ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ყელის პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
გამოყენების ინსტრუქცია
ტაიქოლდ ლორი თაფლისა და ლიმონის არომატით
ტაიქოლდ ლორი ტყის კენკრის არომატით
ტაიქოლდ ლორი ფორთოხლის არომატით
ტაიქოლდ ლორი ქლიავის არომატით
ტაიქოლდ ლორი მენთოლის არომატით
თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:
ფორთოხლის არომატით:
თითო საწუწნი ტაბლეტი შეიცავს:
2,4-დიქლორობენზილის სპირტი 1,2 მგ
ამილმეტაკრეზოლი 0,6 მგ
ასკორბინის მჟავა 100,0 მგ
სხვა არომატებით:
თითო საწუწნი ტაბლეტი შეიცავს:
2,4-დიქლორობენზილის სპირტი 1,2 მგ
ამილმეტაკრეზოლი 0,6 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
თაფლისა და ლიმონის არომატით: ტარტრაზინი (CI. No. 19140), ევკალიპტის ზეთი,
პიტნის ზეთი მენთოლის გარეშე, მენთოლი, ლიმნის ზეთი, თაფლის არომატი, საქაროზა,
თხევადი გლუკოზა, ლიმონმჟავა.
ტყის კენკრის არომატით: Eurocert Ponceau 4R (CI. No. 16255), სალას არომატი,
ტყის კენკრის არომატი, პიტნის ზეთი მენთოლის გარეშე, მენთოლი, ევკალიპტის ზეთი,
საქაროზა, თხევადი გლუკოზა, ლიმონმჟავა.
ფორთოხლის არომატით: Eurocert Sunset yellow (CI. No. 15985), ევკალიპტის ზეთი,
პიტნის ზეთი მენთოლის გარეშე, მენთოლი, ლიმონის ზეთი, ფორთოხლის არომატი SBF
3964, საქაროზა, თხევადი გლუკოზა, ლიმონის მჟავა.
ქლიავის არომატით: საქაროზა, თხევადი გლუკოზა, კარმოიზინი (CI. No. 14720),
ბრილიანტის ლურჯი FCF (CI. No. 42090), ნატრიუმის ქლორიდი, მენთოლი, ევკალიპტის
ზეთი, ლიმონის მჟავა, პიტნის ზეთი მენთოლის გარეშე, ქლიავი HC.3995, ამერიკული
კრემ სოდა.
მენთოლის არომატით: საქაროზა, თხევადი გლუკოზა, ბრილიანტის ლურჯი FCF (CI. No.
42090), მენთოლი, ევკალიპტის ზეთი, ლიმონის მჟავა.
წამლის ფორმა: საწუწნი ტაბლეტები
გამოშვების ფორმა
თაფლისა და ლიმონის არომატით:
ყვითელი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი (ამობურცული), სადა ზედაპირის მქონე
საწუწნი ტაბლეტები.
ტყის კენკრის არომატით:
წითელი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი (ამობურცული), სადა ზედაპირის მქონე საწუწნი
ტაბლეტები.
ფორთოხლის არომატით:
სტაფილოსფერი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი (ამობურცული), სადა ზედაპირის მქონე
საწუწნი ტაბლეტები.
ქლიავის არომატით:
იისფერი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი (ამობურცული), სადა ზედაპირის მქონე
საწუწნი ტაბლეტები.
მენთოლის არომატით:
ლურჯი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი (ამობურცული), სადა ზედაპირის მქონე საწუწნი
ტაბლეტები.
ფარმაკოლოგიური თავისებურებები
ფარმაკოდინამიკა:
2,4-დიქლორობენზილის სპირტი და ამილმეტაკრეზოლი ხასიათდება ანტისეპტიკური
თვისებებით. ასკორბინის მჟავა (ვიტამინი ჩ) წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც
მონაწილეობს კოლაგენისა და უჯრედშიდა მასალების სინთეზში. ინფექციის დროს C
ვიტამინის დონე ორგანიზმში ქვეითდება.
ფარმაკოკინეტიკა: არ განიხილება.
კლინიკური მონაცემები
ჩვენებები: პირის ღრუსა და ყელის ინფექციების მკურნალობა.
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილები: გაწუწნეთ ტაბლეტი ნელა, ყოველ 2-3
საათში ერთხელ.
უკუჩვენება : მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი
კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:
ნუ გადააჭარბებთ მითითებულ დოზას.
სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
მცირე ასაკის ბავშვს შეიძლება გადასცდეს საწუწნი ტაბლეტები.
შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან, აგრეთვე ურთიერთქმედების სხვა ფორმები:
არ აღინიშნება.
ორსულობა და ლაქტაცია : არ განიხილება
მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე ზეგავლენა: არ განიხილება
გვერდითი ეფექტები: შესაძლოა განვითარდეს არასასურველი რეაქციები მომატებული
მგრძნობელობის გამო.
დოზის გადაჭარბება და შესაბამისი ანტიდოტები : არა არის აღწერილი დოზის
გადაჭარბების კონკრეტული სიმპტომები. შესაძლოა განვითარდეს დისკომფორტი კუჭ-
ნაწლავის ტრაქტში. მკურნალობა არის სიმპტომური.
ვარგისობის ვადა: 3 წელი
განსაკუთრებული პირობები: ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: PVDC/ალუმინის ბლისტერი
მეორადი შეფუთვა: ალუმინის პაკეტი მუყაოს კოლოფში.
რაოდენობა კოლოფში: 2 × 12
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით