სტოპდიარი - Stopdiar
სტოპდიარი - Stopdiar

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდიარეული საშუალებები, ნაწლავის ანთების/ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ნაწლავის ინფექციის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

სტოპდიარი 100მგ

Stopdiar****შემადგენლობა
ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ნიფუროქსაზიდი – 100მგ;
მოქმედი ნივთიერებები: სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, სიმინდის სახამებელი,, ჟელატინი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი;
გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი, ყვითელი ქინოლონი (E104).

აღწერა:
აპკიანი გარსით დაფარული, მრგვალი, ორმხრივამობურცული, ყვითელი ფერის ტაბლეტები, დაახლოებიტ 9მმ დიამეტრით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიდიარეული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული საშუალება ნაწლავის ინფექციების სამკურნალოდ.
ნიფუროქსაზიდი - ნაწლავური ანტისეპტიკური საშუალება, 5-ნიტროფურანის წარმოებული, ახასიათებს ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გრამდადებითი (Staphylococcus ოჯახი) და გრამუარყოფითი (Enterobacteriaceae ოჯახი: Escherichia, Citobacter, Enterobacter, Klebsiella, Salmonella, Shigella, Proteus, Yersinia) ბაქტერიების მიმართ.
არ არის აქტიური Pseudomonas რიგის ბაქტერიების და Proteus inconstans A ჯგუფის შტამების, Providentia alcalifaciens მიმართ.
არ არღვევს საჭმლის გადამამუშავებელი ტრაქტის ნორმალური ბაქტერიული ფლორის წონასწორობას (არ იწვევს დისბაქტერიოზს), არ იწვევს მედიკამენტის მიმართ გამძლე მიკრობული ფორმების განვითარებას. პრეპარატის ეფექტურობა განპირობებული არ არის ნაწლავის рН–ით და დამოკიდებული არ არის ბაქტერიების ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობაზე. ნიფუროქსაზიდი ამცირებს მიკროორგანიზმების მიერ ტოქსინების პროდუქციას. შიგნით მიღების შემდეგ ნიფუროქსაზიდი პრაქტიკულად არ შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, ნაწლავში იქმნება მოქმედი ნივთიერების მაღალი კონცენტრაცია და სწრაფად ავლენს სამკურნალო ეფექტს. არ ახდენს ზოგად გავლენას ორგანიზმზე, აგრეთვე გავლენას არ ახდენს სისხლის ანალიზის კლინიკურ და ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე. გამოიყოფა განავლით.

მიღების ჩვენება
პრეპარატი სტოპდიარი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
- ბაქტერიული წარმოშობის მწვავე და ქრონიკული დიარეა;
- სხვა დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს დიარეით

უკუჩვენება
ნიფუროქსაზიდი უკუნაჩვენებია ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ, აგრეთვე ალერგიის შემთხვევაში 5-ნიტროფურანის წარმოებულებზე. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ახალშობილებში (2 თვემდე ასაკი).

უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
ნიფუროქსაზიდით მკურნალობის პერიოდში უკუნაჩვენებია ალკოჰოლური სასმელების მოხმარება, რადგანაც ალკოჰოლი ზრდის ორგანიზმის მგრძნობელობას პრეპარატის მიმართ და შეიძლება გამოიწვიოს რეაქცია, რომელიც გამოიხატება დიარეის გამწვავებით, ღებინებით, მუცლის ტკივილით, კანის ჰიპერემიით, სახეზე და სხეულის ზედა ნაწილში ცხელების შეგრძნებით, თავში ხმაურით, სუნთქვის გაძნელებით, ტაქიკარდიით, შიშის შეგრძნებით. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის გამოვნელის შემთხვევაში, როგორიც არის ქოშინი, კანის გამონაყარი, ქავილი, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ნიფუროქსაზიდის გამოყენება ორსულობის პერიოდში.
არ არსებობს კლინიკური მონაცემები, რომლებიც ეხება ნიფუროქსაზიდის გამოყენაბს ორსულობის პერიოდში.
ცხოველებზე კვლევებმა არ გამოავლინა არც პირდაპირი არც ირიბი გავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე, ემბრიონის ან ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობის მიმდინარეობაზე და ბავშვის შემდგომ განვითარებაზე. ნიფუროქსაზიდის ორსულ ქალებში დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილე.

ნიფუროქსაზიდის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში:
ნიფუროქსაზიდი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ამის მიუხედავად, საკმარისი კლინიკური მონაცემების არ არსებობის გამო მეძუძურ ქალებში ამ პრეპარატის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილე.

პრეპარატის გავლენა ფსიქომოტორულ რეაქციებზე
ნიფუროქსაზიდი არ იწვევს ფსიქოფიზიკური შრომისუნარის შესუსტებას, მექანიკური საშუალებების მართვის უნარის და მექანიზმებთან მუშაობის უნარის შემცირებას.
არ მიიღოთ პრეპარატი დანიშნულ დროზე ხანგრძლივად ექიმის კონსულტაციის გერეშე!

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ნიფუროქსაზიდით მკურნალობის პერიოდში, პრეპარატის ძლიერი აბსორბციული თვისებების გამო, საჭიროა პერორალური საშუალებების მიღებისგან თავის შეკავება. იმის გამო, რომ ნიფუროქსაზიდი არ გადადის სისხლის მიმოქცევის სისტემაში, სისტემურ პრეპარატებთან ურთიერთქმედება ნაკლებსავარაუდოა და ამ დროისთვის უცნობია.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს.
თუ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში გამოვლინდა გაუწყლოების სიმპტომები, აუცილებელია კლინიკური მდგომარეობის მიხედვით რეჰიდრატაციული თერაპია (მოზრდილებში დაახლოებით 2 ლიტრი სითხე დღეში).
ნიფუროქსაზიდი გამოიყენება მკაცრ დიეტასთან ერთად, წვენების, უმი ბოსტნეულის და ხილის, ცხარე და ძნელად გადასამუშავებელი საკვების გამორიცხვით.

გამოყენების მეთოდი და დოზები
პრეპარატის სტოპდიარის ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
მოზრდილებს და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს ენიშნებათ 2 ტაბლეტი დღეში 4-ჯერ. პრეპარატის მიიღება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად დროის ტოლ შუალედებში (ყოველ 6 საათში). ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, მცირე რაოდენობა წყლის დაყოლებით, დაურეჭავად და დაუფხვნელად. სტოპდიარი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება მწვავე დიარეის სამკურნალოდ რეკომენდებულია 3 დღის განმავლობაში. თუ ამის შემდეგ სიმპტომები არ ქრება, აუცილებელია მიმართოთ ექიმს. დიარეით მომდინარე სხვა დაავადბების მკურნალობის კურსი შეადგენს არაუმეტეს 7 დღეს.
6 წლამდე ბავშვებში რეკომენდებულია პრეპარატის დანიშნვა სუსპენზიის ფორმით.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების სიმპტომები უცნობია. ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური მკურნალობა.

გვერდითი მოქმედება
სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ:
აღწერილია გრანულოციტოპენიის ერთი შემთხვევა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ნიფუროქსაზიდის მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდს ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა და დიარეის გამწვავება. ამგვარი მცირე ინტენსივობის სიმპტომების შემთხვეაში არ არსებობს სპეციალური თერაპიის გამპყენების ან მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობა. სიმპტომების გამწვავებისას საჭიროა მედიკამენტის მიღების შეწყვეტა. შემდგომში ავამდყოფმა აღარ უნდა მიიღოს ნიტროფურანის წარმოებულები.

კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
იშვიათად ვლინდება კანის რეაქციები გამონაყარის სახით (≥1/10 000 - <1/1 000). აღწერილია პუსტულოზის ერთი შემთხვევა ხანდაზმულ ადამიანში და კვანძოვანი ერითემის ერთი შემთხვევა ნიფუროქსაზიდის მიმართ კონტაქტური ალერგიის შედეგად.

ჩვეულებრივ ნიტროფუქსაზიდი კარგად აიტანება, პრაქტიკულად არ ავლენს გვერდით მოქმედებას.
ნებისმიერი არასასურველი ეფექტის შემთხვევაში აუცილებელია მკურნალი ექიმის კონსულტაცია!

ვარგისობის ვადა
4 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები
ინახება +15°C-დან +30˚C-მდე ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვა
აპკიანი გარსით დაფარული 24ტაბლეტი ალუმინის ფოლგის და პვქ აპკის ბლისტერში. 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.

საერთაშორისო დასახელება - nifuroxazide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები; მიკრობების საწინააღმდეგო ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები

შემადგენლობა
სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს:
220.0 მგ ნიფუროქსაზიდს
დამხმარე საშუალებები:
საქაროზა, ეთანოლი 96%, კარბომერი, მეთილპარაქსიჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, უწყლო ლიმონმჟავა, ბანანას არომატიც, გასუფთავებული წყალი.

ჩვენებები
- ბავშვებსა და მოზრდილებში ალიმენტარული ინფექციებითა და ინტოქსიკაციებით გამოწვეული დიარეა, კერძოდ E. coli-თ გამოწვეულნი;
- ქრონიკული დიარეა კოლიტის დროს;
- ნაწლავური ფერმენტაციის მოშლა;
- არასპეციფიკური და დაუდგენელი ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული დიარეა ინვაზიური მოვლენების გარეშე;
- ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეულია იატროგენული დიარეა;
- სიმპტომატური დიარეა მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დროს;
- ინფექციური ჰემორაგიული რექტოკოლიტის მწვავე შეტევების ზოგიერთი ფორმა;
- მოგზაურის დიარეის პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზები
დოზირებისათვის გამოიყენება 5-მლ-იანი დოზირების კოვზი, რომელიც დაყოფილია 2.5 მლ-დ.
გამოყენებამდე, სუსპენზია კარგად უნდა შეინჯღრეს.
ბავშვები 6 თვიდან 2 წლამდე: 2.5 მლ დღეში 3-ჯერ.
ბავშვები 3-დან 7 წლამდე: 5 მლ დღეში 3-ჯერ.
თერაპია ნიფუროქსაზიდის გამოყენებით შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 7 დღე.

უკუჩვენება
- ალერგია ნიტროფურანის წარმოებულების და/ან პრეპარატის შემადგენელი დამხმარე საშუალებების მიმართ;
- 6 თვემდე ასაკის ჩვილები.
არასასურველი ეფექტები
ნიფუროქსაზიდი ხასიათდება კარგი ამტანობით. ძალიან იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის სენსიტიზაცია და ალერგიული რეაქციები.

ორსულობა და ლაქტაცია
არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ იწვევს თუ არა ნიფუროქსაზიდის მიღება ორსულობის დროს შესაძლო მავნე ეფექტებს ნაყოფზე.
ნიფუროქსაზიდი არ აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. ამდენად არ არსებობს მისი დედის რძეში გამოყოფის შესაძლებლობა. შესაბამისად, შეიძლება პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის პერიოდში კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლის მოხმარება.
დიარეის მკურნალობისას ნიფუროქსაზიდით თერაპიასთან ერთად აუცილებელია რეჰიდრატაციის (პერორალური ან ინტრავენური) ჩატარება პაციენტის მდგომარეობისა და დიარეის ინტენსივობის გათვალისწინებით.
არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფრუქტოზას აუტანლობა, მალაბსორბციის სინდრომი და საქაროზა-იზომალტოზას დეფიციტი.
ზემოქმედება ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.
პრეპარატი გავლენას არ ახდებს პაციენტის უნარზე მართოს ავტომობილები და იმუშაოს მანქანა-დანადგარებთან.

**შენახვის პირობები **
ინახება +15°C-დან +30˚C-მდე ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვა
აპკიანი გარსით დაფარული 24ტაბლეტი ალუმინის ფოლგის და პვქ აპკის ბლისტერში. 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
სტოპდიარი 100მგ #24ტ
  • სახელი: სტოპდიარი 100მგ #24ტ
  • მწარმოებელი: «Gedeon Richter Poland» OJSC (პოლონეთი)
  • შეფუთვა: 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №24 (1X24)
Aversi 10.92 ლ
სტოპდიარი 220მგ/5მლ 90მლ სიროფ
  • სახელი: სტოპდიარი 220მგ/5მლ 90მლ სიროფ
  • მწარმოებელი: Gedeon Richter Romania JSC (რუმინეთი)
  • შეფუთვა: 220მგ/5მლ 90მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მუქი მინის ფლაკონი №1 დოზირებულ ორმაგ კოვზთან ერთად
Aversi 22.58 ლ
სტოპდიარი სუსპენზია ორალური 220მგ/5მლ 90მლ ფლაკონი #1
  • სახელი: სტოპდიარი სუსპენზია ორალური 220მგ/5მლ 90მლ ფლაკონი #1

Pharmadepot 18.14 ლ
სტოპდიარი ტაბლეტი 100მგ #24
  • სახელი: სტოპდიარი ტაბლეტი 100მგ #24
  • მწარმოებელი: Gedeon Richter Romania JSC (რუმინეთი)
  • შეფუთვა: 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №24 (1X24)
Pharmadepot 10.35 ლ
სტოპდიარი სუსპენზია ორალური 220მგ/5მლ 90მლ ფლაკონი #1
  • სახელი: სტოპდიარი სუსპენზია ორალური 220მგ/5მლ 90მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Gedeon Richter Romania JSC (რუმინეთი)
  • შეფუთვა: 220მგ/5მლ 90მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მუქი მინის ფლაკონი №1 დოზირებულ ორმაგ კოვზთან ერთად
GPC 13.89 ლ
სტოპდიარი ტაბლეტი 100მგ #24
  • სახელი: სტოპდიარი ტაბლეტი 100მგ #24
  • შეფუთვა: 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №24 (1X24)
GPC 11.01 ლ
Stopdiar - სტოპდიარი 100მგ 24 ტაბლეტი
  • სახელი: Stopdiar - სტოპდიარი 100მგ 24 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: «Gedeon Richter Poland» OJSC (პოლონეთი)
  • შეფუთვა: 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №24 (1X24)
PSP 7.93 ლ
Stopdiar - სტოპდიარი სუსპენზია 220მგ/5მლ 90მლ
  • სახელი: Stopdiar - სტოპდიარი სუსპენზია 220მგ/5მლ 90მლ

PSP 14.47 ლ