დიოვანი - Diovan
დიოვანი - Diovan

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დიოვანი

საერთაშორისოდასახელება:ვალსარტანი( VALSARTAN)

მოქმედინივთიერება: ვალსარტანი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური****ჯგუფი

ანგიოტენზინ IIრეცეპტორების ანტაგონისტების მარტივი პრეპარატები.

შემადგენლობადაგამოშვების****ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 14 და 28 ც.

1 ტაბ.

ვალსარტანი 40 მგ.

1 ტაბ.

ვალსარტანი 80 მგ.

1 ტაბ.

ვალსარტანი 160 მგ.

დამხმარენივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, კოლოიდური გაუწყლოებული სილიციუმის ორჟანგი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 8000, რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის შავი ოქსიდი (E172, მხოლოდ 40 მგ და 160 მგ ტაბლეტებისათვის).

ფარმაკოლოგიური****თვისებები

ვალსარტანი - ანგიოტენზინ II რეცეპტორების აქტიური და სპეციფიკური ანტაგონისტია, რომელიც გამოიყენება პერორალურად. იგი შერჩევითად მოქმედებს AT1 რეცეპტორებზე, რომლებიც პასუხისმგებელია ანგიოტენზინ II-ის ცნობილ ეფექტებზე. ვალსარტანით AT1რეცეპტორების ბლოკადის შედეგად, ანგიოტენზინ II-ის შრატისმიერი დონის გაზრდამ შესაძლებელია, გამოიწვიოს თავისუფალი AT2 რეცეპტორების სტიმულირება, რაც აწონასწორებს AT1 რეცეპტორების ეფექტს. ვალსარტანი AT1 რეცეპტორების მიმართ რაიმე გამოხატულ აგონისტურ აქტიურობას არ ამჟღავნებს. AT1 რეცეპტორებისადმი ვალსარტანის სწრაფვა დაახლოებით 20 000-ჯერ მეტია, ვიდრე AT2 რეცეპტორებისადმი.

ვალსარტანი არ აინჰიბირებს ანგიოტენზინგარდამქმნელ ფერმენტს (აგფ), ე.წ. კინინაზა II-ს, რომელიც ანგიოტენზინ I-ს გარდაქმნის ანგიოტენზინ II-ად და შლის ბრადიკინინს. პრეპარატის გამოყენება არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას, პულსის სიხშირის ცვლილების გარეშე.

პერორალური მიღების შემდეგ ჰიპოტენზული მოქმედების დაწყება აღინიშნება 2 საათის განმავლობაში და მაქსიმუმს აღწევს 4-6 საათის განმავლობაში. პრეპარატის მიღების შემდეგ ანტიჰიპერტენზული მოქმედება გრძელდება 24 სთ-ზე მეტი ხნის განმავლობაში. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ და გრძელდება ხანგრძლივი თერაპიის დროს.

პრეპარატის ჰიდროქლორთიაზიდთან კომბინირებისას ადგილი აქვს არტერიული წნევის დამატებით დაქვეითებას.

პრეპარატის მიღების უეცარ შეწყვეტას თან არ ახლავს მოხსნის სინდრომის განვითარება. არტერიული ჰიპერტონიით დაავადებულებში, პრეპარატის კურსობრივი გამოყენებისას დადგინდა, რომ პრეპარატი არსებით გავლენას არ ახდენს საერთო ქოლესტერინის, შარდმჟავას დონეზე, ასევე უზმოზე გამოკვლევისას - სისხლის შრატში ტრიგლიცერიდებისა და გლუკოზის კონცენტრაციაზე.

პრეპარატის გამოყენება იწვევს გულის უკმარისობის მიზეზით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების შემცირებას, გულის უკმარისობის პროგრესირების შენელებას, NYHA კლასიფიკაციის მიხედვით ფუნქციონალური კლასის გაუმჯობესებას, გადასროლის ფრაქციის გაზრდას. ასევე გულის უკმარისობის ნიშნებისა და სიმპტომების შემცირებას და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას პლაცებოსთან შედარებით.

VALIANT გამოკვლევამ აჩვენა ვალსარტანის, ისევე როგორც კაპტოპრილის ეფექტურობა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ სიკვდილიანობის საერთო დაქვეითებაში. ასევე ვალსარტანი ეფექტური იყო გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების შედეგად სიკვდილის შემთხვევების შემცირებაში და დადებითად მოქმედებდა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორიცაა გულ-სისხლძარღვოვანი სიკვდილის პირველ პათოლოგიურ გამოვლინებამდე დროის პერიოდი, გულის უკმარისობის შედეგად ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების შემცირებაში და მიოკარდიუმის მორეციდივე ინფარქტის შემთხვევების შემცირებაში.

ვალსარტანის კაპტოპრილთან კომბინაციით მიღებული ეფექტი არ აღემატება მხოლოდ კაპტოპრილით მიღებულ ეფექტს. ასაკის, სქესის, რასობრივი კუთვნილების, მკურნალობის ან ძირითადი დაავადების მიხედვით არანაირი განხვავებები საერთო სიკვდილიანობაში არ აღნიშნულა.

ვალსარტანი, ისევე როგორც კაპტოპრილი, ეფექტური იყო სიკვდილის შემთხვევების შემცირებაში, რომელიც გამოწვეული იყო მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, ნებისმიერი მიზეზით. ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სიკვდილის შემხთვევები ერთნაირი იყო ვალსარტანის (19.9%) კაპტოპრილის (19.5%) ჯგუფებში და ჯგუფში ვალსარტანი+კაპტოპრილი (19.3%). ვალსარტანის ეფექტურობა გამოვლინდა გულ- სისხსლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების შემცირებით, ასევე გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის, მიოკარდიუმის ინფარქტის რეციდივების, რეანიმირებული გულის გაჩერების შემთხვევების შემცირებით.

გარდა ამისა, ვალსარტანი+კაპტოპრილის კომბინაციით, ვალსარტანით მონოთერაპიის და კაპტოპრილით მონოთერაპიის ეფექტურობა დადასტურდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ბეტა-ბლოკატორებს.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის პერორალური მიღების შემდეგ ვალსარტანი სწრაფად შეიწოვება. თუმცა შეწოვის ხარისხი ფართო საზღვრებშიი ვარირებს. პრეპარატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 23%-ს, ვალსარტანის ფარმაკოკინეტიკურ მრუდს აქვს დაღმავალი მულტიექსპონენციალური ხასიათი (t1/2α< 1სთ და t1/2 β დაახლოებით 9 სთ).

შესწავლილი დოზების დიაპაზონში ვალსარტანის კინეტიკას აქვს ხაზოვანი ხასიათი. პრეპარატის განმეორებითი მიღებისას კინეტიკური მაჩვენებლების ცვლილებები არ აღნიშნულა. პრეპარატის დღეში ერთხელ მიღებისას კუმულაცია უმნიშვნელოა. პრეპარატის კონცენტრაცია ქალისა და მამაკაცის სისხლის პლაზმაში ერთნაირია.

ვალსატრანი მნიშვნელოვანი ხარისხით (94-97%) უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს, უპირატესად ალბუმინებს. წონასწორული მდგომარეობის პერიოდში განაწილების მოცულობა დაბალია (დაახლოებით 17 ლ). თირკმლის სისხლის მიმოქცევასთან შედარებით (დაახლოებით 30 მლ/სთ), ვალსარტანის პლაზმური კლირენსი შედარებით დაბალია (დაახლოებით 2 ლ/სთ). ვალსარტანის განავალთან გამოყოფა შეადგენს 70%-ს (შიგნით მიღებული დოზის სიდიდით); შარდთან გამოიყოფა დაახლოებით 30%, უპირატესად უცვლელი სახით.

საკვებთან ვალსარტანის მიღების დროს მრუდის "კონცენტრაცია - დროს"(AUC) ქვევით მდებარე ფართი მცირდება 48%-ით, თუმცა პრეპარატის მიღებიდან 8 საათის შემდეგ ვალსარტანის კონცენტრაციები პლაზმაში, მისი მიღებისას უზმოზე, ასევე საკვებთან ერთად, - ერთნაირია. ამასთანავე, მრუდის "კონცენტრაცია - დროს" ქვევით მდებარე ფართის შემცირებას თან არ ახლავს თერაპიული ეფექტის კლინიკურად მნიშვნელოვანი დაქვეითება. ამიტომ პრეპარატის მიღება შეიძლება როგორც უზმოზე, ასევე ჭამის დროს.

ვალსარტანის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის საშუალო დრო და ნახევარგამოყოფის პერიოდი გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში და ჯანმრთელ მოხალისეებში ერთნაირია. მრუდი "კონცენტრაცია - დროს" (AUC) ქვევით მდებარე ფართის და ვალსარტანის მაქსიმალური კონცენტრაციის სიდიდეები იზრდება ხაზობრივად და თითქმის დოზის გაზრდის პროპორციულად კლინიკური დიაპაზონის ზევით (40-160 მგ დღეში 2-ჯერ). კუმულაციის კოეფიციენტი შეადგენს საშუალოდ 1.7. ვალსარტანის კლირენსი შიგნით მიღების შემდეგ შეადგენს დაახლოებით 4.5 ლ/სთ. ასაკი გავლენას არ ახდენს პრეპარატის კლირენსზე გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ხანდაზმულიასაკისპაციენტები

ხანდაზმული ასაკის ზოგიერთ პაციენტში ვალსარტანის სისტემური ზემოქმედება რამდენადმე უფრო გამოხატული იყო, ვიდრე ახალგაზრდა ასაკის ავადმყოფებში, თუმცა განსხვავება კლინიკურად უმნიშვნელოა.

პაციენტებითირკმლისფუნქციისდარღვევებით

გამოვლენილი არ ყოფილა კორელაცია თირკმლის ფუნქციასა და ვალსარტანის სისტემურ ზემოქმედებას შორის. ამიტომ ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით, პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის. ჯერჯერობით არ ჩატარებულა პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის გამოკლევა პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე. თუმცა, ვალსარტანს გააჩნია პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაღალი ხარისხი, ამიტომ მისი გამოდევნა ჰემოდიალიზის დროს ნაკლებსარწმუნოა.

პაციენტებიღვიძლისფუნქციისდარღვევებით****

პრეპარატის შეწოვილი დოზის დაახლოებით 70% ექსკრეტირდება ნაღველთან, უპირატესად უცვლელი სახით. ვალსარტანი მნიშვნელოვან ბიოტრანსფორმაციას არ განიცდის და მისი სისტემური ზემოქმედება კორელაცაში არ არის ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ხარისხთან. ამიტომ არაბილიარული წარმოშობის ღვიძლის უკმარისობით დაავადებულებში და ქოლესტაზის არარსებობისას, ვალსარტანის დოზის კორექცია საჭირო არ არის. ნაჩვენები იყო, რომ ღვიძლის ციროზით ან ნაღვლგამომყოფი გზების ობსტრუქციით დაავადებულებში, ვალსარტანის AUC დაახლოებით 2-ჯერ მატულობს.

ჩვენებები

ჰიპერტენზია: ჰიპერტენზიის მკურნალობა.

გულის უკმარისობა: გულის უკმარისობის თერაპია (II-IV კლასის, ნიუ-იორკის კარდიოლოგთა ასოციაციის (NYHA) კლასიფიკაციით) ავადმყოფებში, რომლებსაც უტარდებათ ტრადიციული თერაპია დიურეზული საშუალებებით, სათითურას პრეპარატებით, ასევე აგფ სხვა ინჰიბიტორებით, ან ბეტა-ბლოკატორებით; ყველა ჩამოთვლილი პრეპარატის გამოყენება აუცილებელი არ არის.

პოსტინფარქტული მდგომარეობა: დიოვანი ნაჩვენებია მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კლინიკურად სტაბილურ პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ მარცხენა პარკუჭოვანი უკმარისობის და/ან მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქციის ნიშნები, სიმპტომები და რენტგენოლოგიური მონაცემები.

მიღებისწესებიდა****დოზირება

ჰიპერტენზია: დიოვანის რეკომენდებული დოზა შეადგენს 80 მგ ან 160 მგ დღეში ერთხელ, დამოუკიდებლად ავადმყოფის რასობრივი კუთვნილებისა, ასაკისა და სქესისა. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა მკურნალობის პირველ 2 კვირას, ხოლო მაქსიმალურ ეფექტს აღწევს 4 კვირის შემდეგ. იმ ავადმყოფებში, რომლებთანაც ვერ ხერხდება არტერიული წნევის ადეკვატური დაქვეითება, დიოვანის დღიური დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 320 მგ-მდე, ან დამატებით ინიშნება დიურეზული საშუალებები.
დიოვანის დანიშვნა შეიძლება ასევე სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად.

გულის უკმარისობა: დიოვანის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 40 მგ-ს დღეში 2-ჯერ, ყოველდღიურად. დიოვანის დოზა საჭიროა გაიზარდოს "ტიტრირების" მეთოდით 80 მგ-მდე ან 160 მგ-მდე დღეში 2-ჯერ, ანუ, მაქსიმალურ დოზამდე. დიოვანის მაქსიმალურმა დღიურმა დოზამ კლინიკურ გამოკვლევებში შეადგინა 320 მგ, რამდენიმე მიღებაზე.
გულის უკმარისობის მქონე პაციენტების მდგომარეობის შეფასება ყოველთვის ითვალისწინებს თირკმლის ფუნქციის შეფასებას.

პოსტინფარქტული მდგომარეობა: მკურნალობის დაწყება შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტიდან უკვე 12 საათის შემდეგ - 20 მგ დღეში 2-ჯერ საწყისი დოზის შემდეგ, ვალსარტანის დოზას ზრდიან 40 მგ-მდე, 80 მგ და 160 მგ-მდე დღეში 2-ჯერ, შემდგომი რამოდენიმე კვირის განმავლობაში. საწყისი დოზის მისაღებად 40 მგ ტაბლეტი იყოფა შუაზე.
სტანდარტული მაქსიმალური დოზაა 160 მგ დღეში 2-ჯერ. საერთოდ, რეკომენდებულია, რომ პაციენტები ღებულობდნენ 80 მგ დღეში 2-ჯერ 2 კვირის განმავლობაში მკურნალობის დაწყებიდან, და, რომ სამი თვის განმავლობაში მიღწეულ იქნას მაქსიმალური დოზა, დოზის ტიტრირების პერიოდში ვალსარტანის ამტანობიდან გამომდინარე. თუკი წარმოიქმნება სიმპტომური ჰიპოტენზია ან თირკმლისმიერი დისფუნქცა, საჭიროა დოზის შემცირების საკითხის განხილვა.

ვალსარტანის გამოყენება ნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ ღებულობდნენ სხვა პრეპარატებს, მაგალითად, თრომბოლიზურ საშუალებებს, აცეტილსალიცილის მჟავას, ბეტა-ბლოკატორებსა და სტატინებს.
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ პაციენტების მდგომარეობის შეფასება ყოველთვის ითვალისწინებს თირკმლის ფუნქციის შეფასებას.

შენიშვნა ყველა ჩვენების მიმართ: თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ქოლესტაზის გარეშე, პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ბავშვებში და მოზარდებში (18 წლამდე ასაკის) დიოვანის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

გვერდითი****მოვლენები

ჰიპერტენზია: პლაცებო-კონტროლირებად გამოკვლევებში არასასურველი მოვლენების საერთო სიხშირე შეპირისპირებული იყო პლაცებოსთან.

6 თვიანმა გაფართოებულმა გამოკვლევებმა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ ჰიპერტენზიის მქონე პაციენტები, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს დოზით 320 მგ, აჩვენა პლაცებო-კონტროლირებად გამოკვლევებში გამოვლენილთან შეპირისპირებული გვერდითი მოვლენების საერთო რიცხვი.

გათვალისწინებულია აგრეთვე პოსტმარკეტინგული მონაცემები პრეპარატის გვერდითი რეაქციების შესახებ ჰიპერტეზიის მქონე პაციენტებში.

გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით _:_ძალიან ხშირად _(≥ 1/10),_ხშირად _(≥ 1/100-_დან _ <1/10-_მდე _),_არახშირად _(≥ 1/1000-_დან _ <1/100-_მდე _),_იშვიათად _(≥ 1/10000-_დან _ <1/1000-_მდე _),_ძალიან იშვიათი _( < 1/10000), _უცნობია _(_არ შეიძლება შეფასდეს არსებულიმონაცემების საფუძველზე ).

ინფექციები და ინვაზიები: ხშირად: ვირუსული ინფექციები: იშვიათად - ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ფარინგიტები, სინუსიტები; ძალიან იშვიათად - რინიტები.

სისხლის მიმოქცევისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ხშირად - ნეიტროპენია; ძალიან იშვიათად - თრომბოციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, შრატისმიერი დაავადებების ჩათვლით.

ნივთიერებათა ცვლის დარღვევები: არახშირად - ჰიპერკალიემია.

ფსიქიკის დარღვევები: არახშირად - უძილობა, ლიბიდოს დაქვეითება.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - პოსტურალური თავბრუსხვევა; არახშირად -თავბრუსხვევა; იშვიათად - ვერტიგო. ძალიან იშვიათად - თავის ტკივილი.

ლაბირინთული და მხედველობის მხრივ დარღვევები: არახშირად - ვერტიგო.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად - ორთოსტატული ჰიპოტენზია; არახშირად -გულის უკმარისობა, ჰიპოტენზია; ძალიან იშვიათად - ვასკულიტი.

სასუნთქი სისტემის მხრივ: არახშირად - ხველა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: არახშირად - დიარეა, ტკივილი მუცელში; ძალიან იშვიათად - გულისრევა.

კანისა და კანქვეშა დარღვევები: ძალიან იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ქავილი.

ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: არახშირად - ტკივილი ზურგში; ძალიან იშვიათად ართრალგია, მიალგია.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - თირკმლის ფუნქციის დარღვევები, თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა.

ზოგადი დარღვევები: არახშირად - სისუსტე, ასთენია, შეშუპება.

გულის****უკმარისობა

ორმაგ არახანგრძლივ გამოკვლევებში, რომელიც ჩაუტარდათ გულის უკმარისობით დაავადებულებს, ასევე Val HeFT გამოკვლევის პირველი 4 თვის მონაცემებით, პრეპარატს გარკვეული კავშირი ჰქონდა ზემოთ აღწერილი გვერდითი მოვლენების წარმოქმნასთან, რომელიც აღინიშნა 1%-ზე მეტი სიხშირით და უფრო ხშირად იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს. ყველა ავადმყოფს უტარდებოდა გულის უკმარისობის სტანდარტული თერაპია, ხშირად კომპლექსური თერაპია, რომელიც ითვალისწინებდა დიურეზულ საშუალებებს, სათითურას პრეპარატებს, ბეტა-ბლოკატორების ან აგფ-ინჰიბიტორებს.

გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში ვალსარტანის ხანგრძლივი გამოყენების დროს დამატებითი გვერდითი ეფექტები არ აღნიშნულა.

პოსტინფარქტული****მდგომარეობები

ორმაგ ბრმა რანდომიზირებული, აქტიურად კონტროლირებად VALIANT გამოკვლევებში, რომელიც ჩატარდა პარალელურ ჯგუფებში, ადარებდნენ ვალსარტანით, კაპტოპრილით და მათი კომბინირებით ხანგრძლივი მკურნალობის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას მაღალი რისკის მქონე პაციენტებში მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ. ვალსარტანის უსაფრთხოების პროფილი შეესაბამებოდა პრეპარატის ფარმაკოლოგიურ თვისებებს და დაავადების ეტიოლოგიას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ რისკის ფაქტორებს და დაავადების კლინიკურ სურათს იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ. სერიოზული გვერდითი მოვლენები ვითარდებოდა უპირატესად გულ- სისხლძარღვთა სისტემის მხრივ და უმრავლეს შემთხვევაში დაკავშირებული იყო ძირითად დაავადებასთან, რაც აისახებოდა პირველადი ეფექტურობით, ლეტალური გამოსავლის ყველა შემთხვევებში. გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ იწვევენ ლეტალურ გამოსავალს და რომლებიც სავარაუდოდ უკავშირდება გამოსაკვლევ ნივთიერებას, ვითარდებოდა ≥0.1% შემთხვევებში. ამ მოვლენებს მიეკუთვნება ჰიპოტენზია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

გვერდითი მოვლენების განვითარების გამო მკურნალობა შეუწყდა 5.8% პაციენტს, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს, და 7.7% პაციენტს, რომლებიც ღებულობდნენ კაპტოპრილს.

ლაბორატორიულიგამოკვლევისშედეგები****

იშვიათ შემთხვევებში ვალსარტანის გამოყენებას შესაძლებელია თან ახლდეს ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დაქვეითება. კონტროლირებად კლინიკურ გამოკვლევებში 0.8% და 0.4% პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ დიოვანს, აღინიშნა ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის არსებითი დაქვეითება (>20%), იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს, ჰემატოკრიტის და ჰემოგლობინის დაქვეითება აღნიშნა შემთხვევათა 0.1%-ში.

ნეიტროპენია გამოვლინდა 1.9% პაციენტებში, რომლებიც ღებულობდენ ვალსარტანს და 1.6% პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ-ინჰიბიტორს.

კონტროლირებად კლინიკურ გამოკვლევებში ჰიპერტენზიის მქონე ავადმყოფებში გამოვლინდა კრეატინინის, კალიუმისა და საერთო ბილირუბინის დონეთა არსებითი მატება სისხლის შრატში, შესაბამისად 0.8% 4.4% და 6% პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ დიოვანს, და 1.6%, 6.4% და 12.9% პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ- ინჰიბიტორებს. არსებობს ცნობები ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების მომატების შემთხვევებისა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს. გულის უკმარისობის დროს კრეატინინის დონის მომატება 50%-ზე ზევით აღინიშნა პაციენტთა 3.9%-ში, რომლებიც ღებულობდნენ დიოვანს, პლაცებოს ჯგუფის 0.9%-თან შედარებით. ამასთან შრატში კალიუმის დონის მომატება 2-ჯერ და მეტად აღინიშნა 10.0% პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ დიოვანს, და 5.1% პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს. 4.2% პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ვალსატრანს, 4.8% პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს და კაპტოპრილს ერთად, და 3.4% პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ კაპტოპრილს პოსტინფარქტულ პერიოდში, აღინიშნა კრეატინინის დონის გაზრდა შრატში 2-ჯერ. გულის უკმარისობის გამოკვლევებში, შარდოვანას აზოტის დონის მომატება აღინიშნა 16.6% პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს, და 6.3% პაციენტებში პლაცებოს ჯგუფში.

უკუჩვენებები

ვალსარტანის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ორსულობა.

ორსულობადალაქტაცია

ანგიოტენზინ II ანტაგონისტების მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით არ გამოირიცხება რისკის არსებობა ნაყოფისათვის. ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების მოქმედება საშვილოსნოზე, მათი მიღებისას ორსულებში მეორე და მესამე ტრიმესტრში იწვევს ნაყოფის დაზიანებასა და სიკვდილს. არსებობს ცნობები თვითნებური აბორტის, წყალნაკლებობის და ახალშობილში თირკმლის ფუნქციის დაზიანების შემთხვევის შესახებ, როდესაც ორსულმა ქალებმა შემთხვევით მიიღეს ვალსარტანი. დიოვანი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პრეპარატი, რომელიც უშუალო გავლენას ახდენს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში.

თუკი ორსულობა გამომჟღავნდა დიოვანით მკურნალობის პერიოდში, საჭიროა პრეპარატის სასწრაფოდ მოხსნა.

ცნობილი არ არის, აღწევს თუ არა ვალსარტანი დედის რძეში. ამიტომ რეკომენდებული არ არის დიოვანის გამოყენება ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული****მითითებები

პაციენტებიორგანიზმშინატრიუმისდა/ანცირკულირებადისისხლისმოცულობისდეფიციტით: პაციენტებში, რომელთაც ორგანიზმში აღენიშნებათ ნატრიუმის და/ან ცირკულირებადი სისხლის მოცულობის გამოხატული დეფიციტი, მაგალითად, დიურეზული საშუალებების მაღალი დოზების მიღებისას, იშვიათ შემთხვევებში დიოვანით მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია. დიოვანით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ჩატარდეს ორგანიზმში ნატრიუმის შემცველობის და/ან ცირკულირებადი სისხლის მოცულობის კორექცია, მაგალითად, დიურეზული საშუალებების დოზის შემცირების გზით.

ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში საჭიროა პაციენტი დავაწვინოთ და, საჭიროების მიხედვით ჩავატაროთ ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენური ინფუზია. არტერიული წნევის სტაბილიზაციის შემდეგ, დიოვანით მკურნალობა შესაძლებელია განახლდეს.

თირკმლისარტერიისსტენოზი : თირკმლის არტერიის ცალმხრივი სტენოზის შედეგად მეორადად განვითარებული რენოვასკულური ჰიპერტენზიის მქონე 12 ავადმყოფთან ხანმოკლე კურსით დიოვანის მიღება არ იწვევს თირკმლის ჰემოდინამიკის, სისხლის შრატში კრეატინინის დონის ან სისხლის შარდოვანას აზოტის რაიმე არსებით ცვლილებას. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა სამკურნალო საშუალებებმა, რომლებიც გავლენას ახდენენ რენინგ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, შესაძლებელია გამოიწვიონ შარდოვანას და კრეატინინის დონეთა მომატება თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზით დაავადებულ ავადმყოფთა სისხლის შრატში, უსაფრთხოებისათვის რეკომენდებულია ამ მაჩვენებლების სისტემატური კონტროლი.

თირკმლისფუნქციისდარღვევა**:** პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის. თუმცა გამოხატული დარღვევების დროს (კრეატინინის კლირენსი

ღვიძლისფუნქციისდარღვევა**:** ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში საჭირო არ არის პრეპარატის დოზის კორექცია. ვალსარტანი ძირითადად უცვლელი სახით გამოიყოფა ნაღველთან, და ნაჩვენები იყო, რომ ნაღველგამომყოფი გზების ობსტრუქციის მქონე პაციენტებში ვალსარტანის კლირენსი დაქვეთიებულია. საჭიროა გარკვეული სიფრთხილე ვალსარტანის დანიშვნისას პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ნაღვლგამომყოფი გზების ობსტრუქცია.

გულისუკმარისობა: პოსტინფრაქტული მდგომარეობა: პაციენტებში, რომელთაც გულის უკმარისობა ან პოსტინფარქტული მდგომარეობა აღენიშნებათ და რომლებიც დიოვანს ჩვეულებრივი დოზებით ღებულობდნენ, აღინიშნება არტერიული წნევის უმნიშვნელო დაქვეითება, მაგრამ თერაპიის შეწყვეტა ხანგრძლივი სიმპტომური თერაპიის გამო, როგორც წესი, საჭირო არ არის, თუკი გამოიყენებთ პრეპარატის დოზირების ინსტრუქციას. სიფრთხილეა საჭირო გულის უკმარისობით დაავადებულ ან პოსტინფარქტული მდგომარეობის მქონე პაციენტებში, რომლებიც იწყებენ მკურნალობას პრეპარატით.

მგრძნობიარე პაციენტებში რენინ-ანგიოტენზინალდოსტერონის სისტემის ინჰიბირების შედეგად, შესაძლებელია თირკმლის ფუნქციის ცვლილება გულის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, რომელთა თირკმლის ფუნქცია დამოკიდებულია რენინ- ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტიურობაზე; აგფ-ინჰიბიტორებით და ანგიოტენზური რეცეპტორების ანტაგონისტებით მკურნალობას შესაძლებელია თან ახლდეს ოლიგურია და/ან აზოტემია და (იშვიათად) თირკმლის მწვავე უკმარისობა და/ან ლეტალური გამოსავალი. გულის უკმარისობით დავაადებული ან პოსტინფარქტული მდგომარეობის მქონე პაციენტების მდგომარეობის შეფასება ყოველთვის ითვალისწინებს თირკმლის ფუნქციის მდგომარეობის შეფასებას.

სიფრთხილეა საჭირო გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში აგფ, ბეტა- ბლოკატორებისა და ვალსარტანის სამმაგი კომბინაციის გამოყენების დროს.

ჭარბი****დოზირება

დიოვანის დოზის გადაჭარბების შედეგად შესაძლებელია განვითარდეს გამოხატული ჰიპოტენზია, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს გონების დათრგუნვა, კოლაფსი და/ან შოკი. თუკი პრეპარატის მიღებიდან დიდი დრო არ არის გასული, საჭიროა ღებინების გამოწვევა. ჰიპოტენზიის დროს თერაპიის ჩვეული მეთოდია ვენაში ფიზიოლოგიური ხსნარის შეყვანა. ორგანიზმიდან ვალსარტანის გამოდევნის შესაძლებლობა ჰემოდიალიზით ნაკლებად სარწმუნოა.

ავტომანქანისტარებისდამექანიზმებთანმუშაობისუნარზეგავლენა****

დიოვანის, ისევ როგორც სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალების დანიშვნის დროს, რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ავტომობილის ტარების და მექანიზმების მართვის დროს.

სხვაწამლებთანურთიერთქმედება

კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები არ არის დადგენილი. კლინიკურ გამოკვლევებში შესწავლილი იყო შემდეგი პრეპარატები: ციმეტიდინი, ვარფარინი, ფუროსემიდი, დიგოქსინი, ატენოლოლი, ინდომეტაცინი, ჰიდროქლორთიაზიდი, ამილორიდი და გლიბენკლამიდი.

ვინაიდან დიოვანი არ განიცდის რამე არსებით მეტაბოლიზმს, ნაკლებად სარწმუნოა მეტაბოლიზმის დონეზე მისი კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც ციტოქრომ P450 სისტემის ინჰიბირებას ან ინდუქციას განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ ვალსარტანი მნიშვნელოვანი ხარისხით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, in vitro გამოკვლევებში გამოვლენილი არ ყოფილა მოცემულ დონეზე რაიმე ურთიერთმოქმედებები მოლეკულათა მთელ რიგთან, რომელთაც ისეთივე მაღალი ხარისხის კავშირი გააჩნიათ პლაზმის ცილებთან, მაგალითად, დიკლოფენაკთან, ფუროსემიდთან და ვარფარინთან.

კალიუმშემნახველდიურეზულისაშუალებები (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი)

კალიუმის პრეპარატების ან კალიუმის შემცველი მარილების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს კალიუმის კონცენტრაციის გაზრდა სისხლის შრატში. თუკი ასეთი კომბინირებული მკურნალობა აუცილებელია, საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

შენახვის****პირობები

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობისვადა: 3 წელი.

აფთიაქიდანგაცემისპირობები

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი

NOVARTIS PHARMA AG,

შემადგენლობა: ერთი შემოგარსული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ვალსარტანს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები.

ჩვენებები: მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა მოზრდილებში, ბავშვებსა და მოზარდებში 6-დან 18 წლამდე, მოზრდილი პაციენტების მკურნალობა უახლოეს 12 საათიდან 10 დღემდე გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით, მოზრდილი პაციენტები სიმპტომური გულის უკმარისობით.

დოზირება და მიღების წესი: მოწოდებულია შიგნით მისაღებად, ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს, საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით. შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე მიღება. აღნიშნული პრეპარატი მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციების ზუსტი დაცვით. ჰიპერტონული დაავადების მქონე მოზრდილები: 80 მგ დღეში. ჰიპერტონული დაავადების მქონე ბავშვები და მოზარდები (6-18 წელი): პაციენტებისთვის, რომელთა წონა 35 კგ-ზე ნაკლებია, ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 40 მგ ვალსარტანს დღეში ერთხელ. 35 კგ-ზე მეტი წონის პაციენტებში - 80 მგ ვალსარტანი დღეში ერთხელ. მოზრდილი პაციენტები, რომელთაც უახლოს პერიოდში გადატანილი აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი: ინფარქტის შემდგომი მკურნალობა ზოგადად იწყება 12 საათის შემდეგ, ჩვეულებრივ დაბალი დოზით - 20 მგ დღეში 2-ჯერ. მკურნალმა ექიმმა დოზა შესაძლებელია თანდათან გაიზარდოს რამდენიმე კვირის განმავლობაში მაქსიმუმ 160 მგ- მდე 2-ჯერ დღეში. საბოლოო დოზა დგინდება ინდივიდუალურად. გულის უკმარისობის მქონე მოზრდილი პაციენტები: მკურნალობა ზოგადად იწყება 40 მგ-ით 2-ჯერ დღეში. ექიმის რეკომენდაციით შესაძლებელია დოზის გაზრდა მაქსიმუმ 160 მგ-მდე დღეში 2-ჯერ ან კომბინაციაში სხვა პრეპარატთან ერთად დანიშვნა.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ვალსარტანის, სოიოს, მიწის თხილის ან ამ მედიკამენტის შემადგენელი სხვა ინგრედიენტების მიმართ, ღვიძლის მძიმე დაავადება; ორსულობის ბოლო 6 თვე.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.

შემადგენლობა: ერთი შემოგარსული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ვალსარტანს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები.

ჩვენებები: მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა მოზრდილებში, ბავშვებსა და მოზარდებში 6-დან 18 წლამდე, მოზრდილი პაციენტების მკურნალობა უახლოეს 12 საათიდან 10 დღემდე გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით, მოზრდილი პაციენტები სიმპტომური გულის უკმარისობით.

დოზირება და მიღების წესი: მოწოდებულია შიგნით მისაღებად, ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს, საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით. შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე მიღება. აღნიშნული პრეპარატი მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციების ზუსტი დაცვით. ჰიპერტონული დაავადების მქონე მოზრდილები: 80 მგ დღეში. ჰიპერტონული დაავადების მქონე ბავშვები და მოზარდები (6-18 წელი): პაციენტებისთვის, რომელთა წონა 35 კგ-ზე ნაკლებია, ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 40 მგ ვალსარტანს დღეში ერთხელ. 35 კგ-ზე მეტი წონის პაციენტებში - 80 მგ ვალსარტანი დღეში ერთხელ. მოზრდილი პაციენტები, რომელთაც უახლოს პერიოდში გადატანილი აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი: ინფარქტის შემდგომი მკურნალობა ზოგადად იწყება 12 საათის შემდეგ, ჩვეულებრივ დაბალი დოზით - 20 მგ დღეში 2-ჯერ. მკურნალმა ექიმმა დოზა შესაძლებელია თანდათან გაიზარდოს რამდენიმე კვირის განმავლობაში მაქსიმუმ 160 მგ- მდე 2-ჯერ დღეში. საბოლოო დოზა დგინდება ინდივიდუალურად. გულის უკმარისობის მქონე მოზრდილი პაციენტები: მკურნალობა ზოგადად იწყება 40 მგ-ით 2-ჯერ დღეში. ექიმის რეკომენდაციით შესაძლებელია დოზის გაზრდა მაქსიმუმ 160 მგ-მდე დღეში 2-ჯერ ან კომბინაციაში სხვა პრეპარატთან ერთად დანიშვნა.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ვალსარტანის, სოიოს, მიწის თხილის ან ამ მედიკამენტის შემადგენელი სხვა ინგრედიენტების მიმართ, ღვიძლის მძიმე დაავადება; ორსულობის ბოლო 6 თვე.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს 40 მგ, 80 მგ ან 160 მგ ვალსარტანს;
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 8000, რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), რკინის ოქსიდი შავი (E172; მხოლოდ 40 მგ და 160 მგ ტაბლეტებისათვის).
ქიმიური სახელწოდება: (S)-N-ვალერილ-N-{[2’-(1H-ტეტრაზოლ-5-ილ) ბიფენილ-4-ილ]მეთილ}-ვალინი;

ფარმაკოლოგიური****თვისებები
ვალსარტანი წარმოადგენს შიგნით მისაღებ, ანგიოტენზინ II რეცეპტორების აქტიურ სპეციფიურ ანტაგონისტს. იგი შერჩევით მოქმედებს AT1 ქვეტიპის რეცეპტორებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ანგიოტენზინ II-ის ცნობილ ეფექტებს. ვალსარტანით AT1 რეცეპტორების ბლოკადის შემდეგ პლაზმაში ანგიოტენზინ II მომატებულმა დონემ შეიძლება მოახდინოს არაბლოკირებული AT2 რეცეპტორების სტიმულაცია, რომლებიც აწონასწორებს AT1 რეცეპტორების ეფექტს. ვალსარტანი არ ავლენს რაიმე გამოხატულ აგონისტურ აქტივობას AT1 ქვეტიპის რეცეპტორებზე. AT2 ქვეტიპის რეცეპტორებთან შედარებით, AT1 ქვეტიპის რეცეპტორების მიმართ ვალსარტანის მსგავსება არის დაახლოებით 20000-ჯერ მეტი.
ვალსარტანი არ აინჰიბირებს აგფ (ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტი), რომელიც ასევე ცნობილია კინინაზა II-ის სახელით; იგი გარდაქმნის ანგიოტენზინ I-ს ანგიოტენზინ II-ში და შლის ბრადიკინინს. ამის შედეგად, ჰიპერტენზიის მქონე პირებში პრეპარატის გამოყენებისას არტერიული წნევის დაწევა ხდება პულსის სიხშირეზე ზემოქმედების გარეშე.
ჰიპოტენზიული მოქმედება ვლინდება მისი შიგნით მიღებიდან 2 საათის ფარგლებში, მაქსიმუმ – 4-6 საათის შემდეგ. პრეპარატის შიგნით მიღების შემდეგ ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ნარჩუნდება 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ და ნარჩუნდება ხანგრძლივი თერაპიისას. ჰიდროქლოროთიაზიდთან პრეპარატის კომბინაციისას მიიღწევა არტერიული წნევის დამატებითი დაქვეითება.
პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას თან არ ახლავს მოხსნის სინდრომის განვითარება. არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პირებში პრეპარატის კურსის გამოყენებისას დადგინდა, რომ პრეპარატი არ ავლენდა მნიშვნელოვან ზემოქმედებას საერთო ქოლესტერინისა და შარდმჟავას დონეზე, უზმოზე კვლევისას კი – გლუკოზისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციაზე სისხლის შრატში.
პრეპარატის გამოყენება იწვევს გულის უკმარისობის მიზეზით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების შემცირებას, გულის უკმარისობის პროგრესირების შენელებას, NYHA კლასიფიკაციით ფუნქციური ჯგუფის გაუმჯობესებას, განდევნის ფრაქციის ზრდას, ასევე გულის უკმარისობის ნიშნებისა და სიმპტომების შემცირებას და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას პლაცებოსთან შედარებით.
VALIANT – კვლევებმა აჩვენა, რომ, კაპტოპრილის მსგავსად, ვალსარტანის გამოყენებისას მცირდება მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ვალსარტანი, ასევე ეფექტური იყო გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის შედეგად სიკვდილიანობის შემთხვევების შემცირებაში; ის დადებითად მოქმედებდა ისეთ მაჩვენებელზე, როგორიც არის გულის უკმარისობის შედეგად ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებისა და მიოკარდიუმის რეციდიული ინფარქტის შემთხვევების შემცირება.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის შიგნით მიღებისას ვალსარტანი სწრაფად შეიწოვება, თუმცა შეწოვის ხარისხი ვარირებს ფართო საზღვრებში. პრეპარატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 23%. ვალსარტანის ფარმაკოკინეტიკურ მრუდს აქვს დაღმავალი მულტიექსპონენციური ხასიათი (t½ɑ < 1 სთ და t½β დაახლოებით 9 სთ).
შესწავლილი დოზების დიაპაზონში ვალსარტანის კინეტიკა ავლენს ხაზოვან ხასიათს. პრეპარატის განმეორებითი მიღებისას კინეტიკური მაჩვენებლების ცვლილება არ გამოვლენილა. პრეპარატის დღეში ერთხელ გამოყენებისას კუმულაცია არის უმნიშვნელო. პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის შრატში ქალებსა და მამაკაცებში იყო ერთნაირი.
ვალსარტანი მნიშვნელოვანი ხარისხით (94-97%) უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს, ძირითადად, ალბუმინს. წონასწორობის მდგომარეობის პერიოდში განაწილების მოცულობა არის დაბალი (დაახლოებით 17 ლ). ღვიძლის სისხლის მიმოქცევასთან შედარებით (დაახლოებით 30 ლ/სთ), ვალსარტანის შრატისმიერი კლირენსი მიმდინარეობს შედარებით ნელა (დაახლოებით 2 ლ/სთ). განავლით გამოიყოფა ვალსარტანის 70% (შიგნით მიღებული დოზის რაოდენობიდან). შარდით გამოიყოფა დაახლოებით 30%, ძირითადად შეუცვლელი სახით.
საკვებთან ერთად ვალსარტანის დანიშვნისას, ფართი მრუდის ქვეშ „კონცენტრაცია-დრო“ (AUC) მაჩვენებელი მცირდება 48%-ით, თუმცა, პრეპარატის მიღებიდან დაახლოებით 8 საათის შემდეგ შრატში ვალსარტანის კონცენტრაცია ერთნაირია, როგორც უზმოზე, ასევე საკვებთან ერთად მისი მიღებისას. მიუხედავად ამისა, ფართის ქვეშ მრუდი „კონცენტრაცია-დრო“ მაჩვენებლის შემცირებას არ ახლავს თერაპიული ეფექტის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება, შესაბამისად, პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია როგორც უზმოზე, ასევე კვების დროს.
გულის უკმარისობიან და ჯანმრთელ მოხალისეებში ვალსარტანის ყველაზე მაღალი კონცენტრაციისას ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდის საშუალო დრო ერთნაირია. მრუდის ქვეშ ფართი “კონცენტრაცია-დრო“ (AUC) მაჩვენებელი და ვალსარტანის მაქსიმალური კონცენტრაცია იზრდება ხაზოვნად და კლინიკურ დიაპაზონზე მაღლა დოზის გაზრდის პროპორციულია (40-160 მგ დღეში ორჯერ). კუმულაციის კოეფიციენტი საშუალოდ შეადგენს 1,7. შიგნით გამოყენების შემდეგ ვალსარტანის კლირენსი შეადგენს დაახლოებით 4,5 ლ/სთ. გულის უკმარისობის მქონე პირებში ასაკი არ მოქმედებს პრეპარატის კლირენსზე.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა ცალკეულ ჯგუფებში.
ასაკოვანი პაციენტები ახალგაზრდა პირებთან შედარებით, ზოგიერთ ასაკოვან პაციენტში ვალსარტანის სისტემური ზემოქმედება იყო უფრო გამოხატული, თუმცა, რაიმე კლინიკური მნიშვნელობა ამას არ ჰქონია.
თირკმლების ფუნქციის დარღვევების მქონე პირები თირკმლების ფუნქციასა და ვალსარტანის სისტემურ ზემოქმედებებს შორის რაიმე კორელაცია არ გამოვლენილა. შესაბამისად, თირკმლების ფუნქციის დარღვევების მქონე პირებში პრეპარატის გამოყენებისას დოზა კორექციას არ საჭიროებს. აქამდე, ჰემოდიალიზზე მყოფ პირებში პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, ვალსარტანს აქვს შრატის ცილებთან მაღალი შეკავშირების ხარისხი, შესაბამისად, მისი გამოყოფა ჰემოდიალიზით ნაკლებად შესაძლებელია.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პირები. პრეპარატის შეწოვილი დოზის დაახლოებით 70% გამოიყოფა ნაღველით, უპირატესად შეუცვლელი სახით. ვალსარტანი არ განიცდის მნიშვნელოვან ბიოტრანსფორმაციას; მოსალოდნელია, რომ ვალსარტანის სისტემური ზემოქმედება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ხარისხთან არ კორელირებს. შესაბამისად, ვალსარტანის დოზის კორექცია არ არის საჭირო არაბილიარული წარმოშობის ღვიძლის უკმარისობის მქონე პირებში და ქოლესტაზის არარსებობისას. დამტკიცებულია, რომ ღვიძლის ბილიარული ციროზისა და სანაღვლე გზების ობსტრუქციის მქონე პირებში ვალსარტანის AUC იზრდება დაახლოებით ორჯერ.

ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია
გულის უკმარისობა (ნიუ-იორკის კარდიოლოგთა ასოციაციით (NYHA) II-IV კლასი).
პოსტინფარქტული მდგომარეობა (მარცხენა პარკუჭის უკმარისობის და/ან მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქციის რენტგენოლოგიური მონაცემების, სიმპტომებისა და ნიშნების მქონე კლინიკურად სტაბილურ პირებში).

მიღებისწესებიდა****დოზები
არტერიული ჰიპერტენზია
დიოვანის რეკომენდებული დოზა შეადგენს 80მგ ან 160მგ დღეში ერთხელ, პაციენტის ასაკის, სქესისა და რასის მიუხედავად. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა მკურნალობის პირველ 2 კვირაში; მაქსიმალური ეფექტი ვლინდება 4 კვირის შემდეგ. იმ პირებში, რომლებშიც ვერ ხერხდება არტერიული წნევის ადექვატური შემცირება, დიოვანის სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 320 მგ-მდე ან დამატებით დაინიშნოს დიურეტიკები. დიოვანის ერთდროული დანიშვნა ასევე შესაძლებელია სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად.
გულის უკმარისობა
დიოვანის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 40 მგ დღეში ორჯერ ყოველდღიურად. დიოვანის დოზის ზრდა საჭიროა „ტიტრირების“ მეთოდის მიხედვით 80 მგ-მდე ან 160 მგ- მდე დღეში 2-ჯერ, ანუ მაქსიმალურ კარგად ასატან დოზამდე. კლინიკურ კვლევებში დიოვანის სადღეღამისო დოზამ შეადგინა 320 მგ, განაწილებული რამდენიმე მიღებად. გულის უკმარისობის მქონე პირების მდგომარეობის შეფასება ყოველთვის უნდა მოიცავდეს თირკმლების ფუნქციის შეფასებას.
პოსტინფარქტული მდგომარეობა
მკურნალობა შეიძლება დაიწყოს მიოკარდიუმის ინფარქტიდან 12 საათის შემდეგ. საწყისი დოზის შემდეგ – 20 მგ დღეში 2-ჯერ, ვალსარტანის დოზა უნდა გაიზარდოს მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში – 40 მგ, 80 მგ ან 160 მგ-მდე დღეში ორჯერ. საწყისი დოზის მისაღებად 40 მგ ტაბლეტი იყოფა ორად.
გეგმური მაქსიმალური დოზა – 160 მგ დღეში ორჯერ. ზოგადად რეკომენდებულია, რომ ვალსარტანის ამტანობიდან გამომდინარე, პაციენტის მიერ დოზის ტიტრირების პერიოდში, დღეში ორჯერ 80 მგ დოზის დონე მიღწეულ იქნას მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში, გეგმური მაქსიმალური დოზა კი სამი თვის განმავლობაში. თუ ვლინდება სიმპტომატური ჰიპოტენზია ან თირკმლების დისფუნქცია, საჭიროა დოზის შემცირების საკითხის განხილვა.
ვალსარტანის გამოყენება შესაძლებელია პირებში, რომლებიც მკურნალობდნენ ისეთი პრეპარატებით, რომლებიც გამოიყენება მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, მაგალითად, თრომბოლიზური პრეპარატები, აცეტილსალიცილის მჟავა, ბეტა-ბლოკატორები და სტატინები. მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ პაციენტის მდგომარეობის შეფასებისას ყოველთვის უნდა იქნას გათვალისწინებული თირკმლების ფუნქციის შეფასება.
შენიშვნა ყველა მაჩვენებელთან დაკავშირებით
თირკმლების ფუნქციის დარღვევის ან არანაღვლოვანი და ქოლესტაზის გარეშე მიმდინარე ღვიძლის უკმარისობის მქონე პირებში პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გვერდითი****მოვლენები
გვერდითი რეაქციების გამოვლენის სიხშირე ფასდება შემდეგი წესით: „ძალიან ხშირი“ – ≥1/10, «ხშირი» – ≥1/100-დან, < 1/10, «ზოგჯერ» – ≥1/1000-დან, < 1/100, «იშვიათად» – ≥1/10000-დან, < 1/1000, «ძალიან იშვიათად» – < 1/100000.
ინფექციები და ინვაზიები ხშირი – ვირუსული ინფექციები; იშვიათად – ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ფარინგიტი, სინუსიტი; ძალიან იშვიათად – რინიტი.
სისხლის მიმოქცევისა და ლიმფის მიმოქცევის სისტემის მხრივ ხშირი – ნეიტროპენია, ძალიან იშვიათად – თრომბოციტოპენია.
იმუნური სისტემის მხრივ ძალიან იშვითად – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის შრატისმიერი დაავადება.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ ზოგჯერ – ჰიპერკალიემია*#.
ფსიქიკის დარღვევები ზოგჯერ – უძილობა, ლიბიდოს შემცირება.
ნერვული სისტემის მხრივ ხშირი – პოსტურალური თავბრუსხვევა#; ზოგჯერ – თავბრუსხვევა*, იშვიათად – ვერტიგო; ძალიან იშვიათად – თავის ტკივილი ##.
დარღვევები მხედველობის და ლაბირინთის მხრივ ზოგჯერ – ვერტიგო.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან ხშირად – ორთოსტატული ჰიპოტენზია; ზოგჯერ – გულის უკმარისობა*, ჰიპოტენზია*##; ძალიან იშვიათად – ვასკულიტი.
სუნთქვის სისტემის მხრიდან ზოგჯერ – ხველა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ზოგჯერ – დიარეა, მუცლის ტკივილი; ძალიან იშვიათად – გულისრევა##.
კანისა და კანქვეშა დარღვევები ძალიან იშვიათად – ანგიონევროზული შეშუპება##, გამონაყარი, ქავილი.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ ზოგჯერ – ზურგის ტკივილი; ძალიან იშვიათად – ართრალგია, მიალგია.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ ძალიან იშვიათად – თირკმლების ფუნქციის დარღვევა**##, თირკმლების მწვავე უკმარისობა**, თირკმლების უკმარისობა**.
საერთო დარღვევები ზოგჯერ – სისუსტე, ასთენია, შეშუპება.
შენიშვნა:
*მოწოდებულია ცნობები პოსტინფარქტული მდგომარეობის შემთხვევების შესახებ; #გულის უკმარისობის სიმპტომების შესახებ; **პოსტინფარქტული მდგომარეობის შესახებ, როგორც იშვიათად გამოვლენილი გვერდითი მოვლენა; ##გულის უკმარისობის უფრო ხშირი შემთხვევების შესახებ (ხშირი: თავბრუსხვევა; თირკმლების ფუნქციის დარღვევა; ჰიპოტენზია; ზოგჯერ: თავის ტკივილი, გულისრევა).
გულის უკმარისობის მქონე პირებში ვალსარტანის ხანგრძლივი გამოყენებისას დამატებითი გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.
გვერდითი ეფექტების განვითარების მიზეზით მკურნალობა შეწყდა ვალსარტანის გამოყენებისას პაციენტთა 5,8%-ში, კაპტოპრილის გამოყენებისას კი 7,7%-ში.
ლაბორატორიული კვლევების შედეგები
იშვიათ შემთხვევაში, ვალსარტანის გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დონის შემცირება. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, დიოვანის გამოყენებისას, პაციენტთა 0,8% და 0,4%-ში აღინიშნებოდა (>20%) ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის მნიშვნელოვანი შემცირება, შესაბამისად. შედარებისათვის – პლაცებოს გამოყენებისას, პაციენტებში, როგორც ჰემატოკრიტის, ასევე ჰემოგლობინის შემცირება აღინიშნებოდა 0,1% შემთხვევაში.
ვალსარტანის გამოყენებისას ნეიტროპენია გამოვლინდა პაციენტთა 1,9%-ში, აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას პაციენტთა 1,6%-ში.
არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პირებში აღინიშნებოდა კრეატინინის, კალიუმისა და საერთო ბილირუბინის დონის მნიშვნელოვანი მატება სისხლის შრატში. ვალსარტანით მკურნალობისას აღწერილია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლის მატების ცალკეული შემთხვევები. ვალსარტანის გამოყენებისას ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პირები ლაბორატორიული პარამეტრების სპეციალურ მონიტორინგს არ საჭიროებენ.
დიოვანის გამოყებისას, გულის უკმარისობის მქონე პაციენტთა 3,9%-ში კრეატინინის დონე სისხლის შრატში იზრდებოდა 50%-ზე მეტით. ასეთი პირების 10%-ში, დიოვანის გამოყენებისას სისხლის შრატში კალიუმის დონის მატება აღინიშნებოდა 20%-ზე მეტით.
პოსტინფარქტულ პერიოდში, ვალსარტანის გამოყენებისას პაციენტთა 4,2%-ში, ვალსარტანისა და კაპტოპრილის კომბინაციის გამოყენებისას პაციენტთა 4,8%-ში, და კაპტოპრილის გამოყენებისას პაციენტთა 3,4%-ში, აღინიშნებოდა შრატში კრეატინინის დონის მატება 2-ჯერ.
გულის უკმარისობის მქონე პირების 16,6%-ში აღინიშნებოდა აზოტ-შარდოვანას დონის მატება სისხლში.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა ვალსარტანისა და პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი. ბავშვთა ასაკი.

ორსულობადალაქტაცია
ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე ნაყოფისათვის საშიშროება გამორიცხული არ არის. ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების მიერ საშვილოსნოზე მოქმედებას თან ახლავს განვითარებადი ნაყოფის დაზიანება და სიკვდილი. ორსულების მიერ ვალსარტანის შემთხვევით გამოყენებისას ცნობილია თვითნებური აბორტის, წყალნაკლებობისა და ახალშობილებში თირკმლების ფუნქციის დარღვევის შემთხვევები. სხვა პრეპარატების მსგავსად, დიოვანი მოქმედებს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერულ სისტემაზე; მისი გამოიყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში. თუ ორსულობა გამოვლინდა დიოვანით მკურნალობის პერიოდში, საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.
არ არის ცნობილი, აღწევს თუ არა ვალსარტანი დედის რძეში. შესაბამისად, ლაქტაციის პერიოდში დიოვანის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების გამოყენების მსგავსად, დიოვანის დანიშვნისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისას.

განსაკუთრებული****მითითებები
ორგანიზმში ნატრიუმის და/ან ცირკულირებადი სისხლის მოცულობის დეფიციტის მქონე პირები. იშვიათ შემთხვევაში, დიურეტიკების მაღალი დოზის გამოყენებისას, ორგანიზმში ნატრიუმის და/ან ცირკულირებადი სისხლის მოცულობის დეფიციტის მქონე პირებში, დიოვანით მკურნალობის დაწყებისას შეიძლება განვითარდეს სიმპტომატური ჰიპოტენზია. დიოვანით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ორგანიზმში ნატრიუმის შემადგენლობისა და/ან ცირკულირებადი სისხლის მოცულობის კორექცია, მაგალითად, დიურეტიკების დოზის შემცირების გზით.
ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში საჭიროა პაციენტის დაწვენა, და, საჭიროებისას, ვენაში ფიზიოლოგიური ხსნარის ინფუზია. დიოვანით მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია არტერიული წნევის სტაბილიზაციის შემდეგ.
თირკმლის არტერიის სტენოზი. თირკმლის არტერიის ცალმხრივი სტენოზის შედეგად მეორადად განვითარებული რენოვასკულარული ჰიპერტენზიის მქონე 12 პაციენტში დიოვანის ხანმოკლე კურსის გამოყენებას რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები თირკმლის ჰემოდინამიკის, სისხლის შრატის კრეატინინის დონისა და სისხლის აზოტ-შარდოვანას მხრიდან არ გამოუწვევია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ რენინ-ანგიოტენზის ალდოსტერონის სისტემაზე მომქმედმა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ სისხლის შრატში შარდოვანასა და კრეატინინის დონის მატება, სიფრთხილის ზომების სახით, თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზის მქონე პირებში რეკომენდებულია ამ მაჩვენებლების სისტემატური კონტროლი.
თირკმლების ფუნქციის დარღვევა. თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პირები არ საჭიროებენ პრეპარატის დოზის კორექციას. თუმცა, გამოხატული დარღვევისას (კრეატინინის კლირენსი < 10 მლ/წთ) რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენების მონაცემები მოწოდებული არ არის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ღვიძლის უკმარისობის მქონე პირებში პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის. ვალსარტანი ძირითადად გამოიყოფა შეუცვლელი სახით ნაღველით; ცნობილია, რომ სანაღვლე გზების ობსტრუქციის მქონე პირებში ვალსარტანის კლირენსი მცირდება. სანაღვლე გზების ობსტრუქციის მქონე პირებში ვალსარტანის გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვა.
გულის უკმარისობა/პოსტინფარქტული მდგომარეობა. დიოვანის ჩვეულებრივი დოზის გამოყენებისას, გულის უკმარისობისა და პოსტინფარქტული მდგომარეობის პირებში აღინიშნებოდა არტერიული წნევის უმნიშვნელო შემცირება, მაგრამ, როგორც წესი, პრეპარატის დოზირების ინსტრუქციის დაცვისას, ხანგრძლივი სიმპტომატური ჰიპოტენზიის მიზეზით თერაპიის შეწყვეტა საჭირო არ არის. სიფრთხილის ზომების დაცვა, გულის უკმარისობისა და პოსტინფარქტული მდგომარეობის მქონე პირებში, საჭიროა თერაპიის დაწყებისას.
მგრძნობიარე პირებში, რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბირების შედეგად, შესაძლებელია შეიცვალოს თირკმლების ფუნქცია. გულის მძიმე უკმარისობის მქონე პირებში, რომლებშიც თირკმლების ფუნქცია დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ- ალდოსტერული სისტემის აქტივობაზე, აგფ-ის ინჰიბიტორებითა და ანგიოტენზინის რეცეპტორების ანტაგონისტებით მკურნალობას შეიძლება თან ახლდეს ოლიგურია და/ან აზოტემიის მატება და (იშვიათად) თირკმლების მწვავე უკმარისობა და/ან ლეტალური შედეგი. გულის უკმარისობისა და პოსტინფარქტული მდგომარეობის მქონე პირების მდგომარეობის შეფასებისას ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ თირკმლების ფუნქციის მდგომარეობა.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვა საჭიროა გულის უკმარისობის მქონე პირებში აგფ ინჰიბიტორების სამმაგი კომბინაციის, ბეტა-ბლოკატორებისა და ვალსარტანის გამოყენებისას.

ჭარბი****დოზირება
დიოვანის ჭარბი დოზის შედეგად შეიძლება განვითარდეს გამოხატული ჰიპოტენზია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გონების დაბინდვა, კოლაფსი და/ან შოკი. თუ პრეპარატის გამოყენებიდან არ არის გასული ხანგრძლივი პერიოდი, საჭიროა ღებინების გამოწვევა. ჰიპოტენზიის განვითარებისას თერაპიის ჩვეული მეთოდია ვენაში ფიზიოლოგიური ხსნარის შეყვანა.
ჰემოდიალიზის გზით ორგანიზმიდან ვალსარტანის გამოყოფა ნაკლებად შესაძლებელია.

სხვაწამლებთანურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ზემოქმედება დადგენილი არ ყოფილა. კლინიკურ კვლევებში შესწავლილი იყო შემდეგი პრეპარატები: ციმეტიდინი, ვარფარინი, ფუროსემიდი, დიგოქსინი, ატენოლოლი, ინდომეტაცინი, ჰიდროქლოროთიაზიდი, ამლოდიპინი და გლიბენკლამიდი.
ვინაიდან დიოვანი არ განიცდის მნიშვნელოვან მეტაბოლიზმს, მეტაბოლიზმის დონეზე მისთვის ნაკლებად შესაძლებელია კლინიკურად მნიშვნელოვანი ზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც წარმოადგენენ ინდუქციისა ან ციტოქრომ P450 სისტემის ინჰიბირების შედეგს. მიუხედავად იმისა, რომ ვალსარტანი მნიშვნელოვანი ხარისხით უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს, in vitro კვლევებში არ გამოვლენილა რაიმე ტიპის ზემოქმედება ისეთ მოლეკულებთან, როგორიცაა, მაგალითად დიკლოფენაკით, ფუროსემიდით და ვარფარინით, არ გამოვლენილა.
კალიშემანარჩუნებელი დიურეტიკების (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის ან კალიუმის შემცველი მარილების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაციის მატება. ასეთი კომბინირებული მკურნალობის ჩატარებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.
კაპტოპრილის გამოყენებასთან შედარებით, ვალსარტანისა და კაპტოპრილის კომბინაციას არ გამოუვლენია რაიმე დამატებითი ეფექტურობა. რაიმე ტიპის სხვაობა საერთო სიკვდილიანობაში ასაკის, სქესის, რასის, ბაზური მკურნალობის ან ძირითადი დაავადების მხრივ არ გამოვლენილა. ვალსარტანი ავლენდა კაპტოპრილის მსგავს ეფექტურობას მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევების მაჩვენებლის შემცირებაზე. სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები იყო შესაბამისი ვალსარტანის (19,9%), კაპტოპრილის (19,5%), და ვალსარტანი+კაპტოპრილის (19,3%) ჯგუფებში. ვალსარტანი ასევე ეფექტური იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადების შედეგად სიკვდილიანობის, გულის უკმარისობის, მიოკარდიუმის რეციდიული ინფარქტის, გულის გაჩერების რეანიმაციის მიზეზით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების შემცირებაში.
გარდა ამისა, დამტკიცებულია სარგებელი მკურნალობით – ვალსარტანი+კაპტოპრილი, ვალსარტანით მონოთერაპია და კაპტოპრილით მონოთერაპია იმ პირებში, რომლებიც იყენებდნენ ბეტა-ბლოკატორებს.

შენახვისპირობებიდა****ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, ნესტისაგან დაცულ ადგილას. შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 30oC.
ვარგისიანობის ვადა 3 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული < EXP > ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქშიგაცემისწესი
II ჯგუფი (რეცეპტით).

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
დიოვანი 80მგ #14ტ(ესპ)
  • სახელი: დიოვანი 80მგ #14ტ(ესპ)
  • შეფუთვა: 80მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14 (1X14)
Aversi 20.81 ლ
დიოვანი 80მგ #28ტ(თურქ)
  • სახელი: დიოვანი 80მგ #28ტ(თურქ)
  • შეფუთვა: 80მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
Aversi 9.2 ლ
დიოვანი 160მგ #14ტ(ესპ)
  • სახელი: დიოვანი 160მგ #14ტ(ესპ)
  • შეფუთვა: 160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14 (1X14)
Aversi 14.52 ლ
დიოვანი 160მგ #28ტ(თურქ)
  • სახელი: დიოვანი 160მგ #28ტ(თურქ)
  • შეფუთვა: 160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
Aversi 11.13 ლ
დიოვანი ტაბლეტი 160მგ #28
  • სახელი: დიოვანი ტაბლეტი 160მგ #28
  • შეფუთვა: 160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
Pharmadepot 11.6 ლ
დიოვანი ტაბლეტი 160მგ #14
  • სახელი: დიოვანი ტაბლეტი 160მგ #14
  • შეფუთვა: 160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14 (1X14)
Pharmadepot 14.52 ლ
დიოვანი ტაბლეტი 80მგ #28
  • სახელი: დიოვანი ტაბლეტი 80მგ #28
  • მწარმოებელი: ()
  • შეფუთვა: 80მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
Pharmadepot 9.1 ლ
დიოვანი ტაბლეტი 80მგ #14
  • სახელი: დიოვანი ტაბლეტი 80მგ #14
  • მწარმოებელი: Novartis Farma S.p.A. (იტალია)
  • შეფუთვა: 80მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14 (1X14) (კალენდარული შეფუთვით)
Pharmadepot 20.81 ლ
დიოვანი ტაბლეტი 80მგ #14
  • სახელი: დიოვანი ტაბლეტი 80მგ #14
  • მწარმოებელი: Novartis Farma S.p.A. (იტალია)
  • შეფუთვა: 80მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14 (1X14)
GPC 20.81 ლ
დიოვანი ტაბლეტი 160მგ #14
  • სახელი: დიოვანი ტაბლეტი 160მგ #14
  • მწარმოებელი: Novartis Farma S.p.A. (იტალია)
  • შეფუთვა: 160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14 (1X14)
GPC 14.52 ლ
დიოვანი ტაბლეტი 160მგ #28
  • სახელი: დიოვანი ტაბლეტი 160მგ #28
  • მწარმოებელი: ()
  • შეფუთვა: 160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
GPC 11.6 ლ
დიოვანი ტაბლეტი 80მგ #28
  • სახელი: დიოვანი ტაბლეტი 80მგ #28
  • მწარმოებელი: ()
  • შეფუთვა: 80მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
GPC 9.1 ლ
Diovan - დიოვანი 160მგ 14 ტაბლეტი
  • სახელი: Diovan - დიოვანი 160მგ 14 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: ()
  • შეფუთვა: 160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14 (1X14)
PSP 14.52 ლ
Diovan - დიოვანი 80მგ 28 ტაბლეტი
  • სახელი: Diovan - დიოვანი 80მგ 28 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: ()
  • შეფუთვა: 80მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
PSP 9.05 ლ
Diovan - დიოვანი 160მგ 28 ტაბლეტი
  • სახელი: Diovan - დიოვანი 160მგ 28 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: ()
  • შეფუთვა: 160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
PSP 8.4 ლ
Diovan - დიოვანი 80მგ 14 ტაბლეტი
  • სახელი: Diovan - დიოვანი 80მგ 14 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: ()
  • შეფუთვა: 80მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14 (1X14) (კალენდარული შეფუთვით)
PSP 20.56 ლ
Diovan - დიოვანი 160მგ14 ტაბლეტი
  • სახელი: Diovan - დიოვანი 160მგ14 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Novartis Farma S.p.A. (იტალია)
  • შეფუთვა: 160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14 (1X14)
PSP 14.52 ლ
Diovan - დიოვანი 80მგ 14 ტაბლეტი
  • სახელი: Diovan - დიოვანი 80მგ 14 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Siegfried Barbera, S.L. (ესპანეთი)
  • შეფუთვა: 80მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14 (1X14) (კალენდარული შეფუთვით)
PSP 20.56 ლ