ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ნუკლეოზიდური და ნუკლეოტიდური უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
დასახელება - ვირეადი ტაბ.245მგ N30
ჩვენება:ნაჩვენებია ქრონიკული B ჰეპატიტის ინფექციის სამკურნალოდ.
დოზირება და მიღების წესი
მკურნალობა უნდა ჩატარდეს ქრონიკული B ჰეპატიტის და/ან აივ ინფექციის მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმის მიერ.
დოზირება/შეყვანის სიხშირე და ხანგრძლივობა
მოზარდები
ვირეადის რეკომენდებული დოზა ქრონიკული B ჰეპატიტის ან აივ-ის სამკურნალოდ არის 245 მგ (ერთი ტაბლეტი) დღეში ერთხელ საკვებთან ერთად.
ქრონიკული B ჰეპატიტი
მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა უცნობია. თერაპიის შეწყვეტა შეიძლება განიხილებოდეს შემდეგ სიტუაციებში:
HBeAg-დადებით პაციენტებში ციროზის გარეშე, მკურნალობა უნდა ჩატარდეს HBe
სეროკონვერსიის დადასტურებიდან (HBeAg-ის დაკარგვა და HBIV დნმ-ის დაკარგვა ანტი-
HBe-ის გამოვლენით შრატის ზედიზედ ორ ნიმუშში მინიმუმ 3-6 თვის ინტერვალით) სულ
მცირე 12 თვის განმავლობაში ან უნდა იქნას გამოყენებული სანამ აღინიშნება HBs
სეროკონვერტაცია ან ეფექტურობის დაკარგა (იხ. ნაწილი 4.4).შრატში ALT და HBV დნმ-
ის დონეები რეგულარულად უნდა შემოწმდეს თერაპიის შეწყვეტის შემდეგ ნებისმიერი
გვიანი ვირუსოლოგიური რეციდივის გამოსავლენად.
HBeAg-უარყოფით პაციენტებში ციროზის გარეშე, თერაპია უნდა ჩატარდეს სულ მცირე HBs
სეროკონვერტაციამდე ან ეფექტურობის დაკარგვის გამოვლენამდე. თერაპიის შეწყვეტა
შეიძლება განიხილებოდეს მას შემდეგ, რაც მიიღწევა სტაბილური ვირუსოლოგიური
სუპრესია (მინიმუმ 3 წელი), შრატში ALT და HBV დნმ-ის დონეები რეგულარულად უნდა
შემოწმდეს თერაპიის შეწყვეტის შემდეგ გვიანი ვირუსოლოგიური რეციდივის
გამოსავლენად. თერაპიის დროს, რომელიც ტარდება 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში
რეკომენდირებულია რეგულარული ხელახალი შეფასება იმის დასადასტურებლად, რომ
თერაპიის შეწყვეტა პაციენტისთვის სწორი არჩევანია.
თერაპიის შეწყვეტა არ არის რეკომენდებული ზრდასრულ პაციენტებში ღვიძლის
დეკომპენსირებული დაავადებით ან ციროზით.
გამოტოვებული დოზა
თუ პაციენტმა გამოტოვა ვირეადის რეკომენდებული დოზა და დოზის ჩვეულებრივ მიღებიდან არ არის გასული 12 საათზე მეტი დრო, მაშინ მან უნდა მიიღოს ვირეადი საკვებთან ერთად რაც შეიძლება მალე და განაახლოს დოზირების ჩვეულებრივი სქემა. თუ ვირეადის მიღებული დოზიდან გავიდა 12 საათზე მეტი ხდო და ახლოვდება ახალი დოზის მიღების დრო, პაციენტმა არ უნდა მიიღოს გამოტოვებული დოზა და განაგრძოს მიღება დოზირების ნორმალური სქემის მიხედვით. თუ პაციენტს აღენიშნება ღებინება ვირეადის მიღებიდან 1 საათის განმავლობაში, მაშინ საჭიროა კიდევ ერთი ტაბლეტის მიღება დამატებით. თუ პაციენტს აღენისნება ღებინება მიღებიდან 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, შემდგომი დოზა არ არის საჭირო.

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით