ფერუმ ლეკი 100მგ - Ferrum Lek 100mg
ფერუმ ლეკი 100მგ - Ferrum Lek 100mg

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანემიური პრეპარატები, სამვალენტიანი რკინის პერორალური პრეპარატები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - ferrous (III) hydroxyde polymaltose complex
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემატოლოგია → ანტიანემიური პრეპარატები → რკინის პრეპარატები → შინაგანი გამოყენების
აქტიური ნივთიერება: რკინის [III] ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი
დამხმარე ნივთიერებები: საღეჭი აბები: დექსტრატები, მაკროგოლი 6000, ასპარტამი E951, ტალკი, შოკოლადის ესენცია.
სიროფი: სორბიტოლი, საქაროზა, ეთანოლი, ნაღების ესენცია, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გაწმენდილი წყალი.

რას წარმოადგენს ფერუმ ლეკი და რისთვის გამოიყენება იგი
ფერუმ ლეკი საღეჭი აბები
ერთი აბი შეიცავს 100 მგ რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზურ კომპლექსს.
ფერუმ ლეკი სიროფი.
1 მლ სიროფი შეიცავს 10 მგ რკინის [III] ჰიდროქსიდის პოლიმალტოზურ კომპლექსს.
5 მლ სიროფი (1 სარწყაო კოვზი) შეიცავს 50 მგ რკინის [III] ჰიდროქსიდის პოლიმალტოზურ კომპლექსს.

შეფუთვა:
საღეჭი აბები: 100 მგ-იანი საღეჭი აბები სტრიპებში (3 სტრიპში 10-10 აბი), 30 აბი მუყაოს კოლოფში.
სიროფი: 100 მლ სიროფი მინის ფლაკონებში და სარწყაო კოვზი მუყაოს კოლოფში.

ფერუმ ლეკი გამოიყენება ლატენტური რკინის დეფიციტის და რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ. რკინა წარმოადგენს ჰემოგლობინის, მიოგლობინის და რკინის შემცველი ფერმენტების მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს. რკინის დეფიციტის დროს აღინიშნება ქრონიკული დაღლილობა, კონცენტრაციის დაქვეითება, გაღიზიანებადობა, ნევროზულობა, თავის ტკივილები, მადის დაკარგვა, მომატებული მგრძნობელობა სტრესული ზემოქმედებებისა და ინფექციების მიმართ, ფერმკრთალობა, ნაპრალები პირის კუთხეებში, კანის სიმშრალე, თმისა და ფრჩხილების მტვრევადობა.

რკინას ფერუმ ლეკის საღეჭი აბები და სიროფი შეიცავს რკინის ჰიდროქსიდის (III) და პოლიმალტოზის სახით, რომელშიც მისი ნაწილაკები შედის პოლიმერული ნახშირწყლის (პოლიმალტოზის) მოლეკულებში. ასეთივე სახით რკინა არ ახდენს მავნე ზემოქმედებას კუჭნალწავის ტრაქტზე და არ შედის საკვებთან ურთიერთქმედებაში. ამასთან იზრდება აგრეთვე რკინის ბიომისაწვდომობა.

რკინის ჰიდროქსიდის (III) და პოლიმალტოზის კომპლექსის სტრუქტურა ორგანიზმში არსებული ბუნებრივი რკინის-დამგროვებელი პროტეინის ფერიტინის აგებულების მსგავსია. ამ მსგავსების წყალობით რკინა შეიწოვება ორგანიზმში ბუნებრივი გზით. რკინის ჰიდროქსიდის (III) და პოლიმალტოზის კომპლექსს არ გააჩნია პროოქსიდანტური თვისებები, რომლებიც დამახასიათებელია ორვალენტიანი რკინის მარილებისთვის.

ფერუმ ლეკი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
• ლატენტური რკინის დეფიციტის მკურნალობა.
• რკინადეფიციტური ანემიის (გამოხატული რკინის დეფიციტის) მკურნალობა.
• რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობის დროს.
როგორ უნდა მივიღოთ ფერუმ ლეკი
ზუსტად შეასრულეთ ექიმის მითითებები პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ. პრეპარატის დოზა და მისი მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის ხარისხზე.

გამოხატული რკინის დეფიციტი
მკურნალობა გრძელდება 3-5 თვის განმავლობაში, ჰემოგლობინის დონის ნორმალიზებამდე. ამის შემდეგ ორგანიზმში რკინის მარაგების აღსადგენად პრეპარატს ნიშნავენ კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ბავშვები 1 წლამდე: საწყისი დოზა შეადგენს ფერუმ ლეკის სიროფის 2,5 მლ (ქ სარწყაო კოვზს). დოზას თანდათან ზრდიან სიროფის 5 მლ-მდე (1 სარწყაო კოვზამდე) დღე- ღამეში.
ბავშვები 1-დან 12 წლამდე: სიროფის 5 - 10 მლ (1 - 2 სარწყაო კოვზი) დღე-ღამეში.
12 წელზე უფროსი ბავშვები, მოზრდილები, მეძუძური დედები: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს ფერუმ-ლეკის 1-3 საღეჭ აბს ან ფერუმ-ლეკის სიროფის 10 - 30 მლ (2 - 6 სარწყაო კოვზი) დღე-ღამეში.

რკინის ლატენტური დეფიციტი
მკურნალობა გრძელდება 1-2 თვის განმავლობაში.
ბავშვები 1 წლამდე: ძალიან დაბალი რეკომენდირებული დოზირების გამო ფერუმ ლეკის პრეპარატები ამ ჩვენებების მიხედვით არ ინიშნება.
ბავშვები 1-დან 12 წლამდე: ფერუმ-ლეკის სიროფის 2,5 - 5 მლ (ქ - 1 სარწყაო კოვზი) დღე-ღამეში.
12 წელზე უფროსი ბავშვები, მოზრდილები, მეძუძური დედები: ფერუმ-ლეკის 1 საღეჭი აბი ან ფერუმ-ლეკის სიროფის 5 - 10 მლ (1 - 2 სარწყაო კოვზი) დღე-ღამეში.

მწარმოებელი: LEK, სლოვენია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რკინადეფიციტური ანემიის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი****ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი ........ 100 მგ

სხვა ინგრედიენტები:

შოკოლადის ესენცია, ასპარტამი (E951), ტალკი, მაკროგოლი 6000, დესტრატები.

სიროფი: ფლაკონში 100 მლ, დოზირებულ კოვზთან კომპლექტში.

5 მლ

რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი .......... 50 მგ

სხვა ინგრედიენტები:

საქაროზა, სორბიტოლი მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ეთანოლი, ქლიავის ესენცია, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური****თვისებები:

პრეპარატში ფერუმ ლეკი რკინა იმყოფება რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსის სახით. რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი გამორჩეულად სტაბილურია და ფიზიოლოგიურ პირობებში არ გამოყოფს რკინის თავისუფალ იონებს. კომპლექსი სტრუქტურით ჰგავს რკინისა და ფერიტინის ბუნებრივ ნაერთს, რის გამოც პრეპარატის შიგნით მიღებისას რკინა (III) ნაწლავიდან სისხლში აქტიური შეწოვის გზით გადადის, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის დოზის გადაჭარბებასა და პრეპარატით მოწამვლას. რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმატოზურ კომპლექსს არ გაჩნია პროოქსიდანტური თვისებები, რომლებიც რკინის (II) მარილებს ახასიათებს.

პრეპარატის გამოყენებისას ხდება რკინის დეფიციტის კლინიკური (სისუსტე, დაღლილობა, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, კანის საფარის სიმშრალე) და ლაბორატორიული სიმპტომების თანდათანობითი რეგრესია.

ფარმაკოკინეტიკა**:**

პრეპარატის შიგნის მიღების შემდეგ რკინის შეწოვა ხდება 12-გოჯა და წვრილ ნაწლავებში. არსებობს კორელაცია რკინის დეფიციტის დონესა და სისხლის სისტემურ ნაკადში აბსორბირებულ რკინის რაოდენობას შორის (რაც მეტია რკინის დეფიციტი, მით უკეთესია შეწოვა).

ჩვენებები**:**

  • რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობა;
  • რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა;
  • რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება:

საღეჭი****ტაბლეტები

რკინადეფიციტური** ანემიის**** სამკურნალოდ** ინიშნება 1 ტაბ. 2-3-ჯერ დღე-ღამეში სისხლში ჰემოგლობინის ნორმალური დონის მიღწევამდე (ჩვეულებრივ 2-3 თვეში თერაპიის დაწყებიდან). ამის შემდეგ რკნის პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს რამდენიმე თვის განმავლობაში ორგანიზმში რკინის რეზერვის აღსადგენად (1 ტაბ. ერთხელ დღე-ღამეში).

ორსულობის** დროს** რეკომენდებულია 1 ტაბ. მიღება დღე-ღამეში მთელი პერიოდის განმავლობაში.

რკინის** ლატენტური**** დეფიციტის**** პროფილაქტიკისათვის** ინიშნება დოზით 1 ტაბ. დღე-ღამეში. ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია ჭამის დროს ან მისი დასრულებისთანავე, მათი დაღეჭვით ან მთლიანად ჩაყლაპეთ.

სიროფი

ფერუმ ლეკის სიროფის მიღება რეკომენდებულია ჭამის დროს ან მისი დასრულებისთანავე. შეიძლება ხილის ან ბოსტნეულის წვენებთან ან საკვებ ნარევებთან შერევა (პრეპარატის აქტივობის დაქვეითების გარეშე). სადღეღამისო დოზის მიღება შეიძლება 1 ან რამდენიმე მიღებად.

რკინადეფიციტური** ანემიის**** დროს** რეკომენდებული დოზებით მკურნალობა ტარდება 2-3 თვის განმავლობაში სისხლში ჰემოგლობინის ნორმალური დონის მიღწევამდე. ამის შემდეგ რკინის პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს რამდენიმე თვის განმავლობაში ორგანიზმში რკინის რეზერვის აღსადგენად.

პრეპარატის სადღეღამისო დოზები რკინადეფიციტური მდგომარეობების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის პაციენტის ჩვენებებისა და ასაკის მიხედვით მოყვანილია ცხრილში.

პაციენტები | რკინადეფიციტური****ანემია | რკინისლატენტურიდეფიციტი | რკინისდეფიციტისპროფილაქტიკა
---|---|---|---
1 წლამდე ბავშვები | 2.5-5 მლ | * | *
1-12 წლის ბავშვები | 5-10 მლ | 2.5-5 მლ | *
12 წელზე უფროსი ბავშვები, მოზრდილები, ქალები ლაქტაციის პერიოდში | 10-30 მლ | 5-10 მლ | *
ორსულები | 20-30 მლ | 10 მლ | 5-10 მლ

*ამ ჩვენებების მიხედვით პრეპარატი უნდა დაინიშნოს ძალიან დაბალი დოზებით, ამიტომ სიროფის გამოყენება რეკომენდებული არ არის. 1 დოზირებული კოვზის შემცველობაა 5 მლ.

გვერდითიმოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად - სიმძიმის შეგრძნება, დისკომფორტი კუჭის არეში, ღებინება, ყაბზობა, დიარეა.

პრეპარატის მიღებისას აღინიშნება განავლის ფერის გამუქება, რაც განპირობებულია შეუწოველი რკინის გამოყოფით და კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.

უკუჩვენებები**:**

  • ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი;

  • რკინის უტილიზაციის მექანიზმების დარღვევა;

  • ანემიები, რომლებიც არ უკავშირდება რკინის დეფიციტს (მაგალითად, ჰემოლიზური ანემიები, თალასემია).

ორსულობადალაქტაცია**:**

კონტროლირებადი კვლევების მსვლელობის დროს პრეპარატის გამოყენებისას ორსულობის II და III ტრიმესტრებში უარყოფითი ზეგავლენა დედის ან ნაყოფის ორგანიზმზე არ გამოვლინდა.

განსაკუთრებულიმთითებები:

◄ პრეპარატის დანიშვნისას პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით გასათვალისწინებელია, რომ 1 ტაბლეტი ან 1 მლ სიროფი შეიცავს 0.04 ქე-.ს

◄ იმის გამო, რომ პრეპარატში რკინა წარმოდგენილია რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსის სახით, იგი არ წარმოქმნის უხსნად ხელატურ ნაერთებს საკვების კომპონენტებთან - ფიტინთან (ბრინჯი, ფქვილი), ტანინთან (ჩაი, ყავა), ფოსფატებთან (თევზი, ზღვის პროდუქტები) და აგრეთვე მედიკამენტებთან (ტეტრაციკლინები, ანტაციდები). რის გამოც პრეპარატი ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით.

◄ პრეპარატის დანიშვნა ბავშვებში რეკომენდებულია სიროფის სახით.

ჭარბიდოზირება:

პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში ინტოქსიკაციის ან ორგანიზმში ზედმეტი რკინის მიღების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

სხვაწამლებთანურთიერთქმედება**:**

სხვა პრეპარატებთან არასასურველი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

შენახვისპირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის****ვადა: 5 წელი.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით