ფარმაკოლოგიური ჯგუფი: თირეოიდული თერაპია, იოდოთერაპია
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
იოდომარინი 100
Iodomarin 100
საერთაშორისო დასახელება - potassium Iodide
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - H03CA
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატები; იოდის შემცველი პრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბ. 100 მკგ; 100ც.
მოქმედი კომპონენტის სახით ერთი ტაბლეტი შეიცავს 131 მკგ კალიუმის იოდიდს (რაც
100 მკგ იოდს შეესაბამება).
სხვა კომპონენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის კარბონატი, ჟელატინი,
კარბოქსიმეთილსახამებლის ნატრიუმის მარილი (ტიპი A), კაჟბადის მაღალდისპერსიული
დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
ჩვენებები
იოდომარინი® 100 გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- ორგანიზმში იოდის უკმარისობის პროფილაქტიკა (მაგალითად, ჩიყვის განვითარების
პრევენცია პაციენტებში, რომლებიც ცხოვრობენ რაიონებში, სადაც აღინიშნება იოდის
დეფიციტი, და ჩიყვის ამოკვეთის ოპერაციების შემდეგ, რომელიც გამოწვეულია
ორგანიზმში იოდის უკმარისობით),
- ჩიყვის მკურნალობა ახალშობილებში, ბავშვებში, მოზარდებში და ახალგაზრდა
მოზრდილებში.
ორგანიზმის იოდით საკმარისად მომარაგების მნიშვნელობა
იოდი – ნატურალური მიკროელემენტია, რომელიც, ვიტამინებისა და მინერალური
ნივთიერებების მსგავსად აუცილებელია სიცოცხლისათვის. იოდი ორგანიზმს სჭირდება
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზისთვის, რომლებიც მონაწილეობენ მასში
მიმდინარე მრავალფეროვან პროცესებში. პატარა ბავშვებში ჰორმონები ასრულებენ
გადამწყვეტ როლს მათ ზრდასა და გონებრივ განვითარებაში. მოზრდილებში ისინი პასუხს
აგებენ ნივთიერებათა ცვლის მრავალი პროცესის რეგულირებაზე.
იოდი ორგანიზმს საკვებთან ერთად უნდა მიეწოდებოდეს. საკვები პროდუქტების
უმეტესობაში იოდი არასაკმარისი რაოდენობითაა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს
ორგანიზმის იოდით მომარაგების უკმარისობა. იოდის შესაძლო უკმარისობის
პრევენციისათვის – კერძოდ იოდზე მაღალი მოთხოვნილების პერიოდებში (ორსულობა,
ლაქტაციის პერიოდი და სქესობრივი მომწიფების პერიოდი) – შეიძლება, მაგალითად,
იოდის შემცველი ტაბლეტების მიღება.
ორგანიზმის იოდით არასაკმარისად მომარაგების შედეგები
სისხლიდან მეტი იოდის მისაღებად ფარისებრი ჯირკვალი ცდილობს მისი უკმარისობის
კომპენსირება თავისი მოცულობის გაზრდის გაძლიერებით მოახდინოს. ეს იწვევს ჩიყვის
განვითარებას.
იოდის მუდმივი უკმარისობისას მცირდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნა.
ამან შეიძლება გამოიწვიოს იოდის დეფიციტით გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლის
ფუნქციის დაქვეითება აქედან გამომდინარე ჯანმრთელობისათვის ისეთი შედეგებით,
როგორიცაა ზოგადი სისუსტე, აპათია, სწრაფი დაღლილობა, კონცენტრაციის დარღვევები,
პიროვნების შეცვლა, წონის მომატება, ყაბზობა, ჰიპერმგრძნობელობა სიცივის მიმართ,
პულსის შენელება, თმის მტვრევადობა, თმის ცვენა, კანის სიმშრალე, აქერცვლა და
უფერობა, კაცებსა და ქალებში იმპოტენცია და შობადობის უნარის დარღვევა.
ამგვარად, აღნიშნული მოვლენები შეიძლება იყოს ორგანიზმში იოდის ნაკლებობის
ნიშნები.
იოდის დეფიციტის აღმოფხვრა, სხვა ზომებთან ერთად, ზრდის სიცოცხლის ტონუსს,
აუმჯობესებს სწავლის უნარს მოსწავლეებში, შრომისუნარიანობასა და სიცოცხლის
ხარისხს.
**
მიღების წესები და დოზები**
1. ჩიყვის პროფილაქტიკა იოდის უკმარისობის დროს
იმ შემთხვევებში, როდესაც ორგანიზმში საკვებთან ერთად იოდის საკმარისი
რაოდენობით, რაც შეადგენს არანაკლებ 150-300 მკგ დღეში (მჯო-ს მიერ განიხილება
იოდზე მოთხოვნილების ზღვრული მნიშვნელობები მოზრდილებისათვის) მიწოდება არ ხდება,
აუცილებელია შემდეგი, იოდის ქვემეორე ჩამოთვლილი რაოდენობების დამატებით შეყვანა:
- ჩვილები და ბავშვები:
დღეში ერთხელ იოდომარინი® 100-ის 1/2-1 ტაბლეტი (შეესაბამება 50-100 მკგ იოდს).
- მოზარდები და მოზრდილები:
დღეში ერთხელ იოდომარინი® 100-ის 1-2 ტაბლეტი (შეესაბამება 100-200 მკგ იოდს).
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
დღეში ერთხელ იოდომარინი® 100-ის 2 ტაბლეტი (შეესაბამება 200 მკგ იოდს).
2. ჩიყვის განმეორებითი ზრდის პროფილაქტიკა ჩიყვის მედიკამენტოზური მკურნალობის
დასრულებისას, განპირობებულის იოდის უკმარისობით, ან მისი ამოკვეთის ოპერაციის
შემდეგ:
- დღეში ერთხელ იოდომარინი® 100-ის 1-2 ტაბლეტი (შეესაბამება 100-200 მკგ იოდს).
3. იოდის ნაკლებობით განპირობებული ჩიყვის მკურნალობა:
- ახალშობილები, ბავშვები და მოზარდები:
დღეში ერთხელ იოდომარინი® 100-ის 1-2 ტაბლეტი (შეესაბამება 100-200 მკგ იოდს).
- ახალგაზრდა ასაკის მოზრდილები:
დღეში ერთხელ იოდომარინი® 100-ის 3-5 ტაბლეტი (შეესაბამება 300-500 მკგ იოდს).
პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით
(მაგალითად, ჭიქა წყალი).
ბავშვებში მიღება რეკომენდებულია საკვებთან (მაგალითად, წვნიანი) ან სასმელთან
შერევით. ტაბლეტები ადვილად იხსნება სითხეში, და ამიტომ მათი განზავება შეიძლება
რძეში, წვენში ან რაიმე მსგავსში. მიღების ეს წესი განსაკუთრებით რეკომენდებულია
ახალშობილი და პატარა ბავშვებისათვის.
იოდომარინი® 100-ის პროფილაქტიკური გამოყენება ხანგრძლივად და რეგუარულად უნდა
ტარდებოდეს, ჩვეულებრივ რამოდენიმე წლის განმავლობაში, არაიშვიათად – მთელი
სიცოცხლის განმავლობაში. იოდის შევსების წარმატება მით მეტია, რაც უფრო ადრე
დაიწყო მკურნალობა და რაც უფრო ნაკლები ცვლილებებია მომხდარი ფარისებრი ჯირკვლის
ქსოვილებში.
ახალშობილებში ჩიყვის სამკურნალოდ უმეტეს შემთხვევაში 2-4 კვირა საკმარისია, ხოლო
ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში, როგორც წესი, საჭიროა 6-12 თვე ან მეტი.
**
გვერდითი მოვლენები**
ყველა სამკურნალო საშუალებების მსგავსად იოდომარინი® 100-საც შეიძლება გააჩნდეს
გვერდითი მოქმედებები. მაგრამ ნებისმიერ ასაკში იოდიდის პროფილაქტიკური, ასევე
ახალშობილებში, ბავშვებსა და მოზარდებში თერაპიული გამოყენებისას გვერდითი
მოვლენები, როგორც წესი, არ აღინიშნება. მაგრამ სრულად არ შეიძლება იმის
გამორიცხვა, რომ ფარისებრ ჯირკვალში ჰორმონების წარმომქმნელი უკონტროლო
მონაკვეთების არსებობისას და იოდის 150 მკგ სადღეღამისო დოზებისას, შეიძლება
გამოვლინდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება.
მოზრდილებში ჩიყვის თერაპიისათვის პრეპარატის გამოყენებისას (დოზები 300-1000 მკგ
იოდი დღეში) ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს იოდით გამოწვეული
ჰიპერთირეოზი. ამის მიზეზად უმეტეს შემთხვევაში ითვლება ფარისებრ ჯირკვალში
ჰორმონების წარმომქმნელი უკონტროლო უბნების არსებობა. ეს საშიშროება ემუქრება
უპირველესად ხანდაზმულ პაციენტებს, რომლებსაც ჩიყვი ხანგრძლივი დროის
განმავლობაში აწუხებთ.
**
უკუჩვენება**
იოდომარინი® 100-ის გამოიყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან სხვა რომელიმე
კომპონენტების მიმართ,
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მანიფესტური (რომელიც მიმდინარეობს სიმპტომების
არსებობით) მომატება,
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ლატენტური (რომელიც მიმდინარეობს სიმპტომების
არარსებობით) მომატება დოზებში, რომლებიც აღემატება 150 მკგ იოდს დღეში,
- ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰორმონების წარმომქმნელი სიმსივნე ან
არაკონტროლირებადი ჰორმონების წარმომქმნელი მონაკვეთები დოზებში 300-1000 მკგ
იოდი დღეში (ოპერაციის წინა მკურნალობის გარდა).
**
ორსულობა და ლაქტაცია**
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მოთხოვნილება იოდზე მომატებულია. ორსული ქალი
იოდით ასევე ამარაგებს ჯერ კიდევ ჩანასახს, ხოლო დედა (სრულად ძუძუთი კვების
დროს) – ახალშობილს. თუ მუცლად ყოფნის დროს ან ჩვილობაში ბავშვი ვერ იღებს
საკმარისი რაოდენობით იოდს, შეიძლება განვითარდეს ახალშობილთა ჩიყვი ან
განვითარების მძიმე დარღვევები, რომლებიც თითქმის არ ექვემდებარება კორექციას.
მაგრამ ორსულობის დროს იოდისა და იოდის შემცველი პრეპარატების მიღება შეიძლება
მხოლოდ ექიმის რჩევით, როდესაც კარგად არის შეფასებული მოსალოდნელი სარგებელი და
შესაძლო რისკი.
გაფრთხილება ბავშვებში ახალშობილებსა და პარატა ბავშვებში იოდის უკმარისობის
შედეგები განსაკუთრებით მძიმეა. არსებობს ფიზიკური და გონებრივი განვითარების
მძიმე შეუქცევადი დარღვევების საშიშროება. ამიტომ ბავშვების იოდით საკმარისად
მომარაგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისათვის,
ინტელექტისათვის და ზრდისათვის.
**
განსაკუთრებული მითითებები**
ეს სამკურნალო საშულება შეიცავს ლაქტოზას. ამიტომ, თუ პაციენტისათვის ცნობილია,
რომ მას გააჩნია შაქრის ზოგიერთი სახეობის აუტანლობა, იოდომარინი® 100-ის
გამოიყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ზეგავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
მითითებები იმის შესახებ, რომ იოდომარინი® 100 ზღუდავს ავტომანქანის მართვისა და
მექანიზმებთან მუშაობის უნარს არ არსებობს.
**
ჭარბი დოზირება**
იოდომარინი® 100-ის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან
მიმართვა.
იოდომარინი® 100-ის დოზის გამოტოვების შემთხვევაში მომდევნო დღეს უნდა მოხდეს
ჩვეულებრივი რაოდენობის მიღება.
იოდომარინი® 100-ის გამოყენების დროზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში (მაგალითად
გვერდითი მოქმედებების მიზეზით) აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
**
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება**
სამკურნალო საშუალებებს შეუძლიათ ურთიერთქმედება ერთმანეთის მოქმედებასა და
გვერდით ეფექტებზე. ეს განსაკუთრებით ეხება გარკვეულ საშუალებებს, რომლებიც
გამოიყენება დეპრესიების სამკურნალოდ (ლითიუმის მარილები), კალიუმის
შემანარჩუნებელ შარდმდენ საშუალებებსა და ნივთიერებებს, რომლებიც თრგუნავენ
ფარისებრ ჯირკვალს.
პერქლორატი ან თიოციანატი ანელებენ ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის ათვისებას.
**
შენახვის პირობები და ვადები**
3 წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვომელ ადგილას, არაუმეტეს
25°C ტემპერატურაზე.
**
აფთიაქში გაცემის წესი**
ურეცეპტოდ
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
BERLIN-CHEMIE AG
გერმანია
მოქმედი ნივთიერება: კალიუმის იოდიდი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არაორგანული იოდის პრეპარატი.
ჩვენებები:
ენდემური ჩიყვის (საკვებში იოდის დეფიციტისას) განვითარების პროფილაქტიკა, მათ
შორის ორსულობის პერიოდში;
ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკა (განმეორებითი ზრდა) იოდდეფიციტით გამოწვეული
ჩიყვის მედიკამენტური მკურნალობის კურსის დასრულების ან ოპერაციის შემდგომ
პერიოდში;
დიფუზური ეუთირეოიდული (ნორმალური ფუნქციით) ენდემური ჩიყვის მკურნალობა
ახალშობილებში, ბავშვებში, მოზარდებსა და ახალგაზრდებში.
მიღების წესი და დოზირება:
ენდემური ჩიყვის განვითარების პროფილაქტიკა:
ახალშობილები და ბავშვები - 50-100 მკგ იოდი/დღეში,
მოზარდები და მოზრდილები - 100-200 მკგ იოდი/დღეში.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში - 150-200 მკგ იოდი/დღეში.
ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკა იოდდეფიციტით გამოწვეული ჩიყვის მედიკამენტური მკურნალობის კურსის დასრულების ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში - 100-200 მკგ იოდი/დღეში.
ეუთირეოდული ენდემური ჩიყვის მკურნალობა ბავშვებში (მათ შორის ახალშობილებში), მოზარდებსა და ახალგაზრდებში - 100-200 მკგ იოდი/დღეში.
სადღეღამისო დოზა მიიღება ერთჯერადად, ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად. იოდიდის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად.
იოდიდის პროფილაქტიკური გამოყენება უნდა ხდებოდეს თვეების, წლებისა და ზოგჯერ მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ბავშვებსა და მოზარდებში მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 6-12 თვეს შეადგენს.
თუ ახალშობილებში ენდემური ჩიყვის მკურნალობის 2-4 კვირიანი კურსის ჩატარების
შემდეგ არ აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ზომების შემცირება, მაშინ შეგვიძლია
ვივარაუდოთ, რომ დაავადების მიზეზს არ წარმოადგენს იოდის დეფიციტი.
უკუჩვენებები:
*მანიფესტირებული ჰიპერთირეოზი;
*ფარული ჰიპერთირეოზი (ისეთი დოზით მიღებისას, რომელიც აღემატება 150 მკგ/დღეში);
*დიურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი;
*მომატებული მგრძნობელობა იოდის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში იოდზე მოთხოვნილება იზრდება. იოდიდი ინიშნება
ჩვენებების მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ საკვებთან ერთად მიღებული იოდის
რაოდენობა 150 მკგ/დღეში ნაკლებია. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრეპარატი
კარგად აღწევს პლაცენტაში და ნაყოფში შესაძლოა ჩიყვისა და ჰიპოთირეოზის
განვითარება გამოიწვიოს. იოდი გამოიყოფა ასევე დედის რძესთან ერთად. ამიტომ
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში იოდიდის მიღება მხოლოდ რეკომენდებული დოზით
უნდა ხდებოდეს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მოქმედი ნივთიერება: კალიუმის იოდიდი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არაორგანული იოდის პრეპარატი.
ჩვენებები:
ენდემური ჩიყვის (საკვებში იოდის დეფიციტისას) განვითარების პროფილაქტიკა, მათ
შორის ორსულობის პერიოდში;
ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკა (განმეორებითი ზრდა) იოდდეფიციტით გამოწვეული
ჩიყვის მედიკამენტური მკურნალობის კურსის დასრულების ან ოპერაციის შემდგომ
პერიოდში;
დიფუზური ეუთირეოიდული (ნორმალური ფუნქციით) ენდემური ჩიყვის მკურნალობა
ახალშობილებში, ბავშვებში, მოზარდებსა და ახალგაზრდებში.
მიღების წესი და დოზირება:
ენდემური ჩიყვის განვითარების პროფილაქტიკა:
ახალშობილები და ბავშვები - 50-100 მკგ იოდი/დღეში,
მოზარდები და მოზრდილები - 100-200 მკგ იოდი/დღეში.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში - 150-200 მკგ იოდი/დღეში.
ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკა იოდდეფიციტით გამოწვეული ჩიყვის მედიკამენტური მკურნალობის კურსის დასრულების ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში - 100-200 მკგ იოდი/დღეში.
ეუთირეოდული ენდემური ჩიყვის მკურნალობა ბავშვებში (მათ შორის ახალშობილებში), მოზარდებსა და ახალგაზრდებში - 100-200 მკგ იოდი/დღეში.
სადღეღამისო დოზა მიიღება ერთჯერადად, ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად. იოდიდის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად.
იოდიდის პროფილაქტიკური გამოყენება უნდა ხდებოდეს თვეების, წლებისა და ზოგჯერ მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ბავშვებსა და მოზარდებში მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 6-12 თვეს შეადგენს.
თუ ახალშობილებში ენდემური ჩიყვის მკურნალობის 2-4 კვირიანი კურსის ჩატარების
შემდეგ არ აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ზომების შემცირება, მაშინ შეგვიძლია
ვივარაუდოთ, რომ დაავადების მიზეზს არ წარმოადგენს იოდის დეფიციტი.
უკუჩვენებები:
*მანიფესტირებული ჰიპერთირეოზი;
*ფარული ჰიპერთირეოზი (ისეთი დოზით მიღებისას, რომელიც აღემატება 150 მკგ/დღეში);
*დიურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი;
*მომატებული მგრძნობელობა იოდის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში იოდზე მოთხოვნილება იზრდება. იოდიდი ინიშნება
ჩვენებების მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ საკვებთან ერთად მიღებული იოდის
რაოდენობა 150 მკგ/დღეში ნაკლებია. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრეპარატი
კარგად აღწევს პლაცენტაში და ნაყოფში შესაძლოა ჩიყვისა და ჰიპოთირეოზის
განვითარება გამოიწვიოს. იოდი გამოიყოფა ასევე დედის რძესთან ერთად. ამიტომ
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში იოდიდის მიღება მხოლოდ რეკომენდებული დოზით
უნდა ხდებოდეს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
იოდომარინი® 100-ის აღწერა და გამოყენება
იოდომარინი® 100 არის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალო საშუალება.
იოდომარინი® 100 გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- იოდის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა (მაგალითად,
ჩიყვის პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებიც ცხოვრობენ რაიონებში, სადაც იოდის არასაკმარისი შემცველობა აღინიშნება ნიადაგში და წყალში, ასევე, იოდის დეფიციტით განპირობებული ჩიყვის ოპერაციის შემდეგ);
- ჩიყვის მკურნალობა ახალშობილებში, ბავშვებში, მოზარდებში, ასევე, ახალგაზრდა ასაკის მოზრდილებში.
რა უნდა ვიცოდეთ იოდომარინი® 100-ის მიღებამდე
არ მიიღოთ იოდომარინი® 100 შემდეგ შემთხვევებში:
- ალერგია კალიუმის იოდიდის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6.1)
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მნიშვნელოვანი მომატება (ჩივილებით)
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ფარულად მიმდინარე მომატება (ჩივილების გარეშე)
დოზირებით 150 მკგ იოდი დღე-ღამეში
- კეთილთვისებიანი ჰორმონწარმომქმნელი სიმსივნის, ასევე, ფარისებრი ჯირკვლის არაკონტროლირებადი ჰორმონწარმომქმნელი უბნების არსებობა დოზირებით 300-
1000 მკგ იოდი დღე-ღამეში (ოპერაციის წინა პერიოდში მკურნალობის გარდა).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ იოდომარინი® 100-ის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება იოდომარინი® 100-თან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება
მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.
იოდის დეფიციტი ზრდის ორგანიზმის რეაქციას ჰიპერთირეოზის მედიკამენტურ მკურნალობაზე (ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია), ხოლო იოდის სიჭარბე მას აქვეითებს. ამიტომ ჰიპერთირეოზის მკურნალობამდე ან მკურნალობის პერიოდში შეძლებისდაგვარად შეზღუდეთ იოდის ნებისმიერი სახით მიღება.
ნივთიერებები, რომლებსაც ფარისებრი ჯირკვალი შთანთქავს იმავე მექანიზმით, როგორც იოდიდს (მაგალითად, პერქლორატი), ასევე, სამკურნალო ნივთიერებები, რომლებიც თავად არ შთაინთქმება, მაგალითად, თიოციანატი, 5 მგ/დლ-ზე მაღალი კონცენტრაციებით, ხელს უშლის იოდის შთანთქმას ფარისებრი ჯირკვლის მიერ.
იოდის შთანთქმა ფარისებრი ჯირკვლის მიერ და იოდის მეტაბოლიზმი ჯირკვალში სტიმულირდება ენდოგენური და ეკზოგენური თირეოსტატული ჰორმონით (თტჰ).
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სეკრეციის დამთრგუნველი იოდის მაღალი დოზებითა და ლითიუმის მარილებით ერთდროულად მკურნალობამ, რომელიც, როგორც წესი, გამოიყენება ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ, შეიძლება ხელი შეუწყოს ჩიყვისა და ჰიპოთირეოზის განვითარებას.
კალიუმის დამზოგველ დიურეზულებთან ერთად კალიუმის იოდიდის მაღალი დოზების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია.
ორსულობა**,**ძუძუთი კვების პერიოდი და შვილოსნობის ფუნქცია
ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, აგრეთვე, ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში იოდზე მოთხოვნა იზრდება, ამიტომ აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის საკმარისი რაოდენობის იოდის მიწოდების უზრუნველყოფა. მაგრამ იოდის და იოდის შემცველი სამკურნალო საშუალებების მიღება უნდა მოხდეს ~სარგებელი/რისკის~ თანაფარდობის შეფასების შემდეგ და ექიმის ზუსტი დანიშნულების შესაბამისად.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის** და **მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა არ არის საჭირო.
პრეპარატი იოდომარინი® 100 შეიცავს ლაქტოზას.
თუ თქვენთვის ცნობილია შაქრის ზოგიერთი სახეობების მიმართ აუტანლობის შესახებ, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან.
იოდომარინი® 100-ის მიღების წესი
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ან
მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტად დაცვით. აღნიშნულ საკითხზე
ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა:
ჩიყვის პროფილაქტიკა იოდის დეფიციტის დროს
ჩვილები და ბავშვები:
1/2-1 ტაბლეტი იოდომარინი® 100 ერთხელ დღე-ღამეში (შეესაბამება 50-100 მკგ იოდს).
მოზარდები და მოზრდილები:
1-2 ტაბლეტი იოდომარინი® 100 ერთხელ დღე-ღამეში (შეესაბამება 100-200 მკგ იოდს).
ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი**:**
2 ტაბლეტი იოდომარინი® 100 ერთხელ დღე-ღამეში (შეესაბამება 200 მკგ იოდს).
ფარისებრი ჯირკვლის განმეორებითი ზრდის პროფილაქტიკა იოდის დეფიციტით გამოწვეული ჩიყვის ოპერაციის შემდეგ ან მედიკამენტური მკურნალობის დასრულების შემდეგ 1-2 ტაბლეტი იოდომარინი® 100 ერთხელ დღე-ღამეში (შეესაბამება 100-200 მკგ იოდს).
იოდის დეფიციტით გამოწვეული ჩიყვის მკურნალობა
ახალშობილები, ბავშვები და მოზარდები:
1-2 ტაბლეტი იოდომარინი® 100 ერთხელ დღე-ღამეში (შეესაბამება 100-200 მკგ იოდს).
მოზრდილები ახალგაზრდა ასაკში:
3-5 ტაბლეტი იოდომარინი® 100 ერთხელ დღე-ღამეში (შეესაბამება 300-500 მკგ იოდს).
გამოყენების წესი
იოდომარინი® 100 მიიღება ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის სითხის (მაგალითად, ჭიქა წყლის) მიყოლებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა
- პროფილაქტიკის მიზნით იოდომარინი® 100, ჩვეულებრივ, მიიღება რამდენიმე წლის განმავლობაში, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაშიც კი.
- ახალშობილებში ჩიყვის სამკურნალოდ, როგორც წესი, საკმარისია 2-4 კვირა. ხოლო ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში ჩიყვის სამკურნალოდ საჭიროა 6-12 თვე.
თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ იოდომარინი® 100-ის საჭიროზე მეტი დოზა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ზომების მიღების აუცილებლობის შესახებ.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ იოდომარინი® 100-ის მიღება
არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.თუ შეწყვიტეთ პრეპარატ იოდომარინი® 100-ის მიღება
თუ შეწყვიტეთ იოდომარინი® 100-ის მიღება, მაგალითად გვერდითი მოვლენების გამოვლენის მიზეზით, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
იოდიდის პროფილაქტიკური გამოყენებისას ნებისმიერ ასაკში, ასევე, თერაპიული გამოყენებისას ახალშობილებში, ბავშვებში და მოზარდებში არასასურველი მოვლენები, როგორც წესი, არ აღინიშნება. მაგრამ ფარისებრი ჯირკვლის ფართო არაკონტროლირებადი ჰორმონწარმომქმნელი უბნების არსებობისას და იოდის
დანიშვნისას სადღეღამისო დოზებში, რომელიც აღემატება 150 მკგ, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატების კლინიკური გამოვლენების საერთოდ გამორიცხვა არ შეიძლება.
ძალიან იშვიათად (აღენიშნება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს)
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები - ისეთები, როგორიცაა, მაგალითად, იოდით გამოწვეული სურდო, კანის რეაქციები (ბულოზური ან ტუბეროზული იოდოდერმა, ექსფოლიატური დერმატიტი), კანის ან ლორწოვანი გარსების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), ცხელება, ფერისმჭამელები და სანერწყვე ჯირკვლების შესიება.
დარღვევები ჰორმონალური სისტემის მხრივ
მოზრდილებში ჩიყვის მკურნალობისას (სადღეღამისო დოზირება 300-1000 მკგ იოდი) ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება, რაც გამოწვეულია იოდით. უმეტეს შემთხვევაში ამის მიმანიშნებელ სიმპტომებს წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონწარმომქმნელი კერების არსებობა ჯირკვალში. ჩვეულებრივ რისკის ჯგუფს წარმოადგენს ხანდაზმული ასაკის პაციენტები, რომლებსაც აქვთ ჩიყვი ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში.
იოდომარინი® 100-ის შენახვის პირობები
სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა**:** 3 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე და გარე მუყაოს შეფუთვაზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი შეინახეთ არაუმეტეს 30˚C ტემპერატურის პირობებში.
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
იოდომარინი® 100-ის შემადგენელი ნივთიერებები
პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს კალიუმის იოდიდი.
ერთი ტაბლეტი შეიცავს 131 მკგ კალიუმის იოდიდს (შეესაბამება 100 მკგ იოდს)
სხვა კომპონენტები**:**
ლაქტოზის მონოჰიდრატი, ძირითადი მსუბუქი მაგნიუმის კარბონატი, ჟელატინი,
კარბოქსიმეთილსახამებლის ნატრიუმის მარილი (ტიპი A) (Ph. Eur.), კოლოიდური უწყლო
სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი (Ph. Eur.) [მცენარეული].
პრეპარატი იოდომარინი® 100-ის აღწერა და შეფუთვა
თეთრიდან კრემისფერ შეფერილობამდე ტაბლეტები ბრტყელი პარალელური ზედაპირებით, ჩამოჭრილი კიდეებით და გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.
ერთ ყავისფერი მინის ფლაკონში მოთავსებულია 100 ტაბლეტი.
გაცემის წესი**:**
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით