იარინა პლუსი - Yarina Plus
იარინა პლუსი - Yarina Plus

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, ჰორმონული კონტრაცეპტივები სისტემური გამოყენებისათვის, პროგესტაგენები და ესტროგენები (ფიქსირებული კომბინაციები)

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დროსპირენონი + ეთინილესტრადიოლი + კალციუმის ლევომეფოლატი

შემადგენლობა: თითოეული ნარინჯისფერი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:ტაბლეტის ბირთვი: მოქმედი ნივთიერებები:ეთინილესტრადიოლი (ბეტადექს კლატრატის სახით) 0,030მგ; დროსპირენონი 3,000მგ; კალციუმის ლევომეფოლატი 0,451მგ; დამხმარე ნივთიერებები:ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი. ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდი, წითელი (E 172), რკინის ოქსიდი, ყვითელი (E 172). ყოველი ღია ნარინჯისფერი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:ტაბლეტის ბირთვი: მომედი ნივთიერებები: კალციუმის ლევომეფოლატი 0,451მგ; დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი. ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტალკი, ტიტანიუმის დიოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდი, წითელი (E 172), რკინის ოქსიდი, ყვითელი (E 172).

ჩვენება: კონტრაცეფცია; კონტრაცეფცია და ფოლატური სტატუსის გაუმჯობესება. იარინა პლიუსის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას ქალის მიმდინარე ინდივიდუალური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, მათ შორისაა ის რისკ-ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) განვითარების რისკთან. ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნას, თუ რამდენად თანაზომადია ვთე განვითარების რისკი იარინა პლიუსის მიღებისას ვთე განვითარების რისკთან სხვა კომბინირებული (შიგნოთ მისაღები ანუ) პერორალური კონტრაცეპტივების (კოკ) მიღებისას.

უკუჩვენებები: იარინა პლიუსის დანიშვნა არასასურველია ქალებისთვის ქვემოთ მითითებული დაავადებების-პათოლოგიების შემთხვევაში. თუ რომელიმე მათგანი ვითარდება პირველად, წამლის მიღების ფონზე, მისი მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) რისკი: ვენური თრომბოემბოლია, მიმდინარე ან ანამნეზში მითითებული (მათ შორის, ღრმა ვენების თრომბოზი ან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია); მემკვიდრეობითი ან შეძენილი წინასწარგანწყობა ვენური თრომბოზის მიმართ, მაგ.: APC-რეზისტენტობა (მათ შორის, V ლეიდენის ფაქტორი), ანტითრომბინ III დეფიციტი, ? პროტეინის დეფიციტი, S პროტეინის დეფიციტი; სერიოზული ქირურგიული ჩარევა ხანგრძლივი იმობილიზაციით; ვენური თრომბოემბოლიის მაღალი რისკი მრავლობითი რისკ-ფაქტორების გამო; არტერიული თრომბოემბოლიის (ათე) რისკი: არტერიული თრომბოემბოლია, მიმდინარე, ან ანამნეზში მითითებული (მაგ.: მიოკარდიუმის ინფარქტი) ან თრომბოზის პროდრომალური სიმპტომები (მაგ.: სტენოკარდია); ცერებროვასკულარული დარღვევები-ინსულტი, მიმდინარე ან ანამნეზში მითითებული (მათ შორის, ტრანზიტორული იშემიური შეტევები); მემკვიდრეობითი ან შეძენილი წინასწარგანწყობა არტერიული თრომბოემბოლიის მიმართ, მაგ.: ჰიპერჰომოცისტეინემია და ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები (ანტისხეულები კარდიოლიპინის, წითელი მგლურას ანტიკოაგულანტის მიმართ); შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომებით- მიმდინარე ან ანამნეზში მითითებული; არტერიული თრომბოემბოლიის მაღალი რისკი მრავლობითი რისკ-ფაქტორების გამო, მაგ.: შაქრიანი დიაბეტი; გამოხატული არტერიული ჰიპერტენზია; გამოხატული დისლიპოპროტეინემია; ღვიძლის მძიმე დაავადებები- მიმდინარე ან ანამნეზში მითითებული (ღვიძლის ნიმუშების ნორმალიზებამდე); თირკმელების მძიმე ან მწვავე უკმარისობა; პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული საშუალებების მიღება, რომლებშიც შედის ომბიტასვირი, პარიტაპრევირი ან დასაბუვირი და მათი კომბინაციები; ღვიძლის სიმსივნეები (ავთვისებიანი ან კეთილთვისებიანი) - მიმდინარე ან ანამნეზში მითითებული; გამოვლენილი ჰორმონ-დამოკიდებული ავთვისებიანი დაავადებები (მათ შორის, სასქესო ორგანოების ან სარძევე ჯირკვლების) ან ეჭვი ამ დაავადებების არსებობაზე; დაუდგენელი გენეზის სისხლდენა საშოდან; ორსულობა და ეჭვი ორსულობაზე; მომატებული მგრძნობელობა იარინა პლიუსის რომელიმე კომპონენტზე.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობა: იარინა პლიუსის მიღების უკუჩვენებაა ორსულობა

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25? ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

დროსპირენონი + ეთინილესტრადიოლი + კალციუმის ლევომეფოლატი

შემადგენლობა: თითოეული ნარინჯისფერი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:ტაბლეტის ბირთვი: მოქმედი ნივთიერებები:ეთინილესტრადიოლი (ბეტადექს კლატრატის სახით) 0,030მგ; დროსპირენონი 3,000მგ; კალციუმის ლევომეფოლატი 0,451მგ; დამხმარე ნივთიერებები:ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი. ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდი, წითელი (E 172), რკინის ოქსიდი, ყვითელი (E 172). ყოველი ღია ნარინჯისფერი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:ტაბლეტის ბირთვი: მომედი ნივთიერებები: კალციუმის ლევომეფოლატი 0,451მგ; დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი. ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტალკი, ტიტანიუმის დიოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდი, წითელი (E 172), რკინის ოქსიდი, ყვითელი (E 172).

ჩვენება: კონტრაცეფცია; კონტრაცეფცია და ფოლატური სტატუსის გაუმჯობესება. იარინა პლიუსის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას ქალის მიმდინარე ინდივიდუალური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, მათ შორისაა ის რისკ-ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) განვითარების რისკთან. ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნას, თუ რამდენად თანაზომადია ვთე განვითარების რისკი იარინა პლიუსის მიღებისას ვთე განვითარების რისკთან სხვა კომბინირებული (შიგნოთ მისაღები ანუ) პერორალური კონტრაცეპტივების (კოკ) მიღებისას.

უკუჩვენებები: იარინა პლიუსის დანიშვნა არასასურველია ქალებისთვის ქვემოთ მითითებული დაავადებების-პათოლოგიების შემთხვევაში. თუ რომელიმე მათგანი ვითარდება პირველად, წამლის მიღების ფონზე, მისი მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) რისკი: ვენური თრომბოემბოლია, მიმდინარე ან ანამნეზში მითითებული (მათ შორის, ღრმა ვენების თრომბოზი ან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია); მემკვიდრეობითი ან შეძენილი წინასწარგანწყობა ვენური თრომბოზის მიმართ, მაგ.: APC-რეზისტენტობა (მათ შორის, V ლეიდენის ფაქტორი), ანტითრომბინ III დეფიციტი, ? პროტეინის დეფიციტი, S პროტეინის დეფიციტი; სერიოზული ქირურგიული ჩარევა ხანგრძლივი იმობილიზაციით; ვენური თრომბოემბოლიის მაღალი რისკი მრავლობითი რისკ-ფაქტორების გამო; არტერიული თრომბოემბოლიის (ათე) რისკი: არტერიული თრომბოემბოლია, მიმდინარე, ან ანამნეზში მითითებული (მაგ.: მიოკარდიუმის ინფარქტი) ან თრომბოზის პროდრომალური სიმპტომები (მაგ.: სტენოკარდია); ცერებროვასკულარული დარღვევები-ინსულტი, მიმდინარე ან ანამნეზში მითითებული (მათ შორის, ტრანზიტორული იშემიური შეტევები); მემკვიდრეობითი ან შეძენილი წინასწარგანწყობა არტერიული თრომბოემბოლიის მიმართ, მაგ.: ჰიპერჰომოცისტეინემია და ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები (ანტისხეულები კარდიოლიპინის, წითელი მგლურას ანტიკოაგულანტის მიმართ); შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომებით- მიმდინარე ან ანამნეზში მითითებული; არტერიული თრომბოემბოლიის მაღალი რისკი მრავლობითი რისკ-ფაქტორების გამო, მაგ.: შაქრიანი დიაბეტი; გამოხატული არტერიული ჰიპერტენზია; გამოხატული დისლიპოპროტეინემია; ღვიძლის მძიმე დაავადებები- მიმდინარე ან ანამნეზში მითითებული (ღვიძლის ნიმუშების ნორმალიზებამდე); თირკმელების მძიმე ან მწვავე უკმარისობა; პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული საშუალებების მიღება, რომლებშიც შედის ომბიტასვირი, პარიტაპრევირი ან დასაბუვირი და მათი კომბინაციები; ღვიძლის სიმსივნეები (ავთვისებიანი ან კეთილთვისებიანი) - მიმდინარე ან ანამნეზში მითითებული; გამოვლენილი ჰორმონ-დამოკიდებული ავთვისებიანი დაავადებები (მათ შორის, სასქესო ორგანოების ან სარძევე ჯირკვლების) ან ეჭვი ამ დაავადებების არსებობაზე; დაუდგენელი გენეზის სისხლდენა საშოდან; ორსულობა და ეჭვი ორსულობაზე; მომატებული მგრძნობელობა იარინა პლიუსის რომელიმე კომპონენტზე.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობა: იარინა პლიუსის მიღების უკუჩვენებაა ორსულობა

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25? ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

სავაჭრო დასახელება: იარინა პლიუსი

შემადგენლობა

თითოეული ნარინჯისფერი შემოგარსული აბი შეიცავს :

აბის ბირთვი:

მომქმედი ნივთიერებები:

ეთინილესტრადიოლ ბეტადექს კლატრატი (მიკრონიზებული)

ეთინილესტრადიოლზე გადატვლით 0,030 მგ

დროსპირენონი (მიკრონიზებული) 3,000 მგ

კალციუმის ლევომეფოლატი მეტაფოლინი® 0,451 მგ

დამხმარე ნივთიერებები**:**

ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა (სიბლანტე 5), მაგნიუმის სტეარატი.

აბის გარსი: ჰიპრომელოზა (სიბლანტე 5), მაკროგოლი 6000, ტალკი, ტიტანიუმის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი, წითელი, რკინის ოქსიდი, ყვითელი.

ყოველი ღია ნარინჯისფერი შემოგარსული აბი შეიცავს :

აბის ბირთვი:

მომქმედი ნივთიერებები:

კალციუმის ლევომეფოლატი მეტაფოლინი® 0,451 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა (სიბლანტე 5), მაგნიუმის სტეარატი.

აბის გარსი: ჰიპრომელოზა (სიბლანტე 5), მაკროგოლი 6000, ტალკი, ტიტანიუმის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი, წითელი, რკინის ოქსიდი, ყვითელი.

აღწერილობა

ნარინჯისფერი აბები, შემოგარსული: მრგვალი, ორმხრივად ამობურცული აბები, შემოგარსული, ნარინჯისფერი. აბის ერთ მხარეს, ექვსწახნაგაზე, ამოტვიფრულია «Y+».

ღია ნარინჯისფერი აბები, შემოგარსული: მრგვალი, ორმხრივად ამობურცული აბები, შემოგარსული, ღია ნარინჯისფერი. აბის ერთ მხარეს, ექვსწახნაგაზე, ამოტვიფრულია «М+».

** ** ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი

სასქესო ჰორმონები და რეპროდუქციული სისტემის მოდულატორები. პროგესტაგენები და ესტროგენები, ფიქსირებული კომბინაციები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

იარინა®პლიუსი - დაბალდოზირებული მონოფაზური კომბინირებული ესტროგენ-გესტაგენური კონტრაცეპტივი, რომელიც შედგება ჰორმონების და კალციუმის ლევომეფოლატის შემცველი ვიტამინური აბებისგან.

იარინა®პლიუსის კონტრაცეპტიული ეფექტი ეფუძნება სხვადასხვა ფაქტორების ურთიერთქმედებას, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ოვულაციის დათრგუნვა და ენდომეტრიუმის ცვლილებები.

დროსპირენონი, რომელიც შედის იარინა პლიუსის შემადგენლობაში, თერაპიული დოზით ხასიათდება ანტიანდროგენული და ზომიერი ანტიმინერალოკორტიკოიდული თვისებებით. არ ავლენს ესტროგენულ, გლუკოკორტიკოიდულ და ანტიგლუკოკორტიკოიდულ ეფექტებს, რაც დროსპირენონს უზრუნველყოფს ისეთი ფარმაკოლოგიური პროფილით, რომელიც ძლიერ ახლოსაა ბუნებრივი ჰორმონის, პროგესტერონის პროფილთან.

კლინიკური კვლევების თანახმად, იარინა პლიუსის ზომიერი ანტიმინერალოკორტიკოიდული თვისებები იწვევს ზომიერ ანტიმინერალოკორტიკოიდულ ეფექტს.

კალციუმის ლევომეფოლატი წარმოადგენს ბუნებრივი ფოლატების სტაბილიზირებულ მარილს და ფოლატების დომინანტურ ფორმას კვების პროდუქტებში. ფოლატების დეფიციტი კავშირშია ნაყოფის ნერვული მილის მანკის (ნმმ) განვითარების მაღალ რისკთან, თუმცა, შეიძლება ნმმ-ის სხვა მიზეზებიც არსებობდეს და იარინა პლიუსის მიღება არ გამორიცხავს მათი წარმოქმნის ალბათობას.

ფარმაკოკინეტიკა

დროსპირენონი

აბსორბცია

პერორალური მიღებისას დროსპირენონი სწრაფად და თითქმის სრულად აბსორბირდება. ერთჯერადი მიღების შემდეგ დროსპირენონის მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში, რომელიც შეადგენს დაახლოებით 38 ნგ/მლ, 1-2 საათის შემდეგ აღწევს. ბიოათვისებადობა მერყეობს 76-85% ფარგლებში. საჭმლის მიღება არ ახდენს ზეგავლენას დროსპირენონის ბიათვისებადობაზე.

განაწილება

პერორალური მიღების შემდეგ დროსპირენონის კონცენტრაციები შრატში მცირდება და ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი 31 საათს შეადგენს. დროსპირენონი უკავშირდება პლაზმის ალბუმინს და არ უკავშირდება არც სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელ გლობულინს (სჰშგ), არც კორტიკოსტეროიდ-შემაკავშირებელ გლობულინს (კშგ). თავისუფალი ფორმით არსებობს სისხლის შრატში საერთო კონცენტრაციის მხოლოდ 3-5%. ეთინილესტრადიოლით ინდუცირებული სჰშგ მომატება არ ახდენს ზეგავლენას დროსპირენონის შრატის ცილებით შეკავშირებაზე. განაწილების საშუალო მოჩვენებითი მოცულობა შეადგენს 3,7±1,2 ლ/კგ.

მეტაბოლიზმი

პერორალური მიღების შემდეგ ხდება დროსპირენონის სრული მეტაბოლიზმი. პლაზმაში მეტაბოლიტების უმრავლესობა წარმოდგენილია დროსპირენონის მჟავური ფორმებით, რომლებიც წარმოიქმნება ლაქტონის რგოლის გახსნის შედეგად და 4,5-დიჰიდრო- დროსპირენონ-3-სულფატით, რომელიც წარმოიქმნება აღდგენისა და შემდგომი სულფატირების მეშვეობით. დროსპირენონი, ასევე, წარმოადგენს სუბსტრატს შემჟავებითი მეტაბოლიზმისთვის, რომლის კატალიზს СУР3А4 იზოფერმენტი იწვევს.

In vitro დროსპირენონი იწვევს Р450 CYP1A1, CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 ციტოქრომის ფერმენტების სუსტ ან ზომიერ ინჰიბიციას.

ორგანიზმიდან გამოყვანა

დროსპირენონის მეტაბოლიტების რენალური კლირენსი სისხლის შრატში შეადგენს 1,5±0,2 მლ/წთ/კგ. დროსპირენონის ექსკრეცია ხდება უცვლელი სახით, მხოლოდ მცირედი ოდენობით. დროსპირენონის მეტაბოლიტების ექსკრეცია ხდება რენალურად, ნაწლავების მეშვეობით, დაახლოებით 1.2:1.4 თანაფარდობით. ნახევარგამოყოფის პერიოდი მეტაბოლიტების რენალური და ნაწლავური ექსკრეციის დროს შეადგენს დახლოებით 40 საათს.

დაბალანსებული კონცენტრაცია

ციკლური მკურნალობის დროს, დროსპირენონის მაქსიმალური დაბალანსებული კონცენტრაცია პლაზმაში (70 ნგ/მლ) მიიღწევა 8-დღიანი მკურნალობის შემდეგ. დროსპირენონის კონცენტრაციები შრატში იზრდება დაახლოებით 3-ჯერ ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდის და დოზირების ინტერვალის თანაფარდობის შედეგად.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის პაციენტებისთვის

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

დროსპირენონის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში დაბალანსებული მდგომარეობის მიღწევისას თანაზომადი აღმოჩნდა ქალებში, რომლებსაც თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევა აღენიშნებოდათ (კრეატინინის კლირენსი (კკ) – 50-80 მლ/წთ) და ქალებში, რომლებსაც თირკმლის ნორმალური ფუნქცია აღენიშნებოდათ. მიუხედავად ამისა, ქალებში, რომლებსაც თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევა აღენიშნებოდათ (კკ - 30-50 მლ/წთ) სისხლის პლაზმაში დროსპირენონის საშუალო კონცენტრაცია 37%-ით უფრო მაღალი იყო თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ქალებთან შედარებით. დროსპირენონი კარგად აიტანება ყველა ჯგუფის პაციენტის მიერ. დროსპირენონის გამოყენების დროს კალიუმის კონცენტრაციის ცვლილება სისხლის პლაზმაში არ აღნიშნულა.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით

ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევების შემთხვევაში პაციენტებში აღინიშნება დროსპირენონის კლირენსის შემცირება 50%-ით, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე ქალებთან შედარებით, ამასთან, გამოკვლეულ ჯგუფებს შორის, სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციებში განსხვავებები არ აღნიშნულა. შაქრიანი დიაბეტის გამოვლენისას და ამავე დროს სპირონოლაქტონის გამოყენებისას (ორივე მდგომარეობა განიხილება, როგორც ჰიპერკალიემიის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები), სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის მომატება არ აღნიშნულა. შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ დროპსირენონს კარგად იტანენ ქალები, რომლებსაც ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევები აღენიშნებათ (კლასი „ბ“ ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით).

ეთნიკური ჯგუფები

დროსპირენონის და ეთინილესტრადიოლის ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები არ გამოვლენილა იაპონელ და ევროპეოიდული რასის ქალებს შორის.

ეთინილესტრადიოლი

აბსორბცია

პერორალური მიღების შემდეგ ეთინილესტრადიოლი სწრაფად და სრულად აბსორბირდება. 30 მკგ დოზის ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია, რომელიც ტოლია დაახლოებით 100 პგ/მლ, მიიღწევა 1-2 საათში. შეწოვისა და ღვიძლში „პირველადი გავლისას“ ხდება ეთინილესტრადიოლის მეტაბოლიზაცია, რის შედეგადაც მისი ბიოათვისებადობა შინაგანი მიღებისას შეადგენს საშუალოდ დაახლოებით 45%.

განაწილება

ეთინილესტრადიოლის განაწილების მოჩვენებითი მოცულობა შეადგენს 5 ლ/კგ. სისხლის ცილებთან შეკავშირება - დაახლოებით 98%. ეთინილესტრადიოლი იწვევს სჰშგ და კშგ სინთეზის ინდუქციას. 30 მკგ ეთინილესტრადიოლის ყოველდღიური მიღებისას, სჰშგ პლაზმა-კონცენტრაცია იზრდება 70 ნმოლ/ლ-დან დაახლოებით 350 ნმოლ/ლ-მდე.

ეთინილესტრადიოლი მცირე ოდენობით ხვდება ქალის რძეში (დოზის დაახლოებით 0.02%).

მეტაბოლიზმი

ეთინილესტრადიოლი მნიშვნელოვან პირველად მეტაბოლიზმს ნაწლავებსა და ღვიძლში ექვემდებარება. ეთინილესტრადიოლის მეტაბოლიზმი, უმთავრესად, ხდება არომატული ჰიდროქსილაციის გზით, ამ დროს, წარმოიქმნება ჰიდროქსილირებული და მეთილირებული მეტაბოლიტების დიდი რაოდენობა, რომელთა შორის არსებობს როგორც თავისუფალი მეტაბოლიტები, ისე კონიუგატები გლუკურონიდებთან და სულფატებთან. ეთინილესტრადიოლის მეტაბოლური კლირენსის სიჩქარე შეადგენს დახლოებით 5 მლ/წთ/კგ.

In vitro ეთინილესტრადიოლი წარმოადგენს CYP2C19, CYP1A1 და CYP1A2 შექცევად ინჰიბიტორს, ასევე, CYP3A4/5, CYP2C8 და CYP2J2 შეუქცევად ინჰიბიტორს.

ორგანიზმიდან გამოყოფა

ეთინილესტრადიოლი პრაქტიკულად არ გამოიყოფა უცვლელი სახით. ეთინილესტრადიოლის მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმლებით და ნაწლავების მეშვეობით, 4:6 თანაფარდობით. მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 დღეს. ნახევარგამოყოფის ელიმინაციური პერიოდი შეადგენს 20 საათს.

დაბალანსებული კონცენტრაცია

დაბალანსებული მდგომარეობა მიიღწევა სამკურნალო საშუალების მიღების ციკლის მეორე ნახევარში, ამასთან, ეთინილესტრადიოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება დაახლოებით 1.4-2.1-ჯერ.

კალციუმის ლევომეფოლატი

აბსორბცია

კალციუმის ლევომეფოლატის მჟავური ფორმა, სტრუქტურის თვალსაზრისით, იდენტურია ბუნებრივი L-5-მეთილტეტრაჰიდროფოლატისა (L-5-მეთილ-ტჰფ), საკვებში დომინანტური ფოლატური ფორმისა. L-5-მეთილტეტრაჰიდროფოლატის საშუალო კონცენტრაცია იმ ადამიანის სისხლის პლაზმაში, რომელიც ფოლიუმის მჟავით გამდიდრებულ საკვებს არ იღებს, შეადგენს დაახლოებით 15 ნმოლ/ლ. შინაგანი მიღებისას, კალციუმის ლევომეფოლატი სწრაფად აბსორბირდება და უერთდება ორგანიზმის ფოლატების მარაგს. 0,451 მგ კალციუმის ლევომეფოლატის ერთჯერადი მიღებიდან 0,5 – 1,5 საათში Cmax ხდება საწყის კონცენტრაციაზე 50 ნმოლ/ლ-ით მეტი.

განაწილება

ფოლატებისთვის აღნიშნავენ ორფაზიან კინეტიკას ნელი და სწრაფი მეტაბოლიზმის მარაგებით. მარაგი სწრაფი მეტაბოლიზმით, სავარაუდოდ, წარმოადგენს ორგანიზმში ხელახლა მიღებულ ფოლატებს, რაც შეესაბამება კალციუმის ლევომეფოლატის ნახევარგამოყოფის პერიოდს (T1/2), რომელიც შეადგენს დაახლოებით 4-5 საათს 0,451 მგ დოზით ერთჯერადი შინაგანი მიღების შემდეგ.

მარაგი ნელი მეტაბოლიზმით ასახავს პოლიგლუმატ ფოლატის გარდაქმნას, რომლის T1/2 შეადგენს დაახლოებით 100 დღეს. გარედან მიღებული ფოლატები და ფოლატები, რომლებიც გადიან ნაწლავურ-ღვიძლის ციკლს, უზრუნველყოფენ ორგანიზმში L-5-მეთილ-ტგფ მუდმივი კონცენტრაციის შენარჩუნებას.

L-5-მეთილ-ტგფ წარმოადგენს ორგანიზმში ფოლატების არსებობის ძირითად ფორმას, რომელშიც ისინი მიეწოდება პერიფერიულ ქსოვილებს უჯრედულ ფოლატურ მეტაბოლიზმში მონაწილეობისთვის. არსებობს L-5-მეთილ-ტგფ სხვადასხვა ტიპის უჯრედებით ტრანსპორტის და შთანთქმის სამი ფიზიოლოგიური მექანიზმი: ორი, გადამტანებით განპირობებული, აქტიური სატრანსპორტო მექანიზმი (რედუცირებული ფოლატების გადამტანი და ფოლატების რეცეპტორი) და პასიური დიფუზია.

მეტაბოლიზმი

L-5-მეთილ-ტგფ წარმოადგენს პლაზმაში ფოლატის ძირითად სატრანსპორტო ფორმას. 0,451 მგ კალციუმის ლევომეფოლატის და 0,4 მგ ფოლიუმის მჟავის შედარებისას დადგენილი იქნა მეტაბოლიზმის მსგავსი მექანიზმები სხვა მნიშვნელოვანი ფოლატებისთვისაც. L-5-მეთილ-ტგფ ჩანერგვას ფოლატების უჯრედულ მეტაბოლიზმში წინ უსწრებს გარდაქმნა L-ტეტრაჰიდროფოლატში მეთიონინსინთაზასთან რეაქციის მეშვეობით, ვიდრე მიღწეული იქნება ეფექტური პოლიგლუტამილირება და უჯრედებში შეკავება. ფოლატების კოფერმენტები მონაწილეობს უჯრედების ციტოპლაზმაში მეტაბოლიზმის სამ ძირითად შეუღლებულ ციკლში. ეს ციკლები აუცილებელია თიმიდილატის და პურინების, დნმ და რნმ სინთეზის პრეკურსორების, სინთეზისთვის და ჰომოცისტეინიდან მეთიონინის სინთეზისთვის, ასევე, სერინისა და გლიცინის ურთიერთგარდაქმნისთვის.

ორგანიზმიდან გამოყვანა

L-5-მეთილ-ტგფ ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით, უცვლელი ფოლატების და კატაბოლური პროდუქტების სახით, ასევე, განავლით, ორფაზიანი კინეტიკური პროცესის მეშვეობით. შარდსა და განავალში ფოლატების და მისი კატაბოლიტების კონცენტრაციის სწრაფ შემცირებას, რამდენიმე საათიანი ნახევარგამოყოფის პერიოდით, თან სდევს ხანგრძლივი შემცირება დაახლოებით 100-360 დღიანი ნახევარგამოყოფის პერიოდით.

დაბალანსებული კონცენტრაცია

პლაზმაში L-5-მეთილ-ტგფ დაბალანსებული კონცენტრაციის მდგომარეობა 0,451 მგ კალციუმის ლევომეფოლატის შინაგანი მიღების შემდეგ მიიღწევა დაახლოებით 8-16 კვირის შემდეგ, რაც დამოკიდებულია საწყის დონეზე არსებულ კონცენტრაციაზე. ერითროციტებში დაბალანსებული კონცენტრაციის მიღწევა შეფერხებულია ერითროციტების სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობის გამო, რომელიც 120 დღეს შეადგენს.

პრეკლინიკური მონაცემები უსაფრთხოების შესახებ

პრეკლინიკური მონაცემები, რომლებიც მიღებულია სტანდარტული გამოკვლევების პროცესში დროსპირენონის და ეთინილესტრადიოლის ტოქსიკურობის, ასევე, რეპროდუქციული სისტემისათვის გენოტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის და ტოქსიკურობის გამოსავლენად მათი მრავალჯერადი მიღებისას, არ მიუთითებს ადამიანისათვის რაიმე განსაკუთრებული რისკის არსებობაზე, მიუხედავად ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ სასქესო ჰორმონებმა შეიძლება ხელი შეუწყოს გარკვეული ჰორმონ-დამოკიდებული ქსოვილის და სიმსივნის ზრდას.

პრეკლინიკური მონაცემები, რომლებიც მიღებულია სტანდარტული გამოკვლევების პროცესში კალციუმის ლევომეფოლატის ტოქსიკურობის, ასევე, რეპროდუქციული სისტემისათვის გენოტოქსიკურობის და ტოქსიკურობის გამოსავლენად მათი მრავალჯერადი მიღებისას, არ მიუთითებს ადამიანისათვის რაიმე განსაკუთრებული რისკის არსებობაზე.

  • კონტრაცეფცია.
  • კონტრაცეფცია და ფოლატური სტატუსის გაუმჯობესება.

იარინა პლიუსის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას ქალის მიმდინარე ინდივიდუალური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, მათ შორისაა ის რისკ- ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) განვითარების რისკთან. ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნას, თუ რამდენად თანაზომადია ვთე განვითარების რისკი იარინა პლიუსის მიღებისას ვთე განვითარების რისკთან სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების (კოკ) მიღებისას (იხ. „უკუჩვენებები“, „უსაფრთხოების ზომები და განსაკუთრებული მითითებები“).

უკუჩვენებები

იარინა პლიუსის დანიშვნა არასასურველია ქალებისთვის ქვემოთ მითითებული დაავადებების/პათოლოგიების შემთხვევაში. თუ რომელიმე მათგანი ვითარდება პირველად, წამლის მიღების ფონზე, მისი მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

  • ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) რისკი
  • ვენური თრომბოემბოლია, მიმდინარე ან ანამნეზში მითითებული (მათ შორის, ღრმა ვენების თრომბოზი ან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია)
  • მემკვიდრეობითი ან შეძენილი წინასწარგანწყობა ვენური თრომბოზის მიმართ, მაგ.: APC-რეზისტენტობა (მათ შორის, V ლეიდენის ფაქტორი), ანტითრომბინ III დეფიციტი, С პროტეინის დეფიციტი, S პროტეინის დეფიციტი
  • სერიოზული ქირურგიული ჩარევა ხანგრძლივი იმობილიზაციით
  • ვენური თრომბოემბოლიის მაღალი რისკი მრავლობითი რისკ-ფაქტორების გამო
  • არტერიული თრომბოემბოლიის (ათე) რისკი
  • არტერიული თრომბოემბოლია, მიმდინარე, ან ანამნეზში მითითებული (მაგ.: მიოკარდიუმის ინფარქტი) ან თრომბოზის პროდრომალური სიმპტომები (მაგ.: სტენოკარდია)
  • ცერებროვასკულარული დარღვევები - ინსულტი, მიმდინარე ან ანამნეზში მითითებული (მათ შორის, ტრანზიტორული იშემიური შეტევები)
  • მემკვიდრეობითი ან შეძენილი წინასწარგანწყობა არტერიული თრომბოემბოლიის მიმართ, მაგ.: ჰიპერჰომოცისტეინემია და ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები (ანტისხეულები კარდიოლიპინის, წითელი მგლურას ანტიკოაგულანტის მიმართ)
  • შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომებით - მიმდინარე ან ანამნეზში მითითებული
  • არტერიული თრომბოემბოლიის მაღალი რისკი მრავლობითი რისკ-ფაქტორების გამო, მაგ.:
  • შაქრიანი დიაბეტი
  • გამოხატული არტერიული ჰიპერტენზია
  • გამოხატული დისლიპოპროტეინემია
  • ღვიძლის მძიმე დაავადებები - მიმდინარე ან ანამნეზში მითითებული (ღვიძლის ნიმუშების ნორმალიზებამდე)
  • თირკმლის მძიმე ან მწვავე უკმარისობა
  • პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული საშუალებების მიღება, რომლებშიც შედის ომბიტასვირი, პარიტაპრევირი ან დასაბუვირი და მათი კომბინაციები (იხ.: „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).
  • ღვიძლის სიმსივნეები (ავთვისებიანი ან კეთილთვისებიანი) - მიმდინარე ან ანამნეზში მითითებული
  • გამოვლენილი ჰორმონ-დამოკიდებული ავთვისებიანი დაავადებები (მათ შორის, სასქესო ორგანოების ან სარძევე ჯირკვლების) ან ეჭვი ამ დაავადებების არსებობაზე
  • დაუდგენელი გენეზის სისხლდენა საშოდან
  • ორსულობა და ეჭვი ორსულობაზე
  • მომატებული მგრძნობელობა იარინა პლიუსის რომელიმე კომპონენტზე.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

წამალი იარინა პლიუსის მიღების უკუჩვენებაა ორსულობა. თუ ორსულობა დგინდება იარინა პლიუსის მიღების დროს, აუცილებელია მისი დაუყოვნებლივ შეწყვეტა. იარინა პლიუსის მოხსნის შემდეგ ქალებისთვის აუცილებელია ფოლატების დამატებით მიღება.

ამავე დროს, ფართომასშტაბიანი ეპიდემიოლოგიური კვლევებიდან არ გამოვლენილა არც დეფექტების განვითარების რისკი იმ ბავშვებში, რომელთა დედები ორსულობამდე იღებდნენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს (კოკ), არც მისი ტერატოგენული მოქმედება, როდესაც კოკ-ის მიღება გაუფრთხილებლობით ხდებოდა ორსულობის ადრეულ ვადებში.

არსებული მონაცემები იარინა პლიუსის ორსულობის დროს მიღების შედეგების შესახებ შეზღუდულია, რის გამოც შეუძლებელია რაიმე დასკვნების გამოტანა ორსულობის მიმდინარეობაზე, ნაყოფისა და ახალშობილის ჯანმრთელობაზე წამლის ზემოქმედების შესახებ. იარინა პლიუსის მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური მონაცემები ამჟამად არ არსებობს.

იარინა პლიუსის მიღების განახლებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ვთე განვითარების მაღალი რისკი მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

ძუძუთი კვების პერიოდი

კოკ-ის მიღებამ შეიძლება შეამციროს ქალის რძის ოდენობა და შეცვალოს მისი შედგენილობა, ამიტომ, ამ პრეპარატების მიღება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების შეწყვეტამდე. სასქესო ჰორმონები და/ან მათი მეტაბოლოტები შეიძლება მცირე ოდენობით გამოიყოს ქალის რძეში.

მიღების წესი და დოზები

მიღების წესი

შინაგანი მიღებისთვის

დოზირების რეჟიმი

იარინა პლიუსის მიღების წესი

ინსტრუქციის შესაბამისად მიღებისას, კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების წარუმატებლობის კოეფიციენტი შეადგენს დაახლოებით 1% წელიწადში. აბების გამოტოვების ან არასწორი მიღების შემთხვევაში, წარუმატებლობის კოეფიციენტი შეიძლება გაიზარდოს.

აბები მიღებული უნდა იქნას შეფუთვაზე მითითებული წესით, ყოველდღიურად, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, მცირეოდენ წყალთან ერთად. აბებს იღებენ შესვენების გარეშე. მიიღეთ თითო აბი დღეში ერთხელ 28 დღის განმავლობაში. ყოველი შემდგომი შეფუთვა დაიწყეთ წინა შეფუთვიდან ბოლო აბის მიღების მომდევნო დღეს.

წამლის მოხსნის შედეგად სისხლდენა იწყება ღია ნარინჯისფერი (არააქტიური) აბების მიღების დაწყებიდან მე-2 ან მე-3 დღეს და შეიძლება არ შეწყდეს შემდეგი შეფუთვიდან აბების მიღების დაწყებამდე.

იარინა პლიუსის მიღების დაწყების წესი

- თუ წინა თვის განმავლობაში არ იღებდით რაიმე ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს.

წამლის მიღება იწყება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს (ე.ი. მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს). მიღების დაწყება დასაშვებია მენსტრუალური ციკლის მე-2 - მე-5 დღეს, მაგრამ, ამ შემთხვევაში დამატებით რეკომენდებულია კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენება პირველი შეფუთვის აბების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში.

- სხვა კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივებიდან, ვაგინალური რგოლიდან ან კონტრაცეპტიული პლასტირებიდან გადასვლის შემთხვევაში.

იარინა პლიუსის მიღების დაწყება უმჯობესია კოკ-ის წინა შეფუთვიდან ბოლო ნარინჯისფერი (ჰორმონის შემცველი) აბის მიღების მომდევნო დღიდან, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში - წინა კოკ-ის მიღების ჩვეული შესვენების ან მისი ბოლო არააქტიური აბის მიღების შემდეგ არაუგვიანეს მომდევნო დღისა.

იარინა პლიუსის მიღება დაიწყეთ ციკლის შეფუთვიდან ბოლო ვაგინალური როგოლის ან ბოლო პლასტირის ამოღების დღეს, მაგრამ, არაუგვიანეს იმ დღისა, როდესაც შეყვანილი უნდა იქნას ბოლო რგოლი ან მიკრული - ბოლო პლასტირი.

- მხოლოდ გესტაგენის შემცველი კონტრაცეპტივებიდან („მინი-პილი“, საინექციო ფორმები, იმპლანტი) ან საშვილოსნოსშიდა თერაპიული სისტემიდან (რომლის მეშვეობით ხდება გესტაგენის გამოთავისუფლება (სშს)) გადასვლის შემთხვევაში

მინი-პილიდან გადასვლა იარინა პლიუსზე შეიძლება ნებისმიერ დღეს (შესვენების გარეშე), გესტაგენიანი იმპლანტიდან ან სშს-დან - მისი ამოღების დღეს, საინექციო კონტრაცეპტივიდან - იმ დღეს, როდესაც გაკეთებული უნდა იქნას შემდეგი ინექცია. ყველა შემთხვევაში აუცილებელია დამატებით კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენება აბების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში.

- ორსულობის პირველ ტრიმესტრში აბორტის შემდეგ.

წამლის მიღება შეიძლება დაუყოვნებლივ. ამ პირობის დაცვისას, ქალს აღარ სჭირდება კონტრაცეფციის დამატებითი ზომების მიღება.

- ორსულობის მეორე ტრიმესტრში მშობიარობის ან აბორტის შემდეგ

მეძუძური დედების მიერ გამოყენებისთვის იხილეთ „ორსულობა და ლაქტაცია“.

პრეპარატის მიღება რეკომენდებულია 21-28-ე დღეს ორსულობის მეორე ტრიმესტრში მშობიარობის ან აბორტის შემდეგ. თუ მიღება უფრო გვიან იწყება, აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდის გამოყენება აბების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში. თუმცა, თუ სქესობრივი კავშირი მოხდა იარინა პლიუსის მიღების დაწყებამდე, აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა ან პირველი მენსტრუაციის დალოდება.

იარინა პლიუსის შეფუთვის მოხმარების წესი

იარინა პლიუსის შეფუთვაში დევს ბლისტერი, რომელიც შეიცავს 21 ნარინჯისფერ (ჰორმონის შემცველ) აბს და 7 ღია ნარინჯისფერ (არააქტიურ) აბს (ბოლო რიგი). შეფუთვაში, ასევე, დევს მიღების კალენდარი (წებოვანი), რომელიც შედგება 7 წებოვანი ზოლისგან - თითოეულ მათგანზე აღნიშნულია კვირის დღეების დასახელებები. შეარჩიეთ ის ზოლი, რომელზეც მითითებულია კვირის ის დღე, რომლიდანაც აბების მიღება იწყება. მაგალითად, თუ აბების მიღება იწყება ოთხშაბათს, გამოიყენეთ ის ზოლი, რომელიც იწყება „ოთხშაბათით“.

ზოლს აკრავენ შეფუთვის ზედა ნაწილის გასწვრივ, ისე, რომ პირველი დღის აღნიშვნა იყოს იმ აბის ზემოთ, რომელზეც მითითებულია ისარი წარწერით „სტარტი“ («Старт»)

ახლა ჩანს, კვირის რომელ დღეს უნდა იქნას მიღებული თითოეული აბი

გამოტოვებული აბების მიღება

ღია ყვითელი (არააქტიური) აბების გამოტოვებას შეიძლება არ მივაქციოთ ყურადღება. მიუხედავად ამისა, უმჯობესია, თუ ამ აბებს გადაყრით, რათა შემთხვევით არ გახანგრძლივდეს ღია ყვითელი (არააქტიური) აბების მიღების პერიოდი. შემდეგი რეკომენდაციები ეხება მხოლოდ ნარინჯისფერი (ჰორმონის შემცველი) აბების გამოტოვებას:

  • თუ ნარინჯისფერი (ჰორმონის შემცველი) აბების მიღებაში დაგვიანება შეადგენს 12 საათზე ნაკლებს, კონტრაცეფციული დაცვა არ სუსტდება. აუცილებელია გამოტოვებული აბის მიღება რაც შეიძლება სწრაფად, შემდეგი აბები კი ჩვეულებრივ დროს უნდა იქნას მიღებული.

  • თუ ნარინჯისფერი (ჰორმონის შემცველი) აბების მიღებაში დაგვიანება შეადგენს 12 საათზე მეტს, კონტრაცეფციული დაცვა შეიძლება შესუსტდეს. ამ დროს იხელმძღვანელეთ შემდეგი ორი ძირითადი წესით:

  • აბების მიღების შეწყვეტა დაუშვებელია 7 დღეზე ხანგრძლივად.

  • ჰიპოთალამუსის-ჰიპოფიზის-საკვერცხეების სისტემის ადექვატური დათრგუნვის მისაღწევად აუცილებელია ჰორმონის შემცველი აბების უწყვეტი მიღება 7 დღის განმავლობაში.

შესაბამისად, ყოველდღიურ პრაქტიკასთან დაკავშირებით შეიძლება შემდეგი რეკომენდაციების დაცვა:

წამლის მიღების პირველი კვირა:

ბოლო გამოტოვებული აბის მიღება აუცილებელია შეძლებისდაგვარად სწრაფად, როგორც კი გაგახსენდებათ ამის შესახებ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთდროულად ორი აბის მიღება მოგიწევთ. შემდეგი აბები მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. გარდა ამისა, შემდეგი 7 დღის განმავლობაში აუცილებელია კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის (მაგალითად, პრეზერვატივის) გამოყენება. თუ სქესობრივ კავშირს ადგილი ჰქონდა 7 დღის განმავლობაში აბის გამოტოვებამდე, გათვალისწინებული უნდა იქნას დაორსულების შესაძლებლობა. რაც უფრო მეტ აბს გამოტოვებთ და რაც უფრო ახლოსაა გამოტოვება არააქტიური აბების მიღების ფაზასთან, მით უფრო მაღალია დაორსულების რისკი.

წამლის მიღების მეორე კვირა:

ბოლო გამოტოვებული აბის მიღება აუცილებელია შეძლებისდაგვარად სწრაფად, როგორც კი გაგახსენდებათ ამის შესახებ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთდროულად ორი აბის მიღება მოგიწევთ. შემდეგი აბები მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. თუ ქალი სწორად იღებდა აბებს 7 დღის განმავლობაში პირველი გამოტოვებული აბის წინ, კონტრაცეფციის დამატებითი ზომების მიღება საჭირო არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასევე, ორი და მეტი აბის გამოტოვების შემთხვევაში, დამატებით აუცილებელია კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდების გამოყენება 7 დღის განმავლობაში.

წამლის მიღების მესამე კვირა:

კონტრაცეფციის საიმედოობის დაქვეითების რისკი გარდაუვალია ღია ყვითელი (არააქტიური) აბების მიღების ფაზის მოახლოების გამო. აუცილებელია შემდეგი ორიდან ერთ-ერთი ვარიანტის მკაცრი დაცვა. ამასთან, თუ პირველი გამოტოვებული აბის წინ 7 დღის განმავლობაში ყველა აბი სწორად იქნა მიღებული, კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდების გამოყენება საჭირო არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებელია შემდეგი სქემებიდან პირველის გამოყენება და, დამატებით, კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენება 7 დღის განმავლობაში.

  1. ბოლო გამოტოვებული აბი შეძლებისდაგვარად სწრაფად მიიღეთ, როგორც კი გაგახსენდებათ ამის შესახებ (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთდროულად ორი აბის მიღება მოგიწევთ). შემდეგი აბები მიიღეთ ჩვეულებრივ დროს, ვიდრე ნარინჯისფერი (ჰორმონის შემცველი) აბები არ დამთავრდება შეფუთვაში. შვიდი ღია ნარინჯისფერი (არააქტიური) აბი გადაყარეთ და დაუყოვნებლივ დაიწყეთ აბების მიღება შემდეგი შეფუთვიდან. წამლის მოხსნის შედეგად განვითარებული სისხლდენა ნაკლებად სავარაუდოა, ვიდრე მეორე შეფუთვაში ნარინჯისფერი (ჰორმონის შემცველი) აბები არ დამთავრდება, მაგრამ, შეიძლება აღინიშნოს გამონადენი და წყვეტილი სისხლდენები.
  2. შეწყვიტეთ ნარინჯისფერი (ჰორმონის შემცველი) აბების მიღება მიმდინარე შეფუთვიდან. შემდეგ შეისვენეთ არაუმეტეს 7 დღის განმავლობაში, აბების გამოტოვების დღეების ჩათვლით, რის შემდეგაც წამლის მიღება ახალი შეფუთვიდან დაიწყეთ.

თუ გამოტოვეთ აბების მიღება და ღია ნარინჯისფერი (არააქტიური) აბების მიღებისას წამლის მოხსნის სისხლდენა არ დაგეწყოთ, აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ ორსულად არ ხართ. მიმართეთ ექიმს, ვიდრე ახალი შეფუთვიდან დაიწყებთ წამლის მიღებას.

რეკომენდაციები გასტროინტესტინალური დარღვევების დროს

მძიმე გასტროინტესტინალური დარღვევების დროს წამლის აბსორბცია შეიძლება სრულად არ მოხდეს, ამიტომ, აუცილებელია დამატებითი კონტრაცეფციული მეთოდების გამოყენება.

თუ ნარინჯისფერი (ჰორმონის შემცველი) აბის მიღებიდან 3 – 4 საათში ღებინება დაიწყება, აუცილებელია აბების გამოტოვების დროს შესასრულებელი რეკომენდაციების დაცვა. თუ ქალს არ სურს მიღების ჩვეული სქემის შეცვლა და მენსტრუაციის დაწყების გადატანა კვირის სხვა დღეზე, დამატებითი ნარინჯისფერი აბი (ჰორმონის შემცველი) მიღებული უნდა იქნას სხვა შეფუთვიდან.

მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის დაწყების გადავადება

მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის დაწყების გადავადების მიზნით, გამოტოვეთ 7 ღია ნარინჯისფერი (არააქტიური) აბი მიმდინარე შეფუთვიდან და განაგრძეთ ნარინჯისფერი (ჰორმონის შემცველი) აბების მიღება იარინა პლიუსის შემდეგი შეფუთვიდან. ამგვარად, ციკლის გაგრძელება შესაძლებელია ნებისმიერი ვადით, ვიდრე მეორე შეფუთვის ნარინჯისფერი (ჰორმონის შემცველი) აბები არ დამთავრდება. მეორე შეფუთვიდან წამლის მიღების ფონზე ქალს შეიძლება დაეწყოს მცირედი გამონადენი ან წყვეტილი სისხლდენები საშვილოსნოდან. ამის შემდეგ, იარინა პლიუსის რეგულარული მიღება განახლებული უნდა იქნას ღია ნარინჯისფერი (არააქტიური) აბების მიღების ფაზის დასრულების შემდეგ.

იმისათვის, რომ მენსტრუაცია კვირის სხვა დღეზე გადაიტანოთ, შეამცირეთ ღია ნარინჯისფერი (არააქტიური) აბების მიღების შემდგომი ფაზა სასურველი რაოდენობის დღეებით. რაც უფრო ნაკლებია ინტერვალი, მით უფრო მაღალია წამლის მოხსნის შედეგად განვითარებული სისხლდენის რისკი და, შემდგომში, მცირედ გამონადენს და წყვეტილ სისხლდენებს ადგილი ექნება მეორე შეფუთვის მიღების დროს.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიების პაციენტებისთვის

ბავშვები და მოზარდები

იარინა პლიუსი მიღებული უნდა იქნას მხოლოდ მენარქეს დაწყების შემდეგ. არსებული მონაცემების თანახმად, ამ პაციენტების ჯგუფში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ხნიერი პაციენტები

არ გამოიყენება. იარინა პლიუსი არ გამოიყენება მენოპაუზის დადგომის შემდეგ.

პაციენტები, რომლებსაც ღვიძლის ფუნქციის დარღვევები აღენიშნებათ

იარინა პლიუსის უკუჩვენებაა ღვიძლის მძიმე დაავადებები, ვიდრე ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები ნორმას არ დაუბრუნდება. იხ., ასევე: „უკუჩვენებები“ და „ფარმაკოკინეტიკა“.

პაციენტები, რომლებსაც თირკმლის ფუნქციის დარღვევები აღენიშნებათ

იარინა პლიუსის უკუჩვენებაა თირკმლის მძიმე ან მწვავე უკმარისობა. იხ., ასევე: „უკუჩვენებები“ და „ფარმაკოკინეტიკა“.

გვერდითი მოქმედება

იარინა პლიუსის მიღებისას გამოვლენილი იქნა არასასურველი რეაქციები, რომლებიც მოცემულია შემდეგ ცხრილში. არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღწერილია იარინასთვის, შეიძლება, ასევე, მივაკუთვნოთ იარინა პლიუსსაც (სხვაობა მხოლოდ კალციუმის ლევომეფოლატის არსებობაშია, რომელიც წარმოადგენს საკვებში შემავალი ბუნებრივი ფოლატების სტაბილიზირებულ მარილს).

სისტემურ-ორგანული კლასები (MedRA) | ხშირი
(≥ 1/100 – < 1/10) | არახშირი
(≥ 1/1000 – < 1/100) | იშვიათი
(≥ 1/10 000 - < 1/1000)
---|---|---|---
იმუნური სისტემის დარღვევები | | | ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ასთმა
ფსიქიკური დარღვევები | დეპრესია /დათრგუნული გუნება-განწყობა | ლიბიდოს დაქვეითება ან გაძლიერება |
ნერვული სისტემის დარღვევები | თავის ტკივილი | |
სმენის ორგანოს დარღვევები | | | სიყრუე
სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები | შაკიკი | ჰიპერტენზია
ჰიპოტონია | ვენური ან არტერიული თრომბოემბოლია
კუჭნაწლავის ტრაქტის დარღვევები | გულისრევა | ღებინება
დიარეა |
კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები | | აკნე
ეკზემა
ქავილი
ალოპეცია | კვანძოვანი ერითემა მულტიფორმული ერითემა
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების დარღვევები | მენსტრუალური ციკლის დარღვევები, სისხლდენები მენსტრუალურ ციკლებს შორის, სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა, გადიდება. გამონადები საშოდან. ვულვოვაგინალური კანდიდოზი | სარძევე ჯირკვლების გადიდება, ვაგინიტი | გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან
ზოგადი ხასიათის გართულებები და რეაქციები შეყვანის ადგილას | | შეშუპება,
სხეულის წონის გაზრდა,
სხეულის წონის შემცირება |

კჰკ მიღებისას იზრდება ვენური თრომბო- და თრომბოემბოლიური მოვლენების, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, ტრანზიტორული იშემიური შეტევის, ვენების თრომბოზის და ფილტვის ემბოლიის განვითარების რისკი.

ქალებში, რომლებიც კჰკ-ს იღებდნენ აღინიშნა შემდეგი სერიოზული გვერდითი რეაქციები (იხ., ასევე: „უსაფრთხოების ზომები და განსაკუთრებული მითითებები“):

  • ვენების თრომბოემბოლიური დარღვევები;
  • არტერიული თრომბოემბოლიური დარღვევები;
  • ჰიპერტენზია;
  • ღვიძლის სიმსივნეები;
  • პათოლოგიები, რომლებიც ვითარდება ან უარესდება კოკ-ის მიღების დროს, მაგრამ, მათი კავშირი წამალთან არ არის დამტკიცებული: კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, ეპილეფსია, საშვილოსნოს მიომა, პორფირია, სისტემური წითელი მგლურა, ორსულების ჰერპესი, სიდენგამის ქორეა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, სიყვითლე და/ან ქავილი, რომელიც ქოლესტაზთანაა დაკავშირებული;
  • ქლოაზმა;
  • ღვიძლის ფუნქციის მწვავე ან ქრონიკული დარღვევების შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას მიღების შეწყვეტის აუცილებლობა, ვიდრე ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები ნორმას არ დაუბრუნდება;
  • ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება, ესტროგენების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს მისი სიმპტომები.

სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკის სიხშირე იმ ქალებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, რამდენადმე მაღალია. იმასთან დაკავშირებით, რომ სარძევე ჯირკვლის კიბო იშვიათად აღენიშნებათ 40 წლამდე ასაკის ქალებს, სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზის რიცხვის გაზრდა იმ ქალებში, რომლებიც კოკ-ს იღებენ, უმნიშვნელოა ამ დაავადების ზოგად რისკთან შედარებით.

ურთიერთქმედება

სხვა წამლების (ფერმენტების ინდუქტორების) და პერორალური კონტრაცეპტივების ურთიერთქმედების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას წყვეტილი სისხლდენები და/ან მოხდეს კონტრაცეპტიული ეფექტის დაქვეითება (იხ.: „ურთიერთქმედება სხვა წამლებთან“).

შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ წამლის რეგუსტრაციის შემდეგ ძალზედ მნიშვნელოვანია. მისი მეშვეობით შესაძლებელია წამლის რისკი/სარგებელის თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის განხორციელება. ჯანდაცვის სპეციალისტებმა შეტყობინებები უნდა გამოგზავნონ ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ.

დოზის გადაჭარბება

იარინა პლიუსის ნარინჯისფერი (ჰორმონის შემცველი) აბების დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ დაფიქსირებულა. კოკ-ის მიღების ჯამური გამოცდილების საფუძვლად, სიმპტომები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს აქტიური აბების დოზის გადაჭარბების შედეგად, შემდეგია: გულისრევა, ღებინება, წყვეტილი სისხლდენები. წყვეტილი სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ახალგაზრდა ქალებშიც, მენარქეს დადგომამდე, წამლის შემთხვევით მიღების შემთხვევაში. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს; აუცილებელია სიმპტომატიური მკურნალობის ჩატარება.

კალციუმის ლევომეფოლატი და მისი მეტაბოლიტები იდენტურია ფოლატების იმ ფორმებისა, რომლებსაც შეიცავს პროდუქტები, რომლებიც, თავის მხრივ, საკვებში გამოიყენება ყოველდღიურად, ყოველგვარი ზიანის გარეშე. კალციუმის ლევომეფოლატი 17 მგ/დღე დოზებით (რაც 37-ჯერ აღემატება იარინა პლიუსში შემავალი კალციუმის ლევომეფოლატის დოზას) კარგად აიტანება 12 კვირამდე პერიოდში ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ.

უერთიერთქმედება სხვა წამლებთან

პოტენციური ურთიერთქმედების გამოსავლენად, აუცილებელია გაეცნოთ ინფორმაციას იმ წამლების შესახებ, რომლებსაც იარინა პლიუსთან ერთად იღებთ.

სხვა წამლების ზემოქმედება იარინა პლიუსზე

პერორალური კონტრაცეპტივების და იმ წამლების უერთიერთქმედების დროს, რომლებიც იწვევს ღვიძლის მიკროსომური ფერმენტების ინდუქციას, შეიძლება გაიზარდოს სასქესო ჰორმონების კლირენსი, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს წყვეტილი სისხლდენები და/ან კონტრაცეპტიული ეფექტის შემცირება. ფერმენტების ინდუქცია შეიძლება მიღწეული იქნას რამდენიმე დღიანი მიღების შემდეგ. მაქსიმალური ფერმენტაციული ინდუქცია, ჩვეულებრივ, შეინიშნება რამდენიმე კვირის განმავლობაში. ფერმენტაციული ინდუქცია შეიძლება შენარჩუნდეს მიღების შეწყვეტიდან 4 კვირის განმავლობაში.

ქალებმა, რომლებიც იღებენ ასეთ სამკურნალო საშუალებებს, დროებით დამატებით უნდა მიიღონ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდები ან შეარჩიონ კონტრაცეფციის სხვა მეთოდი. ასეთი სამკურნალო საშუალებების მიღების შეწყვეტის შემდეგ, 28 დღის განმავლობაში, დამატებით უნდა იქნას გამოყენებული კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი. თუ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენების პერიოდი მთავრდება უფრო გვიან, ვიდრე შეფუთვაში ჰორმონის შემცველი, ნარინჯისფერი აბები, გამოტოვებული უნდა იქნას არააქტიური, ღია ნარინჯისფერი აბების მიღება და დაწყებული უნდა იქნას წამლის მიღება ახალი შეფუთვიდან.

  • ნივთიერებები, რომლებიც ზრდიან კოკ-ის კლირენსს (აქვეითებენ კოკ-ის ეფექტურობას, იწვევენ რა ფერმენტების ინდუქციას):

ფენიტოინი, ბარბიტურატები, პრიმიდონი, კარბამაზეპინი, რიფამპიცინი და, ასევე, შესაძლებელია 0 ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი, გრიზეოფულვინი და კრაზანას შემცველი პრეპარატები.

  • ნივთიერებები, რომლებიც ცვალებად ზემოქმედებას ახდენენ კოკ-ის კლირენსზე**:**

კოკ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, აივ-პროტეაზას და С ჰეპატიტის ვირუსის პროტეაზას ბევრი ინჰიბიტორი, ასევე, უკუ-ტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდური ინჰიბიტორები ზრდიან ან ამცირებენ პლაზმაში ესტროგენის ან პროგესტინის კონცენტრაციებს. ასეთი ცვლილებები შეიძლება კლინიკურად მნიშვნელოვანი იყოს გარკვეულ შემთხვევებში.

  • ნივთიერებები, რომლებიც ამცირებენ კალციუმის ლევომეფოლატის ეფექტურობას

ფოლატების მეტაბოლიზმი: ზოგი წამალი ამცირებს სისხლში ფოლატების კონცენტრაციას ან ამცირებს ფოლატების ეფექტურობას დიჰიდროფოლატრედუქტაზას ფერმენტის ინჰიბიციის გზით (მაგ.: მეტოტრექსატი, ტრიმეტოპრიმი, სულფასალაზინი და ტრიამტერენი) ან ფოლატების აბსორბციის შემცირების ხარჯზე (მაგალითად, ქოლესტირამინი) ან უცნობი მექანიზმების ხარჯზე (მაგალითად, ანტიეპილეფსიური საშუალებები: კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი და ვალპროს მჟავა).

  • ნივთიერებები, რომლებიც ამცირებენ კოკ პრეპარატების კლირენსს (ფერმენტების ინჰიბიტორები):

ფერმენტების ინჰიბიტორებთან პოტენციური ურთიერთქმედებების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. CYP3A4 მძლავრი ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში ესტროგენის ან პროგესტინის, ან ორივე კომპონენტის კონცენტრაციის მომატება.

დროსპირენონი (3 მგ/დ) / ეთინილესტრადიოლი (0,002 მგ / დ) კომბინაციის და CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორის კეტოკონაზოლის ერთდროულად გამოყენებისას 10 დღის განმავლობაში, დროსპირენონის და ეთინილესტრადიოლის AUC სიდიდე (0-24 სთ) იზრდება, შესაბამისად, 2.7-ჯერ და 1.4-ჯერ.

აღინიშნა, რომ ეტორიკოქსიბი 60 და 120 მგ/დ დოზებით, კოკ პრეპარატთან ერთად მიღებისას, რომელიც შეიცავს 0.035 მგ ეთინილესტრადიოლს, ზრდის ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, შესაბამისად, 1.4-ჯერ და 1.6-ჯერ.

კოკ-ის ან კალციუმის ლევომეფოლატის ზემოქმედება სხვა წამლებზე

კოკ პრეპარატმა შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს სხვა წამლების მეტაბოლიზმზე, რაც იწვევს მათი კონცენტრაციების მომატებას (მაგალითად, ციკლოსპორინი) ან შემცირებას (მაგალითად, ლამოტრიჯინი) სისხლის პლაზმასა და ქსოვილებში.

In vitro დროსპირენონი სუსტად ან ზომიერად თრგუნავს Р450 CYP1A1, CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 ციტოქრომის ფერმენტებს.

In vivo ურთიერთქმედების კვლევების საფუძვლად იმ მოხალისე ქალებში, რომლებიც იღებენ ომეპრაზოლს, სიმვასტატინს ან მიდაზოლამს მარკერული სუბსტრატების სახით, შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა იმის შესახებ, რომ 3 მგ დროსპირენონის კლინიკურად მნიშვნელოვანი ზემოქმედება წამლების მეტაბოლიზმზე, რომელიც განპირობებულია Р450 ციტოქრომის ფერმენტებით, ნაკლებად სავარაუდოა.

In vitro ეთინილესტრადიოლი წარმოადგენს обратимым ингибитором CYP2C19, CYP1A1 და CYP1A2 შექცევად ინჰიბიტორს და, ასევე, CYP3A4/5, CYP2C8 და CYP2J2 შეუქცევად ინჰიბიტორს.

ფოლატებმა შეიძლება შეცვალონ გარკვეული წამლების ფარმაკოკინეტიკა და ფარმაკოდინამიკა, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ფოლატების ცვლაზე, მაგალითად, ანტიეპილეფსიური წამლები (ფენიტოინი), მეტოტრექსატი ან პირიმეტამინი, რასაც შეიძლება თან სდევდეს მათი ფარმაკოლოგიური მოქმედების დაქვეითება (ძირითადად შექცევადად, დოზის გაზრდის შემთხვევაში, რომელიც მოქმედებს ფოლატების ცვლაზე). ფოლატების დანიშვნა ასეთი წამლებით მკურნალობის ფონზე რეკომენდებულია, ძირითადად, ამ უკანასკნელთა ტოქსიკურობის შესამცირებლად.

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები

ეთინილესტრადიოლის შემცველი წამლების მიღება პირდაპირი მოქმედების ანტივირუსულ საშუალებებთან ერთად, რომელთა შემადგენლობაში შედის ომბიტასვირი, პარიტაპრევირი, ან დასაბუვირი, ასევე, მათ კომბინაციებთან ერთად, დაკავშირებულია ალტ დონის

20-ჯერ გაზრდასთან ნორმის ზედა ზღვართან შედარებით კვლევაში მონაწილე ჯანმრთელ ქალებში და С ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულ ქალებში (იხ.: „უკუჩვენებები“).

ურთიერთქმედების სხვა ფორმები

შრატის კალიუმი

არსებობს შრატში კალიუმის დონის მომატების თეორიული შანსი იმ ქალებში, რომლებიც იარინა პლიუსის ნარინჯისფერ (ჰორმონის შემცველ) აბებს სხვა წამლებთნ ერთად იღებენ, რომლებიც ზრდიან შრატში კალიუმის დონეებს. ასეთ პრეპარატებს განეკუთვნება ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ანტაგონისტები, კალიუმდამზოგავი დიურეზული საშუალებები და ალდოსტერონის ანტაგონისტები. თუმცა, იმ კვლევებში, რომლებშიც აფასებენ დროსპირენონის ურთიერთქმედებას ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან ან ინდომეტაცინთან ერთად, არ გამოვლენილა კლინიკურად თუ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები შრატში კალიუმის კონცენტრაციებში.

ლაბორატორიული ტესტები

ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღებამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს გარკვეული ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე, მათ შორის, ღვიძლის, თირკმლის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის მაჩვენებლებზე, პლაზმაში სატრანსპორტო ცილების, მაგალითად, კორტიკოსტეროიდ-შემაკავშირებელი გლობულინის კონცენტრაციაზე და ნახშირწყლების ცვლის მაჩვენებლებზე, სისხლის შედედების და ფიბრინოლიზის პარამეტრებზე. ეს ცვლილებები, ჩვეულებრივ, რჩება ლაბორატორიული ნორმების ფარგლებში. დროსპირენონი ზრდის პლაზმა-რენინის და პლაზმა-ალდოსტერონის აქტიურობას, რაც დაკავშირებულია მის ანტიმინერალოკორტიკოიდულ ეფექტთან.

უსაფრთხოების ზომები და განსაკუთრებული მითითებები

თუ რომელიმე პათოლოგია, დაავადება ან რისკ-ფაქტორი, რომელიც ქვემოთაა მითითებული, აღინიშნება მიმდინარე მომენტში, აუცილებელია იარინა პლიუსის მიღების პოტენციური რისკის და მოსალოდნელი სარგებლის დეტალური შეფასება ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში და მისი განხილვა პაციენტთან, ვიდრე ეს უკანასკნელი წამლის მიღებას გადაწყვეტს. აღნიშნული პათოლოგიების, დაავადებების ან რისკ-ფაქტორების დამძიმების, გაძლიერების ან პირველი გამოვლინების შემთხვევაში აუცილებელია კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილების მიღება წამლის მოხსნის აუცილებლობის შესახებ.

ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) განვითარების რისკი

ნებისმიერი კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივის (კჰკ) გამოყენება ზრდის ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) განვითარების რისკს, იმ შემთხვევებთან შედარებით, როდესაც წამლების ეს ჯგუფი არ გამოიყენება. წამლები, რომელთა შემადგენლობაში შედის ლევონორგესტრელი, ნორგესტიმატი ან ნორეტისტერონი, ასოცირებულია ვთე შედარებით დაბალ რისკთან. სხვა წამლებმა, როგორიცაა იარინა პლიუსი, რისკის ასეთი დონე შეიძლება ორჯერ გაზარდონ. გადაწყვეტილება ნებისმიერი კჰკ პრეპარატის, მათ შორის იმ პრეპარატის, რომელიც ყველაზე დაბალი ვთე რისკით ხასიათდება, მიღების შესახებ მიღებული უნდა იქნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც პაციენტთან განხილული იქნება მის მიერ ვთე განვითარების რისკების, რისკ-ფაქტორების გააზრება, რომლებიც უკავშირდება იარინა პლიუსის მიღებას; ასევე, იმის გააზრებას, რომ ვთე განვითარების რისკი უფრო მაღალია კჰკ-ის მიღების პირველი წლის განმავლობაში. ვთე განვითარების რისკი, ასევე, იზრდება კჰკ-ის მიღებებს შორის ინტერვალებში, თუ ეს ინტერვალები 4 კვირას და მეტს შეადგენს.

ქალებში, რომლებიც არ იღებენ კჰკ პრეპარატებს, ვთე განვითარების რისკი შეადგენს 2/10000 წელიწადში. თუმცა, ეს რისკი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს თითოეული ქალის ინდივიდუალური რისკ-ფაქტორების მიხედვით.

დადგენილია[1], რომ იმ ქალებში, რომლებიც იღებენ კჰკ პრეპარატებს, რომელთა შემადგენლობაში შედის დროსპირენონი, ვთე განვითარების რისკი შეადგენს 9-12 შემთხვევას 10000 ქალზე წელიწადში, რაც თანაზომადია იგივე რისკთან 6[2] შემთხვევაში 10000 ქალზე წელიწადში ლევონორგესტრელის მიღებისას.

ორივე შემთხვევაში, ვთე განვითარების რისკი უფრო დაბალია, ვიდრე მოსალოდნელია ორსულობის და მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

ვენურმა თრომბოემბოლიამ შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს შემთხვევათა 1-2%-ში.

კოკ პრეპარატების გამოყენებისას ძალიან იაშვიათად შეიძლება განვითარდეს სხვა სისხლძარღვების, მაგალითად, ღვიძლის, თეძოს, თირკმლის, ტვინის ვენების და არტერიების ან ბადურას სისხლძარღვების თრომბოზი.

ვთე განვითარების რისკ-ფაქტორები

ვენების თრომბოემბოლიური გართულებების განვითარების რისკი ქალებში, რომლებიც უღებენ კჰკ პრაპარატებს, შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს დამატებითი, განსაკუთრებით, მრავლობითი რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში (იხ. ცხრილი).

წამალი იარინა პლიუსის მიღების უკუჩვენებაა ის ქალები, რომლებსაც აღენიშნებათ ვთე განვითარების რამდენიმე რისკ-ფაქტორი. თუ ქალს აღენიშნება ვენების თრომბოზის განვითარების რამდენიმე რისკ-ფაქტორი, ამ შემთხვევაში შეფასებული უნდა იქნას საერთო რისკი. თუ სარგებლის და რისკის თანაფარდობა ნეგატიურია, წამალი არ უნდა დაინიშნოს.

ცხრილი: ვთე განვითარების რისკ-ფაქტორები

რისკის ფაქტორი | შენიშვნა
---|---
სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი აღემატება 30 კგ/მ2) | რისკი მნიშვნელოვნად იზრდება სხეულის მასის ინდექსის გაზრდისას. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სხვა რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში.
ხანგრძლივი იმობილიზაცია, დიდი ოპერაციული ჩარევა, ნებისმიერი ოპერაცია ქვემო კიდურებზე ან მენჯის ორგანოებზე, ნეიროქირურგიული ჩარევები ან დიდი ტრავმა. შენიშვნა: დროებითი იმობილიზაცია, მათ შორისმ ავიაგადაფრენები > 4 სთ, ასევე, შეიძლება ვთე განვითარების რისკ-ფაქტორი იყოს, განსაკუთრებით, ქალებში, რომლებსაც სხვა რისკ-ფაქტორებიც აქვთ. | ამ სიტუაციებში სასურველია წამლის მიღების შეწყვეტა (გეგმიური ოპერაციის შემთხვევაში, მინიმუმ ოთხი კვირით ადრე) და მისი მიღების განახლება იმობილიზაციის დასრულებიდან ორი კვირის შემდეგ. არასასურველი ორსულობის თავიდან არიდების მიზნით, საჭიროა კონტრაცეფციის სხვა მეთოდების გამოყენება. საჭიროა ანტითრომბოზული თერაპიის მიზანშეწონილობის განხილვა, თუ იარინა პლიუსის მიღება წინასწარ არ იქნა შეწყვეტილი.

ოჯახური ანამნეზი (ვენური თრომბოემბოლია - ოდესმე ახლო ნათესავებში ან მშობლებში შედარებით ახალგაზრდა ასაკში, მაგალითად 50 წლამდეს). | მემკვიდრეობით წინასწარგანწყობაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი კჰკ პრეპარატის მიღებამდე, რეკომენდებულია სპეციალისტთან კონსულტაცია.
სხვა პათოლოგიები, რომლებიც დაკავშირებულია ვენურ თრომბოემბოლიასთან | კიბო, სისტემური წითელი მგლურა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი) და ნამგლისებურ-უჯრედოვანი ანემია.
ასაკი | განსაკუთრებით 35 წელს ზემოთ ასაკში

საკითხი ვენების ვარიკოზული გაფართოების და ზედაპირული თრომბოფლებიტის შესაძლო როლის შესახებ ვენური თრომბოემბოლიის განვითარებაში კვლავაც სადავო რჩება.

ყურადღება უნდა მიექცეს თრომბოემბოლიის განვითარების გაზრდილ რისკს ორსულობის და მშობიარობის შემდგომ პერიოდში, განსაკუთრებით, მშობიარობის შემდგომი 6 თვის განმავლობაში (ინფორმაცია ორსულობის და ლაქტაციის შესახებ იხ.: „ორსულობა და ლაქტაცია“).

ვთე სიმპტომები (ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია**)**

ქვემოთ მითითებული სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და აცნობეთ, რომ კჰკ პრეპარატს იღებთ.

ღრმა ვენების თრომბოზის სიმპტომებს შორისაა:

  • ქვემო კიდურის და/ან ტერფის ცალმხრივი შეშუპება ან შეშუპება ფეხზე, ვენის გასწვრივ;
  • ტკივილი ან მომატებული მგრძნობელობა ფეხში, შეიძლება იგრძნობოდეს მხოლოდ ფეხზე დგომის ან სიარულის დროს;
  • ძლიერი სითბოს შეგრძნება მტკივან ფეხში, ქვემო კიდურის გაწითლება ან კანის ფერის შეცვლა.

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) სიმპტომებს შორისაა:

  • დაუდგენელი წარმოშობის უეცარი ქოშინი, ან გახშირებული სუნთქვა;
  • უეცარი ხველა, შეიძლება თან სდევდეს სისხლის ამოხველება;
  • მწვავე ტკივილი გულმკერდის არეში;
  • თავბრუსხვევა;
  • გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა.

ზოგიერთი ამ სიმპტომებიდან (მაგალითად, ქოშინი, ხველება) არასპეციფიურია და შეიძლება არასწორად იქნას ინტერპრეტირებული, როგორც სხვა დაავადებების სიმპტომები, რომლებიც უფრო ხშირად გვხვდება, ან როგორც ნაკლებად სერიოზული დაავადებების სიმპტომები (მაგალითად, სასუნთქი გზების ინფექციები).

სისხლძარღვების ოკლუზიის სხვა ნიშნებს შორისაა: უეცარი ტკივილი, შეშუპება, უმნიშვნელო გალურჯება კიდურზე.

თვალის სისხლძარღვების ოკლუზიის შემთხვევაში, სიმპტომატიკა შეიძლება მოიცავდეს მხედველობის დაბინდვას, რასაც თან არ სდევს ტკივილი და რომელიც შეიძლება მხედველობის დაკარგვამდე მივიდეს. ზოგჯერ, მხედველობის დაკარგვა თითქმის მომენტალურად ვითარდება.

არტერიული თრომბოემბოლიის (ათე) განვითარების რისკი

ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით, კჰკ პრეპარატების მიღება ასოცირებულია არტერიული თრომბოემბოლიის (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ცერებროვასკულარული მოვლენების (ტრანზიტორული იშემიური შეტევა, ინსულტი) გაზრდილ რისკთან. არტერიულმა თრომბოემბოლიურმა მოვლენებმა შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს.

არტერიული თრომბოემბოლიის (ათე) განვითარების რისკ-ფაქტორები

კჰკ პრეპარატების გამოყენებისას არტერიული თრომბოემბოლიური გართულებების ან ცერებროვასკულარული მოვლენების განვითარების რისკი იზრდება იმ ქალებში, რომლებსაც რისკის ფაქტორები აღენიშნებათ (იხ. ცხრილი). იარინა პლიუსის გამოყენება დაუშვებელია, თუ ქალს აღენიშნება ათე განვითარების ერთი სერიოზული ან მრავლობითი რისკ-ფაქტორი, რომელსაც შეუძლია არტერიული თრომბოზის განვითარების რისკის გაზრდა (იხ. „უკუჩვენებები“). თუ ქალს აღენიშნება რამდენიმე რისკ-ფაქტორი, რისკის ზრდა შეიძლება აღემატებოდეს იმ რისკების ჯამს, რომლებიც ასოცირებულია თითოეულ ფაქტორთან, ამიტომ, გათვალისწინებული უნდა იქნას სართო რისკი. თუ სარგებელი/რისკის თანაფარდობა არაკეთილსასურველია, კჰკ პრეპარატების დანიშვნა მიზანშეწონილი არ არის (იხ. „უკუჩვენებები“).

ცხრილი: ათე განვითარების რისკ-ფაქტორები

რისკის ფაქტორი | შენიშვნა
---|---
ასაკი | განსაკუთრებით, >35 წლის ასაკში
სიგარეტის მოწევა | ქალებისთვის, რომლებიც იღებენ კჰკ პრეპარატს, რეკომენდებულია თავის შეკავება სიგარეტის მოწევისგან. 35 წლიდან ქალებისთვის, რომლებიც განაგრძობენ სიგარეტის მოწევას, მკაცრად რეკომენდებულია კონტრაცეფციის სხვა მეთოდის გამოყენება.
არტერიული ჰიპერტენზია |
სიმსუქნეს (სხეულის მასის ინდექსი >30 კგ/მ2) | რისკი მნიშვნელოვნად იზრდება სხეულის მასის ინდექსის მომატებისას. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სხვა რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში.
ოჯახური ანამნეზი (არტერიული თრომბოემბოლია ახლო ნათესავებში ან მშობლებში შედარებით ახალგაზრდა ასაკში, მაგალითად, 50 წლამდე). | მემკვიდრეობით წინასწარგანწყობაზე ეჭვის შემთხვევაში, ყოველგვარი კჰკ პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია კონსულტაცია სპეციალისტთან.
შაკიკი | შაკიკის სიხშირის ან სიმძიმის მომატება კჰკ პრეპარატის მიღებისას (შეიძლება იყოს პროდრომალური პათოლოგიები ცერებროვასკულარული მოვლენების განვითარებამდე) შეიძლება გახდეს კჰკ პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივი შეწყვეტის მიზეზი.
სხვა პათოლოგიები, რომლებიც დაკავშირებულია გვერდით ეფექტებთან სისხლძარღვების მხრიდან. | შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერჰომოცისტეინემია, გულის სარქვლოვანი უკმარისობა, წინაგულების ფიბრილაცია, დისლიპოპროტეინემია და სისტემური წითელი მგლურა.

ათე სიმპტომები

ქვემოთ მითითებული სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და აცნობეთ, რომ იღებთ კჰკ პრეპარატს.

ინსულტის სიმპტომებს შორისაა:

  • სახის, ხელების ან ფეხების, განსაკუთრებით, სხეულის ერთი ნაწილის, კუნთების უეცარი დაბუჟება ან სისუსტე;
  • სიარულის უეცარი დარღვევა, თავბრუსხვევა, წონასწორობის დაკარგვა ან კოორდინაციის დარღვევა;
  • გონების უეცარი არევა, მეტყველების ან ენის გაგების პრობლემები;
  • ერთ ან ორივე თვალში მხედველობის უეცარი დარღვევა;
  • უეცარი, ძლიერი ან ხანგრძლივი თავის ტკივილი აშკარა მიზეზის გარეშე;
  • გონების დაკარგვა ან გულყრა ეპილეფსიური შეტევით ან მის გარეშე.

სიმპტომების გარდამავალი ხასიათი შეიძლება მიუთითებდეს ტრანზიტორულ იშემიურ შეტევაზე.

მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომებს შორისაა:

  • ტკივილი, დისკომფორტი, წნევა, სიმძიმის, მოჭერის ან გადავსების შეგრძნება გულმკერდის არეში, ხელში ან მკერდის უკან;
  • დისკომფორტი ზურგში, ყბაში, საყლაპავში, ხელში, კუჭში ირადიაციით;
  • გადავსების შეგრძნება, საჭმლის მონელების დარღვევები და ხუთვის შეგრძნება;
  • ოფლიანობა, გულისრევა, ღებინება ან თავბრუსხვევა;
  • გამოხატული სისუსტე, მოუსვენრობა, ქოშინი;
  • გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა.
  • სიმსივნეები

ზოგ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში აღინიშნა საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მომატებული რისკი კოკ პრეპარატების ხანგრძლივი (>5 წელი) გამოყენების დროს, თუმცა, ამ განცხადებას კვლავაც წინააღმდეგობრივი ხასიათი აქვს, რადგანაც საბოლოოდ ჯერ არ არის დადგენილი, რამდენად ითვალისწინებდა კვლევის შედეგები თანმდევ ფაქტორებს, მაგალითად, სქესობრივი ქცევა და სხვა ფაქტორები, მაგალითად, ადამიანის პაპილომავირუსული ინფექცია.

54 ეპიდემიოლოგიური კვლევის მეტა-ანალიზმა გვიჩვენა, რომ არსებობს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რამდენამდე გაზრდილი ფარდობითი რისკი, რომელიც დიაგნოზირებულია ქალებში, რომლებიც ამჟამად კოკ პრეპარატებს იღებენ (ფარდობითი რისკი 1.24). გაზრდილი რისკი თანდათან ქრება ამ წამლების მიღების შეწყვეტიდან 10 წლის მანძილზე. იმის გამო, რომ სარძევე ჯირკვლის კიბო იშვიათად აღინიშნება ქალებში 40 წლამდე, სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზების რიცხვის ზრდა იმ ქალებში, რომლებიც კოკ პრეპარატებს იღებენ ამჟამად ან ახლო წარსულში, უმნიშვნელოა ამ დაავადების ზოგად რისკთან შედარებით. მისი კავშირი კოკ პრეპარატების მიღებასთან არ არის დამტკიცებული. რისკის აღნიშნული მომატება შეიძლება, ასევე, წარმოადგენდეს საფუძვლიანი დაკვირვების და სარძევე ჯირკვლის შედარებით ადრეული დიაგნოსტიკის შედეგს იმ ქალებში, რომლებიც კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს იღებენ. ქალებში, რომლებიც ოდესმე იღებდნენ კოკ პრეპარატებს, ვლინდება სარძევე ჯირკვლის უფრო ადრეული სტადიები, ვიდრე იმ ქალებში, რომლებიც არასდროს არ იღებდნენ კოკ პრეპარატებს.

იშვიათ შემთხვევებში, კოკ პრეპარატების მიღების ფონზე, აღინიშნებოდა ღვიძლის კეთილთვისებიანი, ხოლო უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში - ავთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც, ცალკეულ შემთხვევებში, იწვევდა სიცოცხლისათვის საშიშ აბდომინალურ სისხლდენას. მუცლის არეში ძლიერი ტკივილების, ღვიძლის გადიდების ან აბდომინალური სისხლდენის ნიშნების შემთხვევაში, ეს გათვალისწინებული უნდა იქნას დიფერენციალური დიაგნოზის ჩატარებისას.

კპკ მაღალი დოზების (50 მკგ ეთინილესტრადიოლი) მიღებისას, ენდომეტრიუმის და საკვერცხეების კიბოს განვითარების რისკი მცირდება. დაუდგენელია, ვრცელდება თუ არა ეს დაბალდოზირებულ კპკ პრეპარატებზე.

სხვა პათოლოგიები

იარინა პლიუსის პროგესტინული კომპონენტი წარმოადგენს ალდოსტერონის ანტაგონისტს კალიუმდამზოგავი თვისებებით. უმრავლეს შემთხვევაში, კალიუმის დონის მომატება არ არის მოსალოდნელი. მაგრამ, კლინიკურ გამოკვლევაში, ზოგ პაციენტში, რომელსაც აღენიშნება თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი ხარისხი, კალიუმდამზოგავი საშუალებების მიღება უმნიშვნელოდ ზრდიდა შრატში კალიუმის დონეებს დროსპირენონის მიღების დროს. ამიტომ, შრატში კალიუმის დონის კონტროლი რეკომენდებულია მკურნალობის პირველ ციკლში, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომელთა კალიუმის დონე შრატში, მკურნალობამდე, ნორმის ზედა ზღვარზე იყო და რომლებიც დამატებით იღებენ კალიუმდამზოგავ საშუალებებს.

ჰიპერტრიგლიცერიდემიის შემთხვევაში (ან ამ პათოლოგიის არსებობა ოჯახურ ანამნეზში), კოკ პრეპარატის მიღებისას, შესაძლებელია გაიზარდოს პანკრეატიტის განვითარების რისკი.

მიუხედავად იმისა, რომ არტერიული წნევის მცირედი მომატება აღინიშნა ბევრ ქალში, რომელიც კოკ პრეპარატს იღებდა, კლინიკურად მნიშვნელოვანი მომატება იშვიათად იქნა დაფიქსირებული. მიუხედავად ამისა, თუ წამლის მიღების დროს ვითარდება არტერიული წნევის მდგრადი, კლინიკურად მნიშვნელოვანი მომატება, საჭიროა მოცემული საშუალებების შეწყვეტა და არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის დაწყება. წამლის მიღება შეიძლება გაგრძელდეს, თუ ჰიპოტენზიური თერაპიის მეშვეობით მიღწეული იქნება არტერიული წნევის ნორმალური სიდიდეები.

შემდეგი პათოლოგიები, როგორც აღინიშნა, ვითარდება ან უარესდება როგორც ორსულობის დროს, ისე კოკ პრეპარატების მიღებისას, მაგრამ მათი კავშირი კოკ პრეპარატების მიღებასთან არ არის დამტკიცებული: სიყვითლე და/ან ქავილი, რომელიც ქოლესტაზთანაა დაკავშირებული; ნაღვლის ბუშტში კენჭების ფორმირება; პორფირია; სისტემური წითელი მგლურა; ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი; სიდენგამის ქორეა; ორსულთა ჰერპესი; სმენის დაკარგვა, რომელიც დაკავშირებულია ოტოსკლეროზთან.

ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ ანგიონევროზული შეშუპების მემკვიდრეობითი ფორმები, ეგზოგენურმა ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები.

ღვიძლის ფუნქციის მწვავე ან ქრონიკული დარღვევების გამო შეიძლება საჭირო გახდეს წამლის მოხსნა მანამდე, ვიდრე ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები ნორმას არ დაუბრუნდება. რეციდიული ქოლესტაზური სიყვითლე, რომელიც ვითარდება პირველად ორსულობის დროს ან ნამამდე სასქესო ჰორმონების მიღებისას, საჭიროებს წამლის მიღების შეწყვეტას.

მიუხედავად იმისა, რომ კოკ პრეპარატებმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს რეზისტენტობაზე ინსულინის და გლუკოზის მიმართ, თერაპევტული რეჟიმის შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს შაქრიანი დიაბეტის ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ დაბალდოზირებულ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს (<0,05 მგ ეთინილესტრადიოლი). თუმცა, შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში, მოცემული წამლის მიღებისას აუცილებელია საფუძვლიანი კონტროლი.

კოკ პრეპარატების მიღების ფონზე აღწერილია კრონის დაავადების და არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის, ასევე, დამძიმებული ენდოგენური დეპრესიის და ეპილეფსიის შემთხვევები.

ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ქლოაზმა, განსაკუთრებით, თუ ანამნეზში აღენიშნება ორსულთა ქლოაზმის არსებობა. ქლოაზმისადმი მიდრეკილი ქალები, იარინა პლიუსის მიღების დროს, უნდა მოერიდონ მზეზე დიდხანს ყოფნას და ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებას.

ფოლატებმა შეიძლება შენიღბონ B12 ვიტამინის დეფიციტი.

იარინა პლიუსი შეიცავს 45 მგ ლაქტოზას ნარინჯისფერ (ჰორმონის შემცველ) და 48 მგ ლაქტოზას ღია ნარინჯისფერ (არააქტიურ) აბში. პაციენტებში, რომლებსაც აღენშნებათ გალაქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობა, ლაპის ლაქტაზური უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი, რომელთა კვების რეჟიმში ლაქტოზის მიღება კონტროლდება, აუცილებელია ამ რაოდენობის გათვალისწინება.

სამედიცინო შემოწმებები

იარინა პლიუსის მიღების დაწყებამდე ან განახლებამდე აუცილებელია ანამნეზის, ოჯახური ანამნეზის შესწავლა, ზოგადსამედიცინო და გინეკოლოგიური გამოკვლევის ჩატარება, ორსულობის გამორიცხვა. როგორც წესი, იზომება არტერიული წნევა, გულისცემის სიხშირე, განისაზღვრება სხეულის მასის ინდექსი, მოწმდება სარძევე ჯირკვლების, მუცლის ღრუს და მცირე მენჯის ორგანოების მდგომარეობა, მათ შორის, საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმის ციტოლოგიური გამოკვლევა (პაპანიკოლაუს ტესტი). ყურადღება უნდა მიექცეს ინფორმაციას არტერიული და ვენური თრომბოემბოლიის შესახებ, ასევე, თრომბის წარმოქმნის რისკის შესახებ იარინა პლიუსის მიღებისას სხვა კჰკ პრეპარატებთან შედარებით; ინფორმაციას არტერიული და ვენური თრომბოემბოლიის შესახებ; ინფორმაციას იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც ზრდიან თრომბის წარმოქმნის რისკს და ინფორმაციას იმ აუცილებელი ზომების შესახებ, რომლებიც მიღებული უნდა იქნას სავარაუდო თრომბოზის შემთხვევაში.

ყურადღება უნდა მიექცეს ინფორმაციას არტერიული და ვენური თრომბოემბოლიის შესახებ, მათ შორის, თრომბების წარმოქმნის შესახებ იარინა პლიუსის მიღებისას, სხვა კჰკ პრეპარატებთან შედარებით; არტერიული და ვენური თრომბოემბოლიის სიმპტომების შესახებ; იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც ზრდიან თრომბების წარმოქმნის რისკს და იმ აუცილებელი ზომების შესახებ, რომლებიც მიღებული უნდა იქნას სავარაუდო თრომბოზის შემთხვევაში. აუცილებელია ინსტრუქციის დეტალური გაცნობა და მისი განუხრელი დაცვა.

გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ ჰორმონალური კონტრაცეპტივები არ იცავს აივ ინფექციისგან (შიდსი) და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებებისგან!

ეფექტურობის დაქვეითება

იარინა პლიუსის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს შემდეგ შემთხვევებში: აქტიური, ნარინჯისფერი აბების გამოტოვებისას, ღებინების და დიარეის დროს, ან წამლების ურთიერთქმედების შედეგად (იხ.: „მიღების წესი და დოზები“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).

მენსტრუალური ციკლის არასაკმარისი კონტროლი

იარინა პლიუსის მიღების ფონზე შეიძლება აღინიშნოს არარეგულარული (აციკლური) სისხლიანი გამონადენი/სისხლდენა საშოდან (მცირედი სისხლნარევი გამონადენი ან წყვეტილი სისხლდენები), განსაკუთრებით გამოყენების პირველი თვეების განმავლობაში. ამიტომ, მენსტრუაციის მსგავსი ნებისმიერი არარეგულარული სისხლდენების შეფასება უნდა ჩატარდეს ადაპტაციის პერიოდის შემდეგ, რომელიც შეადგენს დაახლოებით სამ ციკლს.

თუ არარეგულარული, მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა მეორდება ან ვითარდება რეგულარული ციკლების შემდეგ, აუცილებელია დეტალური გამოკვლევის ჩატარება ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების თუ ორსულობის გამორიცხვის მიზნით. გამოკვლევა შეიძლება მოიცავდეს კურეტაჟს.

ზოგჯერ, აბების მიღებაში შესვენების დროს, შეიძლება განვითარდეს წამლის მოხსნით გამოწვეული სისხლდენა. თუ იარინა პლიუსი მიღებული იქნა რეკომენდაციების დაცვით, ორსულობა ნაკლებად სავარაუდოა. მიუხედავად ამისა, წამლის არარეგულარული გამოყენებისას და თუ მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა ზედიზედ ორჯერ არ განვითარდა, წამლის მიღება დაუშვებელია, ვიდრე ორსულობა არ გამოირიცხება.

ზემოქმედება ავტომობილის და ტექნიკის მართვის უნარზე არ გამოვლენილა.

გამოშვების ფორმა

შემოგარსული აბები. კომპლექტი: 21 შემოგარსული ნარინჯისფერი აბი და 7 შემოგარსული ღია ნარინჯისფერი აბი, მრავალშრიანი მასალისგან - PVC-PE-EVOH-PE- PCTFE და ალუმინის ფოლგისგან - დამზადებულ ბლისტერში. კომპლექტის 1 ბლისტერი, წებოვანი ზოლების ბლოკით - მიღების კალენდრის გასაფორმებლად - გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25°С ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა 3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ!

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი ბაიერ აგ, D-99427, ბერლინი, მიულერშტრასე 178, გერმანია

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
იარინა პლუსი #28ტ
  • სახელი: იარინა პლუსი #28ტ
  • მწარმოებელი: Bayer AG (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Байер Веймар Гмбх и Ко.КГ(გერმანია)) (გერმანია)
  • შეფუთვა: (3მგ + 0.03მგ + 0,451მგ დროსპირენონის, ეთინილესტრადიოლის და კალციუმის ლევომეფოლატის შემცველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №21; 0,451მგ კალციუმის ლევომეფოლატის შემცველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 კალენდარული შეფუთვით
Aversi 39.65 ლ
იარინა პლუსი ტაბლეტი #28
  • სახელი: იარინა პლუსი ტაბლეტი #28
  • მწარმოებელი: Bayer AG (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Байер Веймар Гмбх и Ко.КГ(გერმანია)) (გერმანია)
  • შეფუთვა: (3მგ + 0.03მგ + 0,451მგ დროსპირენონის, ეთინილესტრადიოლის და კალციუმის ლევომეფოლატის შემცველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №21; 0,451მგ კალციუმის ლევომეფოლატის შემცველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 კალენდარული შეფუთვით
Pharmadepot 31.54 ლ
იარინა პლუსი ტაბლეტი #28
  • სახელი: იარინა პლუსი ტაბლეტი #28
  • მწარმოებელი: Bayer AG (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Байер Веймар Гмбх и Ко.КГ(გერმანია)) (გერმანია)
  • შეფუთვა: (3მგ + 0.03მგ + 0,451მგ დროსპირენონის, ეთინილესტრადიოლის და კალციუმის ლევომეფოლატის შემცველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №21; 0,451მგ კალციუმის ლევომეფოლატის შემცველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 კალენდარული შეფუთვით
GPC 31.54 ლ
იარინა პლიუსი ტაბ.N28
  • სახელი: იარინა პლიუსი ტაბ.N28
PSP 27.23 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა