ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მიორელაქსანტები, პერიფერიული მოქმედების მიორელაქსანტები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე
აქტიური ინგრედიენტები:
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
ატრაკურიუმ ბეზილატი,
10 მგ/მლ, საინექციო/საინფუზიო ხსნარი
Atracurim besilate
სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან
იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია! შესაძლოა მოგვიანებით დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
- დამატებითი კითხვების წარმოქმნის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან
ექთანს.
- თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან
ექთანს. ეს ასევე ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის
აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.
გამოყენების ინსტრუქციის შინაარსი:
1. რას წარმოადგენს ატრაკურიუმ ბეზილატი და რისთვის გამოიყენება იგი
**2. რა უნდა იცოდეთ ატრაკურიუმ ბეზილატის გამოყენებამდე **
3. როგორ გამოიყენება ატრაკურიუმ ბეზილატი **
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
** 5. როგორ უნდა შეინახოთ ატრაკურიუმ ბეზილატი **
** 6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს ატრაკურიუმ ბეზილატი და რისთვის გამოიყენება იგი
ატრაკურიუმ ბეზილატი ისეთი პრეპარატების ჯგუფს მიეკუთვნება, რომელთაც
მიორელაქსანტები ეწოდებათ.
ატრაკურიუმ ბეზილატი გამოიყენება ქირურგიული ჩარევების დროს კუნთების
მოსადუნებლად ინტუბაციისა და ხელოვნური სუნთქვის პროცესის დასახმარებლად. იგი
ასევე გამოიყენება ინტენსიურ თერაპიაში მყოფ პაციენტებში ხელოვნური სუნთქვის
ხელშესაწყობად.
**2. რა უნდა იცოდეთ ატრაკურიუმ ბეზილატის გამოყენებამდე **
ატრაკურიუმ ბეზილატი არ გამოიყენება:
- თუ თქვენ გაქვთ ალერგია ატრაკურიუმ ბეზილატის, ცისატრაკურიუმის ან ამ
პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ (მოყვანილია პუნქტში 6);
თუ ფიქრობთ, რომ ეს თქვენ გეხებათ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს
ატრაკურიუმ ბეზილატის გამოყენებამდე.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ატრაკურიუმ ბეზილატის გამოყენებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს ყველა
ჩამოთვლილი მდგომარეობის შესახებ:
- თუ გაქვთ ალერგია ან ბრონქული ასთმა;
- თუ თქვენ ოდესმე გქონდათ ალერგიული რეაქცია ატრაკურიუმ ბეზილატის მსგავსი სხვა
პრეპარატების (რომლებიც ბლოკავენ იმპულსების ნერვ-კუნთოვან გადაცემას)
გამოყენების დროს;
- თუ თქვენ გაქვთ კუნთების სისუსტე, დაღლილობა ან კოორდინაციის დარღვევა
სიარულისას (myasthenia gravis);
- თუ თქვენ გაქვთ ნერვ-კუნთოვანი დაავადება;
- თუ თქვენ გაქვთ გულის დაავადება ან მგრძნობიარე ხართ არტერიული წნევის დაცემის
მიმართ;
- თუ თქვენ გაქვთ ელექტროლიტური ბალანსის მძიმე დარღვევები (სისხლში იონების
დონის ცვლილებები, ისეთების, როგორიცაა ნატრიუმი, კალიუმი ან ქლორიდი);
- თუ ახლო წარსულში გქონდათ მწვავე დამწვრობა, რომელიც საჭიროებდა სამედიცინო
ჩარევას.
თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე ზემოთ აღნიშნულიდან თქვენ გეხებათ, აცნობეთ ამის
შესახებ თქვენს ექიმს ატრაკურიუმ ბეზილატის გამოყენებამდე.
ბავშვები
ეს პრეპარატი არ გამოიყენება 1 თვემდე ასაკის ბავშვებში.
სხვა პრეპარატები და ატრაკურიუმ ბეზილატი
შეატყობინეთ ექიმს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც იყენებთ, იყენებდით ან
შეგეძლოთ გამოგეყენებინათ. ეს ასევე ეხება ურეცეპტოდ გასაცემ წამლებსაც.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ატრაკურიუმ ბეზილატის
ეფექტურობაზე. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:
- ანესთეტიკები ( გამოიყენება ქირურგიული ჩარევის დროს ცნობიერების დონის და
ტკივილის შესამცირებლად), მაგალითად, ჰალოტანი, იზოფლურანი, ენფლურანი ან
კეტამინი;
- ანტიბიოტიკები (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ), მაგალითად,
ამინოგლიკოზიდები, პოლიმიქსინები, სპექტინომიცინი, ტეტრაციკლინები, ლინკომიცინი
და კლინდამიცინი;
- ანტიარითმული პრეპარატები (გამოიყენება გულის რითმის დარღვევების
სამკურნალოდ), მაგალითად, პროპრანოლოლი, ოქსიპრენოლოლი,
კალციუმის არხების ბლოკატორები, ლიდოკაინი, პროკაინამიდი და ქინიდინი;
- დიურეტიკები, როგორიცაა ფუროსიმიდი, მანიტოლი, თიაზიდური დიურეტიკები და
აცეტაზოლამიდი;
- მაგნიუმის მარილები (გამოიყენება მაგნიუმის დაბალი დონის პროფილაქტიკისათვის);
- ფსიქიური აშლილობის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ლითიუმის პრეპარატები
ან ქლორპრომაზინი;
- მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა
ტრიმეტაფანი და ჰექსამეთონიუმი;
- სახსრების ანთებითი პროცესების სამკურნალო საშუალებები, (ანტირევმატული
პრეპარატები), როგორიცაა ქლოროკინი და პენიცილამინი;
- ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა დონეპეზილი;
- სტეროიდები (გამოიყენება ანთების ან ასთმის სამკურნალოდ), როგორიცაა
პრედნიზოლონი;
- ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა ფენიტოინი.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ თქვენს ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი, გეგმავთ ორსულობას ან ფიქრობთ,
რომ შეიძლება იყოთ ორსულად, პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია
ექიმთან.
თქვენი ექიმი განსაზღვრავს ატრაკურიუმ ბეზილატის, თქვენთვის სარგებლის და თქვენი
ბავშვისათვის მისი გამოყენების შესაძლო რისკების თანაფარდობას.
ატრაკურიუმ ბეზილატის გამოყენება შესაძლებელია საკეისრო კვეთის დროს კუნთების
რელაქსაციის შესანარჩუნებლად.
მანქანის და მექანიზმების მართვა
ატრაკურიუმ ბეზილატი ახდენს მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას მანქანის და
მექანიზმების მართვის უნარზე. კითხეთ თქვენს ექიმს, თუ როდის იქნება კვლავ
შესაძლებელი მანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.
არ მართოთ მანქანა ან არ იმუშავოთ მექანიზმებთან თუ თავს არ გრძნობთ კარგად.
3. როგორ გამოიყენება ატრაკურიუმ ბეზილატი
ატრაკურიუმ ბეზილატი გამოიყენება ისეთი პროცედურების დროს, რომლებიც მოითხოვენ
თქვენს უგონოდ ან მძიმე სადაციის ქვეშ ყოფნას. ეს პრეპარატი ყოველთვის
გამოიყენება მხოლოდ გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
** რა დოზებში გამოიყენება**
თქვენი ექიმი განსაზღვრავს ატრაკურიუმ ბეზილატის თქვენთვის საჭირო დოზას, რაც
დამოკიდებულია:
- თქვენი სხეულის მასაზე;
- კენთების ტონუსის შემცირების საჭირო ხარისხზე და ხანგრძლივობაზე;
- თქვენს სავარაუდო საპასუხო რეაქციაზე პრეპარატის გამოყენებაზე.
როგორ გამოიყენება ატრაკურიუმ ბეზილატი
ატრაკურიუმ ბეზილატი გამოიყენება ერთჯერადი ინტრავენური ინექციის სახით ან
უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის სახით (ჩვეულებრივ საინფუზიო ტუმბოს გამოყენებით).
ამ შემთხვევაში ეს პრეპარატი გამოიყენება ნელი ინფუზიის სახით გარკვეული დროის
განმავლობაში.
ამპულის გახსნის ინსტრუქცია:
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით