სეციტა - Secita
სეციტა - Secita

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფსიქოანალეფსური საშუალებები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - escitalopram
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → ანტიდეპრესანტები → სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
1 ტაბ. - ესციტალოპრამი . . . . . . . 5 მგ
1 ტაბ - ესციტალოპრამი . . . . . . . 10 მგ
1 ტაბ - ესციტალოპრამი . . . . . . . 20 მგ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიდეპრესანტი, SSRI

ჩვენებები
გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების მკურნალობისას:
- დიდი დეპრესიული აშლილობა;
- პანიკური აშლილობა აგორაფობიით ან მის გარეშე;
- სოციალური შფოთვითი აშლილობა.

დოზირების რეჟიმი
ტაბლეტები
პრეპარატის მიღება ხდება დღეში ერთხელ, მისი მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
არ არის დადგენილი მისი უსაფრთხოება 20 მგ-ზე მაღალი დღიური დოზის მიღების შემთხვევაში.
დიდი დეპრესიული აშლილობა: ჩვეულებრივ იღებენ 10 მგ დღეში ერთხელ, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისა და დეპრესიის სიმძიმის შესაბამისად.
ანტიდეპრესიული ეფექტი ჩვეულებრივ 2-4 კვირაში მიიღწევა. ანტიდეპრესანტებით მკურნალობა სიმპტომურია, ამიტომ პრეპარატი რეციდივების საპროფილაქტიკოდ 6 ან მეტი თვის განმავლობაში უნდა იქნას გამოყენებული.
შფოთვითი აშლილობა აგორაფობიით და აგორაფობიის გარეშე: ესციტალოპრამით მკურნალობა იწყება 5 მგ-ით დღეში პირველი კვირის განმავლობაში და როგორც წესი იზრდება 10 მგ- მდე დღეში. მოგვიანებით დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე დღეში პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისა შესაბამისად.
მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 3 თვეში. მკურნალობა გრძელდება რამდენიმე თვე.
სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია): ჩვეულებრივ ინიშნება 10 მგ დღეში. სიმპტომთა შესამსუბუქებლად საჭიროა 2-4 კვირიანი მკურნალობის პერიოდი. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით შეიძლება დოზის შემცირება 5 მგ-მდე ან გაზრდა მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზამდე - 20 მგ.
სოციალური შფოთვითი აშლილობა არის ქრონიკული დაავადება და რეკომენდებულია 12 კვირიანი მკურნალობის შემდეგ შეფასდეს პაციენტის პასუხი. რეციდივების საპროფილაქტიკოდ 6 ან მეტი თვის განმავლობაში უნდა იქნას გამოყენებული. მკურნალობის ეფექტურობა უნდა გადაისინჯოს რეგულარული დროის ინტერვალებით.
სოციალური შფოთვითი აშლილობა არის სპეციფიკური დარღვევის კარგად განსაზღვრული დიაგნოსტიკური ტერმინოლოგია და არ უნდა ავურიოთ ჰიპერთიმიაში. პრეპარატით მკურნალობა ინიშნება მხოლოდ მაშინ თუ დაავადება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს პროფესიულ და სოციალურ მოღვაწეობაზე. მოცემული პრეპარატით მკურნალობა ზოგადი კოგნიტური ქცევის თერაპიისას არ არის შესწავლილი. პრეპარატით მკურნალობა წარმოადგენს სრული თერაპიული სტრატეგიის ნაწილს.
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა: ჩვეულებრივ ინიშნება 10 მგ დღეში. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით შეიძლება დოზის გაზრდა მაქსიმუმადე - 20 მგ. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა არის ქრონიკულად მიმდინარე დაავადება და რეკომენდებულია ხანგრძლივი მკურნალობა რეციდივის პრევენციის მიზნით.
ხანდაზმული პაციენტები (>65 წელი): მკურნალობის საწყის ეტაპზე ინიშნება რეკომენდებული დოზის ნახევარი, ხოლო თერაპიის შესანარჩუნებლად - ყველაზე დაბალი მაქსიმალური დოზა.
ბავშვები და მოზარდები (<18 წელი): პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული, რადგან უცნობია მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა აღნიშნულ კონტიგენტში.
თირკმლის უკმარისობა: დოზის რეგულირება არ არის აუცილებელი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობის დროს. არ არსებობს ინფორმაცია თირკმლის ფუნქციის მძიმე უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წუთში).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში რეკომენდებულია 5 მგ საწყისი დოზა. შემდეგ დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ- მდე პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.
პაციენტები CYP2C19–ს არასაკამარისი მეტაბოლიზმით: იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ CYP2C19–ს დაქვეითებული მეტაბოლიზმი, მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში რეკომენდებულია 5 მგ საწყისი დოზა. შემდეგ დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.

საერთაშორისო დასახელება - escitalopram
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → ანტიდეპრესანტები → სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
1 ტაბ. - ესციტალოპრამი . . . . . . . 5 მგ
1 ტაბ - ესციტალოპრამი . . . . . . . 10 მგ
1 ტაბ - ესციტალოპრამი . . . . . . . 20 მგ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიდეპრესანტი, SSRI

ჩვენებები
გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების მკურნალობისას:
- დიდი დეპრესიული აშლილობა;
- პანიკური აშლილობა აგორაფობიით ან მის გარეშე;
- სოციალური შფოთვითი აშლილობა.

დოზირების რეჟიმი
ტაბლეტები
პრეპარატის მიღება ხდება დღეში ერთხელ, მისი მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
არ არის დადგენილი მისი უსაფრთხოება 20 მგ-ზე მაღალი დღიური დოზის მიღების შემთხვევაში.
დიდი დეპრესიული აშლილობა: ჩვეულებრივ იღებენ 10 მგ დღეში ერთხელ, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისა და დეპრესიის სიმძიმის შესაბამისად.
ანტიდეპრესიული ეფექტი ჩვეულებრივ 2-4 კვირაში მიიღწევა. ანტიდეპრესანტებით მკურნალობა სიმპტომურია, ამიტომ პრეპარატი რეციდივების საპროფილაქტიკოდ 6 ან მეტი თვის განმავლობაში უნდა იქნას გამოყენებული.
შფოთვითი აშლილობა აგორაფობიით და აგორაფობიის გარეშე: ესციტალოპრამით მკურნალობა იწყება 5 მგ-ით დღეში პირველი კვირის განმავლობაში და როგორც წესი იზრდება 10 მგ- მდე დღეში. მოგვიანებით დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე დღეში პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისა შესაბამისად.
მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 3 თვეში. მკურნალობა გრძელდება რამდენიმე თვე.
სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია): ჩვეულებრივ ინიშნება 10 მგ დღეში. სიმპტომთა შესამსუბუქებლად საჭიროა 2-4 კვირიანი მკურნალობის პერიოდი. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით შეიძლება დოზის შემცირება 5 მგ-მდე ან გაზრდა მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზამდე - 20 მგ.
სოციალური შფოთვითი აშლილობა არის ქრონიკული დაავადება და რეკომენდებულია 12 კვირიანი მკურნალობის შემდეგ შეფასდეს პაციენტის პასუხი. რეციდივების საპროფილაქტიკოდ 6 ან მეტი თვის განმავლობაში უნდა იქნას გამოყენებული. მკურნალობის ეფექტურობა უნდა გადაისინჯოს რეგულარული დროის ინტერვალებით.
სოციალური შფოთვითი აშლილობა არის სპეციფიკური დარღვევის კარგად განსაზღვრული დიაგნოსტიკური ტერმინოლოგია და არ უნდა ავურიოთ ჰიპერთიმიაში. პრეპარატით მკურნალობა ინიშნება მხოლოდ მაშინ თუ დაავადება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს პროფესიულ და სოციალურ მოღვაწეობაზე. მოცემული პრეპარატით მკურნალობა ზოგადი კოგნიტური ქცევის თერაპიისას არ არის შესწავლილი. პრეპარატით მკურნალობა წარმოადგენს სრული თერაპიული სტრატეგიის ნაწილს.
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა: ჩვეულებრივ ინიშნება 10 მგ დღეში. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით შეიძლება დოზის გაზრდა მაქსიმუმადე - 20 მგ. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა არის ქრონიკულად მიმდინარე დაავადება და რეკომენდებულია ხანგრძლივი მკურნალობა რეციდივის პრევენციის მიზნით.
ხანდაზმული პაციენტები (>65 წელი): მკურნალობის საწყის ეტაპზე ინიშნება რეკომენდებული დოზის ნახევარი, ხოლო თერაპიის შესანარჩუნებლად - ყველაზე დაბალი მაქსიმალური დოზა.
ბავშვები და მოზარდები (<18 წელი): პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული, რადგან უცნობია მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა აღნიშნულ კონტიგენტში.
თირკმლის უკმარისობა: დოზის რეგულირება არ არის აუცილებელი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობის დროს. არ არსებობს ინფორმაცია თირკმლის ფუნქციის მძიმე უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წუთში).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში რეკომენდებულია 5 მგ საწყისი დოზა. შემდეგ დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ- მდე პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.
პაციენტები CYP2C19–ს არასაკამარისი მეტაბოლიზმით: იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ CYP2C19–ს დაქვეითებული მეტაბოლიზმი, მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში რეკომენდებულია 5 მგ საწყისი დოზა. შემდეგ დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.

სეციტა 10მგ აპკით დაფარული ტაბლეტი
პერორალური გამოყენებისათვის
• აქტიური ნივთიერება: თითო ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ესციტალოპრამის ექვივალენტურ ესციტალოპრამის ოქსალატს.
• შემავსებლები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი უწყლო, ნატრიუმის კროსკარმელოზა, PVP K30, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა (HPMჩ) 15ჩპ, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი (PEG 6000).

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
• შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
• დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
• პრეპარატი ინიშნება ინდივიდუალურად, არ გადასცეთ სხვებს.
• ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის დროს აცნობეთ ექიმს აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის შესახებ.
• დაიცავით პრეპარატთან დაკავშირებული მითითებები. არ მიიღოთ რეკომენდირებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.

ფურცელ-ჩანართში იხილავთ:
1. რა არის სეციტა და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა გაითვალისწინოთ სეციტას მიღებამდე
3. სეციტას მიღების წესი
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
5. სეციტას შენახვის პირობები

1. რა არის სეციტა და რისთვის გამოიყენება
• სეციტას თითო 10 მგ ტაბლეტი შეიცავს ესციტალოპრამს. სეციტა გაყიდვაში გამოდის ბლისტერულ შეფუთვაში, რომელშიც მოთავსებულია 28, 56 და 84 აპკით დაფარული ტაბლეტი. ეს არის ოვალური ფორმის, თეთრი აპკით დაფარული ტაბლეტი, რომლის ერთი მხარეზე დატანილია ნაჭდევი, ხოლო მეორეზე “E10”.
• სეციტა შეიცავს ესციტალოპრამს და გამოიყენება დეპრესიის (ღრმა დეპრესიული ეპიზოდები) და შფოთვითი აშლილობების (როგორიც არის პანიკური აშლილობა აგორაფობიის თანხლებით ან აგორაფობიის გარეშე, სოციალური შფოთვითი აშლილობა, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა და ობსესიურ-კომპულსური აშლილობა) სამკურნალოდ.
• ესციტალოპრამი მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების ჯგუფს, რომელთაც უწოდებენ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებს (შშღIს). ეს პრეპარატები თავის ტვინში სეროტონინ-სისტემაზე ზემოქმედებით ზრდიან სეროტონინის დონეს. დარღვევა სეროტონინის სისტემაში წარმოადგენს დეპრესიის და მსგავსი დაავადებების განვითარებისათვის ხელისშემწყობ მნიშვნელოვან ფაქტორს.

2. რა უნდა გაითვალისწინოთ სეციტას მიღებამდე
არ მიიღოთ სეციტა:
• თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ესციტალოპრამის ან სეციტას რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. “შემავსებლები”).
• თუ ღებულობთ სელეგილინს (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), მოკლობემიდს (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) და ლინეზოლიდს (ანტიბიოტიკი), რომლებიც მიეკუთვნებიან მონოამინოქსიდაზას (MAO) ინჰიბიტორების ჯგუფს.
• თუ ღებულობთ პიმოზიდს (ნეიროლეფსიური საშუალება)
• თუ გაქვთ თანდაყოლილი არითმია ან ანამნეზში აღინიშნება არითმიის ეპიზოდები (რაც აისახება ეკგ-ზე; კვლევა, რომლის მიხედვითაც ფასდება გულის ფუნქციონირება).
• თუ ღებულობთ გულის რითმთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალო პრეპარატებს ან ისეთ სამკურნალო საშუალებებს, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ გულის რითმზე (იხ. ნაწილი 2 “სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება”).

განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ სეციტა
აცნობეთ ექიმს თუ ამავდროულად გაწუხებთ სხვა პრობლემა ან დაავადება, რადგან ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს მათი გათვალისწინება. განსაკუთრებით კი აცნობეთ ექიმს:
• თუ გაქვთ ეპილეფსია. თუ ეპილეფსიური შეტევა პირველად ან ხშირად აღინიშნება სეციტას მიღება უნდა შეწყდეს (იხ. ნაწილი 4 “მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები”).
• თუ ღვიძლის ან თირკმლის ფუნქცია დარღვეულია ექიმმა შესაძლოა დააკორექტიროს დოზა.
• თუ გაქვთ დიაბეტი; სეციტამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სისხლში შაქრის კონტროლზე. შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის და/ან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია.
• თუ სისხლში ნატრიუმის დონე დაბალია.
• თუ გაქვთ მიდრეკილება სისხლდენის ან სისხლჩაქცევების მიმართ.
• თუ გადიხართ ელექტროკონვულსიურ (ელექტროშოკურ) თერაპიას.
• თუ გაქვთ გულის იშემიური დაავადება.
• თუ გაწუხებთ ან გაწუხებდათ გულის პრობლემები ან ბოლო პერიოდში გადატანილი გაქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი.
• თუ გულის შეკუმშვათა სიხშირე დაბალია მოსვენებულ მდგომარეობაში და/ან აღინიშნება ორგანიზმში მარილის ნაკლებობა, რაც გამოწვეულია ხანგრძლივი მწვავე ფაღარათით და ღებინებით ან დიურეტიკების (შარდმდენები) მიღებით.
• თუ აღინიშნა აჩქარებული ან არათანაბარი გულისცემა, გულისწასვლა, კოლაფსი ან თავბრუსხვევა წამოდგომის დროს, რაც შესაძლოა იყოს გულის შეკუმშვათა სიხშირის დარღვევის ნიშნები.
• რეკომენდირებულია სიფრთხილე პარკუჭების თრთოლვის (გულის რითმის დარღვევის სახეობა) განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, მაგ: პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ გულის შეგუბებითი უკმარისობა, ბოლო პერიოდში გადაიტანეს მიოკარდიუმის ინფარქტი, აქვთ შენელებული გულისცემა ან მიდრეკილება ჰიპოკალიემიის (სისხლში კალიუმის დაბალი დონე) ან ჰიპომაგნიემიის (სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე) მიმართ, რაც გამოწვეულია თანმხლები დაავადებებით ან პრეპარატებით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ
მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობის მქონე ზოგიერთი პაციენტი შესაძლოა გადავიდეს მანიაკალურ ფაზაში. ამ მდგომარეობას ახასიათებს უჩვეულო და სწრაფად ცვალებადი აზრები, ზედმეტად კარგ ხასიათზე ყოფნა და ჭარბი ფიზიკური აქტივობა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
მკურნალობის პირველ კვირაში შესაძლოა აღინიშნოს ისეთი სიმპტომები, როგორიც არის მოუსვენრობა, მდგომარეობა, როდესაც გიჭირთ დამჯდარ ან ფეხზე მყოფ მდგომარეობაში გაჩერება. ამ სიმპტომების გამოვლენისას დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
სუიციდური აზრები, დეპრესიის დამძიმება და შფოთვითი აშლილობა:
თუ გაწუხებთ დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა ზოგჯერ შესაძლოა იფიქროთ თვითმკვლელობაზე ან თვითდაზიანებაზე. აღნიშნული სიმპტომები მწვავდება ანტიდეპრესანტებით მკურნალობის საწყის ეტაპზე, რადგან ამ პრეპარატების ეფექტი გვიან დგება, რასაც ჩვეულებრივ დაახლოებით 2 კვირა ან ზოგჯერ მეტი სჭირდება.

მოცემული ალბათობა იზრდება შემდეგ შემთხვევებში:
• თუ მანამდეც გაწუხებდათ თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების აზრები.
• თუ ხართ ახალგაზრდა სრულწლოვანი. კლინიკური კვლევებიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით სუიციდური ქცევების რისკი გაიზარდა ფსიქიატრიული დარღვევების მქონე მოზრდილებში (25 წლამდე), რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტით.

თუ შეგაწუხებთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან საავადმყოფოს.

ანტიდეპრესანტებმა შესაძლოა გამოიწვიონ სუიციდური აზრების ან ქცევების ალბათობის ზრდა <24 წლის პაციენტებში. შესაბამისად მომვლელი გულდასმით უნდა დააკვირდეს პაციენტის მდგომარეობას დოზის მომატებისას/შემცირებისას ან შეწყვეტისას, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას და პირველი თვის განმავლობაში, ვინაიდან არსებობს ქცევის მოულოდნელი ცვლილებების (მაგ: მოუსვენრობა, ჰიპერაქტიურობა) ან სუიციდის ალბათობა.

პრეპარატის მიღება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში
სეციტა ჩვეულებრივ არ ინიშნება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტებში მსგავსი ტიპის პრეპარატების მიღებისას იზრდება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი, როგორიც არის თვითმკვლელობის მცდელობა, თვითმკვლელობაზე ფიქრი და არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება (ძირითადად აგრესია, საწინააღმდეგო ქცევა და ბრაზი). მიუხედავად ამისა, 18 წლამდე ასაკის პაციენტს ექიმმა შესაძლოა დაუნიშნოს სეციტა თუ იგი ჩათვლის საჭიროდ. თუ 18 წლამდე ასაკის პაციენტს დაენიშნა სეციტა, ეს საკითხი შეგიძლიათ განიხილოთ ექიმთან. აცნობეთ ექიმს თუ მკურნალობის პერიოდში შენიშნავთ რომელიმე ზემოთ მოცემულ სიმპტომს. გარდა ამისა აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ესციტალოპრამის უსაფრთხოება ზრდის, მომწიფების, კოგნიტური და ქცევითი უნარების განვითარების თვალსაზრისით მისი ხანგრძლივად გამოყენებისას არ არის დადგენილი.
კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს თუ მოცემული გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში.

სეციტას მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
სეციტას მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად (იხ. ნაწილი 3 “სეციტას მიღების წესი”).
სეციტას ურთიერთქმედება ალკოჰოლთან არ არის მოსალოდნელი. თუმცა, ისევე როგორც სხვა მრავალი პრეპარატის შემთხვევაში სეციტას მიღება ალკოჰოლთან ერთად არ არის რეკომენდირებული.

ორსულობა
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას აცნობეთ მკურნალ ექიმს. ორსულობის შემთხვევაში არ მიიღოთ სეციტა ექიმთან მისი მოსალოდნელი რისკისა და სარგებლის განხილვის გარეშე.
თუ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ღებულობთ სეციტას უნდა იცოდეთ, რომ ახალშობილს შესაძლოა აღენიშნოს შემდეგი ეფექტები: სუნთქვის გართულება, მოლურჯო ელფერი კანზე, კრუნჩხვები, სხეულის ტემპერატურის ცვლილებები, კვების პრობლემა, ღებინება, სისხლში შაქრის დაბალი დონე, მაგარი ან მოდუნებული კუნთები, ზედმეტად აქტიური რეფლექსები, კანკალი, მოუსვენრობა, აგზნებადობის მომატება, ლეთარგია, მუდმივი ტირილი, ძილიანობა და ძილის დარღვევა. თუ ბავშვს აღენიშნება რომელიმე სიმპტომი დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
აუცილებლად აცნობეთ ექიმს, რომ ღებულობთ სეციტას. სეციტას მსგავსი პრეპარატების მიღებამ ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით კი ბოლო ტრიმესტრში შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი სერიოზული მოვლენების განვითარების რისკის ზრდა, როგორიც არის ახალშობილთა პერსისტირებადი პულმონარული ჰიპერტენზია, რომელიც იწვევს სუნთქვის გახშირებას და მოლურჯო შეფერილობას. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება დაბადებიდან პირველი 24სთ-ის განმავლობაში. თუ შენიშნავთ ასეთ მოვლენებს დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ ორსულობის პერიოდში ღებულობთ სეციტას კატეგორიულად დაუშვებელია მისი უეცრად შეწყვეტა.
თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია
აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ძუძუთი კვების პერიოდში არ მიიღოთ სეციტა ვიდრე ექიმთან არ განიხილავთ მოსალოდნელი რისკის და სარგებლის საკითხს.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
რეკომენდირებულია თავი შეიკავოთ ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმების გამოყენებისაგან სანამ არ გაარკვევთ თუ როგორ მოქმედებს სეციტა თქვენზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სეციტას ზოგიერთი შემავსებლის შესახებ
სეციტა შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს, თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ ვერ იტანთ შაქრის გარკვეულ ტიპებს, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
აცნობეთ ექიმს თუ ღებულობთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე პრეპარატს:
• “მონოამინოოქსიდაზას არასელექციური ინჰიბიტორები” (MAOIს) (აქტიური ნივთიერების სახით შეიცავენ ფენელზინს, იპრონიაზიდს, იზოკარბოქსაზიდს, ნიალამიდს და ტრანილციპრომინს). თუ რომელიმე პრეპარატით მკურნალობთ, სეციტას მიღება დასაშვებია 14 დღიანი ინტერვალით. სეციტას შეწყვეტისას აღნიშნული პრეპარატებით მკურნალობის დაწყება შესაძლებელია 7 დღის შემდეგ.
• “MAO-A-ს შექცევადი, სელექციური ინჰიბიტორები”, რომლებიც შეიცავენ მოკლობემიდს (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).
• “MAO-B-ს შეუქცევადი ინჰიბიტორები”, რომლებიც შეიცავენ სელეგილინს (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ).
იზრდება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.
• ლინეზოლიდი, ანტიბიოტიკი.
• ლითიუმი (გამოიყენება მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობის სამკურნალოდ) და ტრიპტოფანი (წარმოადგენს ამინომჟავას და გამოიყენება კვებითი დანამატის სახით).
• იმიპრამინი და დეზიპრამინი (ორივე გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).
• სუმატრიპტანი და მსგავსი პრეპარატები (გამოიყენება შაკიკის დროს) და ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის დროს). იზრდება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.
• ციმეტიდინი და ომეპრაზოლი (გამოიყენება კუჭის წყლულის დროს), ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) და ტიკლოპიდინი (გამოიყენება ინსულტის რისკის შემცირების მიზნით). შესაძლოა გაიზარდოს სისხლში სეციტას დონე.
• კრაზანა (Hყპერიცუმ პერფორატუმ)-მცენარეული საშუალება, რომელიც გამოიყენება დეპრესიის დროს.
• აცეტილსალიცილის მჟავა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (რომელთაც იყენებენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას ან სისხლის გამათხელებელი პრეპარატები, ეგრეთ წოდებული ანტიაგრეგანტები). შესაძლოა გაიზარდოს მიდრეკილება სისხლდენის მიმართ.
• ვარფარინი, დიპირიდამოლი და ფენპროკუმონი (სისხლის გამათხელებელი პრეპარატები, ეგრეთ წოდებული ანტიკოაგულანტები). სეციტას დაწყებისას და შეწყვეტისას ექიმმა შესაძლოა გადაამოწმოს სისხლის შედედების დრო, რათა დარწმუნდეს, რომ ანტიკოაგულანტის დოზა მისაღებია.
• მეფლოქინი (გამოიყენება ციებ-ცხელების დროს), ბუპროპიონი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) და ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის დროს), რადგან არსებობს კრუნჩხვითი ზღურბლის შემცირების რისკი.
• ნეიროლეპტიკური საშუალებები (პრეპარატები, რომელთაც იყენებენ შიზოფრენიის და ფსიქოზის სამკურნალოდ) და ანტიდეპრესანტები, რადგან არსებობს კრუნჩხვითი ზღურბლის შემცირების რისკი.
• ფლეკაინიდთან, პროპაფენონთან და მეტოპროლოლთან (იყენებენUგულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს), კლომიპრამინთან და ნორტრიპტილინთან (ანტიდეპრესანტები) და რისპერიდონთან, თიორიდაზინთან და ჰალოპერიდოლთან (ნეიროლეპტიკები) ერთად გამოყენებისას შესაძლოა საჭირო გახდეს სეციტას დოზის კორექცია.
• სეციტა არ გამოიყენება გულის რითმთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალო პრეპარატებთან ერთად ან ისეთ საშუალებებთან კომბინაციაში, რომლებიც გავლენას ახდენენ გულის რითმზე, როგორიც არის IA და III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები, ნეიროლეპტიკური საშუალებები (მაგ: ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), სამციკლიანი ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ანტიმიკრობული პრეპარატები (მაგ.: სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინი IV, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), გარკვეული ანტიჰისტამინური პრეპარატები (მაგ: ასტემიზოლი, მიზოლასტინი).
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ ან ღებულობდით ნებისმიერ სხვა, რეცეპტით ან ურეცეპტოთ შეძენილ პრეპარატს.

3. სეციტას მიღების წესი
• პრეპარატის სწორად მიღებასთან და დოზირების რეჟიმთან დაკავშირებული მითითებები:
სეციტა ყოველთვის მიიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები
დეპრესია
სეციტას რეკომენდირებული დოზა არის 10მგ დღეში ერთჯერ. ექიმმა შესაძლოა დოზა გაზარდოს დღეში მაქსიმუმ 20მგ-მდე.
პანიკური აშლილობა
სეციტას საწყისი დოზა შეადგენს 5მგ-ს დღეში ერთჯერ პირველი კვირის განმავლობაში, შემდეგ დოზა იზრდება 10მგ-მდე. ექიმმა დოზა შესაძლოა გაზარდოს დღეში მაქსიმუმ 20მგ-მდე.
სოციალური-შფოთვითი აშლილობა
სეციტას რეკომენდირებული დოზა არის 10მგ დღეში ერთჯერ. პრეპარატზე რეაგირების მიხედვით ექიმმა შესაძლოა დოზა შეამციროს დღეში 5მგ-მდე ან გაზარდოს დღეში მაქსიმუმ 20მგ-მდე.
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
სეციტას რეკომენდირებული დოზა არის 10მგ დღეში ერთჯერ. ექიმმა შესაძლოა დოზა გაზარდოს დღეში მაქსიმუმ 20მგ-მდე.
ობსესიურ-კომპულსური აშლილობა
სეციტას რეკომენდირებული დოზა არის 10მგ დღეში ერთჯერ. ექიმმა შესაძლოა დოზა გაზარდოს დღეში მაქსიმუმ 20მგ-მდე.

მიღების გზა და მეთოდი:
სეციტას მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ წყალთან ერთად.
არ ჩაღეჭოთ ტაბლეტი, რადგან მწარე გემო აქვს.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ტაბლეტის შუაზე გაყოფა, ამისათვის მოათავსეთ იგი ბრტყელ ზედაპირზე ისე, რომ ნაჭდევი ზემოთ მხარეს იყოს. ტაბლეტის გასაყოფად დააჭირეთ საჩვენებელი თითები ტაბლეტის ორივე მხარეს ისე, როგორც სურათზე მოცემული.

• სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე):
სეციტა არ ინიშნება ბავშვებში და მოზარდებში. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ნაწილი 2 “რა უნდა გაითვალისწინოთ სეციტას მიღებამდე”.

ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე ზემოთ):
პრეპარატ სეციტას რეკომენდირებული საწყისი დოზა არის 5მგ დღეში ერთჯერ. ექიმმა შესაძლოა დოზა გაზარდოს დღეში მაქსიმუმ 10მგ-მდე.

მკურნალობის ხანგრძლივობა:
ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შესაძლოა დასჭირდეს რამდენიმე კვირა. განაგრძეთ სეციტას მიღება იმ შემთხვევაშიც კი თუ მდგომარეობის გაუმჯობესებას გარკვეული დრო დასჭირდება.
დაუშვებელია დოზის ცვლილება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
განაგრძეთ სეციტას მიღება ექიმის მიერ რეკომენდირებული პერიოდით. მკურნალობის ვადაზე ადრე შეწყვეტისას შესაძლოა განმეორდეს დაავადების სიმპტომები. მკურნალობის რეკომენდირებული ხანგრძლივობა შეადგენს გაუმჯობესებიდან სულ მცირე 6 თვეს.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატის ეფექტი ზედმეტად ძლიერი ან სუსტია.

თუ მიიღეთ სეციტას ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო გადაუდებელ სამსახურს.
ეს აუცილებელია იმ შემთხვევაშიც კი თუ თავს კარგად გრძნობთ.
დოზის გადაჭარბებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები: თავბრუსხვევა, კანკალი, აღელვება, კონვულსია, კომა, გულისრევა, ღებინება, ტაქიკარდია ან ბრადიკარდია, არტერიული წნევის შემცირება და ორგანიზმში წყლის/მარილის ბალანსის ცვლილება.
ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას თან იქონიეთ სეციტას კოლოფი.

თუ დაგავიწყდათ სეციტას მიღება
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება და გაგახსენდათ ძილის წინ დაუყოვნებლივ მიიღეთ იგი. ჩვეულებრივ განაგრძეთ მკურნალობა მეორე დღეს. თუ გამოტოვებული დოზის შესახებ გაგახსენდათ ღამით ან მომდევნო დღეს, გამოტოვეთ ეს დოზა და განაგრძეთ მკურნალობა ჩვეული რეჟიმით.

რა უნდა გაითვალისწინოთ სეციტას შეწყვეტამდე
არ შეწყვიტოთ სეციტას მიღება ექიმის გარეშე. მკურნალობის კურსის დასრულებისას ჩვეულებრივ რეკომენდირებულია სეციტას დოზის ნელ-ნელა შემცირება რამდენიმე კვირის განმავლობაში.
სეციტას უეცრად შეწყვეტისას შესაძლოა აღინიშნოს აბსტინენციური სიმპტომები. ეს სიმპტომები ძირითადად ვლინდება მკურნალობის უეცრად შეწყვეტისას. რისკი იზრდება სეციტას ხანგრძლივად ან მაღალი დოზების მიღებისას ან დოზების ძალიან სწრაფად შემცირებისას. სიმპტომები უმეტესად მსუბუქი ხასიათისაა და ლაგდება ორი კვირის განმავლობაში. თუმცა ზოგჯერ სიმპტომები შესაძლოა უფრო მწვავე ან ხანგრძლივი (≥2-3 თვე) იყოს. მიმართეთ ექიმს თუ სეციტას შეწყვეტისას აღინიშნა მწვავე აბსტინენციური სიმპტომები. ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს მკურნალობის თავიდან დაწყება და შემდეგ ნელ-ნელა შეწყვეტა.
აბსტინენციური სიმპტომები: თავბრუსხვევა (თავბრუსხვევა ან წონასწორობის დარღვევა), ჩხვლეტის შეგრძნება, წვის შეგრძნება, დენის დარტყმის შეგრძნება თავის არეში (ნაკლებად ხშირად), ძილის დარღვევა (მკაფიო სიზმრები, კოშმარები, დაძინების პრობლემა), შფოთვა, თავის ტკივილი, ღებინება, ოფლიანობა (მათ შორის ღამით), მოუსვენრობა ან აღელვება, კანკალი, გონების არევა, ემოციური მდგომარეობა ან გაღიზიანება, ფაღარათი (თხევადი განავალი), მხედველობის დარღვევები, გულის ფრიალი ან გახშირებული გულისცემა.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად მოსალოდნელია გვერდითი ეფექტები იმ პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან სეციტას ინგრედიენტების მიმართ.
გვერდითი მოქმედება ჩვეულებრივ ქრება რამდენიმე კვირაში. გაითვალისწინეთ, რომ გვერდითი მოვლენების უმეტესობა შესაძლოა უკავშირდებოდეს თავად დაავადებას და ალაგდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ.
გვერდითი ეფექტები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ძალიან გავრცელებული: შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან >1 პაციენტში.
გავრცელებული: შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1-10 პაციენტში.
ნაკლებად გავრცელებული: შესაძლოა გამოვლინდეს 1000-დან 1-10 პაციენტში.
იშვიათი: შესაძლოა გამოვლინდეს 10000-დან 1-10 პაციენტში.
უცნობი: სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

მიმართეთ ექიმს რომელიმე მოცემული გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში:
ნაკლებად გავრცელებული:
• უჩვეულო სისხლდენა, მათ შორის სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
იშვიათი:
• დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს თუ შენიშნავთ კანის, ენის, ტუჩების ან სახის შეშუპებას ან სუნთქვის ან ყლაპვის გართულებას (ალერგიული რეაქციები).
• ცხელება, აღელვება, გონების არევა, კანკალი და კუნთების მკვეთრად შეკუმშვა შესაძლოა იყოს იშვიათი მდგომარეობის “სეროტონინის სინდრომის” ნიშნები. მათი გამოვლენის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში:
• მოშარდვის პრობლემა
• კრუნჩხვები (ასევე იხ. “განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ სეციტა”)
• კანის და თვალების გაყვითლება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის/ჰეპატიტის სიმპტომებია.
• გახშირებული და არათანაბარი გულისცემა, გულისწასვლა: შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის საშიში პარკუჭების თრთოლვის სიმპტომები.

ზემოთ მოცემულის გარდა ასევე აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ძალიან გავრცელებული:
• გულისრევა
გავრცელებული:
• ცხვირის გაჭედვა და წყლიანი გამონადენი (სინუსიტი)
• მადის დაქვეითება ან მომატება
• შფოთვა, მოუსვენრობა, უჩვეულო სიზმრები, ძილის პრობლემა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, მთქნარება, კანკალი, ჩხვლეტის შეგრძნება კანზე
• ფაღარათი, ყაბზობა, ღებინება, პირის სიმშრალე
• ჭარბი ოფლიანობა
• კუნთების და სახსრების ტკივილი (ართრალგია და მიალგია)
• სქესობრივი დარღვევები (ეაკულაციის დაყოვნება, ერექციის პრობლემები, ლიბიდოს დაქვეითება და ორგაზმის დარღვევები ქალებში)
• დაღლილობა, ცხელება
• წონის მატება
ნაკლებად გავრცელებული:
• ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი
• კბილების კრაჭუნი, აღელვება, ამაღლებული აგზნებადობა, პანიკური შეტევა, ცნობიერების მოშლა
• ძილის დარღვევა, გემოს შეგრძნების დარღვევა, გულისწასვლა (სინკოპე)
• გუგების გაფართოვება (მიდრიაზი), მხედველობის დარღვევა, შუილი ყურებში (ტინიტუსი)
• თმების ცვენა
• მენსტრუალური სისხლდენა
• წონის დაკლება
• გულისცემის აჩქარება
• კიდურების შეშუპება
• ცხვირიდან სისხლდენა
იშვიათი:
• აგრესია, დეპერსონალიზაცია, ჰალუცინაციები
• გულისცემის შემცირება.

პაციენტების მიერ დაფიქსირებული გვერდითი ეფექტები (სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით):
• თვითდაზიანებაზე ან თვითმკვლელობაზე ფიქრი (ასევე იხ. “განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ სეციტა”).
• სისხლში ნატრიუმის დონის დაწევა (სიმპტომები: გულისრევა, შეუძლოდ ყოფნა, კუნთების დასუსტება ან ცნობიერების მოშლა)
• თავბრუსხვევა წამოდგომის დროს, რაც გამოწვეულია დაბალი არტერიული წნევით (ორთოსტატული ჰიპოტენზია)
• ღვიძლის ფუნქციური ტესტების ცვლილებები (სისხლში ღვიძლის ფერმენტების მატება).
• მოძრაობასთან დაკავშირებული დარღვევები (კუნთების უნებლიე მოძრაობები).
• მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი)
• სისხლდენასთან დაკავშირებული დარღვევები, მათ შორის სისხლჩაქცევები კანში და ლორწოვან გარსში (ექკიმოზი) და თრომბოციტების დაბალი დონე სისხლში (თრომბოციტოპენია).
• კანის ან ლორწოვანი გარსის უეცარი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება)
• შარდის რაოდენობის მომატება (ანტიდიურეზული ჰორმონის (ADH) არასათანადო გამოყოფა)
• რძის მოსვლა არამეძუძურ ქალებში
• მანია
• ასეთი პრეპარატით ნამკურნალებ პაციენტებში აღინიშნა ძვლების მოტეხილობის რისკის ზრდა
• გულის რითმის ცვლილება (“Qთ ინტერვალის გახანგრძლივება”, გულის ელექტრული აქტივობა, რომელიც აისახება ელექტროკარდიოგრამაზე (EჩG).
გარდა ამისა, ესციტალოპრამის (სეციტას აქტიური ნივთიერება) მსგავსი მოქმედების მექანიზმის მქონე პრეპარატების მიღებისას დაფიქსირდა გარკვეული გვერდითი ეფექტები. ესენია:
• მოტორული მოუსვენრობა (აკათიზია)
• ანორექსია (მადის დაკარგვა).

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.

5. სეციტას შენახვის პირობები
სეციტა ინახება თავისივე შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (<250ჩ).

ვარგისობის ვადა
სეციტა არ გამოიყენება შეფუთვაზე/გარე კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
სეციტა 10მგ #28ტ
  • სახელი: სეციტა 10მგ #28ტ
  • მწარმოებელი: Santa Farma Ilac Sanayii A.S. (თურქეთი)
  • შეფუთვა: 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
Aversi 13.33 ლ
სეციტა ტაბლეტი 10მგ #28
  • სახელი: სეციტა ტაბლეტი 10მგ #28
  • მწარმოებელი: Santa Farma Ilac Sanayii A.S. (თურქეთი)
  • შეფუთვა: 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
Pharmadepot 13.33 ლ
სეციტა ტაბლეტი 10მგ #28
  • სახელი: სეციტა ტაბლეტი 10მგ #28
  • მწარმოებელი: Santa Farma Ilac Sanayii A.S. (თურქეთი)
  • შეფუთვა: 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
GPC 13.33 ლ
Secita - სეციტა 10მგ 28 ტაბლეტი
  • სახელი: Secita - სეციტა 10მგ 28 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Santa Farma Ilac Sanayii A.S. (თურქეთი)
  • შეფუთვა: 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
PSP 13.33 ლ
Secita - სეციტა 10მგ 28 ტაბლეტი
  • სახელი: Secita - სეციტა 10მგ 28 ტაბლეტი
PSP 10.25 ლ
სეციტა ტაბლეტი 10მგ #28
  • სახელი: სეციტა ტაბლეტი 10მგ #28
Pharmadepot 13.33 ლ
სეციტა ტაბლეტი 10მგ #28
  • სახელი: სეციტა ტაბლეტი 10მგ #28
GPC 13.33 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით