ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კარდიალური თერაპია, კარდიალური სხვა პრეპარატები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
რიბოქსინი 0,2გრ
სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: რიბოქსინი;
1 ტაბლეტი შეიცავს 0,2 გრ რიბოქსინს;
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის სტეარატი, კარტოფილის სახემებელი, შაქარი-
პუდრა, ოპადრყ.
სამკურნალო ფორმა. შემოგარსული ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. კარდიოლოგიური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები. რიბოქსინს გააჩნია ანტიჰიპოქსიური და ანტიარითმიული
თვისებები, ხასიათდება ანაბოლური მოქმედებით. ის ატფ-ის წინამორბედს წარმოადგენს,
უშუალოდ ღებულობს მონაწილეობას გლუკოზის ცვლაში და ხელს უწყობს მეტაბოლიზმის
აქტივიზაციას ჰიპოქსიისა და ატფ-ის არარსებობის პირობებში. პრეპარატი ააქტიურებს
პიროყურძნის მჟავას მეტაბოლიზმს ქსოვილოვანი სუნთქვის ნორმალური პროცესის
უზრუნველსაყოფად და ხელს უწყობს ქსანტინდეჰიდროგენაზის აქტივაციას. რიბოქსინი
დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე მიოკარდიუმში, კერძოდ კი ზრდის
უჯრედების ენერგეტიკულ ბალანს, ასტიმულირებს ნუკლეოტიდების სინთეზს, ზრდის
კრებსის ციკლის რიგი ფერმენტების აქტივობას. პრეპარატი აწესრიგებს მიოკარდიუმის
შეკუმშვის აქტივობას და ხელს უწყობს დიასტოლის ფაზაში მიოკარდიუმის სრულ
მოდუნებას კალციუმის იონების შეკავშირების უნარის ხარჯზე, რომლებიც უჯრედებს
ეკვრიან მათი აღგზნების დროს, ააქტიურებს ქსოვილების რეგენერაციას (განსაკუთრებით
მიოკარდიუმისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსისა).
ჩვენებები. გულის იშემიური დაავადების კომპლექსური მკურნალობა (მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა, სტენოკარდია), საგულე გლიკოზიდების გამოყენებით გამოწვეული გულის რითმის დარღვევა, სხვადასხვა გენეზის კარდიომიოპათიების, მიოკარდიტების (ფიზიკური დატვირთვის ფონზე), ღვიძლის დაავადებების (ჰეპატიტები, ღვიძლის ციროსი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია) მკურნალობა, უროკოპორფირია; ლეიკოპენიის პროფილაქტიკა დასხივებისას. მხედველობის ფუნქციის გაუმჯობესების სახით რიბოქსინი გამოიყენება ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს ნორმალიზებული თვალშიდა (ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების საშუალებით) წნევით.
უკუჩვენებები. პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. პოდაგრა, ჰიპერურიკემია. პრეპარატის მიღება შეზღუდულია თირკმლის უკმარისობის დროს.
უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას. თირკმლის უკმარისობის დროს პრეპარატის
მიღებასთან დაკავშირებით საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
მკურნალობის დროს საჭიროა სისხლში შარდმჟავას დონის რეგულარული კონტროლი.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება. რიბოქსინის ერთდროული გამოყენებისას ბეტა-ადრენობლოკატორებთან რიბოქსინის ეფექტი არ მცირდება. საგულე გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას პრეპარატი ხელს უშლის არითმიების განვითარებას და აძლიერებს ინოტროპულ მოქმედებას.
გამოყენების თავისებურებანი. ავტომობილის მართვისა და რთულ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატს უარყოფითი ზეგავლენა არ გააჩნია.
გამოყენების მეთოდები და დოზები. რიბოქსინი მიიღება პერორალურად, ჭამამადე.
დღიური დოზა უფროსებისა და უფროსი ასაკის ბავშვებისათვის დგინდება ინდივიდუალურად
და შეადგენს 0,6-2,4 გრ-ს დღეში.
ჩვეულებრივ მკურნალობის დასაწყისში პრეპარატი ინიშნება დღიური დოზით 0,6-0,8 გრ
(1 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში). პრეპარატის კარგად ამტანობის შემთხვევაში დოზას
თანდათანობით ზრდიან (2-3 დღის განმავლობაში) თავდაპირველად 1,2 გრ-მდე დღეში (2
ტაბლეტი 3-ჯერ დღეში), შემდგომ – 2,4 გრ დღეში (4 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში).
ურიკოპორფირიის დროს რიბოქსინი ინიშნება დოზით 0,8 გრ დღეში (1 ტაბლეტი 4-ჯერ
დღეში).
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 1-3 თვე.
ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა, რომელიც
გამოვლინდება ქავილისა და კანის ჰიპერემიის სახით.
ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და უნდა მივმართოთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები. პაციენტებში პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით შეიძლება განვითარდეს ქავილი, კანის ჰიპერემია. იშვიათ შემთხვევებში მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს სისხლში შარდოვანას დონის მომატება, ხანგრძლივი მკურნალობისას – პოდაგრას გამწვავება.
ვარგისიანობის ვადა. 3 წელი.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის
შემდეგ.
შენახვის პირობები. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ სინათლისაგან დაცულ ადგილას +15°C-დან +25°C-მდე ტემპერატურის პირობებში.
შეფუთვა.N 10 X 5 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში და კოლოფში
აფთიაქიდან გაცემის პირობები. რეცეპტით.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით