ანგიოზილი-MR - Angiozil-MR
ანგიოზილი-MR - Angiozil-MR

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კარდიალური თერაპია, სხვა კარდიალური პრეპარატები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ანგიოზილი® -MR

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ანგიოზილი® -MR.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ტრიმეტაზიდინი.

წამლის ფორმა: გარსით დაფარული პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები.

შემადგენლობა

გარსით დაფარული პროლონგირებული მოქმედების 1 ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ტრიმეტაზიდინის დიჰიდროქლორიდი 0,035 გ;

დამხმარე ნივთიერებები: ცელულოზა მიკროკრისტალური - 0,1206 გ, ჰიპრომელოზა - 0,0522 გ, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური - 0,0011 გ, მაგნიუმის სტეარატი - 0,0011გ, ოპადრაი II (ჰიპრომელოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ტრიაცეტინი, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი ყვითელი, რკინის ოქსიდი წითელი) – 0,008 გ.

აღწერა

მრგვალი, ორმაგადამობურცული, ვარდისფერი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიჰიპოქსიური საშუალება.

ათქ კოდი: C01EB15.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ტრიმეტაზიდინი ახდენს ანტიჰიპოქსიურ მოქმედებას. უშუალოდ მოქმედებს თავის ტვინის კარდიომიოციტებზე და ნეირონებზე, ახდენს მათი მეტაბოლიზმისა და ფუნქციის ოპტიმიზაციას. ციტოპროტექტორული ეფექტი განაპირობებულია ენერგეტიკული პოტენციალის ამაღლებით, ჟანგვის დეკარბოქსილირებისა და ჟანგბადის მოხმარების რაციონალიზაციით (აერობული გლიკოლიზის გაძლიერება და ცხიმოვანი მჟავების ჟანგვის ბლოკადა). იგი ხელს უწყობს მიოკარდიუმის შეკუმშვას, ხელს უშლის ადენოზინტრიფოსფორმჟავისა და ფოსფოკრეატინინის უჯრედშიდა განლევას. აციდოზის პირობებში აწესრიგებს მემბრანული იონური არხების ფუნქციონირებას, აბრკოლებს კალციუმისა და ნატრიუმის დაგროვებას კარდიომიოციტებში, ახდენს კალიუმის იონების უჯრედშიდა კონცენტრაციას ნორმალიზირებას. ამცირებს მიოკარდიუმის იშემიით და რეპერფუზიით გამოწვეულ უჯრედშიდა აციდოზს და ფოსფატების შემცველობას. იგი ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელ მოქმედებას, ხელს უწყობს უჯრედული მემბრანის მთლიანობის შენარჩუნებას, ხელს უშლის ნეიტროფილების აქტივაციას იშემიის ზონაში, ზრდის ელექტრული პოტენციალის ხანგრძლივობას, ამცირებს კრეატინფოსფოკინაზას გამოსვლას უჯრედიდან მიოკარდიუმის იშემიური დაზიანების დროს. ამცირებს სტენოკარდიული შეტევების სიხშირეს (მცირდება ნიტრატების მოხმარება), მკურნალობის 2 კვირის შემდეგ იზრდება ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერანტობა, მცირდება არტერიული წნევის პრეპარატების საჭიროება. აუმჯობესებს სმენას და ვესტიბულური სინჯების შედეგებს ლორ-ორგანოების პათოლოგიის მქონე პაციენტებში, ამცირებს თავბრუსხვევასა და ყურებში ხმაურს. თვალების სისხლძარღვების პათოლოგიისას აღადგენს თვალის ბადურის ფუნქციურ აქტივობას.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის შიგნით მიღების შემდეგ ტრიმეტაზიდინი სწრაფად და პრაქტიკულად სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიომიღწევადობა - 90%-ია. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროა - 5 სთ.

35 მგ ტრიმეტაზიდინი ერთჯერადი მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია დაახლოებით 115 მგ/მლ-ია. ადვილად გადის ჰისტოჰემატურ ბარიერებს. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 6,5 საათს შეადგენს. სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი - 16%-ია. ელიმინაცია ხდება თირკმლებით (დაახლოებით 60% - უცვლელი სახით).

ჩვენებები

- გულის იშემიური დაავადება: სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა (კომპლექსურ თერაპიაში);

- ქორიორეტინული სისხლძარღვოვანი დარღვევები;

- იშემიური ბუნების კოხლეო-ვესტიბულური დარღვევები (თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, სმენის დარღვევა).

უკუჩვენებები

- გაზრდილი მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;

- ლაქტაზას დეფიციტი, ლაქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი;

- თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 15 მლ/წთ ნაკლები);

- ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა;

- ორსულობა;

- ძუძუთი კვება;

- 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).

გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი

ანგიოზილი®-MR მიიღება თითო ტაბლეტი (35 მგ) 2-ჯერ დღე-ღამეში საკვების მიღების დროს, დილით და საღამოს. თერაპიის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.

გვერდითი მოვლენები

ტრიმეტაზიდინის მიღებისას გვერდითი ეფექტების სიხშირე მოცემულია შემდეგ გრადაციით: ძალიან ხშირად (1/10 მეტი); ხშირად (1/100 მეტი, 1/10 ნაკლები); ნაკლებად ხშირად (1/1000 მეტი, 1/100 ნაკლები); იშვიათად (1/10000 მეტი, 1/1000 ნაკლები); ძალიან იშვიათად (1/10000 ნაკლები), მათ შორის, ცალკეული შეტყობინებები.

საჭმლის მონელების სისტემის მხრივ

ხშირად: მუცლის ტკივილი, დიარეა, დისპეპსია, გულისრევა, ღებინება.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ

ხშირად: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ასთენია.

ძალიან იშვიათად: ექსტრაპირამიდული აშლილობები (ტრემორი, რიგიდულობა, აკინეზია), რომელიც შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ.

კანის საფარის მხრივ

ხშირად: კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

იშვიათად: ორთოსტატული ჰიპოტენზია, სისხლის „მოწოლა“ სახისკენ.

დოზის გადაჭარბება

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევის შესახებ შეტყობინებები ამ დრომდე არ ყოფილა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან აღწერილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი არ გამოიყენება სტენოკარდიის შეტევების კუპირებისთვის. სტენოკარდიის შეტევის განვითარების შემთხვევაში უნდა გადაიხედოს და ადაპტირებულ იქნას დანიშნულება.

პრეპარატი ნაჩვენები არ არის არასტაბილური სტენოკარდიის ან მიოკარდიუმის ინფარქტის თერაპიის საწყისი კურსისთვის.

შესაბამისი კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო, პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის პაციენტებისთვის ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით.

გამოყენება ორსულობისას და ძუძუთი კვების პერიოდში

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა პოტენციურად საშიშ საქმიანობაზე, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებასა და რეაქციის სისწრაფეს

ანგიოზილი®-MR უმნიშვნელოდ მოქმედებს ტრანსპორტის ტარებისა და საქმიანობის უნარზე, რომელბიც მოითხოვს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

გამოშვების ფორმა

გარსით დაფარული პროლონგირებული მოქმედების 35 მგ-იანი ტაბლეტები.

10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში. 6 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისობის ვადა

4 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

რეპლექს ფარმ შპს სკოსპიე, რესპუბლიკა მაკედონია, კოზლეს ქ., #188, 1000 სკოპიე - დსს „ფარმფირმა „სოტექს“, 141345, რუსეთი, მოსკოვის ოლქი, სერგიევო-პასადის მუნიციპალური რაიონი, სოფლის ტიპის დასახლება ბერეზნიაკოვსკოე, დას. ბელიკოვო, ს.11. ტელ./ფაქსი: (495) 956-29-30

რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი: დსს „ფარმფირმა „სოტექს“

პროდუქციის ხარისხის თაობაზე მომხმარებლისგან საქართველოს ტერიტორიაზე პრეტენზიების მიმღები ორგანიზაციის მისამართი

შპს „New Pharma New Pharma“

საქართველო, ქ. თბილისი, გლდანი, მე-8 მიკრორაიონი, სახლი 12, ბინა 15

ტელ/ფაქსი: +995 (32) 272 64 65

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ტრიმეტაზიდინის დიჰიდროქლორიდი 35მგ.

ჩვენება: კარდიოლოგია: გულის იშემიური დაავადების ხანგრძლივი მკურნალობა: სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა მონოთერაპიაში ან სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში. იშემიური წარმოშობის კოხლეარულ-ვესტიბულური წარმოშობის დარღვევების მკურნალობა, როგორიცაა თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში.
ოფთალმოლოგია: ქორიორეტინალური დარღვევები იშემიის ელემენტებით.

მიღების წესი და დოზირება: შიგნით (პერორალური) მიღება. პრეპარატი მიიღება წყალთან ერთად, ჭამის დროს.
ჩვეულებრივი დოზა-თითო ტაბლეტი დილით და საღამოს. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად-გულისრევა, ღებინება, შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმეირის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს სამკურნალო საშუალება განკუთვნილია სტენოკარდიის ბაზისური მკურნალობისთვის, მარგამ არა მისი შეტევების
კუპირებისათვის. ის ასევე უკუნაჩვენებია საწყისი მკურნალობის სახით არასტაბილური სტენოკარდიის ან მიოკადიუმის
ინფარქტის დროს: სტენოკარდიის შეტევის შემთხვევაში საჭიროა მკურნალი ექიმის კონსულტაცია.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულებისათვის ამ პრეპარტის მიღება რეკომენდებული არ არის. თუ მკურნალობის დროს დადასტურდა ორსულობის ფაქტი, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობის შესახებ. დედის რძეში პრეპარატის გადასვლის შესახებ სარწმუნო მონაცემების არარსებობის გამო მკურნალობის პერიოდში ლაქტაცია რეკომენდებული არ არის.

შენახვის პირობები და ვადები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არა უმეტეს 25C ტემპერატურის პირობებში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

პრეპარატის სავაჭრო დასახელება**:** ანგიოზილი® -MR.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ტრიმეტაზიდინი.

წამლის ფორმა: გარსით დაფარული პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები.

შემადგენლობა

გარსით დაფარული პროლონგირებული მოქმედების 1 ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ტრიმეტაზიდინის დიჰიდროქლორიდი 0,035 გ;

დამხმარე ნივთიერებები: ცელულოზა მიკროკრისტალური - 0,1206 გ, ჰიპრომელოზა - 0,0522 გ, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური - 0,0011 გ, მაგნიუმის სტეარატი - 0,0011გ, ოპადრაი II (ჰიპრომელოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ტრიაცეტინი, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი ყვითელი, რკინის ოქსიდი წითელი) – 0,008 გ.

აღწერა

მრგვალი, ორმაგადამობურცული, ვარდისფერი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი**:** ანტიჰიპოქსიური საშუალება.

ათქ კოდი: C01EB15.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ტრიმეტაზიდინი ახდენს ანტიჰიპოქსიურ მოქმედებას. უშუალოდ მოქმედებს თავის ტვინის კარდიომიოციტებზე და ნეირონებზე, ახდენს მათი მეტაბოლიზმისა და ფუნქციის ოპტიმიზაციას. ციტოპროტექტორული ეფექტი განაპირობებულია ენერგეტიკული პოტენციალის ამაღლებით, ჟანგვის დეკარბოქსილირებისა და ჟანგბადის მოხმარების რაციონალიზაციით (აერობული გლიკოლიზის გაძლიერება და ცხიმოვანი მჟავების ჟანგვის ბლოკადა). იგი ხელს უწყობს მიოკარდიუმის შეკუმშვას, ხელს უშლის ადენოზინტრიფოსფორმჟავისა და ფოსფოკრეატინინის უჯრედშიდა განლევას. აციდოზის პირობებში აწესრიგებს მემბრანული იონური არხების ფუნქციონირებას, აბრკოლებს კალციუმისა და ნატრიუმის დაგროვებას კარდიომიოციტებში, ახდენს კალიუმის იონების უჯრედშიდა კონცენტრაციას ნორმალიზირებას. ამცირებს მიოკარდიუმის იშემიით და რეპერფუზიით გამოწვეულ უჯრედშიდა აციდოზს და ფოსფატების შემცველობას. იგი ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელ მოქმედებას, ხელს უწყობს უჯრედული მემბრანის მთლიანობის შენარჩუნებას, ხელს უშლის ნეიტროფილების აქტივაციას იშემიის ზონაში, ზრდის ელექტრული პოტენციალის ხანგრძლივობას, ამცირებს კრეატინფოსფოკინაზას გამოსვლას უჯრედიდან მიოკარდიუმის იშემიური დაზიანების დროს. ამცირებს სტენოკარდიული შეტევების სიხშირეს (მცირდება ნიტრატების მოხმარება), მკურნალობის 2 კვირის შემდეგ იზრდება ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერანტობა, მცირდება არტერიული წნევის პრეპარატების საჭიროება. აუმჯობესებს სმენას და ვესტიბულური სინჯების შედეგებს ლორ-ორგანოების პათოლოგიის მქონე პაციენტებში, ამცირებს თავბრუსხვევასა და ყურებში ხმაურს. თვალების სისხლძარღვების პათოლოგიისას აღადგენს თვალის ბადურის ფუნქციურ აქტივობას.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის შიგნით მიღების შემდეგ ტრიმეტაზიდინი სწრაფად და პრაქტიკულად სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიომიღწევადობა - 90%-ია. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროა - 5 სთ.

35 მგ ტრიმეტაზიდინი ერთჯერადი მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია დაახლოებით 115 მგ/მლ-ია. ადვილად გადის ჰისტოჰემატურ ბარიერებს. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 6,5 საათს შეადგენს. სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი - 16%-ია. ელიმინაცია ხდება თირკმლებით (დაახლოებით 60% - უცვლელი სახით).

ჩვენებები

- გულის იშემიური დაავადება: სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა (კომპლექსურ თერაპიაში);

- ქორიორეტინული სისხლძარღვოვანი დარღვევები;

  • იშემიური ბუნების კოხლეო-ვესტიბულური დარღვევები (თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, სმენის დარღვევა).

უკუჩვენებები

- გაზრდილი მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;

- ლაქტაზას დეფიციტი, ლაქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი;

- თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 15 მლ/წთ ნაკლები);

- ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა;

- ორსულობა;

- ძუძუთი კვება;

- 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).

გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი

ანგიოზილი®-MR მიიღება თითო ტაბლეტი (35 მგ) 2-ჯერ დღე-ღამეში საკვების მიღების დროს, დილით და საღამოს. თერაპიის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.

გვერდითი მოვლენები

ტრიმეტაზიდინის მიღებისას გვერდითი ეფექტების სიხშირე მოცემულია შემდეგ გრადაციით: ძალიან ხშირად (1/10 მეტი); ხშირად (1/100 მეტი, 1/10 ნაკლები); ნაკლებად ხშირად (1/1000 მეტი, 1/100 ნაკლები); იშვიათად (1/10000 მეტი, 1/1000 ნაკლები); ძალიან იშვიათად (1/10000 ნაკლები), მათ შორის, ცალკეული შეტყობინებები.

საჭმლის მონელების სისტემის მხრივ

ხშირად: მუცლის ტკივილი, დიარეა, დისპეპსია, გულისრევა, ღებინება.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ

ხშირად: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ასთენია.

ძალიან იშვიათად: ექსტრაპირამიდული აშლილობები (ტრემორი, რიგიდულობა, აკინეზია), რომელიც შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ.

კანის საფარის მხრივ

ხშირად: კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

იშვიათად: ორთოსტატული ჰიპოტენზია, სისხლის „მოწოლა“ სახისკენ.

დოზის გადაჭარბება

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევის შესახებ შეტყობინებები ამ დრომდე არ ყოფილა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან აღწერილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი არ გამოიყენება სტენოკარდიის შეტევების კუპირებისთვის. სტენოკარდიის შეტევის განვითარების შემთხვევაში უნდა გადაიხედოს და ადაპტირებულ იქნას დანიშნულება.

პრეპარატი ნაჩვენები არ არის არასტაბილური სტენოკარდიის ან მიოკარდიუმის ინფარქტის თერაპიის საწყისი კურსისთვის.

შესაბამისი კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო, პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის პაციენტებისთვის ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით.

გამოყენება ორსულობისას და ძუძუთი კვების პერიოდში

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა პოტენციურად საშიშ საქმიანობაზე, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებასა და რეაქციის სისწრაფეს

ანგიოზილი®-MR უმნიშვნელოდ მოქმედებს ტრანსპორტის ტარებისა და საქმიანობის უნარზე, რომელბიც მოითხოვს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

გამოშვების ფორმა

გარსით დაფარული პროლონგირებული მოქმედების 35 მგ-იანი ტაბლეტები.

10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში. 6 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისობის ვადა

4 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ანგიოზილი-MR 35მგ #60ტ
  • სახელი: ანგიოზილი-MR 35მგ #60ტ
  • მწარმოებელი: CJSC «PharmFirm «Sotex» (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -«Replek Farm Ltd Skopje»(მაკედონია)) (რუსეთი)
  • შეფუთვა: 35მგ პროლონგირებული მოქმედების გარსით დაფარული ტაბლეტი №60
Aversi 39.76 ლ
ანგიოზილი MR ტაბლეტი 35მგ #60
  • სახელი: ანგიოზილი MR ტაბლეტი 35მგ #60

Pharmadepot 31.98 ლ

GPC 31.98 ლ
Angiozil MR - ანგიოზილ MR 35მგ 60 ტაბლეტი
  • სახელი: Angiozil MR - ანგიოზილ MR 35მგ 60 ტაბლეტი
  • შეფუთვა: 35მგ პროლონგირებული მოქმედების გარსით დაფარული ტაბლეტი №60
PSP 28.4 ლ
Angozil - ანგიოზილ MR 35მგ 60 ტაბლეტი
  • სახელი: Angozil - ანგიოზილ MR 35მგ 60 ტაბლეტი