ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ხველებისა და გაციების სამკურნალო საშუალებები, ამოსახველებელი საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
საერთაშორისო დასახელება - extractum hedereae helices
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პულმონოლოგია → მუკოლიზური და ხველის
საწინააღმდეგო საშუალებები → მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: სიროფის 5 მლ შეიცავს სუროს ფოთლების ექსტრატს DAC (2,2_
2,9:1) _ 40მგ;
დამხმარე ნივთიერება: მაკროგოლგლიცერინჰიდროქსისტეარატი, ანისულის ზეთი,
ჰიდროქსიეთილცელულოზა, სორბიტის 70%-იანი ხსნარი, პროპილენგლიკოლი, გლიცერინი,
გასუფთავებული წყალი.
ჩვენებები
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციურ_ანთებითი დაავადებები, რომელსაც
თან ახლავს წებოვანი და ბლანტი ბრონქული სეკრეტის წარმოქმნა ან/და მისი
ამოხველების გართულება
-მწვავე, ქრონიკული ბრონქიტი
-ტრაქეობრონქიტი
-ბრონქული ასთმა
-ბრონქოექტაზიური დაავადება.
მიღების წესები და დოზები
ხველების საწინააღმდეგო სიროფი მიიღება განუზავებლად. პატარა ბავშვებისათვის
რეკომენდებულია ჩაით ან ხილის წვენით განზავებული მიღება. გამოყენების
ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახესა და სიმძიმეზე, მაგრამ სასუნთქი
გზების დაავადებების იოლი ფორმების დროსაც, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არა
უმეტეს ერთი კვირისა. ხანგრძლივი თერაპიული შედეგისათვის, პრეპარატით მკურნალობას
აგრძელებენ დაავადების სიმპტომების გაქრობიდან 2_3 დღის განმავლობაში. თუ ექიმმა
არ დანიშნა სხვა დოზირება, ჰედელიქსი მიიღება დღეში 3_4-ჯერ.
ქვემოთ მოყვანილია ცხრილი, რომელშიც მოცემულია პრეპარატის გამოყენება სხვადასხვა
ასაკობრივი ჯგუფებისათვის.
გვერდითი მოვლენები
პაციენტებს, რომელთაც გააჩნიათ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, შესაძლოა
განუვითარდეთ დარღვევები კუჭ_ნაწლავის ტრაქტში, რაც გამოიხატება გულისრევისა და
ღებინების, აგრეთვე ფაღარათის სახით.
რაიმე არასასურველი ეფექტის გამოვლინების დროს საჭიროა ექიმის კონსულტაცია!
უკუჩვენება
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება თუ ცნობილია ჰიპერმგრძნობელობის შესახებ
(ალერგიები) სუროს ექსტრაქტის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის
მიმართ. აგრეთვე, არგინინსუქცინატსინთეტაზის უკმარისობის (დაავადება, რომელიც
გამოწვეულია საშარდე ციკლის ნივთიერებათა ცვლის დარღვევით) დროს. ხველების
საწინააღმდეგო სიროფი არ მიიღება ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის
შემთხვევაში.
ორსულობა და ლაქტაცია
ხველების საწინააღმდეგო სიროფი არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
მითითება დიაბეტით დაავადებულთათვის: სიროფი შეიძლება გამოიყენონ დიაბეტით
დაავადებულმა პაციენტებმა. სიროფის 5 მლ შეიცავს 1,75გ სორბიტოლს (რაც
შეესაბამება 0,44გ ფრუქტოზას) რაც შეესაბამება დაახლოებით 0,15 პე. სორბიტოლმა
შესაძლოა გამოიწვიოს სუსტი საფაღარაფო მოქმედება.

ზოგადი დახასიათება
აღწერილობა
მოყვითალო-ყავისფერი სიროფი სპეციფიკური სუნით და გემოთი.
დასაშვებია ნალექის არსებობა, დამახასიათებელი ბუნებრივი წარმოშობის
ნივთიერებებისათვის.
შემადგენლობა
1 მლ სიროფი შეიცავს 7 მლ სუროს ფოთლების მშრალ ეთანოლის ექსტრაქტს 30%
მ/მ (5-7,5:1)1.
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი თხევადი (არაკრისტალიზირებული) (E420),
გლიცერინი (E422), ნატრიუმის ბენზოატი (E211), ლიმონმჟავა მონოჰიდრატი (E330),
არომატიზატორი მელისას სუნით (შედგება პროპილენგლიკოლისაგან, ეთანოლისაგან,
ციტრონელის ზეთისაგან, ციტრალისაგან, ლიმონის და კორიანდრის ზეთებისაგან),
გასუფთავებული წყალი.
1 მცენარეული წარმოშობის სუბსტანცია / ექასტრაქტი = 5-7,5:1.
გამხსნელი ექსტრაქციისათვის: ეტანოლი 30% (მ/მ).
სხვა დამხმარე ნივთიერებები: 0%.
სამკურნალო ფორმა
სიროფი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ათქ კოდი: ღ05ჩ. ხველების და გაციების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები.
ამოსახველებლი პრეპარატები (ხველების საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციის
გამორიცხვით).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰერბიონი სუროს სიროფი შეიცავს ჩვეულებრივი სურო ფოთლების მშრალ ექსტრაქტს,
რომელიც მოქმედებს როგორც მუკოლიტური და ბრონქოსპაზმური საშუალება.
პრეპარატი ხელს უწყობს ნახველის სიბლანტის შემცირებას, აადვილებს ამოხველებას
და აწყნარებს ხველას.
გამოყენების ჩვენებები
ჰერბიონი სუროს სიროფი გამოიყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება სველი
ხველების დროს.
გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები:5-7.5მლ. სიროფი 3-ჯერ დღეში.
(შეესაბამება სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტის 105-157.5 მგ-ის დღიურ დოზას)
4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 5მლ. სიროფი 3-ჯერ დღეში.
(შეესაბამება სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტის 52.5 მგ-ის დღიურ დოზას)
1 წლამდე ასაკის ბავშვები: 2.5 მლ. სიროფი 2-ჯერ დღეში.
(შეესაბამება სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტის 35 მგ-ის დღიურ დოზას)
ჰერბიონის სიროფით მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია საკმარისი რაოდენობის
სითხის მიღება
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და სიმძიმეზე და
ჩვეულებისამებრ შეადგენს
7 დღეს. დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ რეკომენდებულია
პრეპარატის დამატებით 2-3 დღის განმავლობაში მიღება.
უკუჩვენებები
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის, არალიისებრთა
ოჯახის სხვა მცენარეების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების
მიმართ.
სამკურნალო საშუალების გამოყენების განსაკუთრებული მითითებები
პერსისტირებული ამ მორეციდივე ხველა ბავშვებში 2- 4 წლის ასაკში საჭიროებს
მკურნალობის დაწყებამდე დიაგნოზის დასმას. იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფის
მდგომარეობა არ უმჯობესდება მკურნალობის 7 დღის შემდეგ, ან სუნთქვის
გაძნელების, ჩირქოვანი ნახველის გაჩენის შემთხვევაში, ან ტემპერატურის მომატების
დროს საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ერთობლივი გამოყენება ხველების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, როგორიცაა
კოდეინი ან დექსტრომეტორფანი, არ არის რეკომენდირებული სპეციალისტთან
წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
პაციენტებმა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით გამწვავების სტადიაში სტადიაში
უნდა დაიცვან სიფრთხილე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთი ინგრედიენტების შესახებ
ჰერბიონი სუროს სიროფი შეიცავს სორბიტოლს (E420). პაციენტებში ფრუქტოზას
იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობით არ არის რეკომენდირებული პრეპარატის
მიღება.
პრეპარატი შეიცავს ეტანოლის (სპირტის) მცირე რაოდენობას - 100 მგ-ზე ნაკლებს
დოზაზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მიღების წინ აუცილებელია ექიმის ინფორმირება იმის შესახებ, იღებთ ან ახლახანს
იღებდით რაიმე სამკურნალო საშუალებებს.
არ არსებობს მონაცემები სხვა სამკურნალო საშუალებებთან და კვების
პროდუქტებთან ურთიერთქმედების შესახებ.
მიღება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს
რაიმე პრეპარატის მიღების წინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში უსაფრთხოების შესახებ შეზღუდული
მონაცემების გამო არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება ამ კატეგორიის
პაციენტებისათვის.
ზემოქმედება ავტოტრასნპორტის ტარების და პოტენციურად სახიფათო მექანიზმების
მართვის უნარზე
არ ყოფილა შეტყობინებები პრეპარატის ზემოქმედების შესახებ ავტოტრასნპორტის და
სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება
არ არის რეკომენდირებული რეკომენდირებულზე მაღალი დოზების მიღება.
სიმპტომები: დოზების მიღებისას, რომლებიც აღემატება დღიურ დოზა ორ ჯერზე
მეტად, შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, დიარეა, აგზნებული მდგომარეობა.
მკურნალობა: სიმპტომატური.
არ არის რეკომენდირებული სიროფის ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული მიღების
კომპენსირებისათვის.
გვერდითი მოქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად ჰერბიონი სუროს სიროფს ერთეულ
შემთხვევებში შეუძლია გვერდითი მოქმედებების გამოწვევა.
ხშირად (1/100 1/10-მდე):
- გულისრევა, ღებინება, დიარეა.
არახშირად (1/1000 1/100-მდე):
- ალერგიული რეაქციები, რომლებიც ვლინდება ჭინჭრის ციების, კანზე
გამონაყარის, კუპეროზის ან სუნთქვის გაძნელების სახით.
ალერგიული რეაქციების გაჩენის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის შეწყვეტა და
ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.
გვერდითი რეაქციების გაჩენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის ნახსენები
ჩანართფურცელში,
გთხოვთ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
შენახვის პირობების და ვადები
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.
სიროფი უნდა იქნას გამოყენებული 3 თვის განმავლობაში ფლაკონის გახსნის შემდეგ.
ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ.
შეფუთვა
150 მლ სიროფი მინის ფლაკონში პლასტმასის თავსახურით და დოზირებული კოვზით
მუყაოს ყუთში ჩანართი-ფურცლით.
მწარმოებელი
KRKA, დ.დ, ნოვო მესტო,
შმარეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია.