ტროქსერუტინი - TROXERUTIN
ტროქსერუტინი - TROXERUTIN

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვაზოპროტექტორები, ბიოფლავონოიდები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემცველობა:
1 გ გელი შეიცავს 20 მგ ტროქსერუტინს
დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი, ტრიეთანოლამინი, დინატრიუმის მარილი ედტა, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.
წამლის ფორმა:
გელი გარეგანი გამოყენებისათვის.**
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:**
ანგიოპროტექტორული საშუალება. ATC კოდი C05CA04. პრეპარატის ტროქსევაზინი გელი ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ტროქსერუტინი. იგი ატონიზირებს სისხლძარღვების კედლებს და ამცირებს მათ გაძლიერებულ გამტარობას. ახდენს ანთებსაწინააღმდეგო მოქმედებას ვენებთან ახლომდებარე ქსოვილებზე. ამგვარად აღმოფხვრავს შეშუპებას, აუმჯობესებს სისხლძარღვების კვებას სხვადასხვა მტკივნეული ცვლილებებისას, რომლებიც განპირობებულია ვენების უკმარისობით.
ჩვენებები:
შემდეგი დაავადებების სიმპტომატური მკურნალობა:
• ვენების უკმარისობა;
• ვარიკოზული და წინავარიკოზული სინდრომები;
• ზედაპირული თრომბოფლებიტი, ფლებიტი და პოსტფლებიტური მდგომარეობები;
• კუნთების კრუნჩხვები;
• ჰემოროიდალური დაავადების კომპლექსურ მკურნალობაში.
სამკურნალო საშუალების სწორი გამოყენებისათვის აუცილებელი ინფორმაცია
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილე გამოყენებისას :
მკურნალობის დაწყებამდე შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ რაიმე თანმხლები დაავადებები გაგაჩნიათ!
ტროქსევაზინი გელის წასმა არ შეიძლება ლორწოვან გარსებზე, ღია ჭრილობებზე და კანის ეგზემატოზურ მონაკვეთებზე.
ურთიერთმოქმედება სამკურნალო საშუალებებთან:
აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომ თქვენ სარგებლობთ რაიმე სხვა პრეპარატებით!
წამლების ურთიერთმოქმედების შესახებ მონაცემები ამ მომენტამდე დადგენილი არ არის.
განსაკუთრებული მითითებები:
ორსულობა და ლაქტაცია:
ნაყოფსა და ახალშობილზე პრეპარატის არასასურველი ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.**
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:**
ტროქსევაზინი გელი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე._
ინფორმაცია სწორი გამოყენების შესახებ_
გამოყენების წესი და დოზირება:
დაზიანებულ მონაკვეთზე ისვამენ დილას და საღამოს აუცილებელი რაოდენობის გელს, რომელსაც იზელენ მსუბუქი, მასაჟისებური მოძრაობებით პრეპარატის სრულ რეზორბციამდე. მას არ გააჩნია სუნი და არ ტოვებს ცხიმიან ლაქებს თეთრეულზე.
უფრო რთულ შემთხვევებში რეკომენდებულია კომბინირებული თერაპია ტროქსევაზინის კაფსულებთან ერთად.**
ჭარბი დოზა:**
თუ თქვენ მიიღეთ ზედმეტი დოზა, მიმართეთ ექიმს! პრეპარატის გამოყენების წესისა და ფართო თერაპიის გამო ჭარბი დოზის საფრთხე არ არსებობს. შემთხვევით დიდი რაოდენობით ჩაყლაპვისას აუცილებელია ჩატარდეს გამოყვანის ზოგადი ზომები (პირღებინების საშუალებები) და სიმფტომატური მკურნალობა. ჩვენებათა არსებობისას ტარდება პერიტონეალური დიალიზი.
თუ მსგავს სიმპტომებს შეამჩნევთ, დოზის შესამცირებლად ან მკურნალობის შესაწყვეტად მიმართეთ ექიმს.
გვერდითი ეფექტები:
ტროქსევაზინის გელის გამოყენებისას ძალიან იშვიათად ვლინდება კანის გაღიზიანების რეაქციები – სიწითლე, ქავილი, გამონაყარი კანზე. ჩვეულებრივ ისინი მალე ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
თუ აგეღნიშნათ რაიმე გვერდითი მოვლენები ან უჩვეულო რეაქციები, გთხოვთ, შეუთანხმდით თქვენს ექიმს შემდგომი მკურნალობის შესახებ!
ვარგისიანობის ვადა:
5 (ხუთი) წელი.
არ მიიღოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ!
შენახვის პირობები:
სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ! შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ურეცეპტოდ.
შეფუთვა:
40 გ. მემბრანულ ალუმინის ტუბებში. ერთი ტუბი მუყაოს კოლოფში ფურცელ-სადებთან ერთად.
მწარმოებლის დასახელება და მისამართი:
ბალკანფარმა-ტროიანი ად. ბულგარეთი
5600, ქ. ტროიანი, კრაირეჩნას ქ. #1.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Troxerutin DS - ტროქსერუტინი DS გელი 2% 40გ
  • სახელი: Troxerutin DS - ტროქსერუტინი DS გელი 2% 40გ
PSP 5.72 ლ