გულის წვეთები - HEART DROPS
გულის წვეთები - HEART DROPS

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფსიქოლეფსური საშუალებები, საძილე და სედაციური მცენარეული სხვა საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

გულისწვეთები50****მლ

ნაყენიშინაგანიგამოყენებისთვის

სამკურნალოსაშუალებისდასახელება**:** გულის წვეთები.

ზოგადი****დახასიათება

ღია ყავისფერი გამჭვირვალე სითხე. დასაშვებია ნალექის წარმოქმნა შენახვის დროს.

სამკურნალოსაშუალებისშემადგენლობა

შემცველობა | 50მლ-****ში
---|---
კატაბალახას ნაყენი (კატაბალახას ფესურების და ფესვების სპირტიანი ექსტრაქტი (1: 5)) | 17 მლ
შავბალახას ნაყენი (შავბალახას ბალახის სპირტიანი ექსტრაქტი (1: 5)) | 16,5 მლ
კუნელის ნაყენი (კუნელის ნაყოფის სპირტიანი ექსტრაქტი (1: 10)) | 16,5 მლ
შეიცავს ეთილის სპირტის არანალებ 64%.

გამოშვების****ფორმა

ნაყენი შინაგანი გამოყენებისთვის.

ფარმაკოთერაპიულიჯგუფი: სხვა საძილე და სედატიური საშუალებები.

ფარმაკოლოგიური****თვისებები

ფამრაკოდინამიკა

სამკურნალო საშუალება წარმოადგენს კატაბალახას ფესვების და ფესურების, შავბალახას ბალახის და კუნელის ნაყოფის კომბინაციას.

ფარმაკოკინეტიკა

ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ არის შესწავლილი, რადგან მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალებების შემადგენლობა შეიცავს სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას.

გამოყენების****ჩვენებები

კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევების დროს (ძილის დარღვევები და ნევრასთენია).

კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური დარღვევების დროს.

აღნიშნული ჩვენებების მიხედვით გამოყენება დაფუძნებულია ხანგრძლივი მიღების გამოცდილებაზე.

მიღებისწესიდა****დოზირება

პირველი 3-4 დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ 20-30 წვეთი 3-4-ჯერ დღე-ღამეში, შემდეგ შესაძლებელია სადღეღამისო დოზის შემცირება 15-20 წვეთამდე 2-3-ჯერ დღე- ღამეში. მიიღება შინაგანად, ჭამამდე 30 წუთით ადრე; ერთჯერადად მისაღები დოზა იხსნება ოთახის ტემპერატურის გადადუღებულის წყლის მცირე მოცულობაში (ჭიქის ¼). დოზირების რეჟიმს და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი დაავადების თავისებურებების, მიღებული ეფექტისა და სამკურნალო საშუალების ამტანობის მიხედვით. არ არის რეკომენდებული ნაყენის მიღება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რადგან ის შეიცავს ეთანოლს. მკურნალობის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი ეთანოლის შემცველი სხვა საშუალებების მიღება.

მიღების წინ შეანჯღრიეთ!

გვერდითი****მოვლენები

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება (გამონაყარი კანზე, ქავილი, ჰიპერემია, კანის შეშუპება), თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ძილიანობა, გაღიზიანება, აგზნებადობა, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულძმარვა, ღებინების შეგრძნება, ბოყინი, ტკივილი მუცლის არეში), არტერიული ჰიპოტენზია. სამკურნალო საშუალების მომატებულმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ბრადიკარდია და არითმია, აგრეთვე ნაწლავის მოტორიკის შესუსტება (შეკრულობა).

არასასურველიგვერდითიმოვლენებისშესახებშენტყობინება

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია მონაცემების მიწოდება, რომელიც ეხება სავარაუდო არასასურველ გვერდით მოვლენებს იმისთვის, რომ მოხდეს სამკურნალო საშუალების სარგებელი-რისკის შეფარდების მუდმივი მონიტორინგი. სამედიცინო მუშაკებს ეძლევათ რეკომენდაცია ინფორმაციის გადაცემის შესახებ არასასურველი სავარაუდო გვერდითი მოვლენების თაობაზე ჯანდაცვის ნაციონალური სისტემის მეშვეობით.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი; 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ეროზიული გასტრიტი გამწვავების ფაზაში.

სიფრთხილით****გამოიყენება ღვიძლის დაავადებების დროს, ალკოჰოლიზმის, ეპილეფსიის, ქალა-ტვინის ტრავმის და თავის ტვინის სხვა დაავადებების დროს, რომლებსაც ახასიათებს კრუნჩხვითი მზადყოფნის ზღვარის შემცირება.

ჭარბი****დოზირება

სიმპტომები. ქრონიკული ჭარბი დოზირება იწვევს დათრგუნვის შეგრძნებას, თავის ტკივილს, ძილიანობას, დისკომფორტს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ღებინების შეგრძნებას, შრომისუნარიანობის დაქვეითებას, არტერიულ ჰიპოტენზიას, დარღვევას გულის მხრივ (ბრადიკარდია). მწვავე ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, სპასტიური ხასიათის ტკივილი მუცლის არეში, მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში, თავბრუსხვევა, ხელის ტრემორი და გუგების გაფართოება.

მკურნალობა. ჭარბი დოზირების სიმპტომების გამოვლენისას, საჭიროა სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტა და მკურნალ ექიმთან კონსულტაცია. ჭარბი დოზირების დროს უნდა ჩატარდეს ღებინების ინდუქცია, კუჭის გამორეცხვა. სიმპტომური თერაპია.

სიფრთხილის****ზომები

სამკურნალო საშუალების მოცულობის არანაკლებ 64%-ს შეადგენს ეთანოლი, ანუ ერთჯერადი დოზა (20 წვეთი) შეიცავს ეთანოლის 439 მგ-ს, რაც ლუდის 11 მლ-ის ან ღვინის 5 მლ-ის ეკვივალენტურია. მავნეა ალკოჰოლიზმით დაავადებული პირებისთვის. ეთილის სპირტის შემცველობის გამო, სამკურნალო საშუალება არ არის რეკომენდებული ორსული ქალებისთვის და მეძუძური დედებისთვის, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, აგრეთვე პაციენტებისთვის ღვიძლის დაავადებებით, ალკოჰოლიზმით, ეპილეფსიით, ქალა- ტვინის ტრავმით და თავის ტვინის სხვა დაავადებებით, რომლებსაც ახასიათებს კრუნჩხვითი მზადყოფნის ზღვარის შემცირება.

სამკურნალო საშუალების მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. მკურნალობის პერიოდში საჭიროა არტერიული წნევის და ელექტროკარიოგრამის კონტროლი.

თუ მკურნალობის პერიოდში აღინიშნება სიმპტომების შენარჩუნება, მდგომარეობის გაუარესება ან ვითარდება ქვედა კიდურების შეშუპება, უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს. იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება ტკივილი გულის არეში ირადიაციით ხელში, მუცლის ზედა ნაწილში ან კისერში, ან ვითარდება სუნთქვის უკმარისობა (მაგალითად, ქოშინი), საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

იმის გამო, რომ სამკურნალო საშუალებას ახასიათებს ეფექტის თანდათანობითი განვითარება, არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ფსიქიკური აგზნების ან ძილის დარღვევის მკურნალობისთვის გადაუდებელი დახმარებისთვის განკუთვნილი საშუალების სახით.

გავლენაავტომანქანისტარებისდასხვაპოტენციურადსაშიშიმექანიზმებისმართვის****უნარზე

სამკურნალო საშუალება შეიცავს ეთილის სპირტს! მკურნალობის პერიოდში უარი უნდა თქვათ მანქანის ტარებაზე და საქმიანობის სხვა პოტენციურად სახიფათო სახეობებზე, რომლებიც საჭიროებსკონცენტრაციის მომატებულ უნარს და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეს.

გამოყენებ აორსულობისდალაქტაციისპერიოდში

იმის გამო, რომ არ არსებობს საკმარისი მონაცემები და სამკურნალო საშუალება შეიცავს ეთილის სპირტს, მისი გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.

გამოყენებ ა****ბავშვებში

იმის გამო, რომ არ არსებობს საკმარისი მონაცემები და სამკურნალო საშუალება შეიცავს ეთილის სპირტს, პრეპარატი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ურთიერთქმედებასხვასამკურნალო****საშუალებებთან

იმ შემთხვევაში _,_თუ თქვენ ღებულობთ სხვა სამკურნალო საშუალებებს _,_აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს !

არ არის რეკომენდებული ერთდროული მიღება III კლასის არითმიის საწინააღმდეგო საშუალებებთან, ციზაპრიდთან.

სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს სედატიური, საძილე, ანქსიოლიზური, კარდიომატონიზებელი, სპაზმოლიზური, ანალგეზიური და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველად მოქმედი სხვა სამკურნალო საშუალებების ეფექტის გაძლიერება.

სამკურნალო საშუალების - „გულის წვეთების“ კომბინაცია სინთეზურ სედატიურ სამკურნალო საშუალებებთან საჭიროებს სამედიცინო მეთვალყურეობას.

არ არის მიზანშეწონილი ეთილის სპირტის შემცველი სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღება.

ურთიერთქმედება, რომელიც დაკავშირებულია სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში ეთილის სპირტის არსებობასთან:

- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც იწვევს დისულფირამის მსგავს რეაქციას (სიმხურვალის შეგრძნება, კანის გაწითლება, ღებინება, ტაქიკარდია), ალკოჰოლთან ერთდროული მიღებისას: დისულფირამი, ცეფამანდოლი, ცეფოპერაზონი, ლატამოქსეფი, ქლორამფენიკოლი, ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი და სხვა ჰიპოგლიკემიური პრეპარატები; გრიზეოფულვინი, მეტრონიდაზოლი, ორნიდაზოლი, ტინიდაზოლი, კეტოკონაზოლი, პროკარბაზინი.

- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც დამთრგუნველ ზემოქმედებას ახდენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციებზე.

შენახვის****პირობები

შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას, 15°C-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის****ვადა

2 წელი. არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის****წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა

50 მლ ფლაკონი, რომელიც დამზადებულია ნარინჯისფერი მინისაგან, დაცობილია საწვეთურიანი თავსახურით და ხრახნიანი თავსახურით.

კოლოფში მოთავსებულია 1 ფლაკონი, სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით