ზოქსინ-მედი - Zoxin-med
ზოქსინ-მედი - Zoxin-med

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, იმიდაზოლის და ტრიაზოლის წარმოებულები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: კეტოკონაზოლი 20მგ (2%).

კეტოკონაზოლი გამოიყენება: სებორეული დერმატიტის; კანის და ფრჩხილის მიკოზების; Pitiriazis versicolor; Pitiriaziskapitis; ქავილის; ლიქენის დროს. კონაზოლი ეფექტური საშუალებაა, რომელიც გამოიყენება სოკოვანი დაავადებით გამოწვეული პრობლემების სამკურნალოდ. არღვევს უჯრედის მთლიანობას, მეტაბოლიზმის პროცესს და აზიანებს უჯრედის მემბრანას-ამით აიხსნება კონაზოლის მოქმედება სოკოვან უჯრედებზე. წინააღმდეგობას უწევს ერგოსტეროლის სინთეზს და ამცირებს Pityrosporum ovales, Pityrosporum orbiculare, Criptococcus spp, trichophiton spp, Epidermophyton floccosum, microsporum spp, Candida spp, რომელიც კეტოკონაზოლის მაღალ მგრძნობელობით ხასიათდება.

გამოყენების წესი: გამოიყენება, როგორც კანზე ისე თავის თმიან ნაწილზე. მასაჟის მოძრაობით უნდა შეიზილონ ნოტიო კანზე ან თმიან მიდამოებში, დატოვონ 2-3 წუთი და ჩამოიბანონ თბილი წყლით. გამოიყენება კვირაში 2-4-ჯერ.

გაფრთხილება: არ გამოიყენება თუ პაციენტი არის ალერგიული შამპუნის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ. არ გამოიყენება ღვიძლის დაავადების შემთხვევაში; არ გამოიყენოთ ექიმის დანიშნულების გარეშე.