ტრიმერი - TRIMMER
ტრიმერი - TRIMMER

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ძვლის დაავადების სამკურნალო პრეპარატები, ბისფოსფონატები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ტრიმერი 35 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ნატრიუმის რიზედრონატი

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანად ეს გამოყენების ინსტრუქცია.

• შეინახეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

• თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

• ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, როდესაც მათი სიმპტომები თქვენის მსგავსია.

• თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გახდება სერიოზული, ან თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ გამოყენების ინსტრუქციაში მოცემულია:

** 1. რა არის და რისთვის გამოიყენება ტრიმერი **

**2. ტრიმერის ტაბლეტების მიღებამდე **

**3. როგორ მიიღება ტრიმერის ტაბლეტები **

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

** 5. როგორ ინახება ტრიმერის ტაბლეტები **

**6. დამატებითი ინფორმაცია **

**1. რა არის და რისთვის გამოიყენება ტრიმერის ტაბლეტები **

რა არის ტრიმერის ტაბლეტები

ტრიმერის ტაბლეტები განეკუთვნება არა-ჰორმონალური პრეპარატრების ჯგუფს სახელწოდებით ბისფოსფონატები, რომლებიც გამოიყენება ძვლის დაავადებების სამკურნალოდ. მას აქვს პირდაპირი ეფექტი თქვენს ძვლებზე, აძლიერებს მათ მოტეხილობების პრევენციის მიზნით.

ძვალი ცოცხალი ქსოვილია. ძველი ძვალი მუდმივად გადის თქვენი ჩონჩხიდან და იცვლება ახალი ძვლით.

პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი არის მდგომარეობა, რომელიც ვლინდება ქალებში მენოპაუზის შემდეგ, როდესაც ძვლები სუსტდება, ხდება უფრო მყიფე და არსებობს მათი მორეხილობის მეტი ალბათობა დაცემის ან ძალდატანების შემდეგ.

ოსტეოპოროზი ასევე შეიძლება განვითარდეს მამაკაცებში რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის დაბერების ან/და მამრობითი ჰორმონის ტესტოსტერონის დაბალი დონის გამო.

მოტეხილობის ალბათობა მეტია ხერხემლის, თეძოს და მაჯის ძვლებში, თუმცა ეს შესაძლებელია თქვენი სხეულის ნებისმიერ ძვალზე. ოსტეოპოროზთან დაკავშირებულმა მოტეხილობებმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტკივილი, წონის დაკლება და ზურგის მოხრილობა. ოსტეოპოროზის მქონე ბევრ პაციენტს არა აქვს სიმპტომები და მათ შესაძლოა არც კი იცოდნენ, რომ დაავადებული არიან მისით.

** რისთვის გამოიყენება ტრიმერის ტაბლეტები **

ოსტეოპოროზის სამკურნალოდ

• პოსტმენოპაუზურ ქალებში, მაშინაც კი, თუ ოსტეოპოროზი მძიმეა. ის ამცირებს ხერხემლისა და თეძოს მოტეხილობების რისკს.

• მამაკაცებში.

**2. ტრიმერის ტაბლეტების მიღებამდე **

არ მიიღოთ ტრიმერის ტაბლეტები

• თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ნატრიუმის რიზედრონატის ან ტრიმერის ტაბლეტების ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ. (იხილეთ ნაწილი 6, „რას შეიცავს ტრიმერის ტაბლეტები“)

• თუ თქვენმა ექიმმა გაცნობათ, რომ გაქვთ ჰიპოკალციემია (სისხლში კალციუმის დაბალი დონე)

• თუ ხართ ორსულად ან შესაძლოა იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას

• თუ კვებავთ ძუძუთი

• თუ გაქვთ თირკმელების მძიმე პრობლემები.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ტრიმერის მიღებამდე ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, კერძოდ, თუ:

• თუ არ შეგიძლიათ იდგეთ ან იჯდეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში.

• თუ გაქვთ ძვლისა და მინერალური მეტაბოლიზმის დარღვევები (მაგალითად, D ვიტამინის დეფიციტი, პარათირეოიდული ჰორმონის პათოლოგიუბი, ორივე იწვევენ სისხლში კალციუმის დაბალ დონეს).

• თუ გქონიათ პრობლემები საყლაპავის მხრივ (მილი, რომელიც აკავშირებს თქვენს პირს კუჭთან). მაგალითად, თუ გქონდათ ტკივილი ან საკვების გაძნელებული გადაყლაპვა, ან ადრე გითხრეს, რომ გაქვთ ბარეტის საყლაპავი (მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია საყლაპავის ქვედა ნაწილის ამომფენი უჯრედების ცვლილებებთან).

• თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ (როგორიცაა ლაქტოზა).

• თუ გქონიათ ან გაქვთ ყბის ტკივილი, შეშუპება ან დაბუჟება ან „ყბაში სიმძიმის შეგრძნება“ ან მოძრაობის შეზღუდვა.

• თუ თქვენ გიტარდებათ სტომატოლოგიური მკურნალობა ან უნდა ჩაგიტარდეთ სტომატოლოგიური ოპერაცია, უთხარით თქვენს სტომატოლოგს, რომ მკურნალობთ ტრიმერის ტაბლეტებით.

თქვენი ექიმი გირჩევთ, რა უნდა გააკეთოთ ტრიმერის ტაბლეტების მიღებისას, თუ ზემოთ ადგილი ექნება ზემოაღნიშნულ მდგომარეობებს.

ბავშვები და მოზარდები

რიზედრონატი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

სხვა პრეპარატების მიღება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, რომ იღებთ, მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპრატი.

პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ერთ-ერთს ქვემომოყვანილ ინგრედიენტებიდან, ამცირებენ ტრიმერის ტაბლეტების ეფექტს ერთდროულად მიიღებისას:

• კალციუმი

• მაგნიუმი

• ალუმინი (მაგალითად ზოგიერთი ნარევი საჭმლის მონელების პრობლემების სამკურნალოდ)

• რკინა

მიიღეთ ეს პრეპარატები ტრიმერის ტაბლეტების მიღებიდან მინიმუმ 30 წუთის შემდეგ. ტრიმერის ტაბლეტების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მიიღოთ ტრიმერის ტაბლეტები საკვებთან ან სასმელებთან ერთად (სასმელი წყლის გარდა) რომ მათ იმოქმედონ სათანადოდ. კერძოდ, არ მიიღოთ ეს პრეპარატი რძის პროდუქტებთან ერთად, (მაგალიტად, რძე) რადგანაც ისინი შეიცავენ კალციუმს (იხილეთ ნაწილი 2, "სხვა პრეპარატების მიღება").

მიიღეთ საკვები და სასმელები (სასმელი წყლის გარდა) ტრიმერის ტაბლეტების მიღებიდან მინიმუმ 30 წუთის შემდეგ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან შესაძლოა იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ან კვებავთ ძუძუთი, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ ტრიმერის ტაბლეტები, თუ ხართ ორსულად ან შესაძლოა იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას (იხ. ნაწილი 2, „არ მიიღოთ ტრიმერის ტაბლეტები“). ორსულ ქალებში რიზედრონატის ნატრიუმის (აქტიური ნივთიერება ტრიმერის ტაბლეტებში) გამოყენებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკი უცნობია. არ მიიღოთ ტრიმერის ტაბლეტები, თუ ხართ მეძუძური (იხილეთ ნაწილი 2, „არ მიიღოთ ტრიმერის ტაბლეტები“).

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ტრიმერის ტაბლეტები არ ახდენს ზგავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ტრიმერის ტაბლეტები შიცავენ ლაქტოზას. თუ თქვენ გითხრეს, რომ გაქვთ შაქრის აუტანლობა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ტრიმერის ტაბლეტების მიღებამდე (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“)

**3. როგორ მიიღება ტრიმერის ტაბლეტები **

ყოველთვის მიიღეთ ტრიმერის ტაბლეტები ზუსტად ექიმის ინტრუქციების შესაბამისად. თუ რაიმეში არა ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ტრიმერის (35 მგ ნატრიუმის რიზედრონატი) რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი კვირაში ერთჯერ.

აირჩიეთ კვირაში ერთი დღე და მიიღეთ ტრიმერის ერთი ტაბლეტი ყოველ კვირაში არჩეულ დღეს.

კოლოფს აქვს ადგილი, სადაც შეგიძლიათ ჩაინიშნოთ ტაბლეტის მიღების არჩეული დღეები.

მიიღეთ ტრიმერის ტაბლეტი დილით ჭამამდე ან დალევამდე (სასმელი წყლის გარდა) ან სხვა პრეპარატის მიღებამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე.

მიიღეთ ტაბლეტი ვერტიკალურ მდგომარეობაში (შეგიძლიათ იჯდეთ ან იდგეთ), რათა თავიდან აიცილოთ გულძმარვა.

გადაყლაპეთ ტაბლეტი მინიმუმ ერთი ჭიქა (120 მლ) სასმელი წყლის დაყოლებით.

გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად. არ დაღეჭოთ და არ გაადნოთ პირში.

ტაბლეტის მიღების შემდეგ არ დაწვეთ 30 წუთის განმავლობაში.

თქვენი ექიმი გეტყვით, გჭირდებათ თუ არა კალციუმის და ვიტამინის დანამატები, თუ არ იღებთ მათ საკმარისად საკვებთან ერთად.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ტრიმერის ტაბლეტები

თუ თქვენ ან ვინმე სხვამ შემთხვევით მიიღო დანუიშნულზე მეტი ტირმერის ტაბლეტები, დალიეთ ერთი სავსე ჭიქა რძე და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ტრიმერის ტაბლეტების მიღება

თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება თქვენს მიერ არჩეულ დღეს, მიიღეთ ის იმ დღეს, როცა გაგახსენდებათ. ხელახლა დაიწყეთ თითო ტაბლეტის მიღება კვირაში ერთჯერ იმ დღეს, როდესაც ჩვეულებრივ ღებულობთ ტაბლეტს.

არ მიიღოთ ორი ტაბლეტი ერთ დღეს გამოტოვებული ტაბლეტის შესავსებად.

თუ შეწყვეტთ ტრიმერის ტაბლეტების მიღებას

თუ თქვენ შეწყვეტთ მკურნალობას, შესაძლოა დაგეწყოთ ძვლის მასის დაკარგვა. გთხოვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს, სანამ გადაწყვეტდეთ მკურნალობის შეწყვეტას.

დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვის შემთხვევაში.

**4. შესაძლო გვერდითი ეფექტები **

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ტრიმერის ტაბლეტებმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველას არ განუვითარდება ისინი.

შეწყვიტეთ ტრიმერის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:

• მძიმე ალერგიული რეაქციის სიმპტომები, როგორიცაა;

• სახის, ენის ან ყელის შეშუპება

• ყლაპვის გაძნელება

• ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება

• კანზე მძიმე გამონაყარი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს კანის დაბუშტუკებას.

დაუყონებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს შემდეგი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში:

• თვალის ანთება, ჩვეულებრი. ტკივილით, სიწითლით და ფოტოსენსიტიურობით.

• ყბის ძვლის ნეკროზი (ოსტეონეკროზი), რომელიც დაკავშირებულია დაგვიანებულ შეხორცებასთან და ინფექციასთან, ხშირად კბილის ამოღების შემდეგ (იხ. ნაწილი 2, "ტრიმერის მიღების დაწყებამდე“).

• სიმპტომები საყლაპავის მხრივ, როგორიცაა ტკივილი ყლაპვისას, ყლაპვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში ან ახალი/გაუარესებული გულძმარვა.

თუმცა, კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული სხვა გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ იყო მსუბუქი და არ საჭიროებდა პაციენტის მიერ მათი ტაბლეტების მიღების შეწყვეტას.

ხშირი გვერდითი ეფექტები (უვითარდება 100-დან 1-დან 10-მდე პაციენტს)

• დისპეფსია, გულისრევა, კუჭის ტკივილი, კუჭის სპაზმები ან დისკომფორტი, ყაბზობა სისავსის შეგრძნება, მეტეორიზმი, დიარეა.

• ძვლების, კუნთების ან სახსრების ტკივილი.

• თავის ტკივილი.

არა-ხშირი გვერდითი ეფექტები (უვითარდება 1000-დან 1-დან 10-მდე პაციენტს)

• საყლაპავის ანთება ან წყლული (მილი, რომელიც აკავშირებს თქვენს პირს კუჭთან) იწვევს ყლაპვის გაძნელებასა და ტკივილს (იხილეთ აგრეთვე ნაწილი 2, „გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიმართეთ ექიმს, სანამ დაიწყებდეთ რიზედრონატის ტაბლეტების მიღებას"), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება (ნაწლავი კუჭის ქვემოთ).

• თვალის ფერადი ნაწილის (ირისის) ანთება (წითელი მტკივნეული თვალები შესაძლო შეცვლილი მხედველობით).

იშვიათი გვერდითი ეფექტები (უვითარდება 10.000-დან 1 პაციენტს)

• ენის ანთება (წითელი, შეშუპებული და ზოგჯერ მტკივნეული), საყლაპავის შევიწროება (მილი, რომელიც აკავშირებს თქვენს პირს კუჭთან)

• დაფიქსირდა ღვიძლის ფუნქციური ტესტების ცვლილებები. მათი დიაგნოსტირება შესაძლებელია მხოლოდ სისხლის ანალიზით.

ძალიან იშვიათი (უვითარდება 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს)

დაუკავშირდით თქვენს ექიმს ყურის ტკივილის ან ყურიდან გამონადენის და/ან ინფექციის შემთხვევაში, რადგანაც ეს შეიძლება იყოს ყურის ძვლის დაზიანების ნიშნები.

პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს დაფიქსირდა შემდეგი არასასურველი ეფექტები: უცნობია ( სიხშირე არ შეიძლება განისაზღვროს არსებული მონაცემების საფუძველზე) ‘

• კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ჭინჭრის ციება, გამონაყარი (კანის უეცარი გაწითლება), სახის, ტუჩების, ენის და/ან კისრის შეშუპება, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება;

• კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის ბუშტუკები კანქვეშ; წვრილი სისხლძარღვების ანთება, რომელიც ხასიათდება კანზე პალპირებადი წითელი ლაქებით (ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი);

• მძიმე მდგომარეობა სახელწოდებით სტივენსდ-ჯონსონის სინდრომი (SJS) კანზე, პირის ღრუში, თვალებში და სხეულის სხვა სველ ადგილებზე (გენიტალიებზე) ბუშტუკებით; მძიმე დაავადება სახელწოდებით ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), რომელიც იწვევს წითელ გამონაყარს სხეულის მრავალ ნაწილზე და/ან კანის გარე შრეების დესკვამაციას.

• თმის ცვენა.

• ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა).

• მძიმე ღვიძლის მხრივი დარღვევები, განსაკუთრებით თუ თქვენ მკურნალობთ სხვა მედიკამენტებით, რომლებიც ცნობილია რომ იწვევენ ღვიძლის პრობლემებს.

• თვალის ანთება, რომელიც იწვევს ტკივილსა და სიწითლეს.

ბარძაყის უჩვეულო მოტეხილობა იშვიათად შეიძლება მოხდეს პაციენტებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ ოსტეოპოროზის გამო. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ტკივილი, სისუსტე ან დისკომფორტი ბარძაყის, თეძოს ან საზარდულის არეში, რადგანაც ეს შეიძლება იყოს ბარძაყის შესაძლო მოტეხილობის ადრეული მაჩვენებელი.

იშვიათად მკურნალობის დაწყებისას პაციენტის სისხლში კალციუმის და ფოსფატის დონე შეიძლება დაქვეითდეს.

ეს ვარიაციები ჩვეულებრივ მსუბუქი და ასიმპტომურია.

შეტყობინება არასასურველი ეფექტების შესახებ

თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე არასასურველი ეფექტები, მათი ჩათვლით, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ არასასურველი ეფექტების შესახებ პირდაპირ ანგარიშგების ეროვნული სისტემის საშუალებით www.aifa.gov.it/content/segnalazioni-reazioni-avverse. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში.

**5. როგორ ინახება რიზედრონატის ტაბლეტები **

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და ფარულ ადგილზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია წარწერა "EXP"-ის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა მიუთითებს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს.

მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში.

ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებიც საჭირო აღარ არის. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

**6. დამატებითი ინფორმაცია **

რას შეიცავს ტრიმერის ტაბლეტები

აქტიური ნივთიერებაა ნატრიუმის რიზედრონატი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 35მგ ნატრიუმის რიზედრონატს.

სხვა ინგრედიენტებია:

ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი. კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი და მიკროკრისტალური ცელულოზა.

საფარი გარსი: რკინის წითელი ოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 400, მაკროგოლი 8000, ჰიპრომელოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა

როგორ გამოიყურება ტაბლეტები და შეფუთვის შემცველობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ღია ნარინჯისფერი, 9 მმ დიამეტრის. ბლისტერი 4 ტაბლეტით.

დასახელება - ტრიმერი ტაბლეტი 35მგ #4
რა არის და რისთვის გამოიყენება ტრიმერის ტაბლეტები
რა არის ტრიმერის ტაბლეტები
ტრიმერის ტაბლეტები განეკუთვნება არა-ჰორმონალური პრეპარატრების ჯგუფს სახელწოდებით ბისფოსფონატები, რომლებიც გამოიყენება ძვლის დაავადებების სამკურნალოდ. მას აქვს პირდაპირი ეფექტი თქვენს ძვლებზე, აძლიერებს მათ მოტეხილობების პრევენციის მიზნით.
ძვალი ცოცხალი ქსოვილია. ძველი ძვალი მუდმივად გადის თქვენი ჩონჩხიდან და იცვლება ახალი ძვლით.
პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი არის მდგომარეობა, რომელიც ვლინდება ქალებში მენოპაუზის შემდეგ, როდესაც ძვლები სუსტდება, ხდება უფრო მყიფე და არსებობს მათი მორეხილობის მეტი ალბათობა დაცემის ან ძალდატანების შემდეგ.
ოსტეოპოროზი ასევე შეიძლება განვითარდეს მამაკაცებში რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის დაბერების ან/და მამრობითი ჰორმონის ტესტოსტერონის დაბალი დონის გამო.
მოტეხილობის ალბათობა მეტია ხერხემლის, თეძოს და მაჯის ძვლებში, თუმცა ეს შესაძლებელია თქვენი სხეულის ნებისმიერ ძვალზე. ოსტეოპოროზთან დაკავშირებულმა მოტეხილობებმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტკივილი, წონის დაკლება და ზურგის მოხრილობა. ოსტეოპოროზის მქონე ბევრ პაციენტს არა აქვს სიმპტომები და მათ შესაძლოა არც კი იცოდნენ, რომ დაავადებული არიან მისით.
რისთვის გამოიყენება ტრიმერის ტაბლეტები
ოსტეოპოროზის სამკურნალოდ
• პოსტმენოპაუზურ ქალებში, მაშინაც კი, თუ ოსტეოპოროზი მძიმეა. ის ამცირებს ხერხემლისა და თეძოს მოტეხილობების რისკს.
• მამაკაცებში.
როგორ მიიღება ტრიმერის ტაბლეტები
ყოველთვის მიიღეთ ტრიმერის ტაბლეტები ზუსტად ექიმის ინტრუქციების შესაბამისად. თუ რაიმეში არა ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ტრიმერის (35 მგ ნატრიუმის რიზედრონატი) რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი კვირაში ერთჯერ.
აირჩიეთ კვირაში ერთი დღე და მიიღეთ ტრიმერის ერთი ტაბლეტი ყოველ კვირაში არჩეულ დღეს.
კოლოფს აქვს ადგილი, სადაც შეგიძლიათ ჩაინიშნოთ ტაბლეტის მიღების არჩეული დღეები.
მიიღეთ ტრიმერის ტაბლეტი დილით ჭამამდე ან დალევამდე (სასმელი წყლის გარდა) ან სხვა პრეპარატის მიღებამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე.
მიიღეთ ტაბლეტი ვერტიკალურ მდგომარეობაში (შეგიძლიათ იჯდეთ ან იდგეთ), რათა თავიდან აიცილოთ გულძმარვა.
გადაყლაპეთ ტაბლეტი მინიმუმ ერთი ჭიქა (120 მლ) სასმელი წყლის დაყოლებით.
გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად. არ დაღეჭოთ და არ გაადნოთ პირში.
ტაბლეტის მიღების შემდეგ არ დაწვეთ 30 წუთის განმავლობაში.
თქვენი ექიმი გეტყვით, გჭირდებათ თუ არა კალციუმის და ვიტამინის დანამატები, თუ არ იღებთ მათ საკმარისად საკვებთან ერთად.

დასახელება - ტრიმერი ტაბლეტი 35მგ #4
რა არის და რისთვის გამოიყენება ტრიმერის ტაბლეტები
რა არის ტრიმერის ტაბლეტები
ტრიმერის ტაბლეტები განეკუთვნება არა-ჰორმონალური პრეპარატრების ჯგუფს სახელწოდებით ბისფოსფონატები, რომლებიც გამოიყენება ძვლის დაავადებების სამკურნალოდ. მას აქვს პირდაპირი ეფექტი თქვენს ძვლებზე, აძლიერებს მათ მოტეხილობების პრევენციის მიზნით.
ძვალი ცოცხალი ქსოვილია. ძველი ძვალი მუდმივად გადის თქვენი ჩონჩხიდან და იცვლება ახალი ძვლით.
პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი არის მდგომარეობა, რომელიც ვლინდება ქალებში მენოპაუზის შემდეგ, როდესაც ძვლები სუსტდება, ხდება უფრო მყიფე და არსებობს მათი მორეხილობის მეტი ალბათობა დაცემის ან ძალდატანების შემდეგ.
ოსტეოპოროზი ასევე შეიძლება განვითარდეს მამაკაცებში რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის დაბერების ან/და მამრობითი ჰორმონის ტესტოსტერონის დაბალი დონის გამო.
მოტეხილობის ალბათობა მეტია ხერხემლის, თეძოს და მაჯის ძვლებში, თუმცა ეს შესაძლებელია თქვენი სხეულის ნებისმიერ ძვალზე. ოსტეოპოროზთან დაკავშირებულმა მოტეხილობებმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტკივილი, წონის დაკლება და ზურგის მოხრილობა. ოსტეოპოროზის მქონე ბევრ პაციენტს არა აქვს სიმპტომები და მათ შესაძლოა არც კი იცოდნენ, რომ დაავადებული არიან მისით.
რისთვის გამოიყენება ტრიმერის ტაბლეტები
ოსტეოპოროზის სამკურნალოდ
• პოსტმენოპაუზურ ქალებში, მაშინაც კი, თუ ოსტეოპოროზი მძიმეა. ის ამცირებს ხერხემლისა და თეძოს მოტეხილობების რისკს.
• მამაკაცებში.
როგორ მიიღება ტრიმერის ტაბლეტები
ყოველთვის მიიღეთ ტრიმერის ტაბლეტები ზუსტად ექიმის ინტრუქციების შესაბამისად. თუ რაიმეში არა ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ტრიმერის (35 მგ ნატრიუმის რიზედრონატი) რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი კვირაში ერთჯერ.
აირჩიეთ კვირაში ერთი დღე და მიიღეთ ტრიმერის ერთი ტაბლეტი ყოველ კვირაში არჩეულ დღეს.
კოლოფს აქვს ადგილი, სადაც შეგიძლიათ ჩაინიშნოთ ტაბლეტის მიღების არჩეული დღეები.
მიიღეთ ტრიმერის ტაბლეტი დილით ჭამამდე ან დალევამდე (სასმელი წყლის გარდა) ან სხვა პრეპარატის მიღებამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე.
მიიღეთ ტაბლეტი ვერტიკალურ მდგომარეობაში (შეგიძლიათ იჯდეთ ან იდგეთ), რათა თავიდან აიცილოთ გულძმარვა.
გადაყლაპეთ ტაბლეტი მინიმუმ ერთი ჭიქა (120 მლ) სასმელი წყლის დაყოლებით.
გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად. არ დაღეჭოთ და არ გაადნოთ პირში.
ტაბლეტის მიღების შემდეგ არ დაწვეთ 30 წუთის განმავლობაში.
თქვენი ექიმი გეტყვით, გჭირდებათ თუ არა კალციუმის და ვიტამინის დანამატები, თუ არ იღებთ მათ საკმარისად საკვებთან ერთად.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით