ნივალინი 10მგ - NIVALIN 10mg
ნივალინი 10მგ - NIVALIN 10mg

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფსიქოანალეფსური საშუალებები, ანტიქოლენესთერაზული საშუალებები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - Galantaminum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები
შემადგენლობა
შემცველობა 1 მლ ამპულაში:
1 მგ 2,5 მგ 5 მგ 10 მგ
სამკურნალო ნივთიერება:
Galantamine hydrobromide 1 მგ 2,5 მგ 5 მგ 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი და საინიექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა და ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნივალინი საინიექციო ხსნარის სახით, ფერმენტ აცეტილქოლინესთერაზას შექცევად ინჰიბიტორს წარმოადგენს. ზრდის ნერვულ უჯრედებში აცეტილქოლინის რაოდენობას და აუმჯობესებს თავის, ზურგისა და პერიფერულ ნერვებში ნერვული იმპულსების გატარებას.

ჩვენებები
ნერვული სისტემის დაავადებები: ცენტრალური ნერვული სისტემის ტრავმული დაზიანებები, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ზურგის ტვინის დაავადებები – (მიელიტები, პოლიომიელიტები, ტკიპისმიერი ენცეფალიტის პოლიმიელიტური ფორმა), მონონევრიტები, პოლინევრიტები, პოლინევროპათიები, რადიკულონევრიტები, მიოპათიები (კუნთის დაზიანებები), სახის პარეზი, გიენ-ბარის სინდრომი, enuresis nocturna – (ღამით შარდვა).
მორფინითა და მისი ანალოგებით და ქოლინოლიტიკური საშუალებებით მოწამვლისას – ატროპინი და სხვ.
რენტგენული გამოკვლევების დროს საჭმლისმომნელებელი სისტემის ფუნქციონალური დიაგნოსტიკის გაადვილება.
ფიზიოთერაპიული პროცედურების დროს გამოიყენება იონოფორეზის მეშვეობით (სამკურნალო პრეპარატის შეყვენა კანიდან სუსტი, მუდმივი დენის გამოყენებით) ნერვული სისტემის ანთებითი და ტრავმული დაავადებების დროს.

გამოყენების მეთოდები და დოზები
ნივალინის დოზირებასა და მკურნალობის ხანგრძლივობას აუცილებლად ექიმი ადგენს დაავადების სიმპტომების გამოხატულობისა და მიმდინარე მკურნალობის მიმართ ავადმყოფის ინდივიდუალური რეაქციის გათვისწინებით.
ნივალინის ამპულები ინიშნება პარენტერალურად: კანქვეშ, კუნთში, ვენაში. მკურნალობა იწყება ყველაზე მცირე ეფექტური დოზით, რომელიც თანდათანობით იზრდება. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 10 მგ-ს კანქვეშ, ხოლო მაქსიმალური დღიური დოზა 20 მგ-ს შეადგენს.
ბავშვებში ინიშნება კანქვეშ შემდეგი დღიური დოზებით:
1 – 2 წლამდე - 0,25 – 1,0 მგ
3 – 5 წლამდე - 0,50 – 5,0 მგ
6 – 8 წლამდე - 0,75 – 7,5 მგ
9 – 11 წლამდე - 1,00 – 10,0 მგ
12 – 15 წლამდე - 1,25 – 12,5 მგ
15 წელს ზემოთ - 12,5 – 20,0 მგ
ნივალინის ამტანობა ბავშვთა ასაკში უფრო კარგია.
მკურნალობის ხანგრძლივობა – დაავადების სიმძიმისა და თავისებურებების მიხედვით. ნევროლოგიაში პერიფერული ნერვული სისტემის სხვადასხვა წარმოშობის დაზიანებების დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 40-60 დღეს. კურსი შეიძლება განმეორდეს 2-3 ჯერ 1-2 თვიანი ინტერვალებით. უფრო მაღალი სამკურნალო დოზები იყოფა დღეში ორ მიღებად.
ანტიკურარული საშუალების სახით ნივალინი შეიყვანება ინტრავენურად დოზით 10-20 მგ/24 საატში. კუნთში შეჰყავთ რენტგენოლოგიური გამოკვლევების დროს დოზით 1,5-5,0 მგ მოზრდილებისათვის.
ნივალინი ამპულები იონოფორეზულად ინიშნება პერიფერული ნერვული სისტემის დაავადებების და ბავშვებში ღამით შარდვის დროს.

გვერდითი მოვლენები
უფრო მაღალი დოზების გამოყენებისას ან ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის დროს ყველაზე ხშირად გვხვდება: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი მუცელში, მომატებული ნერწყვდენა, ოფლიანობა, მადის დაქვეითება, დაღლილობა, თავბრუ, თავის ტკივილი, ძილიანობა და წონაში დაკლება. უფრო იშვიათად აღინიშნება: უძილობა, რინიტი (ცხვირის ლორწოვანის ანთება), გულის პულსის შენელება, მხედველობის დარღვევა და საშარდე გზების ინფექცია.
ყველა გვერდითი მოვლენის შესახებ პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა ცნობოს თავის მკურნალ ექიმს.

პრეპარატის მოკლე დახასიათება

1. სამკურნალო პრეპარატის დასახელება

ნივალინი®® 5 მგ ტაბლეტები

ნივალინი®® 10 მგ ტაბლეტები

NIVALIN® 5 mg tablets

NIVALIN® 10 mg tablets

2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: გალანტამინის ჰიდრობრომიდი (galantamine hydrobromide) 5 მგ ან 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ხორბლის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ 6.1. პუნქტში

3. გამოშვების ფორმა

ტაბლეტი

ბრტყელი, მრგვალი, ორმხრივად წაკვეთილი ბოლოებით და გამყოფი ხაზით, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, უსუნო, 6 მმ დიამეტრის ტაბლეტები.

შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფა ორ ტოლ ნაწილად.

4. კლინიკური მონაცემები

4.1. გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების მკურნალობისას:

- ალცჰაიმერის ტიპის სუსტი ან ზომიერად გამოხატული დემენციისას;

- პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებისას (პოლირადიკულონევრიტი, რადიკულონევრიტი, ნევრიტი, პოლინევრიტი, პოლინევროპათია);

- ზურგის ტვინის წინა რქების დარღვევასთან დაკავშირებული მდგომარეობის მკურნალობისას (პოლიომიელიტის, მიელიტის, ზურგის კუნთოვანი ატროფიის შემდეგ);

- ცერებრალური დამბლის დროს (ცერებრალური ინსულტის შემდგომი მდგომარეობა, ბავშვთა ცერებრალური დამბლისას);

- ნერვ-კუნთოვანი სინაფსის დარღვევები (მიასთენია გრავის, კუნთოვანი დისტროფია).

4.4. დოზირება და გამოყენების წესი

დოზირება

გალანტამინით მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზირება დამოკიდებულია სიმპტომების სიმძიმეზე და მკურნალობაზე პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე.

ნივალინის ტაბლეტები მიიღება შიგნით, კვების დროს. მკურნალობისას საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის მიღების უზრუნველყოფა (იხ. პუნქტი 4.8).

მოზრდილები:

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 10-40 მგ, გაყოფილი 2-4 მიღებაზე.

ალცჰაიმერის დაავადება

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ 2-ჯერ დღეში, დილის და საღამოს კვების მიღებისას. მკურნალობის 4-კვირიანი კურსის ჩატარების შემდეგ, შეიძლება დოზის გაზრდა სადღეღამისო შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე – 20 მგ, გაყოფილი 2 მიღებაზე (10 მგ 2-ჯერ დღეში). დოზას ზრდიან კლინიკური სურათიდან და პაციენტის ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე.

ბავშვები :

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა ბავშვებისათვის შეადგენს:

6-დან 8 წლამდე – 5-10 მგ დღეში.

9-დან 11 წლამდე – 5-15 მგ დღეში.

12-დან 15 წლამდე – 5-25 მგ დღეში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები : ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დაზიანების მქონე პაციენტებში (7-9 ხარისხი Child-Pugh მიხედვით) შესაძლებელია გალანტამინის კონცენტრაციის მატება სისხლის პლაზმაში, ამიტომ რეკომენდებულია სადღეღამისო დოზის შემცირება 15 მგ-მდე.

ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (>9 ხარისხი Child-Pugh მიხედვით), გალანტამინის მიღება უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტი 4.3.).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები : გალანტამინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფიან თირკმელებით (იხ. პუნქტი 5.2). თირკმელების ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 15 მგ-ს. თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლები), გალანტამინის მიღება უკუნაჩვენებია.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ვარირებს ფართო ფარგლებში – რამდენიმე კვირიდან რამდენიმე წლამდე და დამოკიდებულია დაავადებასა და სამკურნალო საშუალების პაციენტის ინდივიდუალურ ამტანობაზე. გვერდითი მოვლენების განვითარებისას, აუცილებელია დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა 2-3 დღით, ამის შემდეგ, მკურნალობის გაგრძელება უნდა მოხდეს უფრო დაბალი დოზით. მკურნალობის უფრო ხანგრძლივი დროით შეწყვეტის შემთხვევაში, ნივალინის განმეორებითი მიღების დაწყება საჭიროა უფრო დაბალი დოზით, ოპტიმალური შემანარჩუნებელი დოზის თანდათან მიღწევით.

4.3. უკუჩვენებები

· ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების, გალანტამინის ჰიდრობრომიდის, ან ნივალინის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

· ღვიძლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 10მლ/წუთ-ზე ნაკლები);

· თირკმელების მძიმე უკმარისობა (>9 ხარისხი Child-Pugh მიხედვით);

· ბრონქული ასთმა;

· ბრადიკარდია;

· AV-ბლოკადა;

· სტენოკარდია;

· გულის მძიმე უკმარისობა (ІІІ-ІV ჯგუფი NYHA-ის მიხედვით);

· ეპილეფსია;

· ჰიპერკინეზია.

4.4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

     ·         პარასიმპათომიმეტიკებს შეუძლიათ ვაგოტონური ზეგავლენა მოახდინონ გულისცემის რითმზე, რომელიც გამოიხატება ბრადიკარდიით და AV-ბლოკადით, რაც დაკავშირებულია მათ სპეციფიკურ ფარმაკოლოგიურ მოქმედებასთან. ამ მიზეზით, აუცილებელია გალანტამინის სიფრთხილით დანიშვნა პაციენტებში სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომით ან სუპრავენტრიკულური გულის გამტარობის სხვა დარღვევებით, ასევე პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ისეთი საშუალებებით, რომლებიც მნიშვნელოვნად ანელებენ გულის რითმს, როგორიცაა დიგოქსინი ან ბეტა-ბლოკატორები ან პაციენტებისთვის ელექტროლიტების არაკორექტირებული ბალანსით (ჰიპერ- ან ჰიპოკალემიით).

· ამიტომ საჭიროა სიფრთხილე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში გალანტამინის გამოყენებისას, მაგ. უშუალოდ მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ პერიოდში, ახლოდროინდელი წინაგულების ფიბრილაციისას, გულის ბლოკადის მეორე ან უმაღლესი ხარისხის დროს, არასტაბილური სტენოკარდიის ან გულის შეგუბებითი უკმარისობისას, განსაკუთრებით III-IV ფუნქციური კლასის NYHA-ის მიხედვით.

· არსებობს ცნობები QTc ინტერვალის გახანგრძლივების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იყენებენ გალანტამინის თერაპიულ დოზებს და torsade de pointes-ს შესახებ დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებით (იხ. პუნქტი 4.9), ამიტომ გალანტამინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გახანგრძლივებული QTc ინტერვალი, პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობენ ისეთი სამკურნალო პრეპარატებით, რომლებიც გავლენას ახდენენ QTc ინტერვალზე, ან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შესაბამისად არსებული გულის დაავადება ან ელექტროლიტების დარღვევები.

· პლაცებო-კონტროლირებადი კვლევების ერთ–ერთ ანალიზში ალცჰაიმერის დემენციის მქონე პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ გალანტამინით, აღენიშნება გულ- სისხლძარღვთა ზოგიერთი არასასურველი მოვლენების მომატებული სიხშირე (იხ. პუნქტი 4.8).

· ქოლინომიმეტური ეფექტის გამო, გალანტამინს შეუძლია გაზარდოს კუჭის სეკრეცია და გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. უფრო მაღალი რისკი არსებობს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ წყლულოვანი დაავადება, კუჭის ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში და იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით. ასეთ პაციენტებში გალანტამინით მკურნალობისას საჭიროა აქტიური ან მწვავე კუჭ-ნაწლავის სისხლდენის სიმპტომების კონტროლი.

· გალანტამინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში.

· არ არის რეკომენდებული გალანტამინის დანიშვნა პაციენტებში შარდის გაძნელებით, წინამდებარე ჯირკვლის ან შარდის ბუშტის რეზექციის შემდეგ.

· ქოლინომიმეტიკებს შეუძლიათ გააძლიერონ სუქცინილქოლინის ტიპის ნერვ- კუნთოვანი ბლოკატორების მოქმედება ანესთეზიის დროს.

· ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს, გალანტამინის ჩათვლით, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება შეინიშნოს სხეულის წონის შემცირება - წონის დაკლება. ამ შემთხვევებში აუცილებელია პაციენტის სხეულის წონის კონტროლი.

· პარასიმპათომიმეტიკებს გააჩნიათ კრუნჩხვების გამომწვევი ცნობილი პოტენციალი. კრუნჩხვის გაზრდილი აქტივობა აღინიშნება ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტებში. იშვიათ შემთხვევებში, პარასიმპათომიმეტიკებმა შეიძლება გაზარდონ ქოლინერგული ტონუსი და გააუარესონ პარკინსონიზმის სიმპტომები.

· გალანტამინი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით და უფრო მცირე დოზებში თირკმლის მსუბუქი ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში, კრეატინინის კლირენსიდან გამომდინარე (იხ. პუნქტი 4.2).

პრეპარატი ნივალინი 5 და 10 მგ ტაბლეტები შეიცავს ხორბლის სახამებელს დამხმარე ნივთიერების სახით. ხორბლის სახამებელი შეიძლება შეიცავდეს გლუტენს, თუმცა მხოლოდ მცირე რაოდენობით და ამიტომ უსაფრთხოდ ითვლება ცელიაკიით დაავადებული ადამიანებისთვის.

პრეპარატი ნივალინი 5 და 10 მგ ტაბლეტები შეიცავს დამხმარე ნივთიერებას ლაქტოზას. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, ლაპპა ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა გამოიყენონ პრეპარატი.

4.5. სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად მიღება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება

გალანატამინის სხვა პარასიმპათომიმეტიკებთან (როგორიცაა, ამბენონიუმი, დონეპრეზილი, ნეოსტიგმინი, პირიდოსტიგმინი ან სისტემურად გამოყენებული პილოკარპინი) ერთდროული გამოყენებისას, მათი ქოლინომიმეტური მოქმედების ზრდა შეიძლება შეინიშნოს და ამიტომ ისინი არ უნდა იქნას გამოყენებული ერთად.

გალანატამინი ანტაგონიზირებს ანტიქოლინერგული საშუალებების (ატროპინის და მსგავსი სუბსტანციების), ჰექსამეთონიუმის და სხვა განგლიობლოკატორების, არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტების (ტუბოკურარინი) მოქმედებას.

შესაძლოა გალანტამინის ურთიერთქმედება, მისი ისეთ მედიკამენტებთან ერთდროულად გამოყენებისას, რომლებიც იწვევენ გულის რითმის სიხშირის შემცირებას, როგორიცაა დიგოქსინი, ბეტა-ბლოკატორები, კალციუმის არხების ბლოკატორები და ამიოდარონი.

პროკაინამიდი, რომლის თერაპიული ეფექტი ნაწილობრივ ანტიქოლინერგული მოქმედებით არის განპირობებული, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას გალანტამინთან ერთდროულად, ვინაიდან ამ უკანასკნელს შეუძლია მოახდინოს მისი თერაპიული მოქმედების ანტაგონიზირება.

ამინოგლიკოზიდებს (გენტამიცინი, ამიკაცინი) შეუძლიათ შეამცირონ გალანტამინის თერაპიული ეფექტი myasthenia gravis-ის დავაადების დროს.

დეპოლარიზერებული ნერვ-კუნთოვანი ბლოკატორების (სუქსამეტონიუმი) მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს გალანტამინთან ერთდროული გამოყენებისას, და განსაკუთრებით, ფსევდოქოლინესტერაზას უკმარისობის დროს.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება

საკვებთან ერთად ერთდროულად მიღებისას, გალანტამინის შეწოვის სიჩქარე ნელდება, მაგრამ მისი შეწოვის ხარისხი არ იცვლება. პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ჭამის დროს, პრეპარატის ქოლინომიმეტიკური შესაძლო გვერდითი ეფექტების შესამცირებლად.

გალანატამინი მეტაბოლიზდება ღვიძლის CYP3A4 და CYP2D6 იზოფერმენტებით.

წამლებს, რომლებიც ექვემდებარებიან მეტაბოლიზმს იგივე იზოფერმენტებით, შეუძლიათ ურთიერთქმედება გალანტამინთან ფარმაკოკინეტიკურ დონეზე. CYP2D6 (ქინიდინი, პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი) ან CYP3A4 (კეტოკონაზოლი, ზიდოვუდინი, რიტონავირი, ერითრომიცინი) ინჰიბიტორებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ გალანტამინის მეტაბოლიზმზე და გამოიწვიონ პლაზმური კონცენტრაციის მომატება და, შესაბამისად, მისი ბიოშეღწევადობა.

ამ შემთხვევებში არსებობს გვერდითი მოვლენების განვითარების მომატებული რისკი და ამიტომ რეკომენდებულია გალანტამინის შემანარჩუნებელი დოზის შემცირება.

ციმეტიდინს შეუძლია გალანტამინის ბიოშეღწევადობის გაზრდა.

გალანტამინს არ აქვს გავლენა ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე.

4.6. ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა

ცხოველებზე ექსპერიმენტულმა კვლევებმა არ აჩვენეს პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა ორსულობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან მშობიარობის შემდგომ განვითარებაზე.

გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს საკმარისი კლინიკური მონაცემები ორსულთათვის გალანტამინის უსაფრთხოების შესახებ, მისი გამოყენება ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული.

ძუძუთი კვება

არ არსებობს მონაცემები დედის რძეში გალანტამინის გამოყოფის შესახებ. არ ჩატარებულა კლინიკური კვლევები მეძუძურ ქალებში, ამიტომ მისი გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული.

4.7. სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება

ნივალინმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. ასეთ შემთხვევაში, რეკომენდებულია არ მართოთ ავტოსატრანსპორტო საშუალებები და შეწყვიტოთ მექანიზმებთან მუშაობა.

4.8. გვერდითი მოვლენები

გვერდითი ეფექტები კლასიფიცირდება სიხშირის მიხედვით და ორგანოებისა და ორგანოთა სისტემის დაზიანების შესაბამისად. სიხშირე გადანაწილებულია MedDRA– ს მიხედვით შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (³1/10 დანიშვნები), ხშირი (³1/100–დან <1/10-მდე დანიშვნები), არახშირი (³1/1000-დან <1/100-მდე დანიშვნები), იშვიათი (³1/10 000 დან <1/1000-მდე დანიშვნები), ძალიან იშვიათი (<1/10 000 დანიშვნები), უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებიდან შეფასების გაკეთება შეუძლებელია).

გალანტამინის ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია მის ფარმაკოდინამიკასთან და ძირითადად შეიძლება გამოიხატოს ფარმაკოლოგიური კლასისთვის დამახასიათებელი ნიკოტინის ან, ნაკლებად ხშირად, მუსკარინის ეფექტების სახით.

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

ხშირი: მადის დაკარგვა, ანორექსია;

არახშირი: დეჰიტდრატაცია.

დარღვევები ფსიქიკის მხრივ

ხშირი: ჰალუცინაციები, დეპრესია;

არახშირი: მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები;

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტრემორი, გულის წასვლა, ძილიანობა, ლეტარგია (შეფერხებულობა);

არახშირი: პარესთეზია, დისგევზია, ჰიპერსომნია.

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ

არახშირი: დაბინდული მხედველობა;

დარღვევები სმენის ორგანოების და ლაბირინთის მხრივ

არახშირი: ტინიტუსი

დარღვევები გულის მხრივ

ხშირი: ბრადიკარდია;

არახშირი: სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა I ხარისხის, სინუსური ბრადიკარდია, გულისცემა.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ხშირი: ჰიპერტენზია

არახშირი: ჰიპოტენზია, წამოხურებები.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ძალიან ხშირი: გულისრევა, ღებინება;

ხშირი: ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, დისპეპსია, კუჭის დისკომფორტი, ნაწლავის დისკომფორტი;

არახშირი: გულისრევის შეგრძნება;

უცნობი სიხშირით: ნაწლავის პერისტალტიკის მომატება.

დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ

იშვიათი: ჰეპატიტი.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების გზების

ხშირი: ჰიპერჰიდროზი

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ხშირი: კუნთების სპაზმი;

არახშირი: კუნთოვანი სისუსტე.

ინექციის ადგილზე ზოგადი გართულებები და დარღვევები

ხშირი: ასტენია, დაღლა, სისუსტე;

გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე

ხშირი: სხეულის წონის კლება.

არახშირი: ღვიძლის ფერმენტების დონის მატება.

ტრავმები, ინტოქსიკაცია და მანიპულაციების გართულებები;

არახშირი: დაცემა.

4.9. ჭარბი დოზირება

სიმპტომები:

გალანტამინის დოზის გადაჭარბების ნიშნები და სიმპტომები სხვა პარასიმპათომიმეტიკების დოზის გადაჭარბების ანალოგიური სიმპტომების მსგავსია. სიმპტომები, როგორც წესი, მოიცავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას და ნერვ-კუნთოვან სინაფსს. კუნთების სისუსტისა და ფასციკულაციის გარდა, შეიძლება აღინიშნოს ქოლინერგული კრიზის ზოგიერთი ან ყველა ნიშანი: გამოხატული გულისრევა, ღებინება, სპაზმური ტკივილები მუცლის არეში, დიარეა, ნერწყვდენა, ცრემლდენა, ჭარბი ოფლიანობა, ბრადიკარდია, ჰიპოტონია, კოლაფსი და კრუნჩხვები. კუნთების გამოხატულმა სისუსტემ ტრაქეის ლორწოვანი გარსის ჰიპერეკრეციასთან და ბრონქოსპაზმთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი.

მკურნალობა :

აუცილებელია რესპირატორული და გულ-სისხლძარღვთა ფუნქციების კონტროლი. მკურნალობა არის სიმპტომური.

პრეპარატის ჭარბი დოზირებისას შიგნით მიღების შემთხვევაში, თუ პაციენტი გონზეა, ტარდება კუჭის გამორეცხვა.

ატროპინი ინტრავენურად 0,5-დან 1 მგ-მდე დოზით შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ანტიდოტი, და დოზის განმეორება შესაძლებელია კლინიკური სიმპტომების გათვალისწინებით.

5. ფარმაკოლოგიური თვისებები

5.1. ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დემენციის სამკურნალო მედიკამენტები. ანტიქოლინესთერაზული. ATХ კოდი: N06DA04.

მოქმედების მექანიზმი

გალანატამინი მიეკუთვნება მესამეულ ალკალოიდებს პარასიმპათომიმეტიკის ჯგუფიდან არაპირდაპირი მოქმედებით. ის არის ფერმენტის აცეტილქოლინესთერაზას შერჩევითი, კონკურენტუნარიანი და შექცევადი ინჰიბიტორი. იწვევს აცეტილქოლინის დონის ზრდას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბიტორის სახით მის მოქმედების გარდა, იგი წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის alpha4/beta2 ქვეტიპის ყველაზე გავრცელებული აცეტილქოლინის ნიკოტინის რეცეპტორების ალოსტერიულ ლიგანდს.

იგი ასევე ზრდის პოსტსინაპტიკური რეცეპტორების მგრძნობელობას აცეტილქოლინის მიმართ.

გალანტამინი ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერში, აუმჯობესებს იმპულსების გამტარობას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და აჩქარებს აგზნების პროცესებს. ზრდის ქოლინერგული სისტემის აქტივობას, შედეგად ხდება კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესება. ნეოსტიგმინთან შედარებით, გალანტამინი უფრო სუსტად მოქმედებს მუსკარინის რეცეპტორებზე.

ფარმაკოდინამიკური მოქმედება

აუმჯობესებს აგზნების გამტარობას ნერვ-კუნთოვან სინაფსებში და აღადგენს ნერვ- კუნთოვან გამტარობას მისი ბლოკადის შემთხვევაში არადეპოლარიზებული ნერვ-კუნთოვანი ბლოკატორებით.

ზრდის გლუვი კუნთების ტონუსს და საჭმლის მომნელებელი და ოფლის ჯირკვლების სეკრეციას, იწვევს მიოზს.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ითვლება, რომ პარასიმპათომიმეტიკების გამოყენება დაკავშირებულია კრუნჩხვების განვითარების რისკთან (თუმცა გალანტამინთან ისინი არ გამოვლენილა). ეს ფაქტი მოითხოვს ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტებში ყურადღებით დაკვირვებას, რომელთაც აქვთ კრუნჩხვების განვითარების მომატებული რისკი.

5.2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

გალანტამინი არის ტუტე ნაერთი იონიზაციის კონსტანტით (pKa 8.2). გააჩნია დაბალი ლიპოფილურობა, განაწილების კოეფიციენტი ოქტანოლსა და ბუფერულ ხსნარს შორის 1,09 ტოლია. წყალში ხსნადობა შეადგენს 31 მგ/მლ.

შეწოვა**:**

გალანტამინი სწრაფად და სრულად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ.

არ არსებობს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება გალანტამინის საშუალო AUC მნიშვნელობებში პერორალურად და პარენტერალურად 10 მგ დოზით მიღებისას.

გალანტამინის ბიოშეღწევადობა შეადგენს 80-100% და იგი ერთნაირია თხევადი და მყარი დოზირების ფორმებისთვის, აგრეთვე პარენტერალური და პერორალური მიღებისას.

პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციები დგინდება მისი მიღებიდან 1–დან 2 საათამდე. როდესაც გალანტამინი მიიღება პერორალურად 10 მგ დოზით საკვებთან ერთად, შეინიშნება მისი შეწოვის სიჩქარის მნიშვნელოვანი შენელება, მაგრამ მისი შეწოვის ხარისხი არ იცვლება.

განაწილება**:**

დაბალი ხარისხით ის უკავშირდება სისხლის ცილებს - 18%-მდე. ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერში და განისაზღვრება თავის ტვინის ქსოვილებში პლაზმური კონცენტრაციის 2-3-ჯერ მეტი კონცენტრაციით. განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 175 ლიტრს.

მეტაბოლიზმი:

გალანტამინის მიღებული დოზის 75%-მდე მეტაბოლიზდება ღვიძლში, ძირითადად ციტოქრომ P450 სისტემით (CYP3A4 და CYP2D6). in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ იზოფერმენტი CYP2D6 მონაწილეობს O-დესმეთილგალანტამინის, ხოლო CYP3A4 - N- ოქსიდ-გალანტამინის ფორმირებაში. ფერმენტების დაბალი აქტივობის მქონე ადამიანებში ("ცუდი მეტაბოლიზატორები") აღინიშნება უცვლელი გალანტამინის უფრო მაღალი დონე (50%-მდე), ვიდრე ნორმალური ფერმენტული აქტივობის მქონე პირებთან შედარებით ("კარგი მეტაბოლიზატორები"). ძირითადი მეტაბოლიტები, ეპიგალანტამინი, გალანტამინონი და ნორგალანტამინი განისაზღვრება პლაზმაში და შარდში, მაგრამ მათი ფარმაკოლოგიური აქტივობის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

გამოყოფა:

გალანტამინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 5 საათს. ცენტრალური კომპარტიმენტის ელიმინირება უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე პერიფერიულის. გალანტამინი გამოიყოფა ძირითადად გლომერული ფილტრაციით (74 ± 23%-მდე 72 საათში) უცვლელი სახით და მეტაბოლიტების (გალანტამინონი, ეპიგალანტამინი) სახით. დადგენილია, რომ გალანტამინის თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს დაახლოებით 100 მლ/წთ, რაც ახლოსაა ინულინის, შესაბამისად კრეატინინის კლირენსთან.

იგი არ განიცდის კონიუგაციას ღვიძლში და მისი გამოყოფა ნაღველთან ერთად უმნიშვნელოა - 0,2 ± 0,1% 24 საათის განმავლობაში.

სწორხაზოვანი/არასწორხაზოვანი

გალანტამინის ფარმაკოკინეტიკა ატარებს სწორხაზოვან ხასიათს თერაპიული დოზის დიაპაზონში. განლანტამინის დაგროვება არ აღინიშნება მისი მრავალჯერადი გამოყენებისას.

ფარმაკოკინეტიკისა და ფარმაკოდინამიკის ურთიერთკავშირი

პლაზმაში კონცენტრაციასა და გალანტამინის თერაპიულ ან გვერდით ეფექტებს შორის კორელაცია არ არის დადგენილი.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტების გარკვეულ ჯგუფებში

პაციენტებში ღვიძლის საშუალო სიმძიმის უკმარისობით, გალანტამინის კლირენსი მცირდება დაახლოებით 25% -ით.

პაციენტებში ღვიძლის საშუალო და მძიმე უკმარისობით, AUC ს მაჩვენებლები იზრდება 37-67% -ით.

კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ პაციენტებში დაქვეითებული კრეატინინის კლირენსით გალანტამინის გამოყოფა შეიძლება შენელდეს.

გალანტამინის პლაზმური კონცენტრაცია შეიძლება 30-40%-ით მეტი იყოს ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელს ზემოთ).

არ აღინიშნებოდა განსხვავებები გალანტამინის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებში მამაკაცებსა და ქალებს შორის, აგრეთვე სხვადასხვა რასებს შორის.

5.3. პრეკლინიკური მონაცემები უსაფრთხოების შესახებ

პრეკლინიკური მონაცემები არ აჩვენებს ადამიანებისთვის სპეციფიკურ რისკ ფაქტორებს მრავალჯერადი მიღების დროს უსაფრთხოების, ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის და რეპროდუქციული ტოქსიკურობის კონვენციალური კვლევების საფუძველზე.

გალანტამინის ქრონიკული ტოქსიკურობის გამოკვლევებში, მისი სქესობრივი მომწიფების პერიოდში Wistar თაგვებში 0,25; 0,5 და 1 მგ/კგ დოზით სხეულის მასაზე პერორალურად; და კანქვეშ - 0,125; 0,5 მგ/კგ სხეულის მასაზე 6 თვის განმავლობაში გამოყენებისას არანაირი ცვლილება არ დაფიქსირებულა ბიომეტრიულ, ბიოქიმიურ, ჰემატოლოგიურ და მორფოლოგიურ პარამეტრებში. ორსულობა და მშობიარობა ნორმალურად მიმდინარეობდა. ზოგად ქცევაში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ დადგენილა კონტროლთან შედარებით, გარდა უფრო მაღალი დოზების მიღებიდან 2 საათის განმავლობაში მოტორული აქტივობის გაზრდისა.

გამოყენებული დოზები იყო ადამიანებში გამოყენებულ საშუალო თერაპიულ დღიურ დოზების ექვივალენტი, გაყოფილი, შესაბამისად, ერთზე, ორზე და ოთხზე.

მუტაგენურობაზე გალანტამინის კვლევებმა არ გამოავლინა მონაცემები ნივთიერების მუტაგენური პოტენციალის შესახებ.

6. ფარმაცევტული მონაცემები

6.1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

5 მგ ტაბლეტი

ლაქტოზის მონოჰიდრატი

ხორბლის სახამებელი

სალმანდი

მაგნიუმის სტეარატი

მიკროკრისტალური ცელულოზა

კალციუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი.

10 მგ ტაბლეტი

ლაქტოზის მონოჰიდრატი

ხორბლის სახამებელი

სალმანდი

მაგნიუმის სტეარატი

მიკროკრისტალური ცელულოზა

6.2. შეუთავსებლობა

არ არის მონაცემები.

6.3. ვარგისობის ვადა

5 წელი

6.4. შენახვის განსაკუთრებული პირობები

არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებული პირობების დაცვას.

6.5. მონაცემები შეფუთვის შესახებ

5 5 მგ ტაბლეტები

20 ტაბლეტი პვქ გარსის/ალუმინის ფოლგის გამჭვირვალე, უფერო, მყარ ბლისტერში; 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

10 მგ ტაბლეტები

10 ტაბლეტი პვქ გარსის/ალუმინის ფოლგის გამჭვირვალე, მწვანე, მყარ ბლისტერში; 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

6.6. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები გადაგდებისას

არ არის განსაკუთრებული მოთხოვნები.

გაცემის წესი : ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

7. სააფთიაქო ქსელიდან გაცემის პირობები

გაიცემა რეცეპტით.

8. გამოყენების ნებართვის მფლობელი

სს სოფარმა

ილიენსკოის შოსეს ქ.16, 1220 სოფია, ბულგარეთი

საერთაშორისო დასახელება - Galantaminum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები
შემადგენლობა
შემცველობა 1 მლ ამპულაში:
1 მგ 2,5 მგ 5 მგ 10 მგ
სამკურნალო ნივთიერება:
Galantamine hydrobromide 1 მგ 2,5 მგ 5 მგ 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი და საინიექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა და ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნივალინი საინიექციო ხსნარის სახით, ფერმენტ აცეტილქოლინესთერაზას შექცევად ინჰიბიტორს წარმოადგენს. ზრდის ნერვულ უჯრედებში აცეტილქოლინის რაოდენობას და აუმჯობესებს თავის, ზურგისა და პერიფერულ ნერვებში ნერვული იმპულსების გატარებას.

ჩვენებები
ნერვული სისტემის დაავადებები: ცენტრალური ნერვული სისტემის ტრავმული დაზიანებები, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ზურგის ტვინის დაავადებები – (მიელიტები, პოლიომიელიტები, ტკიპისმიერი ენცეფალიტის პოლიმიელიტური ფორმა), მონონევრიტები, პოლინევრიტები, პოლინევროპათიები, რადიკულონევრიტები, მიოპათიები (კუნთის დაზიანებები), სახის პარეზი, გიენ-ბარის სინდრომი, enuresis nocturna – (ღამით შარდვა).
მორფინითა და მისი ანალოგებით და ქოლინოლიტიკური საშუალებებით მოწამვლისას – ატროპინი და სხვ.
რენტგენული გამოკვლევების დროს საჭმლისმომნელებელი სისტემის ფუნქციონალური დიაგნოსტიკის გაადვილება.
ფიზიოთერაპიული პროცედურების დროს გამოიყენება იონოფორეზის მეშვეობით (სამკურნალო პრეპარატის შეყვენა კანიდან სუსტი, მუდმივი დენის გამოყენებით) ნერვული სისტემის ანთებითი და ტრავმული დაავადებების დროს.

გამოყენების მეთოდები და დოზები
ნივალინის დოზირებასა და მკურნალობის ხანგრძლივობას აუცილებლად ექიმი ადგენს დაავადების სიმპტომების გამოხატულობისა და მიმდინარე მკურნალობის მიმართ ავადმყოფის ინდივიდუალური რეაქციის გათვისწინებით.
ნივალინის ამპულები ინიშნება პარენტერალურად: კანქვეშ, კუნთში, ვენაში. მკურნალობა იწყება ყველაზე მცირე ეფექტური დოზით, რომელიც თანდათანობით იზრდება. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 10 მგ-ს კანქვეშ, ხოლო მაქსიმალური დღიური დოზა 20 მგ-ს შეადგენს.
ბავშვებში ინიშნება კანქვეშ შემდეგი დღიური დოზებით:
1 – 2 წლამდე - 0,25 – 1,0 მგ
3 – 5 წლამდე - 0,50 – 5,0 მგ
6 – 8 წლამდე - 0,75 – 7,5 მგ
9 – 11 წლამდე - 1,00 – 10,0 მგ
12 – 15 წლამდე - 1,25 – 12,5 მგ
15 წელს ზემოთ - 12,5 – 20,0 მგ
ნივალინის ამტანობა ბავშვთა ასაკში უფრო კარგია.
მკურნალობის ხანგრძლივობა – დაავადების სიმძიმისა და თავისებურებების მიხედვით. ნევროლოგიაში პერიფერული ნერვული სისტემის სხვადასხვა წარმოშობის დაზიანებების დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 40-60 დღეს. კურსი შეიძლება განმეორდეს 2-3 ჯერ 1-2 თვიანი ინტერვალებით. უფრო მაღალი სამკურნალო დოზები იყოფა დღეში ორ მიღებად.
ანტიკურარული საშუალების სახით ნივალინი შეიყვანება ინტრავენურად დოზით 10-20 მგ/24 საატში. კუნთში შეჰყავთ რენტგენოლოგიური გამოკვლევების დროს დოზით 1,5-5,0 მგ მოზრდილებისათვის.
ნივალინი ამპულები იონოფორეზულად ინიშნება პერიფერული ნერვული სისტემის დაავადებების და ბავშვებში ღამით შარდვის დროს.

გვერდითი მოვლენები
უფრო მაღალი დოზების გამოყენებისას ან ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის დროს ყველაზე ხშირად გვხვდება: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი მუცელში, მომატებული ნერწყვდენა, ოფლიანობა, მადის დაქვეითება, დაღლილობა, თავბრუ, თავის ტკივილი, ძილიანობა და წონაში დაკლება. უფრო იშვიათად აღინიშნება: უძილობა, რინიტი (ცხვირის ლორწოვანის ანთება), გულის პულსის შენელება, მხედველობის დარღვევა და საშარდე გზების ინფექცია.
ყველა გვერდითი მოვლენის შესახებ პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა ცნობოს თავის მკურნალ ექიმს.