ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კორტიკოსტეროიდები, დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები ძალიან მაღალი აქტივობით (ჯგუფი IV)
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
შემადგენლობა: კრემის 1 გრამი აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს: კლობეტაზოლის
პროპიონატი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გლუკოკორტიკოსტეროიდი ადგილობრივი გამოყენებისათვის.
ჩვენებები: ფსორიაზი; ეგზემა; წითელი ბრტყელი ლიქენი; დისკოიდური წითელი მგლურა; კანის დაავადებები, რომლებიც მდგრადია ადგილობრივად გამოყენებადი ნაკლებ აქტიური გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიისადმი. პრეპარატი რეკომენდებულია კანის ისეთი დაზიანებების დროს, რომელთაც ახლავს სისველე და გამოხატული ანთება.
დოზირება და მიღების წესი: მოწოდებულია გარეგანი გამოყენებისთვის. დაიტანება თხელ
ფენად დაზიანებულ კანზე 1-2 ჯერ დღეში ეფექტის მიღებამდე. მკურნალობის ჩატარება
არ შეიძლება 4 კვირაზე მეტი ხანგრძლივობით მისი გაგრძელების აუცილებლობის
შეფასების გარეშე. თუ აუცილებელია თერაპიის გაგრძელება, რეკომენდებულია ნაკლებად
აქტიური
პრეპარატების გამოყენება. განსაკუთრებით მდგრად შემთხვევებში, დერილაიფის ანთების
საწინააღმდეგო ეფექტის გაძლიერება შესაძლებელია ღამით პოლიეთილენის სახვევის
დადებით პრეპარატის დატანების ადგილას.
გვერდითი მოვლენები: ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივ
დანიშვნას დიდი დოზებით ან მათ დატანებას კანის დიდ მონაკვეთზე შეიძლება ახლდეს
სისტემური შეწოვა ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების
შემდგომი განვითარებით. ამ გართულების განვითარების რისკი მომატებულია ბავშვებში,
განსაკუთრებით დამხურავი
ნახვევის გამოყენებისას. პრეპარატით ხანგრძლივმა მკურნალობამ მაღალი დოზებით
შეიძლება გამოიწვიოს კანის
ატროფიული ცვლილებები, კერძოდ, მისი გათხელება, სტრიების გაჩენა, ზედაპირული
სისხლძარღვების გაფართოვება, განსაკუთრებით ნახვევების დადებისას და პრეპარატის
დატანებისას კანის ნაკეცებიან მონაკვეთებზე. შეიძლება განვითარდეს კანის
პიგმენტაცია და ჭარბთმიანობა, იშვიათად - პუსტულოზური ფსორიაზი. ზოგჯერ
დერილაიფმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადების სიმპტომების გამწვავება.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; ვარდისფერი და საყმაწვილო ფერიმჭამელები; კანის კიბო; ჰაიდის კვანძოვანი პრურიგო; პირის ირგვლივი დერმატიტი; ანუსის ირგვლივი და გენიტალური ქავილი; კანის ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი დაავადებები, როგორიცაა მარტივი ჰერპესი, ჩუტყვავილა, კანის ტუბერკულოზი, აქტინომიკოზი და სხვ.; გავრცელებული ფოლაქისებრი და პუსტულოზური ფსორიაზი; 1 წლამდე ასაკი; ლაქტაციის პერიოდი.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი წარმოების თარიღიდან. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით