ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბეტა-ბლოკატორები, სელექციური ბეტა-ბლოკატორები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
**შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
** ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.
ნებივოლოლის ჰიდროქლორიდი. . . . . . 5 მგ
დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზას მონოჰიდრატი.
**კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
** სელექტიური β1-ადრენობლოკატორი.
**ფარმაკოლოგიური თვისებები
** ნებივოლოლი წარმოადგენს ორი ენანტიომერის რაცემატს, SRRR-ნებივოლოლი (ან
D-ნებივოლოლი) და SRRR-ნებივოლოლი (ან L-ნებივოლოლი). პრეპარატი ხასიათდება ორი
სახის ფარმაკოლოგიური მოქმედებით:
- ნებივოლოლი წარმოადგენს β1-რეცეპტორის კონკურენტულ და მაღალსელექტიურ
ბლოკატორს. აღნიშნულ ეფექტს განაპირობებს შღღღ-ენანტიომერი (D-ენანტიომერი);
- პრეპარატს გააჩნია ზომიერი ვაზოდილატაციური თვისებები, რომლიც განპირობებულია
რელაქსაციური ფაქტორის, აზოტის ოქსიდის (NO), სისხლძარღვთა ენდოთელიუმიდან
გამოთავისუფლების მოდულაციით L-არგინინის მონაწილეობით.ნებივოლოლის ერთჯერადი და
განმეორებითი გამოყენება ნორმალური არტერიული წნევისა და არტერიული ჰიპერტენზიის
მქონე პაციენტებში ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირესა და არტერიულ წნევას,
როგორც მოსვენებულ მდგომარეობაში, აგრეთვე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შენარჩუნებულია მისი ჰიპოტენზიური ეფექტი.
თერაპიული დოზებში ნებივოლოლს არ გააჩნია ალფა–ადრენომაბლოკირებელი ეფექტი.
ჯანმრთელ მოხალისეებში ნებივოლოლი არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას მაქსიმალური
ფიზიკური დატვირთვის უნარსა და ამტანობაზე.
**ფარმაკოკინეტიკა
** პერორალური მიღების შემდეგ ნებივოლოლის ორივე ენანტიომერი სწრაფად შეიწოვება
საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის
აბსორბციაზე. ნებივოლოლის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად და მის გარეშეც.
ნებივოლოლის ორივე ენანტიომერი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, უპირატესად
ალბუმინს. პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 98.1%-ს SRRR-ნებივოლოლისთვის და
97.9%-ს SRRR-ნებივოლოლისთვის.
ნებივოლოლი ორგანიზმში მეტაბოლიზდება აქტიური ჰიდროქსიმეტაბოლიტების წარმოქმნით.
ნებივოლოლის მეტაბოლიზმის პროცესი მიმდინარეობს ალიციკლური და არომატული
ჰიდროქსილირებით, N-დეალკილირების და გლუკორონირების გზით. გარდა ამისა,
წარმოიქმნება ჰიდროქსიმეტაბოლიტების გლუკორონიდები. სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე
პირებში ნებივოლოლის ორალური ბიოშეღწევადობა საშუალოდ 12%-ს შეადგენს. და თითქმის
სრულია ნელი მეტაბოლიზმის მქონე ინდივიდებში. წონასწორული მდგომარეობის მიღწევისა
და თანაბარი დოზირების შემთხვევაში შეუცვლელი ნებივოლოლის მაქსიმალური
კონცენტრაცია პლაზმაში ნელი მეტაბოლიზმის მქონე პირებში დაახლოებით 23-ჯერ უფრო
მაღალია, ვიდრე სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე ინდივიდებში. პრეპარატის შეუცვლელი
სუბსტანციისა და აქტიური მეტაბოლიტების შემცველი ჯამური ანალიზის დროს,
მაქსიმალურ კონცენტრაციებს შორის სხვაობა შეადგენს 1.3-1.4-ჯერად მაჩვენებელს.
მეტაბოლიზმის მაჩვენებლების ცვლილებების გამო, ნებეტას დოზა ყოველთვის უნდა
შეესაბამებოდეს პაციენტის ინდივიდუალურ მოთხოვნებს: ამის გამო ნელი მეტაბოლიზმის
მქონე პირებს ენიშნებათ პრეპარატის შედარებით დაბალი დოზები.
სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე ინდივიდებში ნებივოლოლის ენანტიომერების
ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს საშუალოდ 10 საათს. ნელი მეტაბოლიზმის მქონე
პირებში აღნიშნული მაჩვენებელი 3-5-ჯერ მატულობს. სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე
პირებში ორივე ენანტიომერის ჰიდროქსიმეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი
შეადგენს საშუალოდ 24 საათს. ნელი მეტაბოლიზმის მქონე პირებში აღნიშნული
მაჩვენებელი დაახლოებით 2-ჯერ უფრო მაღალია.
პლაზმაში ნებივოლოლის წონასწორული კონცენტრაცია უმრავლეს პაციენტებში (სწრაფი
მეტაბოლიზმის მქონე პირებში) აღინიშნება 24 საათის განმავლობაში,
ჰიდროქსიმეტაბოლიტებისთვის - რამოდენიმე დღე-ღამის შემდეგ.
ნებივოლოლის 1 მგ-დან 30 მგ-მდე დოზების გამოყენებისას პლაზმაში მისი
კონცენტრაცია დოზის პროპორციულია. ნებივოლოლის ფარმაკოკინეტიკაზე ასაკი გავლენას
არ ახდენს.
პრეპარატის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ, დოზის 38% გამოიყოფა თირკმლების და 48%
**ჩვენებები
** ჰიპერტენზია
- ესენციური არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა: გულის იშემიური დაავადება;
გულის ქრონიკული უკმარისობა (გქუ);
- მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გულის ქრონიკული უკმარისობის (კომპენსაციის
სტადიაში) მკურნალობა სტანდარტულ თერაპიასთან ერთად ხანდაზმულ პაციენტებში (≥70
წელი).
**დოზირების რეჟიმი
** ჰიპერტენზია
მოზრდილები: ერთი ტაბლეტი (5 მგ) დღეში, სასურველია ერთი და იგივე დროს.
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საკვებთან ერთად. ჰიპოტენზიური ეფექტი ვლინდება
მკურნალობიდან 1-2 კვირის შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში ოპტიმალური მოქმედება
მიიღწევა მხოლოდ 4 კვირის შემდეგ.
კომბინაცია სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან
ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორების გამოყენება შეიძლება როგორც მონოთერაპიის
სახით, აგრეთვე სხვა ანტიჰიპერტენზიულ ნივთიერებებთან ერთად (შარდმდნები,
დიჰიდროპირიდინული კალციუმის ანტაგონისტები).
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები: თირკმლის უკმარისობისას, რეკომენდებული
საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ დღეში. საჭიროების შემთხვევაში შეასაძლებელია
დღიური დოზის 5 მგ-მდე გაზრდა.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები: ცნობები იმ პაციენტების შესახებ,
რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის უკმარისობა ან ღვიძლის დარღვეული ფუნქცია, საკმაოდ
შეზღუდულია. ამის გამო ნებივოლოლის გამოყენება ამ ტიპის პაციენტებში
უკუნაჩვენებია.
ხანდაზმული პაციენტები: 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში რეკომენდებული საწყისი
დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დღიური დოზის
გაზრდა 5 მგ-მდე. 75 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა
და მათი რეგულარული მონიტორინგი.
ბავშვები და მოზარდები: არ არის განხორციელებული რაიმე სახის კვლევა ბავშვებსა და
მოზარდებში. პრეპარატის გამოყენება ამ ასაკობრივ კატეგორიაში არ არის
რეკომენდებული.
გულის იშემიური დაავადება
მოზრდილები: ნახევარი ტაბლეტი ან ერთი ტაბლეტი (2.5 მგ – 5 მგ) დღეში, სასურველია
ერთი და იგივე დროს. ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საკვებთან ერთად.
გულის ქრონიკული უკმარისობა
გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა (კომპენსაციის სტადიაში) უნდა დაიწყოს
დოზის თანდათანობითი ტიტრაციით, ოპტიმალური ინდივიდუალური შემანარჩუნებელი დოზის
მიღწევამდე.
გულის ქრონიკული უკმარისობის დროს პაციენტს არ უნდა აღენიშნებოდეს მწვავე
უკმარისობის ეპიზოდი ბოლო 6 კვირის განმავლობაში. რეკომენდებულია, რომ მკურნალი
ექიმი იყოს გამოცდილი ამ პათოლოგიის მკურნალობაში.
იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ კარდიოვასკულარულ პრეპარატებს, მათ შორის
შარდმდენებს და/ან დიგოქსინს და/ან ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტების
ინჰიბიტორებს და/ან ანგიოტენზინ II ანტაგონისტებს, ნებივოლოლით მკურნალობის
დაწყებამდე 2 კვირით ადრე უნდა მოხდეს მოცემული პრეპარატების საბოლოო დოზების
შერჩევა.
დოზის ტიტრაცია უნდა განხორციელდეს საფეხურებრივად, 1-2 კვირიანი ინტერვალებით
პაციენტის ტოლერანტობაზე დამოკიდებულების მიხედვით:
საწყისი დოზა – 1.25 მგ ნებივოლოლი, შემდეგ შეიძლება გაიზარდოს 2.5 მგ-მდე დღეში
ერთხელ, შემდეგ 5 მგ დღეში ერთხელ და შემდეგ 10 მგ დღეში ერთხელ.
მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ ნებივოლოლს დღეში ერთხელ.
მკურნალობის დაწყება და დოზის გაზრდა უნდა განხორციელდეს გამოცდილი ექიმის
მეთვალყურეობის ქვეშ სულ მცირე 2 საათის განმავლობაში მდგომარეობის სტაბილურობაში
დასარწმუნებლად (განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არტერიულ წნევას, გულისცემის
სიხშირეს, გამტარებლობის დარღვევას, გულის უკამარისობის გაუარესების ნიშნებს).
მაქსიმალური რეკომენდებული დოზებით მკურნალობა შესაძლებელია ვერ მოხერხდეს
გვერდითი მოვლეების განვითარების გამო. საჭიროების შემთხვევაში მიღწეული დოზა
შეიძლება შემცირდეს საფეხურებრივად და დაინიშნოს ხელახლა.
ტიტრაციის ფაზის განმავლობაში, გულის უკმარისობის გაუარესების ან აუტანლობის
შემთხვევაში რეკომენდებულია თავდაპირველად ნებივოლოლის დოზის შემცირება ან მისი
სასწრაფოდ შეწყვეტა თუ ეს აუცილებელია (მწვავე ჰიპოტენზიის შემთხვევაში, გულის
უკმარისობის გაუარესება მწვავე ფილტვისმიერი შეშუპებით, კარდიოგენული შოკი,
სიმპტომური ბრადიკარდია ან ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა).
ნებეტათი გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა (კომპენსაციის სტადიაში)
წარმოადგენს ხანგრძლივ პროცესს.
ნებივოლოლით მკურნალობის სწრაფი შეწყვეტა არ არის რეკომენდებული, რადგან შეიძლება
გამოიწვიოს გულის უკმარისობის გარდამავალი გაუარესება. პრეპარატის მოხსნა უნდა
მოხდეს თანდათანობით, ყოველკვირეულად დოზის განახევრებით.
ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვებთან ერთად.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი სხვადასხვაა ჰიპერტენზია/გულის იშემიური
დაავადებისა და გულის ქრონიკული უკმარისობისათვის.
ჰიპერტენზია და გულის იშემიური დაავადება
ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,
პარესთეზია, ქოშინი, ყაბზობა, გულისრევა, დიარეა, დაღლილობა, შეშუპება.
სხვა ნაკლებად ხშირ გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება: კოშმარული სიზმრები,
დეპრესია, მხედველობის დარღვევა, ბრადიკარდია, გულის უკმარისობა, შენელებული AV
გამტარებლობა /AV-ბლოკადა, ჰიპოტენზია, ხანგამოშვებითი კოჭლობა, ბრონქოსპაზმი,
დისპეფსია, მეტეორიზმი, ღებინება, ქავილი, ერითემატოზული გამონაყარი.
ზოგიერთი ბეტა-ადრენობლოკატორების მიღებისას აღინიშნება შემდეგი გვერდითი
მოვლენები: ჰალუცინაციები, ფსიქოზები, დაბნეულობა, ცივი/ციანოზური კიდურები,
რეინოს ფენომენი, თვალის სიმშრალე
გულის ქრონიკული უკმარისობა
გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენეტების გვერდითი მოვლენების შესახებ
მონაცემები მიღებულია ერთი პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევიდან. 1067
პაციენტი იღებდა ნებივოლოლს და 1061 პაციენტი - პლაცებოს. მოცემულ კვლევაში 449
პაციენტმა (42.1%) აღნიშნა ნებივოლოლთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენა, 334
პაციენტთან შედარებით (31.5%), რომლებიც პლაცებოს იღებდნენ. ყველაზე ხშირი
გვერდითი მოვლენა ნებივოლოლის პაციენტებში იყო ბრადიკარდია და თავბრუსხვევა,
ორივე აღენიშნებოდა დაახლოებით პაციენტთა 11%-ს. შესაბამისად, აღნიშნული
მოვლენების სიხშირე პლაცებოს ჯგუფის პაციენტებს შორის იყო დახლოებით 2% და 7%.
გვერდითი მოვლენები (სავარაუდოდ პრეპარატთან დაკავშირებული), რომლებიც
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობაში:
- გულის უკმარისობის გაუარესება, რომელიც გამოვლინდა ნებივოლოლის ჯგუფში
პაციენტთა 5.8%-ში, პლაცებოს ჯგუფში კი-პაციენტების 5.2%-თან შედარებით.
- ორთოსტატიული ჰიპოტენზია: ნებივოლოლი - 2.1%, პლაცებო - 1.0%.
- პრეპარატის აუტანლობა: ნებივოლოლი - 1.6%, პლაცებო - 0.8%.
- პირველი ხარისხის ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა: ნებივოლოლი - 1.4%, პლაცებო -
0.9%.
- ქვედა კიდურების შეშუპება: ნებივოლოლი - 1.05%, პლაცებო - 0.2%.
არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით: არ არის საჭირო დოზის განსაკუთრებული
რეგულირება თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკამარისობის დროს. არ არსებობს რაიმე
სახის მონაცემები იმ პაციენტებზე, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის მძიმე
უკმარისობა (შრატის კრეატინინი ≥250 µmol/l). ამიტომ ასეთ შემთხვევაში
ნებივოლოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით: მცირეა მონაცემები ღვიძლის უკმარისობის მქონე
პაციენტების შესახებ. ამის გამო ნებივოლოლის გამოყენება ამ ტიპის პაციენტებში
უკუნაჩვენებია.
ხანდაზმულები: არ არის საჭირო დოზის რაიმე სახის რეგულირება, რადგან მაქსიმალურად
ასატანი დოზის შერჩევა ინდივიდუალურად ხდება.
ბავშვები და მოზარდები: არ განხორციელებულა რაიმე სახის კვლევა ბავშვებში და
მოზარდებში. ამის გამო ამ პრეპარატის გამოყენება ბავშვებში და მოზრდებში არ არის
რეკომენდებული.
**უკუჩვენებები
** - მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი კომპონენტის
მიმართ.;
- ღვიძლის უკმარისობა ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- გულის მწვავე უკმარისობა, კარდიოგენური შოკი ან გულის ქრონიკული უკმარისობა
დეკომპენსაციის სტადიაში, რომლებიც საჭიროებენ ინტრავენურ ინოტროპულ მკურნალობას;
- ორსულობა და ლაქტაცია.
გარდა ამისა, ისევე როგორც სხვა ბეტა-ადრენობლოკატორების შემთხვევაში, ნებივოლოლი
უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, მათ შორის სინოატრიალური ბლოკადა;
- მეორე და მესამე ხარისხის AV ბლოკადა (პეისმეკერის გარეშე);
- ანამნეზში ბრონქოსპაზმი ან ბრონქული ასთმა;
- არანამკურნალები ფეოქრომოციტომა;
- მეტაბოლური აციდოზი;
- ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე - ჰიპოტენზია (სისხლის სისტოლური წნევა
< 90 mm Hg);
- პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევები.
**ორსულობა და ლაქტაცია
** ნებივოლოლმა შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები ორსულობის
მიმდინარეობაზე ან/და ნაყოფზე/ახალშობილებზე. ზოგადად, ბეტა-ადრენობლოკატორები
ამცირებენ პლაცენტის სისხლით მომარაგებას, რაც იწვევს ნაყოფის ზრდის შეფერხებას,
აბორტს ან ნაადრევ მშობიარობას. გარდა ამისა, ნაყოფში და ახალშობილებში
შესაძლებელია განვითარდეს არასასურველი მოვლენები, მაგალითად ჰიპოგლიკემია ან
ბრადიკარდია. ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში აუცილებლობის შემთხვევაში ბეტა-
ადრენობლოკატორებით მკურნალობისას უპირატესობა ენიჭება ბეტა1-სელექტიურ
ადრენობლოკატორებს.
ნებივოლოლის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ დადგენილი აუცილებლობის შემთხვევაში. ამ დროს საჭიროა უტეროპლაცენტური სისხლის მიმოქცევისა და ნაყოფის ზრდა-განვითარების მუდმივი მონიტორინგი. თუ დედა იღებდა ბეტა- ბლოკერებს საჭიროა ახალშობილის დეტალური მონიტორინგი. ჩვეულებრივ, ჰიპოგლიკემიისა და ბრადიკარდიის სიმპტომები მოსალოდნელია პირველი 3 დღის განმავლობაში.
ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ნებივოლოლი გამოიყოფა დედის რძით. ბეტა-ადრენობლოკატორების უმრავლესობა, განსაკუთრებით ლიპოფილური სუბსტანციები, როგორიცაა ნებივოლოლი და მისი აქტიური მეტაბოლიტები, სხვადასხვა რაოდენობით გადადიან დედის რძეში. ამიტომ პრეპარატის დანიშვნა ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
**განსაკუთრებული მითითებები
** ქვემოთ ჩამოთვლილი სიფრთხილის ზომები უნდა გამოვიჩინოთ ბეტა-
ადრენობლოკატორების გამოყენებისას:
ზოგადი ანესთეზია
ბეტა-ბლოკადის გაგრძელება ამცირებს არითმიების რისკს ინდუქციის და ინტუბაციის
დროს. ოპერაციის დაწყებამდე საჭიროა ბეტა-ადრენობლოკატორით მკურნალობის შეწყვეტა
24 სთ-ით ადრე. სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო განსაზღვრული ტიპის ანესთეტიკებთან,
რაც იწვევს კარდიოდეპრესიული ზემოქმედების გაზრდას. ვაგუსური რეაქციების
აღმოცენების პროფილაქტიკისათვის შესაძლებელია პრემედიკაციისას ატროპინის
გამოყენება.
**გული და სისხლძარღვები
** როგორც წესი, არ არის რეკომენდებული ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენება გულის
შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში მდგომარეობის სტაბილიზაციამდე.
გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობა
უნდა შეწყდეს თანდათან 1-2 კვირის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში უნდა
დაიწყოს ბეტა-ადრენობლოკატორების შემცვლელებით ერთდროული თერაპია სტენოკარდიის
პრევენციის მიზნით.
ბეტა-ადრენობლოკატორები იწვევენ ბრადიკარდიას: თუ პულსის სიხშირე მოსვენების
მდგომარეობაში ქვეითდება 50-55 დარტყმამდე წუთში და/ან პაციენტს აღენიშნება
ბრადიკარდიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, დოზა უნდა შემცირდეს.
ბეტა-ადრენობლოკატორები სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ:
- პერიფერიული სისხლისმიმოქცევის დარღვევები (რეინოს დაავადება ან სინდრომი,
ხანგამოშვებითი კოჭლობა), რადგან შესაძლებელია დაავადების გართულება;
- პირველი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, აგზნების გატარების დროზე ბეტა-
ადრენობლოკატორების უარყოფითი ეფექტის გამო;
- პრინცმეტალის სტენოკარდია კორონალური არტერიების სპაზმის საშიშროების გამო:
ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლიათ გაზარდონ სტენოკარდიული შეტევების რაოდენობა და
ხანგრძლივობა.
არ არის რეკომენდებული ნებივოლოლის კომბინაცია კალციუმის ანტაგონისტებთან
(ვერაპამილი და დიალთიაზემი), I კლასის ანტიარითმიულ პრეპარატებთან და ცენტრალური
მოქმედების ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან.
ნივთიერებათა ცვლა და ენდოკრინული სისტემა
ნებეტა არ ახდენს ზეგავლენას გლუკოზის დონეზე დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
თუმცა სიფრთხილეა საჭირო, რადგან ნებივოლოლს შეუძლია შენიღბოს ჰიპოგლიკემიის
განსაზღვრული სიმპტომები (ტაქიკარდია, ტრემორი, ოფლიანობა).
ბეტა-ადრენობლოკატორები ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის დროს იწვევენ
ტაქიკარდიის სიმპტომების შენიღბვას. პრეპარატის მიღების უეცარი შეწყვეტისას
შეიძლება გაძლიერდეს აღნიშნული სიმპტომები.
სასუნთქი სისტემა
ბეტა-ადრენობლოკატორები სიფრთიხილით ინიშნება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული
დაავადებისა და ბრონქული ასთმის დროს, რადგან შეიძლება გაძლიერდეს
ბრონქოკონსტრიქცია.
სხვადასხვა
სიფრთხილეა საჭირო ბეტა-ადრენობლოკატორების დანიშვნის დროს ფსორიაზით დაავადებულ
პირებში.
ბეტა-ადრენობლოკატორებმა შეიძლება გაზარდონ ალერგენების მიმართ მგრძნობელობა და
ანაფილაქსიური რეაქციების სიმძიმის ხარისხი.
გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის დაწყება ნებივოლოლით საჭიროებს
რეგულარულ მონიტორინგს.
მოცემული სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა, რომლებსაც
აღენიშნებათ იშვიათი მემკვიდრული პათოლოგია - გალაქატოზის აუტანლობა, ლაპ-
ლაქტაზური უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ
მოცემული სამკურნალო პრეპარატი.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ
განხორციელებულა რაიმე სახის კვლევა ნებეტას ეფექტების შესახებ ავტომანქანის და
სხვა მექანიზმების მართვაზე. ფარმაკოდინამიკურმა კვლევებმა აჩვენა რომ 5 მგ
ნებეტა არ არღვევს ფსიქომოტორულ ფუნქციას. ავტომანქანის ან სხვა მექანიზმების
მართვისას უნდა გაითვალისწინონ, რომ პრეპარატის მიღება ზოგჯერ იწვევს
თავბრუსხვევასა და გადაღლის შეგრძნებას.
**ჭარბი დოზირება
** სიმპტომები: ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, ბრონქოსპაზმი და გულის მწვავე
უკმარისობა.
მკურნალობა: დოზის გადაჭარბების ან მომატებული მგრძნობელობის განვითარების
შემთხვევაში, აუცილებელია პაციენტის რეგულარული მეთვალყურეობა და ინტენსიური
თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა. უნდა გაკონტროლდეს სისხლში გლუკოზის დონე.
ჯერ კიდევ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული აქტიური ნივთიერების შეწოვის პროცესის
შეჩერება შესაძლებელია კუჭის ამორეცხვით და აქტივირებული ნახშირის და საფაღარათო
საშუალების მიღებით. შესაძლებელია საჭირო გახდეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.
ბრადიკარდიის ან მომატებული ვაგოტონიის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია
ატროპინის ან მეთილატროპინის შეყვანა. ჰიპოტენზიის და შოკის მკურნალობა უნდა
მოხდეს პლაზმისა და პლაზმისშემცვლელების და თუ საჭიროა კატექოლამინების
საშუალებით. ბეტა-მაბლოლოკირებელი მოქმედების კუპირება შესაძლებელია იზოპრენალინ
ჰიდროქლორიდის ნელი ინტარავენური შეყვანით, საწყისი დოზით 5 მკგ/წუთში ან
დობუტამინის შეყვანით საწყისი დოზით 2.5 მკგ/წუთში, საჭირო ეფექტის მიღწევამდე.
შეუთავსებლობის შემთხვევაში შესაძლებლია იზოპრენალინის კომბინირება დოპამინთან.
არასასურველი ეფექტის შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებული იქნას 50-100 მკგ/კგ
ინტრავენური გლუკაგონი. აუცილებლობის დროს შეიძლება ინექციის განმეორება ერთი
საათის განმავლობაში, და შემდგომში, თუ საჭიროა 70 მკგ/კგ/საათი გლუკაგონის
ინტარავენური ინფუზიით. ექსტრემალურ შემთხვევებში, მკურნალობისადმი რეზისტენტული
ბრადიკარდიის დროს, შესაძლებელია ჩართული იქნას პეისმეიკერი (გულის რითმის
მმართველი).
**სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
** ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება
ქვემოთ ჩამოთვლილი ურთიერთქმედების ფორმები საერთოა ბეტა-
ადრენობლოკატორებისათვის.
არ არის რეკომენდებული შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციები:
- I კლასის ანტიარითმიული საშუალებები (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, სიბენზოლინი,
ფლეკაინიდი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, მექსილეტინი, პროპაფენონი): შესაძლოა
გაძლიერდეს ატრიო-ვენტრიკულურ გამტარებლობაზე ზეგავლენა და გაიზარდოს უარყოფითი
ინოტროპული ეფექტი.
- კალციუმის არხების ბლოკატორები: ვერაპამილი, დილთიაზემი: ძლიერდება უარყოფითი
ზეგავლენა კუმშვადობაზე და ატრიო-ვენტრიკულურ გამტარებლობაზე. ნებივოლოლის
მკურნალობის პერიოდში ვერაპამილის ინტრავენურმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს
ღრმა ჰიპოტენზია და ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა
- ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (კლონიდინი, გუანფაცინი,
მოქსონიდინი, მეთილდოფა, რილმენიდინი): ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული
საშუალებებთან ერთად ნებივოლოლის გამოყენებამ შეიძლება გააღრმავოს გულის
უკმარისობა ცენტრალური სიმპათიკური ტონუსის შემცირებით (გულისცემის სიხშირის და
გულის წუთმოცულობის შემცირება, ვაზოდილატაცია). მკურნალობის სწრაფი შეწყვეტა,
განსაკუთრებით თუ ეს ხორციელდება ბეტა-ადრენობლოკატორის მოხსნამდე, იწვევს
`რიკოშეტული ჰიპერტენზიის” განვითარების რისკის ზრდას.
კომბინაციები, რომლებიც გამოყენებული უნდა იყოს სიფრთხილით:
- III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (ამიოდარონი): შეიძლება გაძლიერდეს
ზეგავლენა ატრიო-ვენტრიკულურ გამტარებლობაზე.
- ზოგადი საანესთეზიო საშუალებები: ბეტა-ადრენობლოკატორებისა და ინჰალაციური
ზოგადი ანესთეზიის დროს გამოსაყენებელი მედიკამენტების ერთობლივმა ხმარებამ
შეიძლება დათრგუნოს რეფლექსური ტაქიკარდია და გაზარდოს არტერიული ჰიპოტენზიის
განვითარების რისკი. როგორც წესი, არ შეიძლება ბეტა-ადრენობლოკატორით მკურნალობის
სწრაფი შეწყვეტა. საჭიროა ანესთეზიოლოგის ინფორმირება, რომ პაციენტი იღებს
ნებეტას.
- ინსულინი და პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები: მიუხედავად იმისა, რომ
ნებივოლოლი არ ახდენს ზეგავლენას გლუკოზის დონეზე, ერთობლივმა გამოყენებამ
შეიძლება შენიღბოს განვითარებული ჰიპოგლიკემიის ზოგიერთი სიმპტომები (გულის
ფრიალი, ტაქიკარდია).
კომბინაციები, რომლებიც უნდა იყოს გათვალისწინებული
სათითურას პრეპარატები: ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ატრიო-
ვენტრიკულური გამატარებლობის დრო. კლინიკურმა ცდებმა არ გამოავლინა ნებივოლოლისა
და ამ ჯგუფის პრეპარატებს შორის რაიმე ურთიერთქმედება. ნებივოლოლი არ ახდენს
ზეგავლენას დიგოქსინის კინეტიკაზე.
დიჰიდროპირიდინის ტიპის კალციუმის ანტაგონისტები (ამლოდიპინი, ფელოდიპინი,
ლაციდიპინი, ნიფედიპინი, ნიკარდიპინი, მინოდიპინი, ნიტრენდიპინი): ერთობლივმა
გამოყენებამ შეიძლება გაზრადოს ჰიპოტენზიის რისკი, გულის უკმარისობის მქონე
პაციენტებში კი პარკუჭის განდევნის ფუნქციის შემდგომი გაუარესების რისკი.
ანტიფსიქოზური პრეპარატები, ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური პრეპარატები,
ბარბიტურატები და ფენოთიაზინები): ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს
ბეტა-ბლოკერების ჰიპოტენზიური ეფექტი (დამატებითი ეფექტი).
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები: ამცირებს ნებივოლოლის
ჰიპოტენზიურ ეფექტს.
სიმპატომიმეტიური ნივთიერებები: ერთობლივად გამოყენებამ შეიძლება დააქვეითოს
ბეტა-ადრენობლოკატორული აქტივობა. ბეტა-ადრენერგულმა ნივთიერებებმა შეიძლება
გამოიწვიონ სიმპატომიმეტიური ნივთიერებების ალფა-ადრენერგული აქტივობის გაზრდა,
ორივე ალფა- და ბეტა-ადრენერგული ეფექტის გაძლიერებით (ჰიპერტენზიის, მძიმე
ბრადიკარდია და AV ბლოკადის განვითარების საშიშროება).
**ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება
** ნებივოლოლის მეტაბოლიზმი ხორციელდება CYP2D6 იზოფერმენტს და ამ ფერმენტის
დამთრგუნველ ნივთიერებებთან, განსაკუთრებით პაროქსეტინთან, ფლუოქსეტინთან,
თიორიდაზინთან და ქინიდინთან კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ნებივოლოლის
პლაზმური დონის მატება და ბრადიკარდიისა და სხვა გვერდითი მოვლენების
განვითარების რისკის გაზრდა.
ციმეტიდინის ერთდროული მიღებით იზრდება ნებივოლოლის კონცენტრაცია სისხლის
პლაზმაში კლინიკური ეფექტის შეუცვლელად. რანიტიდინთან კომბინაცია არ ახდენს რაიმე
გავლენას ნებივოლოლის ფარმაკოკინეტიკაზე და შესაძლებელია მათი ერთდროული
დანიშვნა.
ნებივოლოლის ნიკარდიპინთან კომბინაციისას კლინიკური აქტივობის შეუცვლელად
აღინიშნება ორივე პრეპარატის კონცენტრაციების მცირე რაოდენობით მომატება
პლაზმაში. ალკოჰოლთან, ფუროსემიდთან ან ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად მიღება არ
ახდენს რაიმე გავლენას ნებივოლოლის ფარმაკოკინეტიკაზე. პრეპარატი არ მოქმედებს
ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე და ფარმაკოდინამიკაზე.
**შენახვის პირობები და ვადა
** პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ
და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.
**აფთიაქიდან გაცემის პირობები:
** პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
საერთაშორისო დასახელება - nebivolol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ადრენომაბლოკირებელი
საშუალებები → ბეტა-ადრენომაბლოკირებელი საშუალებები → ბეტა1 ადრენომაბლოკირებელი
საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.
ნებივოლოლის ჰიდროქლორიდი. . . . . . 5 მგ
დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზას მონოჰიდრატი.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სელექტიური β1-ადრენობლოკატორი.
ჩვენებები
ჰიპერტენზია
- ესენციური არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა: გულის იშემიური დაავადება;
გულის ქრონიკული უკმარისობა (გქუ);
- მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გულის ქრონიკული უკმარისობის (კომპენსაციის
სტადიაში) მკურნალობა სტანდარტულ თერაპიასთან ერთად ხანდაზმულ პაციენტებში (≥70
წელი).
დოზირების რეჟიმი
ჰიპერტენზია
მოზრდილები: ერთი ტაბლეტი (5 მგ) დღეში, სასურველია ერთი და იგივე დროს.
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საკვებთან ერთად. ჰიპოტენზიური ეფექტი ვლინდება
მკურნალობიდან 1-2 კვირის შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში ოპტიმალური მოქმედება
მიიღწევა მხოლოდ 4 კვირის შემდეგ.
კომბინაცია სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან
ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორების გამოყენება შეიძლება როგორც მონოთერაპიის
სახით, აგრეთვე სხვა ანტიჰიპერტენზიულ ნივთიერებებთან ერთად (შარდმდნები,
დიჰიდროპირიდინული კალციუმის ანტაგონისტები).
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები: თირკმლის უკმარისობისას, რეკომენდებული
საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ დღეში. საჭიროების შემთხვევაში შეასაძლებელია
დღიური დოზის 5 მგ-მდე გაზრდა.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები: ცნობები იმ პაციენტების შესახებ,
რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის უკმარისობა ან ღვიძლის დარღვეული ფუნქცია, საკმაოდ
შეზღუდულია. ამის გამო ნებივოლოლის გამოყენება ამ ტიპის პაციენტებში
უკუნაჩვენებია.
ხანდაზმული პაციენტები: 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში რეკომენდებული საწყისი
დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დღიური დოზის
გაზრდა 5 მგ-მდე. 75 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა
და მათი რეგულარული მონიტორინგი.
ბავშვები და მოზარდები: არ არის განხორციელებული რაიმე სახის კვლევა ბავშვებსა და
მოზარდებში. პრეპარატის გამოყენება ამ ასაკობრივ კატეგორიაში არ არის
რეკომენდებული.
გულის იშემიური დაავადება
მოზრდილები: ნახევარი ტაბლეტი ან ერთი ტაბლეტი (2.5 მგ – 5 მგ) დღეში, სასურველია
ერთი და იგივე დროს. ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საკვებთან ერთად.
გულის ქრონიკული უკმარისობა
გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა (კომპენსაციის სტადიაში) უნდა დაიწყოს
დოზის თანდათანობითი ტიტრაციით, ოპტიმალური ინდივიდუალური შემანარჩუნებელი დოზის
მიღწევამდე.
გულის ქრონიკული უკმარისობის დროს პაციენტს არ უნდა აღენიშნებოდეს მწვავე
უკმარისობის ეპიზოდი ბოლო 6 კვირის განმავლობაში. რეკომენდებულია, რომ მკურნალი
ექიმი იყოს გამოცდილი ამ პათოლოგიის მკურნალობაში.
იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ კარდიოვასკულარულ პრეპარატებს, მათ შორის
შარდმდენებს და/ან დიგოქსინს და/ან ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტების
ინჰიბიტორებს და/ან ანგიოტენზინ II ანტაგონისტებს, ნებივოლოლით მკურნალობის
დაწყებამდე 2 კვირით ადრე უნდა მოხდეს მოცემული პრეპარატების საბოლოო დოზების
შერჩევა.
დოზის ტიტრაცია უნდა განხორციელდეს საფეხურებრივად, 1-2 კვირიანი ინტერვალებით
პაციენტის ტოლერანტობაზე დამოკიდებულების მიხედვით:
საწყისი დოზა – 1.25 მგ ნებივოლოლი, შემდეგ შეიძლება გაიზარდოს 2.5 მგ-მდე დღეში
ერთხელ, შემდეგ 5 მგ დღეში ერთხელ და შემდეგ 10 მგ დღეში ერთხელ.
მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ ნებივოლოლს დღეში ერთხელ.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი კომპონენტის
მიმართ.;
- ღვიძლის უკმარისობა ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- გულის მწვავე უკმარისობა, კარდიოგენური შოკი ან გულის ქრონიკული უკმარისობა
დეკომპენსაციის სტადიაში, რომლებიც საჭიროებენ ინტრავენურ ინოტროპულ მკურნალობას;
- ორსულობა და ლაქტაცია.
გარდა ამისა, ისევე როგორც სხვა ბეტა-ადრენობლოკატორების შემთხვევაში, ნებივოლოლი
უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, მათ შორის სინოატრიალური ბლოკადა;
- მეორე და მესამე ხარისხის AV ბლოკადა (პეისმეკერის გარეშე);
- ანამნეზში ბრონქოსპაზმი ან ბრონქული ასთმა;
- არანამკურნალები ფეოქრომოციტომა;
- მეტაბოლური აციდოზი;
საერთაშორისო დასახელება - nebivolol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ადრენომაბლოკირებელი
საშუალებები → ბეტა-ადრენომაბლოკირებელი საშუალებები → ბეტა1 ადრენომაბლოკირებელი
საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.
ნებივოლოლის ჰიდროქლორიდი. . . . . . 5 მგ
დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზას მონოჰიდრატი.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სელექტიური β1-ადრენობლოკატორი.
ჩვენებები
ჰიპერტენზია
- ესენციური არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა: გულის იშემიური დაავადება;
გულის ქრონიკული უკმარისობა (გქუ);
- მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გულის ქრონიკული უკმარისობის (კომპენსაციის
სტადიაში) მკურნალობა სტანდარტულ თერაპიასთან ერთად ხანდაზმულ პაციენტებში (≥70
წელი).
დოზირების რეჟიმი
ჰიპერტენზია
მოზრდილები: ერთი ტაბლეტი (5 მგ) დღეში, სასურველია ერთი და იგივე დროს.
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საკვებთან ერთად. ჰიპოტენზიური ეფექტი ვლინდება
მკურნალობიდან 1-2 კვირის შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში ოპტიმალური მოქმედება
მიიღწევა მხოლოდ 4 კვირის შემდეგ.
კომბინაცია სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან
ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორების გამოყენება შეიძლება როგორც მონოთერაპიის
სახით, აგრეთვე სხვა ანტიჰიპერტენზიულ ნივთიერებებთან ერთად (შარდმდნები,
დიჰიდროპირიდინული კალციუმის ანტაგონისტები).
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები: თირკმლის უკმარისობისას, რეკომენდებული
საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ დღეში. საჭიროების შემთხვევაში შეასაძლებელია
დღიური დოზის 5 მგ-მდე გაზრდა.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები: ცნობები იმ პაციენტების შესახებ,
რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის უკმარისობა ან ღვიძლის დარღვეული ფუნქცია, საკმაოდ
შეზღუდულია. ამის გამო ნებივოლოლის გამოყენება ამ ტიპის პაციენტებში
უკუნაჩვენებია.
ხანდაზმული პაციენტები: 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში რეკომენდებული საწყისი
დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დღიური დოზის
გაზრდა 5 მგ-მდე. 75 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა
და მათი რეგულარული მონიტორინგი.
ბავშვები და მოზარდები: არ არის განხორციელებული რაიმე სახის კვლევა ბავშვებსა და
მოზარდებში. პრეპარატის გამოყენება ამ ასაკობრივ კატეგორიაში არ არის
რეკომენდებული.
გულის იშემიური დაავადება
მოზრდილები: ნახევარი ტაბლეტი ან ერთი ტაბლეტი (2.5 მგ – 5 მგ) დღეში, სასურველია
ერთი და იგივე დროს. ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საკვებთან ერთად.
გულის ქრონიკული უკმარისობა
გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა (კომპენსაციის სტადიაში) უნდა დაიწყოს
დოზის თანდათანობითი ტიტრაციით, ოპტიმალური ინდივიდუალური შემანარჩუნებელი დოზის
მიღწევამდე.
გულის ქრონიკული უკმარისობის დროს პაციენტს არ უნდა აღენიშნებოდეს მწვავე
უკმარისობის ეპიზოდი ბოლო 6 კვირის განმავლობაში. რეკომენდებულია, რომ მკურნალი
ექიმი იყოს გამოცდილი ამ პათოლოგიის მკურნალობაში.
იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ კარდიოვასკულარულ პრეპარატებს, მათ შორის
შარდმდენებს და/ან დიგოქსინს და/ან ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტების
ინჰიბიტორებს და/ან ანგიოტენზინ II ანტაგონისტებს, ნებივოლოლით მკურნალობის
დაწყებამდე 2 კვირით ადრე უნდა მოხდეს მოცემული პრეპარატების საბოლოო დოზების
შერჩევა.
დოზის ტიტრაცია უნდა განხორციელდეს საფეხურებრივად, 1-2 კვირიანი ინტერვალებით
პაციენტის ტოლერანტობაზე დამოკიდებულების მიხედვით:
საწყისი დოზა – 1.25 მგ ნებივოლოლი, შემდეგ შეიძლება გაიზარდოს 2.5 მგ-მდე დღეში
ერთხელ, შემდეგ 5 მგ დღეში ერთხელ და შემდეგ 10 მგ დღეში ერთხელ.
მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ ნებივოლოლს დღეში ერთხელ.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი კომპონენტის
მიმართ.;
- ღვიძლის უკმარისობა ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- გულის მწვავე უკმარისობა, კარდიოგენური შოკი ან გულის ქრონიკული უკმარისობა
დეკომპენსაციის სტადიაში, რომლებიც საჭიროებენ ინტრავენურ ინოტროპულ მკურნალობას;
- ორსულობა და ლაქტაცია.
გარდა ამისა, ისევე როგორც სხვა ბეტა-ადრენობლოკატორების შემთხვევაში, ნებივოლოლი
უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, მათ შორის სინოატრიალური ბლოკადა;
- მეორე და მესამე ხარისხის AV ბლოკადა (პეისმეკერის გარეშე);
- ანამნეზში ბრონქოსპაზმი ან ბრონქული ასთმა;
- არანამკურნალები ფეოქრომოციტომა;
- მეტაბოლური აციდოზი;
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.
ნებივოლოლის ჰიდროქლორიდი. . . . . . 5 მგ
დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზას მონოჰიდრატი.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სელექტიური β1-ადრენობლოკატორი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნებივოლოლი წარმოადგენს ორი ენანტიომერის რაცემატს, SRRR-ნებივოლოლი (ან
D-ნებივოლოლი) და SRRR-ნებივოლოლი (ან L-ნებივოლოლი). პრეპარატი ხასიათდება ორი
სახის ფარმაკოლოგიური მოქმედებით:
- ნებივოლოლი წარმოადგენს β1-რეცეპტორის კონკურენტულ და მაღალსელექტიურ
ბლოკატორს. აღნიშნულ ეფექტს განაპირობებს შღღღ-ენანტიომერი (D-ენანტიომერი);
- პრეპარატს გააჩნია ზომიერი ვაზოდილატაციური თვისებები, რომლიც განპირობებულია
რელაქსაციური ფაქტორის, აზოტის ოქსიდის (NO), სისხლძარღვთა ენდოთელიუმიდან
გამოთავისუფლების მოდულაციით L-არგინინის მონაწილეობით.ნებივოლოლის ერთჯერადი და
განმეორებითი გამოყენება ნორმალური არტერიული წნევისა და არტერიული ჰიპერტენზიის
მქონე პაციენტებში ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირესა და არტერიულ წნევას,
როგორც მოსვენებულ მდგომარეობაში, აგრეთვე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შენარჩუნებულია მისი ჰიპოტენზიური ეფექტი.
თერაპიული დოზებში ნებივოლოლს არ გააჩნია ალფა–ადრენომაბლოკირებელი ეფექტი.
ჯანმრთელ მოხალისეებში ნებივოლოლი არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას მაქსიმალური
ფიზიკური დატვირთვის უნარსა და ამტანობაზე.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების შემდეგ ნებივოლოლის ორივე ენანტიომერი სწრაფად შეიწოვება
საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის
აბსორბციაზე. ნებივოლოლის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად და მის გარეშეც.
ნებივოლოლის ორივე ენანტიომერი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, უპირატესად
ალბუმინს. პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 98.1%-ს SRRR-ნებივოლოლისთვის და
97.9%-ს SRRR-ნებივოლოლისთვის.
ნებივოლოლი ორგანიზმში მეტაბოლიზდება აქტიური ჰიდროქსიმეტაბოლიტების წარმოქმნით.
ნებივოლოლის მეტაბოლიზმის პროცესი მიმდინარეობს ალიციკლური და არომატული
ჰიდროქსილირებით, N-დეალკილირების და გლუკორონირების გზით. გარდა ამისა,
წარმოიქმნება ჰიდროქსიმეტაბოლიტების გლუკორონიდები. სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე
პირებში ნებივოლოლის ორალური ბიოშეღწევადობა საშუალოდ 12%-ს შეადგენს. და თითქმის
სრულია ნელი მეტაბოლიზმის მქონე ინდივიდებში. წონასწორული მდგომარეობის მიღწევისა
და თანაბარი დოზირების შემთხვევაში შეუცვლელი ნებივოლოლის მაქსიმალური
კონცენტრაცია პლაზმაში ნელი მეტაბოლიზმის მქონე პირებში დაახლოებით 23-ჯერ უფრო
მაღალია, ვიდრე სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე ინდივიდებში. პრეპარატის შეუცვლელი
სუბსტანციისა და აქტიური მეტაბოლიტების შემცველი ჯამური ანალიზის დროს,
მაქსიმალურ კონცენტრაციებს შორის სხვაობა შეადგენს 1.3-1.4-ჯერად მაჩვენებელს.
მეტაბოლიზმის მაჩვენებლების ცვლილებების გამო, ნებეტას დოზა ყოველთვის უნდა
შეესაბამებოდეს პაციენტის ინდივიდუალურ მოთხოვნებს: ამის გამო ნელი მეტაბოლიზმის
მქონე პირებს ენიშნებათ პრეპარატის შედარებით დაბალი დოზები.
სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე ინდივიდებში ნებივოლოლის ენანტიომერების
ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს საშუალოდ 10 საათს. ნელი მეტაბოლიზმის მქონე
პირებში აღნიშნული მაჩვენებელი 3-5-ჯერ მატულობს. სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე
პირებში ორივე ენანტიომერის ჰიდროქსიმეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი
შეადგენს საშუალოდ 24 საათს. ნელი მეტაბოლიზმის მქონე პირებში აღნიშნული
მაჩვენებელი დაახლოებით 2-ჯერ უფრო მაღალია.
პლაზმაში ნებივოლოლის წონასწორული კონცენტრაცია უმრავლეს პაციენტებში (სწრაფი
მეტაბოლიზმის მქონე პირებში) აღინიშნება 24 საათის განმავლობაში,
ჰიდროქსიმეტაბოლიტებისთვის - რამოდენიმე დღე-ღამის შემდეგ.
ნებივოლოლის 1 მგ-დან 30 მგ-მდე დოზების გამოყენებისას პლაზმაში მისი
კონცენტრაცია დოზის პროპორციულია. ნებივოლოლის ფარმაკოკინეტიკაზე ასაკი გავლენას
არ ახდენს.
პრეპარატის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ, დოზის 38% გამოიყოფა თირკმლების და 48%
ჩვენებები
ჰიპერტენზია
- ესენციური არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა: გულის იშემიური დაავადება;
გულის ქრონიკული უკმარისობა (გქუ);
- მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გულის ქრონიკული უკმარისობის (კომპენსაციის
სტადიაში) მკურნალობა სტანდარტულ თერაპიასთან ერთად ხანდაზმულ პაციენტებში (≥70
წელი).
დოზირების რეჟიმი
ჰიპერტენზია
მოზრდილები: ერთი ტაბლეტი (5 მგ) დღეში, სასურველია ერთი და იგივე დროს.
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საკვებთან ერთად. ჰიპოტენზიური ეფექტი ვლინდება
მკურნალობიდან 1-2 კვირის შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში ოპტიმალური მოქმედება
მიიღწევა მხოლოდ 4 კვირის შემდეგ.
კომბინაცია სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან
ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორების გამოყენება შეიძლება როგორც მონოთერაპიის
სახით, აგრეთვე სხვა ანტიჰიპერტენზიულ ნივთიერებებთან ერთად (შარდმდნები,
დიჰიდროპირიდინული კალციუმის ანტაგონისტები).
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები: თირკმლის უკმარისობისას, რეკომენდებული
საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ დღეში. საჭიროების შემთხვევაში შეასაძლებელია
დღიური დოზის 5 მგ-მდე გაზრდა.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები: ცნობები იმ პაციენტების შესახებ,
რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის უკმარისობა ან ღვიძლის დარღვეული ფუნქცია, საკმაოდ
შეზღუდულია. ამის გამო ნებივოლოლის გამოყენება ამ ტიპის პაციენტებში
უკუნაჩვენებია.
ხანდაზმული პაციენტები: 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში რეკომენდებული საწყისი
დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დღიური დოზის
გაზრდა 5 მგ-მდე. 75 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა
და მათი რეგულარული მონიტორინგი.
ბავშვები და მოზარდები: არ არის განხორციელებული რაიმე სახის კვლევა ბავშვებსა და
მოზარდებში. პრეპარატის გამოყენება ამ ასაკობრივ კატეგორიაში არ არის
რეკომენდებული.
გულის იშემიური დაავადება
მოზრდილები: ნახევარი ტაბლეტი ან ერთი ტაბლეტი (2.5 მგ – 5 მგ) დღეში, სასურველია
ერთი და იგივე დროს. ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საკვებთან ერთად.
გულის ქრონიკული უკმარისობა
გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა (კომპენსაციის სტადიაში) უნდა დაიწყოს
დოზის თანდათანობითი ტიტრაციით, ოპტიმალური ინდივიდუალური შემანარჩუნებელი დოზის
მიღწევამდე.
გულის ქრონიკული უკმარისობის დროს პაციენტს არ უნდა აღენიშნებოდეს მწვავე
უკმარისობის ეპიზოდი ბოლო 6 კვირის განმავლობაში. რეკომენდებულია, რომ მკურნალი
ექიმი იყოს გამოცდილი ამ პათოლოგიის მკურნალობაში.
იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ კარდიოვასკულარულ პრეპარატებს, მათ შორის
შარდმდენებს და/ან დიგოქსინს და/ან ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტების
ინჰიბიტორებს და/ან ანგიოტენზინ II ანტაგონისტებს, ნებივოლოლით მკურნალობის
დაწყებამდე 2 კვირით ადრე უნდა მოხდეს მოცემული პრეპარატების საბოლოო დოზების
შერჩევა.
დოზის ტიტრაცია უნდა განხორციელდეს საფეხურებრივად, 1-2 კვირიანი ინტერვალებით
პაციენტის ტოლერანტობაზე დამოკიდებულების მიხედვით:
საწყისი დოზა – 1.25 მგ ნებივოლოლი, შემდეგ შეიძლება გაიზარდოს 2.5 მგ-მდე დღეში
ერთხელ, შემდეგ 5 მგ დღეში ერთხელ და შემდეგ 10 მგ დღეში ერთხელ.
მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ ნებივოლოლს დღეში ერთხელ.
მკურნალობის დაწყება და დოზის გაზრდა უნდა განხორციელდეს გამოცდილი ექიმის
მეთვალყურეობის ქვეშ სულ მცირე 2 საათის განმავლობაში მდგომარეობის სტაბილურობაში
დასარწმუნებლად (განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არტერიულ წნევას, გულისცემის
სიხშირეს, გამტარებლობის დარღვევას, გულის უკამარისობის გაუარესების ნიშნებს).
მაქსიმალური რეკომენდებული დოზებით მკურნალობა შესაძლებელია ვერ მოხერხდეს
გვერდითი მოვლეების განვითარების გამო. საჭიროების შემთხვევაში მიღწეული დოზა
შეიძლება შემცირდეს საფეხურებრივად და დაინიშნოს ხელახლა.
ტიტრაციის ფაზის განმავლობაში, გულის უკმარისობის გაუარესების ან აუტანლობის
შემთხვევაში რეკომენდებულია თავდაპირველად ნებივოლოლის დოზის შემცირება ან მისი
სასწრაფოდ შეწყვეტა თუ ეს აუცილებელია (მწვავე ჰიპოტენზიის შემთხვევაში, გულის
უკმარისობის გაუარესება მწვავე ფილტვისმიერი შეშუპებით, კარდიოგენული შოკი,
სიმპტომური ბრადიკარდია ან ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა).
ნებეტათი გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა (კომპენსაციის სტადიაში)
წარმოადგენს ხანგრძლივ პროცესს.
ნებივოლოლით მკურნალობის სწრაფი შეწყვეტა არ არის რეკომენდებული, რადგან შეიძლება
გამოიწვიოს გულის უკმარისობის გარდამავალი გაუარესება. პრეპარატის მოხსნა უნდა
მოხდეს თანდათანობით, ყოველკვირეულად დოზის განახევრებით.
ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვებთან ერთად.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი სხვადასხვაა ჰიპერტენზია/გულის იშემიური
დაავადებისა და გულის ქრონიკული უკმარისობისათვის.
ჰიპერტენზია და გულის იშემიური დაავადება
ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,
პარესთეზია, ქოშინი, ყაბზობა, გულისრევა, დიარეა, დაღლილობა, შეშუპება.
სხვა ნაკლებად ხშირ გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება: კოშმარული სიზმრები,
დეპრესია, მხედველობის დარღვევა, ბრადიკარდია, გულის უკმარისობა, შენელებული AV
გამტარებლობა /AV-ბლოკადა, ჰიპოტენზია, ხანგამოშვებითი კოჭლობა, ბრონქოსპაზმი,
დისპეფსია, მეტეორიზმი, ღებინება, ქავილი, ერითემატოზული გამონაყარი.
ზოგიერთი ბეტა-ადრენობლოკატორების მიღებისას აღინიშნება შემდეგი გვერდითი
მოვლენები: ჰალუცინაციები, ფსიქოზები, დაბნეულობა, ცივი/ციანოზური კიდურები,
რეინოს ფენომენი, თვალის სიმშრალე
გულის ქრონიკული უკმარისობა
გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენეტების გვერდითი მოვლენების შესახებ
მონაცემები მიღებულია ერთი პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევიდან. 1067
პაციენტი იღებდა ნებივოლოლს და 1061 პაციენტი - პლაცებოს. მოცემულ კვლევაში 449
პაციენტმა (42.1%) აღნიშნა ნებივოლოლთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენა, 334
პაციენტთან შედარებით (31.5%), რომლებიც პლაცებოს იღებდნენ. ყველაზე ხშირი
გვერდითი მოვლენა ნებივოლოლის პაციენტებში იყო ბრადიკარდია და თავბრუსხვევა,
ორივე აღენიშნებოდა დაახლოებით პაციენტთა 11%-ს. შესაბამისად, აღნიშნული
მოვლენების სიხშირე პლაცებოს ჯგუფის პაციენტებს შორის იყო დახლოებით 2% და 7%.
გვერდითი მოვლენები (სავარაუდოდ პრეპარატთან დაკავშირებული), რომლებიც
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობაში:
- გულის უკმარისობის გაუარესება, რომელიც გამოვლინდა ნებივოლოლის ჯგუფში
პაციენტთა 5.8%-ში, პლაცებოს ჯგუფში კი-პაციენტების 5.2%-თან შედარებით.
- ორთოსტატიული ჰიპოტენზია: ნებივოლოლი - 2.1%, პლაცებო - 1.0%.
- პრეპარატის აუტანლობა: ნებივოლოლი - 1.6%, პლაცებო - 0.8%.
- პირველი ხარისხის ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა: ნებივოლოლი - 1.4%, პლაცებო -
0.9%.
- ქვედა კიდურების შეშუპება: ნებივოლოლი - 1.05%, პლაცებო - 0.2%.
არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით: არ არის საჭირო დოზის განსაკუთრებული
რეგულირება თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკამარისობის დროს. არ არსებობს რაიმე
სახის მონაცემები იმ პაციენტებზე, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის მძიმე
უკმარისობა (შრატის კრეატინინი ≥250 µmol/l). ამიტომ ასეთ შემთხვევაში
ნებივოლოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით: მცირეა მონაცემები ღვიძლის უკმარისობის მქონე
პაციენტების შესახებ. ამის გამო ნებივოლოლის გამოყენება ამ ტიპის პაციენტებში
უკუნაჩვენებია.
ხანდაზმულები: არ არის საჭირო დოზის რაიმე სახის რეგულირება, რადგან მაქსიმალურად
ასატანი დოზის შერჩევა ინდივიდუალურად ხდება.
ბავშვები და მოზარდები: არ განხორციელებულა რაიმე სახის კვლევა ბავშვებში და
მოზარდებში. ამის გამო ამ პრეპარატის გამოყენება ბავშვებში და მოზრდებში არ არის
რეკომენდებული.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი კომპონენტის
მიმართ.;
- ღვიძლის უკმარისობა ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- გულის მწვავე უკმარისობა, კარდიოგენური შოკი ან გულის ქრონიკული უკმარისობა
დეკომპენსაციის სტადიაში, რომლებიც საჭიროებენ ინტრავენურ ინოტროპულ მკურნალობას;
- ორსულობა და ლაქტაცია.
გარდა ამისა, ისევე როგორც სხვა ბეტა-ადრენობლოკატორების შემთხვევაში, ნებივოლოლი
უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, მათ შორის სინოატრიალური ბლოკადა;
- მეორე და მესამე ხარისხის AV ბლოკადა (პეისმეკერის გარეშე);
- ანამნეზში ბრონქოსპაზმი ან ბრონქული ასთმა;
- არანამკურნალები ფეოქრომოციტომა;
- მეტაბოლური აციდოზი;
- ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე - ჰიპოტენზია (სისხლის სისტოლური წნევა
< 90 mm Hg);
- პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევები.
ორსულობა და ლაქტაცია
ნებივოლოლმა შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები ორსულობის
მიმდინარეობაზე ან/და ნაყოფზე/ახალშობილებზე. ზოგადად, ბეტა-ადრენობლოკატორები
ამცირებენ პლაცენტის სისხლით მომარაგებას, რაც იწვევს ნაყოფის ზრდის შეფერხებას,
აბორტს ან ნაადრევ მშობიარობას. გარდა ამისა, ნაყოფში და ახალშობილებში
შესაძლებელია განვითარდეს არასასურველი მოვლენები, მაგალითად ჰიპოგლიკემია ან
ბრადიკარდია. ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში აუცილებლობის შემთხვევაში ბეტა-
ადრენობლოკატორებით მკურნალობისას უპირატესობა ენიჭება ბეტა1-სელექტიურ
ადრენობლოკატორებს.
ნებივოლოლის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ დადგენილი აუცილებლობის შემთხვევაში. ამ დროს საჭიროა უტეროპლაცენტური სისხლის მიმოქცევისა და ნაყოფის ზრდა-განვითარების მუდმივი მონიტორინგი. თუ დედა იღებდა ბეტა- ბლოკერებს საჭიროა ახალშობილის დეტალური მონიტორინგი. ჩვეულებრივ, ჰიპოგლიკემიისა და ბრადიკარდიის სიმპტომები მოსალოდნელია პირველი 3 დღის განმავლობაში.
ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ნებივოლოლი გამოიყოფა დედის რძით. ბეტა-ადრენობლოკატორების უმრავლესობა, განსაკუთრებით ლიპოფილური სუბსტანციები, როგორიცაა ნებივოლოლი და მისი აქტიური მეტაბოლიტები, სხვადასხვა რაოდენობით გადადიან დედის რძეში. ამიტომ პრეპარატის დანიშვნა ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები
ქვემოთ ჩამოთვლილი სიფრთხილის ზომები უნდა გამოვიჩინოთ ბეტა-ადრენობლოკატორების
გამოყენებისას:
ზოგადი ანესთეზია
ბეტა-ბლოკადის გაგრძელება ამცირებს არითმიების რისკს ინდუქციის და ინტუბაციის
დროს. ოპერაციის დაწყებამდე საჭიროა ბეტა-ადრენობლოკატორით მკურნალობის შეწყვეტა
24 სთ-ით ადრე. სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო განსაზღვრული ტიპის ანესთეტიკებთან,
რაც იწვევს კარდიოდეპრესიული ზემოქმედების გაზრდას. ვაგუსური რეაქციების
აღმოცენების პროფილაქტიკისათვის შესაძლებელია პრემედიკაციისას ატროპინის
გამოყენება.
გული და სისხლძარღვები
როგორც წესი, არ არის რეკომენდებული ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენება გულის
შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში მდგომარეობის სტაბილიზაციამდე.
გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობა
უნდა შეწყდეს თანდათან 1-2 კვირის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში უნდა
დაიწყოს ბეტა-ადრენობლოკატორების შემცვლელებით ერთდროული თერაპია სტენოკარდიის
პრევენციის მიზნით.
ბეტა-ადრენობლოკატორები იწვევენ ბრადიკარდიას: თუ პულსის სიხშირე მოსვენების
მდგომარეობაში ქვეითდება 50-55 დარტყმამდე წუთში და/ან პაციენტს აღენიშნება
ბრადიკარდიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, დოზა უნდა შემცირდეს.
ბეტა-ადრენობლოკატორები სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ:
- პერიფერიული სისხლისმიმოქცევის დარღვევები (რეინოს დაავადება ან სინდრომი,
ხანგამოშვებითი კოჭლობა), რადგან შესაძლებელია დაავადების გართულება;
- პირველი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, აგზნების გატარების დროზე ბეტა-
ადრენობლოკატორების უარყოფითი ეფექტის გამო;
- პრინცმეტალის სტენოკარდია კორონალური არტერიების სპაზმის საშიშროების გამო:
ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლიათ გაზარდონ სტენოკარდიული შეტევების რაოდენობა და
ხანგრძლივობა.
არ არის რეკომენდებული ნებივოლოლის კომბინაცია კალციუმის ანტაგონისტებთან
(ვერაპამილი და დიალთიაზემი), I კლასის ანტიარითმიულ პრეპარატებთან და ცენტრალური
მოქმედების ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან.
ნივთიერებათა ცვლა და ენდოკრინული სისტემა
ნებეტა არ ახდენს ზეგავლენას გლუკოზის დონეზე დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
თუმცა სიფრთხილეა საჭირო, რადგან ნებივოლოლს შეუძლია შენიღბოს ჰიპოგლიკემიის
განსაზღვრული სიმპტომები (ტაქიკარდია, ტრემორი, ოფლიანობა).
ბეტა-ადრენობლოკატორები ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის დროს იწვევენ
ტაქიკარდიის სიმპტომების შენიღბვას. პრეპარატის მიღების უეცარი შეწყვეტისას
შეიძლება გაძლიერდეს აღნიშნული სიმპტომები.
სასუნთქი სისტემა
ბეტა-ადრენობლოკატორები სიფრთიხილით ინიშნება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული
დაავადებისა და ბრონქული ასთმის დროს, რადგან შეიძლება გაძლიერდეს
ბრონქოკონსტრიქცია.
სხვადასხვა
სიფრთხილეა საჭირო ბეტა-ადრენობლოკატორების დანიშვნის დროს ფსორიაზით დაავადებულ
პირებში.
ბეტა-ადრენობლოკატორებმა შეიძლება გაზარდონ ალერგენების მიმართ მგრძნობელობა და
ანაფილაქსიური რეაქციების სიმძიმის ხარისხი.
გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის დაწყება ნებივოლოლით საჭიროებს
რეგულარულ მონიტორინგს.
მოცემული სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა, რომლებსაც
აღენიშნებათ იშვიათი მემკვიდრული პათოლოგია - გალაქატოზის აუტანლობა, ლაპ-
ლაქტაზური უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ
მოცემული სამკურნალო პრეპარატი.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ
განხორციელებულა რაიმე სახის კვლევა ნებეტას ეფექტების შესახებ ავტომანქანის და
სხვა მექანიზმების მართვაზე. ფარმაკოდინამიკურმა კვლევებმა აჩვენა რომ 5 მგ
ნებეტა არ არღვევს ფსიქომოტორულ ფუნქციას. ავტომანქანის ან სხვა მექანიზმების
მართვისას უნდა გაითვალისწინონ, რომ პრეპარატის მიღება ზოგჯერ იწვევს
თავბრუსხვევასა და გადაღლის შეგრძნებას.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, ბრონქოსპაზმი და გულის მწვავე უკმარისობა.
მკურნალობა: დოზის გადაჭარბების ან მომატებული მგრძნობელობის განვითარების
შემთხვევაში, აუცილებელია პაციენტის რეგულარული მეთვალყურეობა და ინტენსიური
თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა. უნდა გაკონტროლდეს სისხლში გლუკოზის დონე.
ჯერ კიდევ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული აქტიური ნივთიერების შეწოვის პროცესის
შეჩერება შესაძლებელია კუჭის ამორეცხვით და აქტივირებული ნახშირის და საფაღარათო
საშუალების მიღებით. შესაძლებელია საჭირო გახდეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.
ბრადიკარდიის ან მომატებული ვაგოტონიის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია
ატროპინის ან მეთილატროპინის შეყვანა. ჰიპოტენზიის და შოკის მკურნალობა უნდა
მოხდეს პლაზმისა და პლაზმისშემცვლელების და თუ საჭიროა კატექოლამინების
საშუალებით. ბეტა-მაბლოლოკირებელი მოქმედების კუპირება შესაძლებელია იზოპრენალინ
ჰიდროქლორიდის ნელი ინტარავენური შეყვანით, საწყისი დოზით 5 მკგ/წუთში ან
დობუტამინის შეყვანით საწყისი დოზით 2.5 მკგ/წუთში, საჭირო ეფექტის მიღწევამდე.
შეუთავსებლობის შემთხვევაში შესაძლებლია იზოპრენალინის კომბინირება დოპამინთან.
არასასურველი ეფექტის შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებული იქნას 50-100 მკგ/კგ
ინტრავენური გლუკაგონი. აუცილებლობის დროს შეიძლება ინექციის განმეორება ერთი
საათის განმავლობაში, და შემდგომში, თუ საჭიროა 70 მკგ/კგ/საათი გლუკაგონის
ინტარავენური ინფუზიით. ექსტრემალურ შემთხვევებში, მკურნალობისადმი რეზისტენტული
ბრადიკარდიის დროს, შესაძლებელია ჩართული იქნას პეისმეიკერი (გულის რითმის
მმართველი).
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება
ქვემოთ ჩამოთვლილი ურთიერთქმედების ფორმები საერთოა ბეტა-
ადრენობლოკატორებისათვის.
არ არის რეკომენდებული შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციები:
- I კლასის ანტიარითმიული საშუალებები (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, სიბენზოლინი,
ფლეკაინიდი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, მექსილეტინი, პროპაფენონი): შესაძლოა
გაძლიერდეს ატრიო-ვენტრიკულურ გამტარებლობაზე ზეგავლენა და გაიზარდოს უარყოფითი
ინოტროპული ეფექტი.
- კალციუმის არხების ბლოკატორები: ვერაპამილი, დილთიაზემი: ძლიერდება უარყოფითი
ზეგავლენა კუმშვადობაზე და ატრიო-ვენტრიკულურ გამტარებლობაზე. ნებივოლოლის
მკურნალობის პერიოდში ვერაპამილის ინტრავენურმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს
ღრმა ჰიპოტენზია და ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა
- ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (კლონიდინი, გუანფაცინი,
მოქსონიდინი, მეთილდოფა, რილმენიდინი): ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული
საშუალებებთან ერთად ნებივოლოლის გამოყენებამ შეიძლება გააღრმავოს გულის
უკმარისობა ცენტრალური სიმპათიკური ტონუსის შემცირებით (გულისცემის სიხშირის და
გულის წუთმოცულობის შემცირება, ვაზოდილატაცია). მკურნალობის სწრაფი შეწყვეტა,
განსაკუთრებით თუ ეს ხორციელდება ბეტა-ადრენობლოკატორის მოხსნამდე, იწვევს
`რიკოშეტული ჰიპერტენზიის” განვითარების რისკის ზრდას.
კომბინაციები, რომლებიც გამოყენებული უნდა იყოს სიფრთხილით:
- III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (ამიოდარონი): შეიძლება გაძლიერდეს
ზეგავლენა ატრიო-ვენტრიკულურ გამტარებლობაზე.
- ზოგადი საანესთეზიო საშუალებები: ბეტა-ადრენობლოკატორებისა და ინჰალაციური
ზოგადი ანესთეზიის დროს გამოსაყენებელი მედიკამენტების ერთობლივმა ხმარებამ
შეიძლება დათრგუნოს რეფლექსური ტაქიკარდია და გაზარდოს არტერიული ჰიპოტენზიის
განვითარების რისკი. როგორც წესი, არ შეიძლება ბეტა-ადრენობლოკატორით მკურნალობის
სწრაფი შეწყვეტა. საჭიროა ანესთეზიოლოგის ინფორმირება, რომ პაციენტი იღებს
ნებეტას.
- ინსულინი და პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები: მიუხედავად იმისა, რომ
ნებივოლოლი არ ახდენს ზეგავლენას გლუკოზის დონეზე, ერთობლივმა გამოყენებამ
შეიძლება შენიღბოს განვითარებული ჰიპოგლიკემიის ზოგიერთი სიმპტომები (გულის
ფრიალი, ტაქიკარდია).
კომბინაციები, რომლებიც უნდა იყოს გათვალისწინებული
სათითურას პრეპარატები: ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ატრიო-
ვენტრიკულური გამატარებლობის დრო. კლინიკურმა ცდებმა არ გამოავლინა ნებივოლოლისა
და ამ ჯგუფის პრეპარატებს შორის რაიმე ურთიერთქმედება. ნებივოლოლი არ ახდენს
ზეგავლენას დიგოქსინის კინეტიკაზე.
დიჰიდროპირიდინის ტიპის კალციუმის ანტაგონისტები (ამლოდიპინი, ფელოდიპინი,
ლაციდიპინი, ნიფედიპინი, ნიკარდიპინი, მინოდიპინი, ნიტრენდიპინი): ერთობლივმა
გამოყენებამ შეიძლება გაზრადოს ჰიპოტენზიის რისკი, გულის უკმარისობის მქონე
პაციენტებში კი პარკუჭის განდევნის ფუნქციის შემდგომი გაუარესების რისკი.
ანტიფსიქოზური პრეპარატები, ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური პრეპარატები,
ბარბიტურატები და ფენოთიაზინები): ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს
ბეტა-ბლოკერების ჰიპოტენზიური ეფექტი (დამატებითი ეფექტი).
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები: ამცირებს ნებივოლოლის
ჰიპოტენზიურ ეფექტს.
სიმპატომიმეტიური ნივთიერებები: ერთობლივად გამოყენებამ შეიძლება დააქვეითოს
ბეტა-ადრენობლოკატორული აქტივობა. ბეტა-ადრენერგულმა ნივთიერებებმა შეიძლება
გამოიწვიონ სიმპატომიმეტიური ნივთიერებების ალფა-ადრენერგული აქტივობის გაზრდა,
ორივე ალფა- და ბეტა-ადრენერგული ეფექტის გაძლიერებით (ჰიპერტენზიის, მძიმე
ბრადიკარდია და AV ბლოკადის განვითარების საშიშროება).
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება
ნებივოლოლის მეტაბოლიზმი ხორციელდება CYP2D6 იზოფერმენტს და ამ ფერმენტის
დამთრგუნველ ნივთიერებებთან, განსაკუთრებით პაროქსეტინთან, ფლუოქსეტინთან,
თიორიდაზინთან და ქინიდინთან კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ნებივოლოლის
პლაზმური დონის მატება და ბრადიკარდიისა და სხვა გვერდითი მოვლენების
განვითარების რისკის გაზრდა.
ციმეტიდინის ერთდროული მიღებით იზრდება ნებივოლოლის კონცენტრაცია სისხლის
პლაზმაში კლინიკური ეფექტის შეუცვლელად. რანიტიდინთან კომბინაცია არ ახდენს რაიმე
გავლენას ნებივოლოლის ფარმაკოკინეტიკაზე და შესაძლებელია მათი ერთდროული
დანიშვნა.
ნებივოლოლის ნიკარდიპინთან კომბინაციისას კლინიკური აქტივობის შეუცვლელად
აღინიშნება ორივე პრეპარატის კონცენტრაციების მცირე რაოდენობით მომატება
პლაზმაში. ალკოჰოლთან, ფუროსემიდთან ან ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად მიღება არ
ახდენს რაიმე გავლენას ნებივოლოლის ფარმაკოკინეტიკაზე. პრეპარატი არ მოქმედებს
ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე და ფარმაკოდინამიკაზე.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით