ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგიური სხვა პრეპარატები, დერმატიტების სამკურნალო საშუალებები, გარდა კორტიკოსტეროიდებისა
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
** შემადგენლობა**
ტაკროლიმუსი USP – 0.1%
მალამოს ფუძე – რამდენიც საჭიროა (q.s.).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საშუალებები დერმატიტისათვის, კორტიკოსტეროიდების გარდა.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ტაკროლიმუსის მოქმედების მექანიზმი, ატოპიური დერმატიტის დროს, ბოლომდე შესწავლილი არ არის. ატოპიური დერმატიტის დროს კლინიკური შედეგის მნიშვნელობა უცნობია.
სპეციფიკურ ციტოპლაზმურ იმუნოფილინთან (FKBP12) შეკავშირების გზით, ტაკროლიმუსი აინჰიბირებს კალციუმ-დამოკიდებული სიგნალის ტრანსდუქციის გზებს T უჯრედებში, და ამით ხელს უშლის IL-2, IL-3, IL-4, IL-5 და სხვა ციტოკინების, როგორიცაა GM-CSF, TNF-α და IFN-γ ტრანსკრიფციასა და სინთეზს.
In vitro, ადამიანის ნორმალური კანიდან იზოლირებულ ლანგერჰანსის უჯრედებში, ტაკროლიმუსი ამცირებდა T უჯრედების მიმართ მასტიმულირებელ აქტივობას. ტაკროლიმუსი ასევე აინჰიბირებს ანთების მედიატორების გამოთავისუფლებას კანის პოხიერი უჯრედებიდან, ბაზოფილებიდან და ეოზინოფილებიდან.
ცხვოველებში, ტაკროლიმუსის მალამო თრგუნავდა ანთებით რეაქციებს ექსპერიმენტული და სპონტანური დერმატიტის მოდელებში, რომელიც ადამიანის ატოპიური დერმატიტის მსგავსი იყო. ტაკროლიმუსის მალამო ცხოველებში არ ამცირებდა კანის სისქეს და არ იწვევდა კანის ატროფიას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
კლინიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ტოპიკული გამოყენების შემდეგ ტაკროლიმუსის კონცენტრაციები სისტემურ ცირკულაციაში დაბალია, ხოლო ზომიერ შემთხვევაში, ტრანზიტორულია.
შეწოვა
ჯანმრთელი პირებზე კვლევისას მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ ტაკროლიმუსის მალამოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი ადგილობრივი გამოყენების შემდეგ აღინიშნება ტაკროლიმუსის უმნიშვნელო და არა სისტემური ექსპოზიცია.
ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში პერორალური ტაკროლიმუსის სისტემური იმუნოსუპრესიის სამიზნე მინიმალური კონცენტრაციაა 5-20 ნგ/მლ. ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტების უმრავლესობას (მოზარდები და ბავშვები), რომლებიც მკურნალობისათვის იყენებდნენ ტაკროლიმუსის მალამოს (0,03-0,1%) ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზებით, და ჩვილებს 5 თვის ასაკიდან, რომლებიც მკურნალობდნენ ტაკროლიმუსის მალამოთი (0,03%), აღენიშნათ სისხლში <1,0 ნგ/მლ კონცენტრაცია. რაც შეეხება სისხლში ტაკროლიმუსის >1,0 ნგ/მლ კონცენტრაციებს, ტრანზიტორული იყო. სისტემური ექსპოზიცია იზრდება სამკურნალო ზედაპირის ფართის გაზრდისას. თუმცა, კანის განკურნებისას ტაკროლიმუსის ადგილობრივი შეწოვის ხარისხი და სიჩქარე მცირდება. მოზრდილებში, ისევე როგორც ბავშვებში, კანის ზედაპირის საშუალოდ 50%-ის დამუშავებისას, ტაკროლიმუსის სისტემური ექსპოზიცია (ანუ AUC) ტაკროლიმუსის მალამოდან დაახლოებით 30-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე პერორალური იმუნოსუპრესიული დოზების გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც გადანერგილი აქვთ თირკმელი ან ღვიძლი. სისხლში ტაკროლიმუსის მინიმალური კონცენტრაცია, რომლის დროსაც სისტემური მოვლენების გამოვლენაა შესაძლებელი, უცნობია.
არ არსებობს ტაკროლიმუსის სისტემური აკუმულირების მტკიცებულებები პაციენტებში (მოზრდილები და ბავშვები), რომლებიც ხანგრძლივი პერიოდით (1 წლამდე) მკურნალობდნენ ტაკროლიმუსის მალამოთი.
განაწილება
ვინაიდან ტაკროლიმუსის მალამოს გამოყენებისას სისტემური ექსპოზიცია დაბალია, ტაკროლიმუსის მაღალი შეკავშირება (>98,8%) პლაზმის ცილებთან კლინიკურად მნიშვნელოვნად არ მიიჩნევა.
ტაკროლიმუსის მალამოს ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, ტაკროლიმუსი კანიდან სელექციური დიფუზიით მინიმალურად აღწევს სისტემურ ცირკულაციაში.
ბიოტრანსფორმაცია
ტაკროლიმუსის მეტაბოლიზმი ადამიანის კანით გამოვლენილი არ ყოფილა. ბიოშეღევადობის შედეგად სისტემური ტაკროლიმუსი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ CYP3A4 -ის საშუალებით.
გამოყოფა
ინტრავენური გამოყენების შემდეგ, ტაკროლიმუსი ხასიათდება დაბალი კლირენსით. საშუალო საერთო კლირენსი დაახლოებით 2,25 ლ/სთ-ია. სისტემური ბიოშეღწევადობის შედეგად ტაკროლიმუსის ღვიძლისმიერი კლირენსი შეიძლება შემცირდეს ღვიძლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში ან პირებში, რომლებიც იმავდროულად ღებულობენ CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებს.
ჩვენებები
ტაკროლიმუსის მალამო ნაჩვენებია მოზრდილებსა და მოზარდებში (16 წლილდან და ზემოთ).
ანთების მკურნალობა
მოზრდილები და მოზარდები (16 წლილდან და ზემოთ)
ზომიერი და მძიმე ატოპიური დერმატიტის მკურნალობა მოზრდილებში, რომლებიც ადეკვატურად არ პასუხობენ ან რეზისტენტულნი არიან სტანდარტული თერაპიის მიმართ, როგორიცაა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები.
შემანარჩუნებელი მკურნალობა
ზომიერი ან მძიმე ატოპიური დერმატიტის მკურნალობა ანთების პრევენციისათვის და ანთების გარეშე ინტერვალების გასახანგრძლივებლად პაციენტებში, რომლებსაც ახასიათებთ დაავადების გამწვავევების მაღალი სიხშირე (წელიწადში 4-ჯერ ან მეტი) და რეაგირებდნენ ტაკროლიმუსის მალამოთი დღეში ორჯერადად მაქსიმუმ 6 კვირიან მკურნალობაზე (კერები ალაგდა, თითქმის ალაგდა ან მსუბუქი დაზიანებაა).
დოზირება და გამოყენების წესი
მოზრდილები: ტაკროლიმუსის მალამოს 0,1% თხელი ფენა წაუსვით დაზიანებულ კანზე დღეში ორჯერ და ნაზად და ბოლომდე შეაზილეთ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ატოპიური დერმატიტის ნიშნებისა და სიმპტომების ალაგების შემდეგ. ტაკროლიმუსის მალამოს 0,1% გამოყენება არ შეიძლება ოკლუზიურ საფენებთან ერთად.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, მაკროლიდების, და ზოგადად ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
კორალსის ტაკროლიმუსის მალამოს გამოყენების დროს უნდა შემცირდეს მზის სხივების ზემოქმედება კანზე და თავიდან იქნას აცილებულია სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივების (UV) გამოყენება, UVB ან UVA თერაპია ფსორალენებთან კომბინაციაში (PUVA). ექიმმა პაციენტს უნდა ურჩიოს მზისგან დაცვის შესაფერისი მეთოდები, როგორიცაა მზეზე ყოფნის დროის მინიმიზაცია, მზისგან დამცავი პროდუქტების გამოყენება და კანის დაფარვა შესაფერისი ტანსაცმლით. კორალს ტაკროლიმუსის მალამოს გამოყენება არ შეიძლება კერებზე, რომლებიც პოტენციურად ავთვისებიანად ან პრე-ავითვისებიანად მიიჩნევა.
ნებისმიერი ახალი ცვლილების განვითარება, რომელიც განსხვავდება დამუშავებული უბნის ფარგლებში წინა ეგზემისაგან, ექიმის მიერ უნდა იქნას შესწავლილი.
ტაკროლიმუსის მალამოს გამოყენება რეკომენდებული არ არის პაციენტებში კანის ბარიერის დეფექტით, როგორიცაა ნეტერტონის სინდრომი, ლამელარული იქტიოზი, გენერალიზებული ერითროდერმა ან კანის ტრანსპლანტაციისას მასპინძლის დაავადება. კანის ამ დაავადებებისას შეიძლება გაიზარდოს ტაკროლიმუსის სისტემური აბსორბცია. ამ დაავადებების დროს დაფიქსირებულია სისხლში ტაკროლიმუსის დონის მომატების პოსტ-მარკეტინგული შემთხვევები. კორალს ტაკროლიმუსის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში თანდაყოლილი ან შეძენილი იმუნოდეფიციტით ან პაციენტებში, რომლებიც იმუნოსუპრესულ თერაპიას იტარებენ.
წამლებთან ურთიერთქმედება
ტაკროლიმუსის მალამოს ტოპიკური წამლებთან ურთიერთქმედების შემსწავლელი ფორმალური კვლევები არ არის ჩატარებული.
ტაკროლიმუსი ადამიანის კანში არ მეტაბოლიზდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არ არსებობს პერკუტანული ურთიერთქმედების შესაძლებლობა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ტაკროლიმუსის მეტაბოლიზმზე.
სისტემური ბიოშეღწევადობისას ტაკროლიმუსი მეტაბოლიზდება ღვიძლის ციტოქრომ P450 3A4 (CYP3A4) სისტემით. ტაკროლიმუსი მალამოს ადგილობრივი გამოყენების სისტემური ზემოქმედება დაბალია (< 1,0 ნგ/მლ) და ნაკლებად მოსალოდნელია CYP3A4 ინჰიბიტორების თანმხლები გამოყენებისას მასზე ზეგავლენა. თუმცა, არ შეიძლება ურთიერთქმედების შესაძლებლობის გამორიცხვა და სიფრთხილის დაცვით უნდა განხორციელდეს CYP3A4 ინჰიბიტორების სისტემურ ფორმებთან (როგორიცაა ერითრომიცინი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი და დილთიაზემი) ერთდროული გამოყენება პაციენტებში დაზიანების ფართო უბნებით და/ან ერითროდერმიით.
გვერდითი მოვლენები
კლინიკურ კვლევებში, ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია კანის წვა, ქავილი, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ალერგიული რეაქცია, კანის ერითემა, თავის ტვივილი, კანის ინფექცია და ცხელება.
ჭარბი დოზირება
ადგილობრივი გამოყენებისას ჭარბი დოზირება ნაკლებად მოსალოდნელია.
პერორალურად მიღების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს ზოგადი დახმარების ზომების მიღება, როგორიცაა სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი და კლინიკურ მდგომარეობაზე დაკვირვება. მალამოს ბუნებიდან გამომდინარე, ღებინების გამოწვევა ან კუჭის გამორეცხვა რეკომენდებული არ არის.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში მშრალ ადგილას. დაიცავით სინათლისაგან.
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი : ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შეფუთვა : 15 გრ ტუბი, ალუმინის ტუბი.
ტაკროლიმუსის მალამო
შემადგენლობა
ტაკროლიმუსი USP – 0.1%
მალამოს ფუძე – რამდენიც საჭიროა (q.s.).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საშუალებები დერმატიტისათვის, კორტიკოსტეროიდების გარდა.
ათქ კოდი: D11AH01.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ტაკროლიმუსის მოქმედების მექანიზმი, ატოპიური დერმატიტის დროს, ბოლომდე შესწავლილი არ არის. ატოპიური დერმატიტის დროს კლინიკური შედეგის მნიშვნელობა უცნობია.
სპეციფიკურ ციტოპლაზმურ იმუნოფილინთან (FKBP12) შეკავშირების გზით, ტაკროლიმუსი აინჰიბირებს კალციუმ-დამოკიდებული სიგნალის ტრანსდუქციის გზებს T უჯრედებში, და ამით ხელს უშლის IL-2, IL-3, IL-4, IL-5 და სხვა ციტოკინების, როგორიცაა GM-CSF, TNF-α და IFN-γ ტრანსკრიფციასა და სინთეზს.
In vitro, ადამიანის ნორმალური კანიდან იზოლირებულ ლანგერჰანსის უჯრედებში, ტაკროლიმუსი ამცირებდა T უჯრედების მიმართ მასტიმულირებელ აქტივობას. ტაკროლიმუსი ასევე აინჰიბირებს ანთების მედიატორების გამოთავისუფლებას კანის პოხიერი უჯრედებიდან, ბაზოფილებიდან და ეოზინოფილებიდან.
ცხვოველებში, ტაკროლიმუსის მალამო თრგუნავდა ანთებით რეაქციებს ექსპერიმენტული და სპონტანური დერმატიტის მოდელებში, რომელიც ადამიანის ატოპიური დერმატიტის მსგავსი იყო. ტაკროლიმუსის მალამო ცხოველებში არ ამცირებდა კანის სისქეს და არ იწვევდა კანის ატროფიას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
კლინიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ტოპიკული გამოყენების შემდეგ ტაკროლიმუსის კონცენტრაციები სისტემურ ცირკულაციაში დაბალია, ხოლო ზომიერ შემთხვევაში, ტრანზიტორულია.
შეწოვა
ჯანმრთელი პირებზე კვლევისას მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ ტაკროლიმუსის მალამოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი ადგილობრივი გამოყენების შემდეგ აღინიშნება ტაკროლიმუსის უმნიშვნელო და არა სისტემური ექსპოზიცია.
ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში პერორალური ტაკროლიმუსის სისტემური იმუნოსუპრესიის სამიზნე მინიმალური კონცენტრაციაა 5-20 ნგ/მლ. ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტების უმრავლესობას (მოზარდები და ბავშვები), რომლებიც მკურნალობისათვის იყენებდნენ ტაკროლიმუსის მალამოს (0,03-0,1%) ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზებით, და ჩვილებს 5 თვის ასაკიდან, რომლებიც მკურნალობდნენ ტაკროლიმუსის მალამოთი (0,03%), აღენიშნათ სისხლში <1,0 ნგ/მლ კონცენტრაცია. რაც შეეხება სისხლში ტაკროლიმუსის >1,0 ნგ/მლ კონცენტრაციებს, ტრანზიტორული იყო. სისტემური ექსპოზიცია იზრდება სამკურნალო ზედაპირის ფართის გაზრდისას. თუმცა, კანის განკურნებისას ტაკროლიმუსის ადგილობრივი შეწოვის ხარისხი და სიჩქარე მცირდება. მოზრდილებში, ისევე როგორც ბავშვებში, კანის ზედაპირის საშუალოდ 50%-ის დამუშავებისას, ტაკროლიმუსის სისტემური ექსპოზიცია (ანუ AUC) ტაკროლიმუსის მალამოდან დაახლოებით 30-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე პერორალური იმუნოსუპრესიული დოზების გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც გადანერგილი აქვთ თირკმელი ან ღვიძლი. სისხლში ტაკროლიმუსის მინიმალური კონცენტრაცია, რომლის დროსაც სისტემური მოვლენების გამოვლენაა შესაძლებელი, უცნობია.
არ არსებობს ტაკროლიმუსის სისტემური აკუმულირების მტკიცებულებები პაციენტებში (მოზრდილები და ბავშვები), რომლებიც ხანგრძლივი პერიოდით (1 წლამდე) მკურნალობდნენ ტაკროლიმუსის მალამოთი.
განაწილება
ვინაიდან ტაკროლიმუსის მალამოს გამოყენებისას სისტემური ექსპოზიცია დაბალია, ტაკროლიმუსის მაღალი შეკავშირება (>98,8%) პლაზმის ცილებთან კლინიკურად მნიშვნელოვნად არ მიიჩნევა.
ტაკროლიმუსის მალამოს ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, ტაკროლიმუსი კანიდან სელექციური დიფუზიით მინიმალურად აღწევს სისტემურ ცირკულაციაში.
ბიოტრანსფორმაცია
ტაკროლიმუსის მეტაბოლიზმი ადამიანის კანით გამოვლენილი არ ყოფილა. ბიოშეღევადობის შედეგად სისტემური ტაკროლიმუსი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ CYP3A4 -ის საშუალებით.
გამოყოფა
ინტრავენური გამოყენების შემდეგ, ტაკროლიმუსი ხასიათდება დაბალი კლირენსით. საშუალო საერთო კლირენსი დაახლოებით 2,25 ლ/სთ-ია. სისტემური ბიოშეღწევადობის შედეგად ტაკროლიმუსის ღვიძლისმიერი კლირენსი შეიძლება შემცირდეს ღვიძლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში ან პირებში, რომლებიც იმავდროულად ღებულობენ CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებს.
ჩვენებები
ტაკროლიმუსის მალამო ნაჩვენებია მოზრდილებსა და მოზარდებში (16 წლილდან და ზემოთ).
ანთების მკურნალობა
მოზრდილები და მოზარდები (16 წლილდან და ზემოთ)
ზომიერი და მძიმე ატოპიური დერმატიტის მკურნალობა მოზრდილებში, რომლებიც ადეკვატურად არ პასუხობენ ან რეზისტენტულნი არიან სტანდარტული თერაპიის მიმართ, როგორიცაა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები.
შემანარჩუნებელი მკურნალობა
ზომიერი ან მძიმე ატოპიური დერმატიტის მკურნალობა ანთების პრევენციისათვის და ანთების გარეშე ინტერვალების გასახანგრძლივებლად პაციენტებში, რომლებსაც ახასიათებთ დაავადების გამწვავევების მაღალი სიხშირე (წელიწადში 4-ჯერ ან მეტი) და რეაგირებდნენ ტაკროლიმუსის მალამოთი დღეში ორჯერადად მაქსიმუმ 6 კვირიან მკურნალობაზე (კერები ალაგდა, თითქმის ალაგდა ან მსუბუქი დაზიანებაა).
დოზირება და გამოყენების წესი
მოზრდილები: ტაკროლიმუსის მალამოს 0,1% თხელი ფენა წაუსვით დაზიანებულ კანზე დღეში ორჯერ და ნაზად და ბოლომდე შეაზილეთ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ატოპიური დერმატიტის ნიშნებისა და სიმპტომების ალაგების შემდეგ. ტაკროლიმუსის მალამოს 0,1% გამოყენება არ შეიძლება ოკლუზიურ საფენებთან ერთად.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, მაკროლიდების, და ზოგადად ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
კორალსის ტაკროლიმუსის მალამოს გამოყენების დროს უნდა შემცირდეს მზის სხივების ზემოქმედება კანზე და თავიდან იქნას აცილებულია სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივების (UV) გამოყენება, UVB ან UVA თერაპია ფსორალენებთან კომბინაციაში (PUVA). ექიმმა პაციენტს უნდა ურჩიოს მზისგან დაცვის შესაფერისი მეთოდები, როგორიცაა მზეზე ყოფნის დროის მინიმიზაცია, მზისგან დამცავი პროდუქტების გამოყენება და კანის დაფარვა შესაფერისი ტანსაცმლით. კორალს ტაკროლიმუსის მალამოს გამოყენება არ შეიძლება კერებზე, რომლებიც პოტენციურად ავთვისებიანად ან პრე-ავითვისებიანად მიიჩნევა.
ნებისმიერი ახალი ცვლილების განვითარება, რომელიც განსხვავდება დამუშავებული უბნის ფარგლებში წინა ეგზემისაგან, ექიმის მიერ უნდა იქნას შესწავლილი.
ტაკროლიმუსის მალამოს გამოყენება რეკომენდებული არ არის პაციენტებში კანის ბარიერის დეფექტით, როგორიცაა ნეტერტონის სინდრომი, ლამელარული იქტიოზი, გენერალიზებული ერითროდერმა ან კანის ტრანსპლანტაციისას მასპინძლის დაავადება. კანის ამ დაავადებებისას შეიძლება გაიზარდოს ტაკროლიმუსის სისტემური აბსორბცია. ამ დაავადებების დროს დაფიქსირებულია სისხლში ტაკროლიმუსის დონის მომატების პოსტ- მარკეტინგული შემთხვევები. კორალს ტაკროლიმუსის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში თანდაყოლილი ან შეძენილი იმუნოდეფიციტით ან პაციენტებში, რომლებიც იმუნოსუპრესულ თერაპიას იტარებენ.
წამლებთან ურთიერთქმედება
ტაკროლიმუსის მალამოს ტოპიკური წამლებთან ურთიერთქმედების შემსწავლელი ფორმალური კვლევები არ არის ჩატარებული.
ტაკროლიმუსი ადამიანის კანში არ მეტაბოლიზდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არ არსებობს პერკუტანული ურთიერთქმედების შესაძლებლობა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ტაკროლიმუსის მეტაბოლიზმზე.
სისტემური ბიოშეღწევადობისას ტაკროლიმუსი მეტაბოლიზდება ღვიძლის ციტოქრომ P450 3A4 (CYP3A4) სისტემით. ტაკროლიმუსი მალამოს ადგილობრივი გამოყენების სისტემური ზემოქმედება დაბალია (< 1,0 ნგ/მლ) და ნაკლებად მოსალოდნელია CYP3A4 ინჰიბიტორების თანმხლები გამოყენებისას მასზე ზეგავლენა. თუმცა, არ შეიძლება ურთიერთქმედების შესაძლებლობის გამორიცხვა და სიფრთხილის დაცვით უნდა განხორციელდეს CYP3A4 ინჰიბიტორების სისტემურ ფორმებთან (როგორიცაა ერითრომიცინი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი და დილთიაზემი) ერთდროული გამოყენება პაციენტებში დაზიანების ფართო უბნებით და/ან ერითროდერმიით.
გვერდითი მოვლენები
კლინიკურ კვლევებში, ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია კანის წვა, ქავილი, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ალერგიული რეაქცია, კანის ერითემა, თავის ტვივილი, კანის ინფექცია და ცხელება.
ჭარბი დოზირება
ადგილობრივი გამოყენებისას ჭარბი დოზირება ნაკლებად მოსალოდნელია.
პერორალურად მიღების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს ზოგადი დახმარების ზომების მიღება, როგორიცაა სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი და კლინიკურ მდგომარეობაზე დაკვირვება. მალამოს ბუნებიდან გამომდინარე, ღებინების გამოწვევა ან კუჭის გამორეცხვა რეკომენდებული არ არის.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში მშრალ ადგილას. დაიცავით სინათლისაგან.
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შეფუთვა
15 გრ ტუბი, ალუმინის ტუბი.
მწარმოებელი
Coral Laboratories Ltd.
Plot No. 27-28, Pharmacity, Selaqui
Dehradun, Uttarakhand – 248 011, ინდოეთი.
ელ.ფოსტა: [email protected]
www.corallab.com
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით