ეგისეპტი - Egisept
ეგისეპტი - Egisept

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები, ბიგუანიდები და ამიდინები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დანიშნულება:

გარეგანი გამოყენებისათვის! ეგისეპტი კანზე შესხურებისას 10 წამში სრულიად ანადგურებს სოკოს, ბაქტერიას, ვირუსს, მათ შორის შიდსის, ჰერპესის და B-ჰეპატიტის ვირუსებს

გამოშვების ფორმა: კანის სადეზინფექციო აეროზოლი 65 გ

ბალონში 105 მლ ნომინალური მოცულობით.

შემადგენლობა:

ქლორჰექსიდინის დიგლუკონატის 1% სპირტიანი ხსნარი

ანტიმიკრობული სპექტრი:

ბაქტერიციდი, ფუნგიციდი, ვირუსიდი (მაინაქტივირებელი მოქმედებით B-ჰეპატიტისა და შიდსის ვირუსებთან მიმართებაში).

გამოყენების სფერო:

კანის გაუსნებოვნებისთვის პუნქციის, აცრების, ინიექციების, ინფუზიების ჩატარებისას და სისხლის შერჩევისას.

გამოყენებული კონცენტრაციები, მოქმედების დრო:

ვერტიკალურად განთავსებული ბალონიდან 6 სმ მანძლიდან ხსნარის შესხურება ხდება შესაბამის ადგილას და 10 წამის განმავლობაში ვლინდება ანტისეპტიკური მოქმედება. ცოცხალი მიკროორგანიზმებით ვაქცინაციისას აუცილებელია მოცდა 1 წუთის განმავლობაში ხსნარის გამოსაშრობად.

გაფრთხილება:

უკუნაჩვენებია გამოყენება ქლორჰექსიდინის ან იზოპროპილის სპირტისადმი მგრძნობელობისას.

ფეთქებადსაშიშროება:

აალებადი და ფეთქებადსაშიშია. კლასი F.

საშიშროება პრეპარატის გამოყენებისას:

აალებადია

იწვევს თვალების გაღიზიანებას.

საშიშია წყალში მცხოვრები ორგანიზმებისათვის, შეიძლება გამოიწვიოს წყლის გარემოს ხანგრძლივი დაზიანება.

უსაფრთხოება პრეპარატის გამოყენებისას:

  • მოარიდეთ ბავშვებს.
  • შეინახეთ გრილ ადგილას.
  • არ შეინახოთ საკვებ პროდუქტებთან ერთად.
  • არ მოწიოთ პრეპარატის გამოყენებისას.
  • მოერიდეთ თვალებში მოხვედრას.
  • პრეპარატთან მუშაობისას აუცილებლად გამოიყენეთ სპეციალური ხელთათმანები.
  • არ უნდა მოხვდეს გამდინარე წყალში. აუცილებელია პრეპარატის სათანადო წესით გაუვნებელყოფა.

შენახვის პირობები:

ინახება თავდაპირველ შეფუთვაში მშრალ, გრილ, კარგად ვენტილირებად ადგილას, ღია ალის მოქმედებისა და აფეთქების წყაროებისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი

უტილიზაცია:

პროდუქტის ნარჩენების უტილიზაცია უნდა მოხდეს როგორც საშიში ნარჩენების უტილიზაცია შესაფუთ მასალებთან ერთად. შეძლებისდაგვარად, გადაყარეთ ამ მიზნით აფთიაქებში არსებულ სპეციალურ კონტეინერებში.

ეკოტოქსიკოლოგია:

დაუშვებელია პრეპარატის ნარჩენების გადაყრა ბუნებრივ წყალსაცავებში, არხებში ან გამდინარე წყლის კომუნალურ ქსელში.

სერიის ნომერი და შენახვის ვადა მითითებულია ბალონის ძირზე.

შეფუთვა:

105 მლ მოცულობის ლითონის ბალონი, რომელიც შიგნიდან დაფარულია ლაქით. მოყვება მისაწოდებელი საქაჩი და ფრქვევანა.