ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ყელის პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
გრამიდინი® ნეო
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: გრამიდინი® ნეო.
საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება
გრამიციდინი С + ცეტილპირიდინის ქლორიდი.
სამკურნალწამლო ფორმა: საწუწნი ტაბლეტები.
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
გრამიციდინ С-ს დიჰიდროქლორიდი – 3,20 მგ (გრამიციდინ С-ზე გადაანგარიშებით 3,00 მგ),
ცეტილპირიდინის ქლორიდის მონოჰიდრატი – 1,05 მგ (ცეტილპირიდინის ქლორიდზე გადაანგარიშებით – 1,00 მგ).
დამხმარე ნივთიერებები:
სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი – 5,00 მგ, ტალკი – 60,00 მგ, კალიუმის აცესულფამი – 15,00 მგ, პიტნის არომატიზატორი – 25,00 მგ, სორბიტოლი – 1065,75 მგ, მაგნიუმის სტეარატი – 25,00 მგ.
აღწერილობა
თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, ერთ მხარეზე წარწერით - GR.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბიოტიკი + ანტისეპტიკური საშუალება.
ათქ კოდი: R02A.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კომბინირებული პრეპარატია ყელის და პირის ღრუს ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. მის შემადგენლობაში შედის ანტიმიკრობული საშუალება გრამიციდინი С და ანტისეპტიკური საშუალება - ცეტილპირიდინის ქლორიდი.
გრამიციდინC-ს მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მიკრობული უჯრედის ციტოპლაზმული მემბრანის შეღწევადობის მატებასთან, რაც არღვევს მის მდგრადობას და იწვევს უჯრედის სიკვდილს.
გრამიციდინი C ახდენს გამოხატულ ანტიმიკრობულ მოქმედებას პირის ღრუს და ხორხის ინფექციური დაავადებების გამომწვევების მიმართ.
ცეტილპირიდინის ქლორიდი მიეკუთვნება ანტისეპტიკურ საშუალებებს; თრგუნავს პირის ღრუს ინფექციური დაავადებების გამომწვევების ზრდას და გამრავლებას.
პრეპარატი ამცირებს ანთებას, ახდენს ანტიმიკრობულ მოქმედებას, არბილებს უსიამოვნო შეგრძნებას ყელში, ამსუბუქებს ყლაპვას, წუწვნის დროს იწვევს ჰიპერსალივაციას, რაც ხელს უწყობს პირის ღრუს და ხორხის მიკროორგანიზმებისგან მექანიკურ გასუფთავებას.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატს აქვს ადგილობრივი მოქმედება და პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რაც განსაზღვრავს სისტემური ეფექტების პრაქტიკულად სრულ არარსებობას.
გამოყენების ჩვენებები
პირის ღრუს და ყელის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: ანგინა, ფარინგიტი, ტონზილიტი, პაროდონტოზი, გინგივიტი, სტომატიტი.
უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ;
- 4 წლამდე ბავშვთა ასაკი;
- ორსულობა (I ტრიმესტრი).
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის (I) ტრიმესტრში. პრეპარატის გამოყენების პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
გამოყენების წესი და დოზები
გამოიყენება კვების შემდეგ, პირში გაწუწვნის გზით, დაღეჭვის გარეშე.
უშუალოდ პრეპარატის გამოყენების შემდეგ საჭიროა თავის შეკავება საკვების და სასმელის მიღებისაგან 1-2 საათის განმავლობაში.
დოზირება მოზრდილების და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის: 1 ტაბლეტი დღეში 3-4-ჯერ.
დოზირება 4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის: 1 ტაბლეტი დღეში 1-2-ჯერ.
პრეპარატის მიღების 7 დღის განმავლობაში თერაპიული ეფექტის არარსებობისას რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს.
გვერდითი მოქმედება
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტებზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
გრამიდინი® ნეო აძლიერებს სხვა ადგილობრივი და სისტემური მოქმედების ანტიმიკრობული საშუალებების ეფექტებს.
გამოშვების ფორმა:
საწუწნი ტაბლეტები.
6 ან 9 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში ან პოლივინილქლორიდის ფირის ან პოლივინილქლორიდის/პოლივინილიდენქლორიდის ფირის ან კომბინირებული მასალის (პოლიამიდი/ალუმინი/პოლივინილქლორიდი) და ალუმინის ფოლგის კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პერფორაციით.
2, 3 ან 4 კონტურული შეფუთვა 6 ტაბლეტით ან 2 კონტურული შეფუთვა 9 ტაბლეტით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 250С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი**/**მომხმარებლების პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია
ს.ს. ,ვალენტა ფარმი.
141101, რუსეთი, მოსკოვის ოლქი, ქ. შელკოვო, ფაბრიჩნაიას ქ., ს.2
ტელ. +7 (495) 933 48 62, ფაქსი +7 (495) 933 48 63.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
23 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით