გრამიდინი საბავშვო - Gramidin for Children
გრამიდინი საბავშვო - Gramidin for Children

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ყელის სხვა პრეპარატები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

გრამიდინი® საბავშვო

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: გრამიდინი® საბავშვო.

საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება****

გრამიციდინი С + ცეტილპირიდინის ქლორიდი.

სამკურნალწამლო ფორმა: საწუწნი ტაბლეტები.

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

გრამიციდინ С-ს დიჰიდროქლორიდი – 1,60 მგ (გრამიციდინ С-ზე გადაანგარიშებით – 1,50 მგ);

ცეტილპირიდინის ქლორიდის მონოჰიდრატი – 1,05 მგ (ცეტილპირიდინის ქლორიდზე გადაანგარიშებით – 1,00 მგ);

დამხმარე ნივთიერებები:

სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი – 5,00 მგ, ტალკი – 60,00 მგ, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი – 36,00 მგ, ასპარტამი – 12,00 მგ, ჟოლოს არომატიზატორი – 3,60 მგ, სორბიტოლი – 1055,75 მგ, მაგნიუმის სტეარატი – 25,00 მგ.

აღწერილობა

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, ერთ მხარეზე ამოტვიფრულია «GR», ჟოლოს სუნით. დასაშვებია უმნიშვნელო პრიალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბიოტიკი + ანტისეპტიკური საშუალება.

ათქ კოდი: R02A.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული პრეპარატი ყელის და პირის ღრუს ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობისთვის. პრეპარატის შემადგენლობაში შედის ანტიმიკრობული საშუალება გრამიციდინი С და ანტისეპტიკური საშუალება – ცეტილპირიდინის ქლორიდი. გრამიციდინ С-ს მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მიკრობული უჯრედის ციტოპლაზმური მემბრანის შეღწევადობის მატებასთან, რაც არღვევს მის მდგრადობას და იწვევს სიკვდილს. გრამიციდინი С ავლენს ანტიბაქტერიულ (ბაქტერიციდულ) მოქმედებას გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ. ცეტილპირიდინის ქლორიდი მიეკუთვნება ანტისეპტიკურ საშუალებებს, თრგუნავს პირის ღრუს და ყელის ინფექციური დაავადებების გამომწვევების გამრავლებას და ზრდას. პრეპარატი ახდენს ანტიმიკრობულ მოქმედებას, ამცირებს ანთებას, არბილებს უსიამოვნო შეგრძნებას ყელში, ამსუბუქებს ყლაპვას, წუწვნის დროს იწვევს ჰიპერსალივაციას, რაც ხელს უწყობს პირის ღრუს და ხორხის მექანიკურ გასუფთავებას მიკროორგანიზმებისგან.

გამოყენების ჩვენებები

პირის ღრუს და ყელის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა, რასაც თან ახლავს ყელის და პირის ღრუს მიდამოში ტკივილი: ფარინგიტი, ტონზილიტი, პაროდონტიტი, გინგივიტი, სტომატიტი.

უკუჩვენებები

- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

- ფენილკეტონურია (პრეპარატი შეიცავს ასპარტამს);

- ლაქტაციის პერიოდი;

- 4 წლამდე ბავშვთა ასაკი.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ორსულმა ქალებმა პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ ექიმს. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია თუ დედისთვის პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.

მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

გამოყენების წესი და დოზები

ადგილობრივად. გამოიყენება კვების შემდეგ, პირში გაწუწვნის გზით, დაღეჭვის გარეშე.

პრეპარატის უშუალო გამოყენების შემდეგ საჭიროა თავის შეკავება საკვების და სასმელის მიღებისაგან 1-2 საათის განმავლობაში.

დოზირება 4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის: 1 ტაბლეტი დღეში 4-ჯერ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 4 ტაბლეტი.

დოზირება 12 წელზე უფროს ასაკის ბავშვების და მოზრდილებისთვის: 2 ტაბლეტი (ერთი მეორეს შემდეგ 20-30 წუთის განმავლობაში) დღეში 4-ჯერ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 8 ტაბლეტი.

პრეპარატის გამოყენების 7 დღის განმავლობაში თერაპიული ეფექტის არარსებობის შემთხვევაში, რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს.

გვერდითი მოქმედება

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, ღებინება).

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: რეკომენდებულზე მეტი დოზით პრეპარატის გამოყენებისას, ბაქტერიული მიკროფლორის შეცვლის შედეგად შესაძლებელია განვითარდეს დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა.

მკურნალობა: საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

მოცემულ დრომდე არ არის აღწერილი სხვა სამკურნალო საშუალებებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების შემთხვევები.

განსაკუთრებული მითითებები

არ უნდა მოხდეს გრამიდინი® საბავშვოს გამოყენება პირის ღრუში ღია ჭრილობის არსებობისას, რადგან ცეტილპირიდინის ქლორიდი ანელებს ჭრილობის შეხორცებას.

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი არ მოქმედებს პოტენციურად საშიში საქმიანობის უნარზე, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და რეაქციის სისწრაფეს (ავტომობილის და სხვა სატრანსპორტო საშუალების მართვა, მუშაობა მოძრავ მექანიზმებთან, დისპეჩერის და ოპერატორის მუშაობა და მსგავსი).

გამოშვების ფორმა

საწუწნი ტაბლეტები 1,5 მგ + 1 მგ.

6 ან 9 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში ან პოლივინილქლორიდის ფირის ან პოლივინილქლორიდის/პოლივინილიდენქლორიდის ფირის ან კომბინირებული მასალის (პოლიამიდი/ალუმინი/პოლივინილქლორიდი) და ალუმინის ფოლგის კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პერფორაციით.

2 ან 4 კონტურული შეფუთვა 6 ტაბლეტით ან 2 კონტურული შეფუთვა 9 ტაბლეტით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

2 წელი. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მომხმარებლების პრეტენზიების მიმღები და მწარმოებელი

ს.ს ,,ვალენტა ფარმი”

141101, რუსეთი, მოსკოვის ოლქი, ქ. შელკოვო, ქ. ფაბრიჩნაია, ს. 2

ტელ. +7 (495) 933 48 62, ფაქსი +7 (495) 933 48 63.

შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ

შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
გრამიდინ საბავშო1.5მგ+1მგ#18ტ
  • სახელი: გრამიდინ საბავშო1.5მგ+1მგ#18ტ
  • მწარმოებელი: JSC „Valenta Pharmaceuticals“ (რუსეთი)
  • შეფუთვა: 1,5მგ + 1მგ საწუწნი ტაბლეტი ჟოლოს არომატით 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის №18 (2X9)
Aversi 17.66 ლ
გრამიდინი საბავშვო ტაბლეტი საწუწნი 1.5მგ+1მგ #18
  • სახელი: გრამიდინი საბავშვო ტაბლეტი საწუწნი 1.5მგ+1მგ #18
  • მწარმოებელი: JSC „Valenta Pharmaceuticals“ (რუსეთი)
  • შეფუთვა: 1,5მგ + 1მგ საწუწნი ტაბლეტი ჟოლოს არომატით 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის №18 (2X9)
Pharmadepot 24.7 ლ
გრამიდინი საბავშვო ტაბლეტი საწუწნი 1.5მგ+1მგ #18
  • სახელი: გრამიდინი საბავშვო ტაბლეტი საწუწნი 1.5მგ+1მგ #18
  • მწარმოებელი: JSC „Valenta Pharmaceuticals“ (რუსეთი)
  • შეფუთვა: 1,5მგ + 1მგ საწუწნი ტაბლეტი ჟოლოს არომატით 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის №18 (2X9)
GPC 24.7 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით