კალიუმის ქლორიდი - KALIUM CHLORIDE
კალიუმის ქლორიდი - KALIUM CHLORIDE

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისხლის შემცვლელები და საპერფუზიო ხსნარები, ელექტროლიტური ხსნარები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: კალიუმის ქლორიდი.
ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება სხვადასხვა გენეზის ჰიპოკალიემიის, სათითურას პრეპარატებით ინტოქსიკაციის, სხვადასხვა წარმოშობის არითმიის (ძირითადად ელექტროლიტური დარღვევების, აბსოლუტური ან შედარებითი ჰიპოკალიემიის დროს), აგრეთვე პაროქსიზმული მიოპლეგიის ჰიპოკალიემიური ფორმის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება ვენაში წვეთოვანი გზით (20-30 წვეთი/წუთში) 2,5 გ-მდე 500 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში ან გლუკოზის 5% ხსნარში.

წინააღმდეგჩვენება:
თირკმელების ფუნქციის დარღვევა, გულის ბლოკადა.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ექიმის რეცეპტით.