ენტეროფურილი 200მგ/5ლ - ENTEROFURYL 200mg/5ml
ენტეროფურილი 200მგ/5ლ - ENTEROFURYL 200mg/5ml

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდიარეულები, ნაწლავის ანთების და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ნაწლავური ინფექციების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: ენტეროფურილი 200მგ-5მლ შიგნით მისაღები სუსპენზია შეიცავს: 200,00მგ ენტეროფურილს; დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ეთანოლი 96%, კარბომერი, ბანანის წყალი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, უწყლო ლიმონმჟავა, გასუფთავებული წყალი.

ჩვენება: პრეპარატი არის ნაწლავების ანტიინფექციური აგენტი. ენტეროფურილი 200მგ-5მლ შიგნით მისაღები სუსპენზია გამოიყენება როგორც რეჰიდრატაციის დანამტი 2 წლიდან ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში ინფექციური მწვავე დიარეის სამკურნალოდ. მკურნალობა არ გამორიცხავს დიეტურ ღონისძიებებს და საჭიროების შემთხვევაში რეჰიდრატაციას.

უკუჩვენება: პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს თუ ღებულობს სხვა მედიკამენტს, აქვს რაიმე სახის ქრონიკული დაავადება, მეტაბოლური დარღვევა, თუ აქვს მომატებული მგრძნობელობა პრეპარატების მიმართ ან ალერგია რომელიმე მათგანზე. ალერგია ნიტროფურანის წარმოებულების ან პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ; არ გამოიყენება ჩვილებში, ახალშობილებში (0-1 თვე) 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ენტეროფურილი 200მგ-5მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად: დიარეის დროს საჭიროა ინსტრუქციების დაცვა საკვების გამოყენებასთან დაკავშირებით.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. უმჯობესია არ მოხდეს პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს. ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღება შესაძლებელია ხანმოკლე დროით მკურნალობის შემთხვევაში.

ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ეს პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვასა და მექანიზმების გამოყენებაზე.

ენტეროფურილი 200 მგ-5მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მიღების წესი: პრეპარატი მიიღება თანდართული ინსტრუქციის თანახმად. თუ პაციენტი ფიქრობს, რომ პრეპარატის მოქმედება არის ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერი, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციები: ენტეროფურილი 200მგ-5მლ შიგნით მისაღები სუსპენზია განკუთვნილია შიგნით მისაღებად. პრეპარატის გამოყენებამდე, ენტეროფურილის ბოთლი კარგად უნდა შეინჯღრეს. დოზირებისთვის გამოიყენება 5მლ-იანი მზომი კოვზი (მოწოდებულია კოლოფში), რომელიც დაყოფილია 2.5მლ-იან დოზებად.

დოზირება: პრეპარატი გამოიყენება ბავშვებში 2 წლიდან და მოზრდილებში.
ბავშვები 2 წლიდან: 5მლ სამჯერ დღეში.
მოზრდილები: 5მლ ოთხჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა: მკურნალობის ხარნგრძლივობა შეზღუდულია 7 დღემდე.

შენახვის წესი: ენტეროფურილი 200მგ-5მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე. დაუშვებელია გაყინვა. გამოყენებულ უნდა იქნას ბოთლის პირველად გახსნიდან 14 დღის განმავლობაში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ენტეროფურილი
ENTEROFURYL

საერთაშორისო დასახელება - nifuroxazide
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - A07AX03

**კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი **- დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები; მიკრობების საწინააღმდეგო ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
200მგ/5მლ სუსპენზია 90მლ ფლაკონი #1

შემადგენლობა
სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს:
200.0 მგ ნიფუროქსაზიდს
დამხმარე საშუალებები:
საქაროზა, ეთანოლი 96%, კარბომერი, მეთილპარაქსიჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, უწყლო ლიმონმჟავა, ბანანას არომატიც, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნიფუროქსაზიდი არის 5-ნიტროფურანის წარმოებული, ის მოქმედებს ნაწლავის ღრუში, ე.ი. არ აბსორბირდება გასტროინტესტინალური ტრაქტიდან. ადგილობრივი ინერტულობა და ორგანულ სისტემებსა და ქსოვილებში დიფუზიის შეუძლებლობა გამოარჩევს მას სხვა ნიტროფურანის წარმოებულებისაგან. ნიფუროქსაზიდის მოქმედების მექანიზმი სრულად არ არის ახსნილი. მისი ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული თვისებები, როგორც სხვა ნიტროფურანის წარმოებულებისა, სავარაუდოდ განპირობებულია ნიტრო-NO2 ჯგუფიდან, რომელსაც გააჩნია საკმაოდ გამომსახველობითი ეფექტები ნაწლავის ინფექციურ დაავადებებზე. გრამდადებითი კოკები განსაკუთრებით მგრძნობიარე აღმოჩნდნენ პრეპარატის მიმართ: Streptococcus pyogenes, Staphylococcus pyogenes, ხოლო გრამუარყოფითი ენტერობაქტერიებს შორის პრეპარატის მიმართ მგრძნობიარენი არიან E. coli, Salmonellae da Shigellae

ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების შემდეგ ნიფუროქსაზიდი პრაქტიკულად არ აბსორბირდება კუჭ- ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული ეფექტები ვლინდება მხოლოდ ნაწლავის ღრუში. ნიფუროქსაზიდი და/ან მისი მეტაბოლიტები სრულად ექსკრეტირდება განავლის საშუალებით. გამოდევნის სიჩქარე დამოკიდებულია მიღებული პრეპარატის რაოდენობასა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოძრაობის უნარზე.

ჩვენებები
- ბავშვებსა და მოზრდილებში ალიმენტარული ინფექციებითა და ინტოქსიკაციებით გამოწვეული დიარეა, კერძოდ E. coli-თ გამოწვეულნი;
- ქრონიკული დიარეა კოლიტის დროს;
- ნაწლავური ფერმენტაციის მოშლა;
- არასპეციფიკური და დაუდგენელი ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული დიარეა ინვაზიური მოვლენების გარეშე;
- ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეულია იატროგენული დიარეა;
- სიმპტომატური დიარეა მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დროს;
- ინფექციური ჰემორაგიული რექტოკოლიტის მწვავე შეტევების ზოგიერთი ფორმა;
- მოგზაურის დიარეის პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზები
დოზირებისათვის გამოიყენება 5-მლ-იანი დოზირების კოვზი, რომელიც დაყოფილია 2.5 მლ-დ.
გამოყენებამდე, სუსპენზია კარგად უნდა შეინჯღრეს.
ბავშვები 6 თვიდან 2 წლამდე: 2.5 მლ დღეში 3-ჯერ.
ბავშვები 3-დან 7 წლამდე: 5 მლ დღეში 3-ჯერ.
თერაპია ნიფუროქსაზიდის გამოყენებით შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 7 დღე.

უკუჩვენება
- ალერგია ნიტროფურანის წარმოებულების და/ან პრეპარატის შემადგენელი დამხმარე საშუალებების მიმართ;
- 6 თვემდე ასაკის ჩვილები.
არასასურველი ეფექტები
ნიფუროქსაზიდი ხასიათდება კარგი ამტანობით. ძალიან იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის სენსიტიზაცია და ალერგიული რეაქციები.

ორსულობა და ლაქტაცია
არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ იწვევს თუ არა ნიფუროქსაზიდის მიღება ორსულობის დროს შესაძლო მავნე ეფექტებს ნაყოფზე.
ნიფუროქსაზიდი არ აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. ამდენად არ არსებობს მისი დედის რძეში გამოყოფის შესაძლებლობა. შესაბამისად, შეიძლება პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
ენტეროფურილით მკურნალობის პერიოდში კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლის მოხმარება.
დიარეის მკურნალობისას ნიფუროქსაზიდით თერაპიასთან ერთად აუცილებელია რეჰიდრატაციის (პერორალური ან ინტრავენური) ჩატარება პაციენტის მდგომარეობისა და დიარეის ინტენსივობის გათვალისწინებით.
ენტეროფურილი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფრუქტოზას აუტანლობა, მალაბსორბციის სინდრომი და საქაროზა-იზომალტოზას დეფიციტი.
ზემოქმედება ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.
პრეპარატი გავლენას არ ახდებს პაციენტის უნარზე მართოს ავტომობილები და იმუშაოს მანქანა-დანადგარებთან.

ჭარბი დოზირება
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზის შესახებ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის ცნობილი ურთიერთქმედებს თუ არა ნიფუროქსაზიდი სხვა პრეპარატებთან.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 15-30ºC ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
3 წელი
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა სამედიცინო რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
სს ბოსნალიეკი
ბოსნია-ჰერცოგოვინა

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ენტეროფურილი სუსპენზია ორალური 200მგ/5მლ 90მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ენტეროფურილი სუსპენზია ორალური 200მგ/5მლ 90მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Bosnalijek, Pharmaceutical And Chemical Industry, JSC (Plant 2) (ბოსნია და ჰერცეგოვინა)
  • შეფუთვა: 200მგ/5მლ 90მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ბანანის არომატით ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი კოვზით
Pharmadepot 14.63 ლ

GPC 15.05 ლ
Enterofuryl - ენტეროფურილი 200მგ/5 სუსპენზია 90მლ
  • სახელი: Enterofuryl - ენტეროფურილი 200მგ/5 სუსპენზია 90მლ

PSP 15.01 ლ