იოდომარინი 200 - Iodomarin 200
იოდომარინი 200 - Iodomarin 200

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: თიროიდული თერაპია, იოდოთერაპია

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

იოდომარინი 200
Iodomarin 200

საერთაშორისო დასახელება - potassium Iodide
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - H03CA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატები; იოდის შემცველი პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბ. 200 მკგ: 50ც.
ტაბ. 200 მკგ: 100ც.

ერთი ტაბლეტი მოქმედი კომპონენტის სახით შეიცავს 262 მკგ კალიუმის იოდიდს (რაც შეესაბამება 200 მკგ იოდს).
სხვა კომპონენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მსუბუქი ძირითადი მაგნიუმის კარბონატი, ჟელატინი, კარბოქსიმეთილსახამებლის ნატრიუმის მარილი (A ტიპი), მაღალდისპერსიული სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები
- ორგანიზმში იოდის უკმარისობის პროფილაქტიკა (მაგალითად, ჩიყვის განვითარების პრევენცია პაციენტებში, რომლებიც ცხოვრობენ რაიონებში, სადაც აღინიშნება იოდის დეფიციტი, და ორგანიზმში იოდის უკმარისობით გამოწვეული ჩიყვის ამოკვეთის ოპერაციების შემდეგ)
- ჩიყვის მკურნალობა ახალშობილებში, ბავშვებში, მოზარდებში და ახალგაზრდა მოზრდილებში.
ორგანიზმის იოდით საკმარისად მომარაგების მნიშვნელობა იოდი – ნატურალური მიკროელემენტია, რომელიც, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების მსგავსად აუცილებელია სიცოცხლისათვის. იოდი ორგანიზმს სჭირდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზისთვის, რომლებიც მონაწილეობენ მასში მომხდარ მრავალფეროვან პროცესებში. პატარა ბავშვებში ჰორმონები გადამწყვეტ როლს ასრულებენ მათ ზრდასა და გონებრივ განვითარებაში. მოზრდილებში ისინი პასუხს აგებენ ნივთიერებათა ცვლის მრავალი პროცესის რეგულირებაზე.
იოდი ორგანიზმს საკვებთან ერთად უნდა მიეწოდებოდეს. საკვები პროდუქტების უმეტესობაში იოდი არასაკმარისი რაოდენობითაა, რამაც შიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის იოდით მომარაგების უკმარისობა. იოდის შესაძლო უკმარისობის პრევენციისათვის – კერძოდ იოდზე მაღალი მოთხოვნილების პერიოდებში (ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი და სქესობრივი მომწიფების პერიოდი) – შეიძლება, მაგალითად, იოდის შემცველი ტაბლეტების მიღება.
ორგანიზმის იოდით არასაკმარისად მომარაგების შედეგები
სისხლიდან მეტი იოდის მისაღებად ფარისებრი ჯირკვალი ცდილობს მისი უკმარისობის კომპენსირება მოახდინოს თავისი მოცულობის გაზრდით, რაც იწვევს ჩიყვის განვითარებას.
იოდის მუდმივი უკმარისობისას მცირდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნა. ამან შეიძლება გამოიწვიოს იოდის დეფიციტით გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება აქედან გამომდინარე ჯანმრთელობისათვის ისეთი შედეგებით, როგორიცაა ზოგადი სისუსტე, აპათია, სწრაფი დაღლილობა, კონცენტრირების დარღვევა, პიროვნების შეცვლა, წონის მომატება, ყაბზობა, ჰიპერმგრძნობელობა სიცივის მიმართ, პულსის შენელება, თმის მტვრევადობა, ცვენა, კანის სიმშრალე, აქერცვლა და სიფერმკრთალე, კაცებში იმპოტენცია და ქალებში შობადობის უნარის დარღვევა.
ამგვარად, აღნიშნული მოვლენები, შეიძლება იყოს ორგანიზმში იოდის ნაკლებობის ნიშნები.
იოდის დეფიციტის აღმოფხვრა იწვევს სიცოცხლის ტონუსის მომატებას, აუმჯობესებს სწავლის უნარს მოსწავლეებში, შრომისუნარიანობასა და სიცოცხლის ხარისხს.
**
მიღების წესები და დოზები**

1. ჩიყვის პროფილაქტიკა იოდის უკმარისობის დროს
იმ შემთხვევებში, როდესაც ორგანიზმში საკვებთან ერთად იოდის საკმარისი რაოდენობით, რაც შეადგენს არანაკლებ 150-300 მკგ დღეში (მჯო-ს მიერ განიხილება იოდზე მოთხოვნილების ზღვრული მნიშვნელობები მოზრდილებისათვის) მიწოდება არ ხდება, აუცილებელია შემდეგი, ქვემოთჩამოთვლილი იოდის რაოდენობების დამატებით შეყვანა:
- ჩვილები და ბავშვები:
დღეში ერთხელ იოდომარინი® 200-ის 1/2 ტაბლეტი (შეესაბამება 100 მკგ-მდე იოდს).
- მოზარდები და მოზრდილები:
დღეში ერთხელ იოდომარინი® 200-ის 1/2-1 ტაბლეტი (შეესაბამება 100-200 მკგ იოდს).
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
დღეში ერთხელ იოდომარინი® 200-ის 1 ტაბლეტი (შეესაბამება 200 მკგ იოდს).
2. ჩიყვის განმეორებითი ზრდის პროფილაქტიკა ჩიყვის მედიკამენტოზური მკურნალობის დასრულებისას, განპირობებულის იოდის უკმარისობით, ან მისი ამოკვეთის ოპერაციის შემდეგ:
- დღეში ერთხელ იოდომარინი® 200-ის 1/2-1 ტაბლეტი (შეესაბამება 100-200 მკგ იოდს).
3. იოდის უკმარისობით განპირობებული ჩიყვის მკურნალობა:
- ახალშობილები, ბავშვები და მოზარდები:
დღეში ერთხელ იოდომარინი® 200-ის 1/2-1 ტაბლეტი (შეესაბამება 100-200 მკგ იოდს).
- ახალგაზრდა ასაკის მოზრდილები:
დღეში ერთხელ იოდომარინი® 200-ის 1.5-2.5 ტაბლეტი (შეესაბამება 300-500 მკგ იოდს). პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით (მაგალითად, ჭიქა წყალი).
ბავშვებში მიღება რეკომენდებულია საკვებთან (მაგალითად, წვნიანი) ან სასმელთან შერევით. ტაბლეტები ადვილად იხსნება სითხეში და ამიტომ მათი განზავება შეიძლება რძეში, წვენში. მიღების ეს წესი განსაკუთრებით რეკომენდებულია ახალშობილი და პატარა ბავშვებისათვის.
იოდომარინი® 200-ის პროფილაქტიკური გამოყენება ხანგრძლივად და რეგულარულად უნდა ტარდებოდეს, ჩვეულებრივ, რამოდენიმე წლის განმავლობაში, ზოგჯერ – მთელი სიცოცხლის განმავლობაში. იოდის შევსების წარმატება მით მეტია, რაც უფრო ადრე დაიწყო მკურნალობა და რაც უფრო ნაკლები ცვლილებებია მომხდარი ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილებში.
ახალშობილებში ჩიყვის სამკურნალოდ უმეტეს შემთხვევაში 2-4 კვირა საკმარისია, ხოლო ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში, როგორც წესი, საჭიროა 6-12 თვე ან მეტი.
**
გვერდითი მოვლენები**

ყველა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, იოდომარინი® 200-საც შეიძლება გააჩნდეს გვერდითი მოქმედებები. ნებისმიერ ასაკში იოდიდის პროფილაქტიკური, ასევე ახალშობილებში, ბავშვებსა და მოზარდებში თერაპიული გამოყენებისას გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, არ აღინიშნება. მაგრამ სრულად არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ ფარისებრ ჯირკვალში ჰორმონების წარმომქმნელი უკონტროლო მონაკვეთების არსებობისას და იოდის 150 მკგ სადღეღამისო დოზებისას, შეიძლება გამოვლინდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება.
მოზრდილებში ჩიყვის თერაპიისათვის პრეპარატის გამოყენებისას (დოზები 300-1000 მკგ იოდი დღეში) ცალკეულ შემთხვევებში, შეიძლება განვითარდეს იოდით გამოწვეული ჰიპერთირეოზი. ამის მიზეზად, უმეტეს შემთხვევაში, ითვლება ფარისებრ ჯირკვალში ჰორმონების წარმომქმნელი უკონტროლო მონაკვეთების არსებობა. ეს საშიშროება ემუქრება უპირველესად ხანდაზმულ პაციენტებს, რომლებსაც ჩიყვი ხანგრძლივი დროის განმავლობაში აწუხებთ.
**
უკუჩვენება**

- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოხატული გაძლიერება;
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ლატენტური მომატება დოზებში, რომლებიც აღემატება 150 მკგ იოდს დღეში;
- ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონწარმომქმნელი კეთილთვისებიანი სიმსივნე ან არაკონტროლირებად ჰორმონწარმომქმნელ მონაკვეთებში დოზებში 300-1000 მკგ იოდი დღე- ღამეში (ოპერაციის წინა მკურნალობის გარდა).
ზეგავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
მითითებები ავტომანქანის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარის შეზღუდვასთან დაკავშირებით არ არსებობს.
**
ორსულობა და ლაქტაცია**

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მოთხოვნილება იოდზე მომატებულია. ორსული ქალი იოდით, ასევე, ამარაგებს ნაყოფს, ხოლო დედა (სრულად ძუძუთი კვების დროს) – ახალშობილს. თუ მუცლად ყოფნის დროს ან ჩვილ ასაკში ბავშვი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით იოდს, შეიძლება განვითარდეს ახალშობილთა ჩიყვი ან განვითარების მძიმე დარღვევები, რომლებიც თითქმის არ ექვემდებარება კორექციას. ორსულობის დროს იოდისა და იოდის შემცველი პრეპარატების მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის რჩევით, როდესაც კარგად არის შეფასებული მოსალოდნელი სარგებელი და შესაძლო რისკი.
**
განსაკუთრებული მითითებები**

ახალშობილებსა და პარატა ბავშვებში იოდის უკმარისობის შედეგები განსაკუთრებით მძიმეა. არსებობს ფიზიკური და გონებრივი განვითარების მძიმე შეუქცევადი დარღვევების საშიშროება. ამიტომ, ბავშვების იოდით საკმარისი მომარაგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისათვის, ინტელექტისათვის და ზრდისათვის.
**
ჭარბი დოზირება**

იოდომარინი® 200-ის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
იოდომარინი® 200-ის დოზის გამოტოვების შემთხვევაში მომდევნო დღეს უნდა მოხდეს ჩვეულებრივი რაოდენობის მიღება.
იოდომარინი® 200-ის გამოყენების დროზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში (მაგალითად გვერდითი მოქმედებების მიზეზით) აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
**
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება**

სამკურნალო საშუალებებს შეუძლიათ ურთიერთქმედება ერთმანეთის მიმართ და გვერდით ეფექტებზე. ეს განსაკუთრებით ეხება გარკვეულ საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ (ლითიუმის მარილები); კალიუმის შემანარჩუნებელ შარდმდენ საშუალებებსა და ნივთიერებებს, რომლებიც თრგუნავენ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას.
პერქლორატი ან თიოციანატი ანელებენ ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის ათვისებას.
**
შენახვის პირობები და ვადები**

პრეპარატის ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
_
აფთიაქში გაცემის წესი_

გაიცემა რეცეპტით

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა :
BERLIN-CHEMIE AG
გერმანია

მოქმედი ნივთიერება: კალიუმის იოდიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არაორგანული იოდის პრეპარატი.
ჩვენებები:

ენდემური ჩიყვის (საკვებში იოდის დეფიციტისას) განვითარების პროფილაქტიკა, მათ შორის ორსულობის პერიოდში;
ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკა (განმეორებითი ზრდა) იოდდეფიციტით გამოწვეული ჩიყვის მედიკამენტური მკურნალობის კურსის დასრულების ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში;
დიფუზური ეუთირეოიდული (ნორმალური ფუნქციით) ენდემური ჩიყვის მკურნალობა ახალშობილებში, ბავშვებში, მოზარდებსა და ახალგაზრდებში.
მიღების წესი და დოზირება:

ენდემური ჩიყვის განვითარების პროფილაქტიკა:

ახალშობილები და ბავშვები - 50-100 მკგ იოდი/დღეში,

მოზარდები და მოზრდილები - 100-200 მკგ იოდი/დღეში.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში - 150-200 მკგ იოდი/დღეში.

ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკა იოდდეფიციტით გამოწვეული ჩიყვის მედიკამენტური მკურნალობის კურსის დასრულების ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში - 100-200 მკგ იოდი/დღეში.

ეუთირეოდული ენდემური ჩიყვის მკურნალობა ბავშვებში (მათ შორის ახალშობილებში), მოზარდებსა და ახალგაზრდებში - 100-200 მკგ იოდი/დღეში.

სადღეღამისო დოზა მიიღება ერთჯერადად, ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად. იოდიდის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად.

იოდიდის პროფილაქტიკური გამოყენება უნდა ხდებოდეს თვეების, წლებისა და ზოგჯერ მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ბავშვებსა და მოზარდებში მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 6-12 თვეს შეადგენს.

თუ ახალშობილებში ენდემური ჩიყვის მკურნალობის 2-4 კვირიანი კურსის ჩატარების შემდეგ არ აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ზომების შემცირება, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაავადების მიზეზს არ წარმოადგენს იოდის დეფიციტი.
უკუჩვენებები:

*მანიფესტირებული ჰიპერთირეოზი;

*ფარული ჰიპერთირეოზი (ისეთი დოზით მიღებისას, რომელიც აღემატება 150 მკგ/დღეში);

*დიურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი;

*მომატებული მგრძნობელობა იოდის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში იოდზე მოთხოვნილება იზრდება. იოდიდი ინიშნება ჩვენებების მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ საკვებთან ერთად მიღებული იოდის რაოდენობა 150 მკგ/დღეში ნაკლებია. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრეპარატი კარგად აღწევს პლაცენტაში და ნაყოფში შესაძლოა ჩიყვისა და ჰიპოთირეოზის განვითარება გამოიწვიოს. იოდი გამოიყოფა ასევე დედის რძესთან ერთად. ამიტომ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში იოდიდის მიღება მხოლოდ რეკომენდებული დოზით უნდა ხდებოდეს.
შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით