: 625მგ (500მგ + 125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (2X5)
GPC 11.56 ლ
Amoksiklav - ამოქსიკლავი 2X 625 მგ. 10 ტაბლეტი
  • სახელი: Amoksiklav - ამოქსიკლავი 2X 625 მგ. 10 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Lek Pharmaceuticals d.d. (სლოვენია)
  • შეფუთვა: 625მგ (500მგ + 125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (2X5)
PSP 8.7 ლ
Amoksiklav - ამოქსიკლავი 1000მგ 10ტაბლეტი
  • სახელი: Amoksiklav - ამოქსიკლავი 1000მგ 10ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Lek Pharmaceuticals d.d. (სლოვენია)
  • შეფუთვა: 1000მგ (875მგ+125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (2X5)
PSP 22.97 ლ
ამოქსიკლავი 2X ტაბლეტი 875მგ+125მგ #14
  • სახელი: ამოქსიკლავი 2X ტაბლეტი 875მგ+125მგ #14
  • მწარმოებელი: Lek Pharmaceuticals d.d. (სლოვენია)
  • შეფუთვა: 1000მგ (875მგ+125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14 (2X7)
Pharmadepot 19.25 ლ

GPC 19.25 ლ
Amoksiklav - ამოქსიკლავი 2X 457/5მლ სუსპენზია 70მლ
  • სახელი: Amoksiklav - ამოქსიკლავი 2X 457/5მლ სუსპენზია 70მლ
  • მწარმოებელი: Lek Pharmaceuticals d.d. (სლოვენია)
  • შეფუთვა: ფხვნილი (400მგ + 57მგ)/5მლ 70მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 დოზირებულ პიპეტთან ერთად
PSP 10.17 ლ
Amoksiclav 2X - ამოქსიკლავი 2X 1000მგ 10 ტაბლეტი
  • სახელი: Amoksiclav 2X - ამოქსიკლავი 2X 1000მგ 10 ტაბლეტი

PSP 22.29 ლ