ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვაზოპროტექტორები, ბიოფლავანოიდები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
ტროქსერუტინი სოფარმა 300 მგ მყარი კაფსულები
Troxerutin Sopharma 300 mg capsules hard
ტროქსერუტინი**(troxerutin)**
ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ინსტრუქცია ამ სამკურნალო პრეპარატის მიღების დაწყებამდე, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ეს სამკურნალო პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ამ ინსტრუქციაშია აღწერილი, ან თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის დანიშნულების შესაბამისად.
-შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
- თუ გაგიჩნდებათ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს სამკურნალო საშუალება დანიშნულია პირადად თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. მან შეიძლება ავნოთ მათ, დაავადების სიმპტომების მსგავსების მიუხედავად.
- თუ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება მიიღებს სერიოზულ სახეს, ან შენიშნავთ სხვა გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
წინამდებარეინსტრუქციაშეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
1. რას წარმოადგენს ტროქსერუტინი სოფარმა და რისთვის გამოიყენება
2. რისი ცოდნაა საჭირო ტროქსერუტინი სოფარმას გამოყენების დაწყებამდე
3. როგორ უნდა იქნას მიღებული ტროქსერუტინი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ უნდა იქნას შენახული ტროქსერუტინი სოფარმა
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.
1. რას წარმოადგენს ტროქსერუტინი სოფარმა და რისთვის გამოიყენება
კაპილარომატონიზირებელი სამკურნალო საშუალება. ტროქსერუტინი ამაგრებს სისხლძარღვების (კაპილარების) კედელს. ინიშნება შეშუპების და ქრონიკულ ვენურ უკმარისობასთან დაკავშირებული სიმპტომების მოსახსნელად; ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ვარიკოზული წყლულების კომპლექსური მკურნალობის, ბუასილის სიმპტომების შესამსუბუქებლად, ასევე, დიაბეტური რეტინოპათიის კომპლექსური თერაპიის დროს.
**2.**რისი ცოდნაა საჭირო ტროქსერუტინი სოფარმას გამოყენების დაწყებამდე
ნუ გამოიყენებთ****ტროქსერუტინ სოფარმას
-თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნებისმიერი ნივთიერების მიმართ.
დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილეტროქსერუტინი სოფარმას****გამოყენებისას
გულის, თირკმელების ან ღვიძლის დაავადების შედეგად განვითარებული ქვედა კიდურების შეშუპების მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ პრეპარატი, რადგანაც ის არაეფექტურია მათი მდგომარეობის დროს.
სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება
გთხოვთ შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს თუ იღებდით რაიმე სხვა სამკურნალო პრეპარატს, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
არ არსებობს მონაცემები სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ.
ორსულობადაძუძუთი კვება
ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენების წინ მიმართეთ რჩევისთვის თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში.
სამი თვის შემდეგ ან ძუძუთი კვების დროს ტროქსერუტინი სოფარმას გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების შემთხვევაში.
ავტოსატრანსპორტოსაშუალებებისდამანქანებისმართვა
არ ავლენს ზემოქმედებას ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მანქანების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანიინფორმაციატროქსერუტინისოფარმასშემადგენლობაშიშემავალკომპონენტებზე
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს.
პრეპარატის შემადგენლობაში შედის საღებავი Е 110, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.
**3.**როგორ უნდა იქნას მიღებული ტროქსერუტინი
ყოველთვის მიიღეთ ტროქსერუტინი სოფარმა თქვენი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ზრდასრულები
ქრონიკული ვენური უკმარისობა და მისი გართულებები; ბუასილის სიმპტომატური მკურნალობა
-მკურნალობის საწყის ეტაპზე ინიშნება 1 კაფსულა (300 მგ) 2-3-ჯერ დღეში. ჩვეულებრივ, დაავადების სიმპტომები ქრება 2 კვირაში. ამ დოზირების დაცვა რეკომენდებულია სიმპტომების სრულ გაქრობამდე.
-შემანარჩუნებელი მკურნალობისთვის რეკომენდებულია 1 კაფსულის მიღება 2-ჯერ დღეში.
დიაბეტური რეტინოპათია
რეკომენდებული დოზა შეადგენს 3-დან 5 კაფსულამდე 2-ჯერ დღეში (1800-3000 მგ/დღ).
გამოყენება ბავშვებში
სამკურნალო პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის საკმარისი.
გამოყენების წესი
მიიღება შიგნით, ჭამის დროს. კაფსულები მიიღება მთლიანად, ჭიქა წყლის დაყოლებით.
თუ თქვენ მიიღეთ ტროქსერუტინი სოფარმა ჭარბი დოზით
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ რჩევისთვის თქვენს მკურნალ ექიმს.
თუ თქვენ გამოტოვეთ ტროქსერუტინი სოფარმას მიღება
თუ თქვენ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება სწრაფად. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივ. გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა, რადგანაც ამან შესაძლებელია გაზარდოს გვერდითი მოქმედების განვითარების შესაძლებლობა. გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
**4.**შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ტროქსერუტინი სოფარმამ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პაციენტში.
ტროქსერუტინი სოფარმას კაფსულებით მკურნალობის დროს იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან (მეტეორიზმი, დიარეა, მუცლის ტკივილი, დისკომფორტი, დისპეპსია), გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება. ძალიან იშვიათ შემთხვევებში პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლა, ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი, ექხიმოზები (დიდი ზომის სისხლჩაქცევები).
ჩვეულებრივ, ეს რეაქციები ატარებენ მსუბუქ ხასიათს. მძიმე ფორმების ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
5. როგორ უნდა იქნას შენახული ტროქსერუტინი სოფარმა
ინახება ორიგინალ შეფუთვაში ტენიანობისგან დაცვის მიზნით.
შეინახეთ არაუმეტეს 25оС ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 5 (ხუთი) წელი
არ გამოიყენოთ ტროქსერუტინი სოფარმა შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ არის რეკომენდებული სამკურნალო პრეპარატების კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებში გადაგდება. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო სამკურნალო პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6.შეფუთვისშიგთავსიდადამატებითიინფორმაცია.
ტროქსერუტინი სოფარმას შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერება: ტროქსერუტინი (troxerutin) 300 მგ;
- დამხმარე ნივთიერებები:
კაფსულის შემადგენლობა: ლაქტოზის მონოჰიდრატი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი;
- კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, საღებავი ქინოლინის ყვითელი (E104), საღებავი სანსეტ ყვითელი (E110), ტიტანის დიოქსიდი (E171).
ტროქსერუტინი სოფარმას გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
მყარი, ცილინდრული, გაუმჭვირვალე ჟელატინისმაგვარი კაფსულები ყვითელი ფერის.
კაფსულის შემადგენლობა: გრანულები ან ცილინდრული მასა, რომელიც იშლება შეხებისას, ყვითელი ან მოყვითალო-მოყავისფრო ფერის.
10 (ათი) კაფსულა პვქ გარსის და ალუმინის ფოლგის ბლისტერში, 5 (ხუთი) ბლისტერი მუყაოს კოლოფში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
გამოყენებაზენებართვისმფლობელიდამწარმოებელი
სს სოფარმა
ილიენსკოეს გზატკეცილის ქ., 16, 1220 სოფია, ბულგარეთი.
საერთაშორისო დასახელება - TROXERUTIN
მოქმედი ნივთიერება: ტროქსერუტინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვენების მატონიზირებელი და ანგიოპროტექტორული საშუალება.
შემადგენლობა
1 დრაჟე ტროქსერუტინი .... 300 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, კაჟბადის კოლოიდური დიოქსიდი უწყლო, მაკროგოლი, მაგნიუმის
სტეარატი.
გელი 2%: ტუბში 40 გ - ტროქსერუტინი .... 800 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კარბომერი 940, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის
ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.
ჩვენებები:
ქრონიკული ვენური უკმარისობა;
ვენების ვარიკოზული გაგანიერება და ვარიკოზული დერმატიტი;
ზედაპირუდი თრომბოფლებიტი, პერიფლებიტი და ფლებოთრომბოზი;
პოსტთრომბოზული სინდრომი;
პოსტტრავმული შეშუპება, ჰემატომა;
ბუასილი;
დიაბეტური რეტინოპათია კომპლექსურ თერაპიაში.
მიღების წესი და დოზირება:
კაფსულები: 2-3 კაფსულა დღეში ჭამის დროს სითხის მიყოლებით. შემანარჩუნებელი
მკურნალობა: 1 კაფსულა 3-4 კვირის განმავლობაში.
გელის შეზელა ხდება დაზიანებული ადგილას მსუბუქი მოძრაობებით სრულ შეწოვამდე
2-ჯერ დღე-ღამეში - დილით და საღამოს. საჭიროების შემთხვევაში გელის გამოყენება
შეიძლება კომპრესების სახით.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად ხანგრძლივი გამოყენების დროს გელმა შესაძლებელია გამოიწვიოს კანის
სიწითლე და ქავილი.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა ტროქსერუტინის ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
კაფსულები: არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
გელი: ორსულ და მეძუძურ ქალებში ტროქსერუტინის გელის დანიშვნის უკუჩვენება არ
არსებობს.
განსაკუთრებული მითითებები:
♦ გელის ხანგრძლივად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის
განვითარება.
♦ პრეპარატის გამოყენება თერაპიულ დოზებში არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო
საშუალებების მართვის უნარზე, აგრეთვე იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც
მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.
ჭარბი დოზირება:
აღწერილი არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
მონაცემები ტროქსერუტინის გელის სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შესახებ არ
არსებობს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
რა არის და რისთვის გამოიყენება ტროქსერუტინ სოფარმა
არის კაპილარომატონიზირებელი სამკურნალო პრეპარატი. ტროქსერუტინი აძლიერებს სისხლძარღვების (კაპილარების) კედლებს. გამოიყენება შეშუპებისა და ქრონიკულ ვენურ უკმარისობასთან დაკავშირებული სიმპტომების მოსახსნელად; ვარიკოზული დერმატიტის დროს, ვარიკოზული წყლულების კომპლექსური მკურნალობისას, ბუასილის სიმპტომების შემსუბუქების მიზნით; დიაბეტური რეტინოპათიის კომპლექსური თერაპიის დროს.
ტროქსერუტინ სოფარმას გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ტროქსერუტინ სოფარმა
- თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
პრეპარატი ტროქსერუტინ სოფარმას გამოყენებისას დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე
გულის, თირკმელების ან ღვიძლის დაავადებების შედეგად განვითარებული ქვედა კიდურების შეშუპების მქონე პაციენტები, ვინაიდან ის არაეფექტურია ასეთ შემთხვევებში.
სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება
თუ თქვენ იღებთ ან ადრე იღებდით სხვა, თუნდაც ურეცეპტოდ გაცემულ სამკურნალო პრეპარატს, გთხოვთ შეატყობინოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
წამლისმიერი ურთიერთზემოქმედების შესახებ მონაცემები მოწოდებული არ არის.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი
ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა.
სამკურნალო პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. ორსულობის მესამე თვის შემდეგ ან ლაქტაციის პერიოდში ტროქსერუტინ სოფარმა გამოიყენება მკურნალი ექიმის დანიშნულებით.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების შესახებ
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს დამხმარე ნივთიერება ლაქტოზას. თუ თქვენ ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე მიიღეთ ექიმის რჩევა.
სამკურნალო პრეპარატი შეიცავს საღებავს - E110, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
როგორ გამოიყენება ტროქსერუტინ სოფარმა
ყოველთვის გამოიყენეთ ტროქსერუტინ სოფარმა ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ქრონიკული ვენოზური უკმარისობა და მისი გართულებები, ბუასილის სიმპტომატური მკურნალობა
საწყისი დოზა: 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში. ჩვეულებრივ, ავადმყოფობის სიმპტომები ქრება 2 კვირაზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში. ამ დოზის შენარჩუნება რეკომენდებულია სიმპტომების სრულ გაქრობამდე.
შემანარჩუნებელი მკურნალობა: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში.
დიაბეტური რეტინოპათია
რეკომენდებული დოზა შეადგენს 3-დან 5 კაფსულამდე 2-ჯერ დღეში.
კაფსულები გამოიყენება კვების დროს, ჭიქა წყლის დაყოლებით.
ტროქსერუტინ სოფარმას ჭარბი დოზის გამოყენებისას** **
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართ მკურნალ ექიმს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ტროქსერუტინ სოფარმას მიღება
თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება სწრაფად. თუ ახლოვდება შემდეგი დოზის დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივ. გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა, ვინაიდან ამან შესაძლებელი გაზარდოს გვერდითი ეფექტების გამოვლენის შესაძლებლობა. გააგრძელეთ სამკურნალო პრეპარატის გამოყენება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოქმედება
სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ტროქსერუტინ სოფარმამ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების განვითარება, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პაციენტში.
ტროქსერუტინ სოფარმას კაფსულებით მკურნალობისას იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან (მეტეორიზმი, დიარეა, მუცლის ტკივილი, დისკომფორტი, დისპეპსია), გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება. ძალიან იშვიათ შემთხვევებში პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლა, სახის სიწითლე, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქტოიდური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი. საჭიროა ექიმის კონსულტაცია, თუ ეფექტები დამძიმდა ან გაგრძელდა რამოდენიმე დღით.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გართულებისას ან სხვა ისეთი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ ინახება ტროქსერუტინ სოფარმა
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, მშრალ და შუქისაგან დაცულ ადგილას, ტემპერატურა არა უმეტეს 25 °C
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
არ გამოიყენოთ ტროქსერუტინ სოფარმა მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლოს დღეს.
არ გადაყაროთ სამკურნალო პრეპარატები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან კანალიზაციაში. არასაჭირო მედიკამენტების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა. ეს ღონისძიებები დაეხმარება გარემო პირობების დაცვას.
დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ტროქსერუტინ სოფარმა
-****აქტიური ნივთიერება : ტროქსერუტინი (troxerutin) 300 მგ.
-****დამხმარე ნივთიერებები**:** ერთი კაფსულის შემადგენლობა: ლაქტოზის მონოჰიდრატი; კაჟბადის დიოქსიდი, კოლოიდური უწყლო, მაკროგოლი 6000; მაგნიუმის სტეარატი, კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, ქინოლინის ყვითელი (E104), სანსეტი ყვითელი (E110), ტიტანის დიოქსიდი (E171).
ტროქსერუტინ სოფარმას გარეგანი სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ყვითელი ფერის მყარი, ცილინდრული, გაუმჭვირვალე ჟელატინის კაფსულები. კაფსულის შემადგენლობა: ყვითელი ან მოყვითალო-მოყავისფრო, უსუნო გრანულები ან ცილინდრული მასა, რომელიც იშლება შეხებისას.
10 კაფსულა პვქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერში, 5 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
ვარგისობის ვადა**:** 5 წელი
გაცემის წესი**:** ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ)
საერთაშორისო დასახელება - TROXERUTIN
მოქმედი ნივთიერება: ტროქსერუტინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვენების მატონიზირებელი და ანგიოპროტექტორული საშუალება.
შემადგენლობა
1 დრაჟე ტროქსერუტინი .... 300 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, კაჟბადის კოლოიდური დიოქსიდი უწყლო, მაკროგოლი, მაგნიუმის
სტეარატი.
გელი 2%: ტუბში 40 გ - ტროქსერუტინი .... 800 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კარბომერი 940, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის
ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.
ჩვენებები:
ქრონიკული ვენური უკმარისობა;
ვენების ვარიკოზული გაგანიერება და ვარიკოზული დერმატიტი;
ზედაპირუდი თრომბოფლებიტი, პერიფლებიტი და ფლებოთრომბოზი;
პოსტთრომბოზული სინდრომი;
პოსტტრავმული შეშუპება, ჰემატომა;
ბუასილი;
დიაბეტური რეტინოპათია კომპლექსურ თერაპიაში.
მიღების წესი და დოზირება:
კაფსულები: 2-3 კაფსულა დღეში ჭამის დროს სითხის მიყოლებით. შემანარჩუნებელი
მკურნალობა: 1 კაფსულა 3-4 კვირის განმავლობაში.
გელის შეზელა ხდება დაზიანებული ადგილას მსუბუქი მოძრაობებით სრულ შეწოვამდე
2-ჯერ დღე-ღამეში - დილით და საღამოს. საჭიროების შემთხვევაში გელის გამოყენება
შეიძლება კომპრესების სახით.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად ხანგრძლივი გამოყენების დროს გელმა შესაძლებელია გამოიწვიოს კანის
სიწითლე და ქავილი.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა ტროქსერუტინის ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
კაფსულები: არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
გელი: ორსულ და მეძუძურ ქალებში ტროქსერუტინის გელის დანიშვნის უკუჩვენება არ
არსებობს.
განსაკუთრებული მითითებები:
♦ გელის ხანგრძლივად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის
განვითარება.
♦ პრეპარატის გამოყენება თერაპიულ დოზებში არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო
საშუალებების მართვის უნარზე, აგრეთვე იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც
მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.
ჭარბი დოზირება:
აღწერილი არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
მონაცემები ტროქსერუტინის გელის სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შესახებ არ
არსებობს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.