ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პერიფერიული ვაზოდილატატორები, პურინის წარმოებულები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
საერთაშორისო დასახელება - PENTOXIFYLLINE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სისხლძარღვთა გამაფართოვებელი, მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალება.
1 ტაბ.პეტოქსიფილინი .. 100 მგ
1 ტაბ.პეტოქსიფილინი ... 400 მგ
ჩვენებები:
ტაბლეტები
პათოლოგიური მდგომარეობები, რომელთაც თან ახლავთ თავის ტვინის სისხლის
მომარაგების დარღვევა, ასეთებია:
მეხსიერების დარღვევა, და ყურადღების გამახვილების შესუსტება, ძილის დარღვევა,
თავის ტკივილი და ყურებში ხმაური.
პერიფერიულ არტერიების ოკლუზიური დაზიანება და არტერიოვენური სისხლმომარაგების
დარღვევა.
ათეროსკლეროზული ან დიაბეტური გენეზის (მაგ. ხანგამოშვებითი კოჭლობა და
მოსვენების ტკივილი);
ტროფიკის მოშლა (მაგ. წვივის წყლულები და განგრენა);
თვალის არეში სისხლის მომარაგების დარღვევა, ძარღვების დეგენერაციული პროცესების
და დაქვეითებული მხედველობის შედეგად.
მიღების წესი და დოზირება:
თუ არ არის სხვა დანიშნულება, დასაწყისში ტრენტალის 2 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში,
შემდგომ კი უკვე შემანარჩუნელ დოზას 1 ან 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ნიშნავენ.
გარსით დაფარული ტაბლეტები მიიღება მთლიანად, ჭამის შემდეგ დაუღეჭავად სითხის
მიყოლებით.
ავადმყოფებში, რომლებსაც დაბალი ან მერყევი სისხლის წნევა ან თირკმლების ფუნქციის
მკვეთრი დაქვეითება აღენიშნებათ, მიზანშეწონილია დოზის ადაპტაცია.
ტრენტალის გამოყენება შეიძლება ვენაში ინფუზიის ან ინექციის გზით.
ფართო კლინიკურმა გამოცდილებამ ცხადყო, ვენაში ინფუზიური მკურნალობის უპირატესობა
როგორც ყველაზე ეფექტური და ადვილად გადასატანი მკურნალობა. შესაძლებლობის
შემთხვევაში მიმართეთ მკურნალობის ამ მეთოდს.
პარენტერულ მკურნალობასთან ერთად შეიძლება ტრენტალ 400-ის დანიშვნა.
გვერდითი მოვლენები:
ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (მაგ. სიმძიმე კუჭის არეში, გადავსების
შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი);
თავის ტკივილი ან თავბრუსხვევა, რომლებიც ზოგ შემთხვევაში განაპირობებს
მკურნალობის შეწყვეტას. ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება ძილის დარღვევა და
მოუსვენრობა. იშვიათად, კერძოდ მომატებული დოზის შემთხვევაში, აღინიშნება სახის
სიწითლე და სიმხურვალე (ალები), გულის რითმის დარღვევა მაგ. ტაქიკარდია), გულის
არეში მოჭერის შეგრძნება (მაგ. გულის ანგინა) ან არტერიული სისხლის წნევის
მკვეთრი დაქვეითება. საჭიროების შემთხვევაში ასეთ დროს დოზა უნდა შემცირდეს ან
პრეპარატი მოიხსნას.
ჰიპერმგრძნობელობის ისეთი რეაქციები, როგორიცაა ქავილი, კანის სიწითლე, ჭინჭრის
ციება და კანის ადგილობრივი შესიება (ანგიონევროზული შეშუპება) აღინიშნება ძალიან
იშვიათად და როგორც წესი წამლის მოხსნის შემთხევაში სწრაფად ქრებიან.
ინდივიდუალურ შემთხვევებში აღინიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შოკის
განვითარებამდეც კი.
უკუჩვენებები:
ტრენტალი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ პენოქსილინისადმი
ჰიპერმგრძნობელობა.
ბადურაში მასიური სისხლჩაქცევების დროს, რომელსაც დიდი ზედაპირი უკავია.
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ტრენტალის მიღების ჩვენებების დადგენა მკაცრად უნდა
განხორციელდეს, თანმხლები მოვლენების სპექტრის გათვალისწინებით.
უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.
საერთაშორისო დასახელება - PENTOXIFYLLINE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სისხლძარღვთა გამაფართოვებელი, მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალება.
1 ტაბ.პეტოქსიფილინი .. 100 მგ
1 ტაბ.პეტოქსიფილინი ... 400 მგ
ჩვენებები:
ტაბლეტები
პათოლოგიური მდგომარეობები, რომელთაც თან ახლავთ თავის ტვინის სისხლის
მომარაგების დარღვევა, ასეთებია:
მეხსიერების დარღვევა, და ყურადღების გამახვილების შესუსტება, ძილის დარღვევა,
თავის ტკივილი და ყურებში ხმაური.
პერიფერიულ არტერიების ოკლუზიური დაზიანება და არტერიოვენური სისხლმომარაგების
დარღვევა.
ათეროსკლეროზული ან დიაბეტური გენეზის (მაგ. ხანგამოშვებითი კოჭლობა და
მოსვენების ტკივილი);
ტროფიკის მოშლა (მაგ. წვივის წყლულები და განგრენა);
თვალის არეში სისხლის მომარაგების დარღვევა, ძარღვების დეგენერაციული პროცესების
და დაქვეითებული მხედველობის შედეგად.
მიღების წესი და დოზირება:
თუ არ არის სხვა დანიშნულება, დასაწყისში ტრენტალის 2 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში,
შემდგომ კი უკვე შემანარჩუნელ დოზას 1 ან 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ნიშნავენ.
გარსით დაფარული ტაბლეტები მიიღება მთლიანად, ჭამის შემდეგ დაუღეჭავად სითხის
მიყოლებით.
ავადმყოფებში, რომლებსაც დაბალი ან მერყევი სისხლის წნევა ან თირკმლების ფუნქციის
მკვეთრი დაქვეითება აღენიშნებათ, მიზანშეწონილია დოზის ადაპტაცია.
ტრენტალის გამოყენება შეიძლება ვენაში ინფუზიის ან ინექციის გზით.
ფართო კლინიკურმა გამოცდილებამ ცხადყო, ვენაში ინფუზიური მკურნალობის უპირატესობა
როგორც ყველაზე ეფექტური და ადვილად გადასატანი მკურნალობა. შესაძლებლობის
შემთხვევაში მიმართეთ მკურნალობის ამ მეთოდს.
პარენტერულ მკურნალობასთან ერთად შეიძლება ტრენტალ 400-ის დანიშვნა.
გვერდითი მოვლენები:
ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (მაგ. სიმძიმე კუჭის არეში, გადავსების
შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი);
თავის ტკივილი ან თავბრუსხვევა, რომლებიც ზოგ შემთხვევაში განაპირობებს
მკურნალობის შეწყვეტას. ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება ძილის დარღვევა და
მოუსვენრობა. იშვიათად, კერძოდ მომატებული დოზის შემთხვევაში, აღინიშნება სახის
სიწითლე და სიმხურვალე (ალები), გულის რითმის დარღვევა მაგ. ტაქიკარდია), გულის
არეში მოჭერის შეგრძნება (მაგ. გულის ანგინა) ან არტერიული სისხლის წნევის
მკვეთრი დაქვეითება. საჭიროების შემთხვევაში ასეთ დროს დოზა უნდა შემცირდეს ან
პრეპარატი მოიხსნას.
ჰიპერმგრძნობელობის ისეთი რეაქციები, როგორიცაა ქავილი, კანის სიწითლე, ჭინჭრის
ციება და კანის ადგილობრივი შესიება (ანგიონევროზული შეშუპება) აღინიშნება ძალიან
იშვიათად და როგორც წესი წამლის მოხსნის შემთხევაში სწრაფად ქრებიან.
ინდივიდუალურ შემთხვევებში აღინიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შოკის
განვითარებამდეც კი.
უკუჩვენებები:
ტრენტალი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ პენოქსილინისადმი
ჰიპერმგრძნობელობა.
ბადურაში მასიური სისხლჩაქცევების დროს, რომელსაც დიდი ზედაპირი უკავია.
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ტრენტალის მიღების ჩვენებების დადგენა მკაცრად უნდა
განხორციელდეს, თანმხლები მოვლენების სპექტრის გათვალისწინებით.
უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.
ტრენტილინიR-რეტარდი 400 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი
განკუთვნილია პირის გზით (ორალურად) მისაღებად.
მოქმედი ნივთიერება: პენტოქსიფილინი 400 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მსხვილფეხა რქოსანის წარმოშობის ლაქტოზის მონოჰიდრატი,
კოპოლივიდონ (VA64), ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის
დიოქსიდი, ტალკი, პოლიეთილენ გლიკოლი და ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა E15.
აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ,
რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა
დაგჭირდეთ.
დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ,
ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული
დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
1.რა არის და რისთვის გამოიყენება ტრენტილინიR ?
2.ტრენტილინისR გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
**3.როგორ გამოიყენება ტრენტილინიR? **
4.რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
5.ტრენტილინისR შენახვა
1. რა არის და რისთვის გამოიყენება ტრენტილინიR ?
ტრენტილინიR მოქმედი ნივთიერების სახით პენტოქსიფილინს შეიცავს. 1 აპკით შემოგარსული ტაბლეტი 400 მგ პენტოქსიფილინს შეიცავს. 20 ცალი აპკით შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერის შეფუთვაშია წარმოდგენილი.
ტრენტილინისR აპკით შემოგარსული ტაბლეტის გარდა, არსებობს პრეპარატის ამპულირებული ფორმაც.
ტრენტილინიR , ეს არის პრეპერატი, რომელიც სხეულის ზემო და ქვემო ნაწილების, ანუ კიდურების მკვებავ სისხლძარღვებს აფართოებს და ამ მიდამოებში სისხლის დინებას (სისხლმომარაგებას) ზრდის.
ტრენტილინიR , მსხვილფეხა რქოსანის წარმოშობის ლაქტოზის მონოჰიდრატს შეიცავს.
ექიმი, ტრენტილინსR , ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში გამოგიწერთ:
· პერიფერიული (სხეულის კიდურების) არტერიების სანათურის დახშობის გამომწვევი დაავადებით (ათეროსკლეროზი) ანდა შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან დაკავშირებული ჭრილობის, კოჭლობის და დასვენების დროს ტკივილის მსგავსი ჩივილების სამკურნალოდ
· ფეხის წყლულოვანი დაზიანების და განგრენის მსგავსი, ნერვული ინერვაციის შეწყვეტით განვითარებული დარღვევების სამკურნალოდ
· თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის სამკურნალოდ
· თვალის სისხლძარღვების დაზიანებით გამოწვეული სისხლის მიმოქცევის დარღვევის სამკურნალოდ
2. ტრენტილინისR გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ტრენტილინიR , ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
· თუ, წამლის მოქმედი ნივთიერების პენტოქსიფილინის, იმავე ჯგუფის სხვა წამლების ანდა წამლის შემადგენლობაში არსებული დანარჩენი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია გაქვთ,
· თუ, თავის ტვინში სისხლჩაქცევა განვითარდა (თუ, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ძილიანობა, ცნობიერების დაკარგვა, გაბრუება, სახის დეფორმაცია, მეტყველების გაძნელების მსგავსი ნიშნები გამოვლინდება),
· თუ, თვალის ბადურის შრეში გავრცელებული სისხლჩაქცევა გაქვთ,
· თუ, მიოკარდიუმის ინფარქტი (მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი) გადაიტანეთ,
· თუ, გულისცემის რითმის დარღვევა გაქვთ,
· თუ, სისხლდენის პრობლემები გაქვთ,
· თუ, კუჭის ანდა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გაქვთ.
ტრენტილინიR , ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ
· თუ, დაბალი არტერიული წნევა გაქვთ,
· თუ, მძიმე გულ-სისხლძარღვთა დაავადება (კორონარული არტერიების დაავადება) გაქვთ,
· თუ, თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევები გაქვთ (ექიმი, გაკეთებული ანალიზებით განსზღრავს სისხლში კრეატინინის დონეს, თუ, კრეატინინის მაჩვენებელი წუთში<30მლ)
· თუ, ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევები გაქვთ,
· თუ, სისხლის შედედების დარღვევაზე მოქმედი დაავადება გაქვთ ანდა სისხლი შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტოზურ მკურნალობას იტარებთ (მაგ. ვიტამინ K მოქმედი წამლები ანდა დაბალი მოლეკულური შემცველობის ჰეპარინი, თუ, სისხლდენისკენ შესამჩნევი მიდრეკილება გაქვთ,
· თუ, ტრენტილინსR შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებულ წამლებთან ერთად ღებულობთ,
· თუ, სისხლის არტერიული წნევის დაცემის რისკი არსებობს (მაგ.მძიმე გულის კორონარული დაავადება ანდა თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების დახშობის გამომწვევი დაავადება გაქვთ),
· თუ, სისტემური წითელი მგლურა ანდა შერეული, შემაერთებელი ქსოვილის დაავადების მსგავსი, შემაერთებელი ქსოვილის დაზიანების გამომწვევი დაავადება გაქვთ,
· თუ, სისხლის უჯრედების სტრუქტურის დარღვევასთან დაკავშირებული სისხლნაკლებობა გაქვთ (ტრენტილინითR მკურნალობის დროს სისხლის უჯრედების სტუქტურის დარღვევასთან დაკავშირებული ანემია შეიძლება განვითარდეს, ექიმი, სისხლის ანალიზებს რეგულარულად გადაამოწმებს)
ტრენტილინისR ბავშვებში გამოყენებასთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს, ამიტომ ბავშვებში გამოყენება რეკომენდირებული არ არის.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.
ტრენტილინისR მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვები, ტრენტილინისR შეწოვაზე ზემოქმედებას არ ახდენს. აპკით შემოგარსული ტაბლეტები, საკვებთან ერთად ანდა კვების შემდეგ, დაღეჭვის გარეშე, მცირე რაოდენობით წყლით (დაახლოებით ½ ჭიქა) უნდა გადაიყლაპოს.
ორსულობა
წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ტრენტილინისR , ორსულობის დროს გამოყენებასთან დაკავშირებით კვლევები არ არსებობს, ამიტომ თუ ორსულად ხართ, ტრენტილინიR არ უნდა გამოიყენოთ.
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის მიღებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
პენტოქსიფილინი, დედის რძეში მცირე რაოდენობით გადადის, ამიტომ ბავშვის ძუძუთი კვების დროს ტრენტილინიR არ უნდა გამოიყენოთ.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
ტრენტილინისR, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე მოქმედი გვერდითი ეფექტი ცნობილი არ არის. თუ, თავბრუსხვევა გამოვლინდება, ავტომობილი ანდა მექანიზმები არ მართოთ.
ტრენტილინისR შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
თუ, ლაქტოზის ანდა სხვა შაქრების მიმართ ტოლერანტობა არ გაქვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.
ტრენტილინიR, მსხვილფეხა რქოსანის წარმოშობის ლაქტოზის მონოჰიდრატს შეიცავს. თუ, იცით რომ ლაქტოზის მიმართ ტოლერანტობა არ გაქვთ ანდა სხვა დანარჩენი შაქრებიდან რომელიმეს მიმართ ტოლერანტობა არ გაქვთ, ამ წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
· თუ, ინსულინს ანდა შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პირის გზით მისაღებ სხვა წამლებს ღებულობთ, ექიმს ახლო დაკვირვების ქვეშ ეყოლებით.
· თუ, ტრენტილინისR და ვიტამინ K ანტაგონისტების და ჰეპარინის მსგავსი შედედების საწინააღმდეგო წამლების ერთად მიღება დაიწყეთ ანდა დოზა შეცვალეთ, ანტიკოაგულაციური (სისხლის შედედების საწინააღმდეგო) აქტივობის ზრდის ალბათობის გამო, ექიმს ახლო დაკვირვების ქვეშ ეყოლებით.
· თუ, მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო წამლებთან ერთად ტრენტილინსR მიიღებთ, ამ წამლების ეფექტი შეიძლება გაიზარდოს.
· თეოფილინის და ტრენტილინისR ერთად მიღებამ, სასუნთქი გზების დაავადებების დროს გამოყენებული თეოფილინის ეფექტი შეიძლება გაზარდოს და შედეგად, თეოფილინთან დაკავშირებული გვერდით ეფექტის გამოვლინების რისკი შეიძლება მოიმატოს.
· ტრენტილინისR , ციმეტიდინთან (წყლულის სამკურნალოდ გამოიყენება), ციპროფლოქსაცინთან (ანტიბიოტიკი), კეტოროლაკთან (ტკივილ გამაყუჩებელი)ერთად გამოყენების შემთხვევაში, ტრენტილინისR ეფექტი შეიძლება გაიზარდოს.
თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
3. როგორ გამოიყენება ტრენტილინიR ?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
პრინციპულად, დოზირება და გამოყენების ფორმა (პირის გზით ანდა ვენის გზით), დამოკიდებულია სისხლის მიმოქცევის დარღვევის ტიპზე, სიმძიმეზე და ავადმყოფის წამლის მიმართ მგრძნობელობის მდგომარეობაზე. დოზირება, ძირითადად ქვემოთ მოცემული ფორმის მიხედვითაა:თუ, თქვენს ექიმს წამლის მიღების სხვა მითითება არ აქვს, წამალი შემდეგი დოზით უნდა მიიღოთ: ტრენტილინისR 1 აპკით შემოგარსული ტაბლეტი დღეში ორჯერ ანდა სამჯერ.
გამოყენების გზა და მეთოდი:
ტრენტილინიR , განკუთვნილია პირის გზით მიღებისთვის.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ტრენტილინისR ბავშვებში გამოყენებასთან დაკავშირებით საკმარისი რაოდენობით კვლევა არ არის ჩატარებული. ბავშვებში გამოყენება რეკომენდირებული არ არის.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულებში, მკურნალობა დაბალი დოზით უნდა დაიწყოს. ექიმი, თქვენთვის შესაბამის დოზას განსაზღრავს.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების/ ღვიძლის უკმარისობა:
თუ, თირკმლების ანდა ღვიძლის უკმარისობა გაქვთ, ექიმი, თქვენთვის შესაბამის დოზას განსაზღრავს. ორივე შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს.
თუ,ფიქრობთ, რომ ტრენტილინისR ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ტრენტილინისR საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ, ტრენტილინისR საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს: გულისრევა, თავბრუსხვევა, გულისცემის სიხშირის მომატება, არტერიული წნევის დაცემა. თუ, თქვენთან აღნიშნული ნიშნები გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.
თუ, ტრენტილინისR მიღება დაგავიწყდებათ:
თუ, ტრენტილინისR ერთი დოზის მიღება დაგავიწყდებათ და დავიწყებული დოზა მომდევნო დოზის მიღების დროსთან ძალიან ახლოს არა, როგორც კი გაიხსენებთ, დავიწყებული დოზა მიიღეთ.
დავიწყებული დოზის აღგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც ტრენტილინითR მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
ექიმის თანხმობის გარეშე ტრენტილინითR მკურნალობა არ შეწყვიტოთ, წინააღმდეგ შემთვევაში სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან დაკავშირებით ჩივილები შეიძლება კვლავ განახლდეს.
4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ტრენტილინისR შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ტრენტილინისR გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
· გულის რითმის სერიოზული დარღვევები
· ალერგიის შედეგად სახის, ხახის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება, ზოგჯერ შოკური მდგომარეობაც
· სისხლდენისკენ მიდრეკილება, სისხლდენა (კანის და/ანდა ლორწოვანი გარსიდან, კუჭიდან და/ანდა ნაწლავებიდან)
ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.
ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაჭირდეთ.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
სხვა გვერდითი ეფექტები:
გავრცელებული:
· სახის, კისრის მიდამოში სიწითლე და შეხურების შეგრძნება
· გულისრევა, ღებინება, გაზების დაგროვება, კუჭში სიმძიმის შეგრძნება, დიარეის მსგავსი კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ ჩივილები
ნაკლებად გავრცელებული:
· კანზე მომატებული მგრძნობელობის რეაქციები
· გადაჭარბებული მოძრაობები (აჟიტაცია), ძილის დარღვევები
· თავბრუსხვევა, კანკალი, თავის ტკივილი
· მხედველობის შემღვრევა, კონიუქტივიტი
· გულისცემის რითმის დარღვევა (გულისცემის რითმის მომატება)
· კანის ქავილი,სიწითლე, ურტიკარია
· ცხელება
იშვიათი:
· ტკივილი მკერდში, სუნთქვის გაძნელება
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა
· კანიდან და ლორწოვანი გარსიდან სისხლდენა
· საშერდე გზებიდან სისხლდენა
· სისხლის არტერიული წვევის დაცემა
· ხელების და ფეხების შეშუპება
ძალიან იშვიათი :
· თრომბოციტების რაოდენობის შემცირებაასთან ერთად კანზე სისხლდენის კერები
· სისხლის წითელი უჯრედების სტრუქტურის შეცვლასთან დაკაშირებული ანემია, რომელიც შეიძლება სასიკვდილო იყოს
· წამლის მიღებიდან რამდენიმე წუთში განვითარებული ალერგიული რეაქციები (სახის, ენის და ხახის შეშუპება, ბრონქების შევიწროება და შოკი)
· მგრძნობელობის დაკრგვა, ეპილეფსიური გულყრები, თავის ტვინში სისხლჩაქცევა და თავის ტვინის გარსების ჩირქოვანი ანთების ნიშნები (შემაერთებელი ქსოვილის დაავადების მქონე ავადმყოფებში ვლინდება)
· თვალშიგა სისხლჩაქცევა და თვალის შიგა შრის აცლა
· ღვიძლის სანაღლე გზების დახშობა, ღვიძლის ფერმენტების მომატება
· კანის ზედაპირული შრის ქსოვილის დაზიანება, კანზე გამონაყარი, კანის აშრევებით მიმდინარე კანის მძიმე დაავადება, ოფლიანობა
· სისხლის არტერიული წნევის მომატება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს.
5. ტრენტილინის შენახვა
ტრენტილინიR ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ტრენტილინიR არ გამოიყენოთ.
ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით