ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიჰისტამინური სხვა საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
ეროლინი ®
**(Loratadine)
**
ეროლინი® ტაბლეტები 10 მგ
ყოველი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას _ 10 მგ ლორატადინს.
სხვა კომპონენტები: კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი,
მიკროკრისტალური ცელლულოზა, სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
პერიფერიული ჰისტამინური H1- რეცეპტორების სელექციური სამციკლიანი ბლოკატორი.
ჩვენება :
მოზრდილებში :
-სეზონური ან მუდმივი რინიტი;
-ალერგიული კონიუქტივიტი;
-იდიოპათიური ქრონიკული ჭინჭრის ციება;
ბავშვებში 2 წლის ასაკის ზევით:
-სერზონური ალერგიული რინიტი და კონიუქტივიტი;
-ალერგიული გამონაყარი კანზე, მაგალითად, იდიოპათიური ურტიკარია.
წინააღმდეგჩვენება :
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და მისი ინგრედიენტების მიმართ;
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
ბავშვები 2 წლის ასაკის ქვევით.
დოზირება:
მოზრდილებში:
საწყისი დოზა მოზრდილებისათვის და მოზრდილებში 12 წლის ასაკის ზევით ინიშნება
10მგ ლორატადინი 1 ჯერ დღეში.
ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის უკმარისობით და თირკმელების უკმარისობით დოზირება
ხდება ინდივიდუალურად. საწყისი დოზა მცირდება 5 მგ-მდე (1/2 ტაბლეტებში) დღეში ან
ინიშნება 10 მგ დღეში დღეგამოშვებით.
ხანდაზმულებში:
პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ავადმყოფებში 60 წლის ზევით არასაკმარისად
არის შესწავლილი. სავარაუდოა გვერდითი მოვლენების ხშირი განვითარება. ამიტომ
პრეპარატის დანიშვნისას ამ ასაკში საჭიროა სიფრთხილე.
ბავშვებში :
ბავშვებში 6 წლიდან 12 წლამდე პრეპარატი ინიშნება სხეულის წონის გათვალისწინებით.
ბავშვებში 30 კგ-ზე ნაკლები წონით ინიშნება 5მგ (1/2 ტაბლეტი) დღეში, ბავშვებში
30 კგ მეტი _ 10მგ (1 ტაბლეტი) დღეში.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატს როგორც წესი კარგად იტანენ. მკურნალობის დროს აღინიშნება: თავის
ტკივილი, ძილიანობა, დაღლილობა, პირის სიმშრალე, ღებინება, მომატებული მადა,
უსიამოვნო შეგრძნება კუჭის არეში, ნაწლავების ფუნქციის დარღვევა.
ბავშვებში ეროლინი იწვევს მოუსვენრობას, ასთმური ტიპის სუნთქვას, დაღლილობას,
ჰიპერკინეზიას, ტკივილს მუცელში, კონიუქტივიტს, დისფონიას და ადინამიას.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან :
აუცილებელია სიფრთხილე ეროლინის ერთდროული დანიშვნისას ერითრომიცინთან,
ციმეტიდინთან, ან კეტოკონაზოლთან, რაც იწვევს ლორატადინის და მისი მეტაბოლიტის
კონცენტრაციის ზრდას სისხლის პლაზმაში. ციმეტიდინის და კეტოკონაზოლის
კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში რჩება უცვლელი, ხოლო ერითრომიცინის შემცველობა
მცირდება 15%-ით. ასევე ეროლინის ერთდროული დანიშვნისას ღვიძლის ფერმენტების
ინჰიბიტორებთნ (გუანიდინი, ფლუკონაზოლი, ფლუოქსეტინი) საჭიროა სიფრთხილე,
რადგანაც არ არის საკმარისი მონაცემები ამ კომბინაციის უსაფრთხოების შესახებ.
ჭარბი დოზირება:
40-180მგ ლორატადინის მიღების შენდეგ აღინიშნება ძილიანობა, ტაქიკარდია, თავის
ტკივილი.
მკურნალობა: სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. აუცილებელია სწრაფად დაიწყოს
სიმპტომური თერაპია. ავადმყოფებში, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ ცნობიერება,
ინიშნება ემეტურიUსაშუალებები. იპეკაკუანას პრეპარატების დანიშვნა ნაჩვენებია
სპონტანური ღებინებისAშემთხვევაშიც. კუჭის გაწმენდის შემდეგ ინიშნება
აქტივირებული ნახშირი და სითხე დიდი რაოდენობით. თუ ღებინების გამოწვევა
წინააღმდეგნაჩვენებია, აუცილებელია კუჭის ამორეცხვა. გადაუდებელი ღონისძიებების
ჩატარების შემდეგ ავადმყოფები საჭიროებენ სამედიცინო დაკვირვებას.
გაფრთხილება და გაფრთხილების ზომები:
პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.
ეროლინის მიღება იწყება 4 დღით ადრე Prick-ტესტის ჩატარებამდე, რადგანაც
შესაძლებელია ამ სინჯის უარყოფითი შედეგი.
ეროლინის პირველი მიღებისას აუცილებელია ყურადღება მიექცეს გვერდითი მოვლენების
განვითარებას (მაგალითად, ძილიანობა), რამაც შეიძლება იმოქმედოს მანქანის და
მექანიკური მოწყობილობის მართვის უნარზე.
ავადმყოფებმა თავი უნდა შეიკავონ ამგვარი სამუშაოსაგან გვერდითი მოვლენების
გაქრობამდე.
შენახვის ვადა:
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის პირობები:
არა უმეტეს 250C.
ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
შეფუთვა :
10 ტაბლეტი ბლისტერებში.
10 ტაბლეტი (1X10) ან 30 ტაბლეტი (3X10) თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან
ერთად.
მწარმოებელი :
ფარმაცევტული ქარხანა სს «ეგისი», უნგრეთი
EGIS PHARMACEUTICALS LTD HUNGARY
მოქმედი ნივთიერება: ლორატადინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება (ჰისტამინური H1-რეცეპტორების მაბლოკირებელი).
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ლორატადინი ................ 10 მგ
სიროფი: 5 მლ 5 მლ ფლაკონში 120 მლ...
ჩვენებები: მოზრდილებში: -სეზონური ან მუდმივი რინიტი; ალერგიული კონიუნქტივიტი;
იდოპათური ქრონიკული ჭინჭრის ციება; ბავშვებში 2 წლის ასაკის ზევით:
სეზონური ალერგიული რინიტი და კონიუნქტივიტი; ალერგიული გამონაყარი კანზე,
მაგალითად, იდიოპათიური ურტიკარია.
მიღების წესი და დოზირება:
ტალბეტები
მოზრდილებში:
საწყისი დოზა მოზრდილებისათვის და მოზარდებში 12 წლის ასაკის ზევით ინიშნება 10 მგ ლორატადინი ერთხელ დღეში.
ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის უკმარისობით და თირკმელების უკმარისობით დოზირება ხდება ინდივიდუალურად. საწყისი დოზა მცირდება 5 მგ-მდე (1/2 ტაბლეტი), დღეში ან ინიშნება 10 მგ დღეში დღეგამოშვებით.
ხანდაზმულებში:
პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ავადმყოფებში 60 წლის ზევით არასაკმარისად არის შესწავლილი, სავარაუდოა გვერდითი მოვლენების ხშირი განვითარება, ამიტომ პრეპარატის დანიშვნისას ამ ასაკში საჭიროა სიფრთხილე.
ბავშვებში:
ბავშვებში 6 წლიდან 12 წლამდე პრეპარატი ინიშნება სხეულის წონის გათვალისწინებით.
ბავშვებში 30 კგ-ზე ნაკლები წონით ინიშნება 5 მგ (1/2 ტაბლეტი) დღეში, ბავშვებში 20 კგ-ზე მეტი - 10 მგ (1 ტაბლეტი) დღეში.
სიროფი
მოზრდილებში:
საწყისი დოზა მოზრდილებისათვის და მოზარდებში 12 წლის ასაკის ზევით:
ინიშნება 10მგ. ლორატადინი (10 მლ სიროფი) ერთხელ დღეში. ავადმყოფეში ღვიძლის ფუნქციის უკმარისობით და თირკმელების უკმარისობით დოზირება ხდება ინდივიდუალურა: . საწყისი დოზა მცირდება 5 მგ-მდე (5 მლ სიროფი) დღეში ან ინიშნება 10 მგ (10 მლ) დღეში დღეგამოშვებით.
ხანდაზმულებში:
პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ავადმყოფებში 60 წლის ასაკის ზევით არასაკმარისად არის შესწავლილი. სავარაუდოდ გვერდითი მოვლენების ხშირი განვითარება, ამიტომ პრეპარატის დანიშვნისას ამ ასაკში საჭიროა სიფრთხილე.
ბავშვებში:
ბავშვებში 6 წლიდან 12 წლამდე პრეპარატი ინიშნება 5 მგ (5 მლ სიროფი) დღეში,
ბავშვებში 30 კგ მეტი - 10 მგ (10 მლ) დღეში.
უკუჩვენებები:
*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და მისი ინგრედიენტების მიმართ;
*ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში;
*ბავშვებში 2 წლის ასაკის ქვევით.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.
გახსნილი ფლაკონი ინახება 6 თვის განმავლობაში.
შემადგენლობა
ყოველი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - 10 მგ ლორატადინს.
სხვა კომპონენტები: კოლოიდური უწყლო კაჟბადი, მაგნიუმის სტეარატი,
პრეჟელატინიზირებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის
მონოჰიდრატი.
ჩვენებები
ტაბლეტების ფორმით ეროლინი გამოიყენება ალერგიის ისეთი სიმპტომების
შესამსუბუქებლად, როგორებიცაა ცემინება, სურდო, თაველის ქავილი და სიწითლე. იგი
ასევე გამოიყენება კანის ალერგიული დაზიანებებისას, რომლებსაც ახასიათებს
გამონაყარი, ასევე ქავილისა და ჭინჭრის ციების დროს.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. ჩვეულებრივ
პრეპარატი შემდეგნაირად გამოიყენება:
მოზრდილები:
მოზრდილებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის ჩვეულებრივ საწყის დოზას
წარმოადგენს 10 მგ ლორატადინი, ე.ი. 1 ტაბლეტი დღეში.
ავადმყოფებისათვის ღვიძლის ფუნქციის უკმარისობით ან თირკმელების ფუნქციის
დარღვევით (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე არანაკლებ 30 მლ წუთში) დოზის შერჩევა
ინდივიდუალურად ხდება. საწყისი დოზა ჩვეულებრივ მცირდება 5 მგ-მდე (0.5 ტაბლეტი)
დღეში ან პრეპარატი ინიშნება 10 მგ (1 ტაბლეტი), მაგრამ დღეგამოშვებით.
ხანდაზმული ავადმყოფები:
ასეთ ავადმყოფებში სავარაუდოა გვერდითი ეფექტების უფრო ხშირად განვითარება.
ამიტომ ასეთ ავადმყოფებში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ეროლინის დანიშვნისას
დოზებით, რომლებიც რეკომენდებულია მოზრდილებისათვის თირკმელების ნორმალური
ფუნქციით.
ბავშვები:
6-12 წლის ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება სხეულის წონის შესაბამისად.
ბავშვები, რომელთა სხეულის წონა 30 კგ-ზე ნაკლებია, იღებენ 5 მგ-ს (0.5 მგ
ტაბლეტი) დღეში, ხოლო ბავშვები, რომელთა სხეულის წონა 30 კგ-ზე მეტია, იღებენ 10
მგ-ს (1 ტაბლეტი) დღეში.
სიროფის მიღება რეკომენდებულია ჭამამდე, საკმარისი რაოდენობით წყლის დაყოლებით.
სიროფის მიღება სასურველია ერთიდაიგივე დროს. ეს საუკეთესო შედეგს იძლევა.
თუ ავადმყოფს გამორჩა პრეპარატის დოზის მიღება, ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.
ეროლინით მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს.
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენები
როგორც ნებისმიერ სხვა პრეპარატს, ეროლინს გვერდითი ეფექტები გააჩნია.
მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები: თავის
ტკივილი, ძილიანობა, სიმშრალე პირში, ღებინება, გაძლიერებული მადა, უსიამოვნო
შეგრძნებები კუჭის არეში, ნაწლავის ფუნქციის დარღვევები.
თუ მკურნალობის დროს ბავშვს აღენიშნა შფოთვა, ასთმური სუნთქვა, დაღლილობის
შეგრძნება, მომატებული აქტივობა, მუცლის ტკივილი, თვალების სიწითლე და ანთება,
მეტყველების დარღვევა, ასევე საერთო სისუსტე, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
უკუჩვენება
ეროლინის ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
- ალერგია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ მოქმედ ნივთიერებაზე ან მის სხვა
კომპონენტებზე.
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
ეროლინის გამოყენება არ შეიძლება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
განსაკუთრებული მითითებები
ეროლინის გამოყენების დაწყებამდე ექიმს უნდა ეცნობოს ღვიძლის ან თირკმლის
არსებული დაავადების შესახებ. ამ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი
ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება ავადმყოფისათვის უფრო ეფექტური მკურნალობის
მეთოდის შესამუშავებლად.
ლორატადინის შეწოვას ცვლის საკვები, ამიტომ პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს
უზმოზე.
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ეროლინის პირველად მიღებისას, ვინაიდან ეროლინის
ზოგიერთმა გვერდითმა ეფექტმა (მაგ., ძილიანობამ) შეიძლება იმოქმედოს ავტომობილისა
და მექანიკური მოწყობილობების მართვის უნარზე. ასეთი საქმიანობების შესრულება
შეიძლება მხოლოდ ამ გვერდითი ეფექტების არარსებობის შემთხვევაში.
ეროლინით მკურნალობისას: თუ ექიმი აპირებს ალერგიული სინჯის (პრიკის ტესტის)
ჩატარებისას, იგი პაციენტს ურჩევს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას არანაკლებ 4
დღით ადრე ამ ტესტის ჩატარებამდე, რათა არ მოხდეს მცდარი უარყოფითი შედეგის
გამოვლინება.
ეროლინის სიროფის გამოყენება არ შეიძლება, თუ ფლაკონი 6 თვის განმავლობაში
გახსნილ მდგომარეობაში იმყოფება.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ ეროლინთან ერთად გამოწერილია ერითრომიცინი,
ციმეტიდინი ან კეტოკონაზოლი. ამ პრეპარატებმა შეიძლება გაზარდონ სისხლის პლაზმაში
ლორატადინისა და მისი მეტაბოლიტების შემცველობა. ამავდროულად ეროლინის ზეგავლენის
ქვეშ შეიძლება 15%-ით შემცირდეს ერითრომიცინის შემცველობა.
ეროლინის გამოყენება შეიძლება იმ სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში,
რომლებიც თრგუნავენ ღვიძლის ფერმენტებს (მაგალითად, ხინიდინი, ფლუკონაზოლი,
ფლუოქსეტინი), მაგრამ ამის განხორციელება ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს. იმ
შემთხვევაში, თუ პაციენტმა არ იცის როგორი პრეპარატებით სარგებლობს, ცოტახნის წინ
სარგებლობდა ან მომავალში აპირებს გამოყენებას, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 15-25oC ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 5 წელი
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე
მოქმედი ნივთიერება: ლორატადინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება (ჰისტამინური H1-რეცეპტორების მაბლოკირებელი).
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ლორატადინი ................ 10 მგ
სიროფი: 5 მლ 5 მლ ფლაკონში 120 მლ...
ჩვენებები: მოზრდილებში: -სეზონური ან მუდმივი რინიტი; ალერგიული კონიუნქტივიტი;
იდოპათური ქრონიკული ჭინჭრის ციება; ბავშვებში 2 წლის ასაკის ზევით:
სეზონური ალერგიული რინიტი და კონიუნქტივიტი; ალერგიული გამონაყარი კანზე,
მაგალითად, იდიოპათიური ურტიკარია.
მიღების წესი და დოზირება:
ტალბეტები
მოზრდილებში:
საწყისი დოზა მოზრდილებისათვის და მოზარდებში 12 წლის ასაკის ზევით ინიშნება 10 მგ ლორატადინი ერთხელ დღეში.
ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის უკმარისობით და თირკმელების უკმარისობით დოზირება ხდება ინდივიდუალურად. საწყისი დოზა მცირდება 5 მგ-მდე (1/2 ტაბლეტი), დღეში ან ინიშნება 10 მგ დღეში დღეგამოშვებით.
ხანდაზმულებში:
პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ავადმყოფებში 60 წლის ზევით არასაკმარისად არის შესწავლილი, სავარაუდოა გვერდითი მოვლენების ხშირი განვითარება, ამიტომ პრეპარატის დანიშვნისას ამ ასაკში საჭიროა სიფრთხილე.
ბავშვებში:
ბავშვებში 6 წლიდან 12 წლამდე პრეპარატი ინიშნება სხეულის წონის გათვალისწინებით.
ბავშვებში 30 კგ-ზე ნაკლები წონით ინიშნება 5 მგ (1/2 ტაბლეტი) დღეში, ბავშვებში 20 კგ-ზე მეტი - 10 მგ (1 ტაბლეტი) დღეში.
სიროფი
მოზრდილებში:
საწყისი დოზა მოზრდილებისათვის და მოზარდებში 12 წლის ასაკის ზევით:
ინიშნება 10მგ. ლორატადინი (10 მლ სიროფი) ერთხელ დღეში. ავადმყოფეში ღვიძლის ფუნქციის უკმარისობით და თირკმელების უკმარისობით დოზირება ხდება ინდივიდუალურა: . საწყისი დოზა მცირდება 5 მგ-მდე (5 მლ სიროფი) დღეში ან ინიშნება 10 მგ (10 მლ) დღეში დღეგამოშვებით.
ხანდაზმულებში:
პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ავადმყოფებში 60 წლის ასაკის ზევით არასაკმარისად არის შესწავლილი. სავარაუდოდ გვერდითი მოვლენების ხშირი განვითარება, ამიტომ პრეპარატის დანიშვნისას ამ ასაკში საჭიროა სიფრთხილე.
ბავშვებში:
ბავშვებში 6 წლიდან 12 წლამდე პრეპარატი ინიშნება 5 მგ (5 მლ სიროფი) დღეში,
ბავშვებში 30 კგ მეტი - 10 მგ (10 მლ) დღეში.
უკუჩვენებები:
*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და მისი ინგრედიენტების მიმართ;
*ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში;
*ბავშვებში 2 წლის ასაკის ქვევით.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.
გახსნილი ფლაკონი ინახება 6 თვის განმავლობაში.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით