ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კორტიკოსტეროიდები, დერმატოლოგიური პრეპარატები, ძლიერმოქმედი კორტიკოსტეროიდები ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
ვეგადერმი
Vegaderm
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ვეგადერმი.
სამკურნალო ფორმა: მალამო 15 გ.
შემადგენლობა
მალამოს 1 გ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ბეტამეტაზონის დიპროპიონატი (ექვივალენტურია ბეტამეტაზონის 0,5 მგ), კლოტრიმაზოლი 10,0 მგ, გენტამიცინის სულფატი (ექვივალენტურია გენტამიცინის 1,0 მგ).
დამხმარე ნივთიერებები: თხევადი პარაფინი, თეთრი რბილი პარაფინი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: აქტიური გლუკოკორტიკოსტეროიდები ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში. ბეტამეტაზონი ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა
მალამო ვეგადერმი – კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით. კანიდან შეწოვის ხარისხს განსაზღვრავს დამხმარე ნივთიერებები, ეპიდერმისის მთლიანობა და ოკლუზიური ნახვევის არსებობა. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები შეიწოვებიან დაუზიანებელი კანიდანაც. ანთებითი და სხვა მტკივნეული პროცესები, განსაკუთრებით, კანის ატროფიული დაზიანება, ხელს უწყობს შეწოვას. სისტემურ სისხლის მიმოქცევაში მოხვედრისას, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები მოქმედებენ სისტემური გამოყენების პრეპარატების მსგავსად (უკავშირდებიან შრატის ცილებს და მეტაბოლიზდებიან, ძირითადად ღვიძლში). გამოყოფის ძირითადი გზა – თირკმელებით. კანზე ადგილობრივი გამოყენებისას, კლოტრიმაზოლის სისტემური შეწოვის ხარისხი უმნიშვნელოა და კონცენტრაცია სისხლში არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი. დაუზიანებელ კანზე დატანებისას, გენტამიცინი არ შეიწოვება, მაგრამ, კანის ფართო უბანზე ხანგრძლივი გამოყენებისას, ასევე დაზიანებული მთლიანობის მქონე კანზე დატანებისას, ის შესაძლებელია მოხვდეს სისხლში. გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდით.
ფარმაკოდინამიკა
ადგილობრივი გამოყენებისას ბეტამეტაზონი ავლენს სწრაფ, ხანგრძლივ ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და სისხლძარღვთა შემავიწროებელ მოქმედებას. ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება ვითარდება ალერგიის მედიატორების სეკრეციის და სინთეზის შემცირების, სენსიბილიზირებული პოხიერი უჯრედებიდან და ბაზოფილებიდან ჰისტამინის და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამონთავისუფლების შეფერხების, ცირკულირებადი ბაზოფილების რაოდენობის შემცირების, ლიმფოიდური და შემაერთებელი ქსოვილის პროლიფერაციის დათრგუნვის, Т- და B ლიმფოციტების, პოხიერი უჯრედების რაოდენობის შემცირების, ალერგიის მედიატორის მიმართ ეფექტორული უჯრედების მგრძნობელობის შემცირების, ანტისხეულების წარმოქმნის დათრგუნვის, ორგანიზმის იმუნური პასუხის შეცვლის შედეგად. ქიმიურ სტრუქტურაში ფტორის არსებობა აძლიერებს მის ანთების საწინააღმდეგო აქტივობას, რომელიც თითქმის 30-ჯერ აღემატება ჰიდროკორტიზონის აქტივობას, მაგრამ არ ფლობს მინერალოკორტიკოიდულ აქტივობას. ადგილობრივი გამოყენებისას არ ანელებს დაზიანებული კანის შეხორცების პროცესს.
კლოტრიმაზოლი ფლობს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების ფართო სპექტრს. ის აქტიურია საფუარების, დერმატოფიტების,Aspergilus, Scopulariopsis, Trichophyton mentagrophytes, Trichophyton guinckeanum, Trichophyton rubrum, Epidermophyton floccosum, Microsporum canis, Candida albicans მიმართ.
გენტამიცინი წარმოადგენს ანტიბიოტიკს მოქმედების ფართო სპექტრით ბაქტერიოციდული მოქმედებით. ფლობს მაღალ ეფექტურობას ანტიბაქტერიული საშუალების სახით. მისი მოქმედების მიმართ მგრძნობიარენი არიან შემდეგი ჯგუფის ბაქტერიები Streptococci (А ჯგუფის: β-ჰემოლიზური და ა-ჰემოლიზური), Streptococci (კოაგულაზა-დადებითები, კოაგულაზა-უარყოფითები და პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამები) და გრამუარყოფითი ბაქტერიების რიგი, როგორებიც არიან Pseudomonas aeruginosa, Aerobacter aerogenes, Escherichia coli, Proteus vulgaris, Klebsiella pneumoniaе.
გამოყენების ჩვენებები
კორტიკოსტეროიდული თერაპიის მიმართ მგრძნობიარე და მეორადი ინფექციით გართულებული კანის დაავადებების ადგილობრივი მკურნალობა (მოზრდილებში და 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში), გამოწვეული კლოტრიმაზოლის და გენტამიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
გამოყენების წესი და დოზები
მალამო ვეგადერმი დაიტანება თხელი შრით (შესაძლებელია მსუბუქი შეზელვა) კანის დაზიანებულ უბანზე დღეში 2-ჯერ – დილით და საღამოს. გამოყენების სიხშირე და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით. თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე, ლოკალიზაციაზე და პაციენტის რეაქციაზე ჩატარებულ თერაპიაზე. მსუბუქ შემთხვევებში საკმარისია დღეში ერთჯერ გამოყენება, უფრო მძიმე დაზიანებების დროს შესაძლებელია საჭირო გახდეს უფრო ხშირი გამოყენება. 3-4 კვირის განმავლობაში თერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში, საჭიროა მკურნალობის კორექცია.
მოზრდილები
მალამოს მცირე რაოდენობა დაიტანება დღეში ორჯერ (დილით და საღამოს) კანის დაზიანებულ უბანზე და დაზიანების ირგვლივ მიდამოზე.
მოზარდები და 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები უფრო ხშირად ვითარდებიან ბავშვებში, ამიტომ, მისი გამოყენება ხდება მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
ხანდაზმული ასაკის პირები
ხანდაზმული ასაკის პირებში დოზის შეცვლა არ არის საჭირო.
გვერდითი მოქმედება
-წვის შეგრძნება;
-კანის გაღიზიანება;
-კანის ქავილი, სიმშრალე;
-კანის ჰიპერმგრძნობელობა, გამონაყარი, კანის გაუფერულება;
-ჰიპოპიგმენტაცია;
-ფოლიკულიტი;
-ჰიპერტრიქოზი;
-აკნესმაგვარი გამონაყარი;
-პერიორალური დერმატიტი;
-ალერგიული კონტაქტური დერმატიტი;
-კანის მაცერაცია;
-მეორადი ინფექცია;
-კანის ატროფია;
-სტრიები;
-გამოყელვა;
-კანის გაღიზიანება: ქავილი, ერითემატოზური გამონაყარი (გენტამიცინის ზემოქმედება).
გამოყენება ბავშვებში
-ჰიპოფიზ-ჰიპოთალამო-თირკმელზედა სისტემის დათრგუნვა;
-კუშინგის სინდრომი;
-ზრდის შეჩერება, სხეულის წონის მატების შეფერხება;
-ქალაშიდა წნევის მომატება (ბეტამეტაზონის ზემოქმედება), რომელსაც თან ახლავს ყიფლიბანდის ამოწევა, თავის ტკივილი, მხედველობის ნერვის დისკების ორმხრივი შეშუპება (შეგუბებითი დვრილის სიმპტომი).
უკუჩვენება
-მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
-კანის ზოგიერთი ინფექცია (მარტივი ჰერპესი, შემომგარსველი ჰერპესი, ჩუტყვავილა, კანის სიფილისი და ტუბერკულოზი, მარტივი აკნე, როზაცეა);
-პერიორალური დერმატიტი;
-პერიანალური და გენიტალური ქავილი;
-3 წლამდე ბავშვთა ასაკი.
სამკურნალწამლო ურთიერთზემოქმედება
ვეგადერმის მალამოს სამკურნალწამლო ურთიერთზემოქმედება სხვა პრეპარატებთან არ გამოვლენილა. თუმცა, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული სხვა მალამოებთან და საცხებთან ერთად, ძირითადად, რომლებიც შეიცავენ ანიონურ ზედაპირულ-აქტიურ ნივთიერებებს. ვეგადერმის მალამოს საგულე გლიკოზიდებთან ერთდროული გამოყენებისას, მათი ზემოქმედება ძლიერდება, დიურეტიკებთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება კალიუმის გამოყოფა. ჰიპოგლიკემიზირებულ პრეპარატებთან, შიგნით მისაღებ ანტიკოაგულანტებთან შესაძლებელია მათი მოქმედების შემცირება. პრეპარატით ვეგადერმი მკურნალობის კურსის დასრულებისთანავე ან მკურნალობის დროს არ უნდა დაინიშნოს ანტიმიკრობული და სხვა პრეპარატები, რომლებიც ფლობენ ოტონეფროტოქსიკურ მოქმედებას.
განსაკუთრებული მითითებები
ვეგადერმის მალამო არ არის განკუთვნილი ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებლად. თვალის კაკლის ღია ზედაპირზე მალამოს მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით, პრეპარატი ძალიან დიდი სიფრთხილით დაიტანება თვალის ირგვლივ მიდამოში, რადგან ამან შესაძლებელია მოახდინოს გლაუკომის განვითარების პროვოცირება.
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივმა გამოყენებამ, მათი მაღალი დოზების და კანის ფართო უბნებზე გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მნიშვნელოვანი სისტემური შეწოვა და ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის დათრგუნვა ჰიპერკორტიციზმის კლინიკური გამოვლინების განვითარებით. ეს გამოვლინებები უფრო ხშირად ვითარდებიან პატარა ბავშვებში ან ოკლუზიური ნახვევის ხშირი გამოყენებისას (აპკი შეიძლება ჩაითვალოს ასეთ ნახვევად). მაღალი აქტივობის კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი და ინტენსიური მკურნალობისას შესაძლებელია განვითარდეს კანის ადგილობრივი ატროფიული ცვლილებები და ზედაპირული სისხლძარღვების გაფართოება. ეს გასათვალისწინებელია სახის კანზე ხანგრძლივი გამოყენებისას, ძირითადად ფსორიაზის, ერითემატოზური მგლურას და ეგზემის მძიმე ფორმების მკურნალობისას. ადგილობრივი ანტიბიოტიკების ხანგრძლივმა გამოყენებამ, გენტამიცინის და კლოტრიმაზოლის ჩათვლით, შესაძლებელია გამოიწვიოს მდგრადობის განვითარება და სუპერინფექცია. ასეთ ინფექციაზე ეჭვის დროს პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაიწყოს სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატებით შესაბამისი თერაპია. ოკლუზიური ნახვევის გამოყენება ხელს უწყობს ინფექციის განვითარებას კანის დაზიანებულ უბანზე. არსებობს ჯვარედინი მდგრადობა სხვადასხვა ამინოგლიკოზიდებს შორის. მარტივი ფსორიაზის მკურნალობისთვის ადგილობრივი კორტიკოსტეროიდული პრეპარატების გამოყენებისას, შესაძლებელია პროცესის ქრონიზაცია, მიჩვევა, გენერალიზებული პუსტულოზური ფსორიაზის განვითარების რისკის მატება და ადგილობრივი და სისტემური ტოქსიკურობა კანის დამცავი ფუნქციის დარღვევის შედეგად. ჰიპერმგძნობელობის ან სუპერინფექციის სიმპტომების განვითარებისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
პრეპარატის წასმა არ შეიძლება ღია ჭრილობაზე ან დაზიანებულ კანზე. გენტამიცინის ხანგრძლივმა გამოყენებამ კანის ფართო უბანზე ან კანის მთლიანობის დარღვევისას, შესაძლებელია გამოიწვიოს უფრო მნიშვნელოვანი შეწოვა და ამასთან დაკავშირებული სისტემური ეფექტების განვითარება.
გენტამიცინით მკურნალობას შესაძლებელია თან ახლდეს კანის ტრანზიტორული გაღიზიანება (ქავილი, ერითემა), რაც უმრავლეს შემთხვევაში არ საჭიროებს თერაპიის შეწყვეტას.
გამოყენება პედიატრიაში
სხეულის წონის და ზედაპირის თანაფარდობის დიდი მნიშვნელობის შედეგად მომატებული შეწოვის გამო, ბავშვები, მოზრდილებთან შედარებით, უფრო მგრძნობიარენი არიან ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებით გამოწვეული ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ- თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვის და კორტიკოსტეროიდების ეფექტების მიმართ. პაციენტების ამ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა უნდა შეიზღუდოს (არაუმეტეს 4-5 დღისა). აღწერილია ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის დათრგუნვის, კუშინგის სინდრომის, ზრდის შეფერხების, წონაში მატების შენელების და ქალაშიდა წნევის მომატების შემთხვევები ბავშვებში, რომლებიც იყენებდნენ ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებს.
ორსულობა
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ ცხოველებში შესაძლებელია გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების ანომალიები. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების უსაფრთხოება ორსულებში არ არის დადგენილი. პრეპარატების ამ ჯგუფის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა პოტენციური სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის. ორსულობის დროს არ უნდა მოხდეს ამ ჯგუფის პრეპარატების ხშირი, დიდ დოზებში ან ხანგრძლივი გამოყენება.
ლაქტაციის პერიოდი
სამკურნალო საშუალების გამოყენების უსაფრთხოება ახალშობილებისთვის და ძუძუზე მყოფი ბავშვებისთვის არ არის დადგენილი, შესაბამისად, მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას. არ არის ცნობილი, შეუძლია თუ არა კორტიკოსტეროიდების ადგილობრივ გამოყენებას სისტემური აბსორბციის გზით გამოიწვიოს მისი გამოყოფა დედის რძით. პრეპარატით მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია ბუნებრივი კვების შეჩერება ან თერაპიის შეწყვეტა.
სამკურნალო საშუალების ზემოქმედების თავისებურებები ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
ვეგადერმის მალამო არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მოძრავ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: ადგილობრივი გლუკოკორტიკოსტეროიდების ჭარბმა ან ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის ფუნქციის დარღვევა და გახდეს თირკმელზედა ჯირკვლის მეორადი უკმარისობის განვითარების და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების გამოვლენის მიზეზი, კუშინგის სინდრომის ჩათვლით. გენტამიცინით ერთჯერად ჭარბ დოზას არ გამოუვლენია რაიმე სიმპტომები. რეკომენდებულზე ჭარბი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს არამგრძნობიარე, მათ შორის, სოკოვანი ფლორის მნიშვნელოვანი ზრდა.
მკურნალობა: სიმპტომური მკურნალობა, მწვავე ჰიპერკორტიციზმის სიმპტომები ჩვეულებრივ შექცევადია. საჭიროებისას უნდა ჩატარდეს ელექტროლიტური დისბალანსის მკურნალობა. ქრონიკული ტოქსიკური მოქმედების განვითარების შემთხვევაში, რეკომენდებულია გლუკოკორტიკოსტეროიდების თანმიმდევრული მოხსნა.
არამგრძნობიარე, მათ შორის, სოკოვანი ფლორის მნიშვნელოვანი ზრდის შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს შესაბამისი ანტიბაქტერიული ან სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა.
გამოშვების ფორმა
პრეპარატის 15 გ ალუმინის ტუბში შიდა ლაკირებული ზედაპირით, თავდახურული პლასტმასის სახრახნი თავსახურით, ლატექსური რგოლით ქვედა ნაწილში.
1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება შუქისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
საერთაშორისო დასახელება - ბეტამეტაზონი , კლოტრიმაზოლი , გენტამიცინი
შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტები: 1გ კრემი შეიცავს 10მგ კლოტრიმაზოლს, უწყლო
ბეკლომეტაზონის დიპროპიონატს 0.25მგ, გენტამიცინის სულფატს 1მგ გენტამიცინის
ექვივალენტს; სხვა ინგრედიენტები: პროპილენგლიკოლი, თეთრი რბილი პარაფინი,
მინერალური ზეთი, ცვილის არაიონური ემულგატორი, ბენზილის სპირტი, მეთილპარაბინი
(E218) პროპილპარაბინი (E216), ნატრიუმის ჰიდროფოსფატი უწყლო,
ბუთილჰიდროქსიტოლუოლი (E321), ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი; გამოხდილი
წყალი.
ჩვენებები: განკუთვნილია კანის ინფექციური და ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ, რომელსაც ახლავს მეორადი ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან სხვა ინგრედიენტებს მიმართ. ტუბერკულოზი; კანის მანიფესტაციები; სიფილისი; კანის რეაქციები ვაქცინაციის შემდეგ; გავრცელებული დაფა ფსორიაზი; ვარიკოზული ვენები; დერმატიტი; როზაცეა; ჩუტყვავილა, ჰერპესი; წითელა; კანის ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები შესაბამისი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თერაპიის გარეშე.
მიღების წესი და დოზირება: გამოიყენება მოზრდილებში 2-3-ჯერ დღეში. გამოყენების წინ აუცილებლია დაზიანებული ნაწილის ჩამობანვა და გამშრალება. შემდეგ, ფრთხილად დაიტანეთ კრემის თხელი ფენა დაზიანებულ უბანზე. აუცილებელია დაზიანებული უბნიდან თმების მოშორება, უშუალო კონტაქტის დასამყარებლად დაზიანებულ უბანთან. როგორც წესი, დაავადების სიმპტომები ქრება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის განმავლობაში, თუმცა სასურველია კიდევ რამდენიმე დღე მკურნალობის გაგრძელება, რათა თავიდან იქნას აცილებული დაავადების სიმპტომების ხელახალი წარმოქმნა.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება მხოლოდ მაშინ არის მისაღები, როდესაც ამ მკურნალობით მიღებული შედეგი აღემატება ბავშვისთვის შესაძლო ზიანს. ასეთი ჯგუფის პაციენტებში რეკომენდებული არ არის დიდი დოზით და ხანგრძლივი გამოყენებით აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის დანიშვნა. არ არის დადგენილი, შეუძლიათ თუ არა კორტიკოსტეროიდებს ადგილობრივი გამოყენებისას სისტემური აბსორბციის შედეგად დედის რძეში გადასვლა, ამიტომ ამ პრეპარატის გამოყენების აუცილებლობა განისაზღვრება დედისთვის ამ პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობიდან გამომდინარე.
ბავშვები: არ არსებობს საკმარისი მონაცემები ამ პრეპარატის ბავშვებში გამოყენების შესახებ.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
საერთაშორისო დასახელება - ბეტამეტაზონი , კლოტრიმაზოლი , გენტამიცინი
შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტები: 1გ კრემი შეიცავს 10მგ კლოტრიმაზოლს, უწყლო
ბეკლომეტაზონის დიპროპიონატს 0.25მგ, გენტამიცინის სულფატს 1მგ გენტამიცინის
ექვივალენტს; სხვა ინგრედიენტები: პროპილენგლიკოლი, თეთრი რბილი პარაფინი,
მინერალური ზეთი, ცვილის არაიონური ემულგატორი, ბენზილის სპირტი, მეთილპარაბინი
(E218) პროპილპარაბინი (E216), ნატრიუმის ჰიდროფოსფატი უწყლო,
ბუთილჰიდროქსიტოლუოლი (E321), ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი; გამოხდილი
წყალი.
ჩვენებები: განკუთვნილია კანის ინფექციური და ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ, რომელსაც ახლავს მეორადი ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან სხვა ინგრედიენტებს მიმართ. ტუბერკულოზი; კანის მანიფესტაციები; სიფილისი; კანის რეაქციები ვაქცინაციის შემდეგ; გავრცელებული დაფა ფსორიაზი; ვარიკოზული ვენები; დერმატიტი; როზაცეა; ჩუტყვავილა, ჰერპესი; წითელა; კანის ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები შესაბამისი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თერაპიის გარეშე.
მიღების წესი და დოზირება: გამოიყენება მოზრდილებში 2-3-ჯერ დღეში. გამოყენების წინ აუცილებლია დაზიანებული ნაწილის ჩამობანვა და გამშრალება. შემდეგ, ფრთხილად დაიტანეთ კრემის თხელი ფენა დაზიანებულ უბანზე. აუცილებელია დაზიანებული უბნიდან თმების მოშორება, უშუალო კონტაქტის დასამყარებლად დაზიანებულ უბანთან. როგორც წესი, დაავადების სიმპტომები ქრება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის განმავლობაში, თუმცა სასურველია კიდევ რამდენიმე დღე მკურნალობის გაგრძელება, რათა თავიდან იქნას აცილებული დაავადების სიმპტომების ხელახალი წარმოქმნა.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება მხოლოდ მაშინ არის მისაღები, როდესაც ამ მკურნალობით მიღებული შედეგი აღემატება ბავშვისთვის შესაძლო ზიანს. ასეთი ჯგუფის პაციენტებში რეკომენდებული არ არის დიდი დოზით და ხანგრძლივი გამოყენებით აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის დანიშვნა. არ არის დადგენილი, შეუძლიათ თუ არა კორტიკოსტეროიდებს ადგილობრივი გამოყენებისას სისტემური აბსორბციის შედეგად დედის რძეში გადასვლა, ამიტომ ამ პრეპარატის გამოყენების აუცილებლობა განისაზღვრება დედისთვის ამ პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობიდან გამომდინარე.
ბავშვები: არ არსებობს საკმარისი მონაცემები ამ პრეპარატის ბავშვებში გამოყენების შესახებ.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით