ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მაკროლიდები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
შემადგენლობა
აქტიური სუბსტანცია: ერითრომიცინის სტეარატი _ 250მგ
დამხმარე ნივთიერებები: რძის შაქარი, პოლივინილპიროლიდონი, კალციუმის სტეარატი,
სახამებელი, საქაროზა, მაგნიუმის კარბონატი, აეროსილი, ტიტანის ორჟანგი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა: ერითრომიცინი წარმოადგენს მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკს
ბაქტერიოსტატიკური მოქმედებით. მისი ანტიმიკრობული ეფექტი განპირობებულია
ბაქტერიული უჯრედის ცილების სინთეზის პროცესის დარღვევით.
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარეა გრამდადებითი (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და
არამაპროდუცირებელი შტაპჰყლოცოცცუს სპპ; შტრეპტოცოცცუს სპპ; მათს შორის S.
Pneumoniae, Clostridium spp; Bacillus anthracis, Corinebacterium diphtheriae)
და ზოგიერთი გრამუარყოფითი ბაქტერიები (Neisseria gonorrhoeae, haemophillus
infuenzae, Bordetella pertussis, Brucella spp; Legionella
spp;),ასევეMycoplasma spp; Chlamidia spp; Spirochaetaceae, Rickettsia spp;.
ერითრომიცინის მიმართ რეზისტენტულია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების
უმრავლესობა, მათს შორის: Esherichia coli, Pseudomonas aeruginosa, აგრეთვე
Shigella spp., Salmonella spp.;
ფარმაკოკინეტიკა
ერითრომიცინი კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და აღწევს ორგანიზმის
ბიოლოგიური სითხეების უმრავლესობაში. მენინგიტის დროს იზრდება პრეპარატის
შეღწევადობა ჰემატოენცეფალურ ბარიერში. ერითრომიცინი კონცენტრირდება ღვიძლის
ქსოვილში და გამოიყოფა ნაღველთან ერთად. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის გავლენა
ერითრომიცინის ექსკრეციაზე არ არის დადგენილი.
პერორალურად მიღებისას ერითრომიცინის 5%-ზე ნაკლები უცვლელად გამოიყოფა
თირკმელებით. ერითრომიცინი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში, მაგრამ მისი
კონცენტრაცია ნაყოფის პლაზმაში უმნიშვნელოა.
ჩვენებები
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი
დაავადებები, მათს შორის: დიფთერია, ყივანახველა, ბრუცელოზი, ლეგიონერების
დაავადება, ანგინა, ტრაქომა, ქუნთრუშა, პნევმონია, ბრონქოექტაზური დაავადება
გამწვავების სტადიაში, ბრონქიტი, სეპტიური მდგომარეობა, წითელი ქარი, მასტიტი,
ოსტეომიელიტი, ქოლეცისტიტი, ჩირქოვანი ოტიტი და სხვა ჩირქოვან-ანთებითი
პროცესები.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში: ერთჯერადი დოზა შეადგენს 250მგ-ს, მძიმე დაავადებების დროს -
500მგ-ს ყოველ 4-6 სთ-ში 1-1,5 სთ-ით ადრე საკვების მიღებამდე ან საკვების
მიღებიდან 2-3სთ-ის შემდეგ.
მოზრდილებში უმაღლესი ერთჯერადი დოზაა 500მგ, ხოლო სადღეღამისო დოზა – 2-3გ
(2000-3000მგ).
ბავშვებში: 4 თვიდან 18 წლამდე - 30-50მგ/კგ წონაზე დღე-ღამის განმავლობაში
დაავადების მიმდინარეობისა და პაციენტის ასაკის გათვალისწინებით. სადღეღამისო
დოზა ნაწილდება 2, 3 ან 4 მიღებაზე (ყოველ 6სთ-ში - 4-ჯერ დღე-ღამეში, 8სთ-ში _3
ჯერ დღე-ღამეში და 12 სთ-ში _ 2-ჯერ დღე-ღამეში).
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და სიმძიმეზე და
შეადგენს 5-14 დღეს.
გვერდითი მოვლენები
გულისრევა, ღებინება, დიარეა, ქოლესტაზური სიყვითლე. ერთეულ შემთხვევებში
ალერგიული რექციები (გამონაყარი, ურტიკარია, ანაფილაქსიური შოკი). პრეპარატის
ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, პირის ღრუს
კანდიდოზი.
უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.
• ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (ანამნეზში – სიყვითლე).
ორსულობა და ლაქტაცია
ერითრომიცინი გაივლის პლაცენტარულ ბარიერს, ამიტომ ორსულობის პერიოდში პრეპარატის
დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი
სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
ერითრომიცინი გადადის დედის რძეში, ამიტომ მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი
კვებისაგან თავის შეკავება.
განსაკუთრებული მითითებები
ერითრომიცინით მკურნალობის დროს შეიძლება სწრაფად განვითარდეს მიკროორგანიზმების
მდგრადობა ანტიბიოტიკისადმი. ამასთანავე, ადგილი აქვს ჯვარედინ რეზისტენტობას
მაკროლიდების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ.
პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ავადმყოფებს ღვიძლის და/ან თირკმლების ფუნქციის
მოშლით;
ერითრომიცინის მიღება არ შეიძლება რძესთან ან რძის პროდუქტებთან ერთად.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ერითრომიცინი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების
მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის მწვავე უკმარისობით
დამთავრებული, სმენის დაკარგვა.
მკურნალობა: გააქტივებული ნახშირის მიღება, სასუნთქი სისტემის მდგომარეობის
გულმოდგინე კონტროლი.
კუჭის ამორეცხვა ეფექტურია პრეპარატის საშუალო თერაპიულ დოზაზე 5-ჯერ მეტი დოზის
მიღების დროს. ჰემოდიალიზი, პერიტონეალური დიალიზი, ფორსირებული დიურეზი
არაეფექტურია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატები, რომლებიც ზრდიან კუჭის წვენის მჟავიანობას, ასევე მჟავე წვენები
იწვევენ ერითრომიცინის ინაქტივირებას.
პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული აცეტილცისტეინთან, ლინკომიცინთან,
კლინდამიცინთან ერთად. ერითრომიცინი ამცირებს თეოფილინის კლირენსს და აბრკოლებს
კარბამაზეპინის მეტაბოლიზმს, ზრდის შრატში მის კონცენტრაციას და პოტენციურ
ტოკსიკურობას.
ერითრომიცინმა შეიძლება შეამციროს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების (ვარფარინის)
კლირენსი და გამოიწვიოს ჰიპოპროთრომბინემიული ეფექტის პოტენცირება. ერგოტამინისა
და ერითრომიცინის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია პერიფერიული
ვაზოკონსტრიქტორული ეფექტის განვითარება. პრეპარატი აფერხებს ციკლოსპორინის
ელიმინაციას და იწვევს კრეატინინის რაოდენობის ზრდას პლაზმაში. ერითრომიცინსა და
ოლეანდომიცინს აღენიშნებათ ჯვარედინი რეზისტენტობა.
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის წესი: ინახება 15-25˚C ტემპერატურულ პირობებში.
ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის
შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა ექიმის რეცეპტით.