ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებთან
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
კლავიციდი
(ამოქსიცილინი 875 მგ + კლავულანის მჟავა 125 მგ)
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს, რომელიც ექვივალენტურია 875 მგ ამოქსიცილინის და კალიუმის კლავულანატს, რომელიც ექვივალენტურია 125 მგ კლავულანის მჟავის.
სხვა ინგრედიენტები: უწყლო კოლოიდური სილიციუმი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, ცელულოზას აცეტატ ფტალატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 400 და მაკროგოლი 6000.
გამოყენება
კლავიციდი ანტიბიოტიკია, რომელიც ანადგურებს ინფექციების გამომწვევ ბაქტერიებს. პრეპარატი შეიცავს ორ განსხვავებულ მედიკამენტს, სახელწოდებით ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა. ამოქსიცილინი მიეკუთვნება "პენიცილინების" ჯგუფის პრეპარატებს, რომელთა მოქმედება ზოგჯერ შეიძლება უშედეგო (უეფექტო) გახდეს. მეორე აქტიური კომპონენტი - კლავულანის მჟავა, იწვევს ამოქსიცილინის უეფექტობის თავიდან აცილებას.
ანტიბიოტიკების გამოყენება
ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. მათი გამოყენება არაეფექტურია ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ.
ზოგჯერ ბაქტერიებით გამოწვეული ინფექცია არ ექვემდებარება ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსს. ამის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია ის, რომ ინფექციის გამომწვევი ბაქტერიები რეზისტენტული ხდება. ეს ნიშნავს, რომ ანტიბიოტიკის გამოყენების მიუხედავად, ბაქტერიებს შეუძლია გადარჩენა და გამრავლებაც კი.
ბაქტერია ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტული შეიძლება გახდეს მრავალი მიზეზის გამო. ანტიბიოტიკის სიფრთხილით გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ბაქტერიების რეზისტენტობის განვითარების შანსი.
ექიმი მიერ დანიშნული ანტიბიოტიკით მკურნალობის კურსი ყოველთვის განკუთვნილია მხოლოდ კონკრეტული მიმდინარე დაავადებისთვის. რეზისტენტული ბაქტერიების წარმოქმნის თავიდან აცილება შესაძლებელია შემდეგ რეკომენდაციების გთვალისწინებით:
1. ანტიბიოტიკი მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული ზუსტი დოზით, საჭირო დროს და დანიშნულებით გათვალისწინებული დღეების განმავლობაში. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას და რაიმე გაუგებრობის შემთხვევაში, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
2. არ მიიღოთ ანტიბიოტიკი თუ ის პერსონალურად თქვენთვის არ არის დანიშნული და გამოიყენეთ მხოლოდ იმ ინფექციის სამკურნალოდ, რომლისთვისაც ის იყო დანიშნული.
3. არ მიიღოთ ანტიბიოტიკები, რომლებიც სხვებისთვის იყო დანიშნული, მაშინაც კი თუ მათ თქვენი ინფექციის მსგავსი ინფექცია ჰქონდათ.
4. არ მისცეთ თქვენთვის დანიშნული ანტიბიოტიკები სხვებს.
5. ექიმის მიერ დანიშნული კურსის გავლის შემდეგ თუ დაგრჩათ რომელიმე ანტიბიოტიკი, შესაბამისი უტილიზაციისთვის მიიტანეთ აფთიაქში.
კლავიციდი გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
- შუა ყურის და სინუსების ინფექციები;
- სასუნთქი გზების ინფექციები;
- საშარდე გზების ინფექციები;
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის სტომატოლოგიური ინფექციები;
- ძვლებისა და სახსრების ინფექციები.
უკუჩვენებები
კლავიციდი არ გამოიყენება:
- ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავას, პენიცილინის ან კლავიციდის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ ალერგიის (ჰიპერმგრძნობელობის) შემთხვევაში;
- თუ ოდესმე ადგილი ჰქონდა მწვავე ალერგიულ (ჰიპერმგრძნობლობის) რეაქციას რომელიმე სხვა ანტიბიოტიკზე. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს კანზე გამონაყარით ან სახის ან კისრის შეშუპებით;
- თუ ოდესმე ადგილი ჰქონდა ღვიძლის პრობლემებს ან სიყვითლეს (კანის გაყვითლება) ანტიბიოტიკის მიღებისას.
არ მიიღოთ კლავიციდი, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კლავიციდის მიღებამდე.
განსაკუთრებული სიფრთხილე
ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის შემდეგ შემთხვევებში
- ინფექციური მონონუკლეოზი,
- ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები,
- სითხის რეგულარულად გამოყოფის დარღვევა.
თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ რომელიმე ზემოთ აღნიშნული გეხებათ, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კლავიციდის მიღებამდე.
გარკვეულ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება გამოიკვლიოს ბაქტერიის ტიპი, რომელიც იწვევს ინფექციას. შედეგებიდან გამომდინარე, შეიძლება ექიმმა გადაწყვიტოს კლავიციდის დოზის ან პრეპარატის ცვლილება.
მდგომარეობები, რომლებსაც ყურადღება****უნდა მიექცეს
კლავიციდმა შეიძლება გააუარესოს ზოგიერთი არსებული მდგომარეობა ან გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ალერგიული რეაქცია, მსხვილი ნაწლავის სპაზმი (შეტევითი) და ანთება. კლავიციდის მიღებისას უნდა დააკვირდეთ გარკვეულ სიმპტომებს, იმისათვის რომ შემცირდეს პრობლემის რისკი.
სისხლის და შარდის ანალიზები
თუ იტარებთ სისხლის ანალიზს (როგორიცაა სისხლის წითელი უჯრედების სტატუსის ტესტები ან ღვიძლის ფუნქციის ტესტები) ან შარდის ანალიზებს (გლუკოზაზე), აცნობეთ ექიმს ან მედდას, რომ იღებთ კლავიციდს. კლავიციდს შეუძლია გავლენა მოახდინოს ამ ტიპის ანალიზების შედეგებზე.
სხვა მედიკამენტების მიღება
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ბოლო პერიოდში იყენებდით სხვა პრეპარატებს. მათ შორის იმ მედიკამენტებს, რომელთა შეძენაც შესაძლებელია რეცეპტის გარეშე.
კლავიციდთან ერთად ალოპურინოლს (პოდაგრას სამკურნალო საშუალება) მიღებისას სავარაუდოა, რომ განვითარდეს კანის ალერგიული რეაქცია.
პრობენეციდით (პოდაგრას სამკურნალო საშუალება) მკურნალობისას, ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება კლავიციდის დოზის კორექტირების შესახებ.
კლავიციდთან ერთად სისხლის შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტების (როგორიცაა ვარფარინი) მიღებისას, შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის შედედების კონტროლი.
კლავიციდმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მეტოტრექსატის მოქმედებაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, მედიკამენტის მიღებამდე აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
კლავიციდს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები და სიმპტომები, რომლებიც იწვევდეს ავტომობილის მართვის უნარის დაქვეითებას. თუკი თავს არ გრძნობთ კარგად, ნუ მართავთ ავტომობილს და ნუ გამოიყენებთ მექანიზმებს.
გამოყენების წესი
კლავიციდი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ დარწმუნებული არ ხართ როგორ მიიღოთ, უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები და 40 კგ და მეტი წონის ბავშვები
- ჩვეულებრივი დოზა - 1 ტაბლეტი ორჯერ დღეში.
- მაღალი დოზა - 1 ტაბლეტი სამჯერ დღეში.
40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები
6 წლის ან ნაკლები ასაკის ბავშვებში სასურველია მკურნალობა ჩატარდეს კლავიციდის პერორალური სუსპენზიით. 40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისთვის კლავიციდის ტაბლეტების მიცემისას კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თირკმელებისა და ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები
- თირკმლის პრობლემების შემთხვევაში, დოზა შეიძლება შეიცვალოს. ექიმმა შეიძლება აირჩიოს სხვა დოზა ან სხვა პრეპარატი.
- ღვიძლის პრობლემების შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის ანალიზით ღვიძლის ფუნქციის ხშირი შემოწმება.
მიღების წესი
- ტაბლეტები გადაყლაპეთ მთლიანად ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით ჭამის დაწყებისას ან ოდნავ ადრე.
- დოზები გაანაწილეთ თანაბრად დღის განმავლობაში, მინიმუმ 4 საათის ინტერვალით. 1 საათში არ მიიღოთ 2 დოზა.
- არ მიიღოთ კლავიციდი 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ თავს კვლავ ცუდად გრძნობთ, მიმართეთ ექიმს.
დოზის გადაჭარბება
თუ მიიღეთ კლავიციდის ჭარბი რაოდენობა, ნიშნები შეიძლება მოიცავდეს კუჭის გაღიზიანებას (გულისრევა, ღებინება ან დიარეა) ან სპაზმს. მიმართეთ მკურნალ ექიმს რაც შეიძლება მალე. წაიღეთ წამლის კოლოფი ექიმისთვის საჩვენებლად.
დოზის გამოტოვება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ.
არ მიიღოთ მომდევნო დოზა ძალიან ახლო ინტერვალში, დაელოდეთ დაახლოებით 4 საათი მომდევნო დოზის მიღებამდე.
მკურნალობის შეწყვეტა
გააგრძელეთ კლავიციდის მიღება მკურნალობის დასრულებამდე, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ. ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა ყველა დოზის მიღება. ზოგიერთი ბაქტერიის გადარჩენის შემთხვევაში, შესაძლებელია ინექციის ხელახლა განვითარება.
ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, კლავიციდმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.
მდგომარეობები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება:
ალერგიული რეაქციები:
- გამონაყარი კანზე;
- სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს წითელი ან იასამნისფერი წამოწეული ლაქების სახით კანზე, მაგრამ დაზიანება შეიძლება ასევე სხეულის სხვა ნაწილებზეც;
- ცხელება, სახსრების ტკივილი, კისრის, იღლიის ან საზარდულის ჯირკვლების შეშუპება;
- ზოგჯერ სახის ან პირის ღრუს შეშუპება (ანგიოედემა), რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას;
- კოლაფსი.
ამ სიმპტომებიდან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ კლავიციდის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
მსხვილი ნაწლავის ანთება
მსხვილი ნაწლავის ანთება- ახასიათებს თხიერი დიარეა, როგორც წესი სისხლით და ლორწოთი, კუჭის ტკივილი და/ან ცხელება.
ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, რჩევისთვის დაუკავშირდით მკურნალ ექიმს რაც შეიძლება მალე.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები
შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში:
- დიარეა (მოზრდილებში).
ხშირი გვერდითი მოვლენები
შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე:
- კანდიდოზი (კანდიდა - საშოს, პირის ღრუს ან კანის ნაკეცების სოკოვანი ინფექცია);
- გულისრევა, განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას;
- ღებინება;
- დიარეა (ბავშვებში);
გამოვლენის შემთხვევაში, კლავიციდი მიიღეთ ჭამამდე.
არახშირი გვერდითი მოვლენები
შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-მდე ადამიანში:
- გამონაყარი კანზე, ქავილი;
- კანის ზედაპირიდან ამოწეული გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება);
- საჭმლის მონელების დარღვევა;
- თავბრუსხვევა;
- თავის ტკივილი.
არახშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში
- ღვიძლის მიერ წარმოებული ზოგიერთი ნივთიერების (ფერმენტების) მატება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები
შეიძება გამოვლინდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში:
- გამონაყარი კანზე, რომელიც შეიძლება იყოს ბუშტუკების სახით და რომელიც ჰგავს პატარა სამიზნეებს (შუაში მუქი ფერის ლაქებით გარშემო უფრო ღია ფერით, კიდეზე მუქი წრით – მულტიფორმული ერითემა).
თუ შენიშნავთ რომელიმე ამ სიმპტომს, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
იშვიათი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში
- სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედების რაოდენობის შემცირება;
- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება.
სხვა გვერდითი მოვლენები
სხვა გვერდითი მოვლენები გამოვლინდა ადამიანთა ძალიან მცირე რაოდენობაში, მაგრამ მათი ზუსტი სიხშირე უცნობია.
- ალერგიული რეაქციები (იხ. ზემოთ);
- მსხვილი ნაწლავის ანთება (იხ. ზემოთ);
- კანის სერიოზული რეაქციები:
- ფართოდ გავრცელებული გამონაყარი პუსტულებით და კანის აქერცვლით,
განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) და უფრო მძიმე ფორმით, რაც იწვევს კანის ძლიერ აქერცვლას (სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტი - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);
- ფართოდ გავრცელებული კანის სიწითლე, ჩირქის შემცველი პატარა ბუშტუკებით (ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი);
- წითელი, აქერცვლადი გამონაყარი კანქვეშა კვანძებით და ბუშტუკებით (ეგზანთემატოზური პუსტულოზი);
- გრიპის მსგავსი სიმპტომები გამონაყარით, ცხელებით, ჯირკვლების შეშუპებით და სისხლის ანალიზის ნორმიდან გადახრილი შედეგებით (სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების მომატების ჩათვლით) (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)).
ამ სიმპტომებიდან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
- სიყვითლე, გამოწვეული სისხლში ბილირუბინის (ღვიძლის მიერ წარმოებული ნივთიერება) მატებით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კანის და თვალის თეთრი გარსების სიყვითლე;
- თირკმლის მილაკების ანთება;
- სისხლის შედედების დროის გაზრდა;
- ჰიპერაქტივობა;
- კრუნჩხვები (ადამიანებში, რომლებიც იღებენ კლავიციდის მაღალ დოზებს ან რომლებსაც აქვთ თირკმელების პრობლემები);
- ენის გაშავება და ხაოიანი შესახედაობა;
- კბილების დალაქავება (ბავშვებში), როგორც წესი შორდება გახეხვის დროს.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ან შარდის ანალიზებში
- სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის ძლიერი შემცირება;
- სისხლში წითელი უჯრედების დაბალი შემცველობა (ჰემოლიზური ანემია);
- კრისტალები შარდში.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება მძიმე ან შემაშფოთებელი, ან თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდითი მოვლენას, რომელიც აქ არ არის მითითებული.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 250C-ზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ტენიანობისგან დასაცავად.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ მითითებული მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ. მოქმედების ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ შეამჩნევთ გაუარესების აშკარა ნიშნებს.
მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ ის მედიკამენტები, რომლებიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
შემოგარსული ტაბლეტები შეფუთულია ალუ-ოპა/ალუ/პვქ ბლისტერულ შეფუთვაში, მოთავსებული მუყაოს კოლოფში. თითოეული შეფუთვა შეიცავს 16 ტაბლეტს.
შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
Laboratórios Atral, S.A.
Rua Da Estacao Ns 1 and 1 A,
Castanheira do Ribatejo, 2600 – 726, პორტუგალია.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა.
ჩვენებები:
ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. მათი გამოყენება
არაეფექტურია ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ.
კლავიციდი გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში შემდეგი ინფექციების
სამკურნალოდ:
- შუა ყურის და სინუსების ინფექციები;
- სასუნთქი გზების ინფექციები;
- საშარდე გზების ინფექციები;
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის სტომატოლოგიური ინფექციები;
- ძვლებისა და სახსრების ინფექციები.
დოზირება:
მოზრდილები და 40 კგ და მეტი წონის ბავშვები
- ჩვეულებრივი დოზა - 1 ტაბლეტი ორჯერ დღეში.
- მაღალი დოზა - 1 ტაბლეტი სამჯერ დღეში.
40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები
6 წლის ან ნაკლები ასაკის ბავშვებში სასურველია მკურნალობა ჩატარდეს კლავიციდის
პერორალური სუსპენზიით. 40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისთვის კლავიციდის
ტაბლეტების მიცემისას კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ტაბლეტები გადაყლაპეთ მთლიანად ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით ჭამის დაწყებისას ან
ოდნავ ადრე.
- დოზები გაანაწილეთ თანაბრად დღის განმავლობაში, მინიმუმ 4 საათის ინტერვალით.
1 საათში არ მიიღოთ 2 დოზა.
- არ მიიღოთ კლავიციდი 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ თავს კვლავ ცუდად
გრძნობთ, მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენებები:
- ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავას, პენიცილინის ან კლავიციდის შემადგენლობაში
შემავალი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ ალერგიის (ჰიპერმგრძნობელობის)
შემთხვევაში;
- თუ ოდესმე ადგილი ჰქონდა მწვავე ალერგიულ (ჰიპერმგრძნობლობის) რეაქციას
რომელიმე სხვა ანტიბიოტიკზე. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს კანზე გამონაყარით ან
სახის ან კისრის შეშუპებით;
- თუ ოდესმე ადგილი ჰქონდა ღვიძლის პრობლემებს ან სიყვითლეს (კანის გაყვითლება)
ანტიბიოტიკის მიღებისას.
ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან
ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს,
მედიკამენტის მიღებამდე აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 250C-ზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ტენიანობისგან
დასაცავად.
**კლავიციდი(ამოქსიცილინი 875 მგ + კლავულანის მჟავა 125 მგ) **
მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.
- შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია, შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა შემდგომში.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ (ან თქვენს შვილს). ნუ გადასცემთ მას მესამე პირს. პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი თუ თქვენი სიმპტომები მსგავსია.
- თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გამწვავდა, ან თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
რას შეიცავს წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია:
1. რა არის კლავიციდი და რისთვის გამოიყენება ის.
2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კლავიციდის მიღებამდე.
**3. როგორ გამოიყენება კლავიციდი. **
4. მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
**5. კლავიციდის შენახვის წესი. **
6. დამატებითი ინფორმაცია.
კლავიციდი არის ანტიბიოტიკი რომელიც ანადგურებს ინფექციების გამომწვევ ბაქტერიებს. ის შეიცავს ორ განსხვავებულ მედიკამენტს, სახელწოდებით ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა. ამოქსიცილინი მიეკუთვნება "პენიცილინების" ჯგუფის პრეპარატებს, რომელთა მოქმედება ზოგჯერ შეიძლება შეწყდეს (გახდეს უმოქმედო). კლავულანის მჟავა, მეორე აქტიური კომპონენტი, იწვევს აღნიშნულის შეჩერებას.
კლავიციდი გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
- შუა ყურის და სინუსების ინფექციები
- სასუნთქი გზების ინფექციები
- საშარდე გზების ინფექციები
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის სტომატოლოგიური ინფექციები
- ძვლებისა და სახსრების ინფექციები.
არ მიიღოთ კლავიციდი:
- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავას, პენიცილინის ან კლავიციდის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 თავში);
- თუ ოდესმე გქონიათ მწვავე ალერგიული (ჰიპერმგრძნობლობის) რეაქცია რომელიმე სხვა ანტიბიოტიკზე. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს კანზე გამონაყარით ან სახის ან კისრის შეშუპებთ;
- თუ ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე (კანის გაყვითლება) ანტიბიოტიკის მიღებისას.
არ მიიღოთ კლავიციდი, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კლავიციდის მიღებამდე.
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ კლავიციდთან დაკავშირებით
მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის ამ პრეპარატის მიღებამდე, თუ თქვენ:
- გაქვთ ინფექციური მონონუკლეოზი,
- მკურნალობთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემებზე,
- რეგულარულად არ გამოყოფთ სითხეს.
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე ზემოთ აღნიშნული გეხებათ თქვენ, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კლავიციდის მიღებამდე.
გარკვეულ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება გამოიკვლიოს ბაქტერიის ტიპი, რომელიც იწვევს ინფექციას. შედეგებიდან გამომდინარე, შეიძლება დაგენიშნოთ კლავიციდის განსხვავებული დოზა ან სხვა პრეპარატი.
მდგომარეობები რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება
კლავიციდმა შეიძლება გააუარესოს ზოგიერთი არსებული მდგომარეობა ან გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები. ეს მოიცავს ალერგიული რეაქციებს, კრუნჩხვებს (შეტევები) და მსხვილი ნაწლავის ანთებას. კლავიციდის მიღებისას უნდა დააკვირდეთ გარკვეულ სიმპტომებს, იმისათვის რომ შემცირდეს პრობლემის რისკი. იხილეთ „მდგომარეობები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება“ მე-4 თავში.
სისხლის და შარდის ანალიზები
თუ იტარებთ სისხლის ანალიზს (როგორიცაა სისხლის წითელი უჯრედების სტატუსის ტესტები ან ღვიძლის ფუნქციის ტესტები) ან შარდის ანალიზებს (გლუკოზაზე), აცნობეთ ექიმს ან მედდას, რომ იღებთ კლავიციდს. ეს იმიტომ, რომ კლავიციდს შეუძლია გავლენა მოახდინოს ამ ტიპის ანალიზების შედეგებზე.
სხვა მედიკამენტების მიღება
გთხოვთ, აცნობოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ბოლო პერიოდში იყენებდით სხვა პრეპარატებს. ეს მოიცავს იმ მედიკამენტებს, რომელთა შეძენაც შესაძლებელია რეცეპტის გარეშე.
თუ იღებთ ალოპურინოლს (გამოიყენება პოდაგრას სამკურნალოდ) კლავიციდთან ერთად, სავარაუდოა, რომ განვითარდეს კანის ალერგიული რეაქცია.
თუ თქვენ იღებთ პრობენეციდს (გამოიყენება პოდაგრას სამკურნალოდ), მკურნალმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება კლავიციდის დოზის კორექტირების შესახებ.
თუ კლავიციდთან ერთად მიიღება მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედების შეჩერებას (როგორიცაა ვარფარინი), შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის დამატებითი ანალიზები.
კლავიციდმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მეტოტრექსატის (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კიბოს ან რევმატული დაავადებების სამკურნალოდ) მოქმედებაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გთხოვთ აცნობოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
კლავიციდს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები და სიმპტომებმა შეიძლება გამოიწვიოს ავტომობილის მართვის უნარის დაქვეითება. ნუ მართავთ ავტომობილს და ნუ გამოიყენებთ მექანიზმებს, თუ თავს არ გრძნობთ კარგად.
ყოველთვის მიიღეთ კლავიციდი ზუსტად თქვენი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული როგორ მიიღოთ, უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები და 40 კგ და მეტი წონის ბავშვები
- ჩვეულებრივი დოზა - 1 ტაბლეტი ორჯერ დღეში
- მაღალი დოზა - 1 ტაბლეტი სამჯერ დღეში.
40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები
6 წლის ან ნაკლები ასაკის ბავშვებში სასურველია მკურნალობა კლავიციდის პერორალური სუსპენზიით. კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კლავიციდის ტაბლეტების მიცემისას 40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისთვის.
თირკმელებისა და ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები
- თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები, დოზა შეიძლება შეიცვალოს. ექიმმა შეიძლება აირჩიოს სხვა დოზა ან სხვა პრეპარატი.
- თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები, შეიძლება უფრო ხშირად გაიკეთოთ სისხლის ანალიზები, ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად.
როგორ მივიღოთ კლავიციდი
- ტაბლეტები გადაყლაპეთ მთლიანად ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით ჭამის დაწყებისას ან ოდნავ ადრე.
- გაანაწილეთ დოზები თანაბრად დღის განმავლობაში, მინიმუმ 4 საათის ინტერვალით. არ მიიღოთ 2 დოზა 1 საათში.
- არ მიიღოთ კლავიციდი 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ თავს კვლავ ცუდად გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი კლავიციდი
თუ მიიღეთ კლავიციდის ჭარბი რაოდენობა, ნიშნები შეიძლება მოიცავდეს კუჭის გაღიზიანებას (გულისრევა, ღებინება ან დიარეა) ან კრუნჩხვებს. მიმართეთ მკურნალ ექიმს რაც შეიძლება მალე. წაიღეთ წამლის კოლოფი ექიმისთვის საჩვენებლად.
თუ დაგავიწყდათ კლავიციდის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ.
არ მიიღოთ მომდევნო დოზა ძალიან ახლო ინტერვალში, დაელოდეთ დაახლოებით 4 საათი მომდევნო დოზის მიღებამდე.
თუ შეწყვიტეთ კლავიციდის მიღება
გააგრძელეთ კლავიციდის მიღება მკურნალობის დასრულებამდე, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ. თქვენ გჭირდებათ ყოველი დოზა ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ზოგიერთი ბაქტერიის გადარჩენის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ ხელახლა გამოიწვიონ ინფექცია.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ყველა მედიკამენტის მსგავსად, კლავიციდსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
მდგომარეობები რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება:
ალერგიული რეაქციები:
- გამონაყარი კანზე;
- სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს წითელი ან იასამნისფერი ამოწეული ლაქების სახით კანზე, მაგრამ შეიძლება ასევე დააზიანოს სხეულის სხვა ნაწილები;
- ცხელება, სახსრების ტკივილი, კისრის, იღლიის ან საზარდულის ჯირკვლების შეშუპება;
- ზოგჯერ სახის ან პირის ღრუს შეშუპება (ანგიოედემა), რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას;
- კოლაფსი.
ამ სიმპტომებიდან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შეწყვიტეთ კლავიციდის მიღება.
მსხვილი ნაწლავის ანთება
მსხვილი ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს თხიერ დიარეას, როგორც წესი სისხლით და ლორწოთი, კუჭის ტკივილი და/ან ცხელება.
თუ განვითარდა ეს სიმპტომები, დაუკავშირდით რჩევისთვის მკურნალ ექიმს რაც შეიძლება მალე.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები
შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში:
- დიარეა (მოზრდილებში).
ხშირი გვერდითი მოვლენები
შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე:
- კანდიდოზი (კანდიდა - საშოს, პირის ღრუს ან კანის ნაკეცების სოკოვანი ინფექცია);
- გულისრევა, განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას;
- ღებინება;
- დიარეა (ბავშვებში);
გამოვლენის შემთხვევაში, მიიღეთ კლავიციდი ჭამამდე.
არახშირი გვერდითი მოვლენები
შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-მდე ადამიანში:
- გამონაყარი კანზე, ქავილი;
- კანის ზედაპირიდან ამოწეული გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება);
- საჭმლის მონელების დარღვევა;
- თავბრუსხვევა;
- თავის ტკივილი.
არახშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში:
- ღვიძლის მიერ წარმოებული ზოგიერთი ნივთიერების (ფერმენტების) მატება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები
შეიძება გამოვლინდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში:
- გამონაყარი კანზე, რომელიც შეიძლება იყოს ბუშტუკების სახით და რომელიც ჰგავს პატარა სამიზნეებს (შუაში მუქი ფერის ლაქებით გარშემო უფრო ღია ფერით, კიდეზე მუქი წრით – მულტიფორმული ერითემა).
თუ შენიშნავთ რომელიმე ამ სიმპტომს, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
იშვიათი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში:
- სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედების მცირე რაოდენობა;
- სისხლის თეთრი უჯრედების მცირე რაოდენობა.
სხვა გვერდითი მოვლენები
სხვა გვერდითი მოვლენები გამოვლინდა ადამიანთა ძალიან მცირე რაოდენობაში, მაგრამ მათი ზუსტი სიხშირე უცნობია.
- ალერგიული რეაქციები (იხ. ზემოთ);
- მსხვილი ნაწლავის ანთება (იხ. ზემოთ);
- კანის სერიოზული რეაქციები:
- ფართოდ გავრცელებული გამონაყარი პუსტულებით და კანის აქერცვლით, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) და უფრო მძიმე ფორმით, რაც იწვევს კანის ძლიერ აქერცვლას (სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტი - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);
- ფართოდ გავრცელებული კანის სიწითლე, ჩირქის შემცველი პატარა ბუშტუკებით (ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი);
- წითელი, აქერცვლადი გამონაყარი კანქვეშა კვანძებით და ბუშტუკებით (ეგზანთემატოზური პუსტულოზი);
- გრიპის მსგავსი სიმპტომები გამონაყარით, ცხელებით, ჯირკვლების შეშუპებით და სისხლის ანალიზების ნორმიდან გადახრილი შედეგებით (სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების მომატების ჩათვლით) (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)).
ამ სიმპტომებიდან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
- სიყვითლე, გამოწვეული სისხლში ბილირუბინის (ღვიძლის წარმოებული ნივთიერება) მატებით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კანის და თვალის თეთრი გარსების სიყვითლე;
- თირკმლის მილაკების ანთება;
- სისხლის შედედების დაგვიანება;
- ჰიპერაქტივობა;
- კრუნჩხვები (ადამიანებში, რომლებიც იღებენ კლავიციდის მაღალ დოზებს ან რომლებსაც აქვთ თირკმელების პრობლემები);
- შავი ენა, რომელიც გამოიყურება როგორც თმიანი;
- კბილების დალაქავება (ბავშვებში) როგორც წესი შორდება გახეხვის დროს.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ან შარდის ანალიზებში:
- სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის ძლიერი შემცირება;
- სისხლში წითელი უჯრედების დაბალი შემცველობა (ჰემოლიზური ანემია);
- კრისტალები შარდში.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება მძიმე ან შემაშფოთებელი, ან თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში.
ინახება არაუმეტეს 25°C-ზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ტენიანობისგან დასაცავად.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ მითითებული მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ. მოქმედების ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ შეამჩნევთ გაუარესების აშკარა ნიშნებს.
მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ ის მედიკამენტები, რომლებიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
რას შეიცავს კლავიციდი
- აქტიური ნივთიერებებია ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს რომელიც არის 875 მგ ამოქსიცილინის ექვივალენტური და კალიუმის კლავულანატს რომელიც არის 125 მგ კლავულანის მჟავას ექვივალენტური.
- სხვა ინგრედიენტებია: უწყლო კოლოიდური სილიციუმი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, ცელულოზას აცეტატ ფტალატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 400 და მაკროგოლი 6000.
როგორ გამოიყურება კლავიციდი და შეფუთვის შიგთავსი
შემოგარსული ტაბლეტები შეფუთულია ალუ-ოპა/ალუ/პვქ ბლისტერულ შეფუთვაში, მოთავსებული მუყაოს კოლოფში. თითოეული შეფუთვა შეიცავს 16 ტაბლეტს.
შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
კონსულტაცია/ სამედიცინო განათლება
ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. ისინი არაეფექტურია ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ.
ზოგჯერ ბაქტერიებით გამოწვეული ინფექცია არ ექვემდებარება ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსს. ამის ერთერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია ის, რომ ინფექციის გამომწვევი ბაქტერიები რეზისტენტული არიან. ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ გადარჩენა და გამრავლებაც კი, ანტიბიოტიკის მიუხედავად.
ბაქტერია შეიძლება გახდეს ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტული მრავალი მიზეზის გამო. ანტიბიოტიკის სიფრთხილით გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ბაქტერიების რეზისტენტობის განვითარების შანსი.
როდესაც ექიმი გინიშნავთ ანტიბიოტიკის კურსს, ის განკუთვნილია მხოლოდ თქვენი მიმდინარე დაავადებისთვის. შემდეგ რეკომენდაციებზე ყურადღების მიქცევით თქვენ შეგიძლიათ თავიდან აირიდოთ რეზისტენტული ბაქტერიების წარმოქმნა, რომლებმაც შეიძლება შეაჩერონ ანტიბიოტიკის მოქმედება.
1. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მიიღოთ ანტიბიოტიკი სწორი დოზით, საჭირო დროს და დღეების სწორ განმავლობაში. წაიკითხეთ ინსტრუქცია და თუ რაიმე არ გესმით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
2. არ უნდა მიიღოთ ანტიბიოტიკი თუ ის არ იყო დანიშნული სპეციალურად თქვენთვის და უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ ინფექციის სამკურნალოდ, რომლისთვისაც ის იყო დანიშნული.
3. თქვენ არ უნდა მიიღოთ ანტიბიოტიკები, რომლებიც იყო დანიშნული სხვებისთვის, მაშინაც კი თუ მათ ჰქონდათ თქვენი ინფექციის მსგავსი ინფექცია.
4. არ უნდა მისცეთ თქვენთვის დანიშნული ანტიბიოტიკები სხვებს.
5. თუ ექიმის მიერ დანიშნული კურსის გავლის შემდეგ დაგრჩათ რომელიმე ანტიბიოტიკი, უნდა მიიტანოთ აფთიაქში შესაბამისი უტილიზაციისთვის.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
19.44 ლ | ||
|
25.65 ლ | ||
|
27 ლ | ||
|
19.44 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით