ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტინეოპლაზური საშუალებები, აზოტური იპრიტის ანალოგები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
ციკლოფოსფანი-კმპ
** გენერიული დასახელება:**
Cyclophosphamide.
შემადგენლობა: თითოეული ფლაკონი შეიცავს 0.1გ ან 0.2გ ციკლოფოსფამიდს.
აღწერილობა: თეთრი ფერის უსუნო კრისტალური ფხვნილია, იხსნება წყალში და 96% სპირტში.
ფორმა:
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
** ფარმაკოლოგიური ჯგუფი:** მაალკილირებელი მოქმედების ანტიბლასტომური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები :
ფარმაკოდინამიკა: ციკლოფოსფანი წარმოადგენს მაალკილირებელ პრეპარატს, რომელიც
ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ციტოტოქსიური, სიმსივნის საწინააღმდეგო და
იმუნოდეპრესიული აქტივობით.
ციკლოფოსფანი ბიოტრანსფორმაციას განიცდის ძირითადად ღვიძლში მიკროსომული
ოქსიდაზური სისტემის მეშვეობით და წარმოქმნის აქტიურ მაალკილირებელ მეტაბოლიტებს
(4-OH ციკლოფოსფამიდსა და ალდოფოსფამიდს), რომელთა ერთი ნაწილი ექვემდებარება
შემდგომ ტრანსფორმაციას არააქტიურ მეტაბოლიტებამდე, ნაწილი კი ტრანსპორტირდება
უჯრედებში, სადაც ფოსფატაზის მეშვეობით გარდაიქმნება ციტოტოქსიური მოქმედების
მეტაბოლიტებად. პრეპარატის მოქმედების სავარაუდო მექანიზმი ითვალისწინებს, დნმ-სა
და რნმ-ს ძაფებს შორის განივი კავშირის წარმოქმნას და აგრეთვე ცილების სინთეზის
ინჰიბირებას.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატის პარენტერალური შეყვანისას, მისი აქტიური ციტოტოქსიური მეტაბოლიტების
მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღწევს 2-3 სთ-ის შემდეგ. პრეპარატი
მცირე რაოდენობით უკავშირდება სისხლის ცილებს.
ჩვენება:
ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბო, სარძევე ჯირკვლის კიბო, სათესლეების კიბო,
რეტიკულოსარკომა, ლიმფოსარკომა, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზი, ქრონიკული
ლიმფოლეიკოზი, მრავლობითი მიელომა, ვილმსის სიმსივნე, იუნგის სიმსივნე, ძვლის
რეტიკულოსარკომა, ანგიოსარკომა.
ციკლოფოსფან-კმპ ენიშნებათ აგრეთვე რევმატოიდული ართრიტების, სისტემური წითელი
მგლურას, არასპეციფიკური აორტოარტერიტის სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება :
პრეპარატი გამოიყენება ინტრავენურად წვეთოვანი ან ინფუზიის სახით, კუნთებში,
ინტრაპლევრალურად და ინტრაპერიტონეალურად.
გამოყენების წინ ფლაკონის შიგთავსს 0.1გ-ს ან 0.2გ-ს უმატებენ შესაბამისად 5მლ ან
10მლ საინექციო წყალს და შეანჯღრევენ. საინექციო წყალში ერთი ფლაკონის შიგთავსის
გახსნის დრო შეადგენს არა უმეტეს 4წთ-ს.
იყენებენ მკურნალობის სხვადასხვა სქემებს:
200მგ (3მგკგ) ყოველდღიურად ან 400მგ (6მგკგ) დღეგამოშვებით-ვენაში ან კუნთებში;
1გ (15მგკგ) 1-ჯერ 5 დღე ვენაში; 2-3გ (30-40მგკგ) 1-ჯერ 2-3 კვირა ვენაში; ყველა
ამ სქემის მიხედვით დოზის მთლიანი კურსი შეადგენს 6-14გ-ს. შემდგომ ენიშნებათ
შემანარჩუნებელი თერაპია-2-ჯერ კვირაში 0.1-0.2გ კუნთებში ან ვენაში.
როგორც იმუნოდეპრესანტი იყენებენ 1.0-1.5მგკგ (50-100მგ-ს დღეღამეში), ხოლო კარგი
ამტანიანობის შემთხვევაში-3-4მგკგ-მდე.
აუცილებლობის შემთხვევაში, როგორც ვენაში ინექციების დამატების სახით, შეჰყავთ
მუცლის ან პლევრალურ ღრუში 0.4-1.0გ ყოველი პუნქციის დროს.
ციკლოფოსფანის სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კომბინაციის დროს შესაძლოა ამ უკანასკნელისა და სხვა პრეპარატების დოზის
შემცირება.
წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
მკვეთრად გამოხატული ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, კახექსია,
დაავადებების ტერმინალური სტადიები, გული, ღვიძლის და თირკმელების მძიმე
დაავადებები, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
გვერდითი მოვლენები:
სისხლწარმომშობი სისტემების მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია. Eეპიზოდურად
ვითარდება თრომბოციტოპენია ან ანემია. ტოქსიური ეფექტები, ჩვეულებრივ ქრება
პრეპარატის დოზის შემცირების ან მკურნალობის კურსის შეწყვეტისთანავე. L
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა (ამ მოვლენების შესამცირებლად
იყენებენ ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატებს, კუნთებში შეჰყავთ 0.05გ
პირიდოქსინი). კანისა და კანის დანამატების მხრივ: ხშირად ვითარდება ალოპეცია.
თმის ზრდა იწყება პრეპარატით მკურნალობის დამთავრების შემდეგ ან მკურნალობის
გაგრძელებისას, თავბრუსხვევა, მხედველობის გაუარესება, დიზურიული მოვლენები
(როგორც წესი გაივლის 4-5 დღის შემდეგ), ჰემატურია, ოსალგიები (გრძელდება 2-3
კვირამდე), შემცივნება, ციების სინდრომი, ამენორეა, ასპერმია.
ჭარბი დოზირება:
პანციტოპენია, დილატაციური კარდიომიოპათიის სინდრომი, დაუცხრომელი პირღებინება,
ჰემორაგიული ცისტიტი. ამ დროს საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა ან დოზის
შემცირება და ჰემომასტიმულირებელი და სიმპტომატური თერაპიული მკურნალობის
ჩატარება.
სიფრთხილე და სიფრთხილის ზომები: პრეპარატით მკურნალობისას საჭიროა
პაციენტებზე დაკვირვება ქვემოთჩამოთვლილი ტოქსიკური ეფექტების შესაძლო გამოვლენის
გამო:
ლეიკოპენია;
თრომბოციტოპენია;
ძვლის ტვინის სიმსივნური უჯრედებით ინფილტრაცია;
ადრე ჩატარებული რენტგენოთერაპია;
სხვა ციტოტოქსიურ აგენტებთან კომბინაციაში ჩატარებული ადრეული თერაპია;
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
პრეპარატით მკურნალობისას საჭიროა რეგულარულად სისხლისა და შარდის ანალიზის
ჩატარება.
** ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:**
ციკლოფოსფანი ზრდის რუბრომიცინის და ადრიამიცინის კარდიოტოქსიურობას. პრეპარატის
მოქმედების ეფექტს აძლიერებენ ბარბიტურატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები,
ამინაზინი, თეოფილინი, ხინგამინი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები; ეფექტურობას
აქვეითებენ-გლუკოკორტიკოიდები და ქლორამფენიკოლი. ალოპურინოლი აძლიერებს
პრეპარატის მიელოდეპრესიას.
გამოშვების ფორმა :
0.1გ და 0.2გ ფლაკონებში.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს
10°C ტემპერატურაზე.
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი
** მწარმოებელი ფირმა:**
შ.პ.ს “კიევმედპრეპარატი”
უკრაინა
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
2.1 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით