ლესეტრინი - Lesetrin
ლესეტრინი - Lesetrin

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პიპერაზინის წარმოებულები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა:
ერთი აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიროკრისტალური ცელულოზა,
კოლოიდური დიოქსიდი კაჟბადის, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა (171),
ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 400, პოლისორბატი 80 (E433).
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰისტამინური H1-რეცეპტორების
ბლოკატორი.ანტიალერგიული პრეპარატი. ათქ კოდი: ღ06AE09
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
ლევოცეტირიზინი - ცეტირიზინის ენანტიომერი, ჰისტამინის კონკურენტული
ანტაგონისტი, აბლოკირებს ჰისტამინურ H1-რეცეპტორებს, რომელთა მიმართ
სიახლოვე 2-ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე ცეტირიზინს. ლევოცეტირიზინი გააჩნია
ზეგავლენა ალერგიული რეაქციების ჰისტამიზე დამოკიდებულ სტადიაზე, ასევე
ამცირებს ეოზინოფილების მიგრაციას, ამცირებს სისხლძარღვების განვლადობას,
ზღუდავს ანთების მედიატორების გამონთავისუფლებას. ხელს უშლის ალერგიული
რეაქციების განვითარებას და ამსუბუქებს მათ მიმდინარეობას, გააჩნია
ანტიექსუდაციული ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება, პრაქტიკულად არ ავლენს
ანტიქოლინერგულ და ანტისეროტონინულ მოქმედებას. თერაპიულ დოზებში
პრაქტიკულად არ გააჩნია სედატიური ეფექტი.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა:
ლევოცეტირიზინი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები იცვლება ხაზოვნად და
პრაქტიკულად არ განსხვავდებიან ცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკისაგან.
პერორალური მიღების შემდეგ ლევოცეტირიზინი სწრაფად შეიწოვება კუჭნაწლავის
ტრაქტში. საკვების მიღება ზეგავლენას არ ახდენს შეწოვის ხარისხზე,
თუმცა მისი სიჩქარე მცირდება. ერთჯერადი პერორალური თერაპიული დოზის
შემდეგ ჩმახ მოზრდილთა სისხლის პლაზმაში მიიღწევა 0.9 სთ-ში და შეადგენს
207 ნგ/მლ-ს, განმეორებითი მიღების შემდეგ დოზით 5 მგ/ - 308 ნგ/მლ.
ბიოამთვისებლობა შეადგენს 100%-ს. განაწილებაL ცილებთან შეკავშირება - 90%.
განაწილება შეზღუდულია, ხოლო Vდ შეადგენს 0.4 ლ/კგ-ს. მეტაბოლიზმიL
შეყვანილი დოზის <14% მეტაბოლიზდება ღვიძლში დაჟანგვის, N- და Oდეზალკილირების
და ტაურინთან კონიუგაციის გზით. მეტაბოლიზმის დაბალი
დონის და მეტაბოლური პოტენციალის არარსებობის გამო ლევოცეტირიზინის
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ნაკლებად მოსალოდნელია.
გამოყოფა:
ლევოცეტირიზინი და მეტაბოლიტე გამოიყოფიან უპირატესად თირკმლების მიერ
(მიღებული დოზის 85.4%), გორგლოვანი ფილტრაციის დააქტიური მილაკოვანი
სეკრეციის გზით. ნაწლავებიდან გამოყოფა შეადგენს 12.9%-ს. ფარმაკოკინეტიკა
განსაკუთღებულ კლინიკურ სიტუაციებში
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი < 40 მლ/წთ)
ლევოცეტირიზინის კლირენსი მცირდება, ხოლო ნახევრად დაშლის დრო იზრდება
(ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, საერთო კლირენსი მცირდება 80%-ით), რაც
საჭიროებს დოზირების რეჟიმის შესაბამის ცვლილებას. ლევოცეტირიზინის <10%
გამოიყოფა ჰემოდიალიზის 4-საათიანი სტანდარტული პროცედურის მსვლელობისას.
ჩვენებები:
ალერგიული დაავადებების სიმპტომატური თერაპია:
- მთელი წლის განმავლობაში არსებული (პერსისტული) და სეზონური
(ხანგამოშვებითი) ალერგიული რინიტი და ალერგიული კონიუქტივიტი (ქავილი,
ცემინება, რინორეა, ცრემლდენა, კონიუქტივის ჰიპერემია, ცხვირის შებოჭილობა);
- პოლინოზი (თივის ცხელება);
- ჭინჭრის ციება (ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების ჩათვლით);
- ქვინკეს შეშუპება;
- სხვა ალერგიული დერმატოზები, ქავილისა და გამონაყარის თანხლებით.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის, და ასევე პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
თირმლის უკმარისობის ტერმინალური სტადია (კრეატინინის კლირენსი < 10
მლ/წთ).
ორსულობა და ძუძუთი კვება; (კატეგორია B)
უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. პრეპარატი ინიშნება პრეპარატის გამოყენების
აბსოლუტური ჩვენების არსებობისას.
ლევოცეტირიზინი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ, მისი გამოყენების
აუცილებელობისას ლაქტაციის პერიოდში, ძუძუთი კვება დროებით უნდა შეწყდეს.
განსაკუთრებული მითითებანი:
პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ბავშვებში
(ტაბლეტებისათვის). სიფრთხილეა საჭიროა ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას.
ერთი აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ტაბლეტები
დანიშვნა არ შეიძლება პაციენტებში გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი
მემკვიდრეობითი დაავადებით. პრეპარატის დანიშვნისას პაციენტებში ღვიძლის
ფუნქციის იზოლირებული დარღვევით დოზა რაიმე კორექციას არ საჭიროებს.
პაციენტებში, ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის დარღვევებისას
რეკომენდებულია დოზის დაზუსტება.
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა.
რეკომენდებულ დოზებში გამოყენებისას პრეპარატის ზეგავლენა ავტომობილის
მართვისა და მექანიზმებთან მუშოაბის უნარზე სარწმუნოდ არ აღინიშნება. თუმცა,
პრეპარატის მირების დროს, მიზანშეწონილია თავი შევიკავოთ პოტენციურად
სახიფათო საქმიანობებისაგან, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ
კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
წამლებთან ურთიერთქმედება:
სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ლევოცეტრიზინის ურთიერთქმედება
შესწავლილი არ არის.
ფსევდოეფედრინთან, ციმეტიდინთან, კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან,
აზიტრომიცინთან, გლიპიზიდთან და დიაზეპამთან ცეტირიზინის რაცემატის
სამკურნალო ურთიერთქმედების შესწავლისას კლინიკურად მნიშვნელოვანი
არასასურველი ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.
თეოფილინთან (400 მგ/) ერთად გამოყენებისას ცეტირიზინის საერთო კლირენსი
მცირდება 16%-ით, თეოფილინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება.
რიგ შემთხვევებში, ლევოცეტირიზინის ეთანოლთან ან ცნს-ზე დამთრგუნველი
ზეგავლენის მქონე სამკურნალო პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას,
შესაძლებელია ცნს-ზე მათი ზეგავლენის გაძლიერება, თუმცა დამტკიცებულია,
რომ ცეტირიზინ რაცემატი აძლიერებს ალკოჰოლის ეფექტს.
გამოყენების წესები და დოზები:
ლეცეტრინის ტაბლეტები მიიღება პერორალურად, დამოუკიდებლად საკვების
მიღებისა, დაუღეჭავად და მცირე რაოდენობა წყლის მიყოლებით.
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 5 მგ-ს
(1 ტაბლეტი ერთხელ დღეში).
12 წელს ზემოთ ბავშვებსა და უფროსებში: რეკომენდებული დღიური დოზა
შეადგენს 5 მგ-ს (1 ტაბლეტი ერთხელ დღეში).
ხანდაზმული პაციენტებში: თირკმლის ნორმალური ფუნქციის პირობებში
ლევოცეტირიზინის დღიური დოზის შემცირება საჭირო არ არის.
პაციენტები თირკმლის დარღვეული ფუნქციით: რეკომენდებულია პრეპარატის
დოზირებებს შორს ინტერვალის ინდივიდუალური შერჩევა კრეატინინის კლირენსის
დონის შესაბამისად. კრეატინინის კლირენსი 30-49 მლ/წთ - 1 ტაბლეტი
დღეგამოშვებით; კრეატინინის კლირენსი 10-29 მლ/წთ - 1 ტაბლეტი ყოველ 3
დღეში ერთხელ; კრეატინინის კლირენსი < 10 მლ/წთ და დიალიზზე მყოფ
პაციენტებში ლევოცეტირიზინი უკუნაჩვენებია. კრეატინინის კლირენსის დონის
გამონაგარიშება შეიძლება ფორმულით:
კრეატინინის კლირენსი = [140-ასაკი (წლები)] ხ წონა (კგ)/72 ხ შრატის კრეატინინი
(მგ/დლ) (ხ 0.85 ქალებისათვის)
პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის იზოლირებული დარღვევით დოზის კორექცია
საჭირო არ არის.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლო გვერდითი მოვლენები მოცემულია ქვემოთ ორგანიზმის სისტემებისა და
განვითარების სიხშირის მიხედვით: ხშირი (≥1/10); არახშირი (≥1/100-დან <1/10-მდე);
იშვიათი (≥1/1000-დან <1/100-მდე); ძალიან იშვიათი (≥1/10000-დან < 1/1000-მდე).
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: არახშირი - თავის ტკივილი,
დაღლილობა, ძილიანობა; იშვიათი - ასთენია; ძალიან იშვიათი - აგრესია,
აღგზნება, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები, დეპრესია, მხედველობის დარღვევა.
გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი - ტაქიკარდია.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი - დისპნოე.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: არახშირი პირის სიმშრალე; იშვიათად -
ტკივილი მუცელში; ძალიან იშვიათად - გულისრევა, ფაღარათი, ჰეპატიტი,
ღვიძლის ფუნქციური სინჯების შემცვლა.
ძვალ-კინთოვანი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - მიალგია.
ნივთიერებათა ცვლს მხრივ: ძალიან იშვიათი - წონის მომატება.
ალერგიული რეაქციები: ძალიან იშვიათი - ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება,
ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსია.
ჭარბი დოზირება
უფროსებში შესაძლებელია ძილიანობა, ბავშვებში ჯერ აღგზნება და შფოთვა,
რომლებსაც ცვლის ძილიანობა.
გამოშვების ფორმა:
ლეცეტრინი 5 მგ, აპკით შემოგარსული ტაბლეტები #10 მუყაოს კოლოფში
გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურის პირობებში ბავშვებისათვის მიუწვდომელ
ადგილას.
ვარგისიანობა:

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გამოყენება
შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე)
ლიცენზიის მფლობელი:
ილკო ილაჩ სან ვე ტიჯ, ა.შ. 34885
სანქჩატელე/სტამბული/თურქეთი
ლიცენზიის ნომერი:
25.11.2011-237/38.
მწარმოებელი:
ილკო ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ. 42050
სელჩუკლუ/კონია/თურქეთი