ქსილოგელი 0,1% - Xylogel 0,1%
ქსილოგელი 0,1% - Xylogel  0,1%

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაზალური პრეპარატები, სიმპათომიმეტური საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - XYLOMETAZOLINE
მოქმედი ნივთიერება: ქსილომეტაზოლინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ალფა2-ადრენომიმეტური საშუალება. სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალება ადგილობრივი გამოყენებისთვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ცხვირის წვეთები 0.05%: ფლაკონში 10 მლ
1 მლ
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი .... 500 მკგ
ცხვირის წვეთები 0.1%: ფლაკონში 10 მლ.
1 მლ
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი .... 1 მგ
სპრეი 0.05% ინტრანაზალური გამოყენებისთვის: ფლაკონში 15 მლ, შემფრქვევი- დოზატორით.
1 მლ
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი ..... 500 მკგ
სპრეი 0.1% ინტრანაზალური გამოყენებისთვის:
ფლაკონში 15 მლ, შემფრქვევი-დოზატორით.
1 მლ
ქსილომეტაზოლნის ჰიდროქლორიდი ..... 1 მგ

ჩვენებები:
სურდო; გაცივების ვირუსული და ალერგიული დაავადებების დროს ზემო სასუნთქი გზების განთავისუფლება;
ცხვირის დანამატი ღრუების (მათ შორის ჰაიმორიტისას) და შუა ყურის ანთებითი დაავადებების დროს.

მიღების წესი და დოზირება:
ქსილომეტაზოლინის ცხვირის წვეთები: პირველად გამოყენების წინ გახსენით ფლაკონი და მიახრახნეთ თავსახური ბოლომდე. ამ პროცედურის შედეგად საწვეთურში წარმოიქმნება მცირე ნახვრეტი (1). მოვხსნათ თავსახური. ფლაკონი მზადაა გამოსაყენებელად. (2). ხმარების შემდეგ თავსახური დავახუროთ.

ქსილომეტაზოლინის სპრეი ინტრანაზალური გამოყენებისთვის: პირველად გამოყენების წინ წინასწარ მოხსენით დამცავი თავსახური, დააჭირეთ ხელი შემფრქვევს წვრილი ჭავლის წარმოქმნამდე (1). მოხსენით დამცავი თავსახური (2). დაიკავეთ შემფრქვევი ვერტიკალურ მდგომარეობაში. (3). ოდნავ დახარეთ თავი, ერთ ნესტოზე თითი მიიჭირეთ და მეორე ნესტოში მოათავსეთ შემფრქვევი.(4). აეროზოლის დოზირება მოახდინეთ შემფრქვევზე ხელის სწრაფი დაჭერით.

მოზრდილები და ბავშვები 7 წლის ასაკის ზევით: 0.1%-იანი ქსილომეტაზოლინის ნაზალური სპრეი - 1 შეფრქვევა თითოეულ ნესტოში არა უმეტეს 3-ჯერ დღეში.

2-დან 6 წლის ასაკამდე ბავშვები: 0.05%-იანი ქსილომეტაზოლინის წვეთები - 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში არა უხშირეს 2-3-ჯერ დღეში ან 0.05% ქსილომეტაზოლინის ნაზალური სპრეი - 1 შეფრქვევა თითოეულ ნესტოში არა უმეტეს 3-ჯერ დღეში.

ყველა შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 კვირას.

განსაკუთრებული მითითებები:
◄ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ქსილომეტაზოლინის 0.05% ცხვირის წვეთებისა და სპრეის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
◄ 7 წლამდე ასაკის ბავშვებში ქსილომეტაზოლინის 0.1% ცხვირის წვეთებისა და სპრეის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

რას წარმოადგენს პრეპარატი ქსილოგელი 0,1% და რისთვის გამოიყენება.

პრეპარატი ქსილოგელი 0.1% გელის ფორმით, შეიცავს ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს. ცხვირის ლორწოვან გარსზე დატანილი პრეპარატი იწვევს სიხლძარღვების შევიწროებას, ამცირებს ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპებასა და ჰიპერემიას, ამცირებს გამონადენის რაოდენობას და შედეგად აადვილებს ცხვირით სუნთქვას. დამატებით, პრეპარატი თავისი სამკურნალწამლო ფორმის-გელის წყალობით ატენიანებს ცხვირის ლორწოვან გარსს და არ ჩაედინება ცხვირის ღრუს ფსკერზე და ხახაში. პრეპარატი ქსილოგელი 0.1% გამოიყენება მოზრდილებსა და მოზარდებში 12 წლის ზემოთ.

პრეპარატი ქსილოგელი 0.1% გამოიყენება ინტრანაზალურად დამხმარე თერაპიის სახით:

  •    ვირუსული ან ბაქტერიული წარმოშობის მწვავე რინიტის დროს;
    
  •    მწვავე ან ქრონიკული მორეციდივე სინუსიტის დროს;
    
  •    ალერგიული რინიტის დროს;
    
  •    შუა ყურის მწვავე  ანთებისას - ევსტაქის მილის განვლადობის აღდგენის მიზნით.
    

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი ქსილოგელი 0.1%-ის გამოყენებამდე

როდის არ შეიძლება პრეპარატი ქსილოგელი 0.1%-ის გამოყენება

  •    თუ პაციენტს აქვს ალერგია ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტი 6-ში);
    
  •    პაციენტებში ჰიპოფიზის ამოკვეთის ან სხვა ქირურგიული ჩარევის შემდეგ, რომელიც მოიცავს ტვინის მყარი გარსის გახსნას;
    
  •    ატროფიული რინიტის დროს.
    

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატი ქსილოგელი 0.1%-ის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უნდა იქნას დაცული განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატი ქსილოგელი 0.1%-ის გამოყენებისას:

  •    პაციენტებში, რომელთაც მსგავსი პრეპარატების (სიმპატომიმეტური საშუალებები) მიღებისას განუვითარდათ ისეთი სიმპტომები როგორიცაა უძილობა, თავბრუსხვევა, კანკალი, არარეგულარული გულისცემა, არტერიული ჰიპერტენზია;
    
  •    პაციენტებში, რომელთაც აქვთ სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (მაგალითად არტერიული ჰიპერტენზია, სტენოკარდია), დიაბეტი, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია,  ფარისებრი  ჯირკვლის ჰიპერფუნქცია. მსგავსი დაავადებების მქონე პაციენტებმა პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია უნდა გაიარონ ექიმთან.
    

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება პაციენტებში, რომელთაც აქვთ ქრონიკული ან ვაზომოტორული რინიტი, რადგან მათ ესაჭიროებათ პრეპარატის გამოყენება 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. პრეპარატის რეკომენდებულზე მეტი ხნით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვთა მეორეული გაფართოვება და შედეგად მეორეული წამლისმიერი რინიტი.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი ქსილოგელი 0.1% გამოიყენება 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდებში.

**სხვა პრეპარატები და ქსილოგელი 0.1% **

პრეპარატი ქსილოგელი 0.1%-ის გამოყენება არ შეიძლება ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით და მაო-ს ინჰიბიტორებით (პრეპარატები რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) მკურნალობის დროს, რადგან იყო წამლისმიერი ურთიერთქმედების შემთხვევები.

არ არის რეკომენდებული პრეპარატის ერთდროულად გამოყენება ანალოგიურად მოქმედ პრეპარატებთან (სიმპატომიმეტიკები), როგორიცაა ეფედრინი, ფსევდოეფედრინი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობს რომ შეიძლება იყოს ორსულად ან გეგმავს ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ არის რეკომენდებული პრეპარატი ქსილოგელი 0.1%-ის გამოყენება ორსულობის დროს.

მეძუძურმა დედებმა პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის უნდა მიმართონ ექიმს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე რეკომენდებულ დოზებსა და ხანმოკლე დროით გამოყენების დროს.

პრეპარატის ხანგრძლივი ან მაღალი დოზებით გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს არასასურველი ეფექტები გულ-სისხლძარღვთა ან ნერვული სისტემის მხრივ, რომლებიც არასასურველად მოქმედებს ამ ფუნქციების შესრულების უნარზე.

ქსილოგელი 0.1% შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს

ბენზალკონიუმის ქლორიდის შემცველობის გამო, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.

როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი ქსილოგელი 0.1%

პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს მოცემული დანართი ფურცლის შესაბამისად, ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის მიხედვით. ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ქსილოგელი 0.1% უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ცხვირში (აგრეთვე შუა ყურის ანთებისას)

1 დოზა შეიცავს 0.1 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.

პრეპარატი ქსილოგელი 0.1% გამოიყენება მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდებში.

მოზრდილები და 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდები:

ჩვეულებრივ გამოიყენება გელის ერთი დოზა თითოეულ ნესტოში, ყოველ 8-10 საათში ერთხელ.

არ არის სასურველი რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

არ არის რეკომენდებული პრეპარატი ქსილოგელი 0.1%-ის გამოყენება 3-5 დღეზე მეტ ხანს.

ჰიგიენური თვალსაზრისით პრეპარატი განკუთვნილია ინდივიდუალური გამოყენებისათვის.

გამოყენების წესი

პრეპარატის ყოველი გამოყენების წინ უნდა მოხდეს დამცავი ხუფის მოხსნა.

ახალი ფლაკონის პირველად გამოყენებამდე, ხუფის მოხსნის შემდეგ, საჭიროა დოზატორზე 3-5 ჯერ დაწოლა პრეპარატის გამოჩენამდე. დოზატორის დაბოლოება უნდა იქნას მოთავსებული ნესტოში. დაიკავეთ ფლაკონი ვერტიკალურ მდგომარეობაში და დააჭირეთ დოზატორს, რის შედეგადაც მოხდება პრეპარატის გაფრქვევა ცხვირის ღრუში.

ჭარბი დოზირება

თუ პაციენტმა მიიღო პრეპარატის ჭარბი დოზა ან შემთხვევით გადაყლაპა პრეპარატი, განსაკუთრებით ბავშვის შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: აჩქარებული და არარითმული გულისცემა, არტერიული ჰიპერტენზია, ძილიანობა, არარეგულარული სუნთქვა ან სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები. ცნობიერების დარღვევა.

მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. სიმპტომური მკურნალობა-ექიმის მითითების შესაბამისად.

პრეპარატი ქსილოგელი 0.1% -ის მიღების შეწყვეტა

გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით არ უნდა მოხდეს პრეპარატის ორმაგი დოზის მიღება.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, პრეპარატს ქსილოგელი0.1% შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ადგილობრივი გვერდითი ეფექტები:შეიძლება განვითარდეს ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, წვის შეგრძნება ცხვირსა და ყელში, ცემინება

ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს სისტემური სიმპტომები: გულისრევა, თავის ტკივილი, სისუსტე, დაღლილობა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა, ალერგიული რეაქციები (მოხრჩობის შეგრძნება, ანგიონევროზული შეშუპება ) გახშირებული გულისცემა, აჩქარებული პულსი, არტერიული ჰიპერტენზია (განსაკუთრებით გულ- სისხლძარღვთა სისტემის დაავადების მქონე პაციენტებში).

პრეპარატის რეკომენდებულზე ხანგრძლივმა და/ან მეტი დოზით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მეორეული წამლისმიერი რინიტი.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ გამოვლინდა ნებისმიერი არასასურველი ეფექტი, მათ შორის ისეთი, რომელიც არ არის აღნიშნული მოცემულ დანართ ფურცელში უნდა აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის პირობები

ფლაკონი ინახება მჭიდროდ თავდახურული, 25ºC დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისაგან.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას

არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 12 კვირის განმავლობაში.

არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა მოხდეს გამოუყენებელი პრეპარატების გადაგდება. მსგავსი ზომებით დაიცავთ გარემოს.

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს პრეპარატი ქსილოგელი 0.1%

  •    პრეპარატის მოქმედი ნივთიერება არის ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი. ნაზალური გელის ყოველი გრამი შეიცავს 1 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.
    
  •    პრეპარატის სხვა კომპონენტებია: ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ფოსფატი დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი, სორბიტოლი, გიეთელოზა, გლიცეროლი, გასუფთავებული წყალი.
    

პრეპარატი ქსლილოგელი 0.1%-ის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ქსილოგელი 0.1% არის ნაზალური გელი. პრეპარატის შეფუთვა წარმოადგენს მუყაოს კოლოფში მოთავსებულ პოლიეთილენის ფლაკონს დოზატორით, რომელიც შეიცავს 10გ გელს.

პასუხისმგებელი სუბიექტი და მწარმოებელი

პასუხისმგებელი სუბიექტი

სს „ვარშავის ფარმაცევტული ქარხანა პოლფა“

კაროლკოვას ქ. 22/24; 01-207 ვარშავა

მწარმოებელი

სს მედანა ფარმა

ვ. ლოკეტკას ქ. 10; 98-200 სერაძი

საერთაშორისო დასახელება - XYLOMETAZOLINE
მოქმედი ნივთიერება: ქსილომეტაზოლინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ალფა2-ადრენომიმეტური საშუალება. სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალება ადგილობრივი გამოყენებისთვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ცხვირის წვეთები 0.05%: ფლაკონში 10 მლ
1 მლ
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი .... 500 მკგ
ცხვირის წვეთები 0.1%: ფლაკონში 10 მლ.
1 მლ
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი .... 1 მგ
სპრეი 0.05% ინტრანაზალური გამოყენებისთვის: ფლაკონში 15 მლ, შემფრქვევი- დოზატორით.
1 მლ
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი ..... 500 მკგ
სპრეი 0.1% ინტრანაზალური გამოყენებისთვის:
ფლაკონში 15 მლ, შემფრქვევი-დოზატორით.
1 მლ
ქსილომეტაზოლნის ჰიდროქლორიდი ..... 1 მგ

ჩვენებები:
სურდო; გაცივების ვირუსული და ალერგიული დაავადებების დროს ზემო სასუნთქი გზების განთავისუფლება;
ცხვირის დანამატი ღრუების (მათ შორის ჰაიმორიტისას) და შუა ყურის ანთებითი დაავადებების დროს.

მიღების წესი და დოზირება:
ქსილომეტაზოლინის ცხვირის წვეთები: პირველად გამოყენების წინ გახსენით ფლაკონი და მიახრახნეთ თავსახური ბოლომდე. ამ პროცედურის შედეგად საწვეთურში წარმოიქმნება მცირე ნახვრეტი (1). მოვხსნათ თავსახური. ფლაკონი მზადაა გამოსაყენებელად. (2). ხმარების შემდეგ თავსახური დავახუროთ.

ქსილომეტაზოლინის სპრეი ინტრანაზალური გამოყენებისთვის: პირველად გამოყენების წინ წინასწარ მოხსენით დამცავი თავსახური, დააჭირეთ ხელი შემფრქვევს წვრილი ჭავლის წარმოქმნამდე (1). მოხსენით დამცავი თავსახური (2). დაიკავეთ შემფრქვევი ვერტიკალურ მდგომარეობაში. (3). ოდნავ დახარეთ თავი, ერთ ნესტოზე თითი მიიჭირეთ და მეორე ნესტოში მოათავსეთ შემფრქვევი.(4). აეროზოლის დოზირება მოახდინეთ შემფრქვევზე ხელის სწრაფი დაჭერით.

მოზრდილები და ბავშვები 7 წლის ასაკის ზევით: 0.1%-იანი ქსილომეტაზოლინის ნაზალური სპრეი - 1 შეფრქვევა თითოეულ ნესტოში არა უმეტეს 3-ჯერ დღეში.

2-დან 6 წლის ასაკამდე ბავშვები: 0.05%-იანი ქსილომეტაზოლინის წვეთები - 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში არა უხშირეს 2-3-ჯერ დღეში ან 0.05% ქსილომეტაზოლინის ნაზალური სპრეი - 1 შეფრქვევა თითოეულ ნესტოში არა უმეტეს 3-ჯერ დღეში.

ყველა შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 კვირას.

განსაკუთრებული მითითებები:
◄ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ქსილომეტაზოლინის 0.05% ცხვირის წვეთებისა და სპრეის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
◄ 7 წლამდე ასაკის ბავშვებში ქსილომეტაზოლინის 0.1% ცხვირის წვეთებისა და სპრეის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ქსილოგელი 0.1% 10მლ ნ/გელი
  • სახელი: ქსილოგელი 0.1% 10მლ ნ/გელი
  • შეფუთვა: 0,1% (1მგ/გ) 10გ ნაზალური გელი ფლაკონი №1 დოზატორით
Aversi 21.78 ლ
ქსილოგელი ცხვირის გელი 0.1% 10მლ ფლაკონი დოზატორით #1
  • სახელი: ქსილოგელი ცხვირის გელი 0.1% 10მლ ფლაკონი დოზატორით #1
  • მწარმოებელი: Medana Pharma SA (პოლონეთი)
  • შეფუთვა: 0,1% (1მგ/გ) 10გ ნაზალური გელი ფლაკონი №1 დოზატორით
Pharmadepot 15.33 ლ
Xylogel - ქსილოგელი ცხვირის გელი 0.1% 10გ
  • სახელი: Xylogel - ქსილოგელი ცხვირის გელი 0.1% 10გ
  • მწარმოებელი: Medana Pharma SA (პოლონეთი)
  • შეფუთვა: 0,1% (1მგ/გ) 10გ ნაზალური გელი ფლაკონი №1 დოზატორით
PSP 14.73 ლ
ქსილოგელი ცხვირის გელი 0.1% 10მლ ფლაკონი დოზატორით #1
  • სახელი: ქსილოგელი ცხვირის გელი 0.1% 10მლ ფლაკონი დოზატორით #1
  • მწარმოებელი: Medana Pharma SA (პოლონეთი)
  • შეფუთვა: 0,1% (1მგ/გ) 10გ ნაზალური გელი ფლაკონი №1 დოზატორით
GPC 15.77 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით