რეფურილი - Refuril
რეფურილი - Refuril

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდიარეულები, ნაწლავის ანთების და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ნაწლავების ინფექციის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

რეფურილი

სუსპენზია

შემადგენლობა

მოქმედი****ნივთიერებები

სუსპენზიის ყოველი 5 მლ შემადგენლობაში შედის 220 მგ ნიფუროქსაზიდი;

დამხმარე****ნივთიერებები

ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა (Avicel RC 581), კალციუმის კარბოქსიმეთილცელულოზა

(cekol-1000), ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის ბენზოატი, ბანანის არომატიზატორი თხევადი, პოლისორბატი 80 (Tween-80), აეროსილი 200, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ნიფუროქსაზიდი, მიეკუთვნება ნიტროფურანების კლასს და წარმოადგენს ნაწლავურ ანტიბაქტერიულ საშუალებას. რეფურილის სუსპენზიის შიგნით მიღებისას, ის მოქმედებს ადგილობრივად, აქტიურ ნივთიერებაზე მგრძნობიარე ბაქტერიებზე.

რეფურილის სუსპენზიის გამოყენება, საჭმლის მომნელებელ გზებში ინფექციის დათრგუნვის გზით, ხელს უწყობს დიარეის შეწყვეტას და ამცირებს ორგანიზმის გაუწყლოვნების სიმძიმეს და რისკს.

ჩვენებები

მგრძნობიარე გამომწვევებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შემდეგი დაავადებების მკურნალობა:

-მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული დიარეა;

-მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული გასტროენტერიტები და კოლიტები (დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა და ქვედა ნაწილის ანთებითი პროცესი);

-ნაწლავური ინფექციები;

-მოგზაურის დიარეა.

უკუჩვენებები

ნიტროფურანების ან სუსპენზიის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ნივთიერების მიმართ ალერგია.

სიფრთხილის ღონისძიებები

რეფურილის სუსპენზიის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა შემდეგ შემთხვევებში:

რეფურილის სუსპენზია გამოიყენება მხოლოდ დიარეის დროს, რომელიც არის კეთილთვისებიანი დაავადების გამოვლინება. მაღალი სიცხით თანმხლები ხანგრძლივი და მძიმე ცხელების, ასევე განავალში სისხლის ან ლორწოს დაფიქსირების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

საკვებთანდასასმელთან****გამოყენება

რეფურილის სუსპენზიის ზემოქმედება არ იცვლება და არ არის დამოკიდებული კუჭის გარემოზე ან საკვების მიღების დროზე.

ორსულობისდა ლაქტაციისდროს****გამოყენება

რეფურილის სუსპენზიის გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეფურილის სუსპენზია კარგად გადაიტანება და გააჩნია უსაფრთხოების მაღალი პროფილი. გამომდინარე იქიდან, რომ ნიფუროქსაზიდი უმნიშვნელო რაოდენობით შეიწოვება კუჭ- ნაწლავის ტრაქტიდან სისხლში, ის არ მოქმედებს მთელ ორგანიზმზე. ორსულობის დროს სამკურნალო საშუალების დანიშვნის საჭიროებას ადგენს ექიმი.

რეფურილის სუსპენზია არ გამოიყენება ორსულობის დროს მაშინ, როცა მისი მიღების საჭიროება არ არის.

სუსპენზიით მკურნალობის პერიოდში დაორსულების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაციის პერიოდში რეფურილის სუსპენზიის ხანმოკლე კურსით დანიშვნის შემთხვევაში, ჩვილის ბუნებრივი კვება შესაძლებელია არსებული წესით, შეჩერების გარეშე.

ავტოსატრანსპორტოსაშუალებებისდამექანიზმებთანმუშაობისუნარზეზემოქმედება

რეფურილის სუსპენზიის გამოყენება არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

სხვასამკურნალოსაშუალებებთან****ურთიერთქმედება

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას რაიმე ურთიერთზემოქმედების მონაცემები არ არის მოწოდებული.

გამოყენებისრეჟიმიდა****წესი

თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული დოზირების სხვა რეჟიმი, რეფურილის სუსპენზია გამოიყენება ბავშვებში ქვემოთ მითითებული რეჟიმით, არაუმეტეს 7 დღე:

-2 თვემდე ასაკის ბავშვები – 1 ჩაის კოვზი (5 მლ), დღეში 2-ჯერ;

-2 თვიდან-1 წლამდე ასაკის ბავშვები – 1 ჩაის კოვზი (5 მლ), დღეში 3-ჯერ;

-1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები – 1 ჩაის კოვზი (5 მლ), დღეში 4-ჯერ.

ექიმმა შესაძლებელია გაზარდოს ან შეამციროს სამკურნალო საშუალების დოზა ან მკურნალობის ხანგრძლივობა.

გამოყენებაპაციენტთაგანსაკუთრებულ****კატეგორიაში

დიარეა შესაძლებელია გართულდეს ორგანიზმის გაუწყლოვნებით, განსაკუთრებით ბავშვებში და ხანდაზმული ასაკის პირებში. გაუწყლოვნების შედეგად შესაძლებელია განვითარდეს სისუსტე და დაღლა, ცნობიერების დარღვევა. ორგანიზმის მიერ დაკარგული სითხის შევსება შესაძლებელია დიდი რაოდენობით სითხის, მაგალითად, მარილიანი ბულიონის ან მინერალური წყლის მიღებით.

თირკმელების** /ღვიძლის უკმარისობა**

პაციენტთა ამ ჯგუფში რეფურილის სუსპენზიის გამოყენების ინფორმაცია არ არის.

თუ ფიქრობთ, რომ რეფურილის სუსპენზიის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, აუცილებლად შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბიდოზითგამოყენება

სამკურნალო საშუალების ჭარბი დოზით მიღებასთან დაკავშირებული რაიმე ინფორმაცია არ არის.

რეფურილის სუსპენზიის ჭარბი დოზით გამოყენების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის****გამოტოვება

რეფურილის სუსპენზიის მორიგი დოზის გამოტოვების შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს სამკურნალო საშუალების გაორმაგებული დოზის მიღება.

გამოყენებისშეწყვეტ

რეფურილის სუსპენზიის გამოყენების შეწყვეტის შემთხვევაში, რაიმე უარყოფითი შედეგი არ არის მოსალოდნელი.

გვერდითი****ეფექტები

რეფურილის სუსპენზიის გამოყენებასთან დაკავშირებული რაიმე გვერდითი მოქმედების განვითარების ინფორმაცია არ არის.

რეფურილის სუსპენზიის გამოყენების პერიოდში ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, აუცილებლად შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესი

რეფურილის სუსპენზიის შენახვა უნდა მოხდეს ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 30°C ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

სამკურნალო პრეპარატი გამოიყენება მისი ვარგისობის ვადის ფარგლებში.

რეფურილის სუსპენზია არ გამოიყენებიან შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის****წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ლიცენზიისმფლობელიდა****მწარმოებელი

AMOUN PHARMACEUTICAL CO.

El-Obour City,

qairo, egvipte, S.A.E. 4

Headquarters&Factory: El Obour City, Cairo Egypt.

ტელ.: (+202) 461 401 00 (10 Lines)/012 243 0000

ფაქსი: (+202) 461 401 98

საექსპორტო დეპარტამენტი:

ტელ.: (+202) 461 029 29

ფაქსი: (+202) 461 004 15

ელ-ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: www.amoun.com

საერთაშორისო დასახელება - nifuroxazide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები; მიკრობების საწინააღმდეგო ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები

შემადგენლობა
სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს:
200.0 მგ ნიფუროქსაზიდს
დამხმარე საშუალებები:
საქაროზა, ეთანოლი 96%, კარბომერი, მეთილპარაქსიჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, უწყლო ლიმონმჟავა, ბანანას არომატიც, გასუფთავებული წყალი.

ჩვენებები
- ბავშვებსა და მოზრდილებში ალიმენტარული ინფექციებითა და ინტოქსიკაციებით გამოწვეული დიარეა, კერძოდ E. coli-თ გამოწვეულნი;
- ქრონიკული დიარეა კოლიტის დროს;
- ნაწლავური ფერმენტაციის მოშლა;
- არასპეციფიკური და დაუდგენელი ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული დიარეა ინვაზიური მოვლენების გარეშე;
- ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეულია იატროგენული დიარეა;
- სიმპტომატური დიარეა მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დროს;
- ინფექციური ჰემორაგიული რექტოკოლიტის მწვავე შეტევების ზოგიერთი ფორმა;
- მოგზაურის დიარეის პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზები
დოზირებისათვის გამოიყენება 5-მლ-იანი დოზირების კოვზი, რომელიც დაყოფილია 2.5 მლ-დ.
გამოყენებამდე, სუსპენზია კარგად უნდა შეინჯღრეს.
ბავშვები 6 თვიდან 2 წლამდე: 2.5 მლ დღეში 3-ჯერ.
ბავშვები 3-დან 7 წლამდე: 5 მლ დღეში 3-ჯერ.
თერაპია ნიფუროქსაზიდის გამოყენებით შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 7 დღე.

უკუჩვენება
- ალერგია ნიტროფურანის წარმოებულების და/ან პრეპარატის შემადგენელი დამხმარე საშუალებების მიმართ;
- 6 თვემდე ასაკის ჩვილები.
არასასურველი ეფექტები
ნიფუროქსაზიდი ხასიათდება კარგი ამტანობით. ძალიან იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის სენსიტიზაცია და ალერგიული რეაქციები.

ორსულობა და ლაქტაცია
არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ იწვევს თუ არა ნიფუროქსაზიდის მიღება ორსულობის დროს შესაძლო მავნე ეფექტებს ნაყოფზე.
ნიფუროქსაზიდი არ აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. ამდენად არ არსებობს მისი დედის რძეში გამოყოფის შესაძლებლობა. შესაბამისად, შეიძლება პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის პერიოდში კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლის მოხმარება.
დიარეის მკურნალობისას ნიფუროქსაზიდით თერაპიასთან ერთად აუცილებელია რეჰიდრატაციის (პერორალური ან ინტრავენური) ჩატარება პაციენტის მდგომარეობისა და დიარეის ინტენსივობის გათვალისწინებით.
არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფრუქტოზას აუტანლობა, მალაბსორბციის სინდრომი და საქაროზა-იზომალტოზას დეფიციტი.
ზემოქმედება ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.
პრეპარატი გავლენას არ ახდებს პაციენტის უნარზე მართოს ავტომობილები და იმუშაოს მანქანა-დანადგარებთან.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

პრეპარატის 1 საზომი კოვზი (5 მლ) შეიცავს: ნიფუროქსაზიდი _ 220 მგ.
დამატებითი კომპონენტები: მეთილპარაბენი, სპირტი, შაქარი, ფორთოხლის არომატიზატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნიფუროქსაზიდი წარმოადგენს ნიტროფურანის წარმოებულს. მას გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება, როგორც გრამდადებითი (მათ შორის შტაპჰყლოცოცცუს და შრეპტოცოცცუს), ასევე გრამუარყოფითი (მათ შორის Escherichia coli) მიკროორგანიზმების მიმართ. პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ამიტომ ის ძირითადად გამოიყენება როგორც ნაწლავური ანტისეპტიკი. ნიფუროქსაზიდი არ არღვევს ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობას.

ჩვენებები
-მწვავე და ქრონიკული დიარეა;
-კოლიტი.

მიღების წესები და დოზები
1 თვიდან 1 წლამდე 5მლ 2 ჯერ დღეში
1 წლიდან 10 წლამდე 5მლ 3 ჯერ დღეში
10 წლიდან 5მლ 4 ჯერ დღეში

გამოყენების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ ჰომოგენური სუსპენზიის მიღებამდე.

გვერდითი მოვლენები
მცირე ასაკის ბავშვებში შეიძლება აღინიშნოს ღებინება.
გაუთვალისწინებელ სიმპტომთა გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ნიტროფურანის მიმართ, დღენაკლი და 1 თვემდე ასაკის ბავშვები

განსაკუთრებული მითითებები
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე პაციენტებში ნახშირწყლების შეწოვის თანდაყოლილი დარღვევით.
მკურნალობის კურსი შეადგენს 7 დღეს. არ არის სასურველი დოზის გადაჭარბება.

ჭარბი დოზირება
თუ პერედოზირების შემდეგ დიდი დრო არ არის გასული,აუცილებელია გამოვიწვიოთ ღებინება და კუჭის გამორეცხვა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.შაჭიროების შემთხვევაში ვატარებთ ხელსემწყობ და სიმპტომურ თერაპიას.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 25oC -ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
რეფურილი 220მგ/5მლ 60მლ სუსპ
  • სახელი: რეფურილი 220მგ/5მლ 60მლ სუსპ
  • შეფუთვა: 220მგ/5მლ 60მლ პერორალური სუსპენზია პეტ-ის ფლაკონი №1
Aversi 11.51 ლ
რეფურილი სუსპენზია ორალური 220მგ/5მლ 60მლ ფლაკონი #1
  • სახელი: რეფურილი სუსპენზია ორალური 220მგ/5მლ 60მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Amoun Pharmaceutical Co SAE (ეგვიპტე)
  • შეფუთვა: 220მგ/5მლ 60მლ პერორალური სუსპენზია პეტ-ის ფლაკონი №1
Pharmadepot 8.25 ლ

GPC 11.79 ლ
რეფურილი 220მგ/5მლ სუსპენზია 60მლ
  • სახელი: რეფურილი 220მგ/5მლ სუსპენზია 60მლ
  • მწარმოებელი: Amoun Pharmaceutical Co SAE (ეგვიპტე)
  • შეფუთვა: 220მგ/5მლ 60მლ პერორალური სუსპენზია პეტ-ის ფლაკონი №1
PSP 8.2 ლ