სუარონი - SUARON
სუარონი - SUARON

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული არასტეროიდული სხვა საშუალებები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

**სუარონი პაკ.
Nimesulide
**

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო
**
შემადგენლობა**

სუარონის ერთი პაკეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების _ ნიმესულიდის 100 მგ-ს.
**
მოქმედების მექანიზმი**

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება, ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექციური ინჰიბიტორი. პრეპარატს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. აღნიშნული მოქმედება განპირობებულია ცოგ-2-ის ინჰიბირების შედეგად პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით, რომლებიც განაპირობებენ ანთების თანმდევ შეშუპებასა და ტკივილს. გარდა ამისა, პრეპარატი აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დამშლელი ფერმენტების (კოლაგენაზა, სტრომელიზინი, ელასტაზა) სინთეზს, რაც ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანების შეფერხებასა და ხრტილოვანი ქსოვილის სინთეზის პროცესების რეგულირებას.
შიგნით მიღების შემდეგ ნიმესულიდი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ამცირებს აბსორბციის სიჩქარეს, შეწოვის ხარისხის შეუცვლელად. სისხლის პლაზმაში ნიმესულიდის Cmax მიიღწევა მიღებიდან 1.5-2.5 სთ-ის შემდეგ, ხოლო მისი მოქმედება დაახლოებით 6 სთ გრძელდება.
ნიმესულიდი აქტიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში რამდენიმე მეტაბოლიტის წარმოქმნამდე. მეტაბოლიტების 80% გამოიდევნება შარდის გზით, ხოლო 20% ფეკალურ მასებთან ერთად.
**
ჩვენება**

სუარონი ინიშნება:
- ოსტეოართრიტის, დაჭიმვისა და ღრძობის დროს განვითარებული ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ;
- სახსრებისა და კუნთების დაავადებების დროს (მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ბაქტერიული ართრიტი, ბურსიტი, ტენდინიტი);
- კბილის ტკივილისა და დისმენორეის (მტკივნეული მენსტრუაცია) დროს.
**
უკუჩვენება**

- ნიმესულიდისადმი ან პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა;
- აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასას-სადმი მაღალი მგრძნობელობა;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
- ღვიძლის ან თირკმლების ფუნქციების ზომიერი ან გამოხატული დარღვევები;
- ორსულობა;
- ლაქტაცია (ძუძუთი კვება).
**
უსაფრთხოების ზომები**

ნიმესულიდი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სისხლის შემდედებელი სისტემის დარღვევით და კუჭნაწლავის სისტემის დაავადებებით, ასევე, პაციენტებში რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს ან ანტიაგრეგანტებს (თრომბოციტების აგრეგაციის შემაფერხებელ საშუალებებს).
ნიმესულიდი უპირატესად თირკმლების საშუალებით გამოიყოფა, ამიტომ პაციენტებში თირკმლების დარღვეული ფუნქციით, საჭიროა ნიმესულიდის დოზის შემცირება გორგლოვანი ფილტრაციის მაჩვენებლების გათვალისწინებით.
პრეპარატმა შესაძლოა ქსოვილებში სითხის შეკავება გამოიწვიოს, ამიტომ პაციენტებში გულის უკმარისობით, ნიმესულიდის დანიშვნა სიფრთხილით უნდა მოხდეს.
პაციენტებში, რომელთაც ადრე ასას-ის მიღებისას მხედველობის დარღვევა აღენიშნათ, ნიმესულიდით მკურნალობის ფონზე მხედველობის დარღვევისას, საჭიროა პრეპარატის მოხსნა და ოფთალმოლოგიური კვლევის ჩატარება.
სუარონი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა გამოხატულია ასაკობრივი სისუსტე.
სიფრთხილის დაცვაა საჭირო ნიმესულიდისა და ანტიკოაგულანტების, დიურეზული საშუალებების, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების, ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, დიგოქსინის, ფენიტოინის, ლითიუმის პრეპარატების, სხვა ასას-ის, ციკლოსპორინის, მეტოტრექსატის ერთდროული დანიშვნისას.
**
დოზის გადაჭარბება**

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური თერაპია (კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება).
**
დოზირება და მიღების წესი**

ნიმესულიდი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილთა ასაკში.
სუსპენზიის მომზადებისა და მიღების წესი:
სუარონის 1 პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 1 ჭიქა წყალში. პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ.
ჩვეულებრივ ინიშნება 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში, დილას და საღამოს. პაციენტის მდგომარეობისა და მკურნალობის ეფექტურობის გათვალისწინებით შესაძლებელია დოზის დროებითი გაზრდა _ 200 მგ (2 პაკეტი) 2-ჯერ დღეში.
ასაკოვან პაციენტებში დოზის შერჩევა ხდება ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.
**
გვერდითი მოვლენები**

ჩვეულებრივ სუარონი კარგად გადაიტანება. თუმცა შესაძლებელია განვითარდეს:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისკომფორტი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, დიარეა;
ცნს-ის მხრივ: თაბვრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა;
დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე, ერითემა, ჭინჭრის ციება, ქავილი.
იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს შარდვის შემცირება (ოლიგურია), თანმდევი სითხის შეკავებითა და ქსოვილების ადგილობრივი ან დიფუზური შეშუპებით.
გასათვალისწინებელია, რომ ნიმესულიდმა, სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მსგავსად, შესაძლოა გამოიწვიოს სტივენს-ჯონსონის, ლაიელის სინდრომი, ასევე ანაფილაქსიური რეაქციები.
**
ვარგისიანობა და შენახვის პირობები**

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
**
გამოშვების ფორმა**

ფხვნილი პერორალურად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად 100 მგ - პაკეტებში; მეორადი შეფუთვა- მუყაოს კოლოფში 10 პაკეტი.
**
აფთიაქიდან გაცემის პირობები**

ექიმის რეცეპტის გარეშე!

საერთაშორისო დასახელება - nimesulide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის → პირაზოლინის წარმოებულები

ჩვენებები:
ნიმესულიდი ინიშნება ტკივილის და ანთების სამკურნალოდ: პოსტოპერაციული ტკივილი მოტეხილობის, ღრძობის, ტრავმის, დაჭიმვის დროს; სახსრების და კუნთების დაავადებების დროს; ტკივილი ზურგში; ანთებითი და დეგენერაციული ართრიტი; მაანკილოზებელი სპონდილიტი; ოსთეოართრიტი მწვავე ფაზაში; კბილის ექსტრაქციის დროს და კბილის ქირურგიაში; გინეკოლოგიურ ქირურგიაში; ონკოლოგიურ ავადმყოფებში ტკივილის დროს

უკუჩვენებები:
ნიმესულიდისადმი მომატებული მგრძნობელობა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, ღვიძლის ფუნქციების დარღვევები.

გაფრთხილება:
არასტეროიდული სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, ნიმესულიდს ახასიათებს გამოკვეთილი გასტროტოქსიური მოქმედება. აქედან გამომდინარე, ნიმესულიდმა შეიძლება გამოიწვიოს საკმაოდ სერიოზული გვერდითი მოვლენები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან, როგორიცაა სისხლდენა, წყლულის წარმოქმნა, კუჭის პერფორაცია, წვრილი ან მსხვილი ნაწლავის პერფორაცია. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება წარმოიშვას ნებისმიერ დროს, მათ შორის წინამდებარე მოვლენების (სიმპტომების) გარეშე. ნიმესულიდმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილის მხრიდან, როგორიცაა დისპეპსია. ამიტომ, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც პაციენტს ანამნეზში არა აქვს არანაირი სიმპტომები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან, საჭიროა ყურადღების მიქცევა წყლულოვანი დაავადების და სისხლდენის წარმოქმნაზე. აგრეთვე საჭიროა პაციენტის გაფრთხილება მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების შესახებ.

დოზირება და გამოყენების წესი:
ტაბლეტი / პაკეტი მიიღება პერორალურად როგორც სიცხის დამწევი და ანალგეზიური საშუალება. მოზრდილებში 1 ტაბლეტი / პაკეტი დღეში 2-ჯერ.
15 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება

გვერდითი მოვლენები და გაფრთხილებები:
ღებინების შეგრძნება, ღებინება, დიარეა, კანზე გამონაყარი, თავის ტკივილი. პოტენციურად საშიში გვერდითი მოვლენაა ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის დარღვევა ახალშობილებში.
გაფრთხილება:
ნიმესულიდი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში და პაციენტებში თირკმლების დარღვეული ფუნქციით. პრეპარატი ამცირებს ბეტა-ბლოკერების და დიურეზული საშუალებების მოქმედებას. შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ნიმუსოლის და ზემოთ აღნიშნული პრეპარატების ერთდროული მიღების შესახებ.

შემადგენლობა
სუარონის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ნიმესულიდის 100 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება, ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექციური ინჰიბიტორი. პრეპარატს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. აღნიშნული მოქმედება განპირობებულია ცოგ-2-ის ინჰიბირების შედეგად პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით, რომლებიც განაპირობებენ ანთების თანმდევ შეშუპებასა და ტკივილს. გარდა ამისა, პრეპარატი აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დამშლელი ფერმენტების (კოლაგენაზა, სტრომელიზინი, ელასტაზა) სინთეზს, რაც ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანების შეფერხებასა და ხრტილოვანი ქსოვილის სინთეზის პროცესების რეგულირებას. შიგნით მიღების შემდეგ ნიმესულიდი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ამცირებს აბსორბციის სიჩქარეს, შეწოვის ხარისხის შეუცვლელად. სისხლის პლაზმაში ნიმესულიდის Cmax მიიღწევა მიღებიდან 1.5-2.5 სთ-ის შემდეგ, ხოლო მისი მოქმედება დაახლოებით 6 სთ გრძელდება. პლაზმის ცილებს 99% უკავშირდება. ნიმესულიდი აქტიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში რამდენიმე მეტაბოლიტის წარმოქმნამდე. T1/2 შეადგენს 2-4.5 სთ-ს. მეტაბოლიტების 80% გამოიდევნება შარდის გზით, ხოლო 20% ფეკალურ მასებთან ერთად.

ჩვენებები
სუარონი ინიშნება:
- ოსტეოართრიტის, დაჭიმვისა და ღრძობის დროს განვითარებული ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ;
- სახსრებისა და კუნთების დაავადებების დროს (მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ბაქტერიული ართრიტი, ბურსიტი, ტენდინიტი);
- კბილის ტკივილისა და დისმენორეის (მტკივნეული მენსტრუაცია) დროს.

მიღების წესები და დოზები
ნიმესულიდი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილთა ასაკში. ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, დილას და საღამოს. პაციენტის მდგომარეობისა და მკურნალობის ეფექტურობის გათვალისწინებით შესაძლებელია დოზის გაზრდა - 200 მგ 2-ჯერ დღეში. ტაბლეტები უნდა მიიღონ მთლიანად, ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. ასაკოვან პაციენტებში დოზის შერჩევა-შემცირება ხდება ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები
ჩვეულებრივ სუარონი კარგად გადაიტანება. თუმცა შესაძლებელია განვითარდეს: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისკომფორტი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, დიარეა; ცნს- ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა; დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე, ერითემა, ჭინჭრის ციება, ქავილი. იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს შარდვის შემცირება (ოლიგურია), თანმდევი სითხის შეკავებითა და ქსოვილების ადგილობრივი ან დიფუზური შეშუპებით. გასათვალისწინებელია, რომ ნიმესულიდმა, სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მსგავსად, შესაძლოა გამოიწვიოს სტივენს-ჯონსონის, ლაიელის სინდრომი, ასევე ანაფილაქსიური რეაქციები.

უკუჩვენება
- ნიმესულიდისადმი ან პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა;
- აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროდული საშუალებებისადმი (ასას) მაღალი მგრძნობელობა;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
- ღვიძლის ან თირკმლების ფუნქციების ზომიერი ან გამოხატული დარღვევები;
- ორსულობა;
- ლაქტაცია (ძუძუთი კვება).

განსაკუთრებული მითითებები
ნიმესულიდი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სისხლის შემდედებელი სისტემის დარღვევით და კუჭნაწლავის სისტემის დაავადებებით, ასევე, პაციენტებში რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს ან ანტიაგრეგანტებს (თრომბოციტების აგრეგაციის შემაფერხებელ საშუალებებს). ნიმესულიდი უპირატესად თირკმლების საშუალებით გამოიყოფა, ამიტომ პაციენტებში თირკმლების დარღვეული ფუნქციით, საჭიროა ნიმესულიდის დოზის შემცირება გორგლოვანი ფილტრაციის მაჩვენებლების გათვალისწინებით. პრეპარატმა შესაძლოა ქსოვილებში სითხის შეკავება გამოიწვიოს, ამიტომ პაციენტებში გულის უკმარისობით, ნიმესულიდის დანიშვნა სიფრთხილით უნდა მოხდეს. პაციენტებში, რომელთაც ადრე ასას-ის მიღებისას მხედველობის დარღვევა აღენიშნათ, ნიმესულიდით მკურნალობის ფონზე მხედველობის დარღვევისას, საჭიროა პრეპარატის მოხსნა და ოფთალმოლოგიური კვლევის ჩატარება. სუარონი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა გამოხატულია ასაკობრივი სისუსტე. სიფრთხილის დაცვაა საჭირო სუარონისა და ანტიკოაგულანტების, დიურეზული საშუალებების, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების, ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, დიგოქსინის, ფენიტოინის, ლითიუმის პრეპარატების, სხვა ასას-ის, ციკლოსპორინის, მეტოტრექსატის ერთდროული დანიშვნისას.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური თერაპია (კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება).

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის გარეშე!

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
სუარონი 100მგ #10პაკ
  • სახელი: სუარონი 100მგ #10პაკ
  • მწარმოებელი: GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
  • შეფუთვა: 100მგ ფხვნილი პერორალურად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტი №10
Aversi 6.13 ლ
სუარონი 100მგ #20ტ GMP
  • სახელი: სუარონი 100მგ #20ტ GMP
  • მწარმოებელი: GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
  • შეფუთვა: 100მგ ტაბლეტი №20 (2X10)
Aversi 8.76 ლ
სუარონი გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად 100მგ პაკეტი #10
  • სახელი: სუარონი გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად 100მგ პაკეტი #10
  • შეფუთვა: 100მგ ფხვნილი პერორალურად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტი №10
Pharmadepot 6.86 ლ
სუარონი ტაბლეტი 100მგ #20
  • სახელი: სუარონი ტაბლეტი 100მგ #20
  • მწარმოებელი: GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
  • შეფუთვა: 100მგ ტაბლეტი №20 (2X10)
Pharmadepot 11.43 ლ
სუარონი გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად 100მგ პაკეტი #10
  • სახელი: სუარონი გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად 100მგ პაკეტი #10
  • მწარმოებელი: GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
  • შეფუთვა: 100მგ ფხვნილი პერორალურად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტი №10
GPC 6.86 ლ
სუარონი ტაბლეტი 100მგ #20
  • სახელი: სუარონი ტაბლეტი 100მგ #20
  • მწარმოებელი: GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
  • შეფუთვა: 100მგ ტაბლეტი №20 (2X10)
GPC 12.16 ლ
Suaron - სუარონი 100მგ 10 პაკეტი
  • სახელი: Suaron - სუარონი 100მგ 10 პაკეტი
  • მწარმოებელი: GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
  • შეფუთვა: 100მგ ფხვნილი პერორალურად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტი №10
PSP 4.65 ლ
SUARON - სუარონი 100მგ 20 ტაბლეტი
  • სახელი: SUARON - სუარონი 100მგ 20 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
  • შეფუთვა: 100მგ ტაბლეტი №20 (2X10)
PSP 7.84 ლ