დამამშვიდებელი წვეთები - Sedative drops
დამამშვიდებელი წვეთები - Sedative drops

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფსიქოლეფსური საშუალებები, საძილე და სედაციური მცენარეული სხვა საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დამამშვიდებელი წვეთები 50მ****ლ

დამამშვიდებელიწვეთები,შინაგანადმისაღები****წვეთები

1.დამამშვიდებელიწვეთებიდამისი****გამოყენება

პრეპარატი შეიცავს კატაბალახას ნაყენს, კუნელის ნაყენს, შავბალახას ნაყენს. მიეკუთვნება საძილე და სედატიური საშუალებების ჯგუფს.

იგი გამოიყენება ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევების კომპლექსურ თერაპიაში (ძილის დარღვევები და ნევრასთენია). გულ-სისხლძარღვთა აქტივობის ფუნქციური დარღვევების კომპლექსურ თერაპიაში.

მითითებული მიზნებისთვის გამოყენება ეფუძნება მხოლოდ გრძელვადიან გამოცდილებას.

2.დამამშვიდებელიწვეთებისგამოყენებამდეგასათვალისწინებელი ინფორმაცია

2.1****უკუჩვენებები

პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. არ მიიღოთ დამამშვიდებელი წვეთები, თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ეროზიული გასტრიტი მწვავე ფაზაში.

2.2.განსაკუთრებულიმითითებებიდასიფრთხილის****ზომები

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ინსტრუქციაში ან ექიმის რეკომენდაციით.

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. მკურნალობის დროს აუცილებელია არტერიული წნევის კონტროლი და ელექტროკარდიოგრამა (ეკგ).

თუ მკურნალობის დროს სიმპტომები გრძელდება ან მდგომარეობა გაუარესდება, ვითარდება ქვედა კიდურების შეშუპება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ ვლინდება ტკივილი გულის არეში, მკლავში ირადიაციით, მუცლის ზედა ნაწილში, კისერში, ან თუ განვითარდება სუნთქვის უკმარისობა (მაგ., ქოშინი).

ეფექტის თანდათანობითი განვითარების გამო, პრეპარატი არ არის რეკომენდებული გონებრივი აღგზნების სიმპტომების შემცირების გადაუდებელი აუცილებლობის და ძილის დარღვევის შემთხვევაში.

**2.3.**ბავშვები

პრეპარატი უკუნაჩვენებია ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში.

2.4.ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ სხვა მედიკამენტების მიღება.

არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება III კლასის ანტიარითმიულ საშუალებებთან, ციზაპრიდთან. პრეპარატმა შეიძლება გაზარდოს სედატიური, საძილე, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მოქმედება და ასევე სხვა პრეპარატების მოქმედება, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას. პრეპარატის კომბინაცია სინთეზურ სედატიურ საშუალებებთან მოითხოვს სამედიცინო ზედამხედველობას.

გამომდინარე იქიდან, რომ პრეპარატი შეიცავს ეთილის სპირტს, რეკომენდებულია თავიდან იქნას აცილებული ისეთი პრეპარატების ერთდროული გამოყენება, როგორიცაა დისულფირამი, ცეფამანდოლი, ცეფოპერაზონი, ლატამოქსეფი (ანტიბაქტერიული საშუალებები-ცეფალოსპორინები), ქლორამფენიკოლი, ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი (ანტიდიაბეტური საშუალებები - სულფონილშარდოვანას წარმოებულები), გრიზეოფულვინი (სოკოს საწინააღმდეგო საშუალება), ნიტრო-5-იმიდაზოლის წარმოებულები (მეტრონიდაზოლი, ორნიდაზოლი, ტინიდაზოლი), კეტოკონაზოლი, პროკარბაზინი (ციტოსტატიკური საშუალება)).

აუცილებელია თავიდან იქნას აცილებული ეთილის სპირტის შემცველი სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენება.


2.5.****გამოყენებაორსულიდა****მეძუძურიდედებისმიერ****,****ინფორმაციაფერტილობისშესახებ

საკმარისი მონაცემების ნაკლებობისა და ეთილის სპირტის შემცველობის გამო უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.


2.6.გავლენასატრანსპორტოსაშუალებებისმართვისანმექანიზმებთანმუშაობისუნარზე

მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან თავის შეკავება და სხვა პოტენციურად სახიფათო აქტივობებში ჩართვა, რაც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.


2.7.განსაკუთრებულიმითითებებიდამხმარენივთიერებებზე

შეიცავს ეთილის სპირტს. აუცილებელია თავიდან იქნას აცილებული ეთილის სპირტის შემცველი სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენება.

2.8.დოზისგადაჭარბება

სიმპტომები: ქრონიკული დოზის გადაჭარბება იწვევს დეპრესიის შეგრძნებას, თავის ტკივილს, ძილიანობას, დისკომფორტს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, გულისრევას, მუშაობის დაქვეითებას, არტერიული წნევის დაქვეითებას, გულის აქტივობის დაქვეითებას. მწვავე დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, მუცლის მწვავე ტკივილი, გულმკერდის დაჭიმულობა, თავბრუსხვევა, ხელების კანკალი და გუგების გაფართოება.

მკურნალობა: დოზის გადაჭარბების სიმპტომების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. დოზის მწვავე გადაჭარბების შემთხვევაში, გამოიწვიეთ ღებინება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.


3.****პრეპარატიდამამშვიდებელიწვეთები****გამოყენება

შიგნით. მოზრდილები: 20-30 წვეთი 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ, მცირე რაოდენობით (¼ ჭიქა) ოთახის ტემპერატურის მქონე ანადუღარ წყალში.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი დაავადების თავისებურებების, მიღწეული ეფექტისა და პრეპარატის ტოლერანტობის გათვალისწინებით.

გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.

თუ გამოტოვებთ წამლის დოზას, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ და გააგრძელეთ მკურნალობა, ჩვეული რეჟიმით. თუ ეს გაგახსენდებათ მხოლოდ მაშინ, როდესაც უკვე შემდეგი დოზის მიღების დროა, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ორმაგი დოზა. თუ შემთხვევით მიიღეთ ორმაგი დოზა, დააკვირდით თქვენს მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.


4.შესაძლოგვერდითი****რეაქციები

შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება (კანის გამონაყარი, ქავილი, სიწითლე, კანის შეშუპება); თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, მუშაობის დაქვეითება, ძილიანობა, გაღიზიანება, შფოთვა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები (გულძმარვა, გულისრევა, ბოყინი, მუცლის ტკივილი), არტერიული წნევის დაქვეითება. პრეპარატის დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის დაქვეითება ან დარღვევა, ასევე ყაბზობა.

არასასურველი რეაქციების შემთხვევაში, მათ შორის, ისეთი რეაქციის, რაც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია!


5.პრეპარატისდამამშვიდებელიწვეთებისშენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას, რათა ბავშვმა ვერ შეძლოს მისი დანახვა.

5.1.ვარგისობისვადისგასვლისთარიღი

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი არის მითითებული თვის ბოლო დღე.

პრეპარატის შენახვის ვადა - 3 წელი.

5.2.შენახვისპირობები

სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.


6.შეფუთვისშემადგენლობადასხვა****ინფორმაცია

50 მლ მუქი შუშის ფლაკონებში, დახურული საწვეთური საცობებით და ხრახნიანი თავსახურებით. თითოეული ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქებიდანგაცემისპირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით