თიროზოლი 10მგ - Thyrozol 10mg
თიროზოლი 10მგ - Thyrozol 10mg

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: თიროიდული თერაპია, იმიდაზოლის წარმოებულები გოგირდის შემცველობით

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: თიამაზოლი

ჩვენებები: ჰიპერთირეოზის მკურნალობა, მათ შორის: ჰიპერთირეოზის კონსერვატიული მკურნალობა, განსაკუთრებით მცირე ჩიყვის დროს ან მისი არარსებობისას; ქირურგიული ჩარევისათვის მომზადება ყველა ფორმის ჰიპერთირეოზის დროს; მომზადება რადიაქტიური იოდით მკურნალობისათვის, კერძოდ, თირეოტოქსიკოზის მძიმე ფორმების მქონე პაციენტებში; შუალედური მკურნალობისთვის რადიოაქტიური იოდით წყვეტილი მკურნალობის შემდეგ; ჰიპერთირეოზის სუბკლინიკური ფორმის, ავტონომიური ადენომის ან თირეოტოქსიკოზის ანამნეზში მქონე პაციენტების პროფილაქტიკური მკურნალობა, რომლებისთვისაც აუცილებელია იოდის მიღება (მაგალითად, გამოკვლევა იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთირებების გამოყენებით).

უკუჩვენებები: თიროზოლი არ უნდა დაენიშნოთ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ: მომატებული მგრძნობელობა თიამაზოლის, თიოშარდოვანას სხვა წარმოებულების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ; სისხლის ანალიზში ზომიერი და მძიმე ცვლილებები (გრანულოციტოპენია); ადრე არსებული ქოლესტაზი, რომელიც არ უკავშირდება ჰიპერთირეოზს; ძვლის ტვინის დაზიანება ანამნეზში თიამაზოლით ან კარბიმაზოლით მკურნალობის შემდეგ. კომბინირებული თერაპია თიამაზოლით და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.

დოზირების ზოგადი რეკომენდაციები:დაავადების სიმძიმისა და ანტითირეოიდული თერაპიით იოდის მიღების
მიხედვით, როგორც წესი, მკურნალობა იწყება თიამაზოლის სადღეღამისო დოზით 10 დან 40მგ-მდე.

შენახვის წესი: ინახება სინესტისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
თიროზოლი ტაბლეტი 10მგ #50
  • სახელი: თიროზოლი ტაბლეტი 10მგ #50
  • მწარმოებელი: Merck KGaA (გერმანია)
  • შეფუთვა: 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №50
GPC 19.14 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით