ენდოქსანი
1. ენდოქსანი დამისიგამოყენება
ენდოქსანი არის კიბოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება (ციტოსტატიკი). მისი
ზემოქმედების შედეგად ხდება კიბოს უჯრედების კვდომა, რაც ასევე ცნობილია
ქიმიოთერაპიის სახელწოდებით.
პრეპარატი გამოიყენება სხვადასხვა სახის ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ.
ენდოქსანი ხშირად გამოიყენება კიბოს საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან ან სხივურ
თერაპიასთან ერთად. ექიმი ამ პრეპარატს გამოიყენებს შემდეგი დაავადებების დროს:
- მკურნალობის დაწყებისათვის (რემისიის ინდუქცია) და დაწყებითი სამკურნალო
ეფექტის (კონსოლიდაციური თერაპია) გასაძლიერებლად სისხლის გარკვეული თეთრი
უჯრედების ავთვისებიანი დაავადების დროს (მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია).
- რემისიის ინდუქციისთვის ლიმფური სისტემის ავთვისებიანი სიმსივნის დროს
(ჰოჯკინის დაავადება).
- ლიმფური სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეებისთვის (არაჰოჯკინის ლიმფომა).
- სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების ავთვისებიანი დაავადებისას (ქრონიკული
ლიმფოლეიკოზი), წარუმატებელი სტანდარტული თერაპიის შემდეგ.
- ძვლის ტვინში სპეციფიკური ანტისხეულების გამომამუშავებელი უჯრედების
ავთვისებიანი დაავადებისას რემისიის ინდუქციისათვის (პლაზმოციტომა).
- როგორც დამხმარე (ადიუვანტური) თერაპია სარძევე ჯირკვლის სიმსივნის დროს, მისი
ამოკვეთის ან მასტექტომიის შემდეგ.
- სარძევე ჯირკვლის შორსწასული სიმსივნის პალიატიური თერაპიისათვის (სარძევე
ჯირკვლის კიბო).
- საკვერცხის შორსწასული კიბოს დროს (საკვერცხეების კარცინომა).
- ბრონქების სპეციფიკური სიმსივნის დროს (წვრილუჯრედოვანი ბრონქული კარცინომა).
- ძვლის კიბოს განსაკუთრებული ფორმის დროს (ევინგის სარკომა).
- ცენტრალური ნერვული სისტემის სპეციფიკური სიმსივნისთვის (ნეირობლასტომა).
- ჩონჩხის მუსკულატურის სიმსივნის დროს ბავშვთა ასაკში (რაბდომიოსარკომა).
- ძვლის სპეციფიკური სიმსივნის დროს (ოსტეოსარკომა).
ენდოქსანი ასევე ნაჩვენებია:
ძვლის ტვინის სხვა დონორისგან გადანერგისთვის მზადებისას (კონდიციონირებისას)
(ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია),
- მძიმე ანემია (აპლასტიკური ანემია),
- ავთვისებიანი ზრდა გარკვეულ ლეიკოციტებში ( მწვავე მიელოიდური და მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია) დაავადების ყველა სტადიაში,
- ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიის ყველა სტადიაში და მძიმე ავტოიმუნური დაავადებების დროს: ლუპუს ნეფრიტის და ვეგენერის გრანულომატოზის მძიმე, შორსწასული ფორმები.
2. ენდოქსანის გამოყენებამდე საყურად****ღებო ინფორმაცია
ენდოქსანის გამოყენება დაუშვებელია:
- თუ ალერგიული ხართ ციკლოფოსფამიდის ან მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი ამ პრეპარატის სხვა შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ალერგიული რეაქციების სიმპტომები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ამით: ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, გამონაყარი, ქავილი, სახისა და ტუჩების შეშუპება.
- თუ ძვლის ტვინის ფუნქცია დარღვეულია (განსაკუთრებით, თუ თქვენ აქამდე უკვე ჩაგიტარდათ ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია). მკურნალი ექიმი გაგიკეთებთ სისხლის ანალიზს ძვლის ტვინის ფუნქციის შესაფასებლად.
- თუ საშარდე გზების ინფექცია გაწუხებთ, რომელიც შეიცნობა შარდის გამოყოფისას ტკივილის შეგრძნებით (ცისტიტი).
- თუ გაქვთ რაიმე ინფექცია (მაგალითად, თუ თქვენი იმუნური სისტემა შესუსტებულია).
- თუ წარსულში გქონდათ ქიმიოთერაპიით ან სხივური თერაპიით გამოწვეული თირკმელების ან შარდის ბუშტის პრობლემები.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს ციკლოფოსფამიდის გამოყენებამდე.
ენდოქსანის გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.
- თუ უკვე იტარებთ ან ცოტა ხნის წინ იტარებდით სხივურ თერაპიას ან ქიმიოთერაპიას,
- თუ გაქვთ დიაბეტი (შაქრიანი დიაბეტი),
- თუ გაწუხებთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები ან სისხლის წითელი პიგმენტის დარღვევა (მწვავე პორფირია),
- თუ გაწუხებთ თირკმელები. სისხლის გამოკვლევით ექიმი დაადგენს თქვენი ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მდგომარეობას,
- თუ გაქვთ გულთან დაკავშირებული პრობლემები ან ადრე ჩაგიტარდათ სხივური თერაპია გულის არეში,
- თუ ხართ ხანდაზმული ასაკის (65 წელზე ზემოთ).
მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ან აღმოფხვრილი იქნას საშარდე გზებიდან
შარდის გამოყოფის გაძნელების, შარდის ბუშტის ანთების, ასევე ინფექციებისა და
ელექტროლიტების დარღვევის შემთხვევები.
თუ ენდოქსანით მკურნალობის შედეგად განვითარდა შარდის ბუშტის ანთება (ცისტიტი)
შარდში არსებული ხილული ან არახილული სისხლით (მიკრო-ან მაკროჰემატურა), მაშინ
თერაპია უნდა შეწყდეს მდგომარეობის ნორმალიზებამდე.
ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიისას ენდოქსანით კონდიციონირებისას თერაპიის
დაწყებამდე გულმოდგინედ უნდა იქნას გარკვეული ძვლის ტვინის ალოგენური
ტრანსპლანტაციის ზოგადი უკუჩვენებები, როგორიცაა ასაკობრივი ზედა ზღვარი 50-60
წელი, ძვლის ტვინის კონტამინაცია მალიგნიზებული (ეპითალიური) სიმსივნის
მეტასტაზებით, ასევე თუ სავარაუდო დონორს არ გააჩნია HLA-სისტემის იდენტობა.
● ციკლოფოსფამიდს შეუძლია გარკვეული ზემოქმედება იქონიოს სისხლსა და იმუნურ
სისტემაზე.
- ძვლის ტვინში გამომუშავდება სისხლის უჯრედები. არსებობს სისხლის უჯრედების სამი განსხვავებული ტიპი:
- სისხლის წითელი უჯრედები (ერითროციტები), რომლებიც უზრუნველყოფენ ჟანგბადის
ტრანსპორტირებას მთელ სხეულში,
- სისხლის თეთრი უჯრედები (ლეიკოციტები), რომლებიც ებრძვიან ინფექციებს და
ბოლოს,
- თრომბოციტები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედებაში.
ენდოქსანის გამოყენების შემდეგ სისხლის უჯრედის ყველა ამ სამი ტიპის რაოდენობა
იკლებს. ამის გამო, შესაძლებელია, იგრძნოთ სისუსტე, ორგანიზმი უფრო მგრძნობიარე
იქნება ინფექციების მიმართ. ენდოქსანის ამ გვერდით მოქმედებას თავიდან ვერ
აიცილებთ.
სისხლის უჯრედების რაოდენობა ყველაზე დაბალ დონეს აღწევს ენდოქსანის მოხმარების
დაწყებიდან მე-5-დან 10-ე დღემდე და მკურნალობის დამთავრების შემდეგ რამდენიმე
დღის განმავლობაში კვლავ დაბალი რჩება. ადამიანთა უმრავლესობაში სისხლის
უჯრედების რაოდენობა აღდგება მკურნალობის დამთავრებიდან 21-28 დღის განმავლობაში.
თუ მკურნალობის დაწყებამდე უკვე იღებდით ქიმიოთერაპიას მაღალი დოზებით, შესაძლოა,
ნორმალური მაჩვენებლის აღდგენის პერიოდი გახანგრძლივდეს.
- თუ სისხლის უჯრედების რაოდენობა დაბალია, შესაძლოა მოიმატოს ინფექციის რისკმა. ამიტომ მოერიდეთ კონტაქტს იმ ადამიანებთან, რომელთაც ახველებთ, გაციებული არიან ან რამე სხვა ინფექცია აქვთ. თქვენი ექიმი გამოგიწერთ საჭირო მედიკამენტს, თუ დადგინდება, რომ გაქვთ ინფექცია ან არსებობს ინფექციის რისკი.
- ენდოქსანით მკურნალობის დაწყებამდე და მის განმავლობაში ექიმი შეამოწმებს, სისხლის წითელი და თეთრი სხეულების, ასევე თრომბოციტების რაოდენობას. საჭიროების შემთხვევაში ის შეამცირებს ენდოქსანის დოზას ან გადაწევს შემდგომი გამოყენების დროს.
- ციკლოფოსფამიდმა შეიძლება შეაფერხოს ჭრილობების შეხორცება. ყველა ჭრილობა იქონიეთ მშრალად და სუფთად, და მიაქციეთ ყურადღება მათ ნორმალურ შეხორცებას.
- მიაქციეთ ყურადღება ღრძილების მოვლას, ვინაიდან შეიძლება განვითარდეს წყლულები და ანთებები. თუ გაქვთ შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს.
- ენდოქსანმა შესაძლებელია დააზიანოს შარდის ბუშტის შიდა ზედაპირი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შარდში სისხლის გაჩენა. ექიმმა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა დაგინიშნოთ მედიკამენტი, რომლის აქტიური ნივთიერება არის მესნა, რაც დაიცავს შარდის ბუშტს.
შეგიძლიათ გამოიყენოთ მესნა ინექციის სახით, დაამატოთ ენდოქსანის ინფუზიისას ან
მიიღოთ ტაბლეტები. მესნას გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ შესაბამისი
გამოყენების ინსტრუქცია.
პაციენტების უმეტესობას, ვინც ენდოქსანს მესნასთან კომბინაციაში იღებს, შარდის
ჩივილები არ აღენიშნებათ. თუმცა ექიმი მაინც შეამოწმებს შარდის სინჯებს სისხლის
არსებობაზე სატესტო ზოლის ან მიკროსკოპის საშუალებით. სასწრაფოდ შეატყობინეთ
თქვენს ექიმს, თუ შარდში სისხლის არსებობა შეამჩნიეთ.
- კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებს და სხივურ მკურნალობას შეუძლია გაზარდოს სხვა სიმსივნური დაავადების აღმოცენების რისკი; ისინი, შესაძლოა, გაჩნდეს მკურნალობის დასრულებიდან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ. ციკლოფოსფამიდი განსაკუთრებით ზრდის შარდის ბუშტის კიბოს წარმოშობის რისკს.
- ციკლოფოსფამიდმა შესაძლოა გული დააზიანოს და უარყოფითად იმოქმედოს გულის რითმზე. ამის საშიშროება იზრდება, როდესაც იღებთ ციკლოფოსფამიდის მაღალ დოზებს, დასხივებას ან გიტარდებათ ქიმიოთერაპია, ან თუ ხართ ასაკოვანი. თერაპიის განმავლობაში ექიმი ზუსტად დააკვირდება გულის მდგომარეობას.
- ციკლოფოსფამიდმა შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების ანთება ან შეხორცებები. ეს შესაძლოა მოხდეს მკურნალობის დამთავრებიდან 6 თვის შემდეგაც კი. დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ სუნთქვის გაძნელება.
- ციკლოფოსფამიდმა შესაძლოა სიცოცხლისათვის სახიფათო გავლენა იქონიოს ღვიძლზე. სასწრაფოდ შეატყობინეთ ექიმს, თუ გაქვთ შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე: წონის სწრაფი მატება, ღვიძლის ტკივილი ან სიყვითლე.
- შეიძლება შეამჩნიოთ თმის სრული ან ნაწილობრივი ცვენა. ჩვეულებრივ, თმა კვლავ იზრდება, შესაძლებელია, შეცვლილი სტრუქტურით ან ფერით.
- ციკლოფოსფამიდმა შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა ან ღებინება. ეს შესაძლოა გაგრძელდეს ციკლოფოსფამიდის გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში. შეიძლება თქვენ გულისრევის და/ან ღებინების საწინააღმდეგო წამალი დაგჭირდეთ. თუ ამასთან დაკავშირებით კითხვები გექნებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ხანდაზმული ადამიანები
ისევე, როგორც ზოგადად ყველა ციტოსტატიკი, ენდოქსანი განსაკუთრებული სიფრთხილით
უნდა იქნას გამოყენებული დასუსტებულ და ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე იმ
პაციენტებში, რომელთაც მანამდე უტარდებოდა სხივური თერაპია.
ენდოქსანის მოხმარება სხვა მედიკამენტებთან ერთად
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ ან ცოტა ხნის წინ
იღებდით/იყენებდით სხვა მედიკამენტებს ან გეგმავთ სხვა მედიკამენტების მიღებას.
შეატყობინეთ ექიმს განსაკუთრებით შემდეგი პრეპარატებით მკურნალობის შესახებ,
რადგან მათი გამოყენება შესაძლოა არ იყოს თავსებადი ენდოქსანით მკურნალობასთან:
შემდეგმა მედიკამენტებმა შეიძლება დააქვეითოს ციკლოფოსფამიდის ეფექტი:
- აპრეპიტანტი (გულისრევის საწინააღმდეგო საშუალება, ღებინების საწინააღმდეგო საშუალება);
- ბუპროპიონი (ანტიდეპრესანტი);
- ბუსულფანი, ტიოთეპა (კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტები);
- ქლორამფენიკოლი, ციპროფლოქსაცინი (ბაქტერიული ინფექციებისთვის);
- ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოვანი ინფექციებისთვის);
- პრასუგრელი (სისხლის გამათხელებელი);
- სულფონამიდები, მაგალითად, სულფადიაზინი, სულფასალაზინი ან სულფამეთოქსაზოლი (ბაქტერიული ინფექციების მკურნალობისათვის).
შემდეგ სამკურნალო საშუალებებს შეუძლია ციკლოფოსფამიდის ტოქსიკურობის მომატება:
- ალოპურინოლი (პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალება);
- ქლორაჰიდრატი (უძილობის საწინააღმდეგო საშუალება);
- ციმეტიდინი (ამცირებს კუჭის მჟავიანობას);
- დისულფირამი (ალკოჰოლისზმის სამკურნალო);
- გლიცერალდეჰიდი (მეჭეჭების საწინააღმდეგო საშუალება);
- ონდანსეტრონი (გულისრევის საწინააღმდეგო, ღებინების საწინააღმდეგო);
- პროტეაზას ინჰიბიტორები (ანტივირუსული);
- წამლები, რომელიც იწვევს ღვიძლის ფერმენტების დონის მატებას, მაგალითად, რიფამპიცინი (ბაქტერიული ინფექციების საწინააღმდეგო) დარბამეზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი (ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები),
კრაზანას ბალახი (მსუბუქი დეპრესიების საწინააღმდეგო) ,
კორტიკოსტეროიდები (ანთების საწინააღმდეგო).
შემდეგ მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდოს ტოქსიკური ეფექტი სისხლის უჯრედებზე ან
იმუნურ სისტემაზე:
- ACE-ინჰიბიტორები (ჰიპერტენზიისთვის);
- ნატალიზუმაბი (გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ);
- პაკლიტაქსელი (კიბოს საწინააღმდეგო საშუალება);
- თიაზიდური დიურეტიკები (მაღალი წნევის ან წყლის შეკავების საწინააღმდეგო);
- ზიდოვუდინი (ანტივირუსული).
შემდეგ მედიკამენტებს შეუძლია გულზე ტოქსიკური ზემოქმედების გაზრდა:
- ანტრაციკლინები, როგორიცაა ბლეომიცინი, დოქსორუბიცინი ან ეპირუბიცინი (კიბოს საწინააღმდეგო საშუალება);
- ციტარაბინი, პენტოსტატინი, ტრასტუზუმაბი (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატები);
- სხივური თერაპია გულის მიდამოში.
შემდეგ საშუალებებს შეუძლია თქვენს ფილტვებზე ტოქსიკური ეფექტის მომატება:
- ამიოდარონი (გულის რითმის დარღვევის საწინააღმდეგო საშუალება);
- G-CSF, CM-CSF (ქიმიოთერაპიის შემდეგ სისხლის თეთრი სხეულების გასამრავლებელი საშუალება).
შემდეგ საშუალებებს შეუძლია გამოიწვიოს თქვენს თირკმელებზე ტოქსიკური ეფექტის
მომატება:
- ამფოტერიცინი B (სოკოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალება);
- ინდომეტაცინი (ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება)
სხვა პრეპარატები, რომელთა ციკლოფოსფამიდთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება
უარყოფითად იმოქმედოს მათი ან ციკლოფოსფამიდის ეფექტზე;
- აზათიოპრინი (შეუთავსებლობის რეაქციის თავიდან ასაცილებლად ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ);
- ალოპურინოლი (პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალება);
- ბუპროპიონი (მწეველობის გადასაჩვევად);
- ბუსულფანი (კიბოს საწინააღმდეგო საშუალება);
- კუმარინები, მაგალითად, ვარფარინი (სისხლის გამათხელებელი საშუალება);
- ციკლოსპორინი (ახდენს იმუნური სისტემის დათრგუნვას);
- დიგოქსინი, β-აცეტილდიგოქსინი (საგულე საშუალება);
- ეტანერცეპტი (რევმატული ართრიტის საწინააღმდეგო საშუალება);
- ჰიდროქლორთიაზიდი (მაღალი წნევის საწინააღმდეგო საშუალება);
- ვაქცინები;
- მეტრონიდაზოლი (ბაქტერიებით ან ერთუჯრედიანებით (უმარტივესები); გამოწვეული ინფექციების საწინააღმდეგო საშუალება);
- კუნთების დაძაბულობის მოსახსნელი საშუალებები, როგორიცაა სუკცინილხოლინი;
- ტამოქსიფენი (ძუძუს კიბოს სამკურნალო საშუალება);
- ვერაპამილი (მაღალი წნევის, სტენოკარდიის ან ანტიარითმიული სამკურნალო საშუალება).
ენდოქსანის გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
მკურნალობის პერიოდში უარი უნდა თქვათ ალკოჰოლური სასმელების, ასევე გრეიფრუტისა
და გრეიფრუტის წვენის მიღებაზე, ვინაიდან ამის გამო შეიძლება შემცირდეს
ციკლოფოსფამიდის მოქმედება. ალკოჰოლის მოხმარებამ ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა
გააძლიეროს ციკლოფოსფამიდით გამოწვეული გულისრევა და ღებინება.
ორსულობა, ლაქტაცია და რეპროდუქციული ფუნქცია
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან
გეგმავთ ორსულობას, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე კითხეთ რჩევა ექიმს
ან ფარმაცევტს.
ორსულობა
ციკლოფოსფამიდის გამოყენება შესაძლებელია საზიანო იყოს ნაყოფისათვის.
ციკლოფოსფამიდი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს. ორსული პაციენტის
მკურნალობის სასიცოცხლო ჩვენების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სამედიცინო
კონსულტაცია ბავშვზე საზიანო მოქმედების რისკებთან დაკავშირებით.
ციკლოფოსფამიდით მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის შემდეგ 6 თვის განმავლობაში
ქალები არ უნდა დაფეხმძიმდნენ. თუ მკურნალობის განმავლობაში ფეხმძიმობა მაინც
დადგება, უნდა იქნას გამოყენებული გენეტიკური კონსულტაციის შესაძლებლობა.
ლაქტაცია
ვინაიდან ციკლოფოსფამიდი გადადის დედის რძეში, მკურნალობის განმავლობაში ძუძუთი
კვება არ უნდა იყოს დაშვებული.
რეპროდუქციული ფუნქცია
სქესობრივი სიმწიფის ასაკის მამრობითი და მდედრობითი სქესის პაციენტებში
მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 6 თვის განმავლობაში
უნდა იქნას გამოყენებული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები.
ციკლოფოსფამიდით მკურნალობას შეიძლება ჰქონდეს არასასურველი გენეტიკური ეფექტი
მამაკაცებში.
ამიტომ, მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 6 თვის
განმავლობაში, მამაკაცებმა არ უნდა ჩასახონ ბავშვი, ხოლო ჩასახვის შემთხვევაში
მიმართონ გენეტიკურ კონსულტაციას.
ციკლოფოსფამიდით მკურნალობის დაწყებამდე მამაკაცებს ეძლევათ რეკომენდაცია სპერმის
კონსერვაციასთან დაკავშირებით კონსულტაციის გავლის თაობაზე.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ენდოქსანით მკურნალობით გამოწვეულმა ზოგიერთმა გვერდითმა მოქმედებამ შესაძლოა
გავლენა მოახდინოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან
მუშაობის უნარზე. ექიმი გადაწყვეტს, რამდენად უსაფრთხოა ეს თქვენთვის. ეს
განსაკუთრებით საყურადღებოა ალკოჰოლთან ურთიერთქმედებაში.
თუ სხვა ექიმს მიმართეთ ან სტაციონარულად მკურნალობთ
აუცილებლად შეატყობინეთ მკურნალ ექიმს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც
იღებთ ან იყენებთ. არ მიიღოთ სხვა მედიკამენტები მანამდე, სანამ თქვენი ექიმი არ
იქნება ინფორმირებული ენდოქსანით მკურნალობის შესახებ.
3. ენდოქსანი****ს გამოყენების წესი
ენდოქსანი მოგეწოდებათ ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ.
- მედიკამენტს მიიღებთ ინექციის ან ინფუზიის სახით.
- ენდოქსანის ინფუზიის საშუალებით შეყვანისას, მისი დამატება ხდება სითხით სავსე დიდ პარკში და ის (სითხე) ნელა შეიყვანება უშუალოდ ვენაში. ამისათვის გამოდგება იდაყვის ვენა, მტევნის ზურგზე მდებარე ვენა ან დიდი ვენა ლავიწის ქვემოთ. დოზისდამიხედვით პროცედურა გრძელდება წესისამებრ 30 წუთიდან ორ საათამდე,
- ენდოქსანი ხშირად გამოიყენება კიბოს საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტებთან ან სხივურ თერაპიასთან ერთად.
დოზირება
ექიმი გადაწყვეტს, წამლის რა დოზა გესაჭიროებათ და როდის უნდა მიიღოთ იგი. დოზა
სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული:
- დაავადების ფორმა,
- სხეულის სიმაღლე და წონა,
- ზოგადი მდგომარეობა,
- იმავდროულად კიბოს საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტების მიღება ან სხივური
თერაპია,
- გვერდითი ეფექტების გამოვლენა.
ჩვეულებრივ, ენდოქსანი გამოიყენება მკურნალობის რამდენიმე კურსის სახით. თითოეული
კურსის დასრულების შემდეგ, მომდევნო კურსის დაწყებამდე კეთდება შუალედი (პერიოდი,
როცა თქვენ არ იღებთ ციკლოფოსფამიდს).
მკურნალობის დაწყებამდე, მის განმავლობაში და მის შემდეგ ყურადღება უნდა მიექცეს
სითხის უხვად მიღებას, ასევე შარდის ბუშტის რეგულარულ დაცლას.
თუ გადააჭარბეთ ენდოქსანის****დოზა
ნაკლებსავარაუდოა, რომ მიიღოთ დანიშნულზე მეტი დოზა, რადგანაც პრეპარატის შეყვანა
ხდება გამოცდილი და კვალიფიციური პერსონალის მიერ. ჭარბი დოზის გამოყენების
შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
4. გვერდითი****ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი
მოვლენები, თუმცა ისინი ყველა პაციენტში არ ვითარდება.
ენდოქსანი არის პრეპარატი, რომელსაც შეუძლია კიბოს უჯრედების მოსპობა, თუმცა ამ
დროს ჯანმრთელ უჯრედებსაც აზიანებს. ამიტომ შესაძლებელია მთელი რიგი გვერდითი
მოქმედებების წარმოქმნა. ენდოქსანის დანიშვნა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
ექიმი დარწმუნებულია, რომ კიბოთი გამოწვეული ზიანი აღემატება მოსალოდნელ გვერდით
ეფექტებს. მკურნალობის დროს ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს მდგომარეობას, რათა,
რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, ჩაგიტაროთ გვერდითი მოქმედების მკურნალობა.
ქვემოთ მითითებული ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:
- ალერგიული რეაქციები, რომელთა გამოვლინებაა: ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, გამონაყარი, სახის ან ტუჩების ქავილი ან შესიება.
- ტრავმების გარეშე გაჩენილი სისხლჩაქცევები, ან ღრძილებიდან სისხლდენა. ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ თრომბოციტების რაოდენობა ძალიან დაბალია.
- სისხლის თეთრი სხეულების დაბალი მაჩვენებელი – ექიმი ამ მაჩვენებელს რეგულარულად შეამოწმებს მკურნალობის განმავლობაში. აქ არ ჩნდება არანაირი სიმპტომები, მაგრამ ორგანიზმი მომატებულ მგრძნობელობას ავლენს ინფექციების მიმართ. თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ინფექცია (მაღალი ტემპერატურა, სიცივის შეგრძნება და შემცივნება ან სიმხურვალის შეგრძნება და ოფლიანობა, ან ინფექციის ისეთი ნიშნები, როგორიცაა ხველება ან წვის შეგრძნება შარდვის დროს), მაშინ მკურნალობა შეძლებისდაგვარად ანტიბიოტიკებით უნდა ჩატარდეს, რადგან სისხლის თეთრი სხეულების რაოდენობა შემცირებულია.
- ძლიერი სიფერმკრთალე, ლეთარგია, დაღლილობის შეგრძნება. ეს შეიძლება მიუთითებდეს ერითროციტების შემცირებაზე (ანემია). ჩვეულებრივ, ამ შემთხვევაში მკურნალობა აუცილებელი არ არის. ორგანიზმი დამოუკიდებლად აღადგენს ერითროციტების დონეს. ძლიერი ანემიის განვითარების შემთხვევაში საჭირო იქნება სისხლის გადასხმა.
- სისხლი შარდში, ტკივილები შარდვისას, ან შარდის მოცულობის სიმცირე.
გვერდითი მოვლენების სიხშირის შესახებ მონაცემებს საფუძვლად ედება შემდეგი
კატეგორიები:
ძალიან ხშირად: შეეხება 10-დან 1 პაციენტზე მეტს
- ძვლის ტვინის დროებითი ან ხანგრძლივი დაზიანება, რომელიც იწვევს სისხლის უჯრედების შემცირებულ წარმოქმნას (მიელოსუპრესია);
- თეთრი სხეულაკების შემცირებული რაოდენობა (ლეიკოციტოპენია);
- სისხლის სპეციფიკური თეთრი სხეულაკების შემცირებული რაოდენობა (ნეიტროციტოპენია);
- თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია;)
- სისხლის სპეციფიკური თეთრი სხეულაკების ნაკლებობა (აგრანულოციტოზი);
- სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის მკვეთრი შემცირება (პანციტოპენია);
- სისხლის ნაკლებობა (ანემია);
- ჰემოგლობინის შემცირებული მაჩვენებლები;
- იმუნური რეაქციის დათრგუნვა (იმუნოსუპრესია);
- თმის ცვენა (ალოპეცია);
- შარდში სისხლის გამოყოფა, რაც შეუიარარებული თვალით არ ჩანს (მიკროჰემატურა);
- შარდის ბუშტის ანთება (ცისტიტი);
- ცხელება.
ხშირად : შეეხება 10-დან 1 პაციენტზე ნაკლებს
- ინფექციები;1
- უმადობა (ანორექსია);
- პირის ღრუს ლორწოვანის ანთება (სტომატიტი);
- ფაღარათი (დიარეა);
- ღებინება;
- შეკრულობა (ობსტიპაცია);
- გულისრევის შეგრძნება;
- სისხლის სპეციფიკური თეთრი სხეულაკების რაოდენობის შემცირება ხანგრძლივად შენარჩუნებული სიცხით (ფებრილური ნეიტროპენია);
- ქიმიოთერაპიით გამოწვეული სისხლის სპეციფიკური თეთრი სხეულაკების შემცირება, რასაც შეუძლია ინფექციის და ცხელების გამოწვევა (ნეიტროპენული სიცხე);
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- შარდის ბუშტის სისხლნარევი ანთება ( ჰემორაგიული ცისტიტი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ფატალურია);
- სისხლი შარდში (შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევი, მაკროჰემატურია);
- სპერმის წარმოქმნის დარღვევა (სპერმატოგენეზი);
- სისუსტე (ასთენია);
- ლორწოვანი გარსის ანთება;
- შემცივნება;
- დაღლილობის შეგრძნება.
არახშირად**:** შეეხება 100-დან 1 პაციენტზე ნაკლებს
- ფილტვების ანთება (პნევმონია);
- · სისხლის მოწამვლა (სეფსისი);2
- პერიფერიული ნერვის დაავადება (პერიფერიული ნეიროპათია);
- პერიფერიული ნერვების სისტემურად განპირობებული დაზიანება (პოლინეიროპათია);
- ნევრალგიური ტკივილები (ნევრალგია);
- ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია;
- სიყრუე;
- გულის კუნთის დაავადება, რომელსაც თან ახლავს გულის ფუნქციის დარღვევა (კარდიომიოპათია);
- გულის კუნთის ანთება (მიოკარდიტი);
- გულის უკმარისობა;
- გულის ფრიალი (ტაქიკარდია);
- სიმხურვალის შეგრძნება;
- დაბალი წნევა;
- ოვულაციის დარღვევა.
იშვიათად: შეეხება 10 000-დან 1 პაციენტზე მეტს
- სისხლის კიბო (მწვავე ლეიკემია;)3
- ზურგის ტვინის დაავადებები, რომელთაც თან ახლავს სისხლის წარმოქმნის დარღვევა (მიელოდისპლასტიკური სინდრომი);
- ჰემოგლობინის დაშლის პროდუქტების მომატებული მაჩვენებლები სისხლში (ბილირუბინის მნიშვნელი);
- ღვიძლის ფერმენტების მომატებული მაჩვენებლები (შრატის გლუტამინოქსილოაცეტატური ტრანსამინაზა, ალანინ ამინოტრანსფერაზა, გამა-გლუტამილ ტრანსფერაზა, ტუტე ფოსფატაზა);
- მეორადი სიმსივნეები;4
- შარდის ბუშტის კიბო (ბუშტის კარცინომა);
- შარდსაწვეთის კიბო (შარდსაწვეთის კარცინომა);
- ორგანიზმში სითხის შემცირება (დეჰიდრატაცია);
- თავბრუსხვევა;
- მხედველობის სიმახვილის დაქვეითება;
- გულის არითმიები (არითმია პარკუჭოვანი ტაქიკარდიისა და სუპრავენტრიკულური არითმიის ჩათვლით);
- ფილტვების ანთება (პნევმონია);4
- ღვიძლის ვენოოკლუზიური დაავადება;4
- კანზე ფართოუბნიანი გამონაყარი (ეგზანთემა);
- კანის ანთებითი რეაქციები (დერმატიტი);
- ხელისგულების, ფრჩხილების და ტერფის ძირების ფერის ცვლილება;
- მენსტრუაციის შეწყვეტა (ამენორეა);5
- · სპერმატოზოიდების ნაკლებობა სპერმაში (აზოსპერმია);5
- სპერმის შემცირებული რაოდენობა (ოლიგოსპერმია;5
- გულმკერდის ტკივილი.
ძალიან იშვიათად : შეეხება 10 000-დან 1 პაციენტზე ნაკლებს
- ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული ცირკულაციური შოკი (სეპტიური შოკი);
- სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში მდგომარეობა, რომელიც შეიძლება სიმსივნის სწრაფი დაშლისას განვითარდეს (სიმსივნის დაშლის სინდრომი);
- სისხლის შედედების სწრაფი რეაქცია, რომლის დროსაც მთელ სხეულში განაწილდება მრავალ პატარა სისხლძარღვში წარმოქმნილი სისხლის კოლტები (დისემინირებული ინტრავაზალური შედედება);
- ქიმიოთერაპიით გამოწვეული სისხლის უჯრედების დაშლა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თირკმელების დაზიანება, თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით (ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, HUS);
- არაადეკვატური ADH სეკრეციის სინდრომი (SIADH);
- წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა არასაკმარისი გამოყოფის გამო, შეიძლება ახასიათებდეს წონის მატება ან წყლულების წარმოქმნა (სითხის რეტენცია);
- სისხლში ნატრიუმის შემცირებული კონცენტრაცია (ჰიპონატრიემია);
- გონების დაბინდვა;
- პაროქსიზმი;
- მხედველობის დარღვევა;
- თვალის ლორწოვანი გარსის ანთება (კონიუნქტივიტი;
- თვალის შეშუპება;
- პარკუჭების ფიბრილაცია;
- გულის კუნთის ინფარქტი (მიოკარდიუმის ინფარქტი);
- პერიკარდის ანთება (პერიკარდიტი);
- გულის პარკუჭების ფიბრილაცია;
- გულის გაჩერება;
- სისხლძარღვის ბლოკირება შედედების გამო (თრომბოემბოლია);
- მაღალი წნევა (ჰიპერტენზია);
- დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია);
- ნაწლავის მწვავე ანთება სისხლდენით (ჰემორაგიული ენტეროკოლიტი);
- მწვავე პანკრეატიტი;
- ლორწოვანი გარსის წყლულები (ლორწოვანი გარსის ულცერაცია);
- სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (გასტროინტესტინალური სისხლდენები);
- სითხის დაგროვება მუცლის ღრუში (ასციტი);
- ვირუსული ჰეპატიტის გააქტიურება;
- ღვიძლის ანომალიური გადიდება (ჰეპატომეგალია);
- სიყვითლე (იქტერუსი);
- კანის სერიოზული ალერგიული რეაქცია მედიკამენტებზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);
- მედიკამენტზე მძიმე არგიული გვერდითი მოქმედება, რომელიც ბუშტუკების წარმოქმნით და შემდგომი კანის აშრევებით მიმდინარეობს (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);
- კანის მწვავე ანთება (მულტიფორმული ერითემა);
- სუბუროთელიალური სისხლდენა;
- შარდის ბუშტის კედლის შეშუპება;
- საშარდე არხის უჯრედების კვდომა ჟანგბადის ნაკლებობის გამო (მილაკის ნეკროზი);
- ანთება ქსოვილის ცვლილებით და შარდის ბუშტის გამაგრებით (ინტერსტიციული ანთება შარდის ბუშტის ფიბროზით და სკლეროზით);
- თირკმლის უკმარისობა;
- თავის ტკივილი;
- ტკივილები;
- ვენების ანთება (ფლებიტი);
- სისხლში კრეატინინის მაღალი მაჩვენებელი;
- სისხლში შარდმჟავას მაჩვენებლის მომატება (ჰიპერურიკემია სიმსივნის ლიზისის სინდრომის შედეგად);
- სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში ზემგრძნობელობის რეაქცია (ანაფილაქსიური/ანაფილაქსოიდური რეაქცია);
- სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში იმუნური სისტემის ზემგრძნობელობის რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი);
- პოლიორგანული უკმარისობა;
- ცერებროპათია (ენცეფალოპათია);
- ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში (პარესთეზია);
- გემოს შეგრძნების გაუკუღმართება.
ცნობილი არ არის: ასეთი პირების რაოდენობა ცნობილი არ არის
- კიბო, რომელიც სისხლის სპეციფიკური თეთრი უჯრედებიდან გამომდინარეობს (ლიმფომა);
- კიბო, რომელიც საყრდენი აპარატის შემაერთებელი ქსოვილიდანაა განვითარებული (სარკომა);
- საწყისი სიმსივნური დაავადებების პროგრესირება (თავდაპირველი ავთვისებიანი დაავადებების პროგრესირება);
- თირკმელუჯრედოვანი და თირკმლის მენჯის კარცინომა;
- ფარისებრი ჯირკვლის კიბო;
- კიბოს გამომწვევი ზემოქმედება შთამომავლობაზე;
- სისხლის სპეციფიკური თეთრი სხეულაკების ძლიერ შემცირებული რაოდენობა (ლიმფოპენია);
- ღვიძლის დაავადებით გამოწვეული ცვლილებები თავის ტვინში (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია);
- სისხლის ზოგიერთი თეთრი სხეულაკების შემცირება პეროფერიულ სისხლში (გრანულოციტოპენია);
- ჰემოგლობინის მაჩვენებლების დაქვეითება;
- წყლით გამოწვეული ინტოქსიკაციები;
- გემოს დარღვევა (დისგევზია);
- გემოს შეგრძნების შესუსტება ან გაქრობა (ჰიპოგევზია);
- სისხლში შაქრის შეცვლილი მაჩვენებელი (მატება ან კლება);
- ღვიძლის დაავადებით გამოწვეული ცვლილებები თავის ტვინში (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია);
- მწვავედ მიმდინარე თავის ტკივილები, მხედველობის დარღვევა, ეპილეფსიური შეტევები და ცნობიერების (უმეტესად) ხარისხობრივი შეცვლა (გვერდითი შექცევადი ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი, RPLS);
- ზურგის ტვინის დაზიანება (მიელოპათია);
- მგრძნობელობის დარღვევები (დისესთეზია);
- კანის მგრძნობელობის შემცირება შეხების და ზეწოლის დროს (ჰიპოესთეზია);
- კანკალი (ტრემორი);
- შეცვლილი ყნოსვითი შეგრძნება (პაროსმია);
- ნერვული ქსოვილების დაზიანება (ნეიროტოქსიკურობა);
- გაძლიერებული ცრემლდენა;
- შუილი ყურებში (ტინიტუსი);
- გახშირებული გულისცემა (პარკუჭოვანი ტაქიკარდია);
- გულის უკმარისობა (კარდიოგენური შოკი);
- გულის პერანგში სითხის დაგროვება (პერიკარდიული გამონაჟონი/გულის ტამპონადა);
- გულის რითმის დარღვევა;
- გულის კუნთის ქსოვილების სისხლდენა (მიოკარდიუმის სისხლდენა);
- გულის მარცხენამხრივი უკმარისობა;
- გულისცემის შენელებული სიხშირე (ბრადიკარდია);
- ამოტყორცნის შენელება;
- გახანგრძლივებული QT-ინტერვალი ელექტროკარდიოგრამაში;
- ფილტვის არტერიის ოკლუზია (ფილტვის ემბოლია);
- ვენის ოკლუზია (ვენის თრომბოზი);
- სისხლძარღვების დაავადებები (ვასკულიტი);
- სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევა (პერიფერიული იშემია);
- ატიპიური პნევმონია (მწვავე რესპირატორული სინდრომი);
- ფილტვების ქრონიკული დაავადება (ფილტვის ქრონიკული ინტერსტიციული ფიბროზი);
- ფილტვებში სითხის დაგროვება (ფილტვების შეშუპება);
- მაღალი არტერიული წნევა სისხლის მიმოქცევის მცირე (ფილტვის) წრეში (პილმონარული ჰიპერტონია);
- ბრონქების გლუვი კუნთების სპაზმი (ბრონქოსპაზმი);
- სუნთქვის გაძნელება (დისპნოე);
- ჟანგბადის უკმარისობა (ჰიპოქსია);
- ხველება;
- ცემინება;
- ფილტვის ფუნქციის დაუზუსტებელი დარღვევა;
- ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება;
- ცხვირისმიერი პრობლემები;
- ტკივილი ხახის ღრუში (ოროფარინგალური ტკივილები);
- გამონადენი ცხვირიდან (რინორეა);
- ღვიძლის ვენის დახშობა (პილმონალური ვენოოკლუზიური დაავადება);
- პნევმონიის ზოგიერთი ფორმა (ბრონქიოლიტი ობლიტერანი, მაორგანიზებელი პნევმონია);
- ალერგიით გამოწვეული ფილტვის ალვეოლების ანთება (ალერგიული ალვეოლიტი);
- სითხის ჭარბი რაოდენობით დაგროვება ფილტვის პლევრასა და გულმკერდის, ანუ, ნეკნთა პლევრას შორის ღრუში (პლევრული გამონაჟონი);
- მუცლის ტკივილი;
- ყბაყურა ჯირკვლის ანთება;
- მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი);
- წვრილი ნაწლავის ანთება (ენტერიტი);
- ბრმა ნაწლავის ანთება;
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი, ქოლესტაზური და ციტოლიზური ჰეპატიტის ჩათვლით);
- ნაღვლის შეკავება ნაღვლის სადინრებში (ქოლესტაზი);
- ღვიძლის ეპითელიუმის უჯრედებზე ტოქსიკური ზემოქმედება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა (ჰეპატოტოქსიკურობა ღვიძლის უკმარისობით);
- კანის დაზიანება დასხივებულ ადგილებზე;
- დამწვრობა დასხივებულ ადგილებზე;
- ქავილი (ანთებითი ქავილის ჩათვლით);
- კანის გაწითლება;
- ქიმიოთერაპიით გამოწვეული გამონაყარი კანზე (ტოქსიკური გამონაყარი);
- მტკივნეული სიწითლე და შესიება ხელებზე და ტერფის ძირებზე (HFS-სინდრომი, პალმარ-პლანტარული ერითროდისთეზიის სინდრომი);
- ჭინჭრის ციება (ურტიკარია);
- ბუშტუკების წარმოქმნა;
- სახის შეშუპება;
- ოფლის უჩვეულოს ჭარბი გამოყოფა (ჰიპერჰიდროზი);
- კანის ან ლორწოვანი გარსების გამკვრივება და გასქელება (სკლეროდერმია);
- კუნთების კრუნჩხვა;
- კუნთების ტკივილი (მიალგია);
- სახსრების ტკივილი (ართრალგია);
- კუნთის ქსოვილის დაშლა (რაბდომიოლიზი);
- საშარდე არხთა უჯრედების დაზიანება, რომელიც იწვევს ფოსფატის მომატებულ გამოყოფას (თირკმლის ტუბულუსის მოშლა);
- თირკმლის დაავადება (ტოქსიკური ნეფროპათია);
- სისხლდენით მიმდინარე საშარდე მილის ანთება (ჰემორაგიული ურეთრიტი);
- შარდის ბუშტის ანთება (ულცერაციული ცისტიტი);
- შარდის ბუშტის კონტრაქტურა;
- ჰორმონალური ნაკლებობის დაავადება, რომელიც ხასიათდება დიდი რაოდენობის შარდის გამოყოფით (ნეფროგენული შაქრიანი დიაბეტი);
- შარდის ბუშტის ეპითელიუმის ატიპიური უჯრედები;
- სისხლში შარდოვანას მომატებული რაოდენობა;
- საშვილოსნოს ნაადრევი კუმშვები;
- უნაყოფობა;
- მენსტრუაციის დათრგუნვა (საკვერცხეების უკმარისობა);
- ოვულაციური ჩივილები;
- გახანგრძლივებული შუალედები მენსტრუაციებს შორის (ოლიგომენორეა);
- სათესლე ჯირკვლების ზომის შემცირება (სათესლე ჯირკვლის ატროფია);
- სისხლში ესტროგენის შემცირება;
- სისხლში გონადოტროპინის მომატება;
- მკვდარშობადობა (ნაყოფის ინტრაუტერიული სიკვდილი);
- ემბრიონის ანომალიური განვითარება;
- ნაყოფის ზრდის შეფერხება;
- მავნე ზემოქმედება არ დაბადებულ ბავშვზე (ნაყოფის ტოქსიკურობა);
- რეაქციები ინექციის ან ინფუზიის ადგილას (თრომბოზი, ნეკროზი, ანთებები, ტკივილი, შესიება და კანის გაწითლება);
- სითხის დაგროვება (შეშუპება);
- გრიპის მსგავსი დაავადება;
- ორგანიზმის ზოგადი არასტაბილურობა;
- ჭრილობის შენელებული შეხორცება;
- სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზის მომატებული დონე;
- სისხლში ცილოვანი ნივთიერების მომატება, რომელიც ანთებაზე მიუთითებს (მომატებული C-რეაქტიული ცილა).
1 მათ შორის, ლატენტური ინფექციების სხვა ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული,
პროტოზოალური და პარაზიტული რეაქტივაცია, მათ შორის ვირუსული ჰეპატიტი,
ტუბერკულოზი, ჯონ კანინგემის ვირუსი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიით (ასევე
ფატალური შედეგით), Pneumocystis jiroveci , ჰერპეს ზოსტერი, strongiloidozi
, სეფსისი და სეპტიკური შოკი (ასევე ფატალური შედეგით).
2 ასევე ფატალური შედეგით.
მწვავე მიელოიდური ლეიკემიის და მწვავე პრომიელოციტური ლეიკემიის ჩათვლით.
მაღალი დოზებით თერაპიისას: ძალიან ხშირად.
ხანგრძლივად.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ შეამჩნიეთ გვერდითი მოვლენები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან კვალიფიციურ
სამედიცინო პერსონალს.
5. ენდოქსანი****ს შენახვის წესი
ვინაიდან ენდოქსანის მიღება, როგორც წესი, ხორციელდება სტაციონარის პირობებში,
მის უსაფრთხოდ და წესების დაცვით შენახვაზე ზრუნავს იქ მომუშავე პერსოლანი.
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მოცემული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
შეინახეთ ენდოქსანი ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს +25°С.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია ენდოქსანი****ს
შემადგენლობის შესახებ
აქტიური ნივთიერება: ციკლოფოსფამიდი. თითოეული საინექციო ფლაკონი შეიცავს აქტიურ
ნივთიერებას 100 მგ, 200 მგ, ან 500 მგ ან 1 გ ოდენობით. ზუსტ რაოდენობას იხილავთ
შეფუთვაზე.
არ შეიცავს რაიმე სხვა კომპონენტს.
ენდოქსანი****ს გარეგნული აღწერა****და შეფუთვის შემადგენლობა
ენდოქსანი არის გამჭვირვალე შუშის საინექციო ფლაკონში მოთავსებული მშრალი, თეთრი
ფხვნილი. ხელმისაწვდომია შემდეგი შეფუთვები:
ენდოქსანი 100 მგ/ 200 მგ:
10 საინექციო ფლაკონი შეფუთვაში. შეფუთვა კლინიკებისათვის.
ენდოქსანი 500 მგ / 1 გ
1/6 საინექციო ფლაკონი შეფუთვაში. შეფუთვა კლინიკებისათვის.
__
__
__
__
__
__
__