ლევომიცეტინ აკოსი - LEVOMYCETIN ACOS
ლევომიცეტინ აკოსი - LEVOMYCETIN ACOS

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანტიბიოტიკები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - chloramphenicol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია → ბაქტერიების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის → ანტიბიოტიკები
შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: აქტიური ნივთიერება:
ქლორამფენიკოლი (ლევომიცეტინი) - 2,5 მგ

ჩვენებები
თვალის ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ:
• კონიუქტივიტი
• ბლეფარიტი
• ბლეფაროკონიუქტივიტი
• კერატიტი
• კერატოკონიუქტივიტი

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად, ინსტილაციის გზით კონიუნქტივალურ პარკში, 1-2 წვეთი 3-4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 5-15 დღე.

გვერდითი მოვლენები
შესაძლოა განვითარდეს მსუბუქი წვის შეგრძნება, რომელიც სწრაფად გაივლის.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ჰემოპოეზის დარღვევა, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, კანის დაავადებები (ფსორიაზი, ეგზემა, სოკოვანი დაავადებები), თვალის ვირუსული და სოკოვანი დაავადებები, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, ახალშობილები 1 თვემდე, თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა.

განსაკუთრებული მითითებები
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება საპროფილაქტიკოდ.
სიფრთხილით ენიშნებათ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ციტოსტატიკებით და იტარებენ სხივურ თერაპიას.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
სისხლის მიმოქცევაზე მისი დამრთგუნველი მოქმედებიდან გამომდინარე, არაა რეკომენდირებული ლევომიცეტინის ერთობლივი მიღება სულფანილამიდურ საშუალებებთან.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები არ გამოვლენილა.

ლევომიცეტინი-AKOS

სავაჭრო დასახელება: ლევომიცეტინი-AKOS

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ქლორამფენიკოლი

სამკურნალო ფორმა: თვალის წვეთები

შემადგენლობა 100 მლ-ზე:

აქტიური ნივთიერება: ქლორამფენიკოლი - 0,25 გ;

დამხმარე ნივთიერებები: ბორის მჟავა, საინექციო წყალი.

აღწერა: გამჭვირვალე სითხე ოდნავ მოყვითალო ელფერით

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : ანიტიბიოტიკი

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ფარმაკოდინამიკა

ფართო სპექტრის ბაქტერიოსტატური ანტიბიოტიკი. ის არღვევს ცილის სინთეზის პროცესს მიკრობულ უჯრედში (გააჩნია ცხიმში ხსნადობის თვისება, ის აღწევს ბაქტერიის უჯრედის მემბრანაში და შექცევადად უკავშირდება ბაქტერიული რიბოსომების 50S სუბერთეულს, რომლის დროსაც ამინომჟავების მოძრაობა მზარდი პეპტიდური ჯაჭვებისკენ ფერხდება, რაც იწვევს ცილის სინთეზის დარღვევას).

აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ: Escherichia coli, Shigella dysenteriae, Shigella flexneri, Shigella boydii, Shigella sonnei, Salmonella spp. (მათ შორის Salmonella typhi, Salmonella paratyphi), Staphylococcus spp., Streptococcus spp. (მათ შორის Streptococcus pneumoniae), Neisseria meningitidis, Neisseria gonorrhoeae, Proteus spp., Burkholderia pseudomallei, Rickettsia spp., Treponema spp., Leptospira spp., Chlamydia spp. (მათ შორის Chlamydia trachomatis), Coxiella burnetti, Ehrlichia canis, Klebsiella pneumoniae, Haemophilus influenzae.

არ მოქმედებს მჟავა რეზისტენტულ ბაქტერიებზე (მათ შორის Mycobacterium tuberculosis), ანაერობებზე, Acinetobacter spp., Serratia marcescens, Proteus spp., Pseudomonas aeruginosa, უმარტივესებსა და სოკოებზე.

ფარმაკოკინეტიკა

კონიუნქტივალურ პარკში პრეპარატის შეყვანისას თერაპიული კონცენტრაციები იქმნება თვალის, რქოვანას, ირისის, მინისებრი სხეულის წყალხსნარში; ნაწილობრივ შედის სისტემურ მიმოქცევაში. პრეპარატი არ აღწევს ლინზაში. გამოიყოფა თირკმელების და ნაწლავების საშუალებით.

გამოყენების ჩვენებები

მგრძნობიარე მიკროფლორით გამოწვეული თვალის ბაქტერიული ინფექციები:

• კონიუნქტივიტი;

• ბლეფარიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი;

• კერატიტი;

• კერატოკონიუნქტივიტი;

• ნეიროპარალიზური კერატიტი მეორადი ბაქტერიული ინფექციის არსებობისას.

უკუჩვენებები

• ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

• ძვლის ტვინის ჰემატოპოეზის დათრგუნვა;

• მწვავე წყვეტილი პორფირია;

• გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;

• ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობა;

• ორსულობა;

• ლაქტაციის პერიოდი;

• ახალშობილთა პერიოდი (4 კვირამდე).

**სიფრთხილით: **

კანის დაავადებები (ფსორიაზი, ეგზემა, სოკოვანი ინფექციები), ადრეული ბავშვობის ასაკი, პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ ციტოტოქსიური საშუალებებით ან სხივური თერაპიით.

**მიღების წესი და დოზირება **

ადგილობრივად, მოზრდილებში და ბავშვებში, 1-2 წვეთი ქვედა კონიუნქტივალურ პარკში ყოველ 4-6 საათში (ანუ 4-6-ჯერ დღეში).

მკურნალობის კურსის ჩვეულებრივი ხანგრძლივობაა 7 დღე. ოფთალმოლოგის გადაწყვეტილებით მკურნალობა შეიძლება 3 კვირამდე გაგრძელდეს.

გვერდითი მოვლენები

ადგილობრივი ალერგიული რეაქციები, კონიუნქტივის ჰიპერემია.

ხანგრძლივი გამოყენებისას: რეტიკულოციტოპენია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ეითროციტოპენია; იშვიათად - აპლასტიკური ანემია, აგრანულოციტოზი.

ჭარბი დოზირება

არ არსებობს მონაცემები წამლის დოზის გადაჭარბების შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ჰემატოპოეზის დამთრგუნველ წამლებთან (სულფონამიდები, ციტოსტატიკები) ერთდროული მიღება, რომლებიც გავლენას ახდენენ ღვიძლში მეტაბოლიზმზე; სხივურ თერაპიასთან ერთად იზრდება გვერდითი მოვლენების რისკი.

ერითრომიცინთან, კლინდამიცინთან, ლინკომიცინთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება მოქმედების ურთიერთ შესუსტება იმის გამო, რომ ქლორამფენიკოლს შეუძლია თავიდან აიცილოს მათი დაკავშირება ბაქტერიული რიბოსომების 50S სუბერთეულთან.

ამცირებს პენიცილინების და ცეფალოსპორინების ანტიბაქტერიულ მოქმედებას.

სპეციალური მითითებები

არსებობს გარკვეული ინფორმაცია ოფთალმოლოგიური ფორმების გამოყენების შემდეგ ძვლის ტვინის ჰიპოპლაზიის განვითარების შესახებ (მკურნალობის დროს აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის სისტემატური მონიტორინგი).

გამოშვების ფორმა

თვალის წვეთები 0,25%.

10 მლ დაბალი წნევის პოლიეთილენისგან დამზადებულ პოლიმერულ ფლაკონებში დისპენსერის მისამაგრებელი დოზატორით და ხრახნიანი თავსახურით ან დაბალი წნევის პოლიეთილენის ან მაღალი წნევის პოლიეთილენისგან დამზადებულ პოლიმერულ საწვეთურ ფლაკონებში (2:1 თანაფარდობით) საწვეთური თავსახურით და ხრახნიანი თავსახური.

1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის ვადა

2 წელი. ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 1 თვის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

შენახვის პირობები

სინათლისგან დაცულ ადგილას 8-დან 15°C-მდე ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

საერთაშორისო დასახელება - chloramphenicol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია → ბაქტერიების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის → ანტიბიოტიკები
შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: აქტიური ნივთიერება:
ქლორამფენიკოლი (ლევომიცეტინი) - 2,5 მგ

ჩვენებები
თვალის ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ:
• კონიუქტივიტი
• ბლეფარიტი
• ბლეფაროკონიუქტივიტი
• კერატიტი
• კერატოკონიუქტივიტი

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად, ინსტილაციის გზით კონიუნქტივალურ პარკში, 1-2 წვეთი 3-4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 5-15 დღე.

გვერდითი მოვლენები
შესაძლოა განვითარდეს მსუბუქი წვის შეგრძნება, რომელიც სწრაფად გაივლის.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ჰემოპოეზის დარღვევა, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, კანის დაავადებები (ფსორიაზი, ეგზემა, სოკოვანი დაავადებები), თვალის ვირუსული და სოკოვანი დაავადებები, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, ახალშობილები 1 თვემდე, თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა.

განსაკუთრებული მითითებები
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება საპროფილაქტიკოდ.
სიფრთხილით ენიშნებათ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ციტოსტატიკებით და იტარებენ სხივურ თერაპიას.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
სისხლის მიმოქცევაზე მისი დამრთგუნველი მოქმედებიდან გამომდინარე, არაა რეკომენდირებული ლევომიცეტინის ერთობლივი მიღება სულფანილამიდურ საშუალებებთან.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები არ გამოვლენილა.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ლევომიცეტინ-AKOC0.25%10მლ თვ/წ
  • სახელი: ლევომიცეტინ-AKOC0.25%10მლ თვ/წ
  • მწარმოებელი: «Sintez» OJSC (რუსეთი)
  • შეფუთვა: 0,25% 10მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
Aversi 1.9 ლ
ლევომიცეტინი-აკოს წვეთები თვალის 0.25% 10მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ლევომიცეტინი-აკოს წვეთები თვალის 0.25% 10მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: «Sintez» OJSC (რუსეთი)
  • შეფუთვა: 0,25% 10მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
Pharmadepot 1.93 ლ
Levomicetin - ლევომიცეტინი თვალის წვეთები 0.25% 10მლ-AC
  • სახელი: Levomicetin - ლევომიცეტინი თვალის წვეთები 0.25% 10მლ-AC
  • მწარმოებელი: «Sintez» OJSC (რუსეთი)
  • შეფუთვა: 0,25% 10მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
PSP 1.93 ლ

GPC 1.93 ლ