ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ადრენერგულები კომბინაციაში კორტიკოსტეროიდებთან ან სხვა პრეპარატებთან, გარდა ანტიქოლინერგულებისა
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
ფიქსფლოუ 50მკგ/250მკგ #60კაფს
**
**
ფიქსფლოუ ქუჰალერი – მაღალეფექტური საინჰალაციო გლუკოკორტიკოიდის – ფლუტიკაზონის პროპიონატის და მაღალსელექციური პროლონგირებული β-აგონისტის – სალმეტეროლის – კომბინაცია მშრალფხვნილოვან ინჰალატორში.
ინჰალატორი, რომელიც გამოიყენება ფიქსფლოუს ინჰალაციისათვის, წარმოადგენს უახლესი გენერაციის და ყველაზე ბოლო მშრალფხვნილოვან, მონოდოზირებულ, კაფსულირებულ ინჰალატორს და მას ქუჰალერი (Qhaler - Quick Inhaler) ეწოდება.
ქუჰალერი წარმოებულია, მშრალფხვნილოვანი ინჰალატორების შექმნაში მსოფლიოში ერთ- ერთი აღიარებული კომპანიის, იტალიური `პლასტიაპის~ (Plastape SPA) მიერ და მის წარმოებაში გამოყენებულია შვეიცარიული ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური კომპანია “Chemo”-ს აქტიური ინგრედიენტები.
ქუჰალერი წარმოადგენს განსაკუთრებულ მშრალფხვნილოვან ინჰა ლატორს, რადგან მისი გამოყენებისას პაციენტი გრძნობს, ესმის და ხედავს წამლის მიღებას:
• პაციენტი გრძნობს წამლის გემოს პირში (ლაქტოზის გამო)
• პაციენტს ესმის კაფსულის ტრიალი ინჰალაციის დროს
• პაციენტი ყოველი ინჰალაციის შემდეგ ნახავს და მარტივად შეაფასებს, მედიკამენტი შეისუნთქა თუ არა; თუ კაფსულა ბოლომდე არ აღმოჩნდა დაცლილი, პაციენტს შეუძლია გაიმეოროს ინჰალაცია იმავე კაფსულაზე, რომ სრულად მიიღოს წამლის დოზა
• დოზის მიღების ვიზუალური შეფასება ეხმარება პაციენტს ინჰალაციის ტექნიკის სწრაფ და სწორ ათვისებაში
ქუჰალერის (Monodose RS01 ინჰალატორი) წარმოება მიმდინარეობს ISO და FDA სტანდარტების მიხედვით და ფიქსფლოუ ქუჰალერი რეფერენს-პრეპარატის იდენტურია
შემადგენლობა:
• აქტიური ნივთიერება: ინჰალაციისათვის განკუთვნილი თითოეული კაფსულა შეიცავს 50მკგ სალმეტეროლს და 100მკგ ან 250მკგ ან 500მკგ ფლუტიკაზონის პროპიონატს.
• ექსციპიენტები: ლაქტოზა.
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას:
• შეინახეთ ინსტრუქცია, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა
• დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
• ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვას
• თუ მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ ამ მედიკამენტს
• დაიცავით აღნიშნული ინსტრუქცია. არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზა
ამ ინსტრუქციიდან თქვენ შეიტყობთ:
1. რა არის ფიქსფლოუ და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ ფიქსფლოუს მიღების დაწყებამდე
3. როგორ გამოიყენება ფიქსფლოუ
4. რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება ფიქსფლოუ
1. რა არის ფიქსფლოუ და რისთვის გამოიყენება
• ფიქსფლოუ აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს სალმეტეროლსა და ფლუტიკაზონს.
• სალმეტეროლი მიეკუთვნება ბრონქოდილატატორების (ბრონქების გამაფართოვებელ საშუალებების) ჯგუფს. ის აფართოვებს საჰაერო გზებს ბრონქების გლუვი კუნთების მოდუნების საშუალებით.
• ფლუტიკაზონი მიეკუთვნება კორტიკოსტეროიდების ჯგუფს და თავისი ანთების საწინააღმდეგო თვისებებიდან გამომდინარე ამცირებს საჰაერო გზების შეშუპებასა და ანთებას, რაც შესაბამისად აქვეითებს სუნთქვის გაძნელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ბრ. ასთმისა და ფქოდ-ის მქონე პაციენტებში.
ფიქსფლოუ წარმოდგენილია შეფუთვით, რომელშიც შედის 50მკგ სალმეტეროლის ეკვივალენტური სალმეტეროლის ქსინაფოატის და 100მკგ ან 250მკგ ან 500მკგ ფლუტიკაზონის პროპიონატის შემცველი 60 საინჰალაციო კაფსულა და ერთი საინჰალაციო მოწყობილობა - `ქუჰალერი~.
ფიქსფლოუ გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:
• ბრონქული ასთმის მიმდინარეობის გაუმჯობესება და დაავადების კონტროლი; ინიშნება საფეხურებრივი მკურნალობის მე-3 საფეხურიდან
• საშუალო და მძიმე ფორმის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) მქონე პაციენტებში დაავადების სიმპტომებისა და შეტევების სიხშირის შემცირების მიზნით.
2. რა უნდა იცოდეთ ფიქსფლოუს მიღების დაწყებამდე
არ გამოიყენოთ ფიქსფლოუ შემდეგი მდგომარეობების დროს:
• თუ თქვენ გაქვთ ალერგია ან მომატებული მგრძნობელობა ფიქსფლოუს შემადგენელი კომპონენტების - სალმეტეროლის, ფლუტიკაზონის ან ლაქტოზას - მიმართ
სიფრთხილით გამოიყენეთ ფიქსფლოუ შემდეგი მდგომარეობების დროს:
• არ გამოიყენოთ ფიქსფლოუ ასთმის მწვავე სიმპტომების მოსახსნელად; ყოველთვის თან იქონიეთ მედიკამენტი, რომელსაც ამ მდგომარეობების დროს იყენებთ
• შეატყობინეთ ექიმს, თუ მწვავე სიმპტომების შესამსუბუქებლად ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორების უფრო ხშირად გამოყენება გჭირდებათ; ეს მიუთითებს ასთმის მიმდინარეობის გაუარესებაზე
• შეატყობინეთ ექიმს ბრონქული ასთმის უეცარი და პროგრესირებადი გამწვავების შემთხვევაში
• არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ფიქსფლოუთი მკურნალობა უნდა შეწყდეს საფეხურებრივად, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ
• ფქოდ-ის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ფიქსფლოუთი, მატულობს პნევმონიის განვითარების რისკი
• შეატყობინეთ ექიმს თუ გაქვთ პულმონური ტუბერკულოზის აქტიური ან არააქტიური ფორმა, რადგან მან შესაძლოა შეგიცვალოთ დანიშნულება
• შეატყობინეთ ექიმს თუ გაქვთ თირეოტოქსიკოზი, რადგან მან შესაძლოა შეგიცვალოთ დანიშნულება
• ფიქსფლოუს თერაპიულ დოზებზე მაღალი დოზებით გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა არტერიული წნევისა და გულისცემის სიხშირის მომატება; აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ რაიმე სახის კარდიოვასკულური დაავადება, რადგან მან შესაძლოა შეგიცვალოთ დანიშნულება
• ფიქსფლოუმ, თერაპიულ დოზებზე მაღალი დოზებით გამოყენებისას, შესაძლოა სისხლში კალიუმის დონე შეამციროს; აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ სისხლში კალიუმის დონის დაბალი შემცველობა ან ამ მდგომარეობისადმი მიდრეკილება, რადგან მან შესაძლოა შეგიცვალოთ დანიშნულება
• ფიქსფლოუს მაღალი დოზებითა და ხანგრძლივი გამოყენებისას, მასში კორტიკოსტეროიდის შემცველობის გამო, შესაძლოა სისტემური გვერდითი მოვლენების განვითარება, როგორებიცაა: კუშინგის სინდრომი (ცხიმოვანი ქსოვილის ზურგზე კუზის მსგავსად ჩალაგება, მთვარისებრი სახე, ჭარბი თმიანობა და ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის დაქვეითება, განსაკუთრებით წელის მალებსა და მენჯის ძვალში), კუშინგის სინდრომის მსგავსი ნიშნები, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის სუპრესია, ბავშვებსა და მოზარდებში ზრდის შეფერხება, ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის დაქვეითება, კატარაქტა და გლაუკომა (მომატებული თვალშიდა წნევა).
• ფიქსფლოუმ შესაძლოა ბავშვებსა და მოზარდებში ზრდის შეფერხება გამოიწვიოს, ამიტომ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ღებულობენ პრეპარატს, საჭიროა სიმაღლის რეგულარული მონიტორინგი
• ზოგიერთი პაციენტები გაცილებით მგრძნობიარენი არიან საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებისადმი, ამიტომ იქონიეთ მჭიდრო კონტაქტი თქვენს მკურნალ ექიმთან, როდესაც ორალური კორტიკოსტეროიდებიდან საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გამოყენებაზე გადადიხართ
• საინჰალაციო ფლუტიკაზონის გამოყენების დაწყების შემდეგ ყოველთვის თან იქონიეთ ბარათი, რომელშიც მითითებული იქნება, რომ თქვენ იყენებთ სტეროიდს და სტრესული მდგომარეობების დროს შესაძლოა დაგჭირდეთ დამატებითი თერაპია
• ფიქსფლოუმ შესაძლოა სისხლში გლუკოზის დონის მატება გამოიწვიოს, ამიტომ აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, რადგან მან შესაძლოა შეგიცვალოთ დანიშნულება
• აცნობეთ ექიმს თუ იყენებთ პრეპარატ `რიტონავირს~ (ანტივირუსული მედიკამენტი), რადგან მან შესაძლოა შეგიცვალოთ დანიშნულება
ფიქსფლოუს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ფიქსფლოუს ეფექტზე საკვებისა და სასმელის ერთდროული გამოყენება გავლენას არ ახდენს.
ორსულობა
• თუ ორსულად ხართ ან აპირებთ დაორსულებას, მედიკამენტის მიღების დაწყებამდე აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.
• თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ რჩევისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
• მედიკამენტის მიღების დაწყებამდე, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, რომ მეძუძური დედა ხართ.
• ფლუტიკაზონისა და სალმეტეროლის რძეში გამოყოფის შესახებ საკმარისი მონაცემები არ არის, ამიტომ ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში მედიკამენტი გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ჩათვლის, რომ პრეპარატი თქვენთვის აუცილებელია
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
ფიქსფლოუ ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე გავლენას არ ახდენს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფიქსფლოუს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ.
ფიქსფლოუს შემადგენლობაში შედის ლაქტოზა, მაგრამ რადგან პრეპარატი გამოიყნება მხოლოდ საინჰალაციოდ, რაიმე სიფრთხილის გამოჩენა არ არის აუცილებელი.
სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება
შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ ღებულობთ ისეთ მედიკამენტებს, როგორებიცაა სელექციური ან არასელექციური ბეტა-ბლოკერები (გულის დაავდებათა სამკურნალო პრეპარატები), რიტონავირი, კეტოკონაზოლი (სოკოვანი დაავადების სამკურნალო პრეპარატი) და ღვიძლის P450 3A4 იზოფერმენტული სისტემის ინჰიბიტორები (კეტოკონაზოლის მსგავსი), რადგან მან შესაძლოა შეცვალოს თქვენი დანიშნულება.
3. როგორ გამოიყენება ფიქსფლოუ
რეკომენდაციები პრეპარატის ადეკვატური გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
ბრონქული ასთმა
მოზრდილი და12 წლის ზევით მოზარდი პაციენტები:
• 50მკგ სალმეტეროლის და 100მკგ ფლუტიკაზონის პროპიონატის ერთი ინჰალაცია დღეში ორჯერ
• 50მკგ სალმეტეროლის და 250მკგ ფლუტიკაზონის პროპიონატის ერთი ინჰალაცია დღეში ორჯერ
• 50მკგ სალმეტეროლის და 500მკგ ფლუტიკაზონის პროპიონატის ერთი ინჰალაცია დღეში ორჯერ
4 წლის ზევით ასაკის ბავშვები:
• 50მკგ სალმეტეროლის და 100მკგ ფლუტიკაზონის პროპიონატის ერთი ინჰალაცია დღეში ორჯერ
მოზრდილები:
მოზრდილ პაციენტებში ფიქსფლოუს ყველა ფორმის დოზის გაორმაგება (2 ინჰალაცია დღეში ორჯერ) ხანმოკლე, 14 დღემდე, პერიოდის განმავლობაში ხასიათდება სტანდარტული დოზირების რეჟიმის (1 ინჰალაცია დღეში ორჯერ) მსგავსი ამტანობითა და უსაფრთხოების პროფილით და ბრ. ასთმის მკურნალობის საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით მოიაზრება ისეთ პაციენტებში, რომლებსაც საინჰალაციო სტეროიდების დამატებითი თერაპიის, ხანმოკლე (14 დღემდე) კურსი ესაჭიროებათ.
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ):
მოზრდილები:
• ერთი ინჰალაცია 50/250მკგ ან 50/500მკგ სალმეტეროლი/ფლუტიკაზონის პროპიონატი დღეში ორჯერ
მიღების გზა და მეთოდი
ფიქსფლოუ გამოიყენება მხოლოდ საინჰალაციო გამოყენებისთვის. შეისუნთქეთ პრეპარატი ფილტვებში პირის მეშვეობით.
თუ ფიქსფლოუ გამოწერილი აქვს ბავშვს, პრეპარატი მხოლოდ უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იქნას გამოყენებული, რომელსაც შეუძლია დანიშნულების სწორად შესრულება.
სრული სარგებლის მისაღწევად საჭიროა ფიქსფლოუს რეგულარული გამოყენება. არ შეწყვიტოთ მკურნალობა თვითნებურად იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთესად გრძნობთ.
არ შეცვალოთ დოზირება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
საინჰალაციო მოწყობილობა `ქუჰალერის~ გამოყენების ინსტრუქცია:
მოხსენით `ქუჰალერს~ თავსახური.
ერთი ხელით დაიჭირეთ `ქუჰალერის~ ქვედა ნაწილი და მეორე ხელით მოატრიალეთ მუნდშტუკი ისრის მიმართულებთ
ამოიღეთ კაფსულა ბლისტერიდან უშუალოდ გამოყენების წინ და მოათავსეთ იგი `ქუჰალერის~ კამერაში.
მოატრიალეთ მუნდშტუკი ისრის მიმართულებით და მჭიდროდ დახურეთ მოწყობილობა.
დაიჭირეთ ხელსაწყო ისე, რომ მუნდშტუკი მიმართული იყოს ზევით; ბოლომდე დააჭირეთ თითები ინჰალატორის ორივე გვერდზე მოთავსებულ ღილაკებს მხოლოდ ერთხელ და შემდეგ აუშვით; შედეგად კაფსულა გაიჩხვლიტება ორივე მხრიდან.
შესუნთქვის დროს შესაძლოა კაფსულის მცირე, ჟელატინის ნაწილაკები მოხვდეს თქვენს პირის ღრუში. ჟელატინის ნაწილაკები აბსოლუტურად უსაფრთხოა და სრულად მონელდება გადაყლაპვის შემდეგ. ჟელატინის ნაწილაკების წარმოქმნის რისკს ამცირებს კაფსულის დაუყოვნებელი გამოყენება ბლისტერიდან ამოღებისთანავე და ღილაკებზე თითების მხოლოდ ერთხელ დაჭერა.
ღრმად ამოისუნთქეთ
მოათავსეთ მუნდშტუკი პირის ღრუში და ოდნავ გადაწიეთ თავი უკან. მჭიდროდ მოუჭირეთ ტუჩები მუნდშტუკს და ჩაისუნთქეთ რაც შეიძლება სწრაფად და ღრმად.
გამოიღეთ `ქუჰალერი~ პირიდან და შეიკავეთ სუნთქვა იმდენ ხანს, სადამდეც მოახერხებთ; შემდეგ ისუნთქეთ ჩვეულებრივ. გახსენით ხელსაწყო თავიდან და შეამოწმეთ, ხომ არ დარჩა კაფსულაში ფხვნილის ნაწილი; თუ კაფსულა ბოლომდე არ არის დაცლილი, გაიმეორეთ საფეხურები 6, 7 და 8.
პროცედურის შემდეგ გამოივლეთ წყალი პირის ღრუში და გადმოღვარეთ.
გამოყენების შემდეგ კაფსულა გადააგდეთ და დახურეთ მოწყობილობა.
არ დაგავიწყდეთ!
• მშრალად შეინახეთ თქვენი `ქუჰალერი~.
• შეინახეთ დავდახურულ მდგომარეობაში.
• არასოდეს ამოისუნთქოთ ხელსაწყოში.
• გაააქტიურეთ ხელსაწყო მხოლოდ მაშინ, როდესაც მზად ხართ მედიკამენტის გამოყენებისათვის.
• არ მიიღოთ რეკომენდებულზე მაღალი დოზა.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
არ არის მონაცემები ფიქსფლოუს 4 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების შესახებ.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:
არ არის საჭირო დოზის კორექცია ხანდაზმულ პაციენტებში.
სპეციალური მდგომარეობები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
დოზის კორექცია არ არის საჭირო თირკმლის/ღვიძლის უკმარისობის დროს.
თუ გაქვთ იმის განცდა, რომ ფიქსფლოუს ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.
თუ გამოიყენეთ ფიქსფლოუს თქვენთვის დასაშვებ დოზაზე მეტი:
თუ მიიღეთ ფიქსფლოუს თქვენთვის დასაშვებ დოზაზე მეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ფიქსფლოუს გამოყენება:
თუ დაგავიწყდათ ფიქსფლოუს გამოყენება, შეისუნთქეთ წამლის შემდეგი დოზა ჩვეულებრივ, დოზირების რეჟიმის შესაბამისად.
არ გააორმაგოთ დოზა, გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
ფიქსფლოუთი თერაპიის შეწყვეტის შესაძლო ეფექტები
არ შეიძლება ფიქსფლოუთი თერაპიის უეცარი შეწყვეტა ბრონქული ასთმის მოსალოდნელი გამწვავების გამო. ფიქსფლოუთი მკურნალობა უნდა შეწყდეს საფეხურებრივად, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. პრეპარატის მიღების უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა გაამწვავოს რესპირაციული სიმპტომები.
ფქოდ-ის მქონე პაციენტებში მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა სიმპტომური დეკომპენსაცია (ფილტვების ფუნქციური უკმარისობა) გამოიწვიოს; მკურნალობა უნდა შეწყდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
4. რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები
ძალიან ხშირი (გამოვლინდა 10-დან ერთზე მეტ პაციენტში):
• თავის ტკივილი – მცირდება მკურნალობის განმავლობაში
• ფქოდ-ის მქონე პაციენტებში ბანალური გაციების სიხშირის მომატება
ხშირი (გამოვლინდა 10-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში):
• რძიანა (მტკივნეული, მოკრემისფრო-მოყვითალო, ამობურცული ნადები) პირის ღრუსა და ყელში. ასევე გლოსიტი, ხმის ჩახლეჩა და ყელის გაღიზიანება. ყოველი ინჰალაციის შემდეგ პირის ღრუში წყლის გამოვლება და გადმოღვრა ამცირებს ამ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს. რძიანას სამკურნალოდ შესაძლოა ექიმმა ანტიფუნგალური მედიკამენტი გამოგიწეროთ
• გახშირებული და არარეგულარული გულისცემის შეგრძნება (პალპიტაცია) – ზოგადად ეს არასახიფათო გვერდითი მოვლენაა და მკურნალობასთან ერთად მცირდება
• კუნთების კრამპები
შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) მქონე პაციენტებში:
• პნევმონია და ბრონქიტი (ფილტვების ინფექციები). შეატყობინეთ ექიმს, თუ შემდეგ სიმპტომებს შენიშნავთ: ნახველის გაძლიერებული პროდუქცია, ნახველის ფერის ცვლილება, სიცხე, შემცივნება, ხველის გაძლიერება, სუნთქვის პრობლემების გაძლიერება
• სისხლჩაქცევები და მოტეხილობები
• დანამატი წიაღების ანთება (სინუსიტები)
• სისხლში კალიუმის დონის შემცირება (თქვენ შესაძლოა გქონდეთ არათანაბარი გულისცემა, კუნთების სისუსტე და კრამპები)
არახშირი (გამოვლინდა 100-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში):
• გამონაყარი
• ტაქიკარდია (ძალიან გახშირებული გულისცემა)
იშვიათი (გამოვლინდა 1000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში):
ალერგიული რეაქციები: თუ შენიშნავთ, რომ ფიქსფლოუს გამოყენების შემდეგ სუნთქვა გაგიუარესდათ – გაქვთ შეუკავებელი ხველა და ხმაურიანი სუნთქვა, გაქვთ ქავილი და სხეულის ნაწილების (განსაკუთრებით სახის, ენის ან ყელის) შეშუპება, შეწყვიტეთ ფიქსფლოუს მიღება და დაუყოვნებლად მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს
• ფიქსფლოუს განსაკუთრებით მაღალი დოზების და ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა შემცირდეს ორგანიზმის მიერ სტეროიდული ჰორმონების პროდუქცია, რასაც შესაძლოა მოჰყვეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
— ბავშვების და მოზარდების ზრდაში ჩამორჩენა
— ძვლების დასუსტება
— კატარაქტა და გლაუკომა
— წონის მატება
— მთვარისებრი სახე (კუშინგის სინდრომი)
— თქვენი ექიმი რეგულარულად შეგამოწმებთ ნებისმიერი ამ გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში და უზრუნველყოფს ფიქსფლოუს იმ მინიმალური დოზით მკურნალობას, რომელიც თქვენი ბრონქული ასთმის სიმპტომების კონტროლისთვისაა აუცილებელი.
• არითმია (არათანაბარი ან დამატებითი გულის შეკუმშვების შეგრძნება). აცნობეთ თქვენს ექიმს, მაგრამ არ შეწყვიტოთ ფიქსფლოუს გამოყენება თვითნებურად
• სისხლში გლუკოზის დონის მომატება. თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი, შესაძლოა სისხლში გლუკოზის დონის უფრო ხშირი მონიტორინგი და მკურნალობის დარეგულირება დაგჭირდეთ
• ქცევითი ცვლილებები, როგორიცაა უჩვეულო აქტივობა და გაღიზიანებადობა (უფრო ხშირია ბავშვებში)
• სახსრების ტკივილი და შეშუპება, კუნთების ტკივილი
5. როგორ ინახება ფიქსფლოუ
შეინახეთ ფიქსფლოუ თავის ორიგინალურ შეფუთვაში და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეინახეთ მშრალ, ოთახის, 25oC –ზე დაბალ, ტემპერატურაზე.
პრეპარატი გამოიყენეთ მითითებული გამოყენების ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
საერთაშორისო დასახელება - fluticasone propionate, salmeterol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოიდები → გლუკოკორტიკოიდული
პრეპარატები საინჰალაციო გამოყენებისათვის
ფარმაცევტული ფორმა
საინჰალაციო ფხვნილი
ჩვენება
ასთმა (სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციული დაავადება) მედიკამენტი
ნაჩვენებია ასთმის (სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციული დაავადების)
რეგულარული მკურნალობისთვის
ეს შეიძლება მოიცავდეს:
პაციენტებს, რომლების იმყოფებიან გახანგრძლივებული მოქმედების ბეტა აგონისტების
ეფექტურ ხანგრძლივ შემანარჩუნებელ დოზაზე და იყენებენ კორტიკოსტეროიდების
ინჰალაციას.
პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ სიმპტომები კორტიკოსტეროიდების ინჰალაციის
მიმდინარე თერაპიის ფონზე.
პაციენტებს, რომლებიც იტარებენ რეგულარულ ბრონქოდილატაციურ თერაპიას და
საჭიროებენ კორტიკოსტეროიდების ინჰალაციას.
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)
მედიკამენტი ნაჩვენებია ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დავადების რეგულარული
მკურნალობისთვის ქრონიკული ბრონქიტის და ემფიზემის ჩათვლით. ნაჩვენებია, რომ
ამცირებს სიკვდილიანობას.
დოზირება და მიღება
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინჰალაციური გამოყენებისთვის.
პაციენტები უნდა გააფრთხილონ, რომ სათანადო ეფექტის მისაღწევად გამოიყენონ
რეგულარულად, სიმპტომების არ არსებობის შემთხვევაშიც კი. საჭიროა ექიმის მიერ
პაციენტების რეგულარული შეფასება, რათა ძალა დარჩეს ოპტიმალური და შეიცვალოს
მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ასთმა (სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციული დაავადება)
დოზის ტიტრაცია საჭიროა უმცირეს დოზამდე, რომელიც ეფექტურია სიმპტომების
კონტროლისთვის. როდესაც სიმპტომების კონტროლი ნარჩუნდება დღეში ორჯერ
მედიკამენტის გამოყენებით, ტიტირაცია შეიძლება მოხდეს უმცირეს ეფექტურ დოზამდე
დღეში ერთხელ.
პაციენტებმა უნდა მიიღონ საკმარისი რაოდენობა, რომელიც შეიცავს ფლუტიკაზონის
პროპიონატის სათანადო დოზირებას მათი დაავადების სიმწვავისთვის. თუ პაციენტი
არაადექვატურად კონტროლდება მხოლოდ კორტიკოსტეროიდებით საინჰალაციო თერაპიისას,
ჩანაცვლებამ კორტიკოსტეროიდების თერაპიულად ეფექტური დოზებით შეიძლება გამოიწვიოს
ასთმის კონტროლის გაუმჯობესება. პაციენტებისთვის, რომელთა შემთხვევაშიც ასთმის
კონტროლი ხერხდება მხოლოდ კორტიკოსტეროიიდების ინჰალაციური თერაპიით,
მედიკამენტის ჩანაცვლებისას შესაძლებელია მოხერხდეს კორტიკოსტერიოიდების დოზის
შემცირება ასთმის კონტროლისთვის.
რეკომენდებული დოზები:
მოზრდილები და 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები
ერთი ინჰალაცია (50 მკგ სალმეტეროლი ან 100 მკგ ფლუტიკაზონის პროპიონატი) დღეში
ორჯერ
ან
ერთი ინჰალაცია (50 მკგ სალმეტეროლი ან 250 მკგ ფლუტიკაზონის პროპიონატე) დღეში
ორჯერ
ან
ერთი ინჰალაცია (50 მკგ სალმეტეროლი ან 500 მკგ ფლუტიკაზონის პროპიონატე) დღეში
ორჯერ.
4 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები
ერთი ინჰალაცია (50 მკგ სალმეტეროლი ან 100 მკგ ფლუტიკაზონის პროპიონატი) დღეში
ორჯერ
არ არსებობს მონაცემები მედიკამენტის გამოყენების შესახებ 4 წელზე უმცროსი ასაკის
ბავშვებში.
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)
მოზრდილი პაციენტებისთვის რეკომენდებული დოზაა 50/250 მიკროგრამი -50/500
მიკროგრამი სალმატეროლის/ფლუტიოკაზონის პროპიონატის ერთი ინჰალაცია 2-ჯერ დღეში.
დოზით 50/500 მიკროგრამი 2-ჯერ დღეში, ამცირებს სიკვდილობას .
პაციენტთა სპეციალური ჯფუგები
პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით დოზის ცვლილების აუცილებლობა არ
არის.
საერთაშორისო დასახელება - fluticasone propionate, salmeterol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოიდები → გლუკოკორტიკოიდული
პრეპარატები საინჰალაციო გამოყენებისათვის
ფარმაცევტული ფორმა
საინჰალაციო ფხვნილი
ჩვენება
ასთმა (სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციული დაავადება) მედიკამენტი
ნაჩვენებია ასთმის (სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციული დაავადების)
რეგულარული მკურნალობისთვის
ეს შეიძლება მოიცავდეს:
პაციენტებს, რომლების იმყოფებიან გახანგრძლივებული მოქმედების ბეტა აგონისტების
ეფექტურ ხანგრძლივ შემანარჩუნებელ დოზაზე და იყენებენ კორტიკოსტეროიდების
ინჰალაციას.
პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ სიმპტომები კორტიკოსტეროიდების ინჰალაციის
მიმდინარე თერაპიის ფონზე.
პაციენტებს, რომლებიც იტარებენ რეგულარულ ბრონქოდილატაციურ თერაპიას და
საჭიროებენ კორტიკოსტეროიდების ინჰალაციას.
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)
მედიკამენტი ნაჩვენებია ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დავადების რეგულარული
მკურნალობისთვის ქრონიკული ბრონქიტის და ემფიზემის ჩათვლით. ნაჩვენებია, რომ
ამცირებს სიკვდილიანობას.
დოზირება და მიღება
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინჰალაციური გამოყენებისთვის.
პაციენტები უნდა გააფრთხილონ, რომ სათანადო ეფექტის მისაღწევად გამოიყენონ
რეგულარულად, სიმპტომების არ არსებობის შემთხვევაშიც კი. საჭიროა ექიმის მიერ
პაციენტების რეგულარული შეფასება, რათა ძალა დარჩეს ოპტიმალური და შეიცვალოს
მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ასთმა (სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციული დაავადება)
დოზის ტიტრაცია საჭიროა უმცირეს დოზამდე, რომელიც ეფექტურია სიმპტომების
კონტროლისთვის. როდესაც სიმპტომების კონტროლი ნარჩუნდება დღეში ორჯერ
მედიკამენტის გამოყენებით, ტიტირაცია შეიძლება მოხდეს უმცირეს ეფექტურ დოზამდე
დღეში ერთხელ.
პაციენტებმა უნდა მიიღონ საკმარისი რაოდენობა, რომელიც შეიცავს ფლუტიკაზონის
პროპიონატის სათანადო დოზირებას მათი დაავადების სიმწვავისთვის. თუ პაციენტი
არაადექვატურად კონტროლდება მხოლოდ კორტიკოსტეროიდებით საინჰალაციო თერაპიისას,
ჩანაცვლებამ კორტიკოსტეროიდების თერაპიულად ეფექტური დოზებით შეიძლება გამოიწვიოს
ასთმის კონტროლის გაუმჯობესება. პაციენტებისთვის, რომელთა შემთხვევაშიც ასთმის
კონტროლი ხერხდება მხოლოდ კორტიკოსტეროიიდების ინჰალაციური თერაპიით,
მედიკამენტის ჩანაცვლებისას შესაძლებელია მოხერხდეს კორტიკოსტერიოიდების დოზის
შემცირება ასთმის კონტროლისთვის.
რეკომენდებული დოზები:
მოზრდილები და 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები
ერთი ინჰალაცია (50 მკგ სალმეტეროლი ან 100 მკგ ფლუტიკაზონის პროპიონატი) დღეში
ორჯერ
ან
ერთი ინჰალაცია (50 მკგ სალმეტეროლი ან 250 მკგ ფლუტიკაზონის პროპიონატე) დღეში
ორჯერ
ან
ერთი ინჰალაცია (50 მკგ სალმეტეროლი ან 500 მკგ ფლუტიკაზონის პროპიონატე) დღეში
ორჯერ.
4 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები
ერთი ინჰალაცია (50 მკგ სალმეტეროლი ან 100 მკგ ფლუტიკაზონის პროპიონატი) დღეში
ორჯერ
არ არსებობს მონაცემები მედიკამენტის გამოყენების შესახებ 4 წელზე უმცროსი ასაკის
ბავშვებში.
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)
მოზრდილი პაციენტებისთვის რეკომენდებული დოზაა 50/250 მიკროგრამი -50/500
მიკროგრამი სალმატეროლის/ფლუტიოკაზონის პროპიონატის ერთი ინჰალაცია 2-ჯერ დღეში.
დოზით 50/500 მიკროგრამი 2-ჯერ დღეში, ამცირებს სიკვდილობას .
პაციენტთა სპეციალური ჯფუგები
პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით დოზის ცვლილების აუცილებლობა არ
არის.
**1. სამკურნალო პრეპარატის დასახელება **
ფიქსფლოუ 50 მკგ/250 მკგ საინჰალაციო ფხვნილის შემცველი კაფსულები
2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
თითოეული საინჰალაციო კაფსულა შეიცავს:
სალმეტეროლის ქსინაფოატს* 72.50 მკგ
ფლუტიკაზონის პროპიონატს 250 მკგ
*50 მკგ სალმეტეროლის ექვივალენტური
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა 12.20 მგ
3. ფარმაცევტული ფორმა
საინჰალაციო ფხვნილის შემცველი კაფსულები
გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებული თეთრი ან მოთეთრო ფერის ფხვნილი
4. კლინიკური მახასიათებლები
4.1 თერაპიული ჩვენებები
გამოიყენება ბრონქული ასთმის სიმპტომების გასაუმჯობესებლად ან კონტროლისთვის. ბრონქული ასთმის საფეხურებრივი მკურნალობის დროს ინიშნება საფეხურებრივი მკურნალობის მე-3 საფეხურიდან. საშუალო და მძიმე ფორმის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) მქონე პაციენტებში ამცირებს დაავადების სიმპტომებსა და შეტევების სიხშირეს.
4.2 დოზირება და მიღების წესი
დოზირება/სიხშირე და მკურნალობის ხანგრძლივობა:
ფიქსფლოუ განკუთვნილია მხოლოდ ინჰალაციისთვის.
პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ ფიქსფლოუ გამოყენება უნდა მოხდეს ყოველდღიურად, ოპტიმალური სარგებლისთვის, სიმპტომების არ არსებობის შემთხვევაშიც.
პაციენტები რეგულარულად უნდა შეაფასოს ექიმმა, რათა მათ მიიღონ ფიქსფლოუ ოტპიმალური დოზა და მხოლოდ სამედიცინო რჩევით შეცვალონ.
ბრონქული ასთმა
დოზის ტიტრაცია უნდა მოხდეს უმცირეს მაჩვენებლამდე, რომლის დროსაც შენარჩუნებულია სიმპტომების ეფექტური კონტროლი. იმ შემთხვევაში, როდესაც სიმპტომების კონტროლი შენარჩუნებულია ფიქსფლოუს დღე-ღამეში ორჯერ გამოყენებით, ტიტრაცია უმცირეს ეფექტურ დოზამდე უნდა მოხდეს ფიქსლოუს დღეში ერთხელ გამოყენებით.
პაციენტებისთვის მიცემული ფიქსფლოუ უნდა შეიცავდეს მათი დაავადების სიმძმისთვის შესაბამისი დოზის ფლუტიკაზონის პროპიონატს.
თუ პაციენტის მდგომარეობა არაადექვატურად კონტროლდება მხოლოდ ინჰალაციური კორტიკოსტეროიდული თერაპიით, ფიქსფლოუთი ჩანაცვლებამ, კორტიკოსტეროიდების თერაპიულად ექვივალენტური დოზის შესაბამისად, შეიძლება გამოიწვიოს ასთმის კონტროლის გაუმჯობესება. პაციენტებისთვის, რომელთა ასთმის კონტროლი დამაკმაყოფილებელია მხოლოდ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდული თერაპიის გამოყენებით, ფიქსფლოუთი ჩანაცვლებამ შეიძლება უზრუნველყოს კორტიკოსტეროიდების დოზის შემცირება ასთმის კონტროლის შენარჩუნებისას (იხ. ფარმაკოდინამიკური თვისებების პუნქტი).
რეკომენდირებული დოზები:
მოზარდები 12 წლის ასაკიდან და ზემოთ:
1 ინჰალაცია (სალმეტეროლი 50 მკგ და ფლუტიკაზონის პროპიონატი 100 მკგ) ორჯერ დღეში, ან
1 ინჰალაცია (სალმეტეროლი 50 მკგ და ფლუტიკაზონის პროპიონატი 250 მკგ) ორჯერ დღეში, ან
1 ინჰალაცია (სალმეტეროლი 50 მკგ და ფლუტიკაზონის პროპიონატი 500 მკგ) ორჯერ დღეში.
მოზრილები 18 წლის ასაკიდან და ზემოთ:
მოზრდილებში ფიქსფლოუს ყველა დოზირების დოზის გაორმაგებას 14 დღემდე ხანგრძლივობით აქვს უსაფრთხოების და ამტანობის ისეთი პროფილი, რომელიც შედარებადია რეგულარულად დღეში ორჯერ მიღების რეჟიმის პროფილთან, და შეიძლება იქნას განხილული, როდესაც პაციენტებს ესაჭიროებათ დამატებითი მოკლევადიანი (14 დღემდე) ინჰალაციური კორტიკოსტეროიდული თერაპია, როგორც ეს მითითებულია ასთმის მკურნალობის გაიდლაინებში.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)
მოზრდილი პაციენტებისთვის რეკომენდებული დოზა არის ერთი ინჰალაცია (50/250 მიკროგრამი ან 50/500 მიკროგრამი სალმეტეროლი/ფლუტიკაზონის პროპიონატი) დღეში ორჯერ. ფიქსფლოუს მაქსიმალური რეკომენდებული დოზის გამოყენებისას, რომელიც შეადგენს ერთ ინჰალაციას (50 მიკროგრამი სალმეტეროლი და 500 მიკროგრამი ფლუტიკაზონის პროპიონატი) დღეში ორჯერ, აღინიშნა ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება (იხ. 5.2. კლინიკური კვლევები).
გამოყენების წესი:
ფიქსფლოუ განკუთვნილია მხოლოდ ინჰალაციისთვის.
დამატებითი ინფორმაცია პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფების შესახებ:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
დოზის კორექციის საჭიროება არ არის.
პედიატრიული პოპულაცია:
არ არის მონაცემები ფიქსფლოუს გამოყენების შესახებ 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გერიატრიული პოპულაცია:
დოზის კორექციის საჭიროება არ არის.
4.3 უკუჩვენებები
ფიქსფლოუ უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობით პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ (იხ. 6.1. დამხმარე ნივთიერებები).
4.4 განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ასთმის მართვა ჩვეულებრივ უნდა განხორცილედეს საფეხურეობრივი პროგრამის მიხედვით, ხოლო მკურნალობაზე პაციენტის პასუხის შეფასება საჭიროა კლინიკური მონიტორინგით და ფილტვის ფუნქციური ტესტების შესაბამისად.
ფიქსფლოუ არ უნდა იქნას გამოყენებული ასთმის მწვავე სიმპტომების მოსახსნელად, რომლისთვისაც გამოიყენება ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორები (მაგ., სალბუტამოლი). პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ ყოველთვის თან იქონიონ ასთმის მწვავე შეტევის მოსახსნელი პრეპარატი.
სიმპტომების მოსახსნელად ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორების გამოყენების სიხშირის გაზრდა მიუთითებს დაავადების კონტროლის გაუარესებაზე. ამ შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა შეფასებულ უნდა იქნას ექიმის მიერ.
ხანგრძლივი მოქმედების ბეტა აგონისტები გამოიყენება იმ უმცირესი პერიოდის განმავლობაში, რაც უზრუნველყოფს ასთმის სიმპტომების კონტროლს, და როდესაც ეს მიღწეული იქნება, მათი გამოყენება შეძლებისდაგვარად უნდა შეწყდეს. ამის შემდეგ საჭიროა პაციენტებში სიმპტომების კონტროლისთვის შემანარჩუნებელი მკურნალობის დაწყება.
ასთმის კონტროლის უეცარი და პროგრესირებადი გაუარესება შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო და ამ შემთხვევაში პაციენტს ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. საჭიროა კორტიკოსტეროიდული პრეპარატების დოზის მომატების საკითხის განხილვა. ასევე, თუ ფიქსფლოუს მიმდინარე დოზით მკურნალობისას აღინიშნება სიმპტომების გაუარესება, საჭიროა პაციენტის მდგომარეობის შეფასება ექიმის მიერ.
თუ პაციენტებს აღენიშნებათ გამწვავების პერიოდი ან აქვთ მნიშვნელოვანი ან ასთმის გამწვავებასთან დაკავშირებული ჩივილები, მკურნალობა არ უნდა დაიწყოს ხანგრძლივი მოქმედების ბეტა აგონისტებით.
ასთმის ან ფქოდ-ის მქონე პაციენტებისთვის, გასათვალისწინებელია დამატებითი კორტიკოსტეროიდული თერაპია და ანტიბიოტიკების მიღება, თუ გამწვავება დაკავშირებულია ინფექციასთან.
ფიქსფლოუთი მკურნალობა უცებ არ უნდა შეწყდეს ასთმით დაავადებულ პაციენტებში, გამწვავების რისკის გამო. თერაპია თანდათან უნდა შემცირდეს ექიმის ზედამხედველობის ქვეშ. ფქოდ–ით დაავადებული პაციენტებისთვის თერაპიის შეწყვეტა ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს სიმპტომურ დეკომპენსაციასთან და უნდა მოხდეს ექიმის მიერ ზედამხედველობა.
ფქოდ-ის დროს მაღალი დოზების უპირატესობის კლინიკური მტკიცებულება არაადექვატურია
კვლევებში ხშირად აღინიშნებოდა პნევმონიები ფქოდ–ის მქონე პაციენტებში, რომელბიც ღებულობდნენ ფიქსფლოუს (იხ. 4.8. გვერდითი რეაქციები). მკურნალ ექიმს უნდა ახსოვდეს ფქოდ–ის მქონე პაციენტებში პნევმონიის განვითარების ალბათობა, რადგან პნევმონიის ნიშნები ხშირად ემთხვევა ფქოდ–ის გამწვავებებს.
კორტიკოსტეროიდების შემცველი ყველა საინჰალაციო მედიკამენტის მსგავსად, ფიქსფლოუ სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ფილტვის აქტიური ან ლატენტური ტუბერკულოზის მქონე პაციენტებში.
ფიქსფლოუ სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში თირეოტოქსიკოზით.
კარდიოვასკულარული ეფექტები, როგორიცაა სისტოლური არტერიული წნევის და გულისცემის სიხშირის მატება, შეიძლება იშვიათად გამოვლინდეს ყველა სიმპატომიმეტური პრეპარატების, განსაკუთრებით – მაღალი თერაპირული დოზების, გამოყენებისას. ამ მიზეზით, ფიქსფლოუ უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ გულ–სისხლძარღვთა დაავადებები.
შრატში კალიუმის დონის სუსტი გარდამავალი დაქვეითება შეიძლება გამოვლინდეს ყველა სიმპატომიმეტური პრეპარატების მაღალი თერაპიული დოზებით გამოყენებისას. შესაბამისად, ფიქსფლოუ სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან შრატში კალიუმის დაბალი დონისკენ.
ნებისმიერი საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების, განსაკუთრებით მაღალ დოზებში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას, შესაძლებელია სისტემური ეფექტების გამოვლენა; ეს ეფექტები ნაკლებად მოსალოდნელია, ორალური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის შემთხვევაში (იხ. 4.9. ჭარბი დოზირება). შესაძლო სისტემური ეფექტები მოიცავს კუშინგის სინდრომს, კუშინგოიდურ ნაკვთებს, ადრენალურ სუპრესიას, ძვლის ზრდის შეფერხებას ბავშვებში და მოზარდებში, ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითებას, კატარაქტას და გლაუკომას. შესაბამისად, ასთმის მქონე პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ინჰალირებული კორტიკოსტეროიდის დოზა ტიტრირდეს ყველაზე დაბალ დოზამდე, რომლის დროსაც ეფექტური კონტროლი შენარჩუნებულია.
თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის შესაძლებლობა ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ გადაუდებელი და გეგმიური სიტუაციებისას, რომლებიც შეიძლება სტრესს წარმოქმნიდეს და შესაბამისი კორტიკოსტეროიდული მკურნალობა უნდა იქნას გათვალისწინებული (იხ. 4.9 დოზის გადაჭარბება).
რეკომენდებულია იმ ბავშვების სიმაღლის მონიტორინგი, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ ინჰალაციური კორტიკოსტეროიდებით.
პაციენტების უმრავლესობასთან შედარებით ზოგიერთმა ინდივიდმა შეიძლება გამოავლინოს ინჰალაციური კორტიკოსტეროიდის ეფექტების მიმართ უფრო მაღალი მგრძნობელობა.
თირკმელზედა ჯირკვლის რეაქციის დარღვევის შესაძლებლობის გამო, პაციენტებს, რომლებიც გადადიან ორალური სტეროიდული თერაპიიდან ინჰალაციურ ფლუტიკაზონის პროპიონატით თერაპიაზე, განსაკუთრებული სიფრთხილით უტარდებათ მკურნალობა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი. სისტემური კორტიკოსტეროიდების შეწყვეტის შემდეგ საჭიროა რამდენიმე თვე ჰიპოთალამურ- ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ღერძის (HPC) ფუნქციების ნორმალიზებისთვის. პაციენტები, რომელთა სისტემური სტეროიდული მკურნალობა წყდება, უნდა გააფრთხილონ იმის შესახებ, რომ საჭიროა ორალური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის აღდგენა და სტრესისა და მძიმე ასთმის შეტევების შემთხვევაში ექიმთან დაუყოვნებლივ დაკავშირება. ინჰალაციური ფლუტიკაზონის პროპიონატის შეყვანის შემდეგ, სისტემური თერაპიის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, ხოლო პაციენტებმა უნდა ატარონ სტეროიდების გამაფრთხილებელი ბარათი, რომელიც მიუთითებს დამატებითი თერაპიის შესაძლო აუცილებლობაზე სტრესის ან მწვავე ასთმური შეტევების დროს.
სისხლში გლუკოზის დონის მატება ძალიან იშვიათად აღინიშნა (იხ. 4.8. გვერდითი რეაქციები) და ეს გათვალისწინებული უნდა იყოს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი.
ასთმასთან დაკავშირებული მძიმე და ზოგჯერ ფატალური რესპირატორული პრობლემები შეიძლება იშვიათად განვითარდეს ხანგრძლივი მოქმედების ბეტა აგონისტების პრეპარატების გამოყენების შედეგად.
დიდი აშშ კლინიკური კვლევის (SMART) მონაცემები, რომლებიც ადარებს სალმეტეროლის (სალმეტეროლ-ფლუტიკაზონის პროპიონატის კომპონენტის) ან ჩვეულებრივ თერაპიას დამატებული პლაცებოს უსაფრთხოებას, მიუთითებდა ასთმასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მნიშვნელოვან ზრდაზე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სალმეტეროლს.
ამ კვლევის მონაცემები მიუთითებდა იმ ფაქტზე, რომ აფროამერიკელ პაციენტებში შეიძლება უფრო მომატებული იყოს რესპირატორულ ტრაქტთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენების ან გარდაცვალების რისკი სალმეტეროლის გამოყენებისას პლაცებოსთან შედარებით. უცნობია ეს განპირობებული იყო ფარმაკოგენეტიკური თუ სხვა ფაქტორებით. SMART კვლევის დიზაინი არ იყო შემუშავებული იმგვარად, რომ დადგენილიყო ცვლის თუ არა ინჰალირებული კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენება ასთმასთან დაკავშირებული სიკვდილის რისკს. (იხ. 5.1. ფარმაკოდინამიკური თვისებები).
პედიატრიულ და მოზარდ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ხანგრძლივი მოქმედების ბეტა- აგონისტს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდთან ერთად, ორივე პროდუქტთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, რეკომენდებულია კომბინირებული პრეპარატის გამოყენება, რომელიც შეიცავს როგორც საინჰალაციო კორტიკოსტეროიდს, ასევე ხანგრძლივი მოქმედების ბეტა-აგონისტს.
ფიქსფლოუს თითოეული დოზა შეიცავს 12.35 მგ-მდე ლაქტოზას. ეს რაოდენობა ჩვეულებრივ არ იწვევს პრობლემებს ლაქტოზას მიმართ აუტანლობის მქონე ადამიანებში.
4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
თავიდან უნდა იქნას აცილებული როგორც არა-სელექციური ისე სეკექციური ბეტა- ბლოკერები, თუ არ არსებობს მათი გამოყენების აუცილებელი მიზეზები.
ბეტა-ადრენერგული სხვა პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პოტენციური ადიტიური ეფექტი.
ნორმალურ პირობებში, ფლუტიკაზონის პროპიონატის დაბალი პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა ინჰალირებული დოზირების შემდეგ, პირველი გავლის ექსტენსიური მეტაბოლიზმის და მაღალი სისტემური კლირენსის გამო, რომელიც განპირობებულია ციტოქრომ P450 3A4-ით, ნაწლავებში და ღვიძლში. ამრიგად, ფლუტიკაზონის პროპიონატის განპირობებული კლინიკურად მნიშვნელოვანი წამლისმიერი ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა.
წამლების ურთიერთქმედების კვლევამ ჯანმრთელ სუბიექტებში აჩვენა, რომ რიტონავირს (ციტოქრომ P450 3A4-ის ძლიერმოქმედი ინჰიბიტორი) შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ფლუტიკაზონის პროპიონატის პლაზმური კონცენტრაცია, რაც იწვევს შრატში კორტიზოლის მკვეთრად შემცირებას. პოსტმარკეტინგული გამოყენებისას, იყო შეტყობინებები კლინიკურად მნიშვნელოვანი წამლისმიერი ურთიერთქმედების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ინტრანაზალურ ან ინჰალაციურ ფლუტიკაზონის პროპიონატს და რიტონავირს, რაც იწვევდა სისტემურ კორტიკოსტეროიდულ ეფექტებს, მათ შორის კუშინგის სინდრომს და თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვას. ამიტომ, ფლუტიკაზონის პროპიონატის და რიტონავირის ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, თუ პაციენტისთვის პოტენციური სარგებელი არ აღემატება კორტიკოსტეროიდების სისტემური გვერდითი ეფექტების რისკს.
კვლევებმა აჩვენა, რომ ციტოქრომ P450 3A4-ის სხვა ინჰიბიტორები, უმნიშვნელოდ (ერითრომიცინი) და უმნიშვნელოდ (კეტოკონაზოლი), იწვევენ შრატში ფლუტიკაზონის პროპიონატის სისტემური ზემოქმედების ზრდას, კორტიზოლის კონცენტრაციის შესამჩნევი შემცირების გარეშე. მიუხედავად ამისა, სიფრთხილეა რეკომენდებული ციტოქრომ P450 3A4 ძლიერი ინჰიბიტორების (მაგ. კეტოკონაზოლი) ერთდროული გამოყენებისას, რადგან არსებობს ფლუტიკაზონის პროპიონატის სისტემური ზემოქმედების გაზრდის პოტენციალი.
წამლებთან ურთიერთქმედების კვლევაში, დაფიქსირდა, რომ კეტოკონაზოლისა და სალმეტეროლის ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია პლაზმური სალმეტეროლის ექსპოზიციის მნიშვნელოვანი ზრდა (1,4-ჯერ Cmax და 15-ჯერ AUC) და ამან შეიძლება გამოიწვიოს QTc ინტერვალის გახანგრძლივება. (იხ. 5.2 ფარმაკოკინეტიკა). სიფრთხილეა საჭირო, როდესაც CYP 3A4 ძლიერი ინჰიბიტორები (კეტოკონაზოლი) გამოიყენება სალმეტეროლთან ერთად.
თავიდან უნდა იქნას აცილებული კეტოკონაზოლის ერთდროული მიღება, თუ სალმეტეროლით მკურნალობის სარგებელი არ აღემატება სისტემური გვერდითი ეფექტების პოტენციურად გაზრდილ რისკს. სავარაუდოდ, არსებობს სხვა ძლიერ CYP 3A4 ინჰიბიტორებთან (მაგ. იტრაკონაზოლი, ტელითრომიცინი, რიტონავირი) ურთიერთქმედების ანალოგიური რისკი.
4.6. ორსულობა და ლაქტაცია
ზოგადი რეკომენდაცია
ორსულობის კატეგორია: C
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები / კონტრაცეფცია
არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, მოქმედებს თუ არა ფიქსფლოუ კონტრაცეფციის მეთოდებზე.
ორსულობა
ორსულობის დროს გამოყენების შესახებ არსებობს არაადეკვატური მონაცემები. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხ. ნაწილი 5.3). პოტენციური რისკი ადამიანისთვის უცნობია.
ცხოველებში რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებმა, როგორც მონოთერაპიაში, ისე კომბინირებულიი გამოყენებისას, გამოავლინა ფეტალური ეფექტები, რომლებიც მოსალოდნელია ძლიერი ბეტა 2-ადრენორეცეპტორების აგონისტისა და გლუკოკორტიკოსტეროიდის გადაჭარბებული სისტემური ექსპოზიციის დონეზე.
თუ პოტენციური სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს, შეიძლება განიხილებოდეს ამ პრეპარატის გამოყენება.
ამ კლასების წამლების ფართო კლინიკურმა გამოცდილებამ არ გამოავლინა იმის მტკიცებულება, რომ თერაპიული დოზების გამოყენებისას ეფექტები არის მნიშვნელოვანი. არც სალმეტეროლ ქსინაფოატს და არც ფლუტიკაზონის პროპიონატს არ გამოუვლენიათ გენეტიკური ტოქსიკურობის პოტენციალი. ისინი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ მათი გამოყენება აუცილებელი არ არის.
ლაქტაცია
ლაქტაციიის პერიოდში არსებობს სალმეტეროლის ქსინაფოატის და ფლუტიკაზონის პროპიონატის გამოყენების არასაკმარისი გამოცდილება. უმჯობესია რომ ის არ იქნას გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში.
სალმეტეროლი გადადის ლაქტატში. სალმეტეროლისა და ფლუტიკაზონის პროპიონატის კონცენტრაციები პლაზმაში ინჰალაციური თერაპიული დოზების შემდეგ ძალიან დაბალია და შესაბამისად, კონცენტრაციები ლაქტატში, სავარაუდოდ, იქნება დაბალი. ამას მხარს უჭერს მაკე ცხოველებში ჩატარებული კვლევები, რომლებშიც დაფიქსირდა პრეპარატის დაბალი კონცენტრაცია რძეში.
რეპროდუქციული უნარი/ფერტილობა
მონაცემები არ არის.
4.7. გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
სპეციფიკური კვლევები ფიქსფლოუს გავლენის შესახებ ავტომობილის მართვისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ ჩატარებულა, მაგრამ ორივე პრეპარატის ფარმაკოლოგია არ მიუთითებს რაიმე ეფექტზე.
4.8. არასასურველი ეფექტები
ვინაიდან ფიქსფლოუ შეიცავს სალმეტეროლს და ფლუტიკაზონის პროპიონატს, მოსალოდნელია თითოეულ კომპონენტთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების ტიპი და სიმძიმე. ამ ორი ნაერთის ერთდროული მიღების შემდეგ ცალკეულ კომპონენტებთან შედარებით არ არის დამატებითი გვერდითი რეაქციები.
სხვა საინჰალაციო თერაპიის მსგავსად, შეიძლება განვითარდეს პარადოქსული ბრონქოსპაზმი, ხიხინის მყისიერად გაზრდით, დოზის მიღების შემდეგ. მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, სწრაფი და ხანმოკლე მოქმედების საინჰალაციო ბრონქოდილატორით. სალმეტეროლი/ფლუტიკაზონის პროპიონატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, შეფასდეს პაციენტი და საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია.
სალმეტეროლის/ფლუტიკაზონის პროპიონატის გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ:
სიხშირეები იყო შემდეგი:
ძალიან ხშირი (≥1/10),
ხშირი (>1/100, <1/10),
არახშირი (>1/1000, <1/100),
იშვიათი (>1/10,000, <1/1,000),
ძალიან იშვიათი, მათ შორის ინდივიდუალური მოხსენებები (<1/10,000),
უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
ძალიან ხშირი და ხშირი გვერდითი მოვლენები განისაზღვრება კლინიკური კვლევის მონაცემებით. იშვიათი და ძალიან იშვიათი მოვლენები ძირითადად ეფუძნება სპონტანურ მოხსენებებს.
ინფექციები და ინფესტაციები
ხშირი: პირის ღრუს და ყელის კანდიდოზი, პნევმონია, ბრონქიტი
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
არახშირი: კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია
ძალიან იშვიათად: ანგიონევროზული შეშუპება (ძირითადად სახის და ოროფარინგეალური შეშუპება), რესპირატორული სიმპტომები (ქოშინი და/ან ბრონქოსპაზმი), ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით.
ენდოკრინული დარღვევები
ძალიან იშვიათად: კუშინგის სინდრომი, კუშინგოიდური ნიშნები, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა, ზრდის შეფერხება ბავშვებში და მოზარდებში, ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება, კატარაქტა, გლაუკომა
მეტაბოლიზმის და კვების მხრივ დარღვევები
ხშირი: ჰიპოკალიემია
ძალიან იშვიათ: ჰიპერგლიკემია
ფსიქიატრიული დარღვევები
ძალიან იშვიათი: შფოთვა, ძილის დარღვევა და ქცევითი ცვლილებები, მათ შორის ჰიპერაქტიურობა და გაღიზიანება (უპირატესად ბავშვებში)
უცნობი: დეპრესია, აგრესია (უპირატესად ბავშვებში)
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
ძალიან ხშირი: თავის ტკივილი
ხშირი: ტრემორი
გულის მხრივ დარღვევები
ხშირი: პალპიტაცია
არახშირი: ტაქიკარდია
ძალიან იშვიათად: გულის არითმია (წინაგულების ფიბრილაციის ჩათვლით, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია და ექსტრასისტოლები)
სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ დარღვევები
ძალიან ხშირი: ნაზოფარინგიტი
ხშირი: ყელის გაღიზიანება, ხრინწიანი ხმა/დისფონია, სინუსიტი, პნევმონია (ფქოდ პაციენტებში)
ძალიან იშვიათად: პარადოქსული ბრონქოსპაზმი
კანისა და დანამატების მხრივ დარღვევები
ხშირი: დაბეჟილობა
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ დარღვევები, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლის მხრივ დარღვევები
ხშირი: კუნთების კრუნჩხვები, ტრავმული მოტეხილობები
ძალიან იშვიათი: ართრალგია, მიალგია
4.9. დოზის გადაჭარბება
სიმპტომები და ნიშნები
ინფორმაცია ფიქსფლოუს, სალმეტეროლის და/ან ფლუტიკაზონის პროპიონატის დოზის გადაჭარბების შესახებ მოცემულია ქვემოთ:
სალმეტეროლის ჭარბი დოზირების მოსალოდნელი სიმპტომები და ნიშნებია ჭარბი ბეტა 2-ადრენერგული სტიმულაციის დამახასიათებელი ნიშნები, მათ შორის ტრემორი, თავის ტკივილი, ტაქიკარდია, სისტოლური არტერიული წნევის მომატება და ჰიპოკალიემია. ფლუტიკაზონის პროპიონატის მწვავე ინჰალაციამ, რომელიც აღემატება დამტკიცებულ დოზებს, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის დროებითი დათრგუნვა. ეს ჩვეულებრივ არ საჭიროებს გადაუდებელ მოქმედებას, რადგან თირკმელზედა ჯირკვლის ნორმალური ფუნქცია ჩვეულებრივ აღდგება რამდენიმე დღეში.
თუ ფიქსფლოუს დამტკიცებულზე მაღალი დოზების გამოყენება გაგრძელდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შესაძლებელია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მნიშვნელოვანი სუპრესია. არსებობს ძალიან იშვიათი ცნობები თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე კრიზისის შესახებ, ძირითადად ბავშვებში, რომლებიც იღებენ დამტკიცებულზე მაღალ დოზებს, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (რამდენიმე თვე ან წელი); გამოვლენილი ნიშნები მოიცავდა ჰიპოგლიკემიას, რომელიც დაკავშირებული იყო ცნობიერების დაქვეითებასთან და/ან კრუნჩხვასთან. სიტუაციები, რომლებმაც შეიძლება პროვოცირება გაუკეთოს თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე კრიზისს, მოიცავს ტრავმას, ქირურგიულ ჩარევას, ინფექციას ან ინჰალირებული ფლუტიკაზონის პროპიონატის კომპონენტის დოზის ნებისმიერ სწრაფ შემცირებას.
არ არის რეკომენდებული, რომ პაციენტებმა მიიღონ ფიქსფლოუს დამტკიცებულზე მაღალი დოზები. მნიშვნელოვანია თერაპიის რეგულარულად გადახედვა და ტიტრაცია ყველაზე დაბალ დამტკიცებულ დოზამდე, რომლის დროსაც შენარჩუნებულია დაავადების ეფექტური კონტროლი (იხ. 4.2 დოზირება და მიღების წესი).
მკურნალობა
სასურველი ანტიდოტებია კარდიოსელექციური ბეტა-მაბლოკირებელი საშუალებები, რომლებიც სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, პაციენტებში, ანამნეზში ბრონქოსპაზმით. თუ საჭიროა ფიქსფლოუთი თერაპიის შეწყვეტა პრეპარატის ბეტა აგონისტური კომპონენტის დოზის გადაჭარბების გამო, უნდა განიხილებოდეს შესაბამისი ჩანაცვლებითი კორტიკოსტეროიდული თერაპიის უზრუნველყოფა.
5. ფარმაკოლოგიური თვისებები
5.1. ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადრენერგული ინჰალატორები (შერჩევითი ბეტა-2-ადრენერგული რეცეპტორების აგონისტები) და სხვა ინჰალატორები (კორტიკოსტეროიდები)
მოქმედების მექანიზმი
ფიქსფლოუ შეიცავს სალმეტეროლს და ფლუტიკაზონის პროპიონატს, რომლებსაც აქვთ მოქმედების განსხვავებული მერქანიზმი. სალმეტეროლი უზრუნველყოფს სიმპტომურ შემსუბუქებას, ხოლო ფლუტიკაზონის პროპიონატი აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას და ხელს უშლის მდგომარეობის გამწვავებას. ფიქსფლოუს შეუძლია შემოგვთავაზოს უფრო მოსახერხებელი რეჟიმი პაციენტებისთვის, რომლებიც ერთდროულად იღებენ ხანგრძლივი მოქმედების ბეტა-აგონისტს და ინჰალაციურ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას. ორივე აგენტის მოქმედების შესაბამისი მექანიზმები განხილულია ქვემოთ:
სალმეტეროლი
სალმეტეროლი არის სელექციური ხანგრძლივი მოქმედების (12 საათი) ბეტა-2-ადრენორეცეპტორების აგონისტი, გრძელი გვერდითი ჯაჭვით, რომელიც უკავშირდება რეცეპტორის ეგზო-მონაკვეთს.
სალმეტეროლის ეს ფარმაკოლოგიური თვისებები გვთავაზობს მოქმედების უფრო ნელ დაწყებას, მაგრამ უფრო ეფექტურ დაცვას ჰისტამინით გამოწვეული ბრონქოკონსტრიქციისგან და იწვევს ბრონქოდილატაციის უფრო მეტ ხანგრძლივობას, რომელიც გრძელდება დაახლოებით 12 საათის განმავლობაში, ვიდრე ჩვეულებრივი ხანმოკლე მოქმედების ბეტა-2-აგონისტების რეკომენდებული დოზებისას.
in vitro ტესტებმა აჩვენა, რომ სალმეტეროლი არის ადამიანის ფილტვებიდან პოხიერი უჯრედების მედიატორების გამოთავისუფლების, როგორიცაა ჰისტამინი, ლეიკოტრიენები და პროსტაგლანდინი D2, ძლიერი და ხანგრძლივი მოქმედების ინჰიბიტორი.
ადამიანში სალმეტეროლი აფერხებს საინჰალაციო ალერგენზე ადრეულ და მოგვიანებით ფაზას; ეს უკანასკნელი გრძელდება 30 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, როდესაც ბრონქოდილატორის ეფექტი აღარ არის სახეზე. სალმეტეროლის ერთჯერადი მიღება აქვეითებს ბრონქების ჰიპერრეაქტიულობას. ეს თვისებები მიუთითებს იმაზე, რომ სალმეტეროლს აქვს დამატებითი არაბრონქოდილაციური აქტივობა, მაგრამ სრული კლინიკური მნიშვნელობა ჯერ არ არის ნათელი. ეს მექანიზმი განსხვავდება კორტიკოსტეროიდების ანთების საწინააღმდეგო ეფექტისგან.
ფლუტიკაზონის პროპიონატი
ფლუტიკაზონის პროპიონატს, რეკომენდებული დოზებით ინჰალაციის გზით, აქვს ძლიერი გლუკოკორტიკოიდული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ფილტვებში, რაც იწვევს ასთმის სიმპტომების და გამწვავების შემცირებას, კორტიკოსტეროიდების სისტემური გამოყენებისას გვერდითი ეფექტების გარეშე.
ბავშვებში და მოზრდილებში ინჰალირებული ფლუტიკაზონის პროპიონატით ქრონიკული მკურნალობის დროს, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონების ყოველდღიური გამომუშავება ჩვეულებრივ რჩება ნორმის ფარგლებში, თუნდაც ყველაზე მაღალი რეკომენდებული დოზების გამოყენებისას. სხვა საინჰალაციო სტეროიდებიდან გადასვლის შემდეგ, ყოველდღიური გამომუშავება თანდათან უმჯობესდება, მიუხედავად პერორალური სტეროიდების წარსულში და აწმყოში წყვეტილი გამოყენებისა, რაც აჩვენებს თირკმელზედა ჯირკვლის ნორმალური ფუნქციის დაბრუნებას საინჰალაციო ფლუტიკაზონის პროპიონატზე. თირკმელზედა ჯირკვლის რეზერვი ასევე ნორმაში რჩება ქრონიკული მკურნალობის დროს, რაც იზომება სტიმულაციის ტესტში ნორმალური მატებით. თუმცა, თირკმელზედა ჯირკვლის რეზერვის ნებისმიერი ნარჩენი დარღვევა წინა მკურნალობიდან შეიძლება გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში და მხედველობაში უნდა იქნას მიღებული (იხ. 4.4. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ცხოველების ან ადამიანების მაგალითზე არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ სალმეტეროლისა და ფლუტიკაზონის პროპიონატის საინჰალაციო გზით ერთად მიღება გავლენას ახდენს რომელიმე კომპონენტის ფარმაკოკინეტიკაზე.
ფარმაკოკინეტიკური მიზნებისათვის თითოეული კომპონენტი ცალ-ცალკეა განხილული.
პლაცებო–კონტროლირებად კვლევაში 15 ჯანმრთელ სუბიექტში სალმეტეროლის (50 მკგ დღე- ღამეში ორჯერ ინჰალაციით) და CYP3A4 ინჰიბიტორი კეტოკონაზოლის (400 მგ დღე-ღამეში ერთხელ პერორალურად) 7 დღის განმავლობაში გამოყენებამ გამოიწვია პლაზმაში სალმეტეროლის ექსპოზიციის მნიშვნელოვანი ზრდა (1.4-ჯერ Cmax და 15-ჯერ AUC). განმეორებითი დოზირებისას სალმეტეროლის აკუმულაცია არ გამოვლენილა. სამი სუბიექტი მოხსნილი იყო სალმეტეროლისა და კეტოკონაზოლის ერთდროული მიღებისგან QTc გახანგრძლივების ან სინუსური ტაქიკარდიით მიმდინარე პალპიტაციის განვითარების გამო. დანარჩენ 12 სუბიექტში სალმეტეროლისა და კეტოკონაზოლის ერთდროულმა გამოყენებამ არ გამოიწვია კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა გულისცემაზე, სისხლში კალიუმის დონეზე ან QTc ხანგრძლივობაზე (იხ. 4.4 განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისასდა 4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები).
შეწოვა:
სალმეტეროლი
სალმეტეროლი ადგილობრივად მოქმედებს ფილტვებში, ამიტომ მისი პლაზმური დონე არ არის თერაპიული ეფექტის მაჩვენებელი. გარდა ამისა, მხოლოდ მცირე რაოდენობითაა მონაცემები ხელმისაწვდომი სალმეტეროლის ფარმაკოკინეტიკაზე, რადგან პლაზმაში წამლის ანალიზი ტექნიკურად რთულია თერაპიულ დოზებზე დაბალი პლაზმური კონცენტრაციების გამო (დაახლოებით 200 პიკოგრამი/მლ ან ნაკლები), რომელიც მიიღწევა საინჰალაციო დოზის შემდეგ. სალმეტეროლ ქსინაფოატთან რეგულარული გამოყენების შემდეგ, ჰიდროქსინაფთოინის მჟავა შეიძლება გამოვლინდეს სისტემურ ცირკულაციაში, რომელიც აღწევს წონასწორულ კონცენტრაციას დაახლოებით 100 ნანოგრამ/მლ–ს. ეს კონცენტრაციები 1000-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ტოქსიკურობის კვლევებში დაფიქსირებული სტაბილური მდგომარეობის დონეები. სასუნთქი გზების ობსტრუქციის მქონე პაციენტებში ხანგრძლივი რეგულარული დოზირების შემდეგ (12 თვეზე მეტი ხანგრძლივობით) საზიანო ეფექტები არ გამოვლენილა.
ფლუტიკაზონის პროპიონატი
ფლუტიკაზონის პროპიონატის ერთჯერადი დოზის ინჰალაციის დროს ჯანმრთელ პირებში აბსოლუტური ბიოშეღწევადობა ცვალებადობს ნომინალური დოზის დაახლოებით 5-დან 11%-მდე და დამოკიდებულია გამოყენებულ საინჰალაციო მოწყობილობაზე. ასთმის ან ფქოდ-ის მქონე პაციენტებში აღინიშნა საინჰალაციო ფლუტიკაზონის პროპიონატის სისტემური ექსპოზიციის ნაკლები ხარისხი. სისტემური აბსორბცია ხდება ძირითადად ფილტვებით და დასაწყისში უფრო სწრაფია, ვიდრე გახანგრძლივებული. ინჰალაციით მიღებული დოზის ნარჩენი შეიძლება გადაიყლაპოს, მაგრამ სისტემური ექსპოზიცია მინიმალურად იმატებს წყალში მისი დაბალი ხსნადობისა და პრესისტემური მეტაბოლიზმის გამო, რაც აისახება ორალური აბსორბციის 1%-ზე დაბალ მაჩვენებელში. ინჰალაციით მიღებული დოზის გაზრდასთან ერთად აღინიშნება სისტემური ექსპოზიციის წრფივი მატება
განაწილება:
სალმეტეროლი
სალმეტეროლი 96%–ით უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ფლუტიკაზონის პროპიონატი
პლაზმის ცილებთან კავშირი ზომიერად მაღალია (91%). ფლუტიკაზონის პროპიონატი წონასწორულ მდგომარეობაში ხასიათდება განაწილების დიდი მოცულობით.
ბიოტრანსფორმაცია:
სალმეტეროლი
ინ ვიტრო კვლევამ აჩვენა, რომ ციტოქრომ P450 3A4 (CYP3A4)–ის მიერ სალმეტეროლი ინტენსიურად მეტაბოლიზდება α-ჰიდროქსისალმეტეროლის წარმოქმნით (ალიფატური დაჟანგვა).
ფლუტიკაზონის პროპიონატი
ფლუტიკაზონის პროპიონატი ძალიან სწრაფად იწმინდება სისტემური მიმოქცევიდან. მთავარი გზა არის მეტაბოლიზმი არააქტიურ კარბოქსილის მჟავას მეტაბოლიტად, ციტოქრომ P450 ენზიმის CYP3A4-ს მიერ. ცნობილი CYP3A4 ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე, რადგან არსებობს ფლუტიკაზონის პროპიონატზე სისტემური ზემოქმედების გაზრდის პოტენციალი.
გამოყოფა:
სალმეტეროლი
სალმეტეროლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5.5 საათს. სალმეტეროლის 60% გამოიყოფა განავლით და 25% შარდით.
ფლუტიკაზონის პროპიონატი
ფლუტიკაზონის პროპიონატის დისპოზიცია ხასიათდება მაღალი პლაზმური კლირენსით (1150 მლ/წთ) და საბოლოო ნახევარდაშლით, დაახლოებით 8 საათი. ფლუტიკაზონის პროპიონატის თირკმლის კლირენსი უმნიშვნელოა (2%-ზე ნაკლები) და 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით.
მახასიათებელი თვისებები პაციენტებში
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
მონაცემები არ არსებობს.
ზოგიერთი ასაკობრივი ჯგუფი:
ჩატარდა პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზი ასთმური სუბიექტების მონაცემების გამოყენებით (ცხრა კლინიკური კვლევა ფლუტიკაზონის პროპიონატზე (FP) და ხუთი კვლევა სალმეტეროლზე) და აჩვენა შემდეგი:
- FP-ის უფრო მაღალი ექსპოზიცია აღინიშნა სალმეტეროლ-FP-ის (50/100 მიკროგრამი) შეყვანის შემდეგ მხოლოდ FP–ს შეყვანასთან შედარებით (100 მიკროგრამი) მოზარდებში და მოზრდილებში (თანაფარდობა 1.52 [90% CI 1.08, 2.13]) და ბავშვებში (თანაფარდობა 1.20 [90% CI 1). , 1.37]).
- FP-ის უფრო მაღალი ექსპოზიცია დაფიქსირდა ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ სალმეტეროლ-FP-ს (50/100 მიკროგრამი) მოზარდებთან და მოზრდილებთან შედარებით (თანაფარდობა 1.63 [90% CI 1.35, 1.96]).
- ამ აღმოჩენების კლინიკური მნიშვნელობა ცნობილი არ არის, თუმცა, არ დაფიქსირებულა განსხვავება HPA ღერძის ეფექტებში 12 კვირამდე ხანგრძლივობის კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც ხდებოდა სალმეტეროლ-FP–ს (50/100 მიკროგრამი) და FP–ს (100 მიკროგრამი) შედარება როგორც მოზარდებში, ასევე მოზრდილებში და ბავშვებში.
- FP–ს ექსპოზიცია უფრო მაღალი სალმეტეროლ-FP 50/500 მიკროგრამი დოზის მსგავსი იყო ცალკე FP-ის ეკვივალენტურ დოზასთან შედარებით.
- უფრო მაღალი სალმეტეროლის ექსპოზიცია დაფიქსირდა ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ სალმეტეროლ-FP-ს (50/100 მიკროგრამი), შედარებით მოზარდებთან და მოზრდილებთან (თანაფარდობა 1.23 [90% CI 1.10, 1.38]).
- ამ აღმოჩენების კლინიკური მნიშვნელობა ცნობილი არ არის, თუმცა განსხვავებები გულ-სისხლძარღვთა ეფექტებში ან ტრემორის შესახებ მოხსენებებში, რომლებიც აღინიშნა მოზრდილებში, მოზარდებსა და ბავშვებში 12 კვირამდე ხანგრძლივობის კლინიკურ კვლევებში, არ დაფიქსირებულა.
კლინიკური კვლევები
სალმეტეროლის კლინიკური კვლევები
ასთმა
სალმეტეროლის მულტიცენტრული ასთმის კვლევა SMART) იყო 28-კვირიანი კვლევა აშშ-ში, სადაც შეფასდა სალმეტეროლის უსაფრთხოება ჩვეულებრივ თერაპიაზე დამატებულ პლაცებოსთან შედარებით. თუმცა არ აღინიშნა მნიშვნელოვანი განსხვავება პირველად შედეგში რესპირატორული მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის და რესპირატორული მიზეზით სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობების კომბინირებულ რაოდენობას შორის, კვლევამ აჩვენა მნიშვნელოვანი მატება ასთმით გამოწვეულ სიკვდილიანობაში იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სალმეტეროლს (13 სიკვდილი 13 176 პაციენტიდან, რომლებიც მკურნალობდნენ სალმეტეროლით vs 3 სიკვდილი 13 179 პაციენტიდან, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს). კვლევა არ იყო შემუშავებული საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების კონკურენტული გამოყენების ზემოქმედების შესაფასებლად. თუმცა, პოსტ-ჰოკ ანალიზებმა აჩვენა, რომ არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავება ასთმით გამოწვეული სიკვდილიანობის სამკურნალო ჯგუფებს შორის იმ პაციენტებისთვის, რომლებიც საწყის ეტაპზე იყენებდნენ ინჰალაციურ სტეროიდებს (4/6127 სალმეტეროლზე და 3/6138 პლაცებოზე). ასთმასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის რიცხვი იმ ჯგუფებში, რომლებიც არ იყენებდნენ ინჰალაციურ სტეროიდებს, იყო 9/7049 სალმეტეროლზე, პლაცებოზე 0/7041-ის წინააღმდეგ. გარდა ამისა, 42 კლინიკური კვლევის მეტა-ანალიზმა, რომელშიც ჩართული იყო 8 030 პაციენტი სალმეტეროლ-FP-ზე და 7 925 პაციენტი ფლუტიკაზონის პროპიონატზე, არ აჩვენა სტატისტიკური განსხვავება სალმეტეროლ-FP-სა და ფლუტიკაზონის პროპიონატს შორის სერიოზული რესპირატორული მოვლენებისთვის ან ასთმასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციისთვის.
კლინიკური კვლევები სალმეტეროლი/ფლუტიკაზონის საინჰალაციო ფხვნილით
ასთმა
დიდ თორმეტთვიან კვლევაში (ასთმის ოპტიმალური კონტროლის მიღწევა, GOAL) 3416 ასთმიან პაციენტში განხორციელდა სალმეტეროლი/ფლუტიკაზონის საინჰალაციო ფხვნილის ეფექტურობის და უსაფრთხოების შედარება მხოლოდ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის მიღებასთან, ასთმის კონტროლის წინასწარ განსაზღვრული დონის მისაღწევად. მკურნალობის ინტენსივობა მატულობდა ყოველ 12 კვირაში, სანამ იყო მიღწეული ##„ტოტალური კონტროლი“ ან საკვლევი პრეპარატის უმაღლესი დოზა. კონტროლი საჭირო იყო მკურნალობის ბოლო 8 კვირიდან მინიმუმ 7-ის განმავლობაში. კვლევამ აჩვენა, რომ:
· პაციენტთა 71%-მა, რომლებიც მკურნალობდნენ სალმეტეროლ-FP-ით, მიაღწია
#"კარგად გაკონტროლებულ" ასთმას იმ პაციენტების 59%-თან შედარებით, რომლებიც
მკურნალობდნენ მხოლოდ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით.
· პაციენტთა 41%-მა, რომლებიც მკურნალობდნენ სალმეტეროლ-FP-ით, მიაღწია
ასთმის ##„ტოტალურ კონტროლს“ იმ პაციენტების 28%-თან შედარებით, რომლებიც
მკურნალობდნენ მხოლოდ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით.
ეს ეფექტები ადრე დაფიქსირდა სალმეტეროლის/ფლუტიკაზონის საინჰალაციო ფხვნილის გამოყენებისას, შედარებით მხოლოდ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის მიღებასთან, და უფრო დაბალი ინჰალირებული კორტიკოსტეროიდის დოზით.
GOAL კვლევამ ასევე აჩვენა, რომ:
· გამწვავებების სიხშირე 29%-ით დაბალი იყო სალმეტეროლი/ფლუტიკაზონის საინჰალაციო ფხვნილის გამოყენებისას, მხოლოდ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გამოყენებასთან შედარებით.
· „კარგად კონტროლირებადი“ და „სრულიადგაკონტროლებული“ ასთმის მიღწევამ გააუმჯობესა ცხოვრების ხარისხი (QoL). პაციენტთა 61%-მა აღნიშნა QoL-ის მინიმალური დაქვეითება ან არ დაქვეითება, რაც შეფასებული იყო ცხოვრების ხარისხის ასთმა–სპეციფიკური კითხვარით, სალმეტეროლი/ფლუტიკაზონის საინჰალაციო ფხვნილით მკურნალობის შემდეგ, საწყის ეტაპზე 8%-თან შედარებით.
ბეტა-აგონისტების გამოყენება ან ფილტვის პროგნოზირებადი ფუნქცია 80%–ზე ნაკლები, დამატებული ღამის გაღვიძების არარსებობა, გამწვავებების და გვერდითი ეფექტების არარსებობა, რომლებიც იწვევენ თერაპიის ცვლილებას.
აგონისტების გამოყენება, ფილტვის პროგნოზირებადი ფუნქცია 80% ან მეტი, ღამის გაღვიძების არარსებობა, გამწვავებების და გვერდითი მოვლენების არარსებობა, რომლებიც იწვევენ თერაპიის ცვლილებას.
ორმა შემდგომმა კვლევამ აჩვენა ფილტვების ფუნქციის გაუმჯობესება, სიმპტომების გარეშე დღეების პროცენტული მაჩვენებელი და სამაშველო პრეპარატების გამოყენების შემცირება, საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების 60%-ით დაბალი დოზით სალმეტეროლი/ფლუტიკაზონის საინჰალაციო ფხვნილითვის, ვიდრე მხოლოდ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით მკურნალობასთან შედარებით, როდესაც სასუნთქი გზების ფონური ანთების კონტროლი, გაზომილი ბრონქული ბიოფსიით და ბრონქოალვეოლარული ლავაჟით, შენარჩუნებული იყო.
დამატებითმა კვლევებმა აჩვენა, რომ სალმეტეროლი/ფლუტიკაზონის საინჰალაციო ფხვნილით მკურნალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ასთმის სიმპტომებს, ფილტვების ფუნქციას და ამცირებს სამაშველო პრეპარატების გამოყენებას ცალკეულ კომპონენტებთან და პლაცებოსთან შედარებით. GOAL-ის შედეგები აჩვენებს, რომ სალმეტეროლი/ფლუტიკაზონის ფხვნილის ინჰალაციის დროს მიღებული გაუმჯობესება ამ საბოლოო წერტილებში შენარჩუნებულია მინიმუმ 12 თვის განმავლობაში.
ფქოდ
სიმპტომური ფქოდ პაციენტები 10%-მდე შექცევადობის შეზღუდვის გარეშე ხანმოკლე მოქმედების ბეტა2-აგონისტის მიმართ:
ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე პლაცებო–კონტროლირებადმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ სალმეტეროლის/ფლუტიკაზონის 50/250 და 50/500 მიკროგრამი საინჰალაციო ფხვნილის რეგულარული გამოყენება სწრაფად და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას, მნიშვნელოვნად ამცირებს ქოშინს და შემამსუბუქებელი მედიკამენტების გამოყენების საჭიროებას. ასევე აღინიშნა ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
სიმპტომური ფქოდ პაციენტები 10%-ზე ნაკლები შექცევადობის შეზღუდვის გარეშე ხანმოკლე მოქმედების ბეტა2-აგონისტის მიმართ:
ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე პლაცებო–კონტროლირებადმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ სალმეტეროლი/ფლუტიკაზონის 50/500 მიკროგრამი საინჰალაციო ფხვნილის რეგულარული გამოყენება სწრაფად და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას, მნიშვნელოვნად ამცირებს ქოშინს და შემამსუბუქებელი მედიკამენტების გამოყენების საჭიროებას. 12 თვის განმავლობაში ფქოდ-ის გამწვავების რისკი და ორალური კორტიკოსტეროიდების დამატებითი კურსების საჭიროება მნიშვნელოვნად შემცირდა. ასევე აღინიშნა ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
სალმეტეროლი/ფლუტიკაზონის 50/500 მიკროგრამი საინჰალაციო ფხვნილი ეფექტური იყო ფილტვების ფუნქციის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფქოდ-ის გამწვავების რისკის შესამცირებლად, როგორც ამჟამინდელ, ასევე ყოფილ მწეველებში.
TORCH კვლევა (ფქოდ მკურნალობის მიმართულებით):
TORCH კვლევა იყო 3-წლიანი კვლევა, სადაც ფასდებოდა სალმეტეროლი/ფლუტიკაზონი 500/50 მიკროგრამი საინჰალაციო ფხვნილი ორჯერ დღეში, სალმეტეროლი 50 მიკროგრამი ორჯერ დღეში, FP (ფლუტიკაზონის პროპიონატი) 500 მიკროგრამი ორჯერ დღეში მკურნალობის ან პლაცებოს ეფექტი ყველა მიზეზით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე ფქოდ-ის მქონე პაციენტებში. ფქოდ-ის მქონე პაციენტები, საწყისი (პრებრონქოდილატატორული) მოსალოდნელი ნორმის FEV1<60%-ით, რანდომიზირებულ იქნენ ორმაგი-ბრმა პრეპარატების ჯგუფში. ამ კვლევის განმავლობაში დაშვებული იყო ფქოდ-ის სტანდარტული თერაპია, გარდა სხვა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებისა, ხანგრძლივი მოქმედების ბრონქოდილატატორებისა და ხანგრძლივი მოქმედების სისტემური კორტიკოსტეროიდებისა. სიცოცხლის სტატუსი მე-3 წელს განისაზღვრა ყველა პაციენტისათვის წამლის კვლევიდან გასვლის მიუხედავად. პირველადი შედეგი იყო ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის დაქვეითება მე-3 წელს სალმეტეროლი/ფლუტიკაზონის საინჰალაციო ფხვნილისთვის შედარებით პლაცებოსთან (ცხრილი 1).
ცხრილი 1
| პლაცებო N = 1524 | სალმეტეროლი 50 N = 1521 |
FP 500 N=1534 | სალმეტეროლი/ ფლუტიკაზონი საინჰალაციო ფხვნილი 50/500 N = 1533
---|---|---|---|---
ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა მე-3 წელს
სიკვდილიანობის რაოდენობა (%) |
231 (15.2%) |
205 (13.5%) | 246 (16.0%) | 193 (12.6%)
რისკის თანაფარდობა vs პლაცებო (CIs) p სიდიდე | არ არის წარმოდგენილი | 0.879 (0.73, 1.06) 0.180 | 1.060 (0.89, 1.27) 0.525 | 0.825 (0.68, 1.00) 0.0521
რისკის თანაფარდობა სალმეტეროლი/ ფლუტიკაზონი საინჰალაციო ფხვნილი 500/50 vs კომპონენტები (CIs) p სიდიდე | არ არის წარმოდგენილი | 0.932 (0.77, 1.13) 0.481 | 0.774 (0.64, 0.93) 0.007 |
არ არის წარმოდგენილი
1 P სიდიდე კორექტირებულია პირველადი ეფექტურობის შედარების 2 შუალედური ანალიზისათვის, რომელიც მიღებულია ლოგარითმული ანალიზიდან სტრატიფიცირებული მწეველის სტატუსით.
სალმეტეროლ-FP ამცირებს სიკვდილის რისკს ნებისმიერ დროს 3 წლის განმავლობაში 17.5%-ით პლაცებოსთან შედარებით (საფრთხის თანაფარდობა 0.825 (95% CI 0.68, 1.00, p=0.052); ყველა კორექტირებულია შუალედური ანალიზებისთვის). დაფიქსირდა სალმეტეროლის ნებისმიერი მიზეზით 3 წლის განმავლობაში სიკვდილის რისკის 12%-ით შემცირება პლაცებოსთან შედარებით (p=0.180) და 6%-ით მატება FP-სთვის პლაცებოსთან შედარებით (p=0.525).
დამხმარე ანალიზმა კოქსის პროპორციული საშიშროების მოდელის გამოყენებით აჩვენა საშიშროების კოეფიციენტი 0,811 (95% CI 0.670, 0.982, p=0.031) სალმეტეროლი/ფლუტიკაზონის საინჰალაციო ფხვნილითვის პლაცებოსთან შედარებით, რაც წარმოადგენდა 19%-ით შემცირებას სიკვდილის ნებისმიერ დროს 3 წლის განმავლობაში. მოდელი მორგებულია მნიშვნელოვან ფაქტორებზე (მწეველობის სტატუსი, ასაკი, სქესი, რეგიონი, საწყისი FEV1 და სხეულის მასის ინდექსი). არ არსებობდა მტკიცებულება, რომ ამ ფაქტორებისთვის მკურნალობის ეფექტები განსხვავდებოდა.
პაციენტების პროცენტი, რომლებიც გარდაიცვალნენ 3 წლის განმავლობაში ფქოდ-სთან დაკავშირებული მიზეზით იყო 6.0% პლაცებოსთვის, 6.1% - სალმეტეროლისათვის, 6.9% - ფლუტიკაზონის პროპიონატისათვის და 4.7% - სალმეტეროლი/ფლუტიკაზონის საინჰალაციო ფხვნილითვის.
სალმეტეროლისთვის/ფლუტიკაზონის საინჰალაციო ფხვნილის გამოყენებისას საშუალო ან მძიმე გამწვავებების სიხშირე დაქვეითდა 25%-ით (95% CI: 19% - 31%; p<0.001) პლაცებოსთან შედარებით, 12%-ით სალმეტეროლთან შედარებით (95% CI: 5% - 19%; p=0.002) და 9%-ით FP-სთან შედარებით (95% CI: 1% - 16%; p =0.024). სალმეტეროლმა და FP-მ მნიშვნელოვნად შეამცირეს გამწვავების სიხშირე პლაცებოსთან შედარებით 15%-ით (95% CI: 7% - 22%; p<0.001) და 18%-ით (95% CI: 11% - 24%; p<0.001), შესაბამისად.
ჯანმრთელობასათან დაკავშირებული სიცოცხლის ხარისხი, რომელიც გაზომილ იქნა სენტ ჯორჯის რესპირატორული კითხვარით (SGRQ) გაუმჯობესდა ყველა აქტიური მკურნალობის დროს პლაცებოსთან შედარებით. სამი წლის განმავლობაში საშუალო გაუმჯობესება სალმეტეროლი/ფლუტიკაზონის საინჰალაციო ფხვნილის პლაცებოსთან შედარებით იყო -3.1 ერთეული (95% CI: -4.1-დან -2.1-მდე; p <0.001), სალმეტეროლთან შედარებით იყო - 2.2 ერთეული (p <0.001) და FP-სთან შედარებით იყო - 1.2 ერთეული (p=0.017).
3 წლის მკურნალობის პერიოდში, FEV1 მნიშვნელობები უფრო მაღალი იყო სუბიექტებში, რომლებიც მკურნალობდნენ სალმეტეროლი/ფლუტიკაზონის საინჰალაციო ფხვნილით, ვიდრე იმ სუბიექტებში, ვინც მკურნალობდა პლაცებოთი (საშუალო სხვაობა 3 წლის განმავლობაში 92 მლ, 95% CI: 75-დან 108 მლ-მდე; p<0.001). სალმეტეროლი/ფლუტიკაზონის საინჰალაციო ფხვნილი ასევე უფრო ეფექტური იყო ვიდრე სალმეტეროლი ან FP FEV1-ის გასაუმჯობესებლად (საშუალო განსხვავება 50 მლ, p<0.001 სალმეტეროლისთვის და 44 მლ, p<0.001 FP-სთვის).
3 წლის განმავლობაში პნევმონიის განვითარების შესაძლებლობა აღინიშნა, როგორც გვერდითი მოვლენა და იყო 12.3% პლაცებოსათვის, 13.3% სალმეტეროლისათვის, 18.3% FP-სთვის და 19.6% სალმეტეროლი/ფლუტიკაზონის საინჰალაციო ფხვნილისთვის (რისკის თანაფარდობა სალმეტეროლი/ფლუტიკაზონის საინჰალაციო ფხვნილი vs პლაცებო: 1.64, 95% CI: 1.33-2.01, p<0.001). არ აღინიშნა პნევმონიის ზრდა, რომელიც იწვევდა სიკვდილს; მკურნალობის დროს სიკვდილი, რომელიც მიჩნეული იყო, რომ ძირითადად გამოწვეული იყო პნევმონიით, იყო 7 პლაცებოსათვის, 9 სალმეტეროლისათვის, 13 FP- სთვის და 8 სალმეტეროლი/ფლუტიკაზონის საინჰალაციო ფხვნილისთვის. არ აღინიშნა მნიშვნელოვანი განსხვავება ძვლების მოტეხილობის ალბათობაში (5.1% პლაცებო, 5.1% სალმეტეროლი, 5.4% FP და 6.3% სალმეტეროლი/ფლუტიკაზონის საინჰალაციო ფხვნილი; რისკის თანაფარდობა სალმეტეროლი/ფლუტიკაზონის საინჰალაციო ფხვნილი vs პლაცებო იყო: 1.22, 95% CI: 0.87-1.72 p=0248). თვალის მხრივ დარღვევების, ძვლის აშლილობისა და ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის დარღვევების გვერდითი მოვლენების სიხშირე დაბალი იყო და არ შეინიშნებოდა განსხვავება მკურნალობებს შორის. არ იყო მტკიცებულება გულის გვერდითი მოვლენების გაზრდის შესახებ იმ სამკურნალო ჯგუფებში, რომლებიც იღებდნენ სალმეტეროლს.
5.3. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
სალმეტეროლის ქსინაფოატი და ფლუტიკაზონის პროპიონატი ფართოდ იქნა შეფასებული ცხოველების ტოქსიკურობის ტესტებში. მნიშვნელოვანი ტოქსიკურობა განვითარდა მხოლოდ დოზებში, რომლებიც აღემატებოდა რეკომენდებულს, ადამიანის გამოყენებისთვის და იყო მოსალოდნელი ბეტა 2-ადრენორეცეპტორების ძლიერი აგონისტისთვის და გლუკოკორტიკოსტეროიდისთვის.
გრძელვადიან კვლევებში, სალმეტეროლის ქსინაფოატმა გამოიწვია გლუვი კუნთების კეთილთვისებიანი სიმსივნეები, ვირთაგვების მეზოვარიუმში და თაგვების საშვილოსნოში.
მღრღნელები მგრძნობიარენი არიან ამ ფარმაკოლოგიურად გამოწვეული სიმსივნეების წარმოქმნის მიმართ. სალმეტეროლი არ განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი ონკოგენური საფრთხე ადამიანისთვის.
სალმეტეროლისა და ფლუტიკაზონის პროპიონატის ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია კარდიოვასკულური ურთიერთქმედება მაღალი დოზებით. ვირთაგვებში წინაგულების მსუბუქი მიოკარდიტი და კეროვანი კორონარული არტერიტი იყო გარდამავალი ეფექტები, რომლებიც ქრებოდა რეგულარული დოზირებისას. ძაღლებში, გულისცემის მატება უფრო ძლიერი იყო ერთდროული მიღების შემდეგ, ვიდრე ცალკე სალმეტეროლის შემდეგ.
ცხოველებში, ერთდროულმა გამოყენებამ არ შეცვალა კლასთან დაკავშირებული სხვა ტოქსიკურობა.
6. ფარმაცევტული მონაცემები
6.1. ექსციპიენტების
ლაქტოზა
6.2. შეუთავსებლობა
არ არის წარმოდგენილი
6.3. ვარგისობის ვადა
36 თვე.
6.4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ის უნდა ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25ºC-ზე. ის უნდა ინახებოდეს მშრალ ადგილას.
6.5. კონტეინერის ბუნება და შიგთავსი
ის იყიდება მუყაოს კოლოფებში, რომელიც შეიცავს ალუმინ-ალუმინის ბლისტერებს 60 კაფსულით და ქუჰალერის საინჰალაციო მოწყობილობით.
6.6. სპეციალური სიფრთხილის ზომები გამოყენებული სამკურნალო საშუალების განადგურებისა და პროდუქტის სხვა გამოყენებისას
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს „სამკურნალო ნარჩენების კონტროლის დებულების“ და „შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის რეგლამენტის“ შესაბამისად.
ფიქსფლოუ გამოყოფს ფხვნილს, რომელიც შეჰყავთ ფილტვებში ინჰალაციით.
ქუჰალერის საინჰალაციო მოწყობილობის გამოყენება პაციენტს უნდა აჩვენოს ექიმმა ან ფარმაცევტმა. პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ კაფსულა არ უნდა გადაყლაპოს და ის უნდა იქნას გამოყენებული ინჰალატორში მოთავსებით. პაციენტს უნდა ეცნობოს, რომ ჟელატინის კაფსულა შეიძლება იყოს ფრაგმენტირებული და ზოგიერთი მცირე ჟელატინის ნაწილაკი შეიძლება მოხვდეს პირში და ყელში. ეს ალბათობა შეიძლება მინიმუმამდე შემცირდეს კაფსულის ერთზე მეტი პერფორაციის თავიდან აცილებით.
ქუჰალერის საინჰალაციო მოწყობილობა იხსნება თავსახურის მოხსნით და მზადდება გამოსაყენებლად. მუნდშტუკი თავსდება პირის ღრუში და ტუჩები იხურება, რათა დაფაროს მისი ზედაპირი. შემდეგ შესაძლებელია დოზის ჩასუნთქვა და დამცავი თავსახურის დახურვა.
საინჰალაციო მოწყობილობა ქუჰალერის გამოყენების ინსტრუქცია:
მოხსენით ქუჰალერს თავსახური.
ერთი ხელით დაიჭირეთ ქუჰალერის ქვედა ნაწილი და მეორე ხელით მოატრიალეთ მუნდშტუკი ისრის მიმართულებთ
ამოიღეთ კაფსულა ბლისტერიდან უშუალოდ გამოყენების წინ და მოათავსეთ იგი ქუჰალერის კამერაში.
მოატრიალეთ მუნდშტუკი ისრის მიმართულებით და მჭიდროდ დახურეთ მოწყობილობა.
დაიჭირეთ ხელსაწყო ისე, რომ მუნდშტუკი მიმართული იყოს ზევით; ბოლომდე დააჭირეთ თითები ინჰალატორის ორივე გვერდზე მოთავსებულ ღილაკებს მხოლოდ ერთხელ და შემდეგ აუშვით; შედეგად კაფსულა გაიჩხვლიტება ორივე მხრიდან.
შესუნთქვის დროს შესაძლოა კაფსულის მცირე, ჟელატინის ნაწილაკები მოხვდეს თქვენს პირის ღრუში. ჟელატინის ნაწილაკები აბსოლუტურად უსაფრთხოა და სრულად მონელდება გადაყლაპვის შემდეგ. ჟელატინის ნაწილაკების წარმოქმნის რისკს ამცირებს კაფსულის დაუყოვნებელი გამოყენება ბლისტერიდან ამოღებისთანავე და ღილაკებზე თითების მხოლოდ ერთხელ დაჭერა.
ღრმად ამოისუნთქეთ
მოათავსეთ მუნდშტუკი პირის ღრუში და ოდნავ გადაწიეთ თავი უკან. მჭიდროდ მოუჭირეთ ტუჩები მუნდშტუკს და ჩაისუნთქეთ რაც შეიძლება სწრაფად და ღრმად.
გამოიღეთ ქუჰალერი პირიდან და შეიკავეთ სუნთქვა იმდენ ხანს, სადამდეც მოახერხებთ; შემდეგ ისუნთქეთ ჩვეულებრივ. გახსენით ხელსაწყო თავიდან და შეამოწმეთ, ხომ არ დარჩა კაფსულაში ფხვნილის ნაწილი; თუ კაფსულა ბოლომდე არ არის დაცლილი, გაიმეორეთ საფეხურები 6, 7 და 8.
პროცედურის შემდეგ გამოივლეთ წყალი პირის ღრუში და გადმოღვარეთ.
გამოყენების შემდეგ კაფსულა გადააგდეთ და დახურეთ მოწყობილობა
არ დაგავიწყდეთ!
მშრალად შეინახეთ თქვენი ქუჰალერი.
შეინახეთ დავდახურულ მდგომარეობაში.
არასოდეს ამოისუნთქოთ ხელსაწყოში.
გაააქტიურეთ ხელსაწყო მხოლოდ მაშინ, როდესაც მზად ხართ მედიკამენტის გამოყენებისათვის.
არ მიიღოთ რეკომენდებულზე მაღალი დოზა.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით