კოლხიცინა ლირკა - COLCHICINA LIRCA
კოლხიცინა ლირკა - COLCHICINA LIRCA

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალებები, პრეპარატები შარდმჟავას მეტაბოლიზმზე მოქმედების გარეშე

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: კოლხიცინი

ჩვენება: გამოიყენება პოდაგრის გამწვავების საპრევენციოდ, როდესაც მკურნალობა დაწყებულია სხვა მედიკამენტებით, როგორიცაა ალოპურინოლი, პრობენეციდი და სულფინპირაზონი.

უკუჩვენება: კოლხიცინის ან კოლხიცინის ტაბლეტების შემადგენელი სხვა ნივთიერების მიმართ ალერგიის შემთხვევაში; ორსულობის დროს; 12 წელზე ნაკლები ასაკის შემთხვევაში; ჰემოდიალიზზე ყოფნის დროს; თირკმელების მძიმე დაზიანების დროს; თირკმელების ან ღვიძლის მძიმე დაზიანების დროს, როდესაც მიიღება ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტები: კლარითრომიცინი, ერითრომიცინი ან ტელითრომიცინი; რიტონავირი, ატაზანავირი ან ინდინავირი; ციკლოსპორინი; კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი; ვერაპამილი; ქინიდინი;

სპეციალური სიფრთხილის ზომები კოლხიცინის ტაბლეტებთან დაკავშირებით: მოხუცებში (65 წლის და მეტი ასაკის პაციენტები); უღონობისა და სისუსტის დროს; გულის, თირკმელების, ღვიძლის ან საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების დროს; ლაქტაციის დროს; სისხლის დაავადებების არსებობის შემთხვევაში. ტაბლეტების მიღებასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უფრო დეტალური განხილვისთვის უნდა მიემართოს ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის შემთხვევაში, ან ორსულობის დაგეგმვისას არ მიიღება კოლხიცინის ტაბლეტები ექიმთან განხილვის გარეშე. კოლხიცინი გადადის დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის დროს დაუშვებელია პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

მიღების წესი: კოლხიცინის ტაბლეტები მიიღება ყოველთვის ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მწარმოებელი: სიპი ფარმაცეუტიკალს ლიმიტედ, გაერთიანებული სამეფო.

კოლხიცინა ლირკას აღწერა და გამოყენება
კოლხიცინა ლირკა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას კოლხიცინას, რომელიც მიეკუთვნება პოდაგრის საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს და რომელიც ამცირებს ანთებით პროცესს ქსოვილში შარდმჟავას გამოყოფით.
კოლხიცინა აგრეთვე ამცირებს ანთებით პროცესებს პოდაგრის გარდა სხვა დაავადებებშიც. მოცემული პრეპარატი ინიშნება:
• პოდაგრას შეტევებისთვის (პოდაგრული ართრიტი), სახსრების ანთებისთვის, რომელიც გამოწვეულია შარდმჟავას გამოყოფის გაზრდილი დონით;
• პოდაგრას შეტევების ხელახლა განმეორების თავიდან ასაცილებლად;
• მწვავე პერიკარდიტის სამკურნალოდ, გულის გარშემო არსებული მემბრანის ანთებისთვის;
• განმეორებადი პერიკარდიტის სამკურნალოდ, მისი პირველადი გამოვლენის შემდეგ.

რა უნდა იცოდეთ კოლხიცინა ლირკას მიღებამდე
არ მიიღოთ კოლხიცინა ლირკა:
თუ გაქვთ ალერგია კოლხიცინის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6);
თუ გაქვთ გულის, თირკმელების ან მუცლის და კუჭ-ნაწლავის სერიოზული პრობლემები (გულის, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უკმარისობა);
თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის მძიმე დაზიანება, რომლის მკურნალობაც წარმოებს იმ სამედიცინო პროდუქტების გამოყენებით, რომლებიც სისხლში კოლხიცინას შემცველობის დონეს ზრდის (პ-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორები ან ფერმენტი ჩYP3A4), როგორიცაა:
• ამიოდარონი, ქინიდინი, გამოიყენება გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ;
• ვერაპამილი, გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის დასარეგულირებლად;
• კეტოკონაზოლი, გამოიყენება კანის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ;
• კლარითრომიცინი და ერითრომიცინი, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ (იხილეთ პარაგრაფები: “გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები” და “კოლხიცინა ლირკას მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად”);
• ტიკაგრელორი, სისხლის გამათხიერებელი საშუალება (იხილეთ პარაგრაფი: “კოლხიცინა ლირკას მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად”).
ორსულობის ან ძუძუთ კვების პერიოდში (იხილეთ პარაგრაფი: “ორსულობა და ძუძუთი კვება”).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
კოლხიცინა ლირკას მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოიყენეთ მოცემული პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით და შემდგომი პირობების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს:
- თუ ხართ ასაკში;
- თუ გაქვთ სისუსტე, კონკრეტულად: თუ გაქვთ თირკმელების, მუცლის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ან გულის დაავადებები.

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ კოლხიცინა ლირკათი მკურნალობისას გამოგივლინდათ შემდეგი სიმპტომები:
- სისუსტე;
- მადის დაკარგვა (ანორექსია);
- გულისრევა;
- პირღებინება;
- დიარეა.
ასეთ შემთხვევებში თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამციროს პრეპარატის დოზა.
კოლხიცინა ლიკრას მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.

მიმართეთ სიფრთხილის ზომებს და აცნობეთ თქვენს ექიმს, ღებულობთ თუ არა ისეთ პრეპარატებს, რომლებიც ზრდის კოხიცინას შემცველობის დონეს სისხლში. ასეთი პრეპარატებია:
- კუმარინის ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, გამოიყენება სისხლის გასათხიერებლად;
- ამიოდარონი, დრონედარონი, დიზოპირამიდი ან ქინიდინი, გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ;
- ფენიტოინი, ვალპროატი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ;
- კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, ერითრომიცინი, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ;
- ასტემიზოლი, ტერფენადინი, მეთილპრედნიზოლონი, გამოიყენება ალერგიების სამკურნალოდ;
- ტიკაგრელარი, გამოიყენება აცეტილსალიცილის მჟავასთან (ასპირინი) ერთად სისხლის გასათხიერებლად;
- რიფაბუტიპინი, რიფაპენტინი, გამოიყენება კონკრეტული ინფექციების სამკურნალოდ;
- თეოფილინი, გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ;
- ალპრაზოლამი, მიდაზოლამი, ტრიაზოლამი, გამოიყენება შფოთვისთვის;
- კარბამაზეპინი, პიმოზიდი, გამოიყენება შფოთვისა და კონვულსიების სამკურნალოდ;
- ცისაპრიდი, გამოიყენება მუცლის ღრუს პრობლემებისთვის (კუჭის მოძროაბის ფუნქციის დარღვევები);
- ციკლოსპორინი, გამოიყენება იმუნური სისტემის დასათრგუნათ ორგანოების გადანერგვის შემდგომ;
- ლოვასტატინი და სიმვასტატინი, გამოიყენება სისხლში (სტატინები) ქოლესტერინის დონის შესამცირებლად. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იგრძნობთ კუნთების ტკივილს და სისუსტეს;
- ტაკროლიმუსი, გამოიყენება ორგანოს გადანერგვის შემდგომ;
- რიტონავირი, ატაზანავირი, ინდინავირი, საქუინავირი, ეფავირენზი, ნევირაპინი და ზიდოვუდინი, გამოიყენება შიდსის სამკურნალოდ;
- სილდენაფილი, გამოიყენება მამაკაცის იმპოტენციის დროს (ერექტული დისფუნქცია);
- ცილოსტაზოლი, გამოიყენება სიარულის გართულების დროს (ხანგამოშვებითი კოჭლობა/შარკოს სინდრომი);
- ომეპრაზოლი, გამოიყენება საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ;
- მიდაზოლამი, საძილე პრეპარატი;
- კეტოკონაზოლი, გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ;
- ჭვავის რქის ალკალოიდები, გამოიყენება თავის ტკივილის (შაკიკი) სამკურნალოდ;
- ვერაპამილი, გამოიენება გულის რითმის და მაღალი არტერიული წნევის კონკრეტული პრობლემების სამკურნალოდ;
- ვინბლასტინი, გამოიყენება კონკრეტული ტიპის კიბოს სამკურნალოდ.

მოერიდეთ კოლხიცინა ლირკას და კლარითრომიცინის, ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკის ერთობლივ მიღებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ ასაკში ან გაქვთ თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები. თქვენმა მკურნალმა ექიმმა გულმოდგინედ უნდა შეამოწმოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ ის ფიქრობს, რომ აუცილებელია ორივე სამედიცინო პროდუქტის მიღება (იხილეთ პარაგრაფი: “არ მიიღოთ კოლხიცინა ლირკა”).

ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ კოლხიცინა ლირკა, თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი
მოცემული სამედიცინო პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა თუ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

კოლხიცინა ლირკა შეიცავს ლაქტოზას
მოცემული სამედიცინო პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენთვის დასმულია ზოგიერთი შაქრების მიმართ აუტანლობის დიაგნოზი, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

კოლხიცინა ლირკა შეიცავს საქაროზას. თუ თქვენთვის დასმულია ზოგიერთი შაქრების მიმართ აუტანლობის დიაგნოზი, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

მიღების წესი
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მწვავე პოდაგრის შეტევებისას, რეკომენდირებული დოზა წარმოადგენს დღეში 3 ტაბლეტს, 3-4 დღის განმავლობაში, საშუალოდ თითო ტაბლეტი საკვების ყოველი მიღების წინ.
ნაკლებად სერიოზულ შემთხვევებში, რეკომენდირებული დოზაა 1-დან 2-მდე ტაბლეტი დღის განმავლობაში.

რეციდივების თავიდან ასაცილებლად, თქვენ უნდა მიიღოთ კოლხიცინას მცირე დოზები გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში, თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულებისამებრ.
ამ შემთხვევაში, რეკომენდირებულ დოზას წარმოადგენს:
• 2-3 ტაბლები პირველი 3-4 დღის განმავლობაში;
• 2 ტაბლეტი 1 კვირის განმავლობაში;
• 1 ტაბლეტი ყოველ 2 დღეში, 3, 4 ან 5 თვის განმავლობაში.

ყოველ მიღებაზე მიიღეთ მხოლოთ ერთი ტაბლეტი ცოტაოდენ წყალთან ერთად, სასურველია ყოველი საკვების მიღების წინ.
თუ თქვენ განიცდით ცერა თითის ტკივილსა და შეშუპებას, მაშინ მიიღეთ 1-2 ტაბლეტი საღამოს, დაძინებამდე, შესაბამისი სამედიცინო დანიშნულებისამებრ. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მეორე დღესაც გაიმეოროთ მსგავსი დოზით პრეპარატის მიღება.

მწვავე პერიკარდიტის მკურნალობა
რეკომენდირებულ დოზას წარმოადგენს ტაბლეტის ნახევარი დღეში ორჯერ, მინიმუმ სამი თვის განმავლობაში, თუ თქვენი წონა შეადგენს 70კგ-ზე მეტს, ან ნახევარი ტაბლეტი დღეში ერთხელ, მინიმუმ სამი თვის განმავლობაში, თუ თქვენი წონა შეადგენს 70კგ-ზე ნაკლებს ან ვერ იტანთ უფრო მაღალ დოზებს.
თუმცა, თქვენი მკურნალი ექიმი გაითვალისწინებს თქვენ სამედიცინო პირობებს დოზირების დადგენის დროს (როგორ ფუნქციონირებენ თქვენი თირკმელები და ღვიძლი).

განმეორებადი პერიკარდიტის მკურნალობა
რეკომენდირებულ დოზას წარმოადგენს ტაბლეტის ნახევარი დღეში ორჯერ, სულ მცირე ექვსი თვის განმავლობაში, თუ თქვენი წონა შეადგენს 70კგ-ზე ნაკლებს ან ვერ იტანთ უფრო მაღალ დოზებს.
თუმცა, თქვენი მკურნალი ექიმი გაითვალისწინებს თქვენ სამედიცინო პირობებს დოზირების დადგენის დროს (როგორ ფუნქციონირებენ თქვენი თირკმელები და ღვიძლი).
თუ თქვენ მიიღეთ კოლხიცინა ლირკას საჭიროზე მეტი დოზა
თუ თქვენ მიიღეთ მოცემული პრეპარატის საჭიროზე მეტი დოზა, მაშინ შეიძლება აღგენიშნოთ შემდეგი სიმპტომები:
- ტკივილი მუცლის ღრუში;
- პირღებინება;
- დიარეა, ორგანიზმიდან წყლისა და მარილების დაკარგვა (წყალ-მარილისგან დაცლა);
- თქვენ სისხლში თეთრი უჯრედების (ლეიკოციტოზი, ლეიკოციტოპენია) რაოდენობის ზრდა და შემდგომ შემცირება;
- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტების უკმარისობა);
- სუნთქვის სიხშირის გაზრდა (პოლიპნოე);
- თმის ცვენა (ალოპეცია);
- გულისა და სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დაკარგვით (სისხლის მიმოქცევის სისტემის კოლაფსი) ან მთელ სხეულში განვითარებული ინფექციით (სეპტიკური შოკი) გამოწვეული ლეტალური შედეგი.

თუ თქვენ შეცდომით გადაყლაპეთ/მიიღეთ კოლხიცინა ლირკას საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ კოლხიცინა ლირკას დოზის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
მოცემულ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალების შემთხვევაში, მოცემულ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. თუ თქვენ განიცდით რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კოლხიცინა ლირკას მიღება და დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს.
შეიძლება აღინიშნოს შემდგეგი გვერდითი რეაქციები:
ხშირი (აღენიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს)
- გულისრევა;
- პირღებინება;
- დიარეა;
- ტკივილი მუცლის ღრუში (მოვლითი სახის სპაზმური ტკივილი).
არც ისე ხშირი (აღენიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს)
- სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოციტოპენია);
- თმის ცვენა (ალოპეცია);
- კუნთის მუდმივი სპაზმი (მიოტონია);
- კუნთის სერიოზული დაზიანება (ჩონჩხის კუნთების მწვავე ნეკროზი), განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, თუ თქვენ ღებულობთ სისხლში ქოლესტერინის დონის შემამცირებელ პრეპარატებს (იხილეთ პარაგრაფი: “კოლხიცინა ლირკას მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად”).
- კუნთის სისუსტე.

იშვიათი (აღენიშნება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს)
- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოზი);
- ცხვირიდან სისხლდენა (ეპისტაქსისი);
- ძვლის ტვინის დაავადება (აპლასტური ან ჰემოლიზური ანემია, პანციტოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია);
- გამონაყარები (ჭინჭრის ციება, ვეზიკულურ-ბულოზური გამონაყარი, ერითემა);
- კანის სიწითლე სისხლდენით (პურპურა);
- კანისა და ლორწოვანი გარსის შეშუპება, სითხის დაგროვების გამო (შეშუპება);
- განაყოფიერების პრობლემა მამაკაცებში (აზოოსპერმია, ოლიგოსპერმია).
ძალიან იშვიათი (აღენიშნება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს)
- ნერვების სერიოზული დაავადება (პერიფერიული მოტორული ნეიროპათია).
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია)
- ძლიერი დიარეა (პროფუზული დიარეა);
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა (კუჭ-ნაწლავის სისხლდენა);
- ღვიძლისა (ჰიპერ-ტრანსამინაზემია, ღვიძლის დაზიანება) და თირკმელების (თირკმელების დაზიანება) დარღვევები;
- გამონაყარი (კანზე გამონაყარი);
- ვიტამინი ბ12-ის მცირე დოზით ათვისება (შექცევადი მალაბსორბცია) და კუჭ- ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ცვლილება (თეძოს ნაწლავი).

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
თუ თქვენ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ითვალისწინებს ნებისმიერ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში.
შენახვის წესი
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვისათვის განსაკუთრებულ სიფრთხილის ზომებს.
არ გამოიყენოთ კოლხიცინა ლირკა, თუ შეამჩნევთ ხილულ დაზიანების ნიშნებს.

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს კოლხიცინა ლირკას 1მგ ტაბლეტები
აქტიური ნივთიერება არის კოლხიცინა. თითო ტაბლეტი შეიცავს 1 მგ კოლხიცინას.
სხვა კომპონენტები არის: ლაქტოზა, არაბული გომიზი, საქაროზა, მაგნიუმის სტეარატი.

აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

გაყოფადი 1 მგ ტაბლეტი: ალუმინის/პვქ ბლისტერი 60 ტაბლეტით კოლოფში.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით