ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტივირუსული სხვა საშუალებები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
შემადგენლობა: ინოზინ პრანობექსი 250,00მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი Е218, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი Е216, ნატრიუმის
საქარინატი, საქაროზა, გლიცეროლი Е422, ეთანოლი 96%, ჟოლოს არომატიზატორი
L-144739 (კომპონენტები: შაქარი, პროპილენგლიკოლი, ეთანოლი, არომატიზატორი),
გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა:
ჟოლოს სუნისა და გემოს მქონე გამჭვირვალე სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული საშუალებები.
ჩვენებები
გროპრინოსინი® სიროფი, 250მგ/5მლ გამოიყენება 2 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში
შემდეგი ჩვენებების დროს:
- გრიპისა და სასუნთქი ორგანოების სხვა ვირუსული ინფექციების მკურნალობა (მწვავე
რესპირატორული ვირუსული ინფექციები);
- ჰერპესული ინფექციები, გამოწვეული მარტივი ჰერპესით (Herpes simplex, I ტიპის,
ტუჩების, სახისა და ლორწოვანი გარსის ჰერპესი; II ტიპის, გენიტალური ჰერპესი და
სხვა ლოკალიზაციის ჰერპესი, ასევე, ჰერპესული კერატიტი, ანუ თვალის რქოვანას ან
შემაერთებელი გარსის ანთება, Vარიცელლა ზოსტერ ვირუსით გამოწვეული დაავადებები
(წითელის ქარის ვირუსი და სარტყლისებური ლიქენი), და ეპშტეინ-ბარის ვირუსით
გამოწვეული ინფექციური მონონუკლეოზი;
- ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული ინფექციები: გენიტალური წანაზარდები
(წვეტიანი კონდილომები) მამაკაცებსა და ქალებში, ხორხის/მბგერავი იოგების
(ფიბროზული ტიპის) პაპილომები;
- მძიმედ მიმდინარე წითელა;
- ციტომეგალოვირუსული ინფექცია;
- კონტაგიოზური მოლუსკი (ვირუსული ინფექციით გამოწვეული კანის შემოფარგლული
დაზიანება).
6 წელზე უფროსი ასაკის (სხეულის მასა 20კგ) პაციენტებისთვის უმჯობესია
გროპრინოსინის® ტაბლეტების დანიშვნა.
გამოყენების მეთოდი და დოზები
გამოყენების მეთოდი
მხოლოდ შიგნით მისაღებად.
პრეპარატის დოზა დამოკიდებულია პაციენტის მასაზე და დაავადების სიმძიმეზე.
სადღეღამისო დოზა იყოფა რამდენიმე ნაწილად, რომელიც უნდა იქნას მიღებული დროის
ერთნაირი ინტერვალებით დღის განმავლობაში.
დოზები
მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ, შეადგენს 5-14 დღეს. პრეპარატის მიღება
საჭიროა დაავადების სიმპტომების ალაგებიდან კიდევ 1-2 დღე.
სწორი დოზირებისთვის საჭიროა გამოიყენოთ თანდართული მზომი ჭიქა.
მოზრდილები და ხანდაზმულები
რეკომენდებული სადღეღამისო დოზაა სხეულის მასის 50მგ/კგ (სხეულის მასის 1მგ/კგ),
საერთოდ-3გ/დღე-ღამეში (ანუ 60მლ სიროფი დღეში); მაქსიმალური სადღეღამისო დოზა
შეადგენს 4გ 3-4 მიღებაზე (როგორც წესი, 20მლ 3-4-ჯერ დღეში, ანუ ერთი 20 მლ
მოცულობის დოზირებული ჭიქა 3-4-ჯერ დღეში). გროპრინოსინის® 1 მლ შეიცავს 50მგ
ინოზინის პრანობექსს. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4გ-ს.
უკუჩვენებები
- მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ
ჰიპერმგრძნობელობა.
- პოდაგრის შეტევა.
- სისხლის შრატში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება.
- შარდ-კენჭოვანი დაავადება/
- არითმიები.
- თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.
- 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ნაყოფის განვითარებასთან და ფერტილობასთან დაკავშირებით, კონტროლირებადი
კლინიკური კვლევები ჩატარებული არ არის.
არ არის რეკომენდებული გროპრინოსინი® სიროფის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის
პერიოდში, ვინაიდან მისი უსაფრთხოება გამოკვლეული არ არის.
შემადგენლობა: ინოზინ პრანობექსი 250,00მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი Е218, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი Е216, ნატრიუმის
საქარინატი, საქაროზა, გლიცეროლი Е422, ეთანოლი 96%, ჟოლოს არომატიზატორი
L-144739 (კომპონენტები: შაქარი, პროპილენგლიკოლი, ეთანოლი, არომატიზატორი),
გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა:
ჟოლოს სუნისა და გემოს მქონე გამჭვირვალე სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული საშუალებები.
ჩვენებები
გროპრინოსინი® სიროფი, 250მგ/5მლ გამოიყენება 2 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში
შემდეგი ჩვენებების დროს:
- გრიპისა და სასუნთქი ორგანოების სხვა ვირუსული ინფექციების მკურნალობა (მწვავე
რესპირატორული ვირუსული ინფექციები);
- ჰერპესული ინფექციები, გამოწვეული მარტივი ჰერპესით (Herpes simplex, I ტიპის,
ტუჩების, სახისა და ლორწოვანი გარსის ჰერპესი; II ტიპის, გენიტალური ჰერპესი და
სხვა ლოკალიზაციის ჰერპესი, ასევე, ჰერპესული კერატიტი, ანუ თვალის რქოვანას ან
შემაერთებელი გარსის ანთება, Vარიცელლა ზოსტერ ვირუსით გამოწვეული დაავადებები
(წითელის ქარის ვირუსი და სარტყლისებური ლიქენი), და ეპშტეინ-ბარის ვირუსით
გამოწვეული ინფექციური მონონუკლეოზი;
- ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული ინფექციები: გენიტალური წანაზარდები
(წვეტიანი კონდილომები) მამაკაცებსა და ქალებში, ხორხის/მბგერავი იოგების
(ფიბროზული ტიპის) პაპილომები;
- მძიმედ მიმდინარე წითელა;
- ციტომეგალოვირუსული ინფექცია;
- კონტაგიოზური მოლუსკი (ვირუსული ინფექციით გამოწვეული კანის შემოფარგლული
დაზიანება).
6 წელზე უფროსი ასაკის (სხეულის მასა 20კგ) პაციენტებისთვის უმჯობესია
გროპრინოსინის® ტაბლეტების დანიშვნა.
გამოყენების მეთოდი და დოზები
გამოყენების მეთოდი
მხოლოდ შიგნით მისაღებად.
პრეპარატის დოზა დამოკიდებულია პაციენტის მასაზე და დაავადების სიმძიმეზე.
სადღეღამისო დოზა იყოფა რამდენიმე ნაწილად, რომელიც უნდა იქნას მიღებული დროის
ერთნაირი ინტერვალებით დღის განმავლობაში.
დოზები
მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ, შეადგენს 5-14 დღეს. პრეპარატის მიღება
საჭიროა დაავადების სიმპტომების ალაგებიდან კიდევ 1-2 დღე.
სწორი დოზირებისთვის საჭიროა გამოიყენოთ თანდართული მზომი ჭიქა.
მოზრდილები და ხანდაზმულები
რეკომენდებული სადღეღამისო დოზაა სხეულის მასის 50მგ/კგ (სხეულის მასის 1მგ/კგ),
საერთოდ-3გ/დღე-ღამეში (ანუ 60მლ სიროფი დღეში); მაქსიმალური სადღეღამისო დოზა
შეადგენს 4გ 3-4 მიღებაზე (როგორც წესი, 20მლ 3-4-ჯერ დღეში, ანუ ერთი 20 მლ
მოცულობის დოზირებული ჭიქა 3-4-ჯერ დღეში). გროპრინოსინის® 1 მლ შეიცავს 50მგ
ინოზინის პრანობექსს. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4გ-ს.
უკუჩვენებები
- მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ
ჰიპერმგრძნობელობა.
- პოდაგრის შეტევა.
- სისხლის შრატში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება.
- შარდ-კენჭოვანი დაავადება/
- არითმიები.
- თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.
- 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ნაყოფის განვითარებასთან და ფერტილობასთან დაკავშირებით, კონტროლირებადი
კლინიკური კვლევები ჩატარებული არ არის.
არ არის რეკომენდებული გროპრინოსინი® სიროფის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის
პერიოდში, ვინაიდან მისი უსაფრთხოება გამოკვლეული არ არის.
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
პრეპარატის სავაჭრო დასახელება : გროპრინოსინ®–რიხტერი (GROPRINOSIN®-RICHTER)
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (სად): ინოზინ პრანობექსი
(inosine pranobex).
წამლის ფორმა: სიროფი
შემადგენლობა
5 მლ სიროფი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ინოზინ პრანობექსი – 250,00 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218),
პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (E524), ლიმონმჟავას
მონოჰიდრატი (E330), გასუფთავებული წყალი.
აღწერა:
გამჭვირვალე სითხე ტკბილი გემოთი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული საშუალებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ინოზინ პრანობექსი არის პურინის სინთეზური წარმოებული. მას გააჩნია
იმუნომამოდულირებელი და ანტივირუსული თვისებები, რომლებიც განპირობებულია
პრეპარატის მოქმედების შედეგად ორგანიზმში იმუნური პასუხის გაძლიერებით.
კლინიკური კვლევებისას ნაჩვენები იქნა, რომ ინოზინ პრანობექსი ანორმალიზებს
უჯრედული იმუნიტეტის უკმარისობას ან დისფუნქციას, იწვევს რა 1 ტიპის
თ-ლიმფოციტების ჰელპერების პასუხს, რომელიც აინიცირებს თ-ლიმფოციტების მომწიფებას
და დიფერენციაციას და იმუნური პასუხებით ინდუცირებული მიტოგენ- ან ანტიგენ-
აქტივირებული უჯრედების გაძლიერებას. გარდა ამისა, პრეპარატი ამოდულირებს
თ-ლიმფოციტების და ბუნებრივი კილერების ციტოტოქსიკურობას, თ8-სუპრესორების და
თ4-ჰელპერების ფუნქციებს, აგრეთვე ხელს უწყობს IgG და იმუნოკომპეტენტური
ზედაპირული მარკერების რაოდენობის ზრდას. IN vitro კვლევებში ინოზინ პრანობექსი
აძლიერებდა ილ-1 და ილ-2 ციტოკინების (ინტერლეიკინების) წარმოქმნას, არეგულირებდა
ილ-2-ის მიმართ რეცეპტორის ექსპრესიას. ეს მნიშვნელონად ზრდიდა ინ ვივო
ენდოგენური ინტერფერონი-γ-ს სეკრეციას და ამცირებდა ილ-4-ის წარმოქმნას. გარდა
ამისა, ნაჩვენები იქნა ნეიტროფილების, მონოციტების და მაკროფაგების ჰემოტაქსისის
და ფაგოციტოზის გაძლიერება.
ბუნებრივ პირობებში (in vivo) ინოზინ პრანობექსი ხელს უწყობს მრნმ-ს დაქვეითებული
სინთეზის და ლიმფოციტებში ტრანსკრიპციის მაჩვენებლების გაძლიერებას, ამასთან
ახდენს რა ვირუსული რნმ-ის სინთეზის თავიდან აცილებას იმ ხარისხით, რაც ჯერ კიდევ
საჭიროებს დაზუსტებას, შემდეგი გზით:
ფარმაკოკინეტიკა
ინოზინ პრანობექსის თითოეულ კომპონენტს გააჩნია საკუთარი ფარმაკოლოგიური
თვისებები.
შეწოვა
ადამიანში ინოზინ პრანობექსი შიგნით მიღებისას სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად
შეიწოვება (≥ 90%) კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და აღწევს სისხლში. რეზუსის მქონე
მაკაკებში ინოზინ პრანობექსის პერორალური შეყვანისას თითქმის სრულად (სისხლში
მნიშვნელობების 94%-100%) შარდში აღინიშნებოდა პრეპარატის ისეთი კომპონენტების
აღდგენა, როგორიცაა DIP [N, N-დიმეთილამინო-2-პროპანოლი] და PAcBA
[პ-აცეტამინობენზოის მჟავა].
განაწილება
მაიმუნებში შეყვანილი რადიოაქტიური იზოტოპებით მონიშნული მასალა ვლინდებოდა
შემდეგ ორგანოებში აქტივობის კლებადობის მიხედვით: თირკმელები, ფილტვები, ღვიძლი,
გული, ელენთა, საკვერცხეები, კუჭქვეშა ჯირკვალი, ტვინი და ჩონჩხის კუნთები.
მეტაბოლიზმი
1 გრამი ინოზინ პრანობექსის შიგნით მიღებისას პლაზმაში განისაზღვრებოდა 3,7
მკგ/მლ (2 საათის შემდეგ) DIP (N, N-დიმეთილამინო-2-პროპანოლი) და 9,4 მკგ/მლ (1
საათის შემდეგ) PAcBA (პ-აცეტამინობენზოის მჟავა). შარდმჟავას კონცენტრაციის
მატებას (რომელიც ფასდება, როგორც პრეპარატში ინოზინის შემცველობის საზომი)
მიღების შემდეგ, ჰქონდა არახაზოვანი ხასიათი და ვარირებდა ±10% ფარგლებში 1-3
საათის ფარგლებში.ადამიანის ორგანიზმში ძირითად მეტაბოლიტებს წარმოადგენს
N-ოქსიდი DIP-ის და ო-აცილგლუკურონიდი PAცBA-სთვის.
გამოყოფა
PAcBA-ს და მისი ძირითადი მეტაბოლიტის სადღეღამისო ექსკრეცია შარდით დღე-ღამეში 4
გ-ის მუდმივად მიღებისას, შეადგენს მიღებული დოზის დაახლოებით 85%. მონიშნული
DIP-ის რადიოაქტიურობის 95%-ს შარდში განაპირობებდა DIP-ის არსებობა უცვლელი
სახით და DIP N-ოქსიდის სახით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3,5 საათს DIP-
ისთვის და 50 წუთს PAცBA-სთვის. ვინაიდან ინოზინი მეტაბოლიზდება პურინების
გარდაქმნით შარდმჟავად, ექსპერიმენტები რადიოაქტიური ნიშით ადამიანებში
შეუძლებელია. ცხოველებში, ინოზინის პერორალურად შეყვანილი ინოზინის 70%
ტრანსფორმირდება შარდში შარდმჟავად, ხოლო დანარჩენი ნაწილი – ქსანტინის და
ჰიპოქსანტინის ნორმალურ მეტაბოლიტებად.
ბიოშეღწევადობა (AUC)
სტაბილური პირობებში PAცBA-ს ფრაგმენტის და მისი მეტაბოლიტის შარდში აღდგენა
შეადგენდა მოსალოდნელი მნიშვნელობის >90%-ს. DIP-ფერმენტის და მისი მეტაბოლიტის
აღდგენამ შეადგინა >76%. სისხლის პლაზმაში AUC DIP-ისთვის იყო >88%, ხოლო PAcBA-
სთვის - >77%.
გამოყენების ჩვენებები
• კანის და ლორწოვანი გარსების ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია I ან II ტიპის
მარტივი ჰერპესის ვირუსებით და ვარიცელა ზოსტერის ვირუსით (ჩუტყვავილა,
სარტყლისებური ლიქენი).
• სხვა ვირუსული ინფექციები (მაგალითად, ქვემწვავე მასკლეროზებელი
პანენცეფალიტი).
• დამატებითი თერაპია დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პირებში ზედა სასუნთქი გზების
მორეციდივე ინფექციების არსებობისას.
უკუჩვენებები
• ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების
მიმართ.
• პოდაგრის მწვავე შეტევა.
• სისხლის შრატში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება.
• 1 წლამდე ბავშვთა ასაკი.
სიფრთხილით
ქსანტინოქსიდაზას ინჰიბიტორების (მაგ. ალოპურინოლი) ერთდროულად მიღება,
პრეპარატებისა, რომლებიც აძლიერებენ თირკმლებით შარდმჟავას გამოყოფას, თიაზიდური
დიურეტიკების (მაგალითად, ჰიდროქლორთიაზიდი, ქლორტალიდონი, ინდაპამიდი) და
მარყუჟოვანი დიურეტიკების (ფუროსემიდი, ტორასემიდი, ეტაკრინის მჟავა) ჩათვლით,
პოდაგრა, შარდკენჭოვანი დაავადება ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა ანამნეზში.
გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში
კონტროლირებადი კლინიკური კვლევები, დაკავშირებული ნაყოფის განვითარებასა და
ფერტილობაზე გავლენასთან, არ ჩატარებულა.
ადამიანის რძეში ინოზინის გამოყოფის შესახებ არ არის ცნობილი.
ამგვარად, პრეპარატი გროპრინოსინ®-რიხტერი სიროფი არ უნდა იქნას გამოყენებული
ორსულ და მეძუძურ ქალებში, თუ ექიმი არ თვლის, რომ სარგებელი აღემატება პოტენციურ
რისკს.
მიღების წესი და დოზირება
მხოლოდ შიგნით გამოყენებისათვის.
დოზა განისაზღვრება პაციენტის სხეულის მასიდან და დაავადების სიმძიმიდან
გამომდინარე. სადღეღამისო დოზა განაწილებული უნდა იყოს თანაბარ ნაწილებად დღე-
ღამეში რამდენიმე მიღებაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა, როგორც წესი, შეადგენს
5-14 დღეს. პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს სიმპტომების გამოხატულების
შემცირებიდან კიდევ 1-2 დღე.
დოზირების რეჟიმი მოზრდილ და ხანდაზმულ პაციენტებში.
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ/კგ სხეულის მასაზე გაანგარიშებით
(1მლ/1კგ სხეულის მასაზე): როგორც წესი, სულ 3 გ (60 მლ სიროფი დღეღამეში)
გადანაწილებული 3 ან 4 მიღებაზე. Mმაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 4 გ. (80
მლ. სიროფი დღეღამეში).
დოზირების რეჟიმი 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 50 მგ/კგ სხეულის მასაზე,
რაც 1 მლ გროპრინოსინ®-რიხტერის სიროფის ექვივალენტურია 1 კგ სხეულის მასაზე,
გაყოფილი 3-4 მიღებაზე. სადღეღამისო დოზის გამოსათვლელად საჭიროა ცხრილის
გამოყენება:
სხეულის მასა სადღეღამისო დოზა*
(გაანგარიშებით 50 მგ/კგ სხეულის მასაზე)
10-14 კგ 3X5 მლ
15-20 კგ 3X5 7,5 მლ-მდე
21-30 კგ 3X7,5 10 მლ-მდე
31-40 კგ 3X10 15 მლ-მდე
41-50 კგ 3X15 17,5 მლ-მდე
*სწორი დოზირებისათვის საჭიროა თანდართული შპრიცის გამოყენება საზომი სკალით.
ქვემწვავე მასკლეროზებელი პანენცეფალიტის დროს:
დაავადების მწვავე ფაზაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე კგ სხელის მასაზე
დღეში (მაქსიმუმ 4 გ დღეში), ავადმყოფის მდგომარეობის რეგულარული შეფასებით.
ბავშვები
არ გამოიყენოთ 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გვერდითი მოქმედება
ერთადერთ მუდმივ გვერდით მოვლენას, რომელიც დაკავშირებულია პრეპარატის მიღებასთან
როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში, წარმოადგენს სისხლის შრატში და შარდში
შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება (რომელიც ჩვეულებრივ რჩება ნორმალური
მაჩვენებლების ფარგლებში). შარდმჟავას კონცენტრაცია ნორმალიზდება პრეპარატის
მოხსნიდან რამდენიმე დღეში.
არასასურველი მედიკამენტური რეაქციები წარმოდგენილია ორგანოთა სისტემების
კლასებით MedDRA კლასიფიკაციის და განვითარების სიხშირის შესაბამისად: ძალიან
ხშირი: ≥1/10; ხშირი: ≥ 1/100-დან <1/10-მდე; არახშირი: ≥ 1/1000-დან <1/100-მდე;
სიხშირე უცნობია: არ არის საკმარისი მონაცემებბი სიხშირის განვითარების
შესაფასებლად.
არასასურველი რეაქციები, დაფიქსირებული კლინიკურ კვლევებში პრეპარატის
გამოყენებისას 3 თვემდე და მეტი ხნის განმავლობაში:
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი: თავის ტკივილი, სისტემური თავბრუსხვევა, დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა;
არახშირი: ნერვოზულობა, ძილიანობა ან უძილობა.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი: გულისრევა ღებინებით ან მის გარეშე, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში;
არახშირი: დიარეა, ყაბზობა.
დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ
ხშირი: ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება ან სისხლის
შარდოვანას აზოტის შემცველობის მომატება.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ხშირი: კანის ქავილი, გამონაყარი.
დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ
არახშირი: პოლიურია (შარდის მოცულობის გაზრდა).
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ხშირი: ართრალგია.
ლაბორატირული და ინსტრუმენტული მონაცემები
ძალიან ხშირი: სისხლში შარდმჟავას შემცველობის მომატება, შარდში შარდმჟავას
შემცველობის მომატება.
არასასურველი რეაქციები, დაფიქსირებული პოსტრეგისტრაციულ პერიოდში:
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
სიხშირე უცნობია: ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპერმგრძნობელობის რექციები, ჭინჭრის
ციება, ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
სიხშირე უცნობია: თავბრუსხვევა.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
სიხშირე უცნობია: ტკივილი ეპიგასტრიუმში.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
სიხშირე უცნობია: ერითემა.
შეტყობინებები სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია გვერდითი რეაქციების შესახებ ინფომირება, რომელთა განვითარებაზე
ეჭვი არსებობს უკვე პოსტრეგისტრაციულ პერიოდში. ეს იძლევა სარგებელი/რისკის
შეფარდების მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას. მედიცინის მუშაკებს სთხოვენ
შეტყობინებას ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ, ეროვნული
ანგარიშგების სისტემის გამოყენებით.
ჭარბი დოზირება
პრეპარატ გროპრინოსინ®-რიხტერის სიროფით დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ
ცნობები არ არის.
ცხოველებზე ჩატარებული ტოქსიკურობის კვლევების შედეგების გათვალისწინებით,
სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარება, გარდა შრატში შარდმჟავას
კონცენტრაციის მნიშვნელოვანი მომატებისა, ნაკლებსავარაუდოა.
დოზის გადაჭარბებისას, მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და შემანარჩუნებელი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატი გროპრინოსინ®-რიხტერი სიროფი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ პაციენტებში,
რომლებიც ერთდროულად იღებენ ქსანტინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაგალითად,
ალოპურინოლი), პრეპარატებს, რომლებიც აძლიერებენ თირკმლებით შარდმჟავას
გამოყოფას, თიაზიდური დიურეტიკების (მაგალითად, ჰიდროქლორთიაზიდი, ქლორტალიდონი,
ინდაპამიდი) და მარყუჟოვანი დიურეტიკების (ფუროსემიდი, ტორასემიდი, ეტაკრინის
მჟავა) ჩათვლით.
პრეპარატი გროპრინოსინ®-რიხტერი სიროფი უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმუნოდეპრესანტების
მიღების შეწყვეტის შემდეგ. ეს სამკურნალო საშუალება არ უნდა გამოიყენოთ
იმუნოდეპრესანტებთან ერთად შესაძლო ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების გამო,
რამაც შეიძლება იმოქმედოს მოსალოდნელ სამკურნალო ეფექტზე.
ერთდროული გამოყენება ზიდოვუდინთან (აზიდოტიმიდინთან) აძლიერებს ზიდოვუდინის მიერ
სხვადასხვა მექანიზმებით ნუკლეოტიდების წარმოქმნას, რაც იწვევს ზიდოვუდინის
შრატისმიერი ბიოშეღწევადობის მომატებას და მონოციტებში უჯრედშიდა ფოსფორილების
გაძლიერებას. ეს იწვევს ზიდოვუდინის ეფექტების გაზრდას.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატმა გროპრინოსინ®-რიხტერი სიროფი შეიძლება გამოიწვიოს შარდმჟავას
კონცენტრაციის ტრანზიტორული მომატება სისხლის შრატსა და შარდში, როგორც წესი,
ნორმალური მნიშვნელობების საზღვრებში (ნორმის ზედა ზღვარია 8 მგ/დლ, რაც
შეესაბამება 420 მმოლ/ლ), განსაკუთრებით მამაკაცებსა და ორივე სქესის ხანდაზმულ
პირებში. შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება დაკავშირებულია მოცემული პრეპარატის
ინოზინის შემადგენელის შარდმჟავად კატაბოლიზმთან, რომელიც მიმდინარეობს ადამიანის
ორგანიზმში. თუმცა ეს არ არის დაკავშირებული ფერმენტების ფუნქციის ან თირკმლების
გამომყოფი ფუნქციის გლობალურ დარღვევასთან პრეპარატის ზემოქმედებით. ამგვარად,
პაციენტებში პოდაგრით ანამნეზში, ჰიპერურიკემიით, შარდ-კენჭოვანი დაავადებით ან
თირკმლების ფუნქციის დარღვევით, მათ შორის ანამნეზში, პრეპარატი
გროპრინოსინ®-რიხტერი სიროფი შეიძლება გამოიყენოთ მხოლოდ სიფრთხილით. ამ
პაციენტების მკურნალობისას, საჭიროა შარდმჟავას კონცენტრაციის გულმოდგინე
კონტროლი.
არსებობს თირკმელებში კენჭების წარმოქმნის შესაძლებლობა პაციენტებში, რომლებსაც
უტარდებათ ხანგრძლივი მკურნალობა. ხანგრძლივი მკურნალობისას (3 თვე ან მეტი),
ყოველ პაციენტს რეგულარულად უნდა გაუკონტროლდეს შარდმჟავას კონცენტრაცია სისხლის
შრატში და შარდში, ღვიძლის ფუნქცია, სისხლის საერთო ანალიზი და თირკმელების
ფუნქცია.
ზოგიერთ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები
(ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსია, ანაფილაქსიური შოკი).
ასეთ შემთხვევებში მკურნალობა პრეპარატით გროპრინოსინ®-რიხტერი სიროფი უნდა
შეწყდეს.
პრეპარატი გროპრინოსინ®-რიხტერი სიროფი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და
პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები
(შესაძლებელია შენელებული ტიპის).
პრეპარატი გროპრინოსინ®-რიხტერი სიროფი შეიცავს საქაროზას. პრეპარატი
გროპრინოსინ®-რიხტერი სიროფი არ უნდა მიიღონ იმ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ
ფრუქტოზას გადაუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის დარღვევის ან საქარაზა-
იზომალტაზას უკმარისობის იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევები.
პრეპარატი გროპრინოსინ®-რიხტერი სიროფი შეიცავს 650 მგ საქაროზას 1 მლ-ზე.
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში დანიშვნისას, საჭიროა ამის გათვალისწინება.
პრეპარატი გროპრინოსინ®-რიხტერი სიროფი შეიცავს საქაროზას, რომელიც შეიძლება
საზიანო იყოს კბილებისთვის.
პრეპარატი გროპრინოსინ®-რიხტერი სიროფი შეიცავს ნატრიუმს. პრეპარატი შეიცავს 1
მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს 80 მლ-ზე, ესე იგი, არსებითად არ შეიცავს
ნატრიუმს.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ინოზინ პრანობექსის ფარმაკოდინამიკის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ
პრეპარატი გროპრინოსინ®-რიხტერი სიროფი ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის და
მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
შეფუთვა
სიროფი, 250 მგ/5 მლ
150 მლ მოცულობის, მუქი ფერის მინის ფლაკონი, პოლიეთილენის ხრახნიანი თავსახურით,
დაცვის მოწყობილობით და გამამკვრივებელი საცობით.
ერთი ფლაკონი 0,5 მლ-დან 5 მლ-მდე გრადუირებულ პლასტიკურ შპრიცთან კომპლექტში,
მუყაოს კოლოფში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურის პირობებში. არ გააცივოთ და არ გაყინოთ!
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი.
პრეპარატის ვარგისიანობის ვადა ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ შეადგენს 6 თვეს.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ
გედეონ რიხტერი რუმინეთი ს.ს., ტირგუ-მურეში, რუმინეთი
გროპრინოსინი
შემადგენლობა: ინოზინ პრანობექსი 250,00მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი Е218, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი Е216, ნატრიუმის
საქარინატი, საქაროზა, გლიცეროლი Е422, ეთანოლი 96%, ჟოლოს არომატიზატორი
L-144739 (კომპონენტები: შაქარი, პროპილენგლიკოლი, ეთანოლი, არომატიზატორი),
გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა:
ჟოლოს სუნისა და გემოს მქონე გამჭვირვალე სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული საშუალებები.
ათქ კოდი: J05AX05
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ინოზინ პრანობექსი წარმოადგენს პურინის სინთეზურ წარმოებულს, რომელსაც ახასიათებს
იმუნომოდულატორული და პირდაპირი ანტივირუსული თვისებები. ინოზინ პრანობექსი -
არის კომპლექსი, რომელიც შეიცავს ინოზინს და 4-აცეტამიდობენზოიმჟავას მარილს
N,N–დიმეთილამინო-2-პროპანოლით, მოლარული შეფარდებით 1:3.
პრეპარატის ეფექტურობა განისაზღვრება ინოზინის არსებობით, მეორე კომპონენტი ზრდის
მის შეღწევადობას ლიმფოციტებისთვის.
კლინიკურ კვლევებში გამოვლინდა, რომ ინოზინ პრანობექსი ახდენს არასაკმარისი ან დარღვეული იმუნური პასუხის ნორმალიზებას, რაც განპირობებულია უჯრედთა TH1 პასუხის აქტივაციით, რომელიც იწვევს თ-ლიმფოციტების მომწიფებას, და ასევე, დიფერენციაციასა და ლიმფოპროლიფერაციულ პასუხს უჯრედებში, რაც აქტივირებულია მიტოგენით ან ანტიგენით. ამ გზით იქნა ნაჩვენები, რომ პრეპარატი ახდენს მასტიმულირებელ მოქმედებას ციტოტოქსიური თ-ლიმფოციტებსა და NK-უჯრედებზე, თ8-სუპრესორებისა და თ4-ჰელპერების უჯრედულ ფუნქციაზე და ასევე, ზრდის IgG და კომპლემენტის მიმართ ზედაპირული რეცეპტორების რიცხვს. ინოზინ პრანობექსი ზრდის ციტოკინ L-1, L-2 პროდუქციას და L-4 ინ ვიტრო რეცეპტორების ექსკრეციას. პრეპარატი მნიშვნელოვნად ზრდის ენდოგენური ინტერფერონი-γ ექსკრეციას და აქვეითებს ანთების გამომწვევი ციტოკინების L-4 და L-10 ინ ვივო პროდუქციას. ასევე გამოვლინდა, რომ იგი ახდენს ნეიტროფილების, მონოციტებისა და მაკროფაგების ქემოტაქსისის პოტენცირებას.
In vivo ინოზინ პრანობექსი ზრდის ლიმფოციტების მრნმ და ცილებში სინთეზის ტრანსლაციის დაქვეითებულ ფუნქციას და ამავე დროს, თრგუნავს ვირუსული რნმ და დიჰიდროპტეროატსინთეტაზას სინთეზს, რომლებიც მონაწილეობენ ზოგიერთი ვირუსის რეპლიკაციაში.
ინოზინ პრანობექსი ავლენს ჩვეულებრივი ჰერპესის (Herpes simplex), ციტომეგალოვირუსისა და წითელას, ადამიანის III ტიპის Т-უჯრედული ლიმფომის, პოლიოვირუსის, გრიპის A და B, ECHO-ვირუსის (ადამიანის ენტეროციტოპათოგენური ვირუსი), ენცეფალომიოკარდიტის და ძვლის ენცეფალიტის გამომწვევის მიმართ ანტივირუსულ აქტივობას ინ ვივო.
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად და თითქმის სრულად (≥ 90 %) შეიწოვება
და ახასიათებს კარგი ბიოშეღწევადობა. 1500მგ დოზის შიგნით მიღებისას ინოზინ
პრანობექსის მაქსიმალური კონცენტრაცია (ჩმახ) მიიღწევა 1 საათის შემდეგ და
შეადგენს 600მკგ/მლ. მიღებიდან 2 საათის შემდეგ სისხლში არ ვლინდება. ინოზინ
პრანობექსი შედგება ინოზინისა და р-აცეტამიდობენზოის მჟავასაგან
N,N–დიმეთილამინო-2-პროპანოლით. ინოზინის თითოეული კომპონენტი სწრაფად
მეტაბოლიზდება. მიღებიდან 8-24 საათში მეტაბოლიტების თითქმის 100% ვლინდება
შარდში. ინოზინი მეტაბოლიზდება პურინული ნუკლეოტიდების ციკლისთვის
დამახასიათებელი ციკლის მსგავსად, შარდმჟავას წარმოქმნით, რომლის კონცენტრაციამ
სისხლის შრატში შესაძლოა მოიმატოს, საშარდე გზებში შარდმჟავას კრისტალების
წარმოქმნის შედეგად. შარდმჟავას კონცენტრაციის მომატებას აქვს არახაზოვანი
ხასიათი და შესაძლოა იცვლებოდეს ±10%-ით შიგნით მიღებიდან 1-3 საათის
განმავლობაში. р-აცეტამიდობენზოის მჟავას მეტაბოლიზმის შედეგად წარმოიქმნება
о-აცილგლუკურონიდი; N,N–დიმეთილამინო-2-პროპანოლი მეტაბოლიზდება N-ოქსიდამდე.
р-აცეტამიდობენზოის მჟავას ტეხილის ფართობი “კონცენტრაცია-დრო” (AUC) - ≥ 88%,
AUC N, დიმეთილამინო-2-პროპანოლის ≥ 77%. პრეპარატის კუმულაცია ორგანიზმში
აღმოჩენილი არ არის.
ინოზინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმელებით. ყოველდღიურად 4გ სადღეღამისო დოზის მიღების დროს, წონასწორული კონცენტრაციის მიღწევისას, შარდში р-აცეტამინობენზოის მჟავას და მისი მეტაბოლიტის სადღეღამისო ექსკრეცია მიღებული დოზის დაახლოებით 85%-ია; ნახევარგამოყოფის პერიოდი (თ1/2) - 50წთ. N,N –დიმეთილამინო-2-პრპანოლის თ1/2 – 3-5 საათი. ინოზინის პრანობექსისა და მისი მეტაბოლიტების სრული ელიმინაცია ორგანიზმიდან ხდება 48 საათის განმავლობაში.
ჩვენებები
გროპრინოსინი® სიროფი, 250მგ/5მლ გამოიყენება 2 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში
შემდეგი ჩვენებების დროს:
- გრიპისა და სასუნთქი ორგანოების სხვა ვირუსული ინფექციების მკურნალობა (მწვავე
რესპირატორული ვირუსული ინფექციები);
- ჰერპესული ინფექციები, გამოწვეული მარტივი ჰერპესით (Herpes simplex, I ტიპის,
ტუჩების, სახისა და ლორწოვანი გარსის ჰერპესი; II ტიპის, გენიტალური ჰერპესი და
სხვა ლოკალიზაციის ჰერპესი, ასევე, ჰერპესული კერატიტი, ანუ თვალის რქოვანას ან
შემაერთებელი გარსის ანთება, Vარიცელლა ზოსტერ ვირუსით გამოწვეული დაავადებები
(წითელის ქარის ვირუსი და სარტყლისებური ლიქენი), და ეპშტეინ-ბარის ვირუსით
გამოწვეული ინფექციური მონონუკლეოზი;
- ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული ინფექციები: გენიტალური წანაზარდები
(წვეტიანი კონდილომები) მამაკაცებსა და ქალებში, ხორხის/მბგერავი იოგების
(ფიბროზული ტიპის) პაპილომები;
- მძიმედ მიმდინარე წითელა;
- ციტომეგალოვირუსული ინფექცია;
- კონტაგიოზური მოლუსკი (ვირუსული ინფექციით გამოწვეული კანის შემოფარგლული
დაზიანება).
6 წელზე უფროსი ასაკის (სხეულის მასა 20კგ) პაციენტებისთვის უმჯობესია
გროპრინოსინის® ტაბლეტების დანიშვნა.
გამოყენების მეთოდი და დოზები
გამოყენების მეთოდი
მხოლოდ შიგნით მისაღებად.
პრეპარატის დოზა დამოკიდებულია პაციენტის მასაზე და დაავადების სიმძიმეზე.
სადღეღამისო დოზა იყოფა რამდენიმე ნაწილად, რომელიც უნდა იქნას მიღებული დროის
ერთნაირი ინტერვალებით დღის განმავლობაში.
დოზები
მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ, შეადგენს 5-14 დღეს. პრეპარატის მიღება
საჭიროა დაავადების სიმპტომების ალაგებიდან კიდევ 1-2 დღე.
სწორი დოზირებისთვის საჭიროა გამოიყენოთ თანდართული მზომი ჭიქა.
მოზრდილები და ხანდაზმულები
რეკომენდებული სადღეღამისო დოზაა სხეულის მასის 50მგ/კგ (სხეულის მასის 1მგ/კგ),
საერთოდ-3გ/დღე-ღამეში (ანუ 60მლ სიროფი დღეში); მაქსიმალური სადღეღამისო დოზა
შეადგენს 4გ 3-4 მიღებაზე (როგორც წესი, 20მლ 3-4-ჯერ დღეში, ანუ ერთი 20 მლ
მოცულობის დოზირებული ჭიქა 3-4-ჯერ დღეში). გროპრინოსინის® 1 მლ შეიცავს 50მგ
ინოზინის პრანობექსს. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4გ-ს.
ბავშვები
სარეკომენდაციო სადღეღამისო დოზა შეადგენს 50მგ/კგ სხეულის მასის, ჩვეულებრივ -
1მლ/კგ სხეულის მასის, გაყოფილი 3-4 ნაწილად, რომლის მიღებაც საჭიროა დღის
განმავლობაში (სხეულის მასის 10კგ-დან 20კგ-მდე – 10მლ; შემდეგ მიიღება
მოზრდილების დოზა) ან შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
სხეულის მასა | დოზა
---|---
9 კგ-ზე ნაკლები | 3‑4 x 2,5 მლ
9 – 14 კგ | 3‑4 x 5 მლ
14 – 21 კგ | 3‑4 x 7,5 მლ
21 კგ-ზე მეტი | მოზრდილთა დოზა
სწორი დოზირებისთვის საჭიროა გამოიყენოთ თანდართული მზომი ჭიქა.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
მწვავე ინფექციები: ხანმოკლე ინფექციების დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს
5-14 დღეს. საჭიროა მკურნალობა 1 ან 2 დღე-ღამის განმავლობაში სიმპტომების
რეგრესიიდან ან მეტი, ექიმის გადაწყვეტილებით.
ქრონიკული მორეციდივე ინფექციები: მკურნალობის დასაწყისი ისეთია, როგორიც მწვავე ინფექციების დროს. შემანარჩუნებელი თერაპიისთვის დოზა შეიძლება დაქვეითებული იქნას 500-1000 მგ-მდე დღე-ღამეში. რეციდივის პირველივე სიმპტომების შემთხვევაში, პაციენტი უნდა დაუბრუნდეს დოზებს, რომლებიც რეკომენდებულია მწვავე ინფექციისთვის და გააგრძელოს პრეპარატის მიღება სიმპტომების რეგრესიიდან კიდევ 1-2 დღის განმავლობაში. ექიმის მიერ პაციენტის კლინიკური სურათის შეფასების საფუძველზე ეს პროცედურა შესაძლოა განმეორდეს რამდენჯერმე.
ჰერპესული ინფექციები: მკურნალობა გრძელდება 5-10 დღის განმავლობაში სიმპტომების ალაგებამდე და უსიმპტომო პერიოდში- 500 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში (2*10 მლ დღეში) 30 დღის განმავლობაში რეციდივების რიცხვის შემცირებამდე.
პაპილომავირუსული ინფექციები: მონოთერაპიის სახით მოზრდილებს ენიშნებათ 1გ 3-ჯერ დღეში (3*20მლ დღეში) და ბავშვებში - 50მგ/კგ სხეულის მასის, 3-4 მიღებაზე 14-28 დღის განმავლობაში.
მორეციდივე გარეგანი გენიტალური წანაზადრები (წაწვეტებული ფორმის კონდილომები): 3გ დღე-ღამეში 14-28 დღის განმავლობაში (60მლ, ანუ 20მლ 3-ჯერ დღეში) მონოთერაპიის სახით ან როგორც დამატება ტრადიციულ ადგილობრივ ან ქირურგიულ მკურნალობაზე შემდეგი სქემის შესაბამისად:
3 თვის განმავლობაში პრეპარატი ინიშნება 14-28 დღის ხანგრძლივობით შემდგომი 2-თვიანი ინტერვალით, როდესაც გამონაყარი მცირდება ან ქრება.
თუ საჭიროა, მკურნალობის განმეორება შესაძლებელია რამდენჯერმე.
საშვილოსნოს ყელის დისპლაზია, ასოცირებული ადამიანის პაპილომა ვირუსთან: ინიშნება
1გ 3-ჯერ დღეში (3*20მლ დღეში) 10 დღის განმავლობაში, შემდეგ ტარდება 2-3
ანალოგიური კურსი 10-14 დღიანი ინტერვალით.
არასასურველი ეფექტები
არასასურველი ეფექტების კლასიფიკაციისთვის გამოიყენება შემდეგი ტერმინოლოგია
(MედDღA–თან შესაბამისად): ძალიან ხშირი (≥1 / 10), ხშირი ( ≥1 / 100 - о <1 /
10), არც ისე ხშირი ( ≥1 / 1000 - <1 / 100), იშვიათი( ≥1 / 10000 - <1 / 1000),
ძალიან იშვიათი (<1 / 10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის
შეფასება შეუძლებელია).
ხშირი ( ≥1 / 100 - <1 / 10)
- დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
- დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: გულისრევა ღებინებით ან მის გარეშე,
ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში.
- დარღვევები კანისა და კანქვეშა საფარველის მხრივ: ქავილი/
- დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:
ართრალგია, პოდაგრის გამწვავება.
- გავლენა ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებზე: სისხლის შრატში ტუტოვანი
ფოსფატაზისა და ტრანსამინაზების აქტივობის დროებითი მომატება, შარდოვანას
კონცენტრაციის მომატება სისხლში.
- სისტემური დარღვევები და გართულებები შეყვანის ადგილზე: ასთენია.
არც ისე ხშირი (≥1 / 1000 - <1 / 100)
- დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა ან უძილობა.
- დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: დიარეა, ყაბზობა.
- დარღვევები თირკმელებისა და შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: პოლიურია (შარდის
მოცულობის მომატება).
უკუჩვენებები
- მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ
ჰიპერმგრძნობელობა.
- პოდაგრის შეტევა.
- სისხლის შრატში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება.
- შარდ-კენჭოვანი დაავადება/
- არითმიები.
- თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.
- 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
ჭარბი დოზირება
ინოზინ პრანობექსის დოზის გადაჭარბება რეგისტრირებული არ არის.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ნაყოფის განვითარებასთან და ფერტილობასთან დაკავშირებით, კონტროლირებადი
კლინიკური კვლევები ჩატარებული არ არის.
არ არის რეკომენდებული გროპრინოსინი® სიროფის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის
პერიოდში, ვინაიდან მისი უსაფრთხოება გამოკვლეული არ არის.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
გროპრინოსინი® სიროფი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და მექანიზმების მართვის
უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები
გროპრინოსინი® სიროფი საჭიროა სიფრთხილით გამოიყენოთ პაციენტებში, რომლებიც
ერთდროულად იღებენ ქსანტინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაგალითად, ალოპურინოლი),
პრეპარატებს, რომლებიც აძლიერებს შარდში შარდმჟავას გამოყოფას, თიაზიდური
დიურეტიკების ჩათვლით (მაგალითად, ჰიდროქლორთიაზიდი, ქლორტალიდონი, ინდაპამიდი)
და მარყუჟოვანი დიურეტიკები (ფუროსემიდი, ტორასემიდი, ეტაკრინის მჟავა).
გროპრინოსინი® სიროფის დანიშვნა შეიძლება იმუნოდეპრესანტების მიღების შეწყვეტის შემდეგ. Aამ პრეპარატის იმუნოდეპრესანტებთან ერთდროული მიღება არ შეიძლება, შესაძლო ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების გამო, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მოსალოდნელ სამკურნალო ეფექტზე. იმუნოდეპრესანტებთან ერთდროული მიღება იწვევს ინოზინ პრანობექსის ეფექტის დაქვეითებას.
ზიდოვუდინთან (აზიდოთიმიდინთან) ერთდროული მიღება სხვადასხვა მექანიზმების გავლენით აძლიერებს ზიდოვუდინით ნუკლეოტიდების წარმოქმნას, რაც იწვევს ზიდოვუდინის ბიოშეღწევადობის მომატებას შრატში და მონოციტებში უჯრედშიდა ფოსფოლირების გაძლიერებას. ეს იწვევს ზიდოვუდინის ეფექტის გაძლიერებას გროპრინოსინი® სიროფის მოქმედებით.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
გროპრინოსინი®® სიროფს შეუძლია სისხლის შრატში და შარდში შარდმჟავას
კონცენტრაციის ტრანზიტორული მომატება, როგორც წესი, ნორმალური მაჩვენებლების
ფარგლებში (8 მგ/დლ-მდე, რაც შეესაბამება 420 მკმოლ/ლ), განსაკუთრებით
მამაკაცებში და ორივე სქესის ხანდაზმულებში. შარდმჟავას მომატება დაკავშირებულია
აღნიშნული პრეპარატის იონიზებულ კატაბოლიზმთან შარდმჟავაში, რაც ხდება ადამიანის
ორგანიზმში. თუმცა, ეს არ არის დაკავშირებული პრეპარატის ზემოქმედებით
თირკმელების ფუნქციის ან ფერმენტების ფუნქციის გლობალურ დარღვევასთან.
შეაბამისად, პოდაგრის, ჰიპერურიკემიის, შარდ-კენჭოვანი დაავადების და თირკმელების
დარღვევის მქონე პაციენტებში, მათ შორის ანამნეზში, გროპრინოსინი® სიროფი უნდა
დაინიშნოს სიფრთხილით. ასეთ პაციენტებში მკურნალობის პერიოდში საჭიროა შარდმჟავას
კონცენტრაციის კონტროლი.
ხანგრძლივი პერიოდის მკურნალობის დროს საჭიროა ყველა პაციენტისთვის სისხლის
შრატსა და შარდში შარდმჟავას კონცენტრაციის, ღვიძლის ფუნქციის სისხლის საერთო
ანალიზისა და თირკმელების ფუნქციის რეგულარული კონტროლი.
გროპრინოსინი®® სიროფი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატსა და
პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომლებსაც შეუძლია ალერგიული რეაქციების გამოწვევა
(მათ შორის შენელებული ტიპის).
გროპრინოსინი®® სიროფი შეიცავს საქაროზას. იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევების
მქონე პაციენტებმა, ფრუქტოზის აუტანლობით, გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის დარღვევით
ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობით, არ უნდა მიიღონ გროპრინოსინი® სიროფი.
1 მლ გროპრინოსინი® სიროფი შეიცავს 650 მგ საქაროზას. ეს გასათვალისწინებელია
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის პრეპარატის დანიშვნისას.
გროპრინოსინი® სიროფი შეიცავს ეთილის სპირტს დაახლოებით 2,5 მოცულობით პროცენტს
(20 მგ ეთანოლი 96 მოცულობითი% 1 მლ სიროფზე), ანუ მოზრდილ პაციენტებში
მაქსიმალური სადღეღამისო დოზით ეთანოლის 1600 მგ-მდე (80 მლ სიროფი), რაც
მაქსიმალური სადღეღამისო დოზით - 40მლ ლუდის, დაახლოებით 17 მკგ ღვინის
ექვივალენტურია.
გამოშვების ფორმა
მუქი ფერის შუშის 125 მლ-იანი ფლაკონი პოლიპროპილენის РР 28 თავსახურით,
ბავშვების მიერ გახსნის დამცავით; მზომი ჭიქა ნიშნულებით 2,5 მლ-დან 20 მლ-მდე.
ყოველი მუყაოს კოლოფი შეიცავს ერთ ფლაკონს გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება +15°С - +25°С ტემპერატურაზე.
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა
2 წელი
ვარგისობის ვადაFფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ შეადგენს 24 დღეს.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ეტიკეტზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი
რეცეპტით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით