ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანემიური პრეპარატები, სამვალენტიანი რკინის პერორალური პრეპარატები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
დასახელება - Ferifer - ფერიფერი ხსნარი
გამოყენება : რკინის დეფიციტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, რომელიც წარმოიშვა სხვადასხვა მიზეზის გამო და რკინა დეფიციტური ანემიის დროს; იგი გამოიყენება რკინით დამატებით მკურნალობისთვის ორსულებში, ლაქტაციის დროს და ბავშვებში.ორსულობის დროს ასევე უნდა მოხდეს ფოლიუმის მჟავას დანამატის მიღება რკინის დანამატთან ერთად.
არ მიიღოთ თუ - გაქვთ რკინით მაღალი დატვირთვა (ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი)
გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა რკინის მიმართ
გაქვთ რკინის მეტაბოლიზმის დარღვევის დაავადება (ტყვიის ანემია, სიდეროქრესტული
ანემია) და "ხმელთაშუა ზღვის ანემია" (თალასემია)
გაქვთ რკინადეფიციტური ანემიის გარდა სხვა ანემია (ჰემოლიზური ანემია)
ორსულობა
ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ფერიფერი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც რკინის დანამატი ორსულობის დროს.
მიღება: რკინის ლატენტური დეფიციტი: 1/2 ან 1 კოვზი დღეში (50 მგ ან 100 მგ).რკინის მძიმე დეფიციტი: 1 კოვზი ორჯერ ან სამჯერ დღეში (200 მგ – 300 მგ).
შენახვა:შეინახეთ ფერიფერი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას და თავის შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 25რC-ზე ქვემოთ.
დასახელება - Ferifer - ფერიფერი ხსნარი
გამოყენება : რკინის დეფიციტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, რომელიც წარმოიშვა სხვადასხვა მიზეზის გამო და რკინა დეფიციტური ანემიის დროს; იგი გამოიყენება რკინით დამატებით მკურნალობისთვის ორსულებში, ლაქტაციის დროს და ბავშვებში.ორსულობის დროს ასევე უნდა მოხდეს ფოლიუმის მჟავას დანამატის მიღება რკინის დანამატთან ერთად.
არ მიიღოთ თუ - გაქვთ რკინით მაღალი დატვირთვა (ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი)
გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა რკინის მიმართ
გაქვთ რკინის მეტაბოლიზმის დარღვევის დაავადება (ტყვიის ანემია, სიდეროქრესტული
ანემია) და "ხმელთაშუა ზღვის ანემია" (თალასემია)
გაქვთ რკინადეფიციტური ანემიის გარდა სხვა ანემია (ჰემოლიზური ანემია)
ორსულობა
ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ფერიფერი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც რკინის დანამატი ორსულობის დროს.
მიღება: რკინის ლატენტური დეფიციტი: 1/2 ან 1 კოვზი დღეში (50 მგ ან 100 მგ).რკინის მძიმე დეფიციტი: 1 კოვზი ორჯერ ან სამჯერ დღეში (200 მგ – 300 მგ).
შენახვა:შეინახეთ ფერიფერი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას და თავის შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 25რC-ზე ქვემოთ.
სარეკომენდაციო ვერსია
პაციენტის საინფორმაციო ფურცელი -ჩანართი
ფერიფერი 100 მგ/5 მლ პერორალური ხსნარი კოვზში
პერორალური გამოყენებისთვის.
რა არის ამ ფურცელ -ჩანართში:
რა არის ფერიფერი და რისთვის გამოიყენება იგი?
რა უნდა იცოდეთ ფერიფერის მიღებამდე?
როგორ მიიღება ფერიფერი?
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორ ინახება ფერიფერი?
რა არის ფერიფერი და რისთვის გამოიყენება იგი?
ფერიფერი არის პერორალური ხსნარი, შეიცავს 294,12 მგ რკინის III ჰიდროქსიდის პოლიმალტოზის კომპლექსს, 100 მგ რკინის ეკვივალენტურს თითოეულ კოვზში (5 მლ), რომელიც დამზადებულია PET -გან და დაფარულია ალუმინით.
თითოეული კოლოფი შეიცავს 10, 20, 28 ან 30 ერთჯერად კოვზს 5 მლ. თითოეული კოვზი მოთავსებულია პვქ-ს სეპარატორში.
რკინის დეფიციტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, რომელიც წარმოიშვა სხვადასხვა მიზეზის გამო და რკინა დეფიციტური ანემიის დროს; იგი გამოიყენება რკინით დამატებით მკურნალობისთვის ორსულებში, ლაქტაციის დროს და ბავშვებში.
ორსულობის დროს ასევე უნდა მოხდეს ფოლიუმის მჟავას დანამატის მიღება რკინის დანამატთან ერთად.
არ მიიღოთ ფერიფერი თუ:
გამოიყენეთ ფერიფერი სიფრთხილით, თუ:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
თუ ზემოაღნიშნული გაფრთხილებები გეხებოდათ თქვენ თუნდაც წარსულში, გთხოვთ, გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
ფერიფერი საკვებთან და სასმელთან ერთად:
არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სასმელთან.
ორსულობა
ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ფერიფერი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც რკინის დანამატი ორსულობის დროს.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ფერიფერი შეიძლება გამოყენებულ იქნას ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
არანაირი გავლენა არ აქვს მანქანის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ, რომლებსაც შეიცავს ფერიფერი
თუ ექიმმა ადრე გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, მიმართეთ თქვენს ექიმს ფერიფერის მიღებამდე, რადგან ის შეიცავს სორბიტოლს (E420).
შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული ტიპის), რადგან შეიცავს ნატრიუმის მეთილპარაბენს (E219) და ნატრიუმის პროპილპარაბენს (E217).
გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზის კომპლექსს არ გააჩნია იონური ურთიერთქმედება საკვებთან და თანმხლებ წამლებთან (ტეტრაციკლინები, ანტაციდები).
ცნობილია, რომ ვიტამინი C ზრდის რკინის შეწოვას.
როდესაც ლევოთიროქსინის შემცველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალოდ, მიიღება ფერიფერისთან ერთად, ირღვევა აბსორბცია, ამიტომ ორი პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მინიმუმ 2 საათიანი შუალედით.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებდით ან ახლა იღებთ რომელიმე
_რეცეპტულ ან ურეცეპტო წამალს. _
ფერიფერი ყოველთვის მიიღება ზუსტად ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს წამალი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვას. ეს შეიძლება იყოს საზიანო, მაშინაც კი, თუ სიმპტომები იგივეა, რაც თქვენი.
რკინის ლატენტური დეფიციტი: 1/2 ან 1 კოვზი დღეში (50 მგ ან 100 მგ).
რკინის მძიმე დეფიციტი: 1 კოვზი ორჯერ ან სამჯერ დღეში (200 მგ - 300 მგ).
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ანემიის ხარისხზე და ერითროციტების ნორმალურ დონეზე. საშუალოდ საჭიროა 3-5 თვე რკინის მნიშვნელოვანი დეფიციტის მკურნალობისთვის სისხლში ნორმალური დონის მისაღწევად.
რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობის ხანგრძლივობა არის 1-2 თვე.
რკინის დეფიციტის სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 2-3 თვის განმავლობაში დღეში თითო კოვზით ორგანიზმის რესურსების შესავსებად.
მიღების გზა და მეთოდი:
ფერიფერი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის.
ფერიფერი მიიღება პირდაპირ კოვზიდან.
გამოყენება ბავშვებში:
არ არსებობს საკმარისი მონაცემები დოზირების შესახებ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რუტინული გამოყენებისთვის.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ხანდაზმულებში გამოყენება იგივეა, რაც მოზრდილებში.
თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:
არ უნდა იქნას გამოყენებული თირკმლებისა და ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პირებში.
თუ გრძნობთ, რომ ფერიფერის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
_ _
თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი ფერიფერი:
თუ თქვენ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ფერიფერი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
_ _
თუ თქვენ იყენებთ იმაზე მეტ ფერიფერს, ვიდრე უნდა მიიღოთ, შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა. შეიძლება განვითარდეს მსუბუქი თავბრუსხვევა, სიფერმკრთალე ან კანის რუხი-ლურჯი შეფერილობა (ციანოზი), შოკიც კი. საჭიროა პაციენტთან ღებინების გამოწვევა და/ან შეიძლება საჭირო გახდეს კუჭის ამორეცხვა. თუ ინტოქსიკაციიდან გარკვეული დრო გავიდა, მაშინ ორგანიზმში ჭარბი რკინის ქელატირებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას დესფერიოქსამინის მსგავსი პრეპარატი.
თუ დაგავიწყდათ ფერიფერის მიღება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა ფერიფერის გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
_ _
გამოტოვეთ გამოტოვებული დოზა და მიიღეთ შემდეგი დოზა დაგეგმილი დოზის დროს.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ფერიფერით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში:
არ არსებობს.
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ფერიფერმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე ინდივიდებში.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების სამსახურს, თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი ფერიფერის შემდეგ:
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.
თუ თქვენ ჩამოთვლილიდან გამოგივლინდათ რომელიმე გვერდითი ეფექტი, მაშინ ეს მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ფერიფერის მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა ეს ძალიან მძიმე გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათია.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების სამსახურს, თუ თქვენ გაქვთ რომელიმე შემდეგი სიმპტომი:
ყველა ეს სერიოზული გვერდითი ეფექტებია და შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევები.
მძიმე გვერდითი ეფექტები აღინიშნება ძალიან იშვიათად.
მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ქვემოთ მოცემულ რომელიმე ჩივილს:
ეს არის ფერიფერის მსუბუქი გვერდითი ეფექტები.
ეს გვერდითი ეფექტები გაივლის დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ფურცელ -ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეინახეთ ფერიფერი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას და თავის შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე ქვემოთ.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
გამოიყენეთ ფერიფერი კოვზზე ან შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლამდე.
_ _
თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტსა და/ან შეფუთვაში, არ გამოიყენოთ ფერიფერის ეს პროდუქტი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:
Berko İlaç ve Kimya Sanayi A.Ş.
Yenişehir Mah. Özgur Sok. No: 16-18
ათაშეირი/სტამბოლი - თურქეთი
+90 216 456 65 70 (ატს)
+90 216 456 65 79 (ფაქხი)
info@berko.com.tr
მწარმოებელი:
Berko İlaç ve Kimya Sanayi A.Ş.
Adil Mah. Yorukler Sok. No: 2
სულთანბეილი/ სტამბოლი-თურქეთი
+90 216 592 33 00 (ტელ)
+90 216 592 00 62 (ფაქსი)
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით