თურქტიპსან მეტოკლოპრამიდის ჰიდროქლორიდი - TURKTIPSAN METOCLOPRAMIDE HYDROCHLORIDE
თურქტიპსან მეტოკლოპრამიდის ჰიდროქლორიდი - TURKTIPSAN METOCLOPRAMIDE HYDROCHLORIDE

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, პროპულსივები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება : metoclopramide
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, უწყლო ნატრიუმის სულფიტი (Е 221), პროპილენგლიკოლი, ქლორწყალბადოვანი მჟავა (განზავებული), საინექციო წყალი.
ჩვენებები:

მოზრდილებში: ოპერაციის შემდგომი გულის რევა, ღებინება; რადიოთერაპიის შემდგომი გულის რევა, ღებინება; სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, მწვავე შაკიკით გამოწვეული გულის რევისა და ღებინების სიმპტომატური მკურნალობა;

ბავშვებში: როგორც მეორე რიგის სამკურნალწამლო საშუალება ქიმიოთერაპიის შემდგომი გადავადებული გულის რევის და ღებინების დროს; ოპერაციის შემდგომი გულის რევის და ღებინების მკურნალობა;
უკუჩვენებები:

- ჰიპერმგრძნობელობა მეტოკლოპრამიდის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;

- სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;

- ნაწლავთა მექანიკური გაუვალობა;

- კუჭ-ნაწლავის პერფორაცია;

- დადასტურებული ან საეჭვო ფეოქრომოციტომა (არტერიული ჰიპერტენზიის მძიმე შეტევების რისკის გამო);

- ანამნეზში ნეიროლეპტიკების ან მეტოკლოპრამიდის მიღებით გამოწვეული ნაგვიანევი დისკინეზია;

- ეპილეფსია (შეტევების სიხშირის და ინტენსივობის გაზრდის გამო);

- პარკინსონის დაავადება;

- ლევოდოპასთან ან დოფამინერგულ აგონისტებთან ერთდროულად გამოყენება;

- ანამნეზში მეტოკლოპრამიდის მიღებისას დადგენილი მეტემოგლობინემია ან NADH- ციტოქრომ-b5-რედუქტაზას დეფიციტის დროს;

- პროლაქტინ-დამოკიდებული სიმსივნეები;

- მაღალი კრუნჩხვითი მზადყოფნა (მოძრაობის ექსტრაპირამიდული დარღვევები);

- 1 წლამდე ასაკის პაციენტები (ექსტრაპირამიდული დარღვევების განვითარების რისკის გამო).

ნატრიუმის სულფიტის შემცველობის გამო პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებში, სულფიტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის გამო.
მიღების წესი და დოზირება.

საინექციო ხსნარი შეჰყავთ ინტრამუსკულურად ან ინტრავენურად ნელი ბოლუსური ინექციის სახით, სულ მცირე 3 წუთის განმავლობაში.

გამხსნელად გამოიყენეთ 0,9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი ან 5%-იანი გლუკოზის ხსნარი.

მოზრდილებში.

პრეპარატი ინიშნება დოზით 10 მგ 3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 30 მგ ან 0,5 მგ/კგ სხეულის მასაზე.

საინექციო ფორმების გამოყენება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მოკლე ვადით და შეძლების და გვარად სწრაფად გადავიდეთ მეტოკლოპრამიდის ორალური ან რექტალური ფორმების გამოყენებაზე.

ბავშვებში.

ოპერაციის შემდგომი გულისრევის და ღებინების თავიდან ასაცილებლად, მეტოკლოპრამიდი შეყვანილი უნდა იქნას ოპერაციის დასრულების შემდეგ.

მეტოკლოპრამიდის რეკომენდებული დოზაა 0,1-0,15 მგ/კგ სხეულის მასაზე 3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 0,5 მგ/კგ სხეულის მასაზე. პრეპარატის გამოყენების გაგრძელების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა მინიმუმ 6-საათიანი ინტერვალის დაცვა.
ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ნუ გაყინავთ.