ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კორტიკოსტეროიდები, დერმატოლოგიური პრეპარატები, მაღალი აქტივობის კორტიკოსტეროიდები, ანტიბიოტიკებთან კომბინაციები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
მეტაკლოგენი
15****გ მალამო
შემადგენლობა
აქტიურ ნივთიერებები: ბეტამეთაზონი, კლოტრიმაზოლი და გენტამიცინი.
მალამოს 1 გ შეიცავს 0,5 მგ ბეტამეთაზონს (ბეტამეთაზონის პროპიონატის სახით 0,643 მგ), 10 მგ კლოტრიმაზოლს, 1000 სე გენტამიცინს (გენტამიცინის სულფატის სახით).
სხვა ინგრედიენტები: თეთრი რბილი პარაფინი, თხევადი პარაფინი.
გარეგნული სახე
ერთგვაროვანი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მალამო.
გამოყენება
მეტაკლოგენი მალამო მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც გამოიყენება დერმატოლოგიაში და შეიცავს მაღალაქტიურ კორტიკოსტეროიდს ანტიბიოტიკთან და ანტიმიკოზურ საშუალებასთან კომბინაციაში. მეტაკლოგენი მალამო აერთიანებს სამი მოქმედი ნივთიერებისთვის დამახასიათებელ თვისებებს. ეს სამი ნივთიერებაა: ბეტამეთაზონი, დიპროპიონატის ფორმით (მაღალაქტიური კორტიკოსტეროიდი), კლოტრიმაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი) და გენტამიცინი (ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკი).
პრეპარატი გამოიყენება კორტიკოსტეროიდებით თერაპიის მიმართ მგძნობიარე დერმატოზების სამკურნალოდ; ასევე გართულებული მეორეული მიკრობული ან სოკოვანი ინფექციების დროს; ან ასეთი ინფექციების არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში.
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ მეტაკლოგენი მალამო
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატში შემავალ აქტიურ ნივთიერებებზე (ბეტამეთაზონი, გენტამიცინი, კლოტრიმაზოლი), ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკებზე, იმიდაზოლის სხვა წარმოებულებზე ან ნებისმიერ სხვა კომპონენტზე, რომელიც მითითებულია შემადგენლობაში (სხვა ინგრედიენტები);
- თუ გაქვთ ვირუსებით, ბაქტერიებით (მათ შორის ტუბერკულოზი) და ასევე სოკოებით გამოწვეული კანის ინფექციები;
- თუ გაქვთ ვაქცინაციის შემდგომი რეაქციები კანის მხრივ;
- თუ გაქვთ წყლულები კანზე, აკნე (ფერიმჭამელები), როზაცეა (ვარდისფერი ფერიმჭამელები) ან პერიორალური დერმატიტი (პირის ირგვლივ კანის ანთება და სიწითლე).
უკუნაჩვენებია მალამოს გამოყენება
- ლორწოვან ზედაპირებზე, თვალის ირგვლივ ან თვალთან ახლოს.
- ოკლუზიური სახვევის ქვეშ.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
გამოყენების წინ რეკომენდებულია კონსულტაციის გავლა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან მალამოს დატანის ადგილზე გაღიზიანების შემთხვევაში, შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
მალამოს დიდ ზედაპირზე დატანისას, ხანგრძლივი გამოყენებისას, დაზიანებულ კანზე დატანისას, ან ოკლუზიური სახვევის ქვეშ გამოყენებისას, შესაძლოა გამოვლინდეს არასასურველი რეაქციები, რაც დამახასიათებელია მოქმედი ნივთიერებების სისტემური გამოყენებისთვის. ასეთ შემთხვევებში ბავშვებში გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.
გამოიჩინეთ სიფრთხილე, თუ იღებთ სისტემურ ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკებს (კანიდან მომატებული შეწოვის შემთხვევაში შესაძლოა ტოქსიკური ზემოქმედების მომატების ალბათობა, რაც გამოიხატება ოტოტოქსიკურობაში (სმენის დაზიანება) ან ნეფროტოქსიკურობაში (თირკმელების დაზიანება)).
გასათვალისწინებელია ჯვარედინი რეაქცია სხვა ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკებთან.
ხანგრძლივმა ადგილობრივმა გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების გამრავლება და კანის მეორეული ინფექციების განვითარება.
მოერიდეთ პრეპარატის გამოყენებას ღია ჭრილობებზე ან კანის დაზიანებულ ზედაპირებზე.
მალამოს უწყვეტ რეჟიმში გამოიყენება რეკომენდებული არ არის 2-3 კვირაზე მეტი ხნით.
მალამო არ გამოიყენება სახის მიდამოებზე და სასქესო ორგანოებზე, 7 დღეზე მეტხანს.
კორტიკოსტეროიდებით შესაძლოა შეინიღბოს პრეპარატის სხვა კომპონენტებზე ალერგიული რეაქციები.
მხედველობის დაბინდვის ან მხედველობის მხრივ სხვა დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
თუ მალამოს გამოყენება საჭიროზე უფრო ხშირად ან უფრო ხანგრძლივად ხდება, ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს ბავშვებში ჰორმონალურ ცვლაზე; იქმნება ზრდაში შეჩერების და განვითარების შეფერხების საშიშროება.
სხვა პრეპარატები და მეტაკლოგენისმალამო
მეტაკლოგენის მალამოს გამოყენებისას თუ იღებთ, იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა რაიმე პრეპარატები, აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
იმის გამო, რომ პრეპარატი შეიცავს თეთრ რბილ პარაფინს და თხევად პარაფინს, მალამომ შესაძლოა დააქვეითოს ლატექსის პრეზერვატივების მდგრადობა გახევისადმი, შესაბამისად ირღვევა მათი საიმედოობა. ეს გასათვალისწინებელია მალამოს გამოყენებისას გენიტალიებზე ან ანალურ მიდამოში.
ადგილობრივი გამოყენებისას, კლოტრიმაზოლი აქვეითებს ამფოტერიცინის და სხვა პოლიენური ანტიბიოტიკების (ნისტატინი, ნატამიცინი) აქტივობას.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, ან სავარაუდო ორსულობის ან ორსულობის დაგეგმვის პერიოდში, პრეპარატის გამოყენებამდე რეკომენდებულია კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობა
ორსულობის დროს მეტაკლოგენის მალამოს გამოყენება ხდება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მხოლოდ აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევაში.
არ გამოიყენოთ მალამო დიდ ზედაპირზე, დიდი რაოდენობით და დიდი ხნის განმავლობაში.
ლაქტაცია
თუ მალამოს გამოყენება დანიშნულია სარძევე ჯირკვლებზე, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და სხვა მექანიზმებთან მუშაობა
პრეპარატი გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოყენების წესი
პრეპარატი გამოიყენება ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.
პრეპარატი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის.
მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ასაკის ზემოთ
მალამო თხელ ფენად, მსუბუქი შეზელვით დაიტანება მთელ დაზიანებულ ზედაპირზე და მის გარშემო, 2-ჯერ დღეში, დილას და საღამოს. მკურნალობის ეფექტურობისთვის აუცილებელია მეტაკლოგენი მალამოს რეგულარული გამოყენება.
მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ. თუ მკურნალობიდან 2-3 კვირაში არ დადგა გაუმჯობესება, საჭიროა მიმართოთ ექიმს.
ბავშვები 2-დან 12 წლამდე
მალამოს მცირე რაოდენობა დაიტანება კანის მხოლოდ დაზიანებულ ადგილზე, ფრთხილი მსუბუქი შეზელვით. გამოიყენება არა უმეტეს 2-ჯერ დღეში, გამოყენებებს შორის 6-12 სთ-იანი ინტერვალით. მკურნალობის ხანგრძლივობა შემოიფარგლება 5-7 დღით.
სახის, კისრის, თავის კანის მიდამოებში, გენიტალიებზე, რექტალურ არეში და კანის გამოყელვის ადგილებში მალამო დაიტანება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ჭარბი გამოყენება
იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენეთ უფრო მაღალი დოზები ვიდრე დანიშნული გქონდათ, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ადგილობრივი კორტიკოსტეორიდების ზედმეტად და ხანგრძლივი დროით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოფიზურ-ადრენალინური ფუნქციის დათრგუნვა, რამაც თავის მხრივ შეიძლება განაპირობოს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების განვითარება, კუშინგის სინდრომის ჩათვლით.
გენტამიცინის შემცველი პრეპარატების ზედმეტად და ხანგრძლივი დროით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ანტიბიოტიკებისადმი არამგრძნობიარე შტამების გადაჭარბებული გამრავლება.
რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის და მალამოს ხანგრძლივი დროით და/ან ჭარბად გამოყენების შემთხვევაში, აცნობეთ ექიმს ამის შესახებ.
დოზის გამოტოვება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
მკურნალობის შეწყვეტა
რეკომენდებული არ არის მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე.
არასასურველი რეაქციები
ყველა სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, მოცემულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ეს რეაქციები არ ვლინდება ყველა პაციენტში.
მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი არასასურველი რეაქციები:
იშვიათად (შესაძლოა გამოვლინდეს არა უმეტეს 1 ადამიანში 1000-დან):
-კანის გაღიზიანება, წვა, ქავილი, სიმშრალე, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი, კანის ფერის შეცვლა.
დიდ ზედაპირებზე, ოკლუზიური სახვევის ქვეშ ან/და ხანგრძლივი გამოყენებისას, შესაძლოა გამოვლინდეს კანზე ადგილობრივი ცვლილებები, ისეთები როგორიცაა ატროფია (განსაკუთრებით სახეზე), სტრიები (განაჭიმები), ტელანგიექტაზიები (სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები), კანის ზოლისებური ატროფია, კანის ჰემორაგიები, კანქვეშა სისხლჩაქცევები, სტეროიდული აკნე (სტეროიდების მიღებით გამოწვეული ფერიმჭამელები), როზაცეასმაგვარი ან პერიორალური დერმატიტი, ჰიპერტრიქოზი (თმის მომატებული ზრდა), კანის ფერის შეცვლა. უცნობია გარდამავალია თუ არა კანის ფერის შეცვლა.
არც ისე ხშირად (შესაძლოა გამოვლინდეს არა უმეტეს 1 ადამიანში 100-დან):
- კონტაქტური ჰიპერმგრძნობელობა გენტამიცინის მიმართ;
- სინათლისადმი მგრძნობელობა (რომელიც არ განახლდება გენტამიცინის განმეორებითი გამოყენებისას ულტრაიისფერი გამოსხივების შემდგომი ზემოქმედებით).
სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები
- ენდოგენური კორტიკოსტეორიდების სინთეზის დათრგუნვა;
- ჰიპერკორტიციზმი შეშუპებით;
- შაქრიანი დიაბეტი (მანამდე ფარული ფორმის გამოვლენა);
- ოსტეოპოროზი;
- ზრდის პროცესის შენელება (ბავშვებში);
- არამკაფიო მხედველობა.
თუ პრეპარატი გამოიყენება დიდ ზედაპირებზე ან დაზიანებული კანის ზედაპირზე და იმავდროულად ხდება ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების სისტემური გამოყენება, ამ შემთხვევაში მოსალოდნელია კუმულაციური ოტოტოქსიკურობა/ნეფროტოქსიკურობა.
შეტყობინება****არასასურველი რეაქციების შესახებ
თუ რაიმე არასასურველი რეაქცია გამოგივლინდათ, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათ შორის იმათზე, რომლებიც ზემოთ არ არის ჩამოთვლილი. არასასურველი რეაქციების შესახებ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ პირდაპირ შეტყობინებებით ნაციონალური სისტემის მეშვეობით, რომლის თაობაზეც მონაცემები გამოქვეყნებულია საქართველოს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვებ–გვერდზე: www.rama.moh.gov.ge ან e-mail: [email protected].
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. დაუშვებელია გაყინვა.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე. არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, თუ როგორ შეიძლება არასაჭირო პრეპარატების თავიდან მოცილება. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვა და გამოშვების ფორმა
მეტაკლოგენი 15 გ მალამო, ალუმინის ტუბში. კოლოფში მოთავსებულია ერთი ტუბი მუყაოს ფურცელ-ჩანართთან ერთად.
რეგისტრაციის უფლების მქონე სუბიექტი და მწარმოებელი
შპს „ფარმაპრიმი“
კრინილორის ქ. 5, პორუმბენი, კრიულენის რ-ნი,
მოლდოვას რესპუბლიკა, MD-4829
საერთაშორისო დასახელება - ბეტამეტაზონი , კლოტრიმაზოლი , გენტამიცინი
შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტები: 1გ კრემი შეიცავს 10მგ კლოტრიმაზოლს, უწყლო
ბეკლომეტაზონის დიპროპიონატს 0.25მგ, გენტამიცინის სულფატს 1მგ გენტამიცინის
ექვივალენტს; სხვა ინგრედიენტები: პროპილენგლიკოლი, თეთრი რბილი პარაფინი,
მინერალური ზეთი, ცვილის არაიონური ემულგატორი, ბენზილის სპირტი, მეთილპარაბინი
(E218) პროპილპარაბინი (E216), ნატრიუმის ჰიდროფოსფატი უწყლო,
ბუთილჰიდროქსიტოლუოლი (E321), ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი; გამოხდილი
წყალი.
ჩვენებები: განკუთვნილია კანის ინფექციური და ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ, რომელსაც ახლავს მეორადი ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან სხვა ინგრედიენტებს მიმართ. ტუბერკულოზი; კანის მანიფესტაციები; სიფილისი; კანის რეაქციები ვაქცინაციის შემდეგ; გავრცელებული დაფა ფსორიაზი; ვარიკოზული ვენები; დერმატიტი; როზაცეა; ჩუტყვავილა, ჰერპესი; წითელა; კანის ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები შესაბამისი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თერაპიის გარეშე.
მიღების წესი და დოზირება: გამოიყენება მოზრდილებში 2-3-ჯერ დღეში. გამოყენების წინ აუცილებლია დაზიანებული ნაწილის ჩამობანვა და გამშრალება. შემდეგ, ფრთხილად დაიტანეთ კრემის თხელი ფენა დაზიანებულ უბანზე. აუცილებელია დაზიანებული უბნიდან თმების მოშორება, უშუალო კონტაქტის დასამყარებლად დაზიანებულ უბანთან. როგორც წესი, დაავადების სიმპტომები ქრება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის განმავლობაში, თუმცა სასურველია კიდევ რამდენიმე დღე მკურნალობის გაგრძელება, რათა თავიდან იქნას აცილებული დაავადების სიმპტომების ხელახალი წარმოქმნა.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება მხოლოდ მაშინ არის მისაღები, როდესაც ამ მკურნალობით მიღებული შედეგი აღემატება ბავშვისთვის შესაძლო ზიანს. ასეთი ჯგუფის პაციენტებში რეკომენდებული არ არის დიდი დოზით და ხანგრძლივი გამოყენებით აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის დანიშვნა. არ არის დადგენილი, შეუძლიათ თუ არა კორტიკოსტეროიდებს ადგილობრივი გამოყენებისას სისტემური აბსორბციის შედეგად დედის რძეში გადასვლა, ამიტომ ამ პრეპარატის გამოყენების აუცილებლობა განისაზღვრება დედისთვის ამ პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობიდან გამომდინარე.
ბავშვები: არ არსებობს საკმარისი მონაცემები ამ პრეპარატის ბავშვებში გამოყენების შესახებ.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
საერთაშორისო დასახელება - ბეტამეტაზონი , კლოტრიმაზოლი , გენტამიცინი
შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტები: 1გ კრემი შეიცავს 10მგ კლოტრიმაზოლს, უწყლო
ბეკლომეტაზონის დიპროპიონატს 0.25მგ, გენტამიცინის სულფატს 1მგ გენტამიცინის
ექვივალენტს; სხვა ინგრედიენტები: პროპილენგლიკოლი, თეთრი რბილი პარაფინი,
მინერალური ზეთი, ცვილის არაიონური ემულგატორი, ბენზილის სპირტი, მეთილპარაბინი
(E218) პროპილპარაბინი (E216), ნატრიუმის ჰიდროფოსფატი უწყლო,
ბუთილჰიდროქსიტოლუოლი (E321), ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი; გამოხდილი
წყალი.
ჩვენებები: განკუთვნილია კანის ინფექციური და ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ, რომელსაც ახლავს მეორადი ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან სხვა ინგრედიენტებს მიმართ. ტუბერკულოზი; კანის მანიფესტაციები; სიფილისი; კანის რეაქციები ვაქცინაციის შემდეგ; გავრცელებული დაფა ფსორიაზი; ვარიკოზული ვენები; დერმატიტი; როზაცეა; ჩუტყვავილა, ჰერპესი; წითელა; კანის ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები შესაბამისი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თერაპიის გარეშე.
მიღების წესი და დოზირება: გამოიყენება მოზრდილებში 2-3-ჯერ დღეში. გამოყენების წინ აუცილებლია დაზიანებული ნაწილის ჩამობანვა და გამშრალება. შემდეგ, ფრთხილად დაიტანეთ კრემის თხელი ფენა დაზიანებულ უბანზე. აუცილებელია დაზიანებული უბნიდან თმების მოშორება, უშუალო კონტაქტის დასამყარებლად დაზიანებულ უბანთან. როგორც წესი, დაავადების სიმპტომები ქრება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის განმავლობაში, თუმცა სასურველია კიდევ რამდენიმე დღე მკურნალობის გაგრძელება, რათა თავიდან იქნას აცილებული დაავადების სიმპტომების ხელახალი წარმოქმნა.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება მხოლოდ მაშინ არის მისაღები, როდესაც ამ მკურნალობით მიღებული შედეგი აღემატება ბავშვისთვის შესაძლო ზიანს. ასეთი ჯგუფის პაციენტებში რეკომენდებული არ არის დიდი დოზით და ხანგრძლივი გამოყენებით აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის დანიშვნა. არ არის დადგენილი, შეუძლიათ თუ არა კორტიკოსტეროიდებს ადგილობრივი გამოყენებისას სისტემური აბსორბციის შედეგად დედის რძეში გადასვლა, ამიტომ ამ პრეპარატის გამოყენების აუცილებლობა განისაზღვრება დედისთვის ამ პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობიდან გამომდინარე.
ბავშვები: არ არსებობს საკმარისი მონაცემები ამ პრეპარატის ბავშვებში გამოყენების შესახებ.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შემადგენლობა
აქტიურ ნივთიერებები: ბეტამეთაზონი, კლოტრიმაზოლი და გენტამიცინი.
მალამოს 1 გ შეიცავს 0,5 მგ ბეტამეთაზონს (ბეტამეთაზონის პროპიონატის სახით 0,643 მგ), 10 მგ კლოტრიმაზოლს, 1000 სე გენტამიცინს (გენტამიცინის სულფატის სახით).
სხვა ინგრედიენტები: თეთრი რბილი პარაფინი, თხევადი პარაფინი.
გარეგნული სახე:
ერთგვაროვანი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მალამო.
გამოყენება:
მეტაკლოგენი მალამო მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც გამოიყენება დერმატოლოგიაში და შეიცავს მაღალაქტიურ კორტიკოსტეროიდს ანტიბიოტიკთან და ანტიმიკოზურ საშუალებასთან კომბინაციაში. მეტაკლოგენი მალამო აერთიანებს სამი მოქმედი ნივთიერებისთვის დამახასიათებელ თვისებებს. ეს სამი ნივთიერებაა: ბეტამეთაზონი, დიპროპიონატის ფორმით (მაღალაქტიური კორტიკოსტეროიდი), კლოტრიმაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი) და გენტამიცინი (ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკი).
პრეპარატი გამოიყენება კორტიკოსტეროიდებით თერაპიის მიმართ მგძნობიარე დერმატოზების სამკურნალოდ; ასევე გართულებული მეორეული მიკრობული ან სოკოვანი ინფექციების დროს; ან ასეთი ინფექციების არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში.
უკუჩვენებები:
არ გამოიყენოთ მეტაკლოგენი მალამო
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატში შემავალ აქტიურ ნივთიერებებზე (ბეტამეთაზონი, გენტამიცინი, კლოტრიმაზოლი), ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკებზე, იმიდაზოლის სხვა წარმოებულებზე ან ნებისმიერ სხვა კომპონენტზე, რომელიც მითითებულია შემადგენლობაში (სხვა ინგრედიენტები);
- თუ გაქვთ ვირუსებით, ბაქტერიებით (მათ შორის ტუბერკულოზი) და ასევე სოკოებით გამოწვეული კანის ინფექციები;
- თუ გაქვთ ვაქცინაციის შემდგომი რეაქციები კანის მხრივ;
- თუ გაქვთ წყლულები კანზე, აკნე (ფერიმჭამელები), როზაცეა (ვარდისფერი ფერიმჭამელები) ან პერიორალური დერმატიტი (პირის ირგვლივ კანის ანთება და სიწითლე).
უკუნაჩვენებია მალამოს გამოყენება
ლორწოვან ზედაპირებზე, თვალის ირგვლივ ან თვალთან ახლოს.
ოკლუზიური სახვევის ქვეშ.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:
გამოყენების წინ რეკომენდებულია კონსულტაციის გავლა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან მალამოს დატანის ადგილზე გაღიზიანების შემთხვევაში, შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
მალამოს დიდ ზედაპირზე დატანისას, ხანგრძლივი გამოყენებისას, დაზიანებულ კანზე დატანისას, ან ოკლუზიური სახვევის ქვეშ გამოყენებისას, შესაძლოა გამოვლინდეს არასასურველი რეაქციები, რაც დამახასიათებელია მოქმედი ნივთიერებების სისტემური გამოყენებისთვის. ასეთ შემთხვევებში ბავშვებში გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.
გამოიჩინეთ სიფრთხილე, თუ იღებთ სისტემურ ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკებს (კანიდან მომატებული შეწოვის შემთხვევაში შესაძლოა ტოქსიკური ზემოქმედების მომატების ალბათობა, რაც გამოიხატება ოტოტოქსიკურობაში (სმენის დაზიანება) ან ნეფროტოქსიკურობაში (თირკმელების დაზიანება)).
გასათვალისწინებელია ჯვარედინი რეაქცია სხვა ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკებთან.
ხანგრძლივმა ადგილობრივმა გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების გამრავლება და კანის მეორეული ინფექციების განვითარება.
მოერიდეთ პრეპარატის გამოყენებას ღია ჭრილობებზე ან კანის დაზიანებულ ზედაპირებზე.
მალამოს უწყვეტ რეჟიმში გამოიყენება რეკომენდებული არ არის 2-3 კვირაზე მეტი ხნით.
მალამო არ გამოიყენება სახის მიდამოებზე და სასქესო ორგანოებზე, 7 დღეზე მეტხანს.
კორტიკოსტეროიდებით შესაძლოა შეინიღბოს პრეპარატის სხვა კომპონენტებზე ალერგიული რეაქციები.
მხედველობის დაბინდვის ან მხედველობის მხრივ სხვა დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.
ბავშვები და მოზარდები:
პრეპარატი არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
თუ მალამოს გამოყენება საჭიროზე უფრო ხშირად ან უფრო ხანგრძლივად ხდება, ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს ბავშვებში ჰორმონალურ ცვლაზე; იქმნება ზრდაში შეჩერების და განვითარების შეფერხების საშიშროება.
სხვა პრეპარატები და მეტაკლოგენისმალამო:
მეტაკლოგენის მალამოს გამოყენებისას თუ იღებთ, იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა რაიმე პრეპარატები, აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
იმის გამო, რომ პრეპარატი შეიცავს თეთრ რბილ პარაფინს და თხევად პარაფინს, მალამომ შესაძლოა დააქვეითოს ლატექსის პრეზერვატივების მდგრადობა გახევისადმი, შესაბამისად ირღვევა მათი საიმედოობა. ეს გასათვალისწინებელია მალამოს გამოყენებისას გენიტალიებზე ან ანალურ მიდამოში.
ადგილობრივი გამოყენებისას, კლოტრიმაზოლი აქვეითებს ამფოტერიცინის და სხვა პოლიენური ანტიბიოტიკების (ნისტატინი, ნატამიცინი) აქტივობას.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, ან სავარაუდო ორსულობის ან ორსულობის დაგეგმვის პერიოდში, პრეპარატის გამოყენებამდე რეკომენდებულია კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობა:
ორსულობის დროს მეტაკლოგენის მალამოს გამოყენება ხდება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მხოლოდ აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევაში.
არ გამოიყენოთ მალამო დიდ ზედაპირზე, დიდი რაოდენობით და დიდი ხნის განმავლობაში.
ლაქტაცია:
თუ მალამოს გამოყენება დანიშნულია სარძევე ჯირკვლებზე, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და სხვა მექანიზმებთან მუშაობა:
პრეპარატი გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოყენების წესი:
პრეპარატი გამოიყენება ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.
პრეპარატი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის.
მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ასაკის ზემოთ
მალამო თხელ ფენად, მსუბუქი შეზელვით დაიტანება მთელ დაზიანებულ ზედაპირზე და მის გარშემო, 2-ჯერ დღეში, დილას და საღამოს. მკურნალობის ეფექტურობისთვის აუცილებელია მეტაკლოგენი მალამოს რეგულარული გამოყენება.
მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ. თუ მკურნალობიდან 2-3 კვირაში არ დადგა გაუმჯობესება, საჭიროა მიმართოთ ექიმს.
ბავშვები 2-დან 12 წლამდე
მალამოს მცირე რაოდენობა დაიტანება კანის მხოლოდ დაზიანებულ ადგილზე, ფრთხილი მსუბუქი შეზელვით. გამოიყენება არა უმეტეს 2-ჯერ დღეში, გამოყენებებს შორის 6-12 სთ-იანი ინტერვალით. მკურნალობის ხანგრძლივობა შემოიფარგლება 5-7 დღით.
სახის, კისრის, თავის კანის მიდამოებში, გენიტალიებზე, რექტალურ არეში და კანის გამოყელვის ადგილებში მალამო დაიტანება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ჭარბი გამოყენება:
იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენეთ უფრო მაღალი დოზები ვიდრე დანიშნული გქონდათ, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ადგილობრივი კორტიკოსტეორიდების ზედმეტად და ხანგრძლივი დროით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოფიზურ-ადრენალინური ფუნქციის დათრგუნვა, რამაც თავის მხრივ შეიძლება განაპირობოს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების განვითარება, კუშინგის სინდრომის ჩათვლით.
გენტამიცინის შემცველი პრეპარატების ზედმეტად და ხანგრძლივი დროით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ანტიბიოტიკებისადმი არამგრძნობიარე შტამების გადაჭარბებული გამრავლება.
რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის და მალამოს ხანგრძლივი დროით და/ან ჭარბად გამოყენების შემთხვევაში, აცნობეთ ექიმს ამის შესახებ.
დოზის გამოტოვება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
მკურნალობის შეწყვეტა:
რეკომენდებული არ არის მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე.
არასასურველი რეაქციები:
ყველა სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, მოცემულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ეს რეაქციები არ ვლინდება ყველა პაციენტში.
მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი არასასურველი რეაქციები:
იშვიათად (შესაძლოა გამოვლინდეს არა უმეტეს 1 ადამიანში 1000-დან):
-კანის გაღიზიანება, წვა, ქავილი, სიმშრალე, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი, კანის ფერის შეცვლა.
დიდ ზედაპირებზე, ოკლუზიური სახვევის ქვეშ ან/და ხანგრძლივი გამოყენებისას, შესაძლოა გამოვლინდეს კანზე ადგილობრივი ცვლილებები, ისეთები როგორიცაა ატროფია (განსაკუთრებით სახეზე), სტრიები (განაჭიმები), ტელანგიექტაზიები (სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები), კანის ზოლისებური ატროფია, კანის ჰემორაგიები, კანქვეშა სისხლჩაქცევები, სტეროიდული აკნე (სტეროიდების მიღებით გამოწვეული ფერიმჭამელები), როზაცეასმაგვარი ან პერიორალური დერმატიტი, ჰიპერტრიქოზი (თმის მომატებული ზრდა), კანის ფერის შეცვლა. უცნობია გარდამავალია თუ არა კანის ფერის შეცვლა.
არც ისე ხშირად (შესაძლოა გამოვლინდეს არა უმეტეს 1 ადამიანში 100-დან):
- კონტაქტური ჰიპერმგრძნობელობა გენტამიცინის მიმართ;
- სინათლისადმი მგრძნობელობა (რომელიც არ განახლდება გენტამიცინის განმეორებითი გამოყენებისას ულტრაიისფერი გამოსხივების შემდგომი ზემოქმედებით).
სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები:
- ენდოგენური კორტიკოსტეორიდების სინთეზის დათრგუნვა;
- ჰიპერკორტიციზმი შეშუპებით;
- შაქრიანი დიაბეტი (მანამდე ფარული ფორმის გამოვლენა);
- ოსტეოპოროზი;
- ზრდის პროცესის შენელება (ბავშვებში);
- არამკაფიო მხედველობა.
თუ პრეპარატი გამოიყენება დიდ ზედაპირებზე ან დაზიანებული კანის ზედაპირზე და იმავდროულად ხდება ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების სისტემური გამოყენება, ამ შემთხვევაში მოსალოდნელია კუმულაციური ოტოტოქსიკურობა/ნეფროტოქსიკურობა.
შეტყობინებაარასასურველი რეაქციების შესახებ:
თუ რაიმე არასასურველი რეაქცია გამოგივლინდათ, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათ შორის იმათზე, რომლებიც ზემოთ არ არის ჩამოთვლილი.არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. დაუშვებელია გაყინვა.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე. არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, თუ როგორ შეიძლება არასაჭირო პრეპარატების თავიდან მოცილება. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვა და გამოშვების ფორმა:
მეტაკლოგენი 15 გ მალამო, ალუმინის ტუბში. კოლოფში მოთავსებულია ერთი ტუბი მუყაოს ფურცელ-ჩანართთან ერთად.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით