ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
ენალაპრილი სლავია 20 მგ ტაბლეტები
1. ენალაპრილი სლავია და მისი გამოყენება
ენალაპრილი სლავია შეიცავს ენალაპრილის მალეატს, ნივთიერებას, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (აგფი).
ენალაპრილი სლავია გამოიყენება შემდეგი მდგომარეობის დროს:
– არტერიული ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა) მკურნალობა.
ეს პრეპარატი ჩვეულებრივ იწყებს მოქმედებას ერთი საათის შემდეგ და არტერიული წნევის მაქსიმალური დაქვეითება შეინიშნება 4-6 საათის შემდეგ. ეფექტი გრძელდება მინიმუმ 24 საათის განმავლობაში. ზოგიერთ ადამიანს სჭირდება მკურნალობა რამდენიმე კვირის განმავლობაში არტერიულ წნევაზე საუკეთესო ეფექტის მისაღწევად.
2. ენალაპრილი სლავიას მიღებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია
არ მიიღოთ ენალაპრილი სლავია, თუ:
- ალერგიული ხართ ენალაპრილის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (პუნქტი 6);
- ადრე მკურნალობდით მსგავსი პრეპარატით (აგფი) და განვითარდა ალერგიული რეაქციები, როგორიცაა: სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით. თუ გქონიათ ასეთი რეაქცია უცნობი მიზეზის გარეშე, არ უნდა გამოიყენოთ ენალაპრილი სლავია;
- დიაგნოსტირებული გაქვთ მემკვიდრეობითი ან უცნობი წარმოშობის ანგიონევროზი;
- ხართ 3 თვეზე მეტი ორსული (რეკომენდებულია ენალაპრილი სლავიას მიღებისგან თავის შეკავება ორსულობის ადრეულ პერიოდში - იხილეთ პუნქტი "ორსულობა");
- გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითება და იღებთ ალისკირენის შემცველ სისხლის დამწევ საშუალება.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას ენალაპრილი სლავიას მიღებამდე თუ:
- გაქვთ დაბალი წნევა დგომისას;
- გაქვთ თირკმლის დაავადება, ცოტა ხნის წინ ჩაგიტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია, იმყოფებით დიალიზზე ან იღებთ დიურეზულ საშუალებებს;
- შეზღუდული გაქვთ მარილი კვების რეჯიმში ან გაქვთ დეჰიდრატაცია (ხშირი ღებინების ან დიარეის ბოლო ეპიზოდების შემდეგ);
- გაქვთ გულის პრობლემა, როგორიცაა „აორტის სტენოზი“, "ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია", ან "მიტრალური სტენოზი“;
- გაქვთ ღვიძლის დაავადება;
- გაქვთ ცვლილებები გარკვეული ტიპის სისხლის უჯრედების რაოდენობაში (ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი), ან იღებთ მედიკამენტებს აუტოიმუნური ან რევმატული დაავადებებისთვის (როგორიცაა ალოპურინოლი ან პროკაინამიდიკი):
- ალერგიული ხართ სხვა პრეპარატების მიმართ;
- გიტარდებათ დესენსიბილიზაციის მკურნალობა ზოგიერთი მწერის (მაგ. ფუტკარი, კრაზანა, ჭიანჭველები) ნაკბენის გამო;
- გიტარდებათ სისხლში ზოგიერთი ცხიმის ფრაგმენტის აფერეზისი (სისხლის მიმოქცევიდან გამოდევნა);
- უნდა ჩაგიტარდეთ რაიმე ოპერაცია ან ანესთეზია, თუნდაც სტომატოლოგთან;
- იღებთ მედიკამენტებს შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, მათ შორის ინსულინს და პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებს (დაგჭირდებათ სისხლში შაქრის შემოწმება), განსაკუთრებით ენალაპრილი სლავიათი მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში;
- იღებთ კალიუმის შემცველ მედიკამენტებს (საკვები მარილის შემცვლელების ჩათვლით):
- იღებთ ლითიუმის შემცველ მედიკამენტებს (ზოგიერთი სახის ფსიქიკური დაავადებისთვის):
- მიეკუთვნებით შავკანიანთა რასას:
- იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ:
- რომელიმე ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორს (არბ, რომლებიც ასევე ცნობილია, როგორც "სარტანები" (მაგ. ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ ასევე გაქვთ შაქრიან დიაბეტთან დაკავშირებული თირკმელების პრობლემები;
- ალისკირენს.
ექიმმა შეიძლება რეგულარულად შეამოწმოს პაციენტის ორგანიზმის პასუხი ენალაპრილი სლავიაზე არტერიული წნევის გაზომვით და თირკმელების ფუნქციის და ელექტროლიტების (როგორიცაა კალიუმი) სისხლის ანალიზების ჩატარებით. იხილეთ პუნქტი "არ მიიღოთ ენალაპრილი სლავია".
ენალაპრილით მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს სიმშრალე, მუდმივი ხველა, რომელიც ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
ენალაპრილი სლავია არ არის რეკომენდებული ახალშობილებისთვის და თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის.
უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან აპირებთ დაორსულებას. ენალაპრილი სლავია არ უნდა მიიღოთ ორსულობის დასაწყისში ან თუ ხართ 3 თვეზე მეტი ხნის ორსული, რადგან ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს (იხილეთ პუნქტი "ორსულობა").
ენალაპრილი სლავია და სხვა მედიკამენტები
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება დაიწყოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღება.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება შეცვალოს ენალაპრილი სლავიას მოქმედების რეჟიმი ან გაზარდოს გვერდითი ეფექტების განვითარება.
მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:
- არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები;
- შარდმდენი საშუალებები, როგორიცაა ფუროსემიდი:
- კალიუმის შემცველი პრეპარატები (დიეტური მარილის შემცვლელების ჩათვლით) ან კალიუმის შემნახველი დიურეზულები;
- ლითიუმი;
- ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ანესთეტიკები, ნარკოტიკული საშუალებები;
- აცეტილსალიცილის მჟავა ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები;
- ოქროს მარილები (რევმატული დაავადებებისათვის);
- სიმპათომიმეტიკები (ნაზალური დეკონგესტანტები);
- ანტიდიაბეტური საშუალებები (ინსულინი, პერორალური დიაბეტის საწინააღმდეგო საშალება);
- თრომბოლიზური საშუალებები (სისხლძარღვებში თრომბის „დასაშლელად“);
- ბეტა-ბლოკატორები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულმკერდის არეში ტკივილის დროს):
- ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორი (არბ II) ან ალისკირენი (იხ. პუნქტები „არ მიიღოთ ენალაპრილი სლავია" და „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები").
ენალაპრილი სლავია საკვებთან და სასმელთან
შეგიძლიათ მიიღოთ ენალაპრილი სლავია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ადამიანების უმეტესობა ენალაპრილი სლავიას ერთ ჭიქა წყალთან ერთად იღებს.
ეთილის სპირტი აძლიერებს არტერიული წნევის დაქვეითების ეფექტს ენალაპრილი სლავიათი მკურნალობის დროს მოხმარების შემთხვევაში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ხართ ორსულად ან თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ, ან თუ ცდილობთ დაორსულებას.
ორსულობა
უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად (ან თუ აპირებთ დაორსულებას).
ჩვეულებრივ, ექიმი გირჩევთ შეწყვიტოთ ენალაპრილი სლავიას მიღება ჩასახვის წინ ან როგორც კი გაიგებთ, რომ ორსულად ხართ და დაგინიშნავთ შემცვლელ მედიკამენტს.
არ უნდა მიიღოთ ენალაპრილი სლავია ორსულობის დასაწყისში ან ორსულობის სამი თვის შემდეგ, რადგან მან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს პატარას ორსულობის მესამე თვის შემდეგ გამოყენების შემთხვევაში.
ძუძუთი კვება
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ ან აპირებთ ძუძუთი კვების დაწყებას. ენალაპრილი სლავიას მიღებისას არ უნდა გამოკვებოთ ბავშვი ძუძუთი (დაბადებიდან პირველი კვირების განმავლობაში). ენალაპრილი სლავიას მიღებისას არ გამოკვებოთ ძუძუთი დღენაკლული ბავშვი.
თუ თქვენი ბავშვი უფრო დიდი ასაკისაა, გთხოვთ, განიხილეთ ექიმთან ძუძუთი კვების დროს ენალაპრილის მიღების სარგებელი და რისკი, სხვა სამკურნალო საშუალებებთან შედარებით.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
ენალაპრილი სლავიათი მკურნალობის დროს შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა ან ძილიანობა. თუ ეს მოვლენები განვითარდა, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ენალაპრილი სლავიას ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
ენალაპრილი სლავია შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
3. ენალაპრილი სლავიას მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ექიმის დანიშნულებით. თუ არ ხართ დარწმუნებული, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ენალაპრილი სლავიას შესაბამის დოზას გადაწყვეტს თქვენი ექიმი მკურნალობის ჩვენების, თქვენი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის, მკურნალობაზე პასუხის, წონის მიხედვით, და საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება შეცვალოს მკურნალობის დროს.
არ შეცვალოთ ენალაპრილი სლავიას დღიური დოზა ექიმის მითითების გარეშე.
მაღალი არტერიული წნევა
საწყისი დოზა არის ენალაპრილის მალეატის დღეში 5 მგ 20 მგ-მდე დღეში ერთხელ, არტერიული წნევის მიხედვით.
მსუბუქი ჰიპერტენზიის მქონე ზოგიერთ პაციენტს სჭირდება უფრო დაბალი საწყისი დოზა (5-10 მგ დღეში). თირკმლის უკმარისობის, გულის პრობლემების, გაუწყლოების ან სისხლში ნატრიუმის დაბალი დონეების მქონე პაციენტებში, საწყისი დოზა არის ენალაპრილის მალეატის 5 მგ.
თუ ერთდროულად იღებთ დიურეზულებს (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ორგანიზმიდან ჭარბი წყლის გამსოადევნად) მაღალი დოზით, ექიმმა შეიძლება მოგთხოვთ მათი მიღების შეწყვეტა 2-3 დღით ადრე ენალაპრილი სლავიას მიღებამდე. ამ შემთხვევაში რეკომენდებული დღიური დოზა არის 5 მგ ენალაპრილი სლავია.
მას შემდეგ, რაც არტერიული წნევის მნიშვნელობები დასტაბილურდება, ჩვეულებრივი ხანგრძლივად მისაღები დოზა არის 20-40 მგ ენალაპრილის მალეატი დღეში ერთხელ.
თირკმელების პრობლემების მქონე პაციენტები
თირკმელების პრობლემების შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ენალაპრილი სლავიას დოზის შეცვლა, თირკმლის ფუნქციის სტატუსის მიხედვით. ეს შეფასდება სისხლის ანალიზით. თუ ასევე იღებთ დიგიტალისს, დღიური დოზა განსხვავებული იქნება. თქვენი ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის კონკრეტულ გეგმას.
ხანდაზმული პაციენტები
დოზას გადაწყვეტს თქვენი ექიმი თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის მიხედვით.
ბავშვები და მოზარდები
ამ ასაკობრივ ჯგუფში ენალაპრილი სლავიას გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. თუ ბავშვს შეუძლია ტაბლეტების გადაყლაპვა, დოზა დამოკიდებული იქნება ბავშვის წონაზე და არტერიული წნევის ცვლილებაზე მკურნალობის დროს. საწყისი დოზები 20-50 კგ წონის ბავშვებისა და მოზარდებისთვის არის ენალაპრილის მალეატის 2.5 მგ, და 50 კგ-ზე მეტი წონისას 5მგ დღეში. დღიური დოზა, რომელიც შეიძლება იყოს ერთჯერადი მიღებისას რეკომენდებული, არის მაქსიმუმ 20 მგ 20-დან 50 კგ-მდე წონის ბავშვებისთვის და 40 მგ 50 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
ახალშობილები და თირკმელების პრობლემების მქონე ბავშვები
ენალაპრილი სლავია არ მიიღება.
ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, როდესაც დაიწყებთ ენალაპრილი სლავიას მიღებას ან ენალაპრილი სლავიას მაღალი დოზის დროს, რადგან არტერიული წნევა შეიძლება ძალიან დაეცეს. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გრძნობთ თავბრუსხვევას.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ახლახან დაიწყეთ ან აპირებთ რაიმე სხვა მედიკამენტის მიღებას.
ექიმმა შეიძლება შეცვალოს ენალაპრილი სლავიას დოზა და/ან მიიღოს სხვა სიფრთხილის ზომები.
თუ მიიღეთ ანალაპრილი სლავიას ჭარბი დოზა
დაყოვებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს, თუ მიიღეთ ძალიან მაღალი დოზა. თან იქონიეთ ორიგინალი შეფუთვა. შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტი: თავბრუსხვევა. ეს გამოწვეულია არტერიული წნევის უეცარი ან გადაჭარბებული ვარდნით.
თუ დაგავიწყდათ ენალაპრილი სლავიას მიღება
- თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, გამოტოვეთ მიღებული დოზა.
- მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ.
- არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ შეწყვეტთ ენალაპრილი სლავიას მიღებას
არ შეწყვიტოთ ენალაპრილი სლავიის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ექიმი მოგცემთ ამგვარ რეკომენდაციას.
როგორც წესი, არტერიული ჰიპერტენზიის ან გულის უკმარისობის სამკურნალო პრეპარატები მიიღება მთელი ცხოვრების განმავლობაში. თუ თქვენ შეწყვეტთ ენალაპრილი სლავიას მიღებას, არტერიული წნევა შეიძლება გაიზარდოს და ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება უფრო სერიოზული გახდეს. ძალიან მაღალმა წნევამ შეიძლება დააზიანოს თირკმელები და გული.
ამ პრეპარატის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ნებისმიერი სხვა პრეპარატის შემთხვევაში, ეს პრეპარატიც შეიძლება დაკავშირებული იყოს გვერდით ეფექტებთან, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა ადამიანში.
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
- ბუნდოვანი ხედვა;
- თავბრუსხვევა;
- ხველა;
- გულისრევა;
- დაღლილობა.
ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
- თავის ტკივილი;
- დეპრესია;
- დაბალი არტერიული წნევა (მათ შორის დაბალი წნევა დგომისას);
- გონების დაკარგვა;
- მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი, სავარაუდოდ გამოწვეული ძალიან დაბალი არტერიული წნევით მაღალი რისკის მქონე პაციენტებში;
- გულმკერდის არეში ტკივილი;
- პალპიტაციები;
- აჩქარებული გულისცემა;
- სუნთქვის გაძნელება;
- დიარეა;
- მუცლის ტკივილი;
- გემოს შეგრძნების ცვლილება;
- გამონაყარი;
- ჰიპერმგრძნობელობა ან ანგიოშეშუპება (ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სიწითლეს, შემდეგ კი სახის და ყელის შეშუპებას, რაც შეიძლება იყოს საკმარისად მძიმე და გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება).;
- სისუსტე;
- სისხლში კალიუმის დონის მომატება;
- სისხლში კრეატინინის დონის მომატება (თირკმელების ფუნქციის ანალიზი).
არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
- ანემია (მათ შორის აპლასტური და ჰემოლიზური ანემია);
- სისხლში შაქრის დაბალი დონე;
- დაბნეულობა, ძილიანობა, უძილობა, ნერვოზულობა;
- ჩხვლეტის შეგრძნება, თავბრუსხვევა;
- დაბალი წნევა დგომისას, პალპიტაციები;
- სურდო;
- ყელის ტკივილი და ხმის ჩახლეჩა;
- გაგუდვის ან ბრონქული ასთმის შეგრძნება;
- ნაწლავის გაუვალობა;
- პანკრეასის ანთება;
- ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა, ყაბზობა, მადის დაკარგვა, კუჭის გაღიზიანება;
- პირის სიმშრალე, პეპტიური წყლული;
- ჭარბი ოფლიანობა;
- ქავილი, ჭინჭრის ციება;
- თმის ცვენა;
- თირკმლის ფუნქციის დაქვეითება ან თირკმლის უკმარისობა, შარდში ცილების მაღალი დონე;
- იმპოტენცია;
- კუნთების სპაზმი;
- სახის სიწითლე;
- ყურებში ხმის შეგრძნება;
- სისუსტე;
- ცხელება;
- შარდოვანას დონის მომატება, სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში, მაგრამ 10 000-დან 1-ზე მეტ ადამიანში)
- სხვადასხვა სისხლის დარღვევები;
- აუტოიმუნური დაავადება;
- ანომალური სიზმრები, ძილის დარღვევები;
- რეინოს ფენომენი (ფერისა და ტემპერატურის ცვლილება, რასაც თან ახლავს ტკივილი და ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში - ცხვირი, თითები, ყურები);
- ცვლილებები ფილტვებში, რინიტი, ალერგიული ალვეოლიტი/ეოზინოფილური პნევმონია
- ენის ან პირის ანთება, სტომატიტი;
- ღვიძლის პრობლემები,სიყვითლე;
- მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, პემფიგუსი (აუტოიმუნური დაავადებები, რომლებიც ხასიათდება კანისა და ლორწოვანი გარსების ინტრაეპითელიური დაზიანებით), ერითროდერმა;
- დღის განმავლობაში გამომუშავებული შარდის რაოდენობის შემცირება (ოლიგურია)
- მკერდის გადიდება მამაკაცებში (გინეკომასტია);
- სისხლში ღვიძლის ფერმენტების ან ბილირუბინის დონეების მომატება.
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10 000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში, მაგრამ 100 000-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
- ნაწლავების შეშუპება (ანგიოშეშუპება).
დაუდგენელი სიხშირე (ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
- ჰიპოფიზის ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეცია. სიმპტომები შეიძლება იყოს: ღებინების შეგრძნება, შეშუპება, დაბნეულობა, სისუსტე, გულისრევა, მადის ნაკლებობა, ძილიანობა.
შეწყვიტეთ ენალაპრილი სლავიას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ განვითარდა ჭინჭრის ციება ან სახის, ტუჩების, კიდურების, ენის და/ან ყელის შეშუპების სიმპტომები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება. შავკანიან პაციენტებში მომატებულია „აგფი“-ით გამოწვეული არასასურველი გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.
ენალაპრილი სლავიას პირველი დოზის მიღების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის უფრო ძლიერი ვარდნა, ვიდრე მკურნალობის სხვა პერიოდში. შეიძლება განვითარდეს სიმპტომები, როგორიცაა სისუსტე ან თავბრუსხვევა. ეს სიმპტომები უმჯობესდება, თუ დაჯდებით ან დაწვებით. თუ სიმპტომები გრძელდება, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. ენალაპრილი სლავიას შენახვის წესი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე "EXP""-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. ორიგინალურ შეფუთვაში.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ენალაპრილი სლავია
აქტიური ნივთიერება: ენალაპრილის მალეატი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ენალაპრილის მალეატს.
სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი (K 30).
ენალაპრილი სლავიას გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
მრგვალი ტაბლეტები, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ორმხრივ ამოზნექილი ზედაპირით, გარეგნულად ერთგვაროვანი, კომპაქტური და ერთგვაროვანი სტრუქტურით, წაჭრილი კიდეებით, დიამეტრით 9 მმ, ცალ მხარეს ამოტვიფრულია „20“.
კოლოფში მოთავსებულია 2 ალ/პვქ ბლისტერი, თითოეული 10 ტაბლეტით.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
S.C. Slavia Pharm S.R.L.,
B-dul Theodor Pallady nr. 44C
Sector 3, Bucuresti
რუმინეთი.
მწარმოებელი
S.C. Slavia Pharm S.R.L.,
B-dul Theodor Pallady nr. 44C
Sector 3, Bucuresti
რუმინეთი.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
4.5 ლ | ||
|
2 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით