ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგიური საშუალებები, სიმპათომიმეტური საშუალებები, გლაუკომის სამკურნალო საშუალებების გარდა
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
დასახელება - ფენიჟონი წვეთები თვალის 2.5% 5მლ #1
გამოყენება
მედიკამენტი შეიცავს ფენილეფრინს, როგორც აქტიურ ნივთიერებას, რომელიც
გამოიყენება თვალის ქუთუთოში ჩასაწვეთებლად გუგების გაფართოების მიზნით. ეფექტი
მიიღება სწრაფად და აქვს საშუალო ხანგრძლივობა.
ფენიჟონი გამოიყენება ბავშვებში, ზრდასრულებსა და ხანდაზმულებში გუგების
გასაფართოებლად, რომელიც საჭიროა:
- თვალის გამოკვლევებისთვის;
- ოპერაციისთვის;
- თვალის გარკვეული დაავადებების სამკურნალოდ კომპლექსური მკურნალობის ნაწილის
სახით.
გამოყენების წესი
ეს მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა
გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რეკომენდებული დოზაა:
ზრდასრულები
ხსნარის ერთი წვეთი უნდა მოათავსოთ თვალში/თვალებში. თუ არ მიიღებთ ადექვატურ
ეფექტს, შეიძლება დოზის კიდევ ერთხელ გამეორება დაახლოებით 1 საათში. თუმცა,
ზოგიერთი დაავადებისას ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ მედიკამენტის დღიურად 1-2-ჯერ
გამოყენება.
არ გამოიყენოთ დანიშნულზე მეტი დოზა.
ამ მედიკამენტის გამოყენების მიზნის შესაბამისად, ზუსტ დოზას განსაზღვრავს თქვენი
ექიმი.
ფენილეფრინის გამოყენების შემდეგ თვალში წვის შეგრძნების და გაღიზიანების თავიდან
ასაცილებლად თქვენმა ექიმმა შესაძლოა ფენილეფრინის გამოყენებამდე ადგილობრივი
ანესთეზია დაგინიშნოთ.
თუ იყენებთ თვალისთვის სხვა მედიკამენტებს, ინდივიდუალურ გამოყენებებს შორის
გააკეთეთ არანაკლებ 5 წუთის ინტერვალი. თუ იყენებთ თვალის მალამოს, გამოიყენეთ ის
ყველაზე ბოლოს.
ბავშვები და 65 წელს ზემოთ ხანდაზმულები
ხსნარის ერთი წვეთი უნდა მოათავსოთ თვალში/თვალებში. განმეორებითი გამოყენება
ჩვეულებრივ საჭირო არ არის.
ჩვეულებრივ, ამ მედიკამენტს თქვენი ექიმი ჩაგაწვეთებთ. თუმცა, თუ თქვენით უნდა
ჩაიწვეთოთ, გთხოვთ მიყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას:
გამოიყენეთ ფენიჟონი ორივე თვალში მხოლოდ თქვენი ექიმის რეკომენდაციის
შემთხვევაში.
ჩაწვეთებისას მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა. არ დაუშვათ ბოთლის წვერის თვალთან,
ქუთუთოსთან ან მიმდებარე უბნებთან შეხება, რადგან ის შეიძლება დაბინძურდეს და
გამოიწვიოს თვალის ინფექციები თვალისთვის სერიოზული შედეგებით, მხედველობის
დაკარგვის ჩათვლით. ბოთლის გამოყენებამდე ყოველთვის დაიბანეთ ხელები!
თუ თვლით, რომ თქვენი ბოთლი დაბინძურებულია, წვეთების გამოყენების გაგრძელებამდე
აცნობეთ ექიმს.

ფენიჟონი25მგ/მლთვალის წვეთები, ხსნარი
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი.
1 მლ ხსნარი შეიცავს 25 მგ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს.
სხვა დამხმარე ნივთიერებები**:** ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ბორის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან მარილმჟავა (pH კორექტირებისთვის), საინექციო წყალი.
გამოყენება
მედიკამენტი შეიცავს ფენილეფრინს, როგორც აქტიურ ნივთიერებას, რომელიც გამოიყენება თვალის ქუთუთოში ჩასაწვეთებლად გუგების გაფართოების მიზნით. ეფექტი მიიღება სწრაფად და აქვს საშუალო ხანგრძლივობა.
ფენიჟონი გამოიყენება ბავშვებში, ზრდასრულებსა და ხანდაზმულებში გუგების გასაფართოებლად, რომელიც საჭიროა:
- თვალის გამოკვლევებისთვის;
- ოპერაციისთვის;
- თვალის გარკვეული დაავადებების სამკურნალოდ კომპლექსური მკურნალობის ნაწილის სახით.
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ ფენიჟონი შემდეგ შემთხვევებში:
- ალერგია ფენილეფრინის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა შემადგენელი ნივთერების მიმართ (ჩამოთვლილია შემადგენლობაში ზემოთ).
- გულის მხრივ დარღვევები;
- სწრაფი გულისცემა (ტაქიკარდია);
- მაღალი არტერიული წნევა;
- დიდი სისხლძარღვის დილატაცია (ანევრიზმა);
- ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობა (ჰიპერთირეოზი);
- დიაბეტი;
- გლაუკომა ან წარსულში მომატებული თვალშიდა წნევა, განსაკუთრებით გუგების გაფართოების შემთხვევაში;
- მცირე წონის მქონე დღენაკლულ ახალშობილები;
- ოპერაციის დროს, როდესაც რქოვანას ეპითელიუმი დაზიანებულია.
მედიკამენტი განკუთვნილია თვალში ადგილობრივი გამოყენებისთვის. არ გამოიყენოთ ინტრაოკულარული გზით.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ფენიჟონის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
ეს მედიკამენტი გამოიყენება მხოლოდ თვალისთვის.
შეატყობინეთ თქვენს ექიმს:
- თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი;
- თუ გაწუხებთ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა ცერებრალური სისხლძარღვების შევიწროვების გამო (ცერებრალური არტერიოსკლეროზი);
- თუ გაქვთ ასთმის ხანგრძლივი ანამნეზი;
- თუ თქვენი თვალები წითელია, გაქვთ ანთება ან ტრავმირებულია;
- თუ გაქვთ ან გქონიათ მომატებული თვალშიდა წნევა, განსაკუთრებით გუგების გამაფართოებელი მედიკამენტების მოხმარების შემდეგ.
ფენილეფრინმა შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას ზედაპირის (გამჭვირვალე აპკი თვალის კაკლის ზედაპირზე) დაზიანება და „დაბინდვა“, როდესაც ის დაზიანებულია. ასეთ შემთხვევებში, თქვენი ექიმი გადაწყვეტს რამდენად შესაფერისია ეს მედიკამენტი თქვენთვის.
ხანდაზმულ პაციენტებში პროდუქტის გამოყენებიდან 40-45 წუთის შემდეგ წინა საკანში შეიძლება შეინიშნოს მცურავი ნაწილაკები.
ზრდასრულ პაციენტებში აუცილებელია არტერიული წნევის კონტროლი.
თვალებში, რომლებიც დაზიანებულია ტრავმით, ცრემლის სეკრეციის შემცირებით და ანესთეზიის პერიოდში, მეტი ფენილეფრინი შეიძლება შევიდეს სისხლში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ძირითადად გულის მხრივ.
ფენიჟონი და სხვა მედიკამენტები
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ახლახანს იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.
შეატყობინეთ თქვენს ექიმს თუ იყენებთ:
- დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტებს;
- მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო ზოგიერთ მედიკამენტებს (ე.წ. ბეტა- ბლოკატორების ჩათვლით);
- არარეგულარული გულისცემის სამკურნალო მედიკამენტებს (ქინიდინი ან ე.წ. საგულე გლიკოზიდები).
ფენილეფრინს შეუძლია ურთიერთქმედება გარკვეულ საანესთეზიო საშუალებებთან, როგორიცაა ჰალოტანი. თუ დანიშნული გაქვთ ოპერაცია ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, აცნობეთ თქვენს ექიმს, რადგან მან უნდა გადაწყვიტოს რამდენად შესაფერისია ფენილეფრინი თქვენთვის.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან მეძუძური, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად, ცდილობთ დაორსულებას ან ხართ მეძუძური, სპეციალისტის კონკრეტული დანიშნულების გარეშე არ გამოიყენოთ ფენიჟონი.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
როგორც ნებისმიერი სხვა თვალის წვეთების შემდეგ, შესაძლოა მოხდეს მხედველობის დროებითი დაბინდვა ან სხვა დარღვევები, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვასა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
ფენიჟონის თვალში ჩაწვეთების შემდეგ, ავტომობილის მართვამდე და მექანიზმების გამოყენებამდე დაელოდეთ მხედველობის აღდგენას.
ფენიჟონი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება.
მოერიდეთ კონტაქტს რბილ კონტაქტურ ლინზებთან. ამოიღეთ კონტაქტური ლინზები თვალის წვეთების გამოყენებამდე და ჩაწვეთების შემდეგ დაელოდეთ მინიმუმ 15 წუთი ხელახლა ჩასმამდე.
ცნობილია, რომ ბენზალკონიუმის ქლორიდს შეუძლია რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა.
გამოყენების წესი
ეს მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რეკომენდებული დოზაა:
ზრდასრულები
ხსნარის ერთი წვეთი უნდა მოათავსოთ თვალში/თვალებში. თუ არ მიიღებთ ადექვატურ ეფექტს, შეიძლება დოზის კიდევ ერთხელ გამეორება დაახლოებით 1 საათში. თუმცა, ზოგიერთი დაავადებისას ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ მედიკამენტის დღიურად 1-2-ჯერ გამოყენება.
არ გამოიყენოთ დანიშნულზე მეტი დოზა.
ამ მედიკამენტის გამოყენების მიზნის შესაბამისად, ზუსტ დოზას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.
ფენილეფრინის გამოყენების შემდეგ თვალში წვის შეგრძნების და გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად თქვენმა ექიმმა შესაძლოა ფენილეფრინის გამოყენებამდე ადგილობრივი ანესთეზია დაგინიშნოთ.
თუ იყენებთ თვალისთვის სხვა მედიკამენტებს, ინდივიდუალურ გამოყენებებს შორის გააკეთეთ არანაკლებ 5 წუთის ინტერვალი. თუ იყენებთ თვალის მალამოს, გამოიყენეთ ის ყველაზე ბოლოს.
ბავშვები და 65 წელს ზემოთ ხანდაზმულები
ხსნარის ერთი წვეთი უნდა მოათავსოთ თვალში/თვალებში. განმეორებითი გამოყენება ჩვეულებრივ საჭირო არ არის.
ჩვეულებრივ, ამ მედიკამენტს თქვენი ექიმი ჩაგაწვეთებთ. თუმცა, თუ თქვენით უნდა ჩაიწვეთოთ, გთხოვთ მიყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას:
გამოიყენეთ ფენიჟონი ორივე თვალში მხოლოდ თქვენი ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში.
ჩაწვეთებისას მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა. არ დაუშვათ ბოთლის წვერის თვალთან, ქუთუთოსთან ან მიმდებარე უბნებთან შეხება, რადგან ის შეიძლება დაბინძურდეს და გამოიწვიოს თვალის ინფექციები თვალისთვის სერიოზული შედეგებით, მხედველობის დაკარგვის ჩათვლით. ბოთლის გამოყენებამდე ყოველთვის დაიბანეთ ხელები!
თუ თვლით, რომ თქვენი ბოთლი დაბინძურებულია, წვეთების გამოყენების გაგრძელებამდე აცნობეთ ექიმს.
გამოყენების ინსტრუქცია
ბოთლის პირველად გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ ზოლი თავსახურსა და ბოთლს შორის არ არის გატეხილი. დაიბანეთ ხელები და მოხსენით თავსახური.
გადაწიეთ თავი უკან და ჩამოქაჩეთ ქვედა ქუთუთო. ეს წარმოქმნის „ჯიბეს“ ქუთუთოსა და თვალს შორის. წვეთი სწორედ აქ წავა.
დაიჭირეთ ბოთლი უკუღმა. მიიტანეთ წვერი თვალთან ახლოს. გამოიყენეთ სარკე, თუ დაგეხმარებათ.
არ შეეხოთ თვალს ან ქუთუთოს ან სხვა ზედაპირებს ბოთლით.ნაზად დააწექით ბოთლის ძირს, ხსნარის ერთი წვეთის გამოსაშვებად. საკმარისია ძირზე ნაზი დაჭერა.
მედიკამენტის ჩაწვეთების შემდეგ, დახუჭეთ ქუთუთო და დააჭირეთ თითი თვალის კუთხეს ცხვირთან სამი წუთის განმავლობაში. ეს ხელს შეუშლის ფენიჟონის ცხვირში შესვლას ან გარეთ გადმოღვრას.
წვეთების ორივე თვალში გამოყენების შემთხვევაში, გაიმეორეთ ეს ეტაპები მეორე თვალისთვის.
გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ დახურეთ ბოთლი.
თუ წვეთს ააცილებთ თვალს, სცადეთ თავიდან.
ფენიჟონის ეს ბოთლი გამოიყენება მხოლოდ თვალისთვის!
ჭარბი დოზირება
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი დოზა, ჩამოიბანეთ თვალი/თვალები ნელთბილი წყლით. ბოთლის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, აცნობეთ თქვენს ექიმს.
დოზის გამოტოვება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. გახსენებისთანავე ჩაიწვეთეთ გამოტოვებული დოზა. თუ უკვე შემდეგი დოზის დროა, გააგრძელეთ ჩვეულ რეჟიმში.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი კითხვის ქონის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ფენილეფრინის 25 მგ/მლ თვალის წვეთების გამოყენებისას დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები.
უცნობი გვერდითი მოვლენები (არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია):
დარღვევები თვალის მხრივ
ტკივილი, გაღიზიანება, მხედველობის დროებითი დაბინდვა და მხედველობის სხვა დარღვევები, სინათლის მიმართ მგრძნობელობა (ფოტოფობია), კონიუნქტივის მომატებული მგრძნობელობა, ალერგიული რეაქციები.
დარღვევები გულის მხრივ
პალპიტაცია, სწრაფი გულისცემა, არარეგულარული გულისცემა (palpitations), მაღალი არტერიული წნევა.
ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს გულის არტერიების სპაზმი, ასევე გულის რითმის სერიოზული დარღვევები და მიოკარდიუმის ინფარქტი. ეს გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ შეინიშნება ფენილეფრინის უფრო მაღალი კონცენტრაციით (10% ხსნარი) გამოყენებისას და უფრო ხშირი იყო გულის დაავადების მქონე პაციენტებში.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ანთება და გამონაყარი.
იმუნური სისტემის დარღვევები
ალერგიული რეაქციები მძიმე ალერგიული რეაქციების ჩათვლით, რომელიც სუნთქვის გაძნელებას და თავბრუსხვევას იწვევს.
ფილტვის შეშუპება (სითხის დაგროვება), თავბრუსხვევა.
თვალის ირგვლივ სიფერმკრთალე დღენაკლულ ბავშვებში - სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერთითი რეაქციის გამოვლენისას, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ის მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც ზემოთ არ არის აღწერილი. ასევე, გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ ეროვნულ შეტყობინების სისტემას:
ბულგარული მედიკამენტების სააგენტო
8 “Damyan Gruev” Str.
1303 სოფია
ტელ: +359 28903417
ვებ-გვერდი: www.bda.bg.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ეხმარებით მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში.
შენახვის წესი
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
სინათლის სხივებისგან დასაცავად შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში.
არ გაყინოთ.
ვარგისობის ვადა
წამალი პირველი გახსნიდან ვარგისია 28 დღის განმავლობაში 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე შენახვის პირობებში. გამოყენების შემდეგ ფლაკონი შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში სინათლის სხივებისგან დასაცავად.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე EXP-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
სამკურნალო საშუალების გადაყრა არ უნდა მოხდეს გამდინარე წყლებში და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. გამოუყენებელი სამკურნალო საშუალების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემო პირობების დაცვას.
აღწერილობა და შეფუთვა
გამჭვირვალე თითქმის ოპალესცენტური ხსნარი ხილული ნაწილაკების გარეშე.
თეთრი პოლიეთილენის ბოთლი, აპლიკატორიანი-საწვეთურით, დახურული დამცავი რგოლის მქონე ხრახნიანი თავსახურით.
1 (ერთი) 5 მლ-იანი ბოთლი შეფუთული დანართ ფურცელთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
Medexport LLC,
№264 ომარ ხიზანიშვილის ქუჩა,
გლდანის რაიონი, 0167, საქართველო.
მწარმოებელი
Balkanpharma-Razgrad AD
68 “Aprilsko vastanie” Blvd.
7200 Razgrad, Bulgaria.
მედიკამენტზე დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადგილობრივ წარმომადგენელ სავაჭრო ნებართვის მფლობელს
Medexport LLC,
№264 ომარ ხიზანიშვილის ქუჩა,
გლდანის რაიონი, 0167, საქართველო**.**
ფენიჟონი 25 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი
ფენილეფრინ ჰიდროქლორიდი
ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ დანართი ფურცელი მთლიანად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ, იმ შემთხვევაშიც, თუ მათი დაავადების სიმპტომები არის თქვენის მსგავსი.
- ნებისმიერი გვერთითი მოვლენის გამოვლენისას, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ დანართ ფურცელში . იხილეთ ნაწილი 4.
რას შეიცავს ეს დანართი ფურცელი
1. რა არის ფენიჟონი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ ფენიჟონის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება ფენიჟონი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ ინახება ფენიჟონი
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
1.რა არის ფენიჟონი და რისთვის გამოიყენება
თქვენი მედიკამენტის დასახელებაა ფენიჟონი. ის შეიცავს ფენილეფრინს, როგორც
აქტიურ ნივთიერებას, რომელიც უნდა ჩაიწვეთოთ თვალის ქუთუთოში გუგების
გასაფართოებლად. ეფექტი მიიღება სწრაფად და აქვს საშუალო ხანგრძლივობა.
ფენიჟონი გამოიყენება ბავშვებში, ზრდასრულებსა და ხანდაზმულებში გუგების გასაფართოებლად, რომელიც საჭიროა:
- თვალის გამოკვლევებისთვის;
- ოპერაციისთვის;
- თვალის გარკვეული დაავადებების სამკურნალოდ კომპლექსური მკურნალობის ნაწილის სახით.
2. რა უნდა იცოდეთ ფენიჟონის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ფენიჟონი
- თუ ალერგიული ხართ ფენილეფრინის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა შემადგენელი ნივთერების მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).
- თუ გაწუხებთ დარღვევები გულის მხრივ;
- თუ თქვენი გულისცემა სწრაფია (ტაქიკარდია);
- თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა;
- თუ გაქვთ დიდი სისხლძარღვის დილატაცია (ანევრიზმა);
- თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობა (ჰიპერთირეოზი);
- თუ გაწუხებთ დიაბეტი;
- თუ გაწუხებთ გლაუკომა ან გქონიათ მომატებული შიდა თვალის წნევა, განსაკუთრებით გუგების გაფართოების შემთხვევაში;
- მცირე წონის მქონე დღენაკლულ ახალშობილებში;
- ოპერაციის დროს, როდესაც რქოვანას ეპითელიუმი დაზიანებულია.
მედიკამენტი განკუთვნილია თვალში ადგილობრივი გამოყენებისთვის. არ გამოიყენოთ ინტრაოკულარული გზით.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ფენიჟონის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
ეს მედიკამენტი გამოიყენება მხოლოდ თვალისთვის.
შეატყობინეთ თქვენს ექიმს:
- თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი;
- თუ გაწუხებთ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა ცერებრალური სისხლძარღვების შევიწროვების გამო (ცერებრალური არტერიოსკლეროზი);
- თუ გაქვთ ასთმის ხანგრძლივი ანამნეზი;
- თუ თქვენი თვალები წითელია, გაქვთ ანთება ან ტრავმირებულია;
- თუ გაქვთ ან გქონიათ მომატებული შიდა თვალის წნევა, განსაკუთრებით გუგების გამაფართოებელი მედიკამენტების მოხმარების შემდეგ.
ფენილეფრინმა შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას ზედაპირის (გამჭვირვალე აპკი თვალის კაკლის ზედაპირზე) დაზიანება და „დაბინდვა“, როდესაც ის დაზიანებულია. ასეთ შემთხვევებში, თქვენი ექიმი გადაწყვეტს რამდენად შესაფერისია ეს მედიკამენტი თქვენთვის.
ხანდაზმულ პაციენტებში პროდუქტის გამოყენებიდან 40-45 წუთის შემდეგ წინა საკანში შეიძლება შეინიშნოს მცურავი ნაწილაკები.
ზრდასრულ პაციენტებში აუცილებელია არტერიული წნევის კონტროლი.
თვალებში, რომლებიც დაზიანებულია ტრავმით, ცრემლის სეკრეციის შემცირებით და ანესთეზიის პერიოდში, მეტი ფენილეფრინი შეიძლება შევიდეს სისხლში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ძირითადად გულის მხრივ.
ფენიჟონი და სხვა მედიკამენტები
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ახლახანს იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.
შეატყობინეთ თქვენს ექიმს თუ იყენებთ:
- დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტებს;
- ზოგიერთ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო მედიკამენტებს (ე.წ. ბეტა-ბლოკატორების ჩთვ.);
- არარეგულარული გულისცემის სამკურნალო მედიკამენტებს (ქინიდინი ან ე.წ. საგულე გლიკოზიდები).
ფენილეფრინს შეუძლია ურთიერთქმედება გარკვეულ საანესთეზიო საშუალებებთან, როგორიცაა ჰალოტანი. თუ დანიშნული გაქვთ ოპერაცია ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, აცნობეთ თქვენს ექიმს, რადგან მან უნდა გადაწყვიტოს რამდენად შესაფერისია ფენილეფრინი თქვენთვის.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან მეძუძური, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად, ცდილობთ დაორსულებას ან ხართ მეძუძური, სპეციალისტის კონკრეტული დანიშნულების გარეშე არ გამოიყენოთ ფენიჟონი.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
როგორც ნებისმიერი სხვა თვალის წვეთების შემდეგ, შესაძლოა მოხდეს მხედველობის დროებითი დაბინდვა ან სხვა დარღვევები, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვასა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
ფენიჟონის თვალში ჩაწვეთების შემდეგ, ავტომობილის მართვამდე და მექანიზმების გამოყენებამდე დაელოდეთ თქვენი მხედველობის აღდგენას.
ფენიჟონი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება.
მოერიდეთ კონტაქტს რბილ კონტაქტურ ლინზებთან. ამოიღეთ კონტაქტური ლინზები თვალის წვეთების გამოყენებამდე და დაელოდეთ მინიმუმ 15 წუთი ხელახლა ჩასმამდე.
ცნობილია, რომ ბენზალკონიუმის ქლორიდს შეუძლია რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა.
3. როგორ გამოიყენება ფენიჟონი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რეკომენდებული დოზაა:
ზრდასრულები
ხსნარის ერთი წვეთი უნდა მოათავსოთ თვალში/თვალებში. თუ არ მიიღებთ ადექვატურ ეფექტს, შეიძლება დოზის კიდევ ერთხელ გამეორება დაახლოებით 1 საათში. თუმცა, ზოგიერთი დაავადებისას ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ მედიკამენტის დღიურად 1-2-ჯერ გამოყენება.
არ გამოიყენოთ დანიშნულზე მეტი დოზა.
ამ მედიკამენტის გამოყენების მიზნის შესაბამისად, ზუსტ დოზას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.
ფენილეფრინის გამოყენების შემდეგ თვალში წვის შეგრძნების და გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად თქვენმა ექიმმა შესაძლოა ფენილეფრინის გამოყენებამდე ადგილობრივი ანესთეზია დაგინიშნოთ.
თუ იყენებთ სხვა მედიკამენტებს თქვენი თვალისთვის, ინდივიდუალურ გამოყენებებს შორის გააკეთეთ არანაკლებ 5 წუთის ინტერვალი. თუ იყენებთ თვალის მალამოს, გამოიყენეთ ის ყველაზე ბოლოს.
ბავშვები და 65 წელს ზემოთ ხანდაზმულები
ხსნარის ერთი წვეთი უნდა მოათავსოთ თვალში/თვალებში. განმეორებითი გამოყენება ჩვეულებრივ არ არის საჭირო.
ჩვეულებრივ, ამ მედიკამენტს თქვენი ექიმი ჩაგაწვეთებთ. თუმცა, თუ თქვენით უნდა ჩაიწვეთოთ, გთხოვთ მიყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას:
გამოიყენეთ ფენიჟონი ორივე თვალში მხოლოდ თქვენი ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში.
ჩაწვეთებისას მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა. არ დაუშვათ ბოთლის წვერის თვალთან, ქუთუთოსთან ან მიმდებარე უბნებთან შეხება, რადგან ის შეიძლება დაბინძურდეს და გამოიწვიოს თვალის ინფექციები თვალისთვის სერიოზული შედეგებით, მხედველობის დაკარგვის ჩათვლით. ბოთლის გამოყენებამდე ყოველთვის დაიბანეთ ხელები!
თუ თვლით, რომ თქვენი ბოთლი დაბინძურებულია, წვეთების გამოყენების გაგრძელებამდე აცნობეთ ექიმს.
გამოყენების ინსტრუქცია
1. ბოთლის პირველად გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ ზოლი თავსახურსა და ბოთლს შორის არ არის გატეხილი. დაიბანეთ ხელები და მოხსენით თავსახური.
2. გადაწიეთ თავი უკან და ჩამოქაჩეთ ქვედა ქუთუთო. ეს წარმოქმნის „ჯიბეს“ ქუთუთოსა და თვალს შორის. წვეთი სწორედ აქ წავა.
3. დაიჭირეთ ბოთლი უკუღმა. მიიტანეთ წვერი თვალთან ახლოს. გამოიყენეთ სარკე, თუ დაგეხმარებათ.
4. არ შეეხოთ თვალს ან ქუთუთოს ან სხვა ზედაპირებს ბოთლით. ნაზად დააწექით ბოთლის ძირს, ხსნარის ერთი წვეთის გამოსაშვებად. თქვენ ძირზე ნაზი დაჭერა გჭირდებათ.
5. მედიკამენტის ჩაწვეთების შემდეგ, დახუჭეთ ქუთუთო და დააჭირეთ თითი თვალის კუთხეს ცხვირთან სამი წუთის განმავლობაში. ეს ხელს შეუშლის ფენიჟონის ცხვირში შესვლას ან გარეთ გადმოღვრას.
6. წვეთების ორივე თვალში გამოყენების შემთხვევაში, გაიმეორეთ ნაბიჯები მეორე თვალისთვის.
7. გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ დახურეთ ბოთლი.
თუ წვეთს ააცილებთ თვალს, სცადეთ თავიდან.
ფენიჟონის ეს ბოთლი გამოიყენება მხოლოდ თვალისთვის!
თუ გამოიყენებთ საჭიროზე მეტ ფენიჟონს
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი, ჩამოიბანეთ თვალი/თვალები ნელთბილი წყლით. ბოთლის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, აცნობეთ თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ფენიჟონის გამოყენება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. გახსენებისთანავე ჩაიწვეთეთ გამოტოვებული დოზა. თუ უკვე თქვენი შემდეგი დოზის დროა, გააგრძელეთ ჩვეულ რეჟიმში.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი კითხვის ქონის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ უვითარდება ყველას.
შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ფენილეფრინის 25 მგ/მლ თვალის წვეთების გამოყენებისას.
უცნობი გვერდითი მოვლენები (არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია):
დარღვევები თვალის მხრივ
ტკივილი, გაღიზიანება, მხედველობის დროებითი დაბინდვა და მხედველობის სხვა დარღვევები, სინათლის მიმართ მგრძნობელობა (ფოტოფობია), კონიუნქტივის მომატებული მგრძნობელობა, ალერგიული რეაქციები.
დარღვევები გულის მხრივ
პალპიტაცია, სწრაფი გულისცემა, არარეგულარული გულისცემა (palpitations), მაღალი არტერიული წნევა.
ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს გულის არტერიების სპაზმი, ასევე გულის რითმის სერიოზული დარღვევები და მიოკარდიუმის ინფარქტი. ეს გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ შეინიშნება ფენილეფრინის უფრო მაღალი კონცენტრაციით (10% ხსნარი) გამოყენებისას და უფრო ხშირი იყო გულის დაავადების მქონე პაციენტებში.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ანთება და გამონაყარი
იმუნური სისტემის დარღვევები
ალერგიული რეაქციები მძიმე ალერგიული რეაქციების ჩთვ, რომელიც სუნთქვის გაძნელებას და თავბრუსხვევას იწვევს.
სხვა
ფილტვის შეშუპება (სითხის დაგროვება), თავბრუსხვევა.
თვალის ირგვლივ სიფერმკრთალე დღენაკლულ ბავშვებში - სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერთითი მოვლენის გამოვლენისას, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ის მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. ასევე, გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ ეროვნულ შეტყობინების სისტემას:
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ეხმარებით მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში.
5. როგორ ინახება ფენიჟონი
არ შეინახოთ 25 ° C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
სინათლის სხივებისგან დასაცავად შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში.
არ გაყინოთ.
გამოიყენეთ ეს წამალი პირველი გახსნიდან 28 დღის განმავლობაში 25 °C-ზე დაბალ ტემპერატურაზე თავდაპირველ შეფუთვაში სინათლის სხივებისგან დასაცავად.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ უნდა მოხდეს სამკურნალო საშუალების გადაყრა გამდინარე წყლებში და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. გამოუყენებელი სამკურნალო საშუალების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობენ გარემო პირობების დაცვას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ფენიჟონი
- აქტიური ნივთიერებაა ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი
1 მლ ხსნარი შეიცავს 25 მგ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს.
- სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ბორის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან მარილმჟავა (pH კორექტირებისთვის), საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება ფენიჟონი და შეფუთვის შემადგნელობა
გამჭვირვალე თითქმის ოპალესცენტური ხსნარი ხილული ნაწილაკების გარეშე.
თეთრი პოლიეთილენის ბოთლი, აპლიკატორიანი-საწვეთურით, დახურული დამცავი რგოლის მქონე ხრახნიანი თავსახურით.
1 (ერთი) 5 მლ-იანი ბოთლი შეფუთული დანართ ფურცელთან ერთად მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით